You are on page 1of 4

ინფორმაციის თავისუფლება-კარგი მმართველობის საფუძველი

სამართლებრივ სახელმწიფოში იმისათვის რომ დემოკრატიულმა სისტემამ


სრულყოფილად იფუნქციონიროს, მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებას ხელი
მიუწვდებოდეს საჯარო ინფორმაციაზე. იქიდან გამომდინარე რომ დემოკრატიული
მმართველობის უმთავრეს პრინციპს და დანიშნულებას საზოგადოების ნებისა და
მოთხოვნილებების განხორციელება უნდა წარმოადგენდეს შესაბამისად
სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს ის რომ ჰყავდეს განათლებული
და ინფორმირებული საზოგადოება. ამიტომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს
საჯარო ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების შესაძლებლობა და
ასევე გამოიყენოს ეს რესურსი ეფექტიანი მმართველობის განხორციელებისათვის.

დემოკრატიულ სახელმწიფოში ინფორმაციის თავისუფლება გულისხმობს იმას


რომ ხელისუფლება იყოს ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე, საჯარო ინფორმაცია
იყოს ხელმისაწვდომი, ინფორმაციის მიღების უფლება ადამიანის ფუნდამენტურ
უფლებაა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრის
ჩამოყალიბების, თითოეული ადამიანის პიროვნული და ამასთანავე პროფესიული
განვითარებისა და ზოგადად ძლიერი დემოკრატიული საზოგადოების
არსებობისათვის.

საქართველოს მოქალაქეს გარდა გამოხატვის თავისუფლებისა, საქართველოს


კონსტიტუციით მინიჭებული აქვს საჯარო ინფორმაციის მიღების უფლებაც. რაც
გულისხმობს იმას რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ასე მოქალაქეები უფრო მეტად ენდობიან
ხელისუფლებას, რადგან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ხაზს უსვამს
გამჭვირვალე მმართველობას, ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას და მის
ღიაობას. შესაბამისად ინფორმაციის მოძიება, მისი მიღება და გავრცელება ადამიანის
ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მიხედვით


საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და
დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული
საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული
ინფორმაციისა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო
ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება შესაბამისი კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და პირობებით. კანონი მოქალაქეებს
უფლებას აძლევს რომ მიიღონ საჯარო ინფორმაცია, რადგან თუ პირმა ვერ მიიღო
საჯარო დაწესებულებისგან საჯარო ინფორმაცია, იგი ვერ გამოხატავს საკუთარ
აზრსა და შეხედულებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ეს კი
მნიშვნელოვნად შეაფერხებს დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების პროცესს,
იქიდან გამომდინარე რომ სახელმწიფოს გამჭვირვალეობა ეფექტიანი
დემოკრატიული მმართველობის შემადგენელი ნაწილია, და მის ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს ელემენტს სწორედ ინფორმაციის თავისუფლება წარმოადგენს.
როდესაც საზოგადოება ინფორმირებულია იმის შესახებ თუ რა საქმიანობას
ახორციელებს სახელმწიფო ეს ზრდის მოსახლეობის ნდობას ხელისუფლებისადმი.
თუ მოქალაქემ საჯარო დაწესებულებიდან სასურველი ინფორმაცია მიიღო ეს იმაზე
მიანიშნებს რომ ხელისუფლება კანონის ფარგლებში და კეთილსინდისიერად
მოქმედებს, შეგნებულად არ ასაიდუმლოებს ინფორმაციას, სანდოა, რაც ხელს
უწყობს ეფექტური მმართველობის ჩამოყალიბებას.

დემოკრატიული სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანია საჯარო დაწესებულების


საზოგადოებრივი კონტროლი, თუ საზოგადოებამ არ იცის რა ხდება სახელმწიფოში
მაშინ მისი ხელისუფლების ყველა ქმედება დაფარულია, შესაბამისად მოსახლეობას
ვერ უყალიბდება ობიექტური შეხედულებები სახელმწიფოში მომხდარ მოვლენებზე
რასაც ხელისუფლება სათავისოდ გამოიყენებს. სწორად ამიტომ ინფორმაციის
თავისულფებას როგორც ფუნდამენტურ უფლებას დიდი როლი უკავია
დემკორატიულ საზოგადოებაში, თუ არ იარსებებს ან უსაფუძვლოდ შეზღუდული
იქნება ინფორმაციის თავისუფლება იქ ვერ იქნება კარგი მმართველობა, სწორად
ამიტომ ინფორმაციის მიღებას, მის გავრცელებას დიდი მნიშვნელობა აქვს
საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ნდობის ამაღლებისთვის, რაც ასევე
მნიშვნელოვანია კარგი მმართველობის ჩამოყალიბებისათვის.

მე მსურს თქვნთან, ევროპაბეთის იურიდიულ დეპარტამენტში სტაჟირების გავლა,


რომლის შესახებაც მივიღე ინფორმაცია ლინკედინზე განთავსებული ვაკანსიის
საშუალებით. აღნიშნული პოზიციით დაინტერესებული ვარ, რადგან ვარ ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მესამე კურსის სტუდენტი და
მსურს ჩავერთო სტაჟირების განმავლობაში ისეთ პროცესებში, როგორიცაა
სამართლებრივი დოკუმენტაციის შექმნა, გადახედვა და რისკების იდენტიფიცირება,
წერილობითი კორესპონდენციის პროექტების მომზადება, ასევე მივიღო
მონაწილეობა კომპანიის საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის
უზრუნველყოფაში. აღნიშნული სტაჟირების მიმართ ჩემი განსაკუთრებული
ინტერესი გამოიწვია თქვენს კომპანიაში არსებულმა კომფორტულმა, მეგობრულმა,
სანდო და განვითარებაზე ორიენტირებულმა გერემომ, სადაც პროფესიონალ
კოლეგებთან თანამშრომლობისას მივიღებ გამოცდილებას და საშუალება მომეცემა
რომ განვავითარო ჩემი უნარები.

ვთვლი რომ აღნიშნული პოზიციისთვის ადეკვატური კანდიდატურა ვარ რადგან


ვარ იურიდიული ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი, მიუხედავად იმისა რომ არ
მაქვს სამუშაო გამოცდილება სწავლის პროცესში სხვადასხვა ტრენინგებსა და
კონფერენციებში მონაწილეობის მიღებისას განმივითარდა ანალიტიკური
აზროვნების და გუნდური მუშაობის უნარი. ასევე გამოვირჩევი ეფექტური
კომუნიკაციის უნარით რაც დამეხმარება სტაჟირების პროცესში კოლეგებთან
მარტივად და სწორად დავამყარო კომუნიკაცია. მაქვს სწრაფი ადაპტაციის და
სტრესულ სიტუაციაში ეფექტური მუშაობის უნარი. სხვადასხვა იმიტირებულ
პროცესებში მონაწილეობის მიღებისას გამოვიმუშავე კრიტიკული აზროვნების
უნარიც, რაც გამიადვილებს სტაჟირების განმავლობაში ნებისმიერი მოვლენა და
ფაქტი შევაფასო რაციონალურ და არა ემოციურ დონეზე.

ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა პუნქტუალურობა, რაც დამეხმარება სტაჟირების


განმავლობაში გეგმით გათვალისწინებულ ვადაში და მაღალი პასუხისმგებლობით
შევასრულო ჩემი ვალდებულებები და წვლილი შევიტანო თქვენი კომპაანიის
წარმატებაში. თქვენთან მეგობრული, სანდო და საიმედო გარემოა ასეთ სფეროში
მუშაობას ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მადლობას გიხდით იმ დროისათვის, რომელსაც გამოყობთ ჩემი სამოტივაციო


წერილის გასაცნობად და იმედს ვიტოვებ, რომ მომეცემა თქვენთან შეხვედრის
შესაძლებლობა.

პატივისცემით,

ელენე სულაბერიძე.

I would like to do an internship in Legal Department for Europebet, about which I


received information through a vacancy posted on LinkedIn. I am interested in this position
because I am a third year student at Ilia State University School of Law and during my
internship I want to get involved in processes such as creating, revising and risks
identification of legal documentation, preparation of written correspondence projects and
also participation in ensuring compliance of the company's activities with the current
legislation. My special interest in this internship was aroused by the comfortable, friendly,
reliable and a rapidly growing atmosphere where i will collaborate with professional
colleagues and get experience, accordingly I will have the opportunity to develop my skills
and abilities.

I consider myself an adequate candidate for this position because I am a 3rd year student
of the Faculty of Law, although I have no work experience, I have developed analytical
thinking and teamwork skills while participating in various trainings and conferences. I am
also distinguished by the ability to communicate effectively, which will help me to
communicate easily and correctly with colleagues during the internship process. I have the
ability to adapt quickly and work effectively in stressful situations. By participating in
various mock trials, I have also developed critical thinking skills, which will make it easier
for me to evaluate any event or fact during my internship on a rational rather than emotional
level.

One of my strengths is punctuality, which will help me to fulfill my obligations within


the timeframe provided by the plan and with high responsibility and contribute to the
success of your company. It is a friendly, trustworthy and reliable environment with you.
Working in such a field is of great importance to me.

Thank you for taking the time to read my cover letter and I hope to have the opportunity
to meet with you.

Sincerely,

Elene

You might also like