You are on page 1of 6

1. რა ტიპის ურთიერთობებს არეგულირებს ადმინისტრაციული სამართალი?

რას
გულისხმობს საჯარო მმართველობა?
ადმინისტრაციული სამართალის მეშვეობით ხორციელდება სახელმწიფო აპარატის მიერ
მისი ამოცანების შესრულება თუმცა სახელმწფოს მიერ განხორციელებული ზოგიერთი
საქმიანობა გამოირჩევა თავისი სპეციფიკით და სცდება ადმინისტრაციული სამარრთლით
მოწესრიგების ფარგლებს. საჯარო მმართველობა არის ადმინისტრაციული სამართლის
ცენტრალური ინსტიტუტი. ადმინისტრაციული სამართალი არის საჯარო მმართველობის
სამართალი. საჯარო მმართველობის სრულყოფილი დეფინიცია კი შეუძლებელია.

2. როდის გაჩნდა თანამედროვე საჯარო მმართველობა მსოფლიოში და რატომ? რა


განსხვავებაა ძველად არსებულ და თანამედროვე მმართველობას შორის?
თანამედროვე ადმინისტრაციული სამართალი გაჩნდა მაშინ, როცა წინა პლანზე წამნოვიდა
ადამიანის უფლებები, როცა სახელმწიფოში მთავარი ღირებულება გახდა ადამიანი, სადაც
ხელისუფლება ემსახურება ადამიანს. ადმინისტრაციული და საჯარო მმართველობის
განვითარება და ჩამოყალიბება დაიწყო რევოლუციების შემდგომ, რაც გულისხმობს
ბურჟუაზიული რევოლუციების პერიოდს, როდესაც ხალხის მთავარი მოთხოვნა
მდგომარეობდა ხელისუფლების შებოჭვაში და ადამიანის უფლებების დაცვაში.

3. როდის გაჩნდა თანამედროვე საჯარო მმართველობა საქართველოში და რატომ?


საბჭოთა კავშირის დაშლისას, როდესაც საქართველო გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო,
კვლავ გადაისინჯა კონსტიტუცია და მოერგო მეტად სამართლებრივ პირნციპებს, გამოიხატა
ხალხის ნება ამ პერიოდში უკვე საჭირო იყო ადმინისტრაციული სამართლის
ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე ფიქრი.
4. რა წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის წყაროებს? განმარტეთ თითოეული
მათგანი.
ნორმატიული აქტები - ძირითადი წყარო. როგორც საკანონმდებლო, ისე კანონქვემდებარე.
მხოლოდ ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება
მიიღოს გადაწყვეტილებები.
სასამართლოს პრაქტიკა - ადმინისტრაციული ორგანოები უნდა აანალიზებდნენ
სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკას და ცდილობდნენ რომ ერთგვაროვანი გადაცდომები
აღარ დაუშვან.

ჩვეულება - გარკვეული პრაქტიკაა, ჩამოყალიბებული საზოგადოების მიერ. წესი, ტრადიცია,


ადათი, კულტურა, გაგება და ა.შ.

მეცნიერთა შეხედულებები - ხშირია ურთიერთობები, სადაც ადმინისტრაციულ ორგანოს


პირდაპირ არ კარნახობს კანონი, სასამართლოს პრაქტიკა თუ ჩვეულება იმას თუ როგორ
მოიქცეს. მაგრამ ამ ყველაფერში მას ეხმარება შესაბამის სფეროში მოღვაწე მეცნიერი. ჩვენი
კანონმდებლობა ამ ყველაფერს ლეგიტიმურად უშვებს.

5. რას გულისხმობს დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპი და რა როლს თამაშობს ის


ადმინისტრაციულ სამართალში?
დემოკრატია ადამიონის თავისუფლებებისა და თანასწორუფლებიანობის აღიარებით იწყება.
იგი მოიცავს არჩევნებსა და სახელმწიფო მოწყობას და სუვერენული გადაწყვეიტლებით
მთავრდება.
ა) კონსენსუსის მიღწევის მოვალეობასა და უმრავლესობის გადაწყვეტილებაში; ბ) ხალხის
პოლიტიკური პროცესების საქვეყნოობასა და თავისუფლებაში განსაკუთრებული დათქმით,
რომ ყოველოი უმცირესობა პოტენციური უმრავლესობაა, და შესაბამისაც, აუცილებელია
უმცირესობის კონსტიტუციური დაცვა.
6. რას გულისხმობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და რა როლს თამაშობს ის
ადმინისტრაციულ სამართალში?
სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი გულისხმობს სამართლიანობის, სამართლის
ხელშეუხებლობასა და სამართლებრივ მშვიდობას. სამართლებრივი სახელმწიფო, თავის
მხრივ, არის სახელმწიფო, რომლეიც სამართლიანობის და სამართლის უსაფრთხოების
დამკვიდრებას ცდილობს. იგი მოითხოვს, რომ სამართლებრივი ურთიერთობები
სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის წესრიგდებოდეს ზოგადი კანონებით, რომლებიც არა
მხოლოდ მმართველობის ქმედებებს განსაზღვრავენ, არამედ ამ ქმედებებს ხდიან
მოქალაქისთვის შეცნობადს და გათვლადს.
7. რას გულისხმობს სოციალური სახელმწიფოს პრინციპი და რა როლს თამაშობს ის
ადმინისტრაციულ სამართალში?
სოციალურო სახელმწიფო მიმართულია ადამიანთა შორის სოციალური უთანაბრობის
დაძლევისკენ და ემსახურება ადამიანთა ღირსების შენარჩუნებასა და განმტკიცებას.
სოციალური სახელმწიფოს პრინციპის მიზანია ადამიანთა თავისუფლების ეფექტური
უზრუნველყოფა სახელმწიფოს სოციალკური სახმარებისა და ხელშეწყობის მეშვეობით.
სოციალური სახელმწიფოს პრინციპი საჭიროებს საკანონმდებლო კონკრეტიზაციას ,
რომელიც, თავის მხრივ, სოციალური უთანხმოების გამოსწორებასა და სოციალური
წესრიგის დამყარებას უნდა ემსახურებოდეს.
8. რა განსხვავებაა საჯაროსამართლებრივ (ადმინისტრაციულ) და კერძოსამართლებრივ
ურთიერთობას შორის? ამ ურთიერთობების გამიჯვნის რა თეორიები არსებობს? მოიყვანეთ
მაგალითები.
კერძო სამართალი ადგენს პირთა შორის თანასწორუფლებიანობის საფუძველზე
წარმოშობილი ურთიერთობების მომწესრიგებელ ნორმებს და კონფლიქტის აღმოფხვრის
საშუალებებს.
საჯარო სამართალი ადგენს სახელმწიფო უფლებამოსილებებს და აქცევს მათ სამართლებრივ
ჩარჩოებში. მათი გამიჯვნა ძალიან სწორია, რადგან უფლების დაცვისას ჩვენ გვჭირდება
სარჩელის სწორი სახე რომ დავადგინოთ და ვიცოდეთ თუ რომელი ნორმა უდევს
საფუძვლად ამ ურთიერთობას.

9. როგორია ადმინისტრაციული ორგანოს ცნება სზაკ-ის მიხედვით?


სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის
იურიდიული პირი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
 სახელმწიფო
 მუნიციპალიტეტის
 საჯარო სამართლის იურიდიული პირი
 ნებისმიერი სხვა პირი
10. რომელი ორგანოები უნდა ვიგულისხმოთ სახელმწიფო ორგანოების ცნების ქვეშ?

ა) სახელმწიფო ორგანოებში პირველ რიგში უნდა ვიგულისხმოთ ხელისუფლების სამივე


შტოში შემავალი ორგანოები.(მაგ, პარლამენტის მიერ განხორციელებულ
კანონშემოქმედებით საქმიანობაზე).

ბ) ორგანოები, რომლებიც ხელისუფლების არცერთ შტოში არ შედიან. მაგალითად:


ეროვნული ბანკი, ცენტრალური საარჩევნო კომისია.

გ) საქვეუწყებო დაწესებულებები, მაგალითად, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.

11. რომელი ორგანოები უნდა ვიგულისხმოთ მუნიციპალიტეტის ორგანოების ცნების


ქვეშ?
ა) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო. მათი ფუნქცია
კონსტიტუციითა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილ
ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის პოლიტიკის განსაზღვრაა, რის ფარგლებშიც
ისინი იღებენ ნორმატიულ აქტებს.

ბ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი რგოლია მერია. განსხვავებული სტრუქტურა გვაქვს


თბილისში, როგორც დედაქალაქში, სადაც ქალაქი იყოფა ასევე რაიონებად, რომლებსაც
თავიანთი გამგეობები ყავთ, ხოლო ქალაქის აღმასრულებელ რგოლად ასევე გვევლინება
კოლეგიური ორგანო - თბილისის მთავრობა.

12. რას გულსხმობს საჯარო სამართლის იურიდიული პირი? ითვლებიან თუ არა ისინი
ადმინისტრაციულ ორგანოებად?
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის საკანონმდებლო და სახელმწიფო
მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია.

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების სპეციფიკურ სახეს მიეკუთვნებიან ეროვნული


მარეგულირებელი ორგანოები. მათი საქმიანობა რეგულირდება ცალკე კანონით, სადაც
აღნიშნულია, რომ ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ესაა სახელმწიფოს მიერ
განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური
უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

13. შეიძლება თუ არა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირები ჩაითვალონ


ადმინისტრაციულ ორგანოებად? მოიყვანეთ მაგალითები.
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირები. მაგალითად, „CT Park“ („თბილისი პარკინგი“).
ბ) ფიზიკური პირები. მაგალითად, კერძო აღმასრულებელი.

იქიდან გამომდინარე, რომ ამ პირებზე ხდება საჯარო უფლებამოსილების დელეგირება,


ისინი ამ უფლებამოსილებების განხორციელების ნაწილში ითვლებიან ადმინისტრაციულ
ორგანოებად და მათზე სრულად ვრცელდება საჯარო კანონმდებლობით დადგენილი
წესები.

14. რა ძირითად გამონაკლისებს ადგენს სზაკ-ის მე-3 მუხლი?


სზაკ-ის მე-3 მუხლი პასუხისმგებლობას ხსნის კონკრეტულ სახელმწიფო ორგანოებს, რომ ამ
კოდექსის მოქმედება გარდა III თავისა, არ გავრცელდეს მათზე.

15. რას გულისხმობს ადმინისტრაციული უფლებამოსილების დანაწილება დარგობრივი


ნიშნით? მოიყვანეთ მაგალითი.
სექტორალური ანუ დარგობრივი იურისდიქცია გულისხმობს ამა თუ იმ დარგის,
საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრული სფეროების მიხეედვით უფლებამოსილებების
დადგენასა და გამიჯვნას. მაგ: სოფლის მეურნეობის საკითხების გადაწყვეტა სოფლის
მეურნეობასა და სურსათის სამინისტროს ეკისრება.

16. რას გულისხმობს ადმინისტრაციული უფლებამოსილების დანაწილება


ტერიტორიული ნიშნით? მოიყვანეთ მაგალითი.
ტერიტორიული იურისდიქცია გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს
უფლებამოსილებების მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიაზე განხორციელების
შესაძლებლობას. მაგ: ქარელის რაიონის განატლების განყოფილების იურისდიქცია მხოლოდ
ქარელის რაიონის ტერიტორიაზე ვრცელდება და იგი ვერ ჩაერევა ქ. ზუგდიდში განათლების
საკითხების გადაწყვეტაში.
17. რას გულისხმობს ადმინისტრაციული უფლებამოსილების დანაწილება
ორგანიზაციული ნიშნით? მოიყვანეთ მაგალითი.
ორგანიზაციულ იურისდიქციას აქვს იერარქიული განზომილებაც, რაც იმას ნიშნავს, რომ
უფლებამოსილებები ადმინისტრაციულ ორგანოში გადანაწილებულია ზემდგომ და
ქვემდგომ დონეებს შორის. ქვესტრუქტურას უფლება არა აქვს, გადაწყვიტოს ის საკითხები,
რაც კანონკმდებლობით ზემდგომის გადასაწყვეტია. მაგ: სამინისტროს დეპარტამენტის
ხელმძღვანელი ვერ გამოსცემს ისეთ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებს, რაც
მინისტრმა უნდა გამოსცეს.
18. რას გულისხმობს დეკონცენტრაცია და დეცენტრალიაზცია? რა მიზანი აქვთ მათ?
მოიყვანეთ მაგალითები.
დეკონცენტრაცია- ადგილზე წარმოაქმნილი საკითხების გადასაწყვეტად სახელმწიფო
ორგანოების მიერ ადგილებზე სპეციალური სტრუქტურების შექმნას გულისხმობს.
სამინისტროები ადგილობრივ ფილიალებს ქმნიან და მათი მეშვეობით ახორციელებენ
საკუთარ უფლებამოსილებებს ადგილებზე. მაგ: საქ იუსტიციის სამინისტროს შექმნილი აქვს
რეგიონული ქვესტრუქტურები.
დეცენტრალიზაცია- ნიშნავს საკუთარი უფლებამოსილებების გადაცემას იმ
ადმინისტრაციული ორგანოსთვის, რომელიც ადგილზე ფუნქციონირებს. ფინანსური
რესურსების დაზოგვას იწვევს და ხშირად ადგილზე მოქმედ სხვა ადმინისტრაცილ
ორგანოებს უკეთ და უფრო ეფექტურად ხელეწიფებათ ამა თუ იმ უფლებამოსილების
შესრულება. მაგ: მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხების ადგილობრივი
თვითმმართველობისა და მმართელობის ორგანოებისთვის გადაცემა.
19. შეუძლია თუ არა ერთმა ორგანომ მეორეს მიმართოს დახმარების თხოვნით? როგორ
და რა შემთხვევებში? რა არ ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოების
ურთიერთდახმარებად? მოიყვანეთ მაგალითები.
ა) არ შეუძლია თვითონ განახორციელოს მოქმედება სამართლებრივი
ან ფაქტობრივი მიზეზების გამო;
ბ) არ გააჩნია მოქმედების შესასრულებლად აუცილებელი ფაქტების
საკმარისი ცოდნა, ხოლო ამ ცოდნას ფლობს შესაბამისი
ადმინისტრაციული ორგანო;
გ) დოკუმენტები ან სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც აუცილებელია
საკითხის გადასაწყვეტად, იმყოფება შესაბამის ადმინისტრაციულ
ორგანოში;
დ) მოქმედების საკუთარი საშუალებით შესრულებისათვის
აუცილებელი ხარჯები არსებითად აღემატება სხვა ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისათვის გასაწევ
ხარჯებს.

 სამართლებრივ დახმარებად არ ჩაითვლება:


ა) ზემდგომი ან ქვემდგომი ორგანოს რაიმე თხოვნის შესრულება;
ბ) ნებისმიერი მოქმედება, რომლის შესრულების ვალდებულება
ადმინისტრაციულ ორგანოს კანონმდებლობით აქვს დაკისრებული.

20. ვალდებულია თუ არა ადმინისტრაციული ორგანო დახმარება აღმოუჩინოს სხვა


ადმინისტრაციულ ორგანოს? რა ხდება უარის თქმის შემთხვევაში? როგორ ანაზღაურდება
დახმარების ხარჯები?

 ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი კომპეტენციის


ფარგლებში და მის ხელთ არსებული საშუალებებით აღმოუჩინოს
აუცილებელი სამართლებრივი დახმარება სხვა ადმინისტრაციულ
ორგანოს შესაბამისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე.
 ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია არ აღმოუჩინოს
სამართლებრივი დახმარება, თუ:
ა) ეს სცილდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული
უფლებამოსილების ფარგლებს;
ბ) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა ზიანს აყენებს სახელმწიფოს
ან მუნიციპალიტეტის ინტერესებს ანდა ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ კანონით დაკისრებულ ვალდებულებათა განხორციელებას.
2. თუ ადმინისტრაციული ორგანო უარს აცხადებს სამართლებრივი
დახმარების აღმოჩენაზე, იგი ვალდებულია 3 დღის ვადაში წერილობით
აცნობოს ამის შესახებ იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც
თხოვნით მიმართა მას.
3. ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის დავას სამართლებრივი
დახმარების აღმოჩენის შესახებ წყვეტს საერთო ზემდგომი
ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ასეთის არარსებობისას –
სასამართლო.
4. სარჩელი სასამართლოს წარედგინება მხოლოდ შესაბამისი
ადმინისტრაციული ორგანოს ზემდგომი ორგანოსაგან სამართლებრივი
დახმარების აღმოჩენაზე წერილობითი უარის მიღების შემდეგ
 ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ითხოვს სამართლებრივ
დახმარებას, ვალდებულია აანაზღაუროს სამართლებრივი დახმარების
გაწევისათვის აუცილებელი ხარჯები, თუ ისინი აღემატება 50 ლარს.
 თუ სავარაუდოა ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ ოდენობაზე
მეტი ხარჯები, ამის შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს წინასწარ
უნდა ეცნობოს.

21. როდის იქნა მიღებული სზაკ? რა არის სზაკ-ის მოქმედების სფერო? რა ნაწილებად
იყოფა ადმინისტრაციული სამართალი და რატომ?
მიღებული იქნა 1999 წელს და ამოქმედდა 2000 წელს.

სზაკ-ის მოქმედების სფეროს განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია კანონმდებლის


მიერ ამ კპდექსის მიზნებისთვის დადგენილი ,,ადმინისტრაციული ორგანოს’’ ცნება
და მისი ფუნქციონალური გაგება.
ადმინისტრაციული სამართალი იყოფა ზოგად ადმინისტრაციულ სამართლად და
ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილად.

22. რა არის სზაკ-ის მიზანი? განმარტეთ თითოეული მიზანი. მოიყვანეთ მაგალითები.

კოდექსის მიზანია უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ


ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და
კანონის უზენაესობის დაცვა.

 ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა (სიცოცხლის უფლება;


თანასწორობის; მაგ საცხოვრებელი პრიობების შექმნა ან გაუმჯობესება
შესაძლოა დაკავშირებული იყოს მშენებლობის ნებართვის მოპოვებასთან.
 საჯარო ინტერესების დაცვა
o (ინდივიდთა ერთობის საზოგადოების კოლექტიური ინტერესი)
o მაგ:
o საზოგადოებრივი წესრიგი და მართლწესრიგი
o განათლების სისტემა
o უსაფრთხოება

 კანონის უზენაესობის დაცვა


კანონის უზენაესობის დაცვის ვალდებულება ადმინისტრაციული
ორგანოების მხრიდან განაპრიობებს სამართლებრივი წესრიგის
კულტურის დონეს სახელმწიფოში და განსაზღვრავს მის მოქალაქეთა
კანონმორჩილების საკითხს.

You might also like