You are on page 1of 4

თავი IV.

ადმინისტარციული კორუფცია
ადმინიტრაციული კორუფცია, კორუფციის ერთ-ერთი სახეობაა ,რომელიც
გულისხმობს შემდეგს,რომ : კორუფციის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა
გაგებულია, როგორც ფიზიკური ან იურიდიული პირის ქმედება (უმოქმედობა),
ჩადენილი განზრახ ან გაუფრთხილებლობით, თანამდებობრივი პოზიციის გამოყენებით
ან პირდაპირი უფლებებისა და მოვალეობების გადახრით.თავად კორუფცია როგორც
მოგეხსენებათ ლათინური სიტყვისაგან „corrumpere“ მომდინარეობს რაც გაფუჭებას
ნიშნავს.

კარგად რომ გავიგოთ თუ რა არის ადმინისტრციული კორუფცია უნდა განვიხილოდ


თუ ვინ არიან ფიზიკური და იურიდიული პირები? ვინ იგულისხმება „თანამდებობის
პირებად“? და ასე შემდეგ.

ფიზიკური პირისა და იურიდიული პირის ცნება ჯერ კიდევ რომის სამართალში


გახდა აქტუალური. ეკონომიკური აქტივობების განვითარებამ იმთავითვე წარმოშვა
საჭიროება, რომ პირთა გაერთიანებები ცალკე სუბიექტებად ყოფილიყვნენ.მარტივად რომ
ვთქვათ, ფიზიკური პირი ყოველთვის არის ერთი ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი
დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და შევიდეს სამართლებრივ ურთიეთობაში
სხვა სუბიექტთან, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირთან.იურიდიული პირი კი
არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე
ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს
და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და
შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.იურიდიული პირის
არსებობისათვის ქართული კანონმდებლობის მიხედვით აუცილებელია მისი საჯარო
რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია, რის შემდეგაც მას ენიჭება შესაბამისი
საიდენტიფიკაციო კოდი და სახელი, რაც მისი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციაა.
განსხვავებით ფიზკური პირისგან, იურიდიულ პირი დამოუკიდებლად ვერ გამოდის
სამართლებრივ ურთიერთობაში, მას აუცილებლად სჭირდება წარმომადგენელი,
რომელიც მისი სახელით დადებს გარიგებას და შევა ამა თუ იმ სახის ურთიერთობაში. ამ
უკანასკნელის წარმომადგენელი ხშირ შემთხვევაში არის დირექტორი ან შესაბამისი
უფლებამოსილების მქონდე მინდობილი პირი.

რაც შეეხება ეგრე წოდებულ „თანამდებობის პირებს“ ,ის თუ ვინ იგულისხმება ასეთ
პირებში ჩამონათვალი მოცემულია საქართველოს კანონში „კორუფციის წინააღმდეგ
ბრძოლის შესახებ“ მე-2 მუხლში: ა) საქართველოს პრეზიდენტი;ბ) საქართველოს
პარლამენტის წევრი; გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები;დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეები;ე) საქართველოს მთავრობის წევრი, მისი
პირველი მოადგილე და მოადგილე;ე2) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელები
და მათი მოადგილეები;ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი
მოადგილე;ვ1) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;ზ) საქართველოს
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე; ზ3) საქართველოს
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი;თ) საქართველოს სამინისტროს პირველადი
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან
გათანაბრებული პირები, აგრეთვე მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
და მასთან გათანაბრებული პირი;თ1) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან
გათანაბრებული პირები, აგრეთვე მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
და მასთან გათანაბრებული პირი;ი) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მასთან გათანაბრებული
პირი;ი1) საქართველოს ბიზნესომბუდსმენი და მისი მოადგილე;კ) საქართველოს
პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი,
აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი;კ1) საქართველოს პარლამენტის აპარატის
უფროსი, მისი მოადგილე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და
მათთან გათანაბრებული პირები;\ლ) საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;ლ1) აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები;ლ2)
საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო,
სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო და რელიგიური საქმიანობისათვის შექმნილი საჯარო
სამართლის იურიდიული პირებისა და პოლიტიკური პარტიებისა) ხელმძღვანელი და
მისი მოადგილე;მ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების
დეპარტამენტების, ბიუროების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების
უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები;მ1)
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, მათში
შემავალი მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი
მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები;მ2) ეროვნული უსაფრთხოების
საბჭოს აპარატის უფროსი და მისი მოადგილე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს
აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;ნ) საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოს
/საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელი;ო) გენერალური აუდიტორი, მისი მოადგილე,
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრი, დეპარტამენტების,
რეგიონალური და ქალაქის ბიუროების ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიურ რესპუბლიკებში სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები;პ)
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი;ჟ) საქართველოს
პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრი;რ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს წევრი;ს) საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი;ტ)
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და
კომისიის მდივანი;უ) სახელმწიფო რწმუნებული და მისი მოადგილე;ფ)
მუნიციპალიტეტის მერი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე, პირველადი
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რაიონის გამგებელი და მისი მოადგილე,
რაიონის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი,
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე და
მოადგილე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე,
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელი და მისი მოადგილე, რაიონის
გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; ღ) მოსამართლე; ყ)
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი, 11
და 12 პუნქტებით განსაზღვრული პროკურორები (გარდა სტაჟიორ-პროკურორისა),
აგრეთვე საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტების უფროსები,
რომლებზედაც არ ვრცელდება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება; შ) საქართველოს კონსტიტუციის
პირდაპირი მითითების საფუძველზე არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული სხვა
პირი;ც) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, მისი პირველი მოადგილე და
მოადგილე; ც1) საქართველოს სახალხო დამცველი, მისი პირველი მოადგილე და
მოადგილე;ც2) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, მისი პირველი
მოადგილე და მოადგილე; წ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო
სააგენტოს დირექტორი, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, საინვესტიციო რისკების
მთავარი ოფიცერი და რისკის მთავარი ოფიცერი;ჭ) სახელმწიფო შესყიდვებთან
დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრი.

2. ამ კანონის IV თავის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ აგრეთვე


იგულისხმება:ბ) სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი;გ) იმ საწარმოს
ხელმძღვანელი, რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო ორგანო
ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს
ხელმძღვანელი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იმ


არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საწარმოების, რომელთა
(რომელთა შვილობილი საწარმოების) ხელმძღვანელებსაც ევალებათ თანამდებობის
პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება, ჩამონათვალი განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით.1

თანამდებობის ბოროტად გამოყენების შემდეგ მიზეზებს ასეხელებენ: 1) ქრთამი; 2)


თანამდებობით მინიჭებული უფლებამოსილების ზეწოლად გამოყენება სხვა
სტრუქტურებზე, სხვისი საქმიანობაში ჩარევა; 3) განმცხადებლებისათვის ან
კონკურსანტებისათვის უპირატესობის მინიჭება,რაც არ ეფუძნება ობიქტურ
გადაწყვეტილებას; 4) ოფიციალური ინფორმაციის გამოყენება;4)უარი ინფორმაციის
მიწოდებაზე; 5) გაუმართლებელი ეკონომიკური ექსპანსია-მართვის სახელწმიფო
ქონება,მათ შორის უზრუნველყოფილი ეკონომიკური მართვისა და საოპერაციო
2
უფლებები მენეჯმენტი და ასე შემდეგ.

1
„საქართველოს კანონი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 1997 წლის 17 ოქტომბერი მე-2
მუხლი https://matsne.gov.ge/ka/document/view/33550?publication=85

2
Тихомиров Ю.А Управление на основе права 2007 г-317 ст
აშკარაა,რომ ასეთი უარყოფითი გადახრები ნორმალურ დონეზე საჯარო ძალაუფლების
სისტემის ფუნქციონირება აქვს დესტრუქციული ეფექტი ტემპებზე და
მიმართულებებზე,სახელწმიფოს განვითარების,წინაპირობების შექმნის ფართო ფენის
მიერ ძალაუფლების უარყოფისათვის.

You might also like