You are on page 1of 8

საგანი: შესავალი საკონსტიტუციო სამართალში

ლექტორი: გია გოგიბერიძე

სტუდენტი: ველიხან გაბრიელიან

პირადი ნომერი: 07001053152

სასემინარო დრო: ოთხშაბათს 17:00 საათიანი

გამოცდის თარიღი: 13.07.2020 წ. სთ. 11:00

1.დაახასიათეთ მთავრობის ადგილი და როლი სახელმწიფო


ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში და მიუთითეთ მთავრობის
პასუხისმგებლობის მექანიზმების თაობაზე.

მთავრობა ეს არის კოლეგია, რომელიც სახელმწიფოს აღმასრულებელი საქმიანობის


განმახორციელებელი ორგანოა. გავრცელებულია მისი სხვა სახელწოდებიც.
მაგალითად: სახელმწიფო საბჭო, მინისტრთა საბჭო, აღმასრულებელი საბჯო
მინისტრთა კაბინეტი და სხვა. მთავრობა უზრუნველყოფს სახელმწიფო
მმართველობის ხელმძღვანელობას, განგებს სახელმწიფო ადმინისტრაციას,
ფინანსებს, საერთაშორისო ურთიერთობებსა და შეიარაღებულ ძალებს. მოსაზრება
რომ მთავრობა მოწოდებულია, აღასრულოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ
მიღებული კანონები, თანამედროვე ეტაპზე ნაკლებად აქტუალურია, რადგან
მთავრობა ჩამოყალიბდა უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოდ, რომელიც
ხელმძღვანელობს საჯარო ადმინისტრაციას და ახორციელებს საერთოეროვნულ
მმართველობას. მთავრობის დამოუკიდებლობის
ხარისხის გაზრდამ, რა თქმა უნდა განპირობა მის საქმიანობაზე კონტროლის
განხორციელების კონკრეტული ფორმების შემუშავება(კონსტიტუციონალიზმში
დამკვიდრებული „შეკავება-გაწონასწორების“ პრინციპზე დაყრდნობით). ასეთ
მაკონტროლებელ მექანიზმად გვევლინება, მაგალითად: მთავრობის პოლიტიკურ-
სამართლებრივი პასუხისმგებლობა შერეულ თუ საპარლამენტო მმართველობის
ქვეყნებში. საპრეზიდენტო რესპუბლიკებში კი მთავრობა პასუხისმგებელია არა
საკანონმდებლო ორგანოს, არამედ სახელმწიფოს მეთაურის წინაშე.
აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანიზაციის სამი ძირითადი სახე არსებობს.
სისტემაში მთავრობის ადგილის მიხედვით: 1) საპრეზიდენტო მოდელი - როცა
მთავრობა არ არსებობს დამოუკიდებელი ორგანოს სახით, ის სათათბირო ორგანოა
და ხშორ შემთხვევაში ხელმძღვანელობს პრიზიდენდი. მაგალითად აშშ-ში. 2)
ბიცეფალური მოდელი - როცა მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას
პრიზიდენტთან ერთად ახორციელებს. მაგალითად საფრანგეთში. 3) კაპინეტური
მოდელი - როცა მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემის უმაღლესი
ორგანოა, სახელმწიფოს მეთაურს კი არ გააჩნია ქმედითი ადმინისტრაციული თუ
მმართველობითი უფლებამოსილებები. მაგალითად გერმანიაში.
მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს შედარებით განზოგადებული
სახელწოდება არის. სინამდვილეში ის შემოიფარგლება უფრო მეტი ფაქტორითა და
კომპეტენციით ხელისუფლების სისტემაში. მას უკავშირებენ მმართველობის ფორმას,
სახელმწიფოს უმაღლეს ორგანოთა სისტემური ურთიერთობების ხასიათს,
სამოქალაქო საზოგადოებას და ა.შ.. ამ და სხვა ნიშნების გათვალსწინებით მთავრობას
დიდი მნიშვნელობა გააჩნია საპარლამენტო მონარქიებსა და რესპუბლიკებში.
განვიხილოთ მთავრობის ადგილი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა
სისტემაში. საპარლამენტო მონარქიაში მთავრობას საკონსულტაციო ხასიათის
დანიშნულება აქვს, გადაწყვეტილების მიღებაში მონარქს მინისტრები ეხმარებიან.
აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებაში მას მაინც დიდი როლი
აკისრია. საპარლამენტო მონარქიებში მონარქი რჩება ხალხისა და
სახელმწიფოებრიობის ერთიანობის სიმბოლოდ, ასრულებს ცერემონიალურ
ფუნქციას, ნამდვილ სახელმწიფოებრივ სამუშაოებს კი უპირატესად სწორედ
მთავრობა ასრულებს. რიგ ქვეყნებში მოქმედებს კონტრასიგნაციის ინსტიტუტი(როცა
მონარქის მიერ გამოცემულ აქტზე საჭიროა პრემიერ-მინისტრის ხელმოწერა).
აღსანიშნავია ისიც, რომ მონარქს ვეტოს (როგორც წესი, აბსოლუტური) გამოყენება
მხოლოდ პრემიერ-მინისტრის რჩევით ან თანხმობით შეუძლია.
საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავრობა პასუხისმგებელია პარლამენტის და არა
მონარქის წინაშე. სახელმწიფო მეთაურს შედარებით სუსტი პოზიციები აქვს,
მთავრობას კი განსაკუთრებული, პრივილეგირებული ადგილი უკავია.
საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავრობა იქმნება პარლამენტის საფუძველზე და
პარლამენტის მიერ. ის უმეტესწილად სწორედ პარლამენტის წევრებისგან შედგება.
სახელმწიფოს მეთაური თავის კონსტიტუციურ კომპეტენციას ახორციელებს
მხოლოდ მთავრობის რჩევის, მოწონების საფუძველზე. ასეთ ქვეყნებში პრეზიდენტი
ვეტოს ახორციელებს მხოლოდ მთავრობის პირდაპირი მითითებით და მოქმედებს
კონტრასიგნაციის მექანიზმიც. რაც
შეეხება აბსოლუტურ მონარქიებსა და საპრეზიდენტო რესპუბლიკებს, როგორც
ვიცით, აბსოლუტურ მონარქიაში ხელისუფლების ყველა შტო
პერსონიფიცირებულია მონარქში, ამიტომ მთავრობა, როგორც
ინსტიტუციონალურად დამოუკიდებელი ორგანო, არ არსებობს. საპრეზიდენტო
რესპუბლიკაში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელისუფლების ხისტი დანაწილებაა
და მინისტრთა კაბინეტიც პრეზიდენტს ექვემდებარება. კაბინეტის წევრების
შერჩევაც მისი პასუხისმგებლობით ხორციელდება.
საბოლოო ჯამში, მთავრობას ცენტრალური ადგილი უკავია სახელმწიფო
ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში, რამეთუ ის წარმოადგენს სახელმწიფოს
საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელების უმთავრეს ორგანოს და დიდია
მისი გავლენა სახელმწიფოს წამყვანი პოლიტიკური პარტიების საქმიანობაზე.

მთავრობის პასუხისმგებლობა
უფლებამოსილებების განხორციელებისას მთავრობას, ბუნებრივია,
პასუხისმგებლობაც ეკისრება, რომელიც შეიძლება იყოს პოლიტიკური და
სამართლებრივი ფორმისა.
მთავრობას ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკანონმდებლო ორგანოს
წინაშე(საპარლამენტო და შერეული მმართველობის ქვეყნებში) და სახელმწიფოს
მეთაურის წინაშე(საპრეზიდენტო რესპუბლიკასა და აბსოლუტურ მონარქიებში).
პარლამენტის წინაშე მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობა გამოიხატება
პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის არგამოცხადებით/უნდობლობის
ვოტუმის გამოცხადებით. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ნდობას არ უცხადებს
მთავრობას ან უცხადებს უნდობლობას, მთავრობა უნდა გადადგეს. პარლამენტის
წინაშე პოლიტიკური პასუხისმგებლობის ინსტიტუტი დემოკრატიული
სახელმწიფოს მოწყობის მნიშვნელოვანი ელემენტია. მთავრობა ახორციელებს
აღმასრულებელ ხელისუფლებას მანამ, სანამ სარგებლობს პარლამენტის ნდობით. ეს
თავისთავად ზრდის პარლამენტის ზეგავლენის ხარისხს მთავრობის საქმიანობის
კონტროლის პროცესებში.
ნდობის გამოცხადებაზე უარის თქმა, როგორც წესი, მაშინ ხდება, როცა მთავრობა
თავად აყენებს ნდობის საკითხს პარლამენტის წინაშე იმ სამართლებრივ აქტთან
დაკავშირებით, რომლის მიღებასაც პარლამენტისგან ცდილობს. ნდობის საკითხი
მთავრობის მიერ შეიძლება დაისვას ყოველგვარი მოტივაციის გარეშე(მაგ.,
უნგრეთში) ან კონკრეტული კანონპროექტის ან ბიუჯეტის მიღების პროცესზე(მაგ.,
ესტონეთი).
უნდობლობის ვოტუმს რაც შეეხება, მას მხოლოდ პოლიტიკური შედეგები
მოსდევს და არ შეიძლება, გახდეს სამართლებრივი დევნის საფუძველი. ის ორი
სახისაა - დესტრუქციული/ორდინალური(მთავრობის პოლიტიკური კურსისადმი,
მისი კანონპროექტისადმი ან წევრისადმი უნდობლობა, დაწუნება, რაც იწვევს
მთავრობის გადაყენებას) და კონსტრუქციული(მთავრობის მეთაურისადმი
გამოხატული უნდობლობა, რაც პარლამენტისაგან მოითხოვს მთავრობის მეთაურის
ახალი კანდიდატურის წამოყენებას).
მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე ორი სახისაა -
სოლიდარული (კოლეგიური) და ინდივიდუალური. სოლიდარული
პასუხისმგებლობის შემთხვევაში მთავრობა სრული შემადგენლობით უნდა
გადადგეს, ხოლო ინდივიდუალური პასუხისმგებლობის შემთხვევაში უნდა
გადადგეს მთავრობის ის წევრი, რომელსაც პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა.
მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მეთაურის წინაშე
გამოიხატება სახელმწიფოს მეთაურის მიერ მთავრობის წევრის გადაყენებით. რაც
შეეხება მთავრობის წევრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას პრემიერ-მინისტრის
წინაშე, ეს გულისხმობს მთავრობის მეთაურის მიერ ცალკეული მთავრობის წევრის
გადაყენებას ან მოთხოვნას გადადგომის თაობაზე.
თუკი პოლიტიკური პასუხისმგებლობა დამახასიათებელია უფრო საპარლამენტო
სისტემის ელემენტების მქონე სახელმწიფოებისთვის, სამართლებრივი
პასუხისმგებლობა დამახასიათებელია ზოგადად ყველა სახელმწიფოსთვის.
სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი შეიძლება გახდეს
ნებისმიერი სამართალდარღვევა, თუმცა კონსტიტუციებში ძირითადად ყურადღება
მაინც სისხლისსამართლებრივ დარღვევებზეა გამახვილებული.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მთავრობის წევრს ეკისრება
ჩადენილი დანაშაულისთვის. პასუხისმგებლობის დაკისრებამდე შესაძლებელია
იმპიჩმენტის მექანიზმით მისი თანამდებობიდან გადაყენებაც.
სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა მთავრობას/მთავრობის წევრს
ეკისრება მაშინ, როცა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს რაიმე ზიანს მიაყენებს. ასევე,
გამოიყენება მთავრობის წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმი,
მაგალითად, სამსახურებრივი გადაცდომისთვის მთავრობის წევრის მიმართ
სხვადასხვა ზომის გამოყენებაში(შენიშვნა, გაფრთხილება).

2) დაახასიათეთ საკონსტიტუციო კონტროლის არსი და მიუთითეთ მისი


მნიშვნელობის თაობაზე.

პირველ რიგში შევეხოთ თუ რა არის კონსტიტუცია შემდეგ კი განვილიხოთ


საკონსტიტუციო კონტროლის არსი. კონსტიტუცია უმაღლესი იურიდიული ძალის
მქონე ნორმატიული აქტია, რომლელსაც ქვეყნისა და საზოგადოების ძირითად
კანონს უწოდებენ. კონსტიტუციაში განმტკიცებულია ისეთი ძირითადი
სამართლებრივი პრინციპები, როგორებიცაა: სახელმწიფოს მმართველობის ფორმა,
პიროვნების სამართლებრივი მდგომარეობა, სახელმწიფო ორგანოთა სისტემა და ა.შ..
პრაქტიკა იცნობს უამრავ შემთხვევას, როცა მოქმედი სამართლებრივი აქტები
კონსტიტუციას არ შეესაბამება, რაც მიუთითებს კონსტიტუციის სამართლებრივი
დაცვის აუცილებლობაზე. ჰანს კელზენის აზრით, სამართლებრივი სტაბილურობის
უზრუნველსაყოფად აუცილებელია კონტროლის განსაკუთრებული სისტემის
არსებობა, რაშიც, თავის მხრივ, მოიაზრება დაცვის კონკრეტული გარანტიები.
კონსტიტუციის სამართლებრივი დაცვა გულისხმობს იმ საშუალებებისა და
მეთოდების ერთობლიობას, რომელთა დახმარებით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს
კონსტიტუციური კანონიერების რეჟიმის დაცვა. ფართო გაგებით, ესაა სამართლის
ყველა სუბიექტის საქმიანობა, რომელიც მიმართულია ზემოთდასახელებული
მიზნისკენ. ვიწრო გაგებით, ესაა იმ მეექანიზმებისა და მეთოდების ერთობლიობა,
რომელთა საშუალებითაც სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ
კონსტიტუციის დებულებათა მკაცრ შესრულებას.
კონსტიტუციის დაცვა ყველა სახელმწიფო ორგანოსა თუ თანამდებობის პირის
ვალდებულებაა. კონსტიტუციის დაცვას ისინი განსხვავებული სამართლებრივი
მექანიზმებით ახორციელებენ. იურიდიულ ლიტერატურაში ასეთ ძირითად
ინსტიტუტად საკონსტიტუციო კონტროლია მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ XX
საუკუნე საკონსტიტუციო კონტროლის ეპოქადაა დახასიათებული.
საკონსტიტუციო კონტროლის არსი გულისხმობს სამართლებრივი აქტების
კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმებას. ეს საჯარო ხელისუფლების ორგანოთა
სპეციფიკური ფუნქციაა.
საკონსტიტუციო კონტროლის ტოლფას ტერმინად ამერიკულ დოქტრინაში
მიიჩნევა “judicial review”, რაც ნიშნავს სასამართლოს უფლებას, შეაფასოს კონგრესის
აქტების შესაბამისობა კონსტიტუციასთან და, შეუსაბამობის გამოვლენის
შემთხვევაში, ის არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს.
ჯამში, საკონსტიტუციო კონტროლი არის სამართლებრივი აქტებისა და
ქმედებების შემოწმება და შეფასება მათი კონსტიტუციასთან შეუსაბამობის
აღმოფხვრის მიზნით, ხოლო საკონსტიტუციო კონტროლის არსი კონსტიტუციის
უზენაესობისა და მისი პირდაპირი მოქმედების, სახელმწიფო ხელისუფლების
შეზღუდვისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაში მდგომარეობს.

საკონსტიტუციო კონტროლის ფუნქციები


ასევე საკონსტიტუციო კონტროლს გააჩნია რამდენიმე ფუნქცია რომელიც არიან
შემდეგნაირად: 1)სხვადასხვა სამართლებრივი აქტის კონსტიტუციასთან
შესაბამისობის შემოწმება და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში სათანადო
ზომების გატარება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მათ მოსაყვანად;
2)კომპეტენციური დავების განხილვა(უშუალო კავშირშია ხელისუფლების
დანაწილების პრინციპთან - ეს ფუნქცია ნიშნავს ხელისუფლების შტოებს შორის
შეკავება-გაწონასწორების რეჟიმის დაცვას, რამაც უნდა უზრუნველყოს მათ შორის
კომპეტენციური ბალანსი);
3)ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა(დიდ როლს
ასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოები);
4)კონსტიტუციური მნიშვნელობის მქონე სადავო საკითხების
გადაწყვეტა(შეიძლება, შეეხებოდეს არჩევნების გაპროტესტებას, პოლიტიკური
პარტიების მიზნებისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხს, პრეზიდენტის
მიმართ ბრალდების წაყენებას და სხვა).
ამ ფუნქციების რეალიზებით საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოები
უზრუნველყოფენ სამართლებრივი სახელმწიფოს სამი ძირითადი
კომპონენტის/პრინციპის დაცვას: კონსტიტუციის უზენაესობა, ხელისუფლების
დანაწილება, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ხელშეუვალობა.

საკონსტიტუციო კონტროლის მოდელები


საკონსტიტუციო კონტროლი სხვადასხვა სახელწიფოში გამიყნებენ სხვადასხვა
ფორმით. ასევე თითოეულ მათგანში კონტროლის ფუნქციებით განსხვავებული
სუბიექტები არიან აღჭურვილნი, რომელთაც ასევე განსხვავებული საკონტროლო
უფლებამოსილებები გააჩნიათ. განასხვავებენ საკონსტიტუციო კონტროლის ორ
ძირითად მოდელს:
1)ანგლო-საქსური, ე.წ. „ამერიკული მოდელი“
საკონსტიტუციო კონტროლს ახორციელებენ საერთო იურისდიქციის
სასამართლოები. ამ მოდელის თავისებურებები ისაა, რომ, პირველ რიგში, ამ
მოდელისთვის უცნობია წინასწარი კონტროლის ფორმა და ყოველთვის შემდგომ
ხასიათს ატარებს. ასევე, ზოგიერთ სახელმწიფოში საკონსტიტუციო კონტროლს
ყველა სასამართლო ინსტანცია ახორციელებს, ზოგში კი - მხოლოდ უზენაესი
სასამართლო. თუმცა, რაც მთავარია, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს უზენაესი
სასამართლო. ამ მოდელში არ შედის ბრიტანეთი, რადგან აქ საერთოდ არაა
საკონსტიტუციო კონტროლი. არსებობს
ამ მოდელის დეცენტრალიზებული და ცენტრალიზებული სახე.
დეცენტრალიზებულია, როცა საკონსტიტუციო კონტროლს ყველა სასამართლო
ინსტანცია ახორციელებს, დაწყებული ქვედა ინსტანციიდან, დამთავრებული
უმაღლესი ინსტანციით, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უზენაეს
სასამართლოს ევალება. დანარჩენ სახელმწიფოებში, სადაც ცენტრალიზებული
მოდელია, საკონსტიტუციო კონტროლი მხოლოდ უზენაესი სასამართლოს
პრეროგატივაა. ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ უზენაესი
სასამართლო კი არ აუქმებს კანონს, არამედ ახდენს მხოლოდ მისი
კონსტიტუციურობის კონსტატაციას, ე.ი. როდესაც უზენაესი სასამართლო
არაკონსტიტუციურად მიიჩნევს კანონს, ეს კანონი ფაქტობრივად კარგავს ძალას,
თუმცა მაინც აგრძელებს სახელმწიფოს სამართლის სისტემაში არსებობას მანამ, სანამ
მას პარლამენტი არ გააუქმებს.
ანგლო-საქსურ მოდელს თავისი პლუსები გააჩნია: პირველ რიგში,
სამართლებრივი აქტის არაკონსტიტუციურობის შესახებ საკითხი შეიძლება
დააყენოს პროცესში მონაწილე ნებისმიერმა მხარემ(როცა, როგორც წესი,
საკონსტიტუციო სასამართლოებში სარჩელით მიმართვის უფლების მქონე
სუბიექტთა წრე მეტად ვიწროა). ასევე, დეცენტრალიზებული კონტროლის მქონე
ქვეყნებში აქტის არაკონსტიუციურობის საკითხის განხილვა ნებისმიერ
სასამართლოს შეუძლია(როცა ევროპული მოდელის პირობებში მას ერთადერთი
ორგანო - საკონსტიტუციო სასამართლო/საბჭო ახორციელებს).
2)ევროპული, ე.წ. „ავსტრიული მოდელი“
საკონსტიტუციო კონტროლს ახორციელებენ კონტროლის სპეციალიზებული
ორგანოები, რომლებიც შექმნილნი არიან მხოლოდ ამ ფუნქციის
განსახორციელებლად. ამ ინსტიტუტის შექმნა უკავშირდება აბატ სიიესსა და ჰანს
კელზენს. კელზენის აზრით, ის ორგანო, რომელმაც კანონი მიიღო და ქმნის
სამართალს, ვერ შეძლებს, რომ უზრუნველყოს თავისი თავის კონსტიტუციისთვის
დაქვემდებარება, ამიტომ აქტების არაკონსტიტუციურობის განხილვის უფლება
უნდა გააჩნდეს სახელმწიფო ხელისუფლებისგან განცალკევებულ და
დამოუკიდებელ უმაღლეს ორგანოს, როგორიცაა საკონსტიტუციო სასამართლო.
განვიხილოთ საკონსტიტუციო კონტროლის სპეციალიზებული
ორგანოები(საკონსტიტუციო სასამართლოები ან კვაზისასამართლო ორგანოები):
1.საკონსტიტუციო სასამართლო - სარჩელით მიმართვის უფლება აქვს ნებისმიერ
ადამიანს, რომლის უფლებაც დაირღვა. გადაწყვეტილება საბოლოოა, მისი
გასაჩივრების შესაძლებლობა არ არსებობს;
2.საკონსტიტუციო საბჭო - აქვს წინასწარი (პრევენციული) კონტროლის
განხორციელების უფლებამოსილება, თუმცა სუბიექტთა წრე, რომლებსაც ამისი
უფლება აქვთ, საკმაოდ შეზღუდულია;
3.საკონსტიტუციო-რელიგიური საბჭო - დაკომპლექტებულია როგორც
იურისტებით, ასევე სასულიერო პირებით. ძირითადად ისლამურ ქვეყნებში
გვხვდება;
3)შერეული მოდელი
თავისებურია ყველა ქვეყანაში, რომლისთვისაც რთულია საკონსტიტუციო
კონტროლის სრულყოფილი მექანიზმის შექმნა. რიგ ქვეყნებში (საბერძნეთი, სამხრეთ
აფრიკა), სადაც შერეული მოდელია დამკვიდრებული, საკონსტიტუციო კონტროლი
ერთდროულად ხორციელდება როგორც სპეციალიზებული ორგანოს, ისე საერთო
იურისდიქციის სასამართლოების მიერ.

You might also like