You are on page 1of 36

საქართველოს

კონსტიტუციური
სამართალი - სახელმწიფო
მოწყობის სამართალი

მარი მარინაშვილი
საქართველოს მთავრობა
მთავრობათა ზოგადი კონსტიტუციურ-
სამართლებრივი დახასიათება
მთავრობის სტატუსი საქართველოში
მთავრობის შემადგენლობა
მთავრობის ფორმირება
მთავრობის საქმიანობის წესი
მთავრობის კომპეტენცია
მთავრობის პასუხისმგებლობა
მთავრობათა ზოგადი კონსტიტუციურ-
სამართლებრივი დახასიათება
მთავრობის ვიწრო ფართო და გაგება
სახელწოდება: მთავრობა, მინისტრთა საბჭო, მინისტრთა კაბინეტი,
სახელმწიფო საბჭო და სხვ.
მთავრობის ადგილი საპარლამენტო მონარქიაში და საპარლამენტო
რესპუბლიკაში
მთავრობის ადგილი აბსოლუტურ, დუალისტურ მონარქიებში და
საპრეზიდენტო რესპუბლიკებში
მთავრობის პარტიული შემადგენლობა (ერთპარტიული და კოალიციური)
მთავრობის სტრუქტურა (ანგლოსაქსური და კონტინენტური მოდელები)
მთავრობის ფორმირება
 აბსოლუტურ და დუალისტურ მონარქიაში;
 საპრეზიდენტო მართველობის რესპუბლიკაში;
 საპარლამენტო მართველობაში;
 შერეული მართველობის რესპუბლიკაში.
მთავრობის ფუნქციები და
კომპეტენცია
მთავრობა ახორციელებს საერთო
მმართველობის ფუნქციას;
სამართალშემოქმედებითი ფუნქცია:
 დელეგირებული კანონმდებლობის აქტები;
 კანონთა აღსრულების მიზნით მიღებული აქტები.
ბიუჯეტის შედგენა და მისი შესრულება;
საგარეო პოლიტიკის განხორციელება.
მთავრობის პასუხისმგებლობა
პოლიტიკური და იურიდიული
პასუხისმგებლობა
ინდივიდუალური და
კოლეგიალური პასუხისმგებლობა
მთავრობა საქართველოში
საქართველოს ისტორიაში:
 მონარქიული საქართველო;
 პირველი რესპუბლიკის პერიოდი;
 საბჭოთა პერიოდი;
 გარდამავალი პერიოდი;
 საქართველოს მთავრობა მოქმედი
კანონმდებლობით (სამართლებრივი
საფუძველი)
მთავრობის ადგილი
 საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების
უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და
საგარეო პოლიტიკას.
 მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პარლამენტის
წინაშე.
მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს
სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო
მინისტრის აპარატის, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში
არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური
დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე
სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო
დაწესებულებების მეშვეობით.
საქართველოს მთავრობის
შემადგენლობა
მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და
მინისტრებისაგან.
მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს
ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი.
1 სახელმწიფო მინისტრი და 10 სამინისტრო
სახელმწიფო მინისტრი:
 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.
პრემიერ-მინისტრი
მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი.
პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის
ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის
საქმიანობას, ახორციელებს მინისტრების საქმიანობის
კოორდინაციასა და კონტროლს, ხელს აწერს მთავრობის
სამართლებრივ აქტებს.
პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს საქართველოს საგარეო
ურთიერთობებში, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს
საქართველოს სახელით.
პრემიერ-მინისტრი მთავრობის საქმიანობისთვის
ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე.
პრემიერ-მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ აქტს -
ბრძანებას.
პრემიერ-მინისტრის
უფლებამოსილების შეწყვეტა
 გადადგომისას;
გარდაცვალებისას;
მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი
განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
იმპიჩმენტი;
 მთავრობის წევრის საქმიანობასთან
შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებისას;
მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებისას .
ვიცე-პრემიერი
პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია ერთ-ერთ მინისტრს დააკისროს
პირველი ვიცე-პრემიერის, აგრეთვე ერთ ან რამდენიმე მინისტრს –
ვიცე-პრემიერის მოვალეობა. 
პირველი ვიცე-პრემიერი ასრულებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობას
მისი არყოფნისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა
შემთხვევებში, აგრეთვე მის ცალკეულ დავალებებს.
ვიცე-პრემიერი (ვიცე-პრემიერები) აღმასრულებელი ხელისუფლების
განხორციელებას კოორდინაციას უწევს პრემიერ-მინისტრის
ბრძანებით დადგენილ სახელმწიფო მმართველობის განსაზღვრულ
სფეროში.
ვიცე-პრემიერების რაოდენობას განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი.
პირველ ვიცე-პრემიერსა და ვიცე-პრემიერს (ვიცე-პრემიერებს)
მოვალეობები ეკისრებათ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, რომლის
შესახებაც მთავრობის წევრებს ეცნობებათ მისი გამოცემიდან ხუთი
დღის ვადაში. ამავე ბრძანებით განისაზღვრება პირველი ვიცე-
პრემიერისა და ვიცე-პრემიერის (ვიცე-პრემიერების) ფუნქციები.
სახელმწიფო მინისტრი
მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე
სახელმწიფო მინისტრი.
სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიძლება შემოღებულ იქნეს
კანონით, განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი
ამოცანების შესასრულებლად.
სახელმწიფო მინისტრს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
სახელმწიფო მინისტრი:
საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აღმასრულებელ
ხელისუფლებას;
ასრულებს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს;
საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.
სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას უზრუნველყოფს სახელმწიფო
მინისტრის აპარატი.
სამინისტრო
სამინისტრო იქმნება კანონის საფუძველზე , მთავრობის
უფლებამოსილების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო
პოლიტიკისა და მმართველობის განხორციელების
უზრუნველსაყოფად .  
სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და
ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და
პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ
ამოცანებს.
სამინისტროს აქვს დებულება, დასრულებული ბალანსი და
ანგარიში ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა და ბეჭედი სახელმწიფო
გერბის გამოსახულებით.
სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან . იგი
კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია
საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
სამინისტროს კომპეტენცია
სამინისტროს მმართველობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს
დებულებით, რომელსაც მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს
მთავრობა.
თუ საკითხი, რომელიც კანონით გადაცემულია აღმასრულებელი
ხელისუფლების გამგებლობაში, არ მიეკუთვნება არც ერთი
სამინისტროს გამგებლობის სფეროს, მასზე გადაწყვეტილებას
იღებს მთავრობა.
მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს ასევე გადაწყვეტილება
შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროსათვის
მიკუთვნებულ საკითხზე, თუ შესაბამისი სამინისტრო არ იღებს
გადაწყვეტილებას ან აყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას
აღნიშნულ საკითხზე, გარდა ქვეყნის უშიშროების, თავდაცვის,
საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან და სისხლის
სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული
უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული
საკითხებისა.
საქართველოს სამინისტროებია:
ა) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ;
ბ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის;
გ) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ;
დ) თავდაცვის;
ე) იუსტიციის;
ვ) ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის ,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის;
ზ) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ;
თ) საგარეო საქმეთა;
ი) ფინანსთა;
კ) შინაგან საქმეთა.
მინისტრი
სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი ,
რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად იღებს
გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის
მიკუთვნებულ საკითხებზე.
თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის
მიკუთვნებული საკითხი ეხება აგრეთვე სხვა
სამინისტროს, მინისტრი გადაწყვეტილებას
ათანხმებს შესაბამის მინისტრთან. თანხმობის
მიუღწევლობის შემთხვევაში საკითხი
განიხილება მთავრობის სხდომაზე.
მინისტრი გამოსცემს ბრძანებებს .
შეუთავსებლობა
მთავრობის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა
თანამდებობა, გარდა პარტიულისა, ეწეოდეს
სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ანაზღაურებას
სხვა საქმიანობისათვის, გარდა სამეცნიერო და
პედაგოგიური საქმიანობისა. 
მინისტრს უფლებამოსილება უწყდება
გადადგომისას;
გარდაცვალებისას;
თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრის აქტის
საფუძველზე გათავისუფლებისას;
მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის
კანონიერ ძალაში შესვლისას;
იმპიჩმენტის წესით;
მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებისას .

მინისტრი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ


განცხადებით მიმართავს პრემიერ-მინისტრს.
მინისტრის მოადგილეები
მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები.
მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება სამინისტროს
დებულებით, ხოლო უფლებამოსილებანი – მინისტრის
ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ
არ არის დადგენილი.
მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მინისტრის
პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება
უწყდებათ ახალი მინისტრის დანიშვნისთანავე.
მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს
უფლება არა აქვთ შედიოდნენ სამეწარმეო საზოგადოების
ხელმძღვანელ, საკონტროლო და სარევიზიო ორგანოებში,
ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას.
მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს
მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი .
მთავრობის საქმიანობის
ძირითადი ორგანიზაციული
ფორმა
მთავრობის სხდომა იმართება თვეში ერთხელ მაინც.
მთავრობის სხდომას იწვევს და მის დღის წესრიგს განსაზღვრავს პრემიერ -
მინისტრი.
მთავრობის სხდომას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი .
მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით
მთავრობის სხდომა შეიძლება საჯაროდ გამოცხადდეს.
 მთავრობის მუშაობის, მთავრობის სხდომის მომზადების, წარმართვის ,
სხდომაზე საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი
დგინდება მთავრობის რეგლამენტით, რომელსაც პრემიერ-მინისტრის
წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა.
მთავრობის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით,
მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/3-სა.
გადაწყვეტილება ფორმდება მთავრობის დადგენილებით ან
განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი .
მთავრობის კომპეტენცია, როგორც
აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი
ორგანოსი
კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს სამინისტროების, მათი მმართველობის
სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო
მინისტრის აპარატის, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული
აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული
დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო
დაწესებულებების საქმიანობას; 
ამტკიცებს სამინისტროების აპარატების, სახელმწიფო მინისტრის აპარატის,
მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული
­ ­ აღმასრულებელი
ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულებისა
და სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების დებულებებს;
უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრების, სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულებების, სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული
დაწესებულებისა და სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო
დაწესებულებების ხელმძღვანელთა სამართლებრივი აქტები ;
წარდგინება ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების დათხოვნაზე ან მათი
საქმიანობის შეჩერებაზე;
აჭარის ა/რ რესპუბლიკის თავმჯდომარე ინიშნება მთავრობის თანხმობით.
მთავრობის უფლებამოსილებები
სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში
უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური სივრცის ერთიანობას, ეკონომიკური
საქმიანობის თავისუფლებას, კონკურენტული და სტაბილური საინვესტიციო
გარემოს ჩამოყალიბებას;
უზრუნველყოფს სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალის მართვას;
 უზრუნველყოფს მოქალაქეთა სოციალურ დაცვას;
 შეიმუშავებს უმუშევრობის შემცირებისა და ლიკვიდაციის სახელმწიფო
პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას;
 უზრუნველყოფს ერთიანი სახელმწიფო საემიგრაციო და საიმიგრაციო პოლიტიკის
განხორციელებას;
უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო
პოლიტიკის განხორციელებას, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების
სრულყოფას;
უზრუნველყოფს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, მოსახლეობის
ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის
განხორციელებას;
 ორგანიზებას უწევს ბუნებრივი რესურსების დაცვასა და რაციონალურ გამოყენებას.
მთავრობის
უფლებამოსილებები საგარეო
ურთიერთობაში
ითანხმებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო
ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოების , აგრეთვე
საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების საკითხებს და
უზრუნველყოფს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით
აღებულ ვალდებულებათა შესრულებას;
პარლამენტს მიმართავს საერთაშორისო ხელშეკრულების
რატიფიცირების, დენონსირებისა და გაუქმების შესახებ ;
პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით საქართველოს ელჩებისა და
დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების დანიშვნისა
და გათავისუფლების შესახებ;
ითანხმებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების
ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციის
მიღებას;
პარლამენტის მიერ არჩევის მიზნით პრეზიდენტს წარუდგენს ეროვნული
მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატებს .
მთავრობის უფლებამოსილებები
თავდაცვის სფეროში
პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით თავდაცვის ძალების მეთაურის
თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების
შესახებ;
პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით საერთაშორისო ვალდებულებათა
შესასრულებლად თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ;
პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით
განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში
სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და
გადაადგილების შესახებ;
პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს თავდაცვის ძალების
რაოდენობას; 
ამტკიცებს სამხედრო წესდებებს;
ამტკიცებს თავდაცვის ძალების აღმშენებლობის, გამოყენებისა და
მობილიზაციის გეგმებს, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო
გეგმებს და სხვ.
კანონიერებაზე ზრუნვა
მთავრობა წარადგენს საკანონმდებლო
ინიციატივებს;
შეიმუშავებს სამთავრობო პროგრამას;
გააჩნია პარლამენტის რიგგარეშე სესიის ან
სხდომის მოწვევის მოთხოვნის უფლება;
იღებს ზომებს საკუთრებისა და საზოგადოებრივი
წესრიგის დასაცავად.
პრემიერ-მინისტრის ანგარიში
პარლამენტს უფლება აქვს, პრემიერ-მინისტრს მოსთხოვოს
სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების
მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა.
ამ ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის შესახებ
გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს კომიტეტის ან ფრაქციის
მოთხოვნის საფუძველზე, პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა
ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის
სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, რაც ფორმდება
საოქმო ჩანაწერით და დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს.
პრემიერ-მინისტრი ანგარიშს წერილობითი ფორმით
პარლამენტს წარუდგენს სათანადო მოთხოვნის მიღებიდან 2
კვირის ვადაში და არაუგვიანეს 3 კვირისა პარლამენტის წინაშე
წარდგება შესაბამისი ანგარიშით.
პრემიერ-მინისტრის მოხსენება
პრემიერ-მინისტრი ვალდებულია წელიწადში
ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული
სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს
წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო
პროგრამის შესრულების მიმდინარეობის
შესახებ. აღნიშნული მოხსენება წერილობითი
ფორმით პარლამენტს წარედგინება 1 ივნისამდე.
პრემიერ-მინისტრის მოხსენებით წარდგომის
ზუსტ დროს განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო
პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.
მთავრობისთვის ნდობის
გამოცხადება
 ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე მთავრობა
იხსნის უფლებამოსილებას პარლამენტის წინაშე და განაგრძობს
მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე .
პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან , ან პრემიერ-
მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან
2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს საპარლამენტო არჩევნებში
გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული
პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.
მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება
სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული
შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტი
თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი
დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი
დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად
ჩაითვლება.
ნდობის არ გამოცხადება
თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ
გამოუცხადა, პარლამენტის სრული შემადგენლობის 1/3-ზე
მეტის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის
კანდიდატის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს მთავრობა.
მეორე კენჭისყრა უნდა ჩატარდეს მთავრობის
უფლებამოსილების მოხსნიდან, არაუგვიანეს 4 კვირის
ვადაში.
თუ პარლამენტმა პირველი და მეორე მცდელობის
მიუხედავად, შესაბამისი ვადის ამოწურვიდან (ანუ 4 კვირის
გავლის შემდეგ) არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა ვერ
გამოუცხადებს ნდობას მთავრობას პრეზიდენტი დაითხოვს
პალამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე
არჩევნებს.
მთავრობისთვის უნდობლობის
გამოცხადება
 უნდობლობის საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული
შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტს. უნდობლობის საკითხის აღძვრასთან
ერთად ინიციატორები წამოაყენებენ პრემიერმინისტრობის კანდიდატს , ხოლო
პრემიერმინისტრობის კანდიდატი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის ახალ
შემადგენლობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს
წარედგინება სამთავრობო პროგრამა.
თუ პარლამენტი საკითხის აღძვრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 14 დღისა
სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს ახალ
მთავრობას, უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება . ახალი მთავრობისთვის
ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტი თანამდებობაზე დანიშნავს
პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში −
მინისტრებს. თუ პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ -მინისტრს ,
იგი დანიშნულად ჩაითვლება. მთავრობას უფლებამოსილება უწყდება ახალი
პრემიერ-მინისტრის დანიშვნის მომენტიდან.
თუ პარლამენტი უნდობლობის საკითხის აღძვრის შემდეგ არ გამოუცხადებს
მთავრობას უნდობლობას, დაუშვებელია პარლამენტის იმავე წევრთა მიერ
მომდევნო 6 თვის განმავლობაში უნდობლობის საკითხის აღძვრა .
ნდობის გამოცხადება პრემიერ-
მინისტრის ინიციატივით
პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია პარლამენტის წინაშე დასვას მთავრობის ნდობის
საკითხი.
ნდობის საკითხს კენჭი ეყრება მისი დასმიდან არაუადრეს მე-7 და არაუგვიანეს მე-14
დღისა. თუ პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს მთავრობას, პრეზიდენტი ნდობის
არგამოცხადებიდან არაუადრეს მე-8 და არაუგვიანეს მე-14 დღისა დაითხოვს
პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.
პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს, თუ პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის
არგამოცხადებიდან 7 დღის ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას
გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ
წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას .
მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო
პროგრამა.
ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტი
თანამდებობაზე დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი
დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ
ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.
 მთავრობას უფლებამოსილება უწყდება ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის
მომენტიდან.
ბიუჯეტის შესახებ კანონის მიღება
პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით
ყოველწლიურად იღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონს .
 მხოლოდ მთავრობაა უფლებამოსილი პარლამენტის კომიტეტებთან
ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განხილვის შემდეგ
პარლამენტს წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი .
მთავრობა მომდევნო საბიუჯეტო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
პროექტს პარლამენტს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებამდე
არაუგვიანეს 3 თვისა.
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად მთავრობა წარადგენს
მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
მიმდინარეობის შესახებ.
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მთავრობა
პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საბიუჯეტო წლის
დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვისა.
ბიუჯეტის შესახებ კანონის მიღება
მთავრობის თანხმობის გარეშე დაუშვებელია
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში
ცვლილების შეტანა.
მთავრობას შეუძლია მოსთხოვოს პარლამენტს
დამატებითი სახელმწიფო ხარჯის გაღება, თუ
მიუთითებს მისი დაფარვის წყაროს.
თუ პარლამენტმა არ მიიღო სახელმწიფო
ბიუჯეტი ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე,
ხარჯები დაიფარება კანონით დადგენილი წესით,
წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით.
პარლამენტის ბიუჯეტი
სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისთვის
განკუთვნილი მიმდინარე სახსრების შემცირება
წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან
შედარებით შეიძლება მხოლოდ პარლამენტის
წინასწარი თანხმობით.
პარლამენტი თავად იღებს გადაწყვეტილებას
სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისთვის
გამოყოფილი სახსრების განაწილების თაობაზე.
საშინაო დავალება
საქართველოს კონსტიტუცია მე-5 თავი
ი. კობახიძე, კონსტიტუციური სამართალი, გვ.
204-218
შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო
სამართალში, რედ. დ. გეგენავა, გვ. 206-218
საქართველოს მთავრობის სტრუქტურისა და
საქმიანობის წესის შესახებ კანონი
მადლობა ყურადღებისათვის

You might also like