You are on page 1of 2

კაზუსი მალვინაზე

შესაძლოა ნინოს ანასგან ჰქონდეს მალვინას საფასურის გადახდისმოთხოვნის


უფლება სსკ 477 მუხლის მე2 ნაწილის საფუძველზე (მყიდველი მოვალეა
გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება)
ეს კონკრეტული კი ითვალისწინებს გარკვეულ წინაპირობებს მოთხოვნის
წარმოშობისათვის,კერძოდ,სახეზე უნდა გვქონდეს ნამდვილი ნასყიდობის
ხელშეკრულება,ამასთან ნამდვილი ოფერტი და ნამდვილი აქცეპტი
(მუხლ329,331,330)
განვიხილოთ კაზუსის გაბულაში მოცემული ფაქტები
თანმიმდევრობით,ფაბულიდან ცნობილია,რომ ნინომ განათავსა
რეკლამა,რომელიც ნიშნავს მოწვევა ოფერტზე,რადგან რეკლამა მიმართულია
პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ, ანუ შესაძლო მყიდველების,სუბიექტების
მიმართ.სსკ მუხლი329 ნაწილი 2. რეკლამის განთავსების შემდეგ ანი რეკავს
მითითებულ ნომერზე და ოფერტს უკეთებს ნინოს(ოფერტი ნიშნავს ისეთ
გამზადებულ წინადადებას სადაც ყველაფერი დეტალურადაა განსაზღვრული
შეათანხმების საგანი,ფასი დაასშ.ის მიმართულია კონკრეტული სუბიექტის ,პირის
მიმართ,და აქცეპტის შემთხვევაში ოფერენტი მზადაა შეასრულოს თავისი
ვალდებულება პირწმინდად სსკ მუხლი29 ნაწილი 1.სახეზე გვაქვს თანმყოფ
პირებს შორის ოფერტი,რომელიც გულისხმობს რომ პირებს საშუალება უნდა
ჰქონდეთ უშუალო კონტაქტისა,რომელშიც არა მხოლოდ პირისპირ ლაპარაკი
იგულისხმება არამედ ტელეფონის საშუალებითაც,ამ პირებს შორის .კომუნიკაციის
დროს ნინო მაშინვე უბრუნებს პასუხს და ანის სთავაზობს ახალ წინადადებას
სადაც ფასი 200 ლარს შეადგენს ანუ სახეზე გვაქვს ახალი ოფერტი,რაზეც ანა
დუმილის სახით გამოხატავს თავის პოზიციას და თანხმობას არ აცხადებს ამ
კონკრეტულზე,ის ყურმილს უკიდებს ნინოს,ეს კი ჩაითვლება როგორც უარყოფა,
რადგან სახეზე არ გვაქვს ისეთი შემთხვევები სადაც დუმილი თანხმობის ნიშანია .
ამის შემდეგ ანი ნინოს წერილს სწერს,სადაც ის თანახმაა გადაიხადოს
200ლარი მალვინაში,და განუსაზღვრავს იქვე ვადას 20 აპრილამდე.ეს შემთხვევა
ჩაითვლება ოფერტად(ზემოთ არის განმარტებული).
ნინო 15 აპრილს წერილის მიღებისთანავე ურეკავს ანის,ეს არის ოფერტის
მიღება(გაცნობა) და შემდეგ მასზე პასუხი,რომ ნინო არაა თანახმა ამ
წინადადებაზე
არც ახლა და არც წინა შემთხვევებში არაა სახეზე ნამდვილი ნასყიდობის
ხელშეკრულება. სახეზე არ არის აქცეპტი.
ამ ყოველივეს შემდეგ ნინო 18 აპრილს უგზავნის ანას მალვინას და ითხოვს
მისგან 200 ლარს, მართალია ანამ ნინოს განუსაზღვრა დრო 20აპრილამდე
აქცეპტისათვის მაგრამ ნინომ 15 აპრილს უკვე განუცხადა ამ კონკრეტულზე მას
უარი რის შემდეგაც არ არსებობს არანაირი წინაპირობა და საფუძველი იმისა
,რომ მან ანასგან მოითხოვოს 200 ლარის გადახდა
ამდენად, ნინოს ანასგან არ აქვს ნივთის მიღებისა და საფასურის გადახდის
მოთხოვნის უფლება,რადგან არ ყოფილა 477 მუხლის წინაპირობა
შესრულებული,მაშასადამე არ დადებულა ნასყიდობის ხელშეკრულება ნინოსა და
ანას შორის.

ოთარ გვიმრაძე.

You might also like