You are on page 1of 3

ხატია ლობჯანიძე

ჯგუფი:6

1.თქვნი აზრით, ადმინისტრაციულ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ თუ არა


დისკრეციული უფლებამოსილება?

პირველ რიგში სანამ დავიწყებდე განხილვას, უნდა ჰქონდეს თუ არა


ადმინისტრაციულ ორგანოებს დისკრეციული უფლებამოსილება, მანამდე
უშუალოდ რამოდენიმე სიტყვით ავხსნი თუ რას ნიშნავს ეს უფლებამოსილება.
მოგეხსენებათ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს (სახელმწიფო და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ან სხვა
პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ
უფლებამოსილებებს) დისკრეციული უფლებამოსილება გულისხმობს
ადმინისტრაციული ორგანოს ან თანამდებობის პირის უფლებას საჯარო დაკერძო
ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამო აღდენიმე
გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები. პირველ რიგში ავღნიშნავ,
რომ ადღნიშნული თემა საკამათო საკითხია, ვინაიდან კონკრეტულ თემებზე
გადაწყვეტილებას იღებს არა მოსამართლე, არამედ ადმინისტრაციული
ორგანო/თანამდებობის პირი. ვფიქრობ, რომ დისკრეციული უფლებამოსილება
ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოსების უფრო ეფექტურ საქმიანობასა და
უფრო სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველყოფას. აღნიშნული
უფლებამოსილების მეშვეობით გადაწყვეტილება მიიღება კონკტრეტულ
შემთხვევაზე კანონის „მორგებით“ ანუ სახელმწიფო მომსახურება ხდება უფრო
მოქნილი და კონკრეტულ ინდივიდებზე მორგებული. ვთვლი, რომ მიუხედავად
დადებითისა აღნიშნულ უფლებამოსილებას გააჩნია უარყოფითი ასპექტიც, კერძოდ,
მოგეხსენებათ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პასუხისმგებლობის
სამართალი და პრაქტიკა არ ითხოვს კანონით დადგენილი იერარქიული სახის
გამოყენებას, ანუ იმ შემთხვევაშიც კი თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა
იერარქიულად ყველაზე მძიმე პასუხისმგებლობა, ის არ არის ვალდებული გააკეთოს
ახსნა-განმარტება აღნიშნულთან დაკავშირებით. ვთვლი, რომ ამით შესაძლოა
ეჭვქვეშ დადგეს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან თუ
ადმინისტრაციული ორგანო ან თანამდებობის პირი ყოველგვარი ახსნა-განმარტების
გარეშე მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებას შესაძლოა საბოლოოდ მცდარ დასკვნამდე
მივიდეს. თუმცა საბოლოო ჯამშვი მაინც ვთვლი, რომ ადმინისტრაციული ორგანოს
დისკრეციული უფლებამოსილება ხელს შეუწყობს მის ეფექტურ ფუნქციონირებას,
ვინაიდან ეს უზრუნველყოფს როგორც უკვე აღინიშნ კანონის ნებისმირ ინდივიდსა
და შემთხვევაზე „მორგებას’.

2. რას გულისხმობს ინფორმაციის თავისუფლება ?


პირველ რიგში ავღნიშნავ იმ ფაქტს, რომ საქართველო არის დემოკრატიული
ქვეყანა, შესაბამისად ადამიანს აქვს კონსტიტუციისაგან მინიჭებული უფლება
შეუზღუდავად მიიღოს გარკვეული სახის ინფორმაციები სახელმწიფო
ხელისუფლების გგანხორციელებასთან დაკავშირებით და შესაბამისად ამ
ინფორმაციიდან და დემოკრატიის პრინციპიდან გამომდინარე თავადვე მიიღოს
მონაწილეობა სახელმწიფოს „მართვაში“. შესაბამისად საქართველოს
კონსტიტუციიდან გამომდინარე ინფორმაციის თავისუფლება ხელს უწყობს
დემოკრატიული მმართველობის უკეთ განხორციელებას. ახლა გადავიდეთ
საკითხზე, თუ რას ნიშნავს ინფორმაციის თავისუფლება. ინფომაციის
თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე ნებისმიერ ადამიანს ხელი უნდა
მიუწვდებოდეს საჯარო დაწესებულებაში არსებულ ინფორმაციაზე. ინფორმაციის
მიწოდების დაუსაბუტებელი შეზღუდვა მოქალაქეებს უნდობლობით განაწყობს
სახელმწიფოს მიმართ. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მეშვეობით საზოგადოება
კონტროლს ახდენს სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებაზე. ვინაიდან
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპს უპირისპირდება ინფორმაციის
საიდუმლოების დაცვის პრინციპი, ამიტომაც ფიზიკური ან
იურიდიული(წარმომადგენლის მეშვეობით) პირები წერენ განცხადებას გარკვეულოი
ინფორმაციის მიღების მიზნით, თუმცა ინფორმაცია გაიცემა დაუყონებლივ, ანუ
განცხადების შეტანისთანავე, ასევე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის
გადაწყვეტილებაც უნდა გაიცეს დაუყონებლივ. როგორც წესი, ყველა საჯარო
ინფორმაცია არის ღია გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, კერძოდ
საიდუმლო საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს: სახელმწიფო საიდუმლოება,
პერსონალური ინფორმაციების საიდუმლოება, აღმასრულებელი პრივილეგია,
კომერციული საიდუმლოება, პროფესიული საიდუმლოება.

3.განსაზღვრეთ თანაზომიერების პრინციპის არსი და დაახასიათეთ იგი

თანაზომიერების პრინციპი თავის მხრივ გულისხმობს მმართველობითი ორგანოს


შეუსაბამო შეზღუდვის აკრძალვას, ანუ შემზღუდველი ღონისძიება უნდა იყოს
თანაზომიერი, ანუ თანაზომიერების პრიციპის გამოყენებისას უნდა შემოწმდეს
ადმინისტრაციული ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ გამოყენებულ
საშუალებასა და მიზანს შორის არსებული დამოკიდებულება. იმისათვის, რომ მათ
შორის ეს თანაზომიერება დადგინდეს, აუცილებელია გარკვეული მოქმედებები
შესრულდეს, კერძოდ პირველ როგში უნდა დადგინდეს მიზანი, რომლის მიღწევაც
სახელმწიფოს სურს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებით, შემდგომ ეს მიზანი
უნდა შევუსაბამოთ იმ საშუალებას, რაც გამოყენებული იქნა კონკრეტული მიზნის
მისაღწევად, ხოლო ამ ყველაფრის შემდგომ მოწმდება ამ გამოყენებული საშუალების
აუცილებლობა. თანაზომიერების პრინციპი უზრუნველყოფს, რომ
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებული ნებისმიერი შემზღუდველი სახის
ღონისძიება იყოს თანაზომიერი.როგორც ინფორმაციის თავისუფლების პრინციპი, ეს
პრინციპიც გამომდინარეობს კონსტიტუციიდან, რომლის მიხედვითაც
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერი მხარის
კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ ის ემსახურება საჯარო ინტერესების დაცვას და ეს შეზღუდვა
წარმოადგენს გარდაუვალ საშუალებას.

You might also like