You are on page 1of 13

პირის ღრუს ტუბერკულოზი

პრეზენტატორი: გიორგი გვიმრაძე


სტომატოლიგია III კურსი,ჯგუფი VII

რა არის
პირის ღრუს ტუბერკულოზი !
პირის ღრუსა და ყბა-სახის მიდამოს ტუბერკულოზი სპეციფიკური
დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ტუბერკულოზის მიკობაქტერიით.
დაავადება შეიძლება იყოს პირველადი ან გენერალიზებული
ტუბერკულოზური ინფექციის გამოვლინება.
ინფექცია გადადის ჰაერიდან წვეთობრივი გზით ავადმყოფიდან ჯანმრთელ
პირზე ან დაავადებული ძროხის რძით. პირის ღრუსა და ყბა-სახის
ორგანოებში ტუბერკულოზური ინფექცია ვრცელდება ჰემატოგენური ან
ლიმფური გზით აქტიური პროცესის კერიდან,ან სასუნთქი და საყლაპავი
მილებით გარემოდან, აგრეთვე პირდაპირ, კანისა და ლორწოვანი გარსის
დაზიანებული უბნებიდან. მიკროსკოპულად ტუბერკულოზის
მიკობაქტერიის დაგროვების არეში, მის ირგვლივ ვითარდება უჯრეოდვანი
ინფილტრაცია, რომელსაც უწოდებენ ინფექციურ გრანულომას, რომელიც
იშლება და წარმოშობს კაზეოზურ მასას.

ტუბერკულოზის მიკობაქტერია დიდი რაოდენობით გამოიყოფა ნახველთან


ერთად და იჭრება პირის ლორწოვან გარსში იქ არსებული ტრავმული
ადგილებიდან. ამის შემდეგ წარმოიქმნება ტიპიური ტუბერკულოზური
ბორცვები, რომელთა დაშლის შემდეგ კერის ცენტრში ყალიბდება წყლული
ისინი ყველაზე ხშირად განლაგებულია ლოყის ლორწოვან გარსზე კბილების
შეთანასოვნების ხაზის გასწვრივ, ენის ზურგსა და გვერდით ზედაპირზე,
რბილ სასაზე. წყლულების რაოდენობა, ძირითადად, არ აღემატება 1-3-ს.
ფილტვების ან კანის ტუბერკულოზის შედეგად წარმოქმნილი პირის ღრუს
ლორწოვანი გარსის მეორადი ტუბერკულოზი, ძირითადად გვხვდება ორი
ფორმით: მილიარულ-წყლულოვანი და ტუბერკულოზური მგლურას სახით.

მილიარულ-წყლულოვანი ტუბერკულოზის კლინიკური სურათი


თავდაპირველად წარმოიქმნება მცირე, ძირითადად, ძალიან მტკივნეული
წყლული, რომელიც იზრდება პერიფერიისკენ და ზოგჯერ აღწევს დიდ
ზომებს. წყლული არ არის ღრმა, აქვს უთანაბრო, გამოთხრილი რბილი
კიდეები. დაუშლელი ბორცვების გამო წყლულების ფსკერსა და კიდეებს აქვთ
მარცვლოვანი აგებულება და დაფარულია მოყვითალო-მონაცრისფრო
ნადებით. მიმდებარე ქსოვილები შესუპებულია, წყლულის ირგვლივ ზოგჯერ
შეინიშნება წვრილი აბცესები ე.წ. ტრელის მარცვლები. წყლულის ხანგრძლივი
მიმდინარეობისა და მეორადი ინფიცირების დროს წყლულის კიდეები და
ფსკერი მკვრივდება. ენაზე, გარდამავალ ნაოჭზე, წყლულმა შეიძლება მიიღოს
ნაპრალისებრი ფორმა, როცა წყლულის ფსკერი შესავალ ფსკერზე ფართოა.
რეგიონული ლიმფური კვანძები გადიდებულია, გამკვრივებულია და
დაკავშირებულია ერთმანეთთან, მტკივნეულია პალაციისას. პაციენტის
მდგომარეობა უარესდება, იმატებს სხეულის ტემპერატურა, ჩნდება
ცვლილებები სისხლის ანალიზში.
ტუბერკულოზური მგლურა

მგლურა ვითარდება ფილტვების, ლიმფური კვანძების, ძვლების


ტუბერკულოზური დაზიანების ფონზე, როგორც მეორადი პროცესი, რომელიც
ლოკალიზებულია პირის ღრუს და ცხვირის ლორწოვან გარსზე, სახის კანზე
ცალკეული მოყვითალო-ვარდისფერი ხორკლების, ე.წ ლუპომების სახით.
ლუპომები ერთიანდებიან ფართო, რბილ მკაფიო წითელი ინფილტრატად. ეს
უკანასკნელი შემდგომში წყლულდება. წყლულს რბილი, უსწორო კიდეები და
გრანულაციებით დაფარული ფსკერი აქვს. პროცესი ქორონიკულად
მიმდინარეობს, შეიძლება გაგრძელდეს თვეობით, წლობით. წყლულების
დანაწიბურება იწვევს სიმახინჯეს ცხვირის ფრთების, წვერის და ზედა ტუჩის
დეფექტებით. შესაძლებელია რეციდივის განვითარება, როდესაც
ნაწიბურებზე წარმოიქმენბა ახალი ხორკლები. მგლურა იწყება ბავშვთა ასაკში,
მიმდინარეობს ნელა, ამ დროს ნაწიბურები ზედაპირული და სადაა.
პირის ღრუსა და ყბა-სახის ორგანოებში, არჩევენ ტუბერკულოზური
პროცესით გამოწვეულ პირველად და მეორად დაზიანებებს.

პირველადი ტუბერკულოზური პროცესი ვითარდება სახის კანის, პირის


ღრუს ლორწოვანი გარსის, სახისა და კისრის ლიმფურ კვანძებში. ლიმფური
სისტემის მხრივ ამ დროს აღინიშნება ერთეული ან შერეული ლიმფური
კვანძების პაკეტი. ჯირკვლები მკვრივია, თანდათან მკვრივდებიან ხრტილის
ან ძვლის კონსისტენციამდე. კისერზე ხშირად დვრისლებრი მორჩიდან
მკერდლავიწდვრილისებრი კუნთის გასწვრივ გადიდებული ლიმფური
კვანძების ძეწკვი ყალიბდება. ზოგჯერ, თუ მკურნალობა არ ჩატარდა,
ლიმფური კვანძები იშლება, კანი ამ არეში იხსნება და გამოიყოფა ხაოჭოსებრი
მასა.

ყბა-სახის მიდამოს მეორადი ტუბერკულოზური დაზიანება შიეძლება


განვითარდეს მაშინ, როდესაც პირველადი კერა იმყოფება ფილტვებში,
ნაწლავებში, ძვლებში, აგრეთვე ტუბერკულოზის გენერალიზებული
ფორმების დროს. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მეორადი ტუბერკულოზი
უფრო ხშირია, ვიდრე პირველადი. მეორადს ე.ი. ინფექციის ახალი კერის
გაჩენას უკვე ტუბერკულოზით დაავადებულ სუბიექტში ხელს უწყობს
პირველადი პირიდან გავრცელებული ინფექცია. მაგალითად ფილტვებიდან
ამოხველებით მიღებული ნახველი შეიცავს კოხის ჩხირების დიდ რაოდენობას.
ლორწოვანი გარსის მცირე დაზიანებაც კი აუტო ინფექციის გამო შეიძლება
ტუბერკულოზურ წყლულებად გარდაიქმნენ. ისინი უფრო ხშირად
ვითარდებიან დაავადების ბოლო ფაზაში. უფრო ხშირად მეორადი
ტუბერკულოზი პირის ღრუში ვითარდება ენის კიდეზე, ღრძილებზე,
ტუჩებზე, ლოყის და რბილი სასის ლორწოვან გარსზე.

ენის ტუბერკულოზი

ენაზე ჯერ წარმოიქმნება მტკივნეული შეწითლება, რომელიც გადადის


მოყვითალო ლაქაში, სადაც შემდეგში ვითარდება ხორკლიანი წყლული
დაშლილი მასით დაფარული ფსკერით, რომელსაც აქვს ღრმად ამოკვეთილი,
თითქოს ჩაგლეჯილი კიდეები. წყლულს ირგვლივ ემჩვნევა წვრილი შვრიას
ოდენა მარცვლისოდენა ხორკლები. წყლული ძლიერ მტკივნეულია.
ტკივილები ძლიერდება ენის მოძრაობის და საკვების მიღების დროს.

ტუჩის და ღრძილის ტუბერკულოზი

ტუჩის და ღრძილის წყლულები იშვიათია, უფრო შეიძლება ქვედა ტუჩზე


შეგვხვდეს. მაგ იგივე კლინიკური ნიშნები ახასიათებთ, რაც ენის წყლულებს.
ღრძილის წყლულის შემთხვევაში პროცესი შეიძლება გავრცელდეს ძვალზე და
გამოიწვიოს წვრილი სეკვესტრაცია, იშვიათად კბილების ამოვარდნაც კი.
სასაზე რამდენიმე წყლული შეიძლება შეერთდეს.

სანერწყვე ჯირკვლების მეორადი ტუბერკულოზი -

ტუჩისა და ღრძილის წყლულების მსგავსად იშვიათია. ის ვითარდება


გენერაზილებული ტუბერკულოზური პროცესის დროს. ინფექცია ვრცელდება
ჰემატოგენური, ლიმფოგენური ან კონტაქტური გზით. უფრო ხშირია ყბაყურა
ჯირკვალში, ვიდრე ყბისქვეშაში. პრიცესი მთავრდება კანზე ხვრელარხების ან
წყლულების წარმოქმნით.

ყბების მეორადი ტუბერკულოზი -

ვითარდება ინფექციის გავრცელებით ჰემატოგენური ან ლიმფოგენური გზით


დაავადებული ორგანოდან ან კონტაქტური გადასვლით პირის ღრუს
ლორწოვანი გარსიდან. დაავადება დუნედ მიმდინარეობს, არავითარი
ტკივილები. რეგიონული და კანის ლიმფური კვანძები გადიდებულია,
მკვრივია. ისინი თანდათან ერთდებიან ნაკლებ მოძრავ პაკეტს ქმნიან.
შემდგომში ცენტრალური უბნები რბილდებიან და მიმდინარეობს მათი
კაზეოზური დაშლა. დაზიანებული ძვლის ახლოს კანი განიცდის
ინფილტრაციას. ხდება მისი შეზრდა ძვლის დაზიანებულ უბანთან. თუ
პროცესი არის კუთხის არეში, ინფილტრაციას განიცდის საღეჭი კუნთი და
ვითარდება ტრიზმი. ინფილტრატი რბილდება, კანი ამ არეში იღებს
მოლურჯო ფერს, რომლის ქვეშაც ჩამოყალიბდება ერთი ან რამდენიმე „ცივი“
აბსცესი, რომელიც შემდგომში იხსნება კანზე რამდენიმე ხვრელარხით.
ხვრელარხებიდან გამოიყოფა წყალ-წყალა ექსუდატი ხაჭოსებრი მასით.
მომავალში ხვრელარხიდან მიიღება მცირე გამონადენი და გამოიბერება დუნე
გრანუცალიები.

ტუბერკულოზის პროფილაქტიკა

პროფილაქტიკა გულისხმობს BCG ვაქცინაციას და რევაქცინაციას. BCG


ვაქცინას ახასიათებს სპეციფიკურობა, ალერგენულობა და იმუნოგენურობა,
უვნებელია. BCG ვაქცინირებულ და რევაქცინირებულ პირებში
ტუბერკულოზით სიკვდილიანობა და დაავადება ბევრად ნაკლებია ვიდრე
არავაქცინირებულებში.

ასევე:

 ტუბერკულოზის უფასო დიაგნოსტიკა და მკურნალობა

 განსწავლა - ტუბერკულოზის კერაში( საცხოვრებელი


ადგილი,სასწავლებელი, სამსახური, და ა.შ )

 იზოლირებული ოთახი ან შირმა ფარდა

 ნიღაბი

 ბაქტერიოციდული ნათურები

 ქიმიკატებით დეზინფექცია ( მაგ: ქლორი, ქლორამინი, მჟავაგამძლე და


ტუტეგამძლე ნივთიერებები)

 გამწოვი ვენტილაცია და ხშირი განიავება

 განსწავლა მასმედიის საშუალებით

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

მკურნალობა პირის ღრუსა და ყბა-სახის ორგანოების ტუბერკულოზის დროს


ტარდება ფტიზიატრიულ კლინიკებში. ქირურგიული ჩარევა გულისხმობს
კერაში არსებული კბილების ამოღებას, გრანულაციის სეკვესტრების
მოცილებას, ღრუების ტამპონადას იოდოფორმიანი მარილით. ასევე ზოგადად
ტუბერკულოზის მკურნალობისთვის მიმართავენ ქირურგიულ და
კონსერვატიულ გზებს. ადრე გამოიყენებოდა ქრიურგიული მკურნალობის
შემდეგი სახეები: პნევმოთორაქსი და პნევმოპერიტონიუმი( მუცლის ან
პლევრის ღრუში შეჰყავდათ ჰაერი ანუ ხდებოდა ფილტვების კოლაბირება და
ამის ხარჯზე კავერნის კედლები უერთდებოდა ერთმანეთს, შეხორცდებოდა,
აღარ იშლებოდა). რეზექციული მეთოდებია:სეგმენტექტომია, ლობექტომია,
ბილობექტომია, პულმონექტომია, პლევროპლასტიკა.
არსებობს სპეციფიკური ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტები

I რიგის, ანუ ძირითადი პრეპარატები, რომლებიც უფრო ეფექტური და


ნაკლებად ტოქსიკურია ვიდრე II რიგის პრეპარატები.

 იზონიაზიდი H

 რიფამპიცინი R

 ეტამგლუტოლი E

 პირაზინამიდი Z

 ტრეპტომიცინი

II რიგის ანუ სარეზერვო პრეპარატები:

 რიფაბუტინი

 ამინოგლიკოზიდები (კალამიცინი, ამიკაცინი, კაპრეომიცინი)

 ფთორქინოლონები (მოქსიფლოქსაცინი,
გატიფლოქსაცინი,ლევოფლოქსაცინი)
 ეთიონამიდები (ეთიონამიდი და პროთიონამიდი)

 ციკლოსერინი

 პარამინ სალიცილის მჟავა

 თიაცეტაზონი

 ტერისიდონი

II რიგის ანუ ახალი პრეპარატები. მოწოდებულია რეზისტენტული


ტუბერკულოზის მკურნალობისათვის, თუმცა ბოლომდე არ არის
დადგენილი,ტარდება ცდები.

 ბედაქილინი

 დელამანიდი

 ლინეზოლიდი

 კლორფამიზინი

 იზონიაზიდის დიდი დოზა

 ამოქსიცილინ-კლავულიინატი

 იმიპენემ ცილასტატინი

 მერიბენემი

 კლარიპრომიცინი

________________________________________________________________________

გამოყენებული ლიტერატურა:

 თერაპიული სტომატოლოგია - ე.ბოროვსკი


 ქირურგიული სტომატოლოგია - ო.ნემსაძე

You might also like