You are on page 1of 12

შესავალი

სამოქალაქო სამართალში

ეკა ქარდავა
2022
კერძო სამართლის სუბიექტები

სამოქალაქო კანონთა მიზანი


სუბიექტთა წრე
მუხლი 8. კერძო სამართლის სუბიექტები
1. კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან
იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო, საქართველოსა
თუ სხვა ქვეყნის პირების მიმართ.
2. სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების
კერძოსამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან ასევე წესრიგდება სამოქალაქო კანონებით,
თუკი ეს ურთიერთობები, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე,
არ უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამართლით.
3. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად
განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მიზანია:


განსაზღვროს კერძო სამართლის სუბიექტთა წრე;
დაადგინოს სამოქალაქო ურთიერთობების მონაწილეთა ქცევის შეფასების პრინციპი;
შექმნას სივრცე/შესაძლებლობა სამართლებრივი პოლიტიკის განსაზღვრისათვის/არჩევისათვის
(კერძო სამართლებრივი ურთიერთობების საჯარო სამართლით მოწესრიგების შესაძლებლობა).
სუბიექტთა წრე
სსკ-ის მე-8 მუხლი ზოგადი ხასიათის დებულებებს შეიცავს და მათი კონკრეტიზაცია ხდება
სამოქალაქო კოდექსის სხვადასხვა ინსტიტუტებში ან მუხლებში.

სამოქალაქო ურთიერთობების ანუ კერძოსამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტი შეიძლება


იყოს:
- ფიზიკური პირი
- იურიდიული პირი

8(1) მუხლი ზოგადი ხასიათისაა და იგი საჭიროებს დაკონკრეტებას. მაგ.: არ არის საკმარისი
მითითება მხოლოდ იმაზე, რომ ფიზიკური პირი ურთიერთობის მონაწილეა. აუცილებელია
ფიზიკური პირი იყოს უფლებაუნარიანი ან/და ქმედუნარიანი, რომ მას უფლება ჰქონდეს იყოს
სამოქალაქო ურთიერთობის სუბიექტი (კონკრეტული, სუბიექტური უფლების მატარებელი).
სუბიექტთა წრე
 სსკ-ის 8(1) მუხლის მეორე წინადადება სუბიექტთა თანასწორუფლებიანის პრინციპს
განამტკიცებს.

 აქ გამოყოფილია სუბიექტთა ოთხი კატეგორია:


- სამეწარმეო პირები
- არასამეწარმეო პირები
- საქართველოს პირები
- უცხო ქვეყნის პირები

 უცხო ქვეყნის პირები მონაწილეობენ ეროვნულ სამართალში, მაგალითად უცხო ქვეყნის


იურიდიული პირების ფილიალები ან წარმომადგენლობები.

 თანასწორუფლებიანობის პრინციპი არ ნიშნავს გამონაკლისების დაწესების შეუძლებლობას.


უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, თავისუფლად შეუძლიათ კერძოსამართლებრივი ურთიერთობების
განხორციელება საქართველოში, თუმცა თუ საკუთრების უფლების შეძენის სურვილი
მიემართება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, ამ შემთხვევაში დადგენილია შეზღუდვები.
(კონსტიტუცია, მე-19 მუხლი, ორგანული კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
საკუთრების შესახებ“).
სუბიექტთა წრე
კონსტიტუცია. მუხლი 19.4:
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც
განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს
მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის,
საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა
გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები
შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც
მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ
ორი მესამედის უმრავლესობით.“
სახელმწიფო/საჯარო ორგანოები კერძო
სამართალში
სსკ-ის 8(2) მუხლი განამტკიცებს პრინციპს, რის თანახმადაც
კერძოსამართლებრივი ურთიერთობების შინაარსი დამოუკიდებელია
მასში მონაწილე სუბიექტებისგან.

მაგ.: სახელმწიფოს მონაწილეობა ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ


გადააქცევს ამ ურთიერთობას საჯაროსამართლებრივ ურთიერთობად.

გახსენება: უპასუხეთ შეკითხვას - რომელი სამართლის (კერძო თუ საჯარო) გადასაწყვეტი


ურთიერთობაა?
1.ფიზიკურმა პირმა ბ.ს.-მ განათლების სამინისტროს მიმართა და სთხოვა სწავლის დაფინანსება.
სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ბ.ს.-ს დაუფინანსოს სწავლა და სწავლის საფასური გადაურიცხოს
უნივერსიტეტს;
2.განათლების სამინისტრო საჭიროებს ტრანსპორტს თანამშრომელთა გადაადგილებისათვის და
გადაწყვეტს ავტომობილების შეძენას კერძო ავტომაღაზიისგან.
სახელმწიფო/საჯარო ორგანოები კერძო
სამართალში
8(2) მუხლი უნდა განვიხილოთ 24-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებთან ერთად კავშირში:
 კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს
-სახელმწიფო
-საჯარო სამართლის იურიდიული პირი /სსიპ
-ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული

სახელმწიფო ორგანოები, სსიპ-ები და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები კერძო სამართლებრივ


ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები

სახელმწიფოში და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულში იგულისხმება მათი უფლებამოსილებების


განმახორციელებელი ორგანოები, სხვადასხვა უწყებები და დაწესებულებები, რომლებიც არ არიან
იურიდიული პირები. მაგ.: სამინისტრო, საკრებულო, კომისია და სხვა.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე
სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის
ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ,
სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული
ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა
საჯარო საქმიანობას.
კერძო სამართლის სუბიექტთა
ვალდებულება - კეთილსინდისიერება
სსკ-ის 8(3) მუხლი კერძო სამართლის ურთიერთობათა მონაწილეებს/სუბიექტებს
მოქმედების ფარგლებს განუსაზღვრავს.

კეთილსინდისიერება სუბიექტებისათვის მორალური/ზნეობრივი მოვალეობაა


კეთილსინდისიერება, ამავდროულად, სუბიექტებისათვის მოთხოვნის
სამართლებრივი საფუძველიც შეიძლება იყოს.

უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ


„აღნიშნული ნორმა დეკლარაციული ხასიათის არ არის და ნდობისა და
კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა ზოგადად დამრღვევისათვის
ვალდებულების დაკისრების მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს“.

სამართლის ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ კეთილსინდისიერების


პრინციპი ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმებთან
ურთიერთკავშირში განიხილავს.
კერძო სამართლის სუბიექტთა
ვალდებულება - კეთილსინდისიერება
 უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება (იხ. საქმე #ას-505-889-06,
http://prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx)

 „... ნორმები სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს აკისრებს თავიანთი უფლებებისა და


მოვალეობების კეთილსინდისიერ განხორციელებას, განსაკუთრებული გულისხმიერება
გამოიჩინონ ერთმანეთის ქონებისა და უფლებების მიმართ. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა
შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარეს წარმოადგენს კერძო სამართლის
სუბიექტი _ სს “ .. .. ..”, რომელსაც დომინირებული მდგომარეობა უკავია ბაზარზე და რომელიც
ვალდებულია მომხმარებელს შესთავაზოს სამართლიანი სახელშეკრულებო პირობები და
ბოროტად არ გამოიყენოს თავისი ძალაუფლება“.

 ამ საქმეში ენერგოკომპანიის მიერ მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის აღრიცხვის


უვარგისი ხელსაწყოს მიწოდება ჩაითვალა კეთილსინდისიერების მოვალეობის დარღვევად.
სამოქალაქო კანონთა მიზანი
მუხლი 9. სამოქალაქო კანონთა მიზანი
სამოქალაქო კანონები უზრუნველყოფენ საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო
ბრუნვის თავისუფლებას, თუ ამ თავისუფლების განხორციელება არ ხელყოფს მესამე
პირთა უფლებებს.

მუხლის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის, მომსახურების,


კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების სამართლებრივი უზრუნველყოფის
კონსტატაცია.

სამოქალაქო კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს ბრუნვის თავისუფლება და ამ


ბრუნვაში მონაწილეთა ინტერესების დაცვა.

ამავდროულად, სამოქალაქო კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს ბრუნვის


ისეთი თავისუფლება, რომელიც არ ხელყოფს მესამე პირთა უფლებებს. ბრუნვის
მონაწილეების თავისუფლება შეზღუდულია მესამე პირთა უფლებებით.
ლიტერატურა

• კოდექსის მუხლები - 8, 9, 24.

• სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, 2017, გვ. 47-52,


http://lawlibrary.info/ge/books/giz2017-ge-civil_code_com
m_I_Book.pdf

• უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე #ას-


505-889-06, http://prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx

• ლექტორის პრეზენტაცია

You might also like