You are on page 1of 2

tamar.kordzaia@iliauni.edu.

ge
დისკრეციული უფლებამოსილება - ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობა თუ
ვალდებულება?
იმსჯელეთ ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობა თუ მისი
ვალდებულება და რატომ?

ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთ პრობლემატურ ცნებას


წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილება. მას შეხვდებით,
როგორც სზაკ-ში, ისე საქართველოს კანონში პოლიციის შესახებ და
ყველა სხვა ნორმატიულ აქტში, რომლითაც ხელმძღვანელობს
ადმინისტრაციული ორგანო. სწორედ ეს სამართლებრივი
სტრუქტურა, რომელიც აქვს ნორმატიულ აქტებს იყოფა ორ ნაწილად,
კერძოდ ნორმის ამოქმედების წინაპირობად და სამართლებრივ
შედეგად. სწორედ ამ ბოლო მათგანის თავისუფლებას გულისხმობს
დისკრეციული უფლებამოსილება.

გადავხედოთ სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ლ ქვეპუნქტს, აქ


დისკრეციული უფლებამოსილება განმარტებულია ისეთ
უფლებამოსილებად, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოებს ან
თანამდებობის პირს ანიჭებს თვისუფლებას, საჯარო და კერძო
ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი
რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები
გადაწყვეტილება. განმარტების მიხედვით ეს უფლებამოსილება
სრულ თავისუფლებას არ ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს თუმცა
იმ აზრთან უფრო ახლოს დგას რომ, ეს უფლებამოსილება
შესაძლებლობა უფროა ვიდრე ვალდებულება. თუმცა ვერც
ვალდებულების არსებობას ვერ გამოვრიცხავთ. მაგალითად: თუ
პოლიციელს კონკრეტულ შემთხვევებში აქვს შესაძლებლობა
აირჩიოს მოქმედება ან უმოქმედობა, სხვა დროს ასე ვთქვათ ,,უფრო
დიდი მნიშვნელობის სიკეთეების’’ გადარჩენისას მას მოქმედების
ვალდებულება წარმოეშობა, ამ შემთხვევაში მას თავისუფლება ენიჭება
კანონმდებლობის შესაბამისი გასატარებელი ღონისძიების ორი ან
მეტი ალტერნატიული სახიდან ერთის არჩევაში.

ახლა ვნახოთ თუ რას გვეუბნება საქართველოს კანონი პოლიციის


შესახებ, დისკრეციულ უფლებამოსილებას აქ ეთმობა მე-13 მუხლი, თუ
კარგად გავაანალიზებთ ამ მუხილს ოთხივე ნაწილს დავინახავთ, რომ
აქ აქცენტი კეთდება ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის,
ანუ პოლიციელის შესაძლებლობებზე, უფლებებსა და
თავისუფლებებზე. მაგალითად: მე13 მუხლის მეორე ნაწილი ამბობს,
რომ ,,პოლიციელი უფლებამოსილია გადაწყვიტოს, განახორციელოს
თუ არა საპოლიციო ღონისძიება’’. მე-3 ნაწილი ,,პოლიციელს
მინიჭებული აქვს თავისუფლება“. გამომხატველობით სიტყვებზე
დაყენებული ეს აქცენტი მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს
ინსტიტუტის, დისკრეციული უფლებამოსილების , როგორც
შესაძლებლობის და არა ვალდებულების არსებობას. ანუ ისინი
გამოხატავენ შესაძლებლობებს და არა ვალდებულებებს. თუ
კანონმდებელი ნორმაში გამოიყენებდა ისეთ ფორმებს, როგორიცაა ,,
უნდა განახორციელოს“, ,,უფლება არ აქვს“, ,, უნდა აიკრძალოს“ და
სხვას, ვიტყოდით რომ იგი . გამოიხატავს კონკრტული სუბიექტის
ვალდებულებას და არა შესაძლებლობას.

გარდა ნორმატიულ აქტებში გამოყენებული გამომხატველობითი


ფორმებისა, დისკრეციული უფლებამოსილების ხასიათის დადგენა
შესაძლებელია მისი არსებობისა და დანიშნულების განმარტებითა და
დეფინიციით. ანუ ჩვენი მიზანია გავიგოთ, რას ემსახურება და რა
შემთხვევისათვის შეიძლება იქნას გამოყენებული შემდეგი
უფებამოსილება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. და საერთოდაც
რატომ ანიჭებს კანონმდებელი ამგვარ თავისუფლებას
ზემოთხსენებულ სუბიექტს, ხომ შეიძლება ის ბოროტად იქნეს
გამოყენებული. ყველაზე გავრცელებული აზრის თანახმად ეს
თავისუფლება ემსახურება, კონკრეტული შემთხვევის სამართლიანად
გადაწყვეტას. ანუ ადმინისტრაციულ ორგანოს ეს შესაძლებლობა
იმისთვის ეძლევა რომ, უფრო ადეკვატურად და რაციონალურად
მიუდგეს განსხვავებული გარემოებების არსებობისას კონკრეტული
საქმის გადაწყვეტასა და ღონისძიების გატარებას. გააკეთოს არჩევანი
კონკრეტული გარემოების საფუძველზე. მიუხედავად სუქიექტის
შესაძლებლობისა გააკეთოს არჩევანი, იგი მოქმედებისას შეზღუდულია
კანონის ძალით, ანუ მისი არჩევანი ღონისძიების გამოყენებისას ყველა
შემთხვევაში უნდა იყოს კანონიერი და ეს ვალდებულება
გამომდინარეობს სწორედ იქიდან, რომ სუბიექტმა ამ შემთხვევაში
ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონმდებლის მიერ მინიჭებული
თავისუფლებები ბოროტად არ გამოიყენოს.

აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ რომ დისკრეციული


უფლებამოსილება ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობა,
თავისუფლებაა მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა ეს გადაწყვეტილებები
თავის მხრივ შეზღუდულია კანონმდებლობით.

You might also like