You are on page 1of 2

შესაძლებელია, პეჟოს ცენტრს არ ჰქონდეს ანისაგან მანქანის საფასურის გადახდის

მოთხოვნის უფლება სკ-ის 477 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

სკ-ის 477 მუხლის მე-2 ნაწ. ითვალისწინებს რომ მყიდველი ვალდებულია


გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნამდვილი ქონება, ასევე
ითვალისწინებს ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობას, რომლის
წინაპირობაა ხელშეკრულების სუბიექტების მიერ ნების გამოვლენა, ნამდვილი
ოფერტი და ნამდვლილი აქცეპტი.

ოფერტი არის მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა, რომელიც ხელშეკრულების


ყველა არსებით პირობას უნდა შეიცავდეს და ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული რომ
მისი მიღება შეიძლებოდეს უბრალო თანხმობით.

კაზუსში სახეზეა პეჟოს ცენტრის მიერ განხორციელებული მოწვევა ოფერტზე, სკ-ის


329 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სადაც პეჟოს ცენტის მიერ გაკეთებულია
რეკლამა პირთა განუსაზღვრელი წრისადმი.

ანა რეკლამის ნახვის შემდეგ აკეთებს ოფერტს, ავლენს ნებას რომ მას უნდა მანქანის
ყიდვა.

აქცეპტი არის მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა, თანხმობა.

სახეზე გვაქვს მოდიფიცირებული აქცეპტი, ანის შემთხვევაში როდესაც იგი ცვლის


მანქანისს ფასს , რომელიც ითვლება ახალ ოფერტად.

ანი და მენეჯერი არიან ართანმყოფი პირები, რადგან ისინი ერთმანეთს ტექსტურ


შეტყობინებებს სწერენ, არათანმყოფი პირებისათვის ოფერტი მხოლოდ იმდრომდე
შეიძლება იქნებს მიღებული რა დროშიც ოფერტის მიმცემს ჩვეულებრივ შეუძლია
დაელოდოს პასუხს სკ-ის 330 მულის მე-2 ნაწილის მიხედვით.

ანიმ გააკეთა ოფერტი რომელზეც მან განსაზღვრა გარკვეული ვადა, რომელიც


ითვალისწინებს რომ აქცეპტი უნდა განხორციელდეს მხოლოდ ამ ვადაში, სკ-ის 331-ე
მუხლის მიხედვით.

მენეჯერმა ანის ოფერტზე დაგვიანებულად გააკეთა აქცეპტი, დათქმული ვადის


შემდეგ, სახეზე გვაქვს ახალი ოფერტი, ოფერტზე დაგვიანებით გაკეთებული აქცეპტი
ითვლება ახალ ოფერტად სკ-ის 333 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად.

შესაბამისად , რადგან ანის პასუხი დაგვიანებით მიუვიდა და ის დათქმული ვადის


შემდეგ იყო გამოგზავნილი, ანის აღარ გააჩნია ვალდებულება მენეჯერის მიმართ,
რადგან მენეჯერის დაგვიანებული პასუხი უკვე არის ახალი ოფერტი.

საბოლოოდ,
პეჟოს ცენტრს ანისაგან მანქანის საფასურის გადახდის მოთხოვნის უფლება არ აქვს
სკ-ის 477 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

ელენე სულაბერიძე

You might also like