You are on page 1of 52

საჯარო მმართველობის მოდელი

საქართველოში
სახელმწიფო სტრუქტურა
• საპარლამენტო რესპუბლიკა - ერთპალატიანი პარლამენტი, 150
დეპუტატი და 4 წლის ვადით, შერეული სისტემა (2020 წელი - 120
პროპორციული და 30 მაჟორიტარული; 2024 წლიდან -
პროპორციული);

• მთავრობა: პრემიერ-მინისტრი და მინისტრები; მთავრობისთვის


უნდობლობის გამოცხადება მოითხოვს ახალი პრემიერის
კანდიდატურის დამტკიცებას.

• საქართველოს პრეზიდენტი - პირდაპირი წესით არჩეული (საარჩევნო


კოლეგია), სახელმწიფოს მეთაური
მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სტრუქტურა
• დეცენტრალიზებული ასიმეტრიული უნიტარული სახელმწიფო, რეგიონალიზმის
ნიშნებით;

• ორი ავტონომიური რესპუბლიკა - აჭარისა და აფხაზეთის;

• ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი


ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული - ადმინისტრაცია; (2007 წ)

• 9 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მხარე, მუნიციპალიტეტებს აერთიანებს-


სახელმწიფო რწმუნებული; რეგიონის სტატუსი არ აქვს; საკოორდინაციო და
საკონსულტაციო ფუნქცია;

• 69 მუნიციპალიტეტი - 5 თვითმმართველი ქალაქი, 64 თემი (სოფელი, დაბა, ქალაქი)


ცენტრალური მმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილებები

• სახელმწიფოს თავდაცვა, სამხედრო მრეწველობა და იარაღით ვაჭრობა; ომისა და ზავის


საკითხები; საგანგებო და საომარ მდგომარეობათა სამართლებრივი რეჟიმის დადგენა და
შემოღება; შეიარაღებული ძალები; სასამართლოები და პროკურატურა; სახელმწიფო
უსაფრთხოება; კრიმინალური პოლიცია და გამოძიება; სახელმწიფო საზღვრის სტატუსი,
რეჟიმი და დაცვა; სასაზღვრო-სანიტარიული კორდონი;

• საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები; საგარეო ვაჭრობა, საბაჟო და


სატარიფო რეჟიმები;

• სახელმწიფო ფინანსები და სახელმწიფო სესხი; ფულის მოჭრა და ემისია; საბანკო,


საკრედიტო, სადაზღვევო, საგადასახადო და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაჭრობის
კანონმდებლობა;

• სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რკინიგზა და საავტომობილო გზები; ერთიანი


ენერგეტიკული სისტემა და კავშირგაბმულობა;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები

• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა უფლებამოსილია ეკონომიკის,


სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის,
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის,
გარემოს დაცვის სფეროში განახორციელოს ნებისმიერი უფლებამოსილება,
რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ მიეკუთვნება:

 სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ უფლებამოსილებას;


 ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ საკუთარ
უფლებამოსილებას;
 არ გამოირიცხება აჭარის ავტორნომიური რესპუბლიკის
უფლებამოსილებიდან (შსს, თავდაცვა, იუსტიცია, საგარეო)
ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები

• სამინისტროები და სახელმწიფო მინისტრის აპარატი; (11 სამინისტრო და 1


სახელმწიფო მინისტრი)

• სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება (5)

• სამინისტროების ტერიტორიული ორგანოები (7 სფერო)

• საჯარო სამართლის იურიდიული პირები (122)

• სახელმწიფო რწმუნებულები (9)


სამინისტრო

• სამინისტრო იქმნება მთავრობის უფლებამოსილების განსაზღვრულ სფეროში


სახელმწიფო პოლიტიკისა და მმართველობის განხორციელების
უზრუნველსაყოფად.

• სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და


ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი;

• სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით


გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის
საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

• მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო


მინისტრი. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიძლება შემოღებულ იქნეს
კანონით, განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანების
შესასრულებლად.
სამინისტროები

• საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;


• საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
• საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
• საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
• საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
• საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
• საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
• საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
• საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
• საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;
• საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო;
• შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი;
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება

• სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სამინისტროს გამგებლობაში


არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება;

• სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება შეიძლება შეიქმნას - თავდაცვის,


სამართალდამცავ, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, სოციალურ-
ეკონომიკურ, კულტურის ან სხვა სფეროში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და
საჯარო ფუნქციების შესასრულებლად.

• სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს მინისტრის


წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

• სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ფინანსდება სახელმწიფო


ბიუჯეტიდან.
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება

 საავტომობილო გზების დეპარტამენტი (რეგიონული განვითარებისა და


ინფრასტრუქტურის სამინისტრო);

 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (გარემოს დაცვისა და


სოფლის მეურნეობის სამინისტრო);

 სპეციალური პენიტენციური სამსახური (საქართველოს იუსტიციის


სამინისტრო);

 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (შსს);

 საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (შსს);


სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები

• სამინისტროს ტერიტორიული ორგანო იქმნება სამინისტროს ფუნქციების


განსახორციელებლად რეგიონულ/თვითმმართველობის დონეზე;

• სამინისტროს ტერიტორიული ორგანო იქმნება მთავრობის დადგენილებით;

• სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს და მის მოადგილეს


თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი;

• სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლება-


მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება
ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები
• პოლიცია (შსს)

• საგადასახადო ორგანოები (ფინანსთა სამინისტრო);

• საგანმანათლებლო რესურს-ცენტრები (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო);

• საჯარო სერვისების მიწოდება (მაგ: აღსრულების ბიუროები, იუსტიციის სახლები) (იუსტიციის


სამინისტრო);

• სოციალური მომსახურების სააგენტო (ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა სამინისტრო);

• საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი (სახანძრო) (შსს);

• საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის


სამინისტრო)
საჯარო სამართლის იურიდიული პირი

• საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე


შექმნილი;

• საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან


განცალკავებული;

• სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საჯარო


საქმიანობას;

• სფეროები: პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი, სოციალური,


საგანმანათლებლო, კულტურული და სხვა;
საჯარო სამართლის იურიდიული პირი

• სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის


იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო,
კვლევითი, სასპორტო ან რელიგიური საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო
სამართლის იურიდიული პირისა) ხელმძღვანელს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანამდებობაზე ნიშნავს:

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი,

 კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული


სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო; (მაგ: სამინისტრო)

 შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი


ორგანო;
საჯარო სამართლის იურიდიული პირის
სახელმწიფო კონტროლი
• საჯარო სამართლის იურიდიული პირი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს:
კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური
საქმიანობის ზედამხედველობას.

• საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს


კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო
მმართველობის ორგანო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა
ან სახელმწიფო მინისტრი, რომელსაც უფლება აქვს, მოითხოვოს კონტროლის
განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

• სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია


შეაჩეროს ან გააუქმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არამართლზომიერი
გადაწყვეტილება;
საჯარო სამართლის იურიდიული პირები

• საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - 12 სსიპ (საჯარო რეესტრი; იუსტიციის


სახლი, აღსრულების ბიურო; ნოტარიუსთა პალატა; ციფრული მმართველობის
სააგენტო;)

• საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - 6 სსიპ (თავდაცვის აკადემია,


კადეტთა ლიცეუმი; კიბერუსაფრთხოების ბიურო; სამხედრო ჰოსპიტალი)

• საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 15


სსიპ (სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; ტურიზმის ადმინისტრაცია;
აწარმოე საქართველო);

• საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - 3 სსიპ (შემოსავლების სამსახური;


ფინანსთა სამინისტროს აკადემია);
საჯარო სამართლის იურიდიული პირები

• საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 1


სსიპ (მუნიციპალური განვითარების ფონდი;)

• საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - (გარემოს


ეროვნული სააგენტო; სურსათის ეროვნული სააგენტო; სოფლის განვითარების 10 სსიპ
სააგენტო; გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი)

• საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 10 სსიპ (განათლების


ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი; შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრი; მასწავლებლის სახლი;

• საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,


ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 14 სსიპ; (შრომის ინსპექციის
სამსახური; სოციალური მომსახურების სააგენტო; დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო)
სახელმწიფო რწმუნებული

• სახელმწიფო რწმუნებული - საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ


საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე
მთავრობის წარმომადგენელი. (9 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
ერთეული)

• სახელმწიფო რწმუნებულს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან


ათავისუფლებს მთავრობა.

• იმ ტერიტორიის საზღვრები, რომელზედაც ვრცელდება სახელმწიფო რწმუნებულის


უფლებამოსილება, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სტრუქტურა და
საქმიანობის წესი განისაზღვრება სახელმწიფო რწმუნებულის დებულებით,
რომელსაც ამტკიცებს მთავრობა.

• სახელმწიფო რწმუნებული თავის საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო


რწმუნებულის ადმინისტრაციის მეშვეობით.
სახელმწიფო რწმუნებული

• კოორდინაციას უწევს რეგიონული პოლიტიკის განხორციელებასა და


ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცალკეულ ღონისძიებებს;

• შესაბამისი ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში შეიმუშავებს ან/და


ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს და
მონაწილეობას იღებს რეგიონული განვითარების ღონისძიებებში;

• კოორდინაციას უწევს საქართველოს სამინისტროების ტერიტორიული


ორგანოების საქმიანობას;

• კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო უწყებების


ურთიერთობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან;
სახელმწიფო რწმუნებული

• საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით, ახორციელებს


საგანგებო სიტუაციის პრევენციის, ერთიანი სისტემის მზადყოფნის, საგანგებო
სიტუაციაზე რეაგირებისა და აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების სფეროში
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;

• ახორციელებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე


მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო
სამსახურში გაწვევის სახელმწიფო ზედამხედველობას;

• უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს მთავრობის


სხდომებში;

• თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ


ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – განკარგულებებს;
დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოები

• საქართველოს სახალხო დამცველი - ადამიანის უფლებების დაცვის


ზედამხედველობა;

• საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური - საბიუჯეტო სახსრების და


სხვა საჯარო რესურსების გამოყენებისა და ხარჯვის ზედამხედველობა;

• საქართველოს ეროვნული ბანკი - ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის


წარმართვა ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ფინანსური
სექტორის სტაბილური ფუნქციონირება;

• საქართველოს პროკურატურა - დანაშაულის გამოძიება და სისხლის


სამართლებრივი დევნის დაწყება;
დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოები
• საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური - პერსონალური
მონაცემების დამუშავების კონტროლი; ფარული საგამოძიებო მოქმედების
კანონიერების კონტროლი;

• სპეციალური საგამოძიებო სამსახური - სამართალდამცავი ორგანოს


წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი
დანაშაულის გამოძიება;

• ბიზნეს ომბუდსმენი - სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან


დაკავშირებული უფ­ლებე­ბისა და კანონიერი ინტერესების დაცვის ხელშეწყობა;

• მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი - მომხმარებელთა


უფლებების დაცვა;

• ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები - ა) საქართველოს კომუნიკაციების


ეროვნული კომისია; ბ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისია.
ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა
• 69 მუნიციპალიტეტი - 5 თვითმმართველი ქალაქი, 64 თვითმმართველი თემი
(5 ოკუპირებულ ტერიტორიაზე);

• თვითმმართველი ქალაქები - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და ფოთი;

• თვითმმართველი თემი - დასახლებების ერთობლიობა, რომელსაც მინიჭებული


აქვს მუნიციპალიტეტის სტატუსი; მუნიციპალიტეტი შეიძლება დაიყოს
ადმინისტრაციულ ერთეულებად;

• დასახლების კატეგორიები:
 სოფელი;
 დაბა
 ქალაქი - რეგისტრირებულ მოსახლეთა რაოდენობა 5000-ზე მეტია.
თვითმმართველობის უახლესი ისტორია

1998 – 2006 წწ. 2006 – 2014 წწ. 2014 – 2017 წწ. 2017 წ.
• 1000-ზე მეტი • 69 მუნიციპალიტეტი, • არჩევითი • ახალი სტრატეგიის
თვითმმართველი თვითმმართველობის აღმასრულებელი შემუშავება
ერთეული, მარეგულირებელი ორგანო, • 7 თვითმმართველი
კომპეტენციების კანონმდებლობის ტერიტორიული ქალაქის სტატუსის
არაცხადი გამიჯვნა, შემუშავება რეფორმა და ჩამორთმევა(ზუგდიდ
არასაკმარისი თანამონაწილეობის ი, ოზურგეთი,
ფინანსური და დამატებითი ამბროლაური, გორი,
ადამიანური რესურსი ინსტრუმენტები, 12 ახალციხე, მცხეთა და
თვითმმართველი თელავი)
ქალაქი
ქალაქი თბილისი

• თბილისის საკრებულო - წარმომადგენლობითი ორგანო; 50 წევრი, რომელთაგან


25 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით თბილისის მთელ
ტერიტორიაზე;

• თბილისის მერია (თბილისის მერი, თბილისის მთავრობა, თბილისის მერიის სტრუქტურული


ერთეულები და თბილისის რაიონების გამგეობები) - თბილისის აღმასრულებელი
ორგანოების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის აღმასრულებელ-
განმკარგულებელ საქმიანობას;

• თბილისის მთავრობა - არის კოლეგიური აღმასრულებელი ორგანო, რომელიც  შედგება


თბილისის მერის, მისი პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების , თბილისის
მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან (გარდა თბილისის მერიის
სისტემაში შემავალი, კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი
სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა) და თბილისის რაიონების გამგებლებისგან . 
ქალაქი თბილისი
• თბილისის საკრებულო უფლებამოსილია თბილისის მთავრობის წარდგინებით
დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი მშენებლობის ნებართვის
გაცემის, ქალაქის ურბანული განვითარების კონცეფციის შემუშავებისა და
თბილისის სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების
გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების შემუშავების შესახებ შესაბამისი
კვლევის ჩატარებისა და რეკომენდაციების მომზადების, ქონების პრივატიზაციისა
და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის ან სხვა
მიზნით. 

• თბილისის მერიის სსიპ-ები: არქიტექტურის სამსახური; ქონების მართვის


სააგენტო, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, სასწრაფო სამედიცინო
დახმარების ცენტრი, თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა, თბილისის საერთაშორისო
ხელოვნების საფესტივალო ცენტრი.
თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები

• სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულის


უფლებამოსილებები გამიჯნულია და ემყარება სუბსიდიარობის პრინციპს;

• თვითმმართველი ერთეულის საკუთარი და დელეგირებული


უფლებამოსილებები;

• საკუთარ უფლებამოსილებებს თვითმმართველი ერთეული ახორციელებს


დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით;

• უფლებამოსილებების დელეგირება ხდება საკანონმდებლო აქტის ან


ხელშეკრულების საფუძველზე, მატერიალური და ფინანსური რესურსების
გადაცემით; ცენტრალური ხელისუფლება ახორციელებს სამართლებრივ
ზედამხედველობას.
თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური
უფლებამოსილებები
• საერთო ადმინისტრირების სფერო - თვითმმართველობის ორგანოთა
სტრუქტურის შექმნა, თანამდებობის პირთა არჩევა, თვითმმართველი
ერთეულის ადმინისტრაციული დაყოფა, აიპების დაფუძნება;

• საფინანსო-ეკონომიკური სფერო - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მომზადება


და დამტკიცება; საბიუჯეტო სახსრების განკარგვა; ადგილობრივი
გადასახადების შემოღება და გაუქმება, მათი განაკვეთების დადგენა ზღვრული
ოდენობის ფარგლებში;

• ტერიტორიული დაგეგმარებისა და მშენებლობის სფერო - სივრცითი


დაგეგმვა, მშენებლობის ნებართვების გაცემა და ზედამხედველობა;
თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური
უფლებამოსილებები
• ბუნებრივი რესურსების, მიწათსარგებლობისა და ქონების მართვის სფერო
- მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა;
ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების მართვა;

• ტერიტორიის კეთილმოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და


კომუნალური მეურნეობის სფერო - დასუფთავება, გარე განათება, მყარი
ნარჩენების შეგროვება, წყალმომარაგება, ადგილობრივი მნიშვნელობის
საავტომობილო გზების მართვა; გარე ვაჭრობა, გარე რეკლამის განთავსება;

• სოციალური სფერო - სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდა;


ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული ძეგლები; ბიბლიოთეკები,
მუზეუმები, თეატრები; უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა,
სასაფლაოების მოწყობა;
თვითმმართველი ერთეულის დელეგირებული
უფლებამოსილებები

• სამხედრო გაწვევის ორგანიზება;


• საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
• იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერა;
• მიწების რეგისტრაცია;
• გარდაცვლილ მეომართა უკვდავყოფის უზრუნველყოფა.
ფისკალური დეცენტრალიზაცია

• ადგილობრივ ბიუჯეტში რჩება ქონების გადასახადი.

• საკრებულოს უფლება აქვს შემოიღოს კანონით განსაზღვრული


ადგილობრივი მოსაკრებლები კანონით გათვალისწინებული
საქმიანობის განხორციელების ან სარგებლობის უფლების
მინიჭებისთვის:

 ადგილობრივი მშენებლობის ნებართვის;


 ადგილობრივი ტერიტორიის დასუფთავების;
 სათამაშო ბიზნესის;
 ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების გამოყენების;
ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკური
სისტემა
• მუნიციპალიტეტის საკრებულო -წარმომადგენლობითი ორგანო, აირჩევა 4 წლის
ვადით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის მიერ;

• მერი - მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და უმაღლესი თანამდებობის


პირი; აირჩევა პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით;

• მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი


დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის
უფლებამოსილების განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს მერი;

• მერი ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე; საკრებულოს უფლება აქვს


უნდობლობა გამოუცხადოს მერს სიითი შემადგენლობის 2/3-ის
უმრავლესობით
საჯარო სამსახურის სისტემა
• კარიერაზე დაფუძნებული სისტემა;

• საჯარო სამსახურში დასაქმებულები პირები - პროფესიული საჯარო


მოხელეები (70%) და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები
(30%);

• საჯარო მოხელეების რანგირების სისტემა მოიცავს 4 რანგსა და 9


თანამდებობას (2 მენეჯერული და 2 არა-მენეჯერული რანგი);

• საჯარო სამსახურში მიღება - ღია კონკურსები მეოთხე რანგში;


დახურული და შიდა კონკურსები - მესამე, მეორე და პირველ რანგში;
საკონკურსო კომისია
• საკონკურსო კომისია იქმნება ღია, დახურული და შიდა კონკურსის ჩატარების
უზრუნველსაყოფად.

• საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში უნდა იყვნენ:

 საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის


წარმომადგენელი;
 იმ სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი, რომელშიც არის ვაკანსია;
 დარგობრივი პროფესიული კავშირის წარმომადგენელი (მათი არსებობის
შემთხვევაში);
 დამოუკიდებელი მოწვეული ექსპერტი ან/და დარგის სპეციალისტი

• საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს დაწესებულების


ხელმძღვანელი.
მოხელის კარიერის მართვის მექანიზმები

დროებითი/
მოხელის
მოხელის დამატებითი
კარიერული
გადაყვანა განვითარება
ფუნქციების
დაკისრება

მოხელის პროფესიული
მობილობა
შეფასება განვითარება
საჯარო სამსახურის სისტემა
• მინისტრის პოლიტიკური და ადმინისტრაციული ფუნქციები არ არის
გამიჯნული; საჯარო სამსახურში პოლიტიკური ნიშნით შეიძლება დაინიშნონ
ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები (მრჩევლები,
თანაშემწე, აპარატის წევრები, მერის წარმომადგენლები);

• მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები, პროცედურა და


დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებები დეტალურად არის გაწერილი;

• მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები, პროცედურა და


საჯარო მოხელის უფლების დაცვის გარანტიები დეტალურად არის გაწერილი;

• საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის საფუძვლები, წესი და პროცედურები


გაწერილია; მობილობის მექანიზმი დანერგილია;
პროფესიულ საჯარო მოხელეთა რაოდენობა
2021
• სამინისტროები და სახელმწიფო მინისტრის აპარატი -26 085; (2337- შსს
გარეშე);
• შსს - 23 748
• ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები - 7353;
• სასამართლოები - 1 359;
• სსიპ, საქვეუწყებო დაწესებულებები -2446;
• საქართველოს პარლამენტი - 370;
• აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკები -682;
• სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები -187;
• საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციები -92;

• ჯამური რაოდენობა: 38574; ჯამური რაოდენობა შსს გარეშე - 14 826;


პროფესიულ საჯარო მოხელეთა რაოდენობა
2021
• მოხელეთა რაოდენობის განაწილება რანგების მიხედვით (შსს
გარეშე):

 I და II რანგი - 3 143;
 III და IV რანგი -11 683

• მოხელეთა რაოდენობის განაწილება რანგების მიხედვით (შსს


ჩათვლით):

 I და II რანგი - 3 374;
 III და IV რანგი - 35 200;
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა
2021

• სამინისტროები და სახელმწიფო მინისტრის აპარატი -2 491; (940- შსს გარეშე);


• შსს - 1 551;
• ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები - 2556;
• სასამართლოები - 320;
• სსიპ, საქვეუწყებო დაწესებულებები -551;
• საქართველოს პარლამენტი - 312;
• აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკები -368;
• სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები -23;
• საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციები -161;

• ჯამური რაოდენობა: 6 782; ჯამური რაოდენობა შსს გარეშე - 5 231;


სხვა სტატისტიკური ინფორმაცია
2021 წ.
• ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა -
1746;

• საჯარო სამსახურში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროფესიულ


საჯარო მოხელეთა რაოდენობა - 80;

• საჯარო სამსახურში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შრომითი


ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა: 48;

• კლასის მქონე საჯარო მოხელეთა რაოდენობა - 4 492; (67% -


პირველი კლასი, 23% -მე-2 კლასი)
კონკურსები
2021 წლის სტატისტიკა

• HR.gov.ge-ზე სულ გამოცხადდა 4441 ვაკანსია;

• ღია კონკურსი - 2794;


• დახურული კონკურსი -256;
• გამარტივებული კონკურსი -585;
• შიდა კონკურსი - 386;
• მენეჯერულ პოზიციაზე - 75 ვაკანსია;
კონკურსის გარეშე საჯარო სამსახურში მიღება

• კონკურსის გარეშე გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება -


1283; (წინა წელთან შედარებით გაზრდილია 29%-381 ერთეულით);

ცენტრალური ხელისუფლების დონეზე - 572;


რეგიონულ დონეზე ‒ 402;
სასამართლო სისტემაში ‒ 82;
პარლამენტის აპარატში ‒ 121;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო დაწესებულებებში - 52;
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო დაწესებულებებში - 54;
კონკურსების პროცესის ანალიზი
2020-2021

• კანდიდატების შეფასებისათვის უმეტესწილად გამოყენებულია მხოლოდ


გასაუბრების და ძირითადად, არა სტრუქტურირებული ინტერვიუს ფორმატი;
(ერთიანი სტანდარტის არარსებობა);

• შეიმჩნევა პროგრესი კანდიდატის შეფასებისას ზეპირი დავალების


კომპონენტის ხშირად გამოყენების მხრივ (საკანონმდებლო აქტებიდან
კითხვები და არა სიტუაციური ანალიზი); იშვიათია წერითი დავალების
გამოყენების პრაქტიკა;

• ერთი საკონკურსო კომისიაა შექმნილი სხვადასხვა ტიპის/სპეციფიკის


ვაკანსიაზე და განსხვავებული სტრუქტურული ერთეულების ვაკანტური
თანამდებობებისათვის. (არა კონკრეტული ვაკანსიისთვის, არამედ ერთი
მრავალწევრიანი კომისია); 2021 წელს ტენდენცია შემცირებულია;
კონკურსების პროცესის ანალიზი
2020-2021
• საკონკურსო კომისიის ოქმების ნაწილში არ არის დეტალურად გაწერილი
ინფორმაცია კონკურსის ეტაპების მიმდინარეობის შესახებ. ოქმში
მითითებულია მხოლოდ კონკურსის ეტაპების სახელწოდებები;

• საკონკურსო კომისიის ოქმები არ იძლევა სრულყოფილ ინფორმაციას:

 კონკურსის პროგრამისა და პირობების;


 კანდიდატის შეფასების ფორმებისა და მეთოდების;
 კომისიის წევრების მსჯელობის და გადაწყვეტილების მიღების საფუძვლების
შესახებ.

• საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში მოცემული ინფორმაცია შესაძლებელია


გახდეს კანდიდატის უფლების დაცვის მიზნით სასამართლოში საკითხის განხილვის
წინაპირობა.
მოხელის პროფესიული განვითარება
2021 წ
• მოხელის პროფესიული განვითარების სასწავლო პროგრამა 5 864
პირისათვის განხორციელდა.

• საბაზისო პროგრამების თითოეული კურსის მიხედვით


განხორციელების მაჩვენებელი შემდეგია:

 პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი გაიარა


61.5%;

 მოხელის მენეჯერული უნარების განვითარების პროგრამა – 38.5%.


დისციპლინური გადაცდომების სტატისტიკა
2021

• სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით


შეუსრულებლობა - 51;

• ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა - 27;

• საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის


წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა - 3;

• ჯამური რაოდენობა - 81;

• მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლება დისციპლინური გადაცდომის


გამო -8;
რეორგანიზაციის პროცესი/2021

• საანგარიშო პერიოდში 41 საჯარო დაწესებულებაში განხორციელდა


რეორგანიზაცია;

• გარე მობილობის პროცედურის განხორციელების მიზნით საჯარო


სამსახურის ბიუროში შემოსული იყო 15 განცხადება;

• მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულია 56 მოხელე;


რეორგანიზაციის შედეგები/2021
• უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანილ თანამშრომელთა
რაოდენობა - 85;

• იგივე რანგისა და კატეგორიის თანამდებობაზე გადაყვანილ მოხელეთა


რაოდენობა - 196;

• წლის მანძილზე განხორციელებული შიდა მობილობის რაოდენობა -


276;

• წლის განმავლობაში განხორციელებული გარე მობილობის


რაოდენობა - 0;
რეორგანიზაციის შედეგები/2021

• რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა


რაოდენობა - 55; კომპენსაციის ოდენობა - 267 227 ლარი;

 საჯარო მოხელეები, რომლებმაც მიიღეს 1 თვიანი კომპენსაცია - 2;


კომპენსაციის ოდენობა - 5527 ლარი;

საჯარო მოხელეები, რომლებმაც მიიღეს 3 თვიანი კომპენსაცია - 53;


კომპენსაციის ოდენობა - 261 700 ლარი;
სამსახურიდან გათავისუფლება/2021
• პირადი განცხადება -1809

• დისციპლინური გადაცდომა - 122

• სხვა დაწესებულებაში გადასვლა - 67

• გარდაცვალება - 47

• გამოსაცდელი ვადის წარუმატებლად გავლა - 7

• გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა - 6;

• სხვა ობიექტური გარემოება - 811 (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების


შემთხვევაში)
მოხელის უფლების დაცვა/2021

• უკანონოდ გათავისუფლებული პირების სამსახურში აღდგენის


რაოდენობა - 10;

• უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისათვის გაცემული კომპენსაციის


რაოდენობა - 88 819 ლარი;

• წლიური გადინების მაჩვენებელი

 მენეჯერული პოზიცია - 5.4%

 არა მენეჯერული პოზიცია - 6.7%


მადლობა
ყურადღებისათვის!

You might also like