You are on page 1of 110

დამტკიცებულია სს ზირაათ ბანკის საქართველოს

დირექტორატის ---წლის N:----------- სხდომაზე

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“

მეთოდური სახელმძღვანელო

(პროექტი)
სარჩევი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები............................................................................................................2


თავი 2. ძირითადი ცნებები.....................................................................................................................4
თავი 3. ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტი.......................10
თავი 4. მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციები (გარიგებები).....................................16
თავი 5. საეჭვო გარიგებები....................................................................................................................19
თავი 6. დანაწევრებული გარიგებები..................................................................................................25
თავი 7. უჩვეულო გარიგებები..............................................................................................................27
თავი 8. „იცნობდე შენს კლიენტს“ („KNOW YOUR CUSTOMER“) სტანდარტი..........................29
თავი.9 იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის პროცედურები....49
ბენეფიციარი მესაკუთრე საკუთრების უფლების გამოყენებით....................................................55
კონტროლი საკუთრების უფლებისგან განსხვავებული გზით......................................................56
უმაღლეს მმართველობით და აღმასრულებელ პოზიციაზე მყოფი პირი...................................57
კლიენტის მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) სტრუქტურის დადგენა..........58
თავი. 10 ფიზიკური პირის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის პროცედურები......68
თავი. 11 ფიზიკური და იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრის გადამოწმების
პროცედურები.........................................................................................................................................69
თავი 12. ინფორმაციის წყაროები არაკოოპერირებადი ქვეყნების, საეჭვო ფინანსური
ინსტიტუტების, საყურადღებო და საეჭვო ზონებისა და ტერორიზმის ხელშემწყობი
პირების შესახებ.......................................................................................................................................70
თავი 13. ბანკის ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით............71
თავი 14. რისკი, ასოცირებული პოლიტიკურად აქტიურ პირებთან და პირებთან, რომელთა
ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, და ასეთ პირებთან
საქმიანი ურთიერთობების მონიტორინგი........................................................................................73
თავი 15. რისკზე დამყარებული მიდგომა..........................................................................................75
თავი 16. კლიენტებისათვის რისკის დონის მინიჭების პროცედურა............................................82
თავი 17. კლიენტის რისკის დონის პირველადი შეფასების პროცედურა...................................84
თავი 18. იურიდიული პირების პირველადი რისკის შეფასება.....................................................86
თავი 19. არსებული კლიენტებისათვის რისკის დონის მინიჭება.................................................89
თავი 20. რისკის შემცირების ღონისძიებები......................................................................................91
თავი 21. ინფორმაციის აღრიცხვა და შენახვა....................................................................................92
თავი 22. თანამშრომელთა შერჩევის პოლიტიკა...............................................................................97
თავი 23. მონიტორინგის განხორციელებაში მონაწილე ბანკის სტრუქტურული
ერთეულების უფლება–მოვალეობები................................................................................................97
თავი 24. ოპერაციის ჩატარებაზე უარის თქმის წესი......................................................................100
თავი 25. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან ანგარიშგების წესები......101
თავი 26. კონფიდენციალურობა და პასუხისმგებლობა.................................................................103
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია “ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის


დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” 2019 წლის 30 ოქტომბრის N5226-Iს
საქართველოს კანონის (შემდგომში „კანონი“), საქართველოს ფინანსური მონიტორინგის
სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული დებულების
,,კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა
და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის’’
(შემდგომში „დებულება“) და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის
მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში - „სებ“) მიერ დაწესებულ
მოთხოვნების შესაბამისად.

2. წინამდებარე ინსტრუქციას ამტკიცებს სს „ზირაათ ბანკი საქართველოს“ (შემდგომში -


„ბანკი“) დირექტორატი. წინამდებარე ინსტრუქციაში ცვლილებები და დამატებები
შეიტანება ბანკის დირექტორატის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.

3. ინსტრუქცია არეგულირებს მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ


ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს
ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესებს კანონის მოთხოვნებისა
და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტებისა და
მითითებების შესაბამისად.

4. წინამდებარე ინსტრუქციის მიზანია იმ პროცედურების განსაზღვრა, რომელთა


საფუძველზეც უნდა განხორციელდეს სს „ზირაათ ბანკი საქართველოს“ მიერ
მონიტორინგის პროცესის წარმართვა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის და
ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ (შემდგომში: „AML/CFT”) ბრძოლის საკითხებში

5. ინსტრუქცია ასევე მოიცავს კლიენტებისათვის რისკის მინიჭების, თანამშრომელთა


შერჩევის, უჩევეულო, საეჭვო, დანაწევრებული გარიგებების გამოვლენის,
იდენტიფიკაციის, ინფორმაცია/დოკუმენტების ნამდვილობის გადმოწმების,
გამოკითხვის, კლიენტების შესახებ ინფორმაციის განახლების და ML/TF რისკების
მართვასთან დაკავშირებულ სხვა დეტალიზებულ პროცედურებს, ასევე შესაბამისი
თანამშრომლებისა და ქვედანაყოფების ფუნქციებს.
6. იმ შემთხვევაში თუ ბანკში მოქმედი შიდა დოკუმენტი ან პროცედურა ეწინააღმდეგება ამ
ინსტრუქციის მოთხოვნებსა და დებულებებს, უპირატესობა ენიჭება წინამდებარე
დოკუმენტს.

7. ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები ვალდებულნი არიან წინამდებარე


ინსტრუქციასის დამტკიცებიდან 15 სამუშაო დღეში, ინსტრუქციასთან შესაბამისობაში
მოიყვანონ ყველა შიდა ნორმატიული დოკუმენტი, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად
დაკავშირებულნი არიან წინამდებარე ინსტრუქციასთან.

8. წინამდებარე ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია


კანონმდებლობასა და ნორმატიულ აქტებში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების
შეტანის შემთხვევაში, რომლებიც მითითებულია წინამდებარე ინსტრუქციის 1 პუნქტში
და ასევე ახალი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მიღების შემთხვევაში.

9. წინამდებარე ინსტრუქციას უნდა სავალდებულო წესით უნდა გაეცნოს ბანკის ყველა


თანამშრომელი

თავი 2. ძირითადი ცნებები

1. წინამდებარე ინსტრუქციაში გამოყენებული ძირითადი ცნებები:


ა. კომერციული ბანკი - სს „ზირაათ ბანკი საქართველო“;
ბ. კანონი - „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის
ხელშეწყობის შესახებ “2019 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს კანონი;
გ. დებულება-,,კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების,
სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური
მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულება
დ. პოლიტიკურად აქტიური პირი - მნიშვნელოვანი საჯარო ან პოლიტიკური
ფუნქციების შემსრულებელი ფიზიკური პირი მათ შორის: სახელმწიფოს
მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი, მთავრობის წევრი (მინისტრი), მისი
მოადგილე, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი; საკანონმდებლო
ორგანოს (პარლამენტის) წევრი; პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელი,
მმართველობის ორგანოს წევრი; უზენაესი სასამართლოს, საკონსტიტუციო
სასამართლოს, უმაღლესი ინსტანციის სხვა სასამართლოორგანოს წევრი,
რომლის გადაწყვეტილებები გამონაკლის შემთხვევაში საჩივრდება;
გენერალური აუდიტორი, მისი მოადგილე, აუდიტორთა სასამართლოს წევრი;
ეროვნული (ცენტრალური) მიკროსაფინასო ორგანიზაციის საბჭოს წევრი;
ელჩი, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი; თავდაცვის
(სამხედრო) ძალების ხელმძღვანელი თანამდებობის პირი; სახელმწიფოს
წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი,
მმართველობის ორგანოს წევრი; საერთაშორისო ორგანიზაციის
ხელმძღვანელი, მისი მოადგილე, მმართველობის ორგანოს წევრი;
ე. კლიენტი - ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს მიკროსაფინანსო
ორგანიზაციას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
მომსახურების მისაღებად, უკანასკნელის საქმიანობის ძირითადი
მიმართულებებიდან გამომდინარე ან/და რომელიც სარგებლობს აღნიშნული
მომსახურებით;
ვ. ფმს - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური - საჯარო
სამართლის ხელშეწყობის შესახებ; საქართველოს კანონის შესაბამისად,
რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით
მინიჭებულ უფლებამოსილებას;
ზ. საეჭვო გარიგება - გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და
ოპერაციისსახეობისა), რომელთან დაკავშირებით არსებობს საფუძვლიანი
ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის
მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის
საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან
წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან; გარიგება დაიდო ან
შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების
მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა
საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ); ან
მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის
ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან,
ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია
დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის,
ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული
ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ; ან მისი მონაწილე
რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი
ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი
თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან.
თ. OFAC Comprehensive sanctions programs – OFAC სანქციები, შემოღებული
გარკვეულ ქვეყნებთან მიმართებაში და მიმართული ამ ქვეყნების
მთავრობის/მთავრობის ცალკეული პირების მიმართ ან იმ ქვეყნის ყველა
ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ, რომლის წინააღმდეგ იყო
მიმართული სანქციები. ეს სანქციები ზოგადად კრძალავს ნებისმიერ
პირდაპირ ან არაპირდაპირ იმპორტ/ექსპორტს, სავაჭრო შუამავლობას,
დაფინანსებას და დახმარებას პროდუქტების უმეტესობასთან,
ტექნოლოგიებთან და მომსახურებასთან მიმართებაში. გარიგების
შესრულებამდე არის საჭირო OFAC-ის სპეციალური ლიცენზიის
(ოფიციალური ნებართვის) მიღება;
ი. OFAC (Office of Foreign Assets Control) – აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის
უცხოური აქტივების კონტროლის დეპარტამენტი;
კ. SDN (Specially Designated Nationals Listand Blocked Persons) – OFAC-ის მიერ
შედგენილი სია, რომელიც შეიცავს OFAC -ს სანქციების ქვეშ მოყოლილი
ქვეყნების მიერ კონტროლირებად ან მათი სახელით მოქმედ ფიზიკურ და
აგრეთვე იურიდიულ პირებს. ეს სია აგრეთვე მოიცავს ტერორიზმთან,
ნარკოტიკების გავრცელებასთან დაკავშირებულ და სანქციების ქვეშ
მოხვედრილ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც არ იყო
მიმართული კონკრეტული ქვეყნის წინააღმდეგ.
ლ. FATF (Financial Action Task Force ) – ფულის გათეთრების წინააღმდეგ
ბრძოლის, ფინანსური ზომების შემუშავების მიზნობრივი ჯგუფი,
მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ადგენს სტანდარტებს
შეიმუშავებს და ხელს უწყობს ფულის გათეთრების წინააღმდეგ და
ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის პოლიტიკას;
მ. არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა - ქვეყანა ან
ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს
ეროვნული მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მიერ საქართველოს ფინანსური
მონიტორინგის სამსახურის.წარდგენით. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის
ტერიტორიის ნაწილი აღიარებულია როგორც არაკოოპერირებადი
(არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა კომპეტენტური საერთაშორისო
ორგანიზაციებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ან თუ არსებობს
დასაბუთებული ვარაუდი, რომ აღნიშნულ ზონაში მოქმედებს უკანონო
შემოსავლის ლეგალიზაციის კონტროლის სუსტი მექანიზმი.
ნ. უჩვეულო გარიგება - რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება (ოპერაცია)
ან/დაგარიგების (ოპერაციის) შემადგენელი ცალკეული უჩვეულო ნაწილები,
რომელსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა
კანონიერი მიზანი ან/და არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის
ჩვეულებრივ საქმიანობას;
ო. ანონიმური პირები - პირები, რომლებმაც არ წარმოადგინეს კლიენტის
იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი დოკუმენტები, ან წარმოადგინეს
დოკუმენტები, რომლებიც არ იძლევა სათანადო იდენტიფიკაციის ჩატარების
საშუალებას.
პ. პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება,
რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა
პირებისგან გამორჩევის საშუალებას;
ჟ. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება:
ყველა ნივთი (როგორც მოძრავი, ისე უძრავი) და არამატერიალური ქონებრივი
ფასეულობები, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ
ფიზიკურ და იურიდიულ პირებს;
რ. მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;
ს. კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად,
ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით
ძლიერი ზეგავლენის მოხდენა;
ტ. კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები - ამსახური, საზედამხედველო
ორგანო ან ფულის გათეთრების ან/და ტერორიზმის დაფინანსების
პრევენციისთვის, გამოვლენისთვის, აღკვეთისთვის, გამოძიებისთვის ან/ და
სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისთვის პასუხისმგებელი
სხვა სახელმწიფო სტრუქტურა, ხოლო ამ კანონის X თავით განსაზღვრული
ღონისძიებების განხორციელებისას − აგრეთვე სხვა იურისდიქციაში
ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისთვის, გამოვლენისთვის,
აღკვეთისთვის, გამოძიებისთვის ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის
განხორციელებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურა ან სხვა
უფლებამოსილი სახელმწიფო სტრუქტურა;
უ. საკორესპონდენტო ურთიერთობები - სახელშეკრულებო ურთიერთობები,
რომლებიც წარმოიქმნება ცალკეული სახეობის საბანკო ოპერაციების
განმახორციელებელი ბანკების, ორგანიზაციების მიერ სხვა ბანკებისათვის
(ლორო ბანკებისათვის) საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნისას, საბანკო
მომსახურებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელების მიზნით.
ფ. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი
სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი
ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი
უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა;
ქ. პირი – ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, როგორც რეზიდენტი,
ისე არარეზიდენტი აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული
ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს
(არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა
და სხვა);
ღ. საბანკო ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირი – საბანკო ოპერაციაში
(გარიგებაში) მონაწილე ყველა პირი, მათ შორის საბანკო ოპერაციის
(გარიგების) მხარეები, წარმომადგენლები, მარწმუნებლები, მესამე პირები,
რომელთა სასარგებლოდაც სრულდება ოპერაცია (გარიგება);
ყ. მონიტორინგი – ბანკის მიერ კანონით განსაზღვრული პირების
იდენტიფიკაცია, საბანკო ოპერაციების და გარიგებების, აგრეთვე ამ
ოპერაციებისა და გარიგებების მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციის
აღრიცხვა, სისტემატიზაცია, დამუშავება და საქართველოს ფინანსური
მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა, საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის
ხელშეწყობის შესახებ“ წესის, ,,კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის
მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური
მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ’’ დებულების და
ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებული სხვა ნორმატიული აქტების
შესაბამისად.
შ. უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული
უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება;
ც. უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება (ოპერაცია) ან/და
გარიგების (ოპერაციის) შემადგენელი ცალკეული უჩვეულო ნაწილები,
რომელსაც/რომლებსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი
ან აშკარა კანონიერი მიზანი ან/და რომელიც/რომლებიც არ შეესაბამება
გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას;
ძ. საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ბანკის ხელთ
არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის
ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ;
წ. მომხმარებლის სახელმძღვანელო - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის
სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული
ვებპორტალით სარგებლობის ინსტრუქცია;
ჭ. საეჭვო ფინანსური ინსტიტუტი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ვერ პასუხობს უკანონო
შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის სტანდარტებს;
ჯ. საქმიანი ურთიერთობა − ანგარიშვალდებულ პირსა და კლიენტს შორის
განგრძობითი კომერციული ან პროფესიული ურთიერთობა, რომელიც
ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტისთვის საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევას გულისხმობს;
ჰ. მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოება
(SWIFT) – საერთაშორისო ბანკთაშორისი ქსელი (სისტემა), რომელიც
ბანკთაშორისი ანგარიშსწორების განხორციელებისა და ინფორმაციის გაცვლის
ერთ-ერთი საშუალებაა;
ა.ა. ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტი - ბანკის
სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც პასუხისმგებელია უკანონო
შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის პოლიტიკის განხორციელებაზე
ბანკის მასშტაბით, ახორციელებს მონიტორინგის პროცესის კოორდინაციას,
ვადების დაცვის ჩათვლით ბანკის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან
ინფორმაციის მოთხოვნასა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურში
კანონმდებლობით დადგენილი ფორმით შესაბამისი ინფორმაციის
მიწოდებაზე.
ბ.ბ. ფიქტიური ბანკი („შელ ბანკი“) – ბანკი, რომელიც არ არის ფიზიკურად
წარმოდგენილი იმ ქვეყანაში, სადაც რეგისტრირებულია/ლიცენზირებულია,
და რომელზედაც კონტროლი და ზედამხედველობა არ ხორციელდება.
გ.გ. ფინანსური ინსტიტუტები – ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის" შესახებ
საქართველოს კანონის (24.12.1998წ. კანონი №1745) შესაბამისად -
იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობას წარმოადგენს ფინანსური
მომსახურების განხორციელება და რომლებიც მოქმედებენ კომერციული
ბანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადაზღვევის ორგანიზაციის,
საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის,
საბროკერო კომპანიის, საინვესტიციო ფონდის, არასაბანკო სადეპოზიტო
ორგანიზაციების, მიკრო-საფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადაცვლის
პუნქტების, ფულადი გადარიცხვების განმახორციელებელი ორგანიზაციები
ან/და ფინანსური მომსახურების განმახორციელებელი სხვა ორგანიზაციის
სახით.
დ.დ. პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი
(მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა;
ე.ე. ჯგუფი − სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია), მისი შვილობილი საწარმო
(შვილობილი ორგანიზაცია) ან/და ფილიალი, რომელზედაც ვრცელდება
ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციები
პრევენციული ღონისძიებებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელების
თაობაზე.
ვ.ვ FATCA - ამერიკის შეერთებული შტატების (შემდეგში აშშ) კანონი "უცხოური
ანგარიშების დაბეგვრის შესახებ" Foreign Account Tax Compliance Act, რომელიც
მიმართულია აშშ-ში ამერიკელი გადასახადის გადამხდელების (იურიდიული
და ფიზიკური პირების) მხრიდან დაბეგვრის თავის არიდების მცდელობის
აღსაკვეთად, იმ შემოსავლებიდან, რომელიც მიღებულია აშშ-ს გარეთ
ფინანსური ინსტიტუტებიდან და ოფშორული სტრუქტურებიდან
ინვესტირების გზით.
ზ.ზ. გარიგება − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით
განსაზღვრული გარიგება;
თ.თ.დაკავშირებული გარიგებები − დროის გონივრულ პერიოდში დადებული
გარიგებები ან/და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრული
ერთჯერადი გარიგებები, რომლებიც ერთსა და იმავე კლიენტს უკავშირდება.
ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში დაკავშირებული გარიგებების
გამოვლენის მიზანია კლიენტის მიერ გარიგების თანხის დანაწევრებით ამავე
კანონით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის თავის არიდების აღკვეთა;
ი.ი. დასაბუთებული ვარაუდი − ინფორმაციების ან გარემოებების ერთობლიობა,
რომლის საფუძველზედაც ობიექტური დამკვირვებელი პირის მიერ
დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ დასკვნას გააკეთებდა;
კ.კ ერთჯერადი გარიგება − გარიგება (გარდა საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში
მომზადებული, დადებული ან შესრულებული გარიგებისა), რომელიც
ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტისთვის საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევას ითვალისწინებს;
ლ.ლ. ვერიფიკაცია − ისეთი ინფორმაციის (დოკუმენტის) მოპოვება, რომელიც
ანგარიშვალდებულ პირს საშუალებას აძლევს, გადაამოწმოს პირის შესახებ
მოპოვებული, მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტე, ხოლო
ბენეფიციარი მესაკუთრის შემთხვევაში − აგრეთვე დარწმუნდეს, რომ მისთვის
ცნობილია ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობა;
მ.მ. კონფიდენციალური ინფორმაცია − ინფორმაცია (დოკუმენტი), რომელიც
შეიცავს პროფესიულ საიდუმლოს, კომერციულ საიდუმლოს ან/და
პერსონალურ მონაცემებს;
ნ.ნ. ML – ფულის გათეთრება;
ო.ო. TF - ტერორიზმის დაფინანსება;

თავი 3. ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტი

1. სს „ზირაათ ბანკი საქართველოს“ მიერ AML/CFT მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების


გატარებას და გატარებული ღონისძიებების ადეკვატურობის შემოწმებას უზრუნველყოფს,
ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტი.

2. ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს


წინამდებარე ინსტრუქციის მოთხოვნების შესრულებას.
3. ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტის უფროსი ინიშნება
გენერალური დირექტორის ბრძანებით და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე
დაკისრებული უფლება–მოვალეობებისა და წინამდებარე ინსტრუქციის შესრულებაზე.

4. ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტი. ანგარიშვალდებულია


ბანკის გენერალური დირექტორის წინაშე.

5. ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტი ბანკის მასშტაბით


კოორდინაციას უწევს მონიტორინგის პროცესს ბანკის სტრუქტურული ერთეულებიდან
ინფორმაციის გამოთხოვის ვადების ჩათვლით.

6. დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით დეპარტამენტმა უნდა განახორციელოს


შემდეგი:

ა) უზრუნველყოს ბანკის საქმიანობის შესაბამისობა კანონთან, დებულებასთან, უკანონო


შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის კუთხით სებ-ის და ფმს-ის მიერ კომერციული
ბანკებისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან;

ბ) შესთავაზოს რეკომენდაციები ხელმძღვანელობას ინსტრუქციაში ცვლილებების


შეტანის თაობაზე,

გ) თვალყური ადევნოს ბანკის თანმშრომლების მიერ მათზე დაკისრებული AML/CFT


მოვალეობებისშესრულებას და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში
ხელმძღვანელობასთან დააყენოს წინადადება მათ მიმართ შესაბამისი
ღონისძიებების/სანქციების გამოყენების თაობაზე ;

დ) უზრუნველყოს, რომ ბანკის ყველა შესაბამისი თანამშრომელი იცნობდეს


წინამდებარე ინსტრუქციასა და მოქმედ კანონმდებლობას; ასევე თავისი კომპეტენციის
ფარგლებსი შეეძლოს ML/FT სავარაუდო შემთხვევების გამოვლენა და გაანალიზება;

ე) საჭიროების შემთხვევაში, კომერციული ბანკის მენეჯმენტს, კონტროლის სისტემის


სრულყოფის მიზნით, მიაწოდოს ინსტრუქციები და მითითებები;

ი) შეისწავლოს და დანერგოს AML/CFT საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული


ნორმები და მეთოდები;

ლ) უზრუნველყოს ბანკის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის ურთიერთქმედების


დამყარება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების
წინააღმდეგ მიმართული შიდა კონტროლის განხორციელების მიზნით;

მ) განახორციელოს ბანკის ფილიალების მიერ წინამდებარე ინსტრუქციის დაცვაზე


კონტროლი;
ნ) უზრუნველყოს წინამდებარე ინსტრუქციით გათვალისწინებული შიდა კონტროლის
პროცედურების დაცვასთან დაკავშირებით ბანკის თანამდებობის პირებისა და შესაბამისი
ქვედანაყოფების თანამშრომლების პასუხისმგებლობების დადგენა;

7. მათზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელების მიზნით სს „ზირაათ ბანკი


საქართველოს“ ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტის
თანამშრომლები უფლებამოსილნი არიან:

ა) უზრუნველყონ ბანკის თანამშრომლების მიერ AML/CFT სფეროში არსებული


საკანონმდებლო მოთხოვნების და ბანკის შიდა ნორმატიული დოკუმენტების
(პოლიტიკა და პროცედურების) შესრულება;

ბ) უზრუნველყონ დისტანციური ზედამხედველობის მიზნით ბანკის მიერ წარდგენილი


ანგარიშგების სიზუსტე;

გ) უზრუნველყონ საკუთარი კლიენტებისათვის რისკის მინიჭების პროცესისა და რისკის


შესაბამისი ღონისძიებების ადეკვატურობა;

გ) მოახდინონ საკუთარი (ორგანიზაციული) რისკის შეფასება და იდენტიფიცირებული


რისკების შემცირების მიზნით განსაზღვრული ზომების გატარება

დ) უზრუნველყონ კომერციული ბანკის მიერ ახალი საბანკო პროდუქტების და


მომსახურების დანერგვის პროცესის, საკანონმდებლო და ბანკში მოქმედ შიდა
ნორმატიულ მოთხოვნებთან შესაბამისობა;

ე) უზრუნველყონ კლიენტისათვის ანგარიშის გახსნის, კლიენტის იდენტიფიკაციის და


ვერიფიკაციის პროცესის შესაბამისობა, ბანკის შიდა ნორმატიულ დოკუმენტაციასთან,
საქართველოს კანონმდებლობას, ეროვნული ბანკის მიერ AML/CFT მიზნით
შემუშავებულ სახელმძღვანელოებსა და შიდა ნორმატიულ დოკუმენტებთან;

ვ) უზრუნველყონ ბანკის მიერ ბენეფიციარი მესაკუთრე პირების დადგენის პროცესის


შესაბამისობა ბანკის შიდა ნორმატიულ დოკუმენტაციასთან, საქართველოს
კანონმდებლობას, ეროვნული ბანკის მიერ AML/CFT მიზნით შემუშავებულ
სახელმძღვანელოებსა და შიდა ნორმატიული დოკუმენტებთან;

ზ) შეისწავლონ კლიენტების, დადებული გარიგების, გარიგებებში მონაწილე მხარეების


(მათ შორის, მესამე მხარის შესახებ, თუ გარიგება იდება მის სასარგებლოდ) და ფულადი
სახსრების წარმომავლობა.

თ) უზრუნველყონ საბანკო მომსახურების/ოპერაციების განხორციელების პროცესის


შესაბამისობა ბანკის შიდა ნორმატიულ დოკუმენტაციასთან, საქართველოს
კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებით დაწესებულ მოთხოვნებთან;
ი) მოახდინონ მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის
სისტემატიზაციის, შენახვის და ანალიზის პროცესის უზრუნველყოფა;

კ) დროულად და მომხმარებლის სახელმძღვანელოს წესის შესაბამისად მოახდინონ


ანგარიშგებების შევსება და ფმს-სთვის გადაცემა;

ლ) უზრუნველყონ საეჭვო ოპერაციების გამოსავლენად გატარებული ღონისძიებების


შესაბამისობა ბანკის შიდა ნორმატიულ დოკუმენტაციასთან, საქართველოს
კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებით დაწესებულ მოთხოვნებთან; ასევე
მოახდინონ საეჭვო ოპერაციების შესახებ ანგარიშგებების დროულად და მომხმარებლის
სახელმძღვანელოს წესის შესაბამისად შევსება და ფმს-სთვის გადაცემა;

მ) უზრუნველყონ უჩვეულო გარიგებებების გამოვლენა და უჩევეულო გარიგებების


შესახებ შესაბამისი ანალიზისა და წერილობითი ჩანაწერების მომზადება და
დადგენილი ვადით შენახვა;

ნ) უზრუნველყონ ფმს-ის მიერ დამატებით მოთხოვნილ ინფორმაციაზე, გაცემული


პასუხების დროულად და ზუსტად გაცემა;

ო) მონიტორინგს დაქვემდებარებული (მათ შორის, დანაწევრებული, საეჭვო) და


უჩვეულო გარიგებების გამოვლენის მიზნით, მოახდინონ განხორციელებული
ოპერაციების (ნაღდი/უნაღდო ფორმით განხორცილებული ანგარიშსწორება, ფულადი
გზავნილები, კრედიტები, დეპოზიტები და სხვა) ყოველდღიური ანალიზი;

პ) უზრუნველყონ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების და განვითარებული


ქვეყნების მიერ სანქცირებულ ან/და ფიქტიურ პირებთან (მათ შორის, ფინანსურ
ინსტიტუტებთან), საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების შესახებ
ხელმძღვანელი პირების შესაბამისი თანხმობის არსებობა ;

ჟ) კვარტალში ერთხელ უზრუნველყონ თანამშრომელთა სწავლება და თანამშრომელთა


ცოდნის შეფასება.

რ) უზრუნველყონ ბანკის ფილიალებისა და სხვა სტრუქტურულ/ორგანიზაციული


ერთეულების წვდომის ხარისხი კლიენტების რისკის პროფილზე, ასევე პოლიტიკურად
აქტიურ პირებსა და სანქცირებულ პირთა სიებზე;

ს) უზრუნველყონ მესამე პირების მეშვეობით იდენტიფიკაციის პროცესის საქართველოს


კანონმდებლობასა და ბანკის შიდა ნორმატიული დოკუმენტებთან შესაბამისობა.

ტ) უზრუნველყონ პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენის პროცესის, ასევე მათ


მიმართ გატარებული ღონისძიებების ადეკვატურობა და შესაბამისობა ბანკის შიდა
ნორმატიულ დოკუმენტაციასთან, საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო
სტანდარტებით დაწესებულ მოთხოვნებთან;

უ) უზრუნველყონ ინფორმაციის დოკუმენტური და ელექტრონული ფორმით


დაფიქსირება, შენახვა და სისტემატიზაცია.

ფ) პერსონალის დეპარტამენტისთან ერთად უზრუნველყონ ბანკის ახალ


თანამშრომლებისათვის ბანკის იმ შიდა დოკუმენტების გაცნობა, რომლებიც
არეგულირებენ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის
დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ საკითხებს.

ქ) მონაწილეობა მიიღონ შიდა აუდიტის სისტემის სრულყოფაში, რომელიც შეეხება


წინამდებარე ინსტრუქციისა და რისკების მართვის სისტემების რეალიზაციასთან
დაკავშირებულ საკითხებს;

ღ) უზრუნველყონ თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა, რომლებიც


იძლევა წინამდებარე ინსტრუქციის სათანადო დონეზე შესრულების საშუალებას;

8. ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტი პასუხისმგებელია:

ა) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული,


წინამდებარე ინსტრუქციითა და ბანკის შიდა დოკუმენტებით განსაზღვრული
მოთხოვნების შესრულებაზე;

ბ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ საქმიანობასთან


დაკავშირებული სიახლეების მოძიებაზე, შესაბამისი პრეზენტაციების ორგანიზებაზე,
სტრუქტურული ერთეულებისთვის საინფორმაციო–სასწავლო მასალების მიწოდებასა
და ბანკის სტრუქტურული ერთეულებისთვის ტრეინინგების ჩატარებაზე;

გ) მონიტორინგს დაქვემდებარებული საბანკო ოპერაციების გამოვლენასა და ბანკის


სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზზე;

დ) ანგარიშგების სპეციალური ფორმების შევსებაზე, დამოწმებასა და საქართველოს


ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენაზე დადგენილი წესითა და
დადგენილ ვადებში.
ე) მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების,
ანგარიშგებების ელექტრონული ფორმების), საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით
დადგენილი წესით შენახვაზე.

ვ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, FATF-ისა და სხვა შესაბამისი


ორგანიზაციების რეკომენდაციების, ინსტრუქციებისა და სხვა მასალების მიღებასა და
მათი დანერგვის ღონისძიებათა კოორდინაციაზე;

ზ) ბანკის შიდა დოკუმენტების სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადებასა და


წარდგენაზე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინაღმდეგ ბრძოლის
კუთხით;

თ) ბანკის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ წინამდებარე ინსტრუქციითა და


საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში
გენერალური დირექტორის ინფორმირებაზე;

ი) ორმაგი კონტროლის შესრულების მიზნით, ბანკის სხვადასხვა სტრუქტურული


ერეთეულების ხელმძღვანელებისგან მიღებული ინფორმაციის ურთიერთშედარების
განხორციელებაზე;

კ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოთხოვილი


დამატებითი ინფორმაციის მოძიებასა და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში
მიწოდებაზე;

9. ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტის თანამშრომლებს


უფლება აქვთ ბანკის სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან გამოითხოვონ ინფორმაცია
ნებისმიერი ტრანზაქციის შესახებ წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილ თავისი
კომპეტენციის ფარგლებში. შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფები ვალდებულნი არიან
დაუყოვნებლივ გადასცენ მოთხოვნილი ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში კი –
შესაბამისი დოკუმენტური მასალები.

10. ბანკის პერსონალის დეპარტამენტი ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და


შესაბამისობის დეპარტამენტთან ერთად ახორციელებს ახალი თანამშრომლებისთვის
კანონის, წინამდებარე ინსტურქიციისა და აგრეთვე ბანკის სხვა შიდა ინსტრუქციებისა ან/და
სხვა შესაბამისი მასალების გაცნობას.
11. ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტი ადგენს საეჭვო
გარიგებების გამოვლენის მეთოდებს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის
სამსახურის მითითების საფუძველზე ასევე საერთაშორისო პრაქტიკის
გათვალისწინებით.

12. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმებზე


ხელმოწერის და ანგარიშგების ფორმების შედგენის უფლება გენერალური დირექტორის
შესაბამისი ბრძანების საფუძველზე ენიჭება ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და
შესაბამისობის დეპარტამენტის ერთ ან რამდენიმე თანამშრომელს ან ბანკის სხვა
თანამშრომელს. აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი წარდგენილ უნდა იქნას
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. კომერციული ბანკებისათვის
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისანგარიშგების ფორმაში
დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში (მათ შორის,
მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ან/და ხელმოწერის უფლების მქონე
თანამშრომლის შეცვლის შემთხვევაში) ბანკი ვალდებულია, შესაბამისი ცვლილების
განხორციელებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წარუდგინოს საქართველოს
ფინანსური მონიტორინგის სამსახურს განახლებული ინფორმაციით შევსებული ფორმა.

13. ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტი ბანკის დირექტორატზე


წარსადგენად არანაკლებ წელიწადში ორჯერ ახდენს ბანკში მიმდინარე ფინანსური
მონიტორინგის პროცესების შესახებ წერილობითი ანგარიშგების მომზადებას
(საჭიროების შემთხვევაში არსებული პროცესების მარეგულირებელი ბანკის შიდა
დოკუმენტების შეცვლის შესახებ წინადადების წარდგენა. ბანკის ფინანსური
მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტის ანგარიშის შედგენაზე
პასუხისმგებლობა ეკისრება დეპარტამენტის უფროსს.

14. მხოლოსდ ბანკის გენერალურ დირექტორსა და ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და


შესაბამისობის დეპარტამენტის თანამშრომლებს აქვთ უფლება ფლობდნენ
მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას

თავი 4. მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციები (გარიგებები)

1. მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ შესრულებული საბანკო ოპერაცია ან


დადებული გარიგება, ან/და საბანკო ოპერაციის (გარიგების) დანაწევრების მიზნით
შესრულებული საბანკო ოპერაციების (დადებული გარიგებების) ერთობლიობა, თუ
არსებობს ერთ-ერთი ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი პირობა:
ა. გარიგება, რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან
შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ
შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა
გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან;

ბ. გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს


იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს
სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ);

გ. მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის


ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან,
ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული
იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან
ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის
დამფინანსებლის მიერ;

დ. მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან


საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში,
ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან.

2. მონიტორინგს აგრეთვე ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული


გარიგება ან/და მისი დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა
ერთობლიობა, თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000
ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) და ამავე დროს იგი თავისი შინაარსით არის
შემდეგი გარიგება (ოპერაცია):

ა) თანხის მიღება წარმომდგენზე საბანკო ჩეკით;

ბ) უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ბანკნოტების საშუალებით;

გ) საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მოქმედი ან რეგისტრირებული ბანკის საბანკო


ანგარიშიდან მფლობელის მიერ თანხის გადმორიცხვა საქართველოში არსებულ
საბანკო ანგარიშზე ან თანხის გადარიცხვა საქართველოდან ასეთ ზონაში მოქმედ
ან რეგისტრირებულ ბანკში არსებულ საბანკო ანგარიშზე;

დ) საყურადღებო ან საეჭვო ზონაში რეგისტრირებული პირის (მათ შორის, ასეთი


იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალის) მიერ სესხის
გაცემა ან მიღება, ან/და ასეთი პირის მიერ საქართველოში არსებული საბანკო
დაწესებულების მეშვეობით განხორციელებული ნებისმიერი სხვა გარიგება
(ოპერაცია);

ე) სხვა სახელმწიფოში ანონიმური პირის საბანკო ანგარიშზე თანხის


საქართველოდან გადარიცხვა ან ანონიმური პირის სხვა სახელმწიფოში
არსებული საბანკო ანგარიშიდან თანხის საქართველოში გადმორიცხვა;

ვ) იურიდიული პირის და უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის (გარდა


კომერციული ბანკისა და სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის ან
ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის
იურიდიული პირისა) რეგისტრაციიდან (გარდა პირის ორგანიზაციულ-
სამართლებრივი ფორმის ცვლილების რეგისტრაციისა) 90 კალენდარულ დღეში
თანხის მის საბანკო ანგარიშზე განთავსება (როგორც ნაღდი, ისე უნაღდო
ფორმით) ან ამ ანგარიშიდან გადარიცხვა (გარდა ერთ საბანკო დაწესებულებაში
საკუთარ საბანკო ანგარიშებზე შესრულებული ოპერაციებისა);

ზ) საწარმოს (საზოგადოების) კაპიტალში ფულადი სახსრების შეტანა (როგორც


ნაღდი, ასევე უნაღდო ფორმით), გარდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ანგარიშვალდებულ საწარმოთა
აქციების შეძენისა;

თ) ფიზიკური პირის (არამეწარმე სუბიექტის) მიერ ნაღდი ფულადი ფორმით


შეტანილი თანხის გადარიცხვა (გარდა ბიუჯეტში თანხების ჩარიცხვისა და
საქართველოს ფარგლებში მის საკუთარ ანგარიშებს შორის თანხის
გადარიცხვისა); აღნიშნული გარიგების ქვეშ იგულისხმება როგორც ანგარიშიდან,
ასევე ანგარიშის გაუხსნელად შესრულებული ოპერაცია;

ი) სესხის გაცემა წარმომდგენზე ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფით;

კ) იურიდიული პირის რეგისტრაციიდან 90 კალენდარულ დღეში თანხის მის


საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა ან ამ ანგარიშიდან გადარიცხვა;

ლ) გრანტის (გარდა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის


ბიუჯეტიდან გაცემული გრანტისა) ან საქველმოქმედო დახმარების თანხის
ანგარიშზე განთავსება (როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფორმით) ან ანგარიშიდან
გადარიცხვა.

3. მონიტორინგს აგრეთვე ექვემდებარება საეჭვო გარიგება (ოპერაცია), მიუხედავად მისი


თანხის ოდენობისა, ასევე მსგავსი გარიგების დადების ან საბანკო ოპერაციის
შესრულების მცდელობა ან/და სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც, ფმს-ის წერილობითი
მითითებების შესაბამისად შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის
ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას.

4. მონიტორინგს ექვემდებარება ფინანსური საშუალებები, მიუხედავად იმისა კანონიერი


თუ უკანონო გზით არიან მოპოვებული, და რომლებიც შესაძლებელია დაკავშირებული
იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან
ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის
დამფინანსებლის მიერ.

5. მონიტორინგს ექვემდებარება გარიგების დადების ან საბანკო ოპერაციის შესრულების


მცდელობა, საიდენტიფიკაციო მონაცემების ნამდვილობასთან მიმართებაში ეჭვის
გაჩენის შემთხვევაში ან, თუ მცდელობის მიუხედავად, პირის იდენტიფიკაცია ვერ
ხერხდება.

6. “ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ”


შესაბამისად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აქვს უფლება
განსაზღვროს გარიგებების (საბანკო ოპერაციების) კონკრეტული სახეობების ნუსხა (ან
მათი დამახასიათებელი ნიშნების რიგი, ისეთების, როგორიც არის საბანკო ოპერაციაში
(გარიგებაში) მონაწილე პირთა საქმიანობის სფერო, მათი ადგილმდებარეობის
(რეგისტრაციის ადგილის) გეოგრაფიული არეალი, გარიგების (საბანკო ოპერაციის)
შინაარსი და სხვა), რომელთა შესახებაც საქართველოს ფინანსური მონიტორინგის
სამსახურში უნდა იყოს წარმოდგენილი ინფორმაცია, “ბანკების მიერ ინფორმაციის
მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის
სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით დადგენილი წესის
შესაბამისად.

7. ზემოთ ჩამოთვლილი გარიგებების შესახებ ინფორმაცია სავალდებულო დადგენილი


წესითა და სიხშირით გადაეგზავნება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის
სამსახურს.

თავი 5. საეჭვო გარიგებები

1. კანონმდებლობის თანახმად, საეჭვოდ ითვლება ოპერაცია/გარიგება (მიუხედავად მისი


თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი,
რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება
(მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა
გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან ან/და
გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს
გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი,
რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნას საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე
რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და
შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი
სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნას ტერორიზმისათვის,
ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან
ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის
იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის
არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება
ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან.

2. ML/FT დაკავშირებით ეჭვი შეიძლება წარმოიშვას ბანკის კლიენტის, მისი ქცევის, მის მიერ
განხორციელებული ცალკეული ოპერაციის ან ზოგადად მისი საფინანსო აქტივობის,
აგრეთვე, კლიენტის პარტნიორების, კონტრაგენტების, ან მასთან დაკავშირებული სხვა
პირების მიმართ და ა.შ.

3. ბანკი საეჭვო, მიზნით განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენის


მიზნით, ვალდებულია შექმნას მონაცემთა ელექტრონული ბაზა.

4. გადაწყვეტილება საბანკო ოპერაციის (გარიგების) საეჭვოდ მიზნით განხორციელებულად


მიჩნევის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ანგარიშგების ფორმის
წარდგენის შესახებ, ყველა ცალკეულ შემთხვევაში მიიღება კლიენტების და შესაბამისი
პირების მომსახურებისას/იდენტიფიკაციისას მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, და
აგრეთვე ბანკში არსებული ინფორმაციის საფუძველზე.

5. საეჭვო გარიგება/ოპერაციების იდენტიფიცირების მიზნით ბანკის მიერ ყურადღების


გამახვილება ხდება შემდეგზე:

ა) ხომ არ არის კლიენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასაკმარისი, ყალბი ან


საეჭვო;

ბ) ხომ არ არის კლიენტი შეყვანილი ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა


სიებში;

გ) კლიენტებს, რომელთა შესახებაც საერთაშორისო ორგანიზაციების ან/და


განვითარებული ქვეყნების მიერ ვრცელდება ნეგატიური ცნობები;

დ) შეესაბამება თუ არა კლიენტის მიერ დადებული გარიგებები მის საქმიანობას და


შემოსავლებს;
ე) არაკოოპერირებადი, საყურადღებო ან/და საეჭვო ზონებში რეგისტრირებული ან
მოქმედი პირების მიერ ან ასეთი პირების სასარგებლოდ განხორციელებულ ოპერაციებს;

ვ) არაკოოპერირებადი, საყურადღებო ან/და საეჭვო ზონებში განხორციელებულ


გადარიცხვების, ან ასეთი ზონებიდან თანხის ჩარიცხვის ოპერაციებს;

ზ) კლიენტებს, რომლებიც საქმიანობას აწარმოებენ ქვეყნის გარეთ;

თ) კლიენტებს, რომელთათვის ბანკის მომსახურებასთან დაკავშირებული


გადასახადების ოდენობა არ არის მნიშვნელოვანი და იხდიან ნებისმიერ თანხას;

ი) კლიენტებს, რომელთა საქმიანობაც განეკუთვნება მაღალი რისკის კატეგორიას;

კ) კლიენტებს, რომლებიც სარგებლობენ მაღალი რისკის მატარებელი


პროდუქტებით/მომსახურებით;

ლ) ანგარიშებს, რომლებზეც საზღვარგარეთიდან უჩვეულო რაოდენობის/მოცულობის


ფულადი ჩარიცხვები ხორციელდება და შემდგომ ირიცხება სხვადასხვა მიმღების
სასარგებლოდ;

მ) ანგარიშებს, რომლებზეც ხორციელდება მრავალი მცირე შენატანები, რასაც თან სდევს


წარსულში ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის არ მქონე კონტრაგენტის სასარგებლოდ
მსხვილი გადარიცხვის განხორციელება;

ნ) ანგარიშებს, რომლებზეც ფიქსირდება ოპერაციების გააქტიურება, მაშინ როდესაც


აქტივობა იყო უმნიშვნელო ან საერთოდ არ ფიქსირდებოდა;

ო) კლიენტებს, რომელთა მიერ ხდება თანხების ანგარიშზე (გარდა სადეპოზიტო


ანგარიშებისა) განთავსება და ამ ანგარიშზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ
ხორციელდება ოპერაციები, ან ხორციელდება მცირე მოცულობით;

პ) კლიენტებს, რომელთა მიერაც ხდება თანხის განთავსება გრძელვადიანი ინვესტიციის


განხორციელების მიზნით, რასაც შემდგომ ძალიან მოკლე ვადაში მოყვება ამ პოზიციის
გაუქმება (მაგალითად, ხანგრძლივ ვადაზე გამიზნული ვადიანი დეპოზიტის მოკლე
პერიოდში დარღვევა) და ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა/გატანა;

ჟ) კლიენტებს, რომლებსაც საკუთარი ან/და სხვა პირების სახელზე (რწმუნებულების


საფუძველზე) რამდენიმე ანგარიში აქვთ გახსნილი და ახდენენ ანგარიშებს შორის ან
მესამე პირებისათვის ხშირ გადარიცხვებს;

რ) ურთიერთდაკავშირებული პირების ანგარიშებს შორის თანხების სისტემატურ


მოძრაობას;
ს) ტრანზაქციებს, რომელთა სისტემატური ხასიათი ბადებს ეჭვს, რომ გარიგებაში
მონაწილე მხარეები წარმოადგენენ ურთერთდაკავშირებულ პირებს;

ტ) კლიენტებს, რომლებიც ხშირად ან მნიშვნელოვანი მოცულობის ნაღდი ფულით


ახორციელებენ ტრანზაქციებს;

უ) კლიენტებს, რომლებიც ფულადი გზავნილის სისტემით ახორციელებენ


მნიშვნელოვანი რაოდენობის/მოცულობის ტრანზაქციებს;

ფ) ტრანზაქციებს, რომელთაც არ აქვთ მკაფიო მიზნობრიობა;

ქ) ტრანზაქციებს, რომლითაც ხდება პროდუქციის ან მომსახურების ღირებულების


საფასურის გადახდა და რომლის მოცულობაც მკვეთრად განსხვავდება
პროდუქციის/მომსახურების საბაზრო ღირებულებისგან;

ღ) ტრანზაქციებს, რომლითაც ხდება ისეთი მომსახურების ღირებულები გადახდა,


რომელსაც არ გააჩნია მატერიალური (ნივთობრივი) გამოხატულება;

ყ) სესხებს, როდესაც არ დგინდება კავშირი კლიენტსა და იმ პირს შორის, რომლის


ქონებაც (ან თავდებობა) გამოყენებულია ამ სესხის უზრუნველსაყოფად;

შ) კლიენტებს (ან კლიენტთან ასოცირებულ პირს), რომელთაც აქვთ საეჭვო რეპუტაცია


ან მოქცეულია მასმედიის ყურადღების სფეროში, ვინაიდან სავარაუდოდ ან ნამდვილად
წარმოადგენს სისხლის, სამოქალაქო თუ სხვა მარეგულირებელი სამართლის დამრღვევ
პირს;

ჩ) კლიენტებს, რომლებსაც მისამართი დაფიქსირებული აქვთ საფოსტო ყუთის სახით და


სხვა.

ც) კლიენტი იყენებს ერთი და იგივე მისამართს, მაგრამ აღნიშნულ მისამართზე ხშირად


ცვლის გარიგებაში (ოპერაციაში) მონაწილე პირთა სახელებს;

ძ) კლიენტი იჩენს უჩვეულო ცნობისმოყვარეობას ბანკის შიდა სისტემასთან,


კონტროლთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით;

წ) კლიენტი მოითხოვს რომ განსაკუთრებით დაცული იყოს მონაცემები მისი


პიროვნების, საქმიანობის, გარიგებებისა და ქონების შესახებ;

ჭ) კლიენტი საჭიროზე მეტად ადასტურებს ან განმარტავს გარიგების (ოპერაციის) არსს,


მიზანს;

ხ) კლიენტი საჭიროზე მეტად ადასტურებს ან განმარტავს გარიგების (ოპერაციის) არსს,


მიზანს;
ჯ) როდესაც კლიენტის მიერ ანგარიშის გახსნიდან მოკლე პერიოდში ადგილი აქვს
მასთან დაკავშირების მცდელობას, კლიენტის მიერ მითითებული საცხოვრებელი
ადგილის ან სამსახურის ტელეფონი სისტემატურად გამორთულია ან ასეთი ნომერი არ
არსებობს;

ჰ) ჩანს, რომ კლიენტი მოქმედებს მესამე პირის სასარგებლოდ, თუმცა, აღნიშნულის


შესახებ არაფერს მიუთითებს;

ა.ა) კლიენტი იყენებს ზედმეტსახელებს და მსგავს, მაგრამ, ამავე დროს სხვადასხვა


მისამართებს;

ა.ბ.) კლიენტი განსხვავებული ორთოგრაფიით წერს საკუთარ სახელს და გვარს


სხვადასხვა ტრანზაქციის დროს;

ა.გ.) კონკრეტული მისამართის (ქუჩის დასახელების) ნაცვლად კლიენტი იყენებს


საფოსტო ყუთს ან გზავნილების საერთო მისამართს, ან სხვა სახეობის მისამართს,
რომელიც უჩვეულოა აღნიშნული ადგილისათვის;

ა.დ.) კლიენტის მიერ შემოთავაზებულია ფული ან საჩუქარი ისეთი სამსახურის


გაწევისათვის, რომელიც შეიძლება გამოიყურებოდეს უჩვეულოდ ან საეჭვოდ;

ა.ე.) გარიგება (ოპერაცია) მოიცავს ფიქტიურ პირებს ან/და საქველმოქმედო და


არასამთავრობო ორგანიზაციებს რაიმე აშკარა ეკონომიკური (კომერციული) მიზნის
გარეშე, ან როდესაც არ არის კავშირი ორგანიზაციის მიზნებსა და გარიგებაში მონაწილე
სხვა იურიდიულ პირებს შორის;

ა.ვ.) კლიენტის მიერ გაცხადებული სტატუსი არ შეესაბამება მისი საქმიანობის ტიპს ან


დონეს (მაგ. სტუდენტი ან უმუშევარი, რომელიც ახდენს ყოველდღიურად, ფართო
გეოგრაფიულ არეალში ბანკომატიდან მაქსიმალური ოდენობით ფულის გამოტანას;

ა.ზ.) კლიენტი ცდილობს დაარწმუნოს ბანკის პერსონალი, რომ არ შეავსოს


გარიგებისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია;

ა.თ.) კლიენტი სისტემატურად ახდენს ვალუტის კონვერტაციას, რაც არ უკავშირდება


მის ძირითად საქმიანობას;

ა.ი.) კლიენტს აქვს საეჭვო გარიგებებზე ინფორმაციის მიწოდების შესახებ


კანონმდებლობის უჩვეულოდ საფუძვლიანი ცოდნა ან/და კლიენტი კარგად იცნობს
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთასთან
დაკავშირებულ კანონმდებლობას;
ა.კ.) კლიენტი ნებაყოფლობით და დაწვრილებით ირწმუნება, რომ ფულადი სახსრები
,,სუფთაა’’ და ,,არ არის ფულის გათეთრების შედეგად ნაშოვნი უკანონო შემოსავალი’’;

ა.ლ.) გარიგება (ოპერაცია) მოიცავს ქვეყანას, რომელიც ცნობილია საბანკო და


სამეწარმეო სამართალში არსებული კონფიდენციალურობის უკიდურესი დაცვით;

ა.მ.) კლიენტი, რომელიც ახორციელებს თავის ბიზნესურთიერთობებს უჩველო


გარემოებებში, კერძოდ, უჩვეულოდ დიდი გეორგრაფიული მდებარეობა ბანკსა და
კლიენტს შორის

ა.ნ.) ყველა წარმოდგენილი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი არის ახალი ან აქვს


გამოცემის ახალი თარიღი

ა.ო.) კლიენტი უჩვეულოდ აყოვნებს სამეწარმეო დოკუმენტების წარმოდგენას;

ა.პ.) კლიენტს სისტემატურად შეაქვს დეპოზიტი იმ პირის ანგარიშზე, რომელიც არ


იმყოფება შრომით ურთიერთობებში მასთან და არ წარმოადგენს მისი ოჯახის წევრს;

ა.ჟ.) კლიენტი ახორციელებს დიდი ოდენობით თანხის დეპოზიტზე განთავსებას ნაღდი


ფულით და ბანკისთვის უცნობია ან საეჭვოა აღნიშნული სახსრების წარმოშობა;

ა.რ.) კლიენტი, სისტემატიურად ახორციელებს გარიგებებს (ოპერაციებს), რომლებიც


არის იმ თანხის ოდენობის ზღვარზე, რომლის დროსაც სავალდებულოა ანგარიშის
წარდგენა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში;

ა.ს.) გრანტის სახით ანგარიშზე ჩარიცხული თანხის დიდი ოდენობით განაღდება და


ანგარიშიდან გატანა, რაიმე დასაბუთებული მიზნის გარეშე.

ა.ტ.) კლიენტი მოულოდნელად იხდის პრობლემურ სესხს;

ა.უ.) კლიენტი მოულოდნელად ახორციელებს კრედიტის დაფარვას უცნობი წყაროდან,


ან ისეთი წყაროდან, რომელიც არ შეესაბამება კლიენტის, მისი საქმიანობის შესახებ
არსებულ მონაცემებს;

ა.ფ.) კლიენტი იხდის ხანგრძლივი დროით აღებულ სესხს შედარებით მოკლე დროში;

ა.ქ.) კლიენტი წარმოადგენს დაუთვლელ ფულად სახსრებს გადარიცხვისათვის.


დათვლის შემდეგ, კლიენტი ამცირებს გადარიცხვას იმ თანხამდე, რომელიც არ იწვევს
სავალდებულო ანგარიშგებას საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში;

ა.ღ.) კლიენტი ხშირად ცვლის ფულის პატარა კუპიურებს მსხვილ ბანკნოტებზე;

ა.ყ.) საეჭვოდ მიიჩნევა იმ ფიზიკური პირის ასაკი (ან ძალიან ახალგაზრდაა, ან ძალიან
ხანდაზმული) რომელიც მონაწილეობს საბანკო ოპერაციაში
6. საეჭვო ოპერაციების იდენტიფიცირების მიზნით, გარდა ზემოაღნიშნული
მახასიათებლებისა, ბანკის მხრიდან შესაძლებელია ყურადღება გამახვილდეს სხვა
გარემოებებზე.

7. ოპერაციები, საეჭვოდ/დანაწევრებულად მიიჩნევა ინდივიდუალური მიდგომის


საფუძველზე კონკრეტული კლიენტის მახასიათებლის, საფუძვლის/მიზნის,
ეკონომიკური(კომერციული) შინაარსის და სხვა გარემოებების გათვალისწინებით.

8. ზემოხსენებული ნიშნებისა და კრიტერიუმების გამოვლენის შემთხვევაში, ბანკის


ფილიალების უფლებამოსილი თანამშრომლები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ
აცნობონ ამის შესახებ ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტს
ელექტრონული ფოსტით, საბანკო ოპერაციების (გარიგებების) განხორციელების ან
შესრულების მცდელობის შესახებ ყველა მონაცემების მითითებით, კერძოდ:

- ოპერაციის თარიღი;
- ოპერაციის თანხა და ვალუტა;
- ინფორმაცია საბანკო ოპერაციაში (გარიგებაში) მონაწილე პირების შესახებ
საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითებით;
- მიმღები ბანკის დასახელება (არსებობის შემთხვევაში);
- უჩვეულო და საეჭვო საბანკო ოპერაციის (გარიგების) ნიშანი ან კრიტერიუმი;

9. გადაწყვეტილებას საეჭვო მიზნით განხორციელებული საბანკო ოპერაციების (გარიგებების)


შესახებ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ანგარიშგების ფორმის
გადაცემის შესახებ ღებულობს ბანკის გენერალური დირექტორი, ბანკის ფინანსური
მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტის მოხსენებით ბარათზე რეზოლუციის
დადებით ან ელექტრონული შეტყობინების მეშვეობით.

10. საეჭვო საბანკო ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენისას და მათთან დაკავშირებული


ანგარიშგების ფორმის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარდგენის
შემთხვევაში, ბანკის ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტი
ვალდებულია განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მოცემული საბანკო ოპერაციის
(გარიგების) მონაწილეების მიერ განხორციელებულ სხვა საბანკო ოპერაციებს (გარიგებებს).

თავი 6. დანაწევრებული გარიგებები

1. საერთაშორისო პრაქტიკაში გავრცელებულ ML/FT სქემებში აქტიურად გამოიყენება


ფულადი სახსრების დანაწევრების ტექნოლოგია, რაც გულისხმობს მონიტორინგს
დაქვემდებარებული ოპერაციის რამდენიმე ოპერაციად დაშლას იმგვარად, რომ
ცალკეული ოპერაცია არ აღემატებოდეს კანონმდებლობით დადგენილ ზღვარს, რათა არ
მოხდეს მათი მონიტორინგისთვის დაქვემდებარება. პერიოდის მიუხედავად ოპერაციის
დანაწევრება შესაძლოა განხორციელდეს, როგორც ერთი პირის, ასევე
ურთიერთდაკავშირებული პირების მიერ.

2. დანაწევრების მიზნით შესრულებული ოპერაციების გამოვლენისას, ბანკის შესაბამისი


თანამშრომლების მიერ ყურადღება მახვილდება შემდეგზე:

ა) ბანკის კლიენტის მიერ რამდენიმე კონტრაგენტის სასარგებლოდ თანხის


გადარიცხვა;

ბ) ორი ან მეტი კლიენტის მიერ ერთი კონტრაგენტის სასარგებლოდ თანხის


გადარიცხვა;

გ) კონტრაგენტის მიერ რამდენიმე კლიენტის სასარგებლოდ თანხის ჩარიცხვა;

დ) ორი ან მეტი კონტრაგენტის მიერ ერთი კლიენტის სასარგებლოდ თანხის


ჩარიცხვა;

ე) ორი ან მეტი კლიენტის მიერ ორი ან მეტ ურთიერთდაკავშირებული


კონტრაგენტის სასარგებლოდ თანხების გადარიცხვა;

ვ) ორი ან მეტი კონტრაგენტის მიერ ორი ან მეტ ურთიერთდაკავშირებული


კლიენტის სასარგებლოდ თანხების ჩარიცხვა;

ზ) ერთი პირის მიერ დროის გარკვეულ პერიოდში განხორციელებული ერთი


კატეგორიის ოპერაციები;

თ) ორი ან მეტი ურთიერთდაკავშირებული პირის მიერ დროის გარკვეულ


პერიოდში განხორციელებული ერთი კატეგორიის ოპერაციები.

3. ბანკში, თანხების დანაწევრების მიზნით განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების)


გამოვლენის მიზნით, შექმნილია მონაცემთა ელექტრონული ბაზა.

4. გადაწყვეტილება საბანკო ოპერაციის დანაწევრების მიზნით განხორციელებულად


მიჩნევის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ანგარიშგების
ფორმის წარდგენის შესახებ, ყველა ცალკეულ შემთხვევაში მიიღება კლიენტების და
შესაბამისი პირების მომსახურებისას/იდენტიფიკაციისას მიღებული ინფორმაციის
საფუძველზე, და აგრეთვე ბანკში არსებული ინფორმაციის საფუძველზე.
5. საფუძვლიანი ეჭვის გაჩენისას, რომ საბანკო ოპერაცია (საბანკო ოპერაციები)
ხორციელდება დანაწევრების მიზნით, ბანკის ფილიალების უფლებამოსილი
თანამშრომლები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ აცნობონ ამის შესახებ ბანკის
ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტს ელექტრონული ფოსტით,
საბანკო ოპერაციების (გარიგებების) განხორციელების ან შესრულების მცდელობის
შესახებ ყველა მონაცემების მითითებით, კერძოდ:

▪ ოპერაციის თარიღი;
▪ ოპერაციის თანხა და ვალუტა;
▪ ინფორმაცია საბანკო ოპერაციაში (გარიგებაში) მონაწილე პირების შესახებ
საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითებით;
▪ მიმღები ბანკის დასახელება (არსებობის შემთხვევაში);
▪ ნიშანი, რომლის მიხედვით ითვლება, რომ საბანკო ოპერაცია (საბანკო
ოპერაციები) განხორციელდა დანაწევრების მიზნით.

თავი 7. უჩვეულო გარიგებები

1. კანონმდებლობის თანახმად, უჩვეულო გარიგება არის რთული, უჩვეულოდ დიდი


გარიგება ან/და გარიგების შემადგენელი ცალკეული უჩვეულო ნაწილი (მათ შორის,
ოპერაციათა სქემა), რომლებსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან
აშკარა კანონიერი მიზანი ან/და არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ
საქმიანობას. ყველა ის შემთხვევა, რომელსაც ბანკის თანამშრომელი კლიენტთან
მიმართებაში მიიჩნევს უჩვეულოდ და ზოგადად, ყველა ის არასტანდარტული თუ
სტანდარტული სიტუაცია, რომელიც ბანკს კონკრეტულ კლიენტთან მიმართებაში
უქმნის დასაბუთებულ ვარაუდს მისი ქმედების უჩვეულობის შესახებ,

2. ოპერაციის უჩვეულოდ მიჩნევა ხდება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში


ინდივიდუალურად და ემყარება კლიენტის მომსახურების შედეგად მოპოვებული, ასევე
ბანკში არსებული სხვა ინფორმაციის და გარიგების ყოვლისმომცველ
შესწავლა/ანალიზს.

3. ანალიზის შედეგები ფიქსირდება წერილობით და ინახება კანონმდებლობით


დადგენილი ვადით მიუხედავად, ანალიზის შედეგად მიღებული ბანკის
გადაწყვეტილებისა ოპერაციის საეჭვოდ მიჩნევის ან არ მიჩნევის შესახებ.

4. უჩევეულო გარიგება/ოპერაციების იდენტიფიცირების მიზნით ბანკის მიერ


ყურადღების გამახვილება ხდება შემდეგზე:
ა.) კლიენტის მიერ განხორციელებულ საბანკო გარიგებას (ოპერაციას) არ გააჩნია
დასაბუთებული ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი
მიზანი;

ბ.) ადგილი აქვს შეუსაბამობებს კლიენტის მიერ გარიგებასთან დაკავშირებული


ინფორმაციის წარმოდგენისას;

გ.) არ არის კავშირი ორგანიზაციის მიზნებსა და გარიგებაში მონაწილე სხვა


იურიდიულ პირებს შორის;

დ.) კლიენტი სისტემატურად ახდენს დიდი ოდენობით ნაღდი ფულის


განთავსებას. კონვერტაციას და სხვა;

ე.) კლიენტი, ხშირად და უსაფუძვლოდ ანხორციელებს თავისი ანგარიშების


გადატანას სხვადასხვა ფინანსურ დაწესებულებებში;

ვ.) კლიენტის ოპერაცია არ შეესაბამება კლიენტის მიერ გაცხადებულ საქმიანობას,


მოულოდნელად იცვლება მისი ფინანსური ოპერაციების ბუნება და ეს არ
შეესაბამება მის ჩვეულ საქმიანობას.

ზ.) ანგარიშზე მიმდინარე მაღალი ბრუნვა არ შეესაბამება კლიენტის ჩვეულებრივ


სამეწარმეო (ეკონომიკურ) საქმიანობას;

თ.) კლიენტის ანგარიშზე მსხვილი თანხის (როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო


ფორმით) განთავსება, როდესაც თანხის წარმოშობა უცნობია;

ი.) კლიენტის მოქმედ ანგარიშზე მკვეთრად იცვლება ოპერაციების რაოდენობა და


მათი საერთო მოცულობა;

კ.) ანგარიშები, რომელთა ფორმალური მფლობელები მოქმედებენ სხვა პირების


სასარგებლოდ;

ლ.) თანხის მრავალჯერ გადარიცხვა პირად ანგარიშსა და იურიდიული პირის


ანგარიშებს შორის, რომელსაც განაგებს ერთიდაიგივე პიროვნება;

მ.) საბანკო ოპერაციის (გარიგების) მხარეებად გვევლინება ფაქტიურად


ერთიდაიგივე პირი;

ნ.) არააქტიურ ანგარიშზე, რომელიც მოიცავდა მინიმალური ოდენობის თანხას,


მოულოდნელად ხდება შედარებით დიდი თანხების განთავსება;
ო.)კლიენტი იწყებს გარიგებების განხორციელებას დიდი ოდენობის თანხით
ნაღდი ანგარიშსწორების გზით მაშინ, როდესაც აღნიშნული არ წარმოადგენდა
წარსულში მის ნორმალურ საქმიანობას;

პ.) კლიენტი ახორციელებს გადარიცხვებს იმ ოდენობის თანხებით, რომელიც


უჩვეულოა წინა გადარიცხვებთან შედარებით.

5. უჩვეულო ოპერაციების იდენტიფიცირების მიზნით, გარდა ზემოაღნიშნული


მახასიათებლებისა, ბანკის მხრიდან შესაძლებელია ყურადღება გამახვილდეს სხვა
გარემოებებზე.

6. ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტი ვალდებულია


განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს უჩვეულო გარიგებებსა და ქვემოთ
მითითებულ გარიგებებს, რომელთაც არ აქვთ აშკარა ეკონომიკური (კომერციული)
შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, ასევე შესაძლებლობის ფარგლებში უნდა
შეისწავლოს ასეთი გარიგების დადების მიზანი და საფუძველი და წერილობით
დააფიქსიროს მიღებული შედეგები:

ა. საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მოქმედი ან რეგისტრირებული ბანკის საბანკო


ანგარიშიდან მფლობელის მიერ თანხის გადმორიცხვა ბანკში არსებულ საბანკო
ანგარიშზე ან თანხის გადარიცხვა ბანკიდან ასეთ ზონაში მოქმედ ან
რეგისტრირებულ ბანკში არსებულ საბანკო ანგარიშზე;

ბ. საყურადღებო ან საეჭვო ზონაში რეგისტრირებული პირის (მათ შორის, ასეთი


პირის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალის) მიერ სესხის გაცემა ან
მიღება, ანდა ასეთი პირის მიერ ბანკის მეშვეობით განხორციელებული
ნებისმიერი სხვა გარიგება (ოპერაცია);

7. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების გზით მიღებული


შემოსავლების და ფულადი ოპერაციებისა ან სხვა ქონებასთან დაკავშირებული
ფაქტების გამოვლენის მიზნით, ბანკი, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და საერთაშორისო კომპეტენტური
ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით ადგენს უჩვეულო გარიგებების
მახასიათებლებსა და გამოვლენის კრიტერიუმებს წინამდებარე ინსტრუქციის №2
დანართის შესაბამისად.

8. ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტი ვალდებულია


ყოველწლიურად: გადახედოს №2 დანართში ჩამოთვლილი უჩვეულო გარიგებების
კრიტერიუმებს და ნიშნებს; საჭიროების შემთხვევაში, შეიტანოს ცვლილებები ან/და
დამატებები წინამდებარე ინსტრუქციის №2 დანართში. საკითხი წინამდებარე
ინსტრუქციის № დანართის შეცვლის შესახებ გადის ბანკის შესაბამისი უფლებამოსილი
ორგანოს განხილვაზე, ბანკის შიდა დოკუმენტებით დადგენილი წესის შესაბამისად.

თავი 8. „იცნობდე შენს კლიენტს“ („KNOW YOUR CUSTOMER“) სტანდარტი

ზოგადი ნაწილი:

1. ბანკების წარმატებულად ფუნქციონირების, მათ შორის, ML/FT სქემებში მისი შესაძლო


გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია, „იცნობდე შენს კლიენტს“
სტანდარტის დანერგვა, რაც თავის მხრივ, გულისხმობს ბანკთან საქმიან
ურთიერთობაში მყოფი პირების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების, მათთან
დაკავშირებული პირების იდენტიფიკაციას, მათი საქმიანობის შესახებ დეტალური
ინფორმაციის მოპოვებას, რაც შესაძლებელს ხდის ML/FT შესაძლო რისკების
იდენტიფიცირებას შემდგომი მართვის მიზნით.

2. „იცნობდე შენს კლიენტს“ ადეკვატური სტანდარტის არსებობა და მისი პრაქტიკაში


განხორციელება უზრუნველყოფს კლიენტის საეჭვო/უჩვეულო საქმიანობის გამოვლენას.
სტანდარტის გამართულად ფუნქციონირებაზე დამოკიდებულია, როგორც ML/FT
რისკების, ასევე, ბანკში არსებული საოპერაციო, სამართლებრივი, რეპუტაციის ან სხვა
ტიპის რისკების შემცირება.

3. სტანდარტის წარმატებულად დანერგვის მიზნით აუცილებელია ანგარიშის


გახსნისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნების გარდა, ბანკმა ყურადღება
გაამახვილოს კლიენტის საქმიანობის, შემოსავლების და ანგარიშზე მოსალოდნელი
ბრუნვის მოცულობის, სხვა ბანკებთან ურთიერთობის შესახებ და სხვა ინფორმაციის
შეგროვებაზე. ამასთან, ბანკმა ასევე უნდა უზრუნველყოს კლიენტის მფლობელობის და
მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის და ბენეფიციარი
მესაკუთრე პირების დადგენაა, ასევე, კლიენტთან მისი საქმიანი ურთიერთობის მიზნისა
და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

4. ეფექტური „იცნობდე შენს კლიენტს“ სტანდარტის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს


კლიენტების მიერ განხორციელებული ოპერაციების ყოველმხრივი ცოდნა. ამგვარად,
ბანკის მიერ ყურადღება მახვილდება, თუ რამდენად ახდენს ბანკი გარიგებების
დეტალურ შესწავლას, რისთვისაც ბანკი უნდა ფლობდეს გარიგების დამადასტურებელ
დოკუმენტს (ხელშეკრულება, ინვოისი და სხვა), გარიგების თანხის წარმომავლობის,
გარიგების კონტრაგენტის, მესამე პირის ან/და პირის, ვის სასარგებლოდაც სრულდება
ოპერაცია, საქმიანობისა და რეპუტაციის შესახებ ინფორმაციას. ამასთან, ბანკი უნდა
ახდენდეს გარიგებაში მონაწილე ბანკების და კონტრაგენტების, რეგისტრაციის ან
საქმიანობის ქვეყანაში AML/CFT კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ
ინფორმაციის გაანალიზებას.

5. კლიენტის იდენტიფიცირების, ფულადი სახსრების წარმომავლობის, საქმიანობის, მის


მიერ განხორცილებული ოპერაციებისა და ბანკში არსებული სხვა ინფორმაციის
უტყუარობის დასადგენად და ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ბანკი შესაძლოა
დაეყრდნოს სხვა ფინანსური ინსტიტუტებისგან, კომპეტენტური საერთაშორისო
ორგანიზაციებისგან, სახელმწიფო და საზედამხედველო ორგანოებისგან
მოწოდებულ/მოპოვებულ ინფორმაციას.

6. ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტი ვალდებულია


მოახდინოს ზემოხსენებული ინფორმაცი/დოკუმენტაციის სისტემატიზება, წინასწარ
განსაზღვრული პერიოდულობით განახლება და კანონმდებლობით დადგენილი ვადით
კონფიდენციალურობის წესების სრული დაცვით შენახვა იმგვარად, რომ ის
ხელმისაწვდომი შესაბამისი თანამშრომლებისათვის.

7. ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტი ვალდებულია


აღრიცხოს და კანონმდებლობით დადგენილი ვადით კონფიდენციალურობის წესების
სრული დაცვით ინფორმაცია ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც კლიენტს უარი
ეთქვა ანგარიშის გახსნაზე ან/და შეწყდა საქმიანი ურთიერთობა ან/და მოხდა ოპერაციის
დაყოვნება იმის გათვალისწინებით, რომ კლიენტმა უარი განცხადა დამატებით
მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდებაზე, წარმოადგინა არაზუსტი ინფორმაცია,
კლიენტს მიენიჭა რისკის მაღალი დონე და ა.შ. .

8. ბანკის მიერ „იცნობდე შენს კლიენტს“ სტანდარტის გამოყენების ეფექტურად


გამოყენების მიზნით განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება ისეთი კლიენტების
შესწავლაზე, რომლებიც მომატებული ML/TF რისკების მატარებელნი არიან, კერძოდ,
„მაღალ შემოსავლიანი“ ფიზიკური პირები, ტრასტის მიერ რეგისტრირებული
კომპანიები, იურიდიულ პირები რთული მფლობელობითი სტრუქტურით, ტენდერებში
მონაწილე კომპანიები, ოფშორსა და მაღალ გეოგრაფიული რისკის მატარებელ ქვეყნებში
რეგისტრირებული, ან მათთან საქმიანი ურთიერთობითა, ან რაიმე სხვა სახით
დაკავშირებული პირები რელიგიური ორგანიზაციები, რელიგიური და ეთნიკური
უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიებზე მოქმედი სასწავლო დაწესებულებები
და სხვა;
KYC პროცესის ძირითადი პრინციპები

9. კლიენტის საწყისი იდენტიფიკაცია არის ნებისმიერ კლიენტთან საქმიანი


ურთიერთობების დამყარების პირველი ეტაპი, რომლის შედეგადაც იქმნება კლიენტის
KYC ფაილი (ე.წ. ერთ-ჯერადი კლიენტებისათვის KYC ფაილი არ იქმნება, თუ ამის
საჭიროება არ წარმოიქმნება გარკვეული მიზეზების გამო). KYC ფაილი შედგება ბანკი
პროგრამაში და KYC მოდულში დაფიქსირებული ანკეტური ინფორმაციისგან
(ელექტრონული კომპონენტი) და ბანკში არსებული წესების შესაბამისად კლიენტის
მიერ წარმოდგენილი ან ბანკის თანამშრომლის მიერ მოპოვებული ან შექმნილი (მ.შ.
სხვადასხვა სახის გადამოწმების დოკუმენტური შედეგები, დასკვნები, სამსახურებრივი
ბარათები და ა.შ.) დოკუმენტებისა და/ან მათი ასლებისგან (დოკუმენტური
კომპონენტი).

10. KYC–ის პერმანენტული ხასიათი – კლიენტის შესწავლა ხორციელდება მასთან საქმიანი


ურთიერთობების წარმართვის მთელი პერიოდის განმავლობაში. შესწავლის პროცესში
გამოიყენება შემდეგი საშუალებები:

 კლიენტის საწყისი იდენტიფიკაცია და KYC ინტერვიუს ჩატარება;

 კლიენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტების გადამოწმება


დამოუკიდებელი, სანდო წყაროების გამოყენებით;

 კლიენტების საიდენტიფიკაციო მონაცემების/დოკუმენტების პერიოდული


განახლება;

 კლიენტების მიერ წარმოებული ოპერაციების მიმართ განსაკუთრებული


სიფრთხილის ზომების გამოყენება (Transactions Due Diligence - TDD);

 კლიენტების საქმიანი ინტერესებისა და მოთხოვნილებების შესწავლა და გააზრება


მათთვის უფრო სრულყოფილი და ხარისხიანი მომსახურების გაწევის მიზნით.

KYC პროცესის მონაწილეები

11. KYC პროცესის ძირითადი მონაწილეები არიან:


 კლიენტთან ურთიერთობის მენეჯერები (მოლარეები) თანამშრომლები,
რომლებიც ქმნიან და ანახლებენ KYC ფაილებს;
 ბანკის იურიდიული დეპარტამენტის და ფინანსური მონიტორინგის და
შესაბამისობის დეპარტამენტი რომლებიც ამოწმებენ KYC ფაილების სისწორესა
და სისრულეს, ახდენენ მათ პროგრამულ დადასტურებას (ავტორიზაციას) და
დამტკიცებას (ვალიდაციას);
 ფინანსური მონიტორინგის და შესაბამისობის დეპარტამენტი რომელიც
პერიოდულად, შერჩევითი პრინციპით, ამოწმებს KYC ფაილების სისწორესა და
სისრულეს, ბანკის შიდა ინსტრუქციებით გათვალისწინებულ და ცალკეულ
სპეციფიურ შემთხვევებში ახორციელებს კლიენტის (პოტენციური კლიენტის)
დამატებით შესწავლას, რის საფუძველზეც ამზადებს წერილობით დასკვნას
ბანკის გენერალურ დირექტორთან წარსადგენად, კლიენტთან საქმიანი
ურთიერთობის გაგრძელების/დამყარების ან გაწყვეტის/უარყოფის თაობაზე;
 ბანკის სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც მონაწილეობენ KYC ფაილე-ბის
განხილვაში;
 ბანკის გენერალური დირექტორი, რომელიიც იღებს გადაწყვეტილებას სადაო
სიტუაციებში;

12. ფინანსური მონიტორნგის და შესაბამისობის დეპარტამენტის წინადადების


საფუძველზე გენერალური დირექტორის თანხმობა კლიენტთან საქმიანი
ურთიერთობის დამყარებაზე ან მისთვის მომსახურების გაწევაზე სავალდებულოა
შემდეგ შემთხვევებში:
 თუ ფიზიკური პირის ან იურიოდიული პირის და მასთან დაკავშირებული სხვა
პირების (დამფუძნებელი, ხელმძღვანელი, უფლებამოსილი პირი, ბენეფიციარი
მესაკუთრე და სხვ.) მონაცემთა ბაზაში შემოწმებისას აღმოჩნდება, რომ პირის
სახელი, გვარი ან სახელწოდება ემთხვევა თუნდაც ერთ რომელიმე სიაში
შეტანილი პირის მონაცემებს; (გარდა ტერორიზმში ან მის დაფინანსებაშიი
მხილებული პირების სიაში, ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა
სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის დეპარტამენტის (OFAC)
"განსაკუთრებული კატეგორიის მოქალაქეთა სიაში" (SDN), ევროკავშირის, გაერო-
ს და სანქციების დაწესებაზე უფლებამოსილი სხვა საერთაშორისო
ორგანიზაციების სიებში მყოფი პრებისა, ამა პრებტან საქმიანი ურთიერთობის
დამყარება დაუშვებელია).
 თუ პოტენციური კლიენტი წარმოადგენს ოფშორულ კომპანიას;
 პოლიტიკურად აქტიური პირების შემთხვევაში
 თუ ამის საჭიროება წარმოიქმნება გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე
(მაგალი-თად, თუ კლიენტი, მისი ქცევა, კლიენტის საიდენტიფიკაციო
დოკუმენტები/მონაცე-მები ან ოპერაცია, რომლის შესრულებაც სურს კლიენტს,
იწვევს ეჭვს, ტოვებს არასაიმედო შთაბეჭდილებას და ა.შ.).
 მაღალი რისკის დონეს მიკუთვნებული კლიენტების შემთხვევაში.
13. იმ შემთხვევებში, როდესაც კლიენტის (მ.შ. პოტენციური კლიენტის) KYC ფაილი საჭი-
როებს ფინანსური მონიტორინგის და შესაბამისობის დეპარტამენტის ვალიდაციას ან
სპეციალურ შესწავლას და შესაბამისი დასკვნის გაკეთებას, დოკუმენტები/ინფორმაცია
კლიენტის შესახებ დეპარტამენტს უნდა მიეწოდოს ერთიანი პაკეტის სახით. პაკეტი
უნდა შეიცავდეს ბანკში არსებული წესების თანახმად წარმოდგენილ დოკუმენტებს,
შევსებულ KYC ანკეტასა (პოტენციური კლიენტების შემთხვევაში დასაშვებია ანკეტის
ქაღალდური ვერსიის შევსება) და კლიენტთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი
თანამშრომლის მიერ მოპოვებულ ან შექმნილ ისეთ დოკუმენტებს/ინფორმაციას,
რომელიც შეიცავს კლიენტის შესწავლასთან დაკავშირებულ მონაცემებს (KYC
მონაცემებს). კლიენტთან ურთიერთობასა და მისგან მაქსიმალურად სრული და
სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას უზრუნველყოფს შესაბამისი თანამშრომელი
(კლიენტის სტატუსიდან გამომდინარე). საჭიროების შემთხვევაში ფინანსური
მონიტორინგის და შესაბამისობის დეპარტამენტს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი
დოკუმენტები/ინფორმაცია ან განმარტებები უკვე მიღებულ ინფორმაციაზე.

14. თუ კლიენტი უარს აცხადებს ბანკში მოქმედი წესებით დადგენილი ან დამატებით


მოთხოვნილი დოკუმენტების/ინფორმაციის წარდგენაზე, მას უარი უნდა ეთქვას
ურთიერთობების დამყარებაზე, კონკრეტული მომსახურების გაწევაზე. გამონაკლის
შემთხვევებში, კლიენტს შეუძლია წერილობით დაასაბუთოს გარკვეული დოკუმენ-
ტის/ინფორმაციის მოწოდების შეუძლებლობის ან შეფერხების მიზეზები. თითოეული
ასეთი ფაქტი წარმოადგენს სპეციალური განხილვის საგანს და გადაწყვეტილება მიიღება
გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით.

15. ფინანსური მონიტორინგის და შესაბამისობის დეპარტამენტს აქვს უფლება მოითხოვოს


ნებისმიერ არსებულ კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტა ან ნებისმიერი
პოტენციური კლიენტისთვის საქამიან ურთიერთობის დამყარებაზე უარის თქმა. ასეთ
შემთხვევაში დეპარტამენტის მოთხოვნა სავალდებულოა შესასრულებლად.

16. დეპარტამენტსა და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს შორის უთანხმოების


წარმოშობის შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ბანკის გენერალური
დირექტორი.

KYC ფაილის ვალიდაცია/ავტორიზაცია

17. KYC ფაილის ვალიდაციის პროცესი შეიძლება წარიმართოს


 გამომდინარე კლიენტის კატეგორიიდან,
 გამომდინარე იქიდან, თუ როდის ხორციელდება KYC პროცედურა – კლიენტთან
ურთიერთობის საწყის ეტაპზე თუ ურთიერთობის პერიოდში.

18. ფულის გათეთრებასთან ბრძოლის თვალსაზრისით განსაზღვრულია კლიენტების


შემდეგი კატეგორიები:
 მოწყვლადი / არამოწყვლადი კლიენტები;
 კლიენტები, რომლებიც ექვემდებარებიან პერმანენტულ კონტროლს/კლიენტები,
რომლებიც არ ექვემდებარებიან პერმანენტულ კონტროლს.

19. მოწყვლადი კლიენტებს მიეკუთვნებიიან მარალი რისკის მატარებელი კლიენტებია და


ასევე კლიენტები, რომელთა მიმართ მოქმედებს დამატებითი მოთხოვნები და/ან
შეზღუდვები.

20. პერმანენტულ კონტროლს ექვემდებარებიან მოწყვლადი კლიენტები აგრეთვე


კლიენტები, რომლებსაც კონტროლს დაქვემდებარებული კლიენტის სტატუსი
მინიჭებული აქვთ ბანკის ფინანსური მონიტორინგის და შესაბამისობის დეპარტამენტის
მიერ კანონის მოთხოვნების საფუძველზე ან/და სხვა შესაბამისი ფაქტობრივი
გარემოებებიდან გამომდინარე. პერმანენტულ კონტროლს შესაბამისი კატეგორიის
კლიენტების ოპერაციებზე ახორციელებს ფინანსური მონიტორინგის და შესაბამისობის
დეპარტამენტი.

21. KYC ფაილის ვალიდაცია კლიენტის კატეგორიიდან გამომდინარე ხორციელდება:


 არამოწყვალადი კლიენტის KYC ფაილის პროგრამულ დადასტურებას აკეთებს
შესაბამისი ფუნქციების შემსრულებელი თანამშრომელი ფაილის ორივე
კომპონენტის (ელექტრონული და დოკუმენტური) გადამოწმების შედეგად, ხოლო
საბოლოო ვალიდაციას ფინანსური მონიტორინგის და შესაბამისობის
დეპარტამენტი.
 მოწყვალადი კლიენტების შემთხვევაში KYC ფაილების ვალიდაცია ხდება რისკის
დონეების შესაბამისად, მაგალითად, პოლიტიკურად აქტიურ პირთან საქმიანი
ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში სავალდებულოა ბანკის გენერალური
დირეტორის თანხმობის მიღება, ოფშორული კომპანიის შემთხვევაში –
ფინანსური მონიტორინგის და შესაბამისობის დეპარტამენტთან შეთანხმება (KYC
ფაილის ვალიდაცია) და სხვ.

22. პირველადი KYC ფაილის ორივე კომპონენტი (ელექტრონული და დოკუმენტური) უნდა


შეიქნას და გაიაროს პროგრამული დადასტურების და ვალიდაციის პროცესი,
კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების სტადიაზე. პირველადი KYC ფაილის
შექმნის და ვალიდაციის დასრულებამდე დაუშვებელია:
 ანგარიშის გახსნა;
 ტრანზაქციის შესრულება.

23. ყველა კატეგორიის კლიენტის KYC ფაილი ექვემდებარება განახლებას შემდეგი


პერიოდულობით და შემთხვევებში:
 რისკის დაბალი დონის შემთხვევაში – 3 წელიწადში ერთხელ;
 რისკის საშუალო დონის შემთხვევაში – 2 წელიწადში ერთხელ;
 რისკის მაღალი დონის შემთხვევაში – ყოველწლიურად;
 კლიენტის მიერ ახალი პროდუქტის მოთხოვნის შემთხვევაში;
 კლიენტის მონაცემთა ცვლილების შესახებ რაიმე ინფორმაციის მიღებისას
ნებისმიერი სანდო წყაროდან.
 კლიენტის მიერ ტრანზაციების გეოგრაფიული არეალის მკვეთრად ცვლილების
დროს;
 კლიენტის შესახებ საჯარო წყაროებში ნეგატიური ინფორმაციის არსებობისას.
 და სხვა ნებისმიერი გარეომების არსებობისა, რომელიც შესაძლოა რაიმე სახის
გავლენა მოახდინოს კლიენტის რეპუტაციაზე, მონაცემებზე და ა.ს.

24. განახლებული KYC ფაილების პროგრამული დადასტურება/ვალიდაცია ხორციელდება


ბანკში არსებული სტანდარტული წესებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც
კლიენტის შეცვლილი მონაცემები იწვევს კლიენტის სტატუსის შეცვლას
„არამოწყვლადიდან“ „მოწყვლადზე“. ასეთ შემთხვევაში განახლებული KYC ფაილების
პროგრამული დადასტურება/ვალიდაცია ხორციელდება იგივე წესით, როგორც
პირველადი ფაილების.

25. KYC ფაილის პროგრამული დადასტურებისა და ვალიდაციის პროცესში


შესაბამისი თანამშრომელი უნდა დარწმუნდეს, რომ:
 KYC ფაილი სათანადოდ არის მომზადებული;
 KYC ფაილი და მისი ვალიდაციის პროცესი შეესაბამება კლიენტის კატეგორიას
(მოწყვლადი/არამოწყვლადი);
 KYC ფაილში წარმოდგენილი ინფორმაცია არის სწორად და სრულად დაფიქსი-
რებული, ხოლო წარმოდგენილი დოკუმენტაცია არის საიმედო, უტყუარი და
ზუსტი.

26. იმ შემთხვევაში, თუ KYC ფაილი არასრულია და/ან შეიცავს შეუსაბამო


მონაცემებს ან არასათანადო დოკუმენტებს, ფინანსური მონიტორინგის და
შესაბამისობის დეპარტამენტის თანამშრომელი აცნობებს ამის შესახებ შესაბამის
თანამშრომელს, რომელიც ან თვითონ უზრუნველყოფს ფაილის მოწესრიგებას
(განახლებას)/ან შეუძლებლობის შემთხვევაში ატყობინებს დეპარტამენტს

27. კლიენტთან ან მის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებთან/მონაცემებთან მიმართებაში


ნებისმიერი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია დაუყოვნებლივ
უნდა ეცნობოს ფინანსური მონიტორინგის და შესაბამისობის დეპარტამენტს.

ფინანსური მონიტორინგის და შესაბამისობის დეპარტამენტის მიერ KYC ფაილის შემოწმება

28. ფინანსური მონიტორინგის და შესაბამისობის დეპარტამენტი ახორციელებს KYC


ფაილების ვალიდაციას მათი შემოწმების საფუძველზე. შემოწმების პროცესში
დეპარტამენტი ასრულებს შემდეგ სამუშაოებს:
 ამოწმებს KYC ფაილის სისწორესა და სისრულეს, წარმოდგენილი ინფორმაციისა
და დოკუმენტების ურთიერთშესაბამისობას და საიმედოობას;
 ამოწმებს შესაბამის კლიენტს, მის წარმომადგენლებს, ხელმძღვანელებს,
მფლობელებს, ბენეფიციარ მესაკუთრეებს შიდა და საერთაშორისო მონაცემთა
ბაზებში;
 შეძლებისდაგვარად მოიპოვებს საჯარო ინფორმაციას კლიენტის და მასთან
დაკავში-რებული პირების შესახებ;
 ატარებს კვლევას მისთვის ხელმისაწვდომი საინფორმაციო წყაროების
გამოყენებით (ინტერნეტი, მას–მედიის საშუალებები, სხვა პარტნიორი საფინანსო
ინსტიტუტებიდან მოპოვებული ინფორმაცია და სხვ.).

პერმანენტული და პერიოდული კონტროლი

29. პროცესის პერმანენტული კონტროლი ხორციელდება ფილიალების და ფინანსური


მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტის დონეზე.

30. ფილიალის KYC ფაილების შემოწმება ტარდება წელიწადში ერთხელ, პერმანენტული


კონტროლი ბანკში არსებული ზოგადი ორგანიზაციული სქემის მიხედვით. შემოწმება
წარმოებს შერჩევითი პრინციპით და ვრცელდება როგორც პირველად ისე განახლე-ბულ
KYC ფაილებზე. შემოწმების შედეგად აღმოჩენილი დარღვევები ფიქსირდება სისტემაში.
არასრულყოფილი KYC ფაილების მოწესრიგებას უზრუნველყოფს ფილიალის
მმართველი ან/და ფინანსური მონიტორინგის და შესაბამისობის დეპარტამენტის
თანამშრომლები.
31. ფინანსური მონიტორინგის და შესაბამისობის დეპარტამენტი ახორციელებს KYC
ფაილების ელექტრონული კომპონენტების შემოწმებას. შემოწმება ტარდება წელიწადში
ორჯერ შერჩევითი პრინციპით და მოიცავს ყველა ფილიალში შექმნილ და განახლებულ
ფაილებს. შემოწმების შედეგად აღმოჩენილი დარღვევები ფიქსირდება სისტემაში.
ინფორმაცია აღმოჩენილი დარღვევებისა და უზუსტობების შესახებ მიეწოდება
შესაბამისი ფილიალების მმართველებსა და თანამშრომლებს, რომლებიც
უზრუნველყოფენ მათ გამოსწორებას.

32. სისტემატური ხასიათის ერთგვაროვანი შეცდომებისა და უზუსტობების აღმოჩენის


შემთხვევაში, დეპარტამენტი ავრცელებს ზოგადი ხასიათის განმარტებებსა და
მითითებებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს KYC პროცესის ყველა მონაწილემ.
ყოველკვარტალური შემოწმებების გარდა, დეპარტამენტს ასევე შეუძლია ჩაატაროს KYC
ფაილების მიზნობრივი კონტროლი, რომლის ფარგლებშიც შესამოწმებელი ფაილები
შეირჩევა შესაბამისი მიზნებიდან გამომდინარე (კონკრეტული ფილიალი/სერვის
ცენტრი, კლიენტების გარკვეული ჯგუფი ან კატეგორია და ა.შ.). საჭიროების
შემთხვევაში დეპარტამენტს აქვს უფლება მოითხოვოს KYC ფაილების დოკუმენტური
კომპონენტებიც.

33. პერმანენტული კონტროლის ფარგლებში უნდა შემოწმდეს:


 რამდენად სრულადაა წარმოდგენილი კლიენტის იდენტიფიკაციისთვის
აუცილებელი დოკუმენტაცია/ინფორმაცია;
 რამდენად სწორად არის განსაზღვრული კლიენტის კატეგორია და შეესაბამება
თუ არა KYC ფაილი და მისი ვალიდაციის პროცესი კლიენტის კატეგორიას;
 რამდენად აქტუალური და ხარისხიანია წარმოდგენილი
დოკუმენტაცია/ინფორმაცია (არის თუ არა დროულად განახლებული,
ურთიერთშესაბამისი, საიმედო და ა.შ.);
 რამდენად დაცულია KYC ფაილების შენახვის წესი.

იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია

34. პირის იდენტიფიკაცია არის ფიზიკური პირის ვინაობის დადგენა, იურიდიული ძალის
მქონე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით ან/და იურიდიული
პირის (ორგანიზაციულ სამართლებრივი წარმონაქმნის, რომელიც არ წარმოადგენ
იურიდიულ პირს) შექმნის იურიდიული საფუძვლების, ორგანიზაციული
სტრუქტურისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა დადგენა, მისი
დაფუძნების და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით.
35. პირის იდენტიფიკაცია, ნაღდი ანგარიშსწორებით ოპერაციის შესრულებისას,
სავალდებულოა განხორციელდეს, თუ ოპერაციის თანხა აღემატება 3 000 ლარს (ან მის
ექვივალენტს სხვა ვალუტაში), ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში - 1 500
ლარს (ან მის ექვივალენტს სხვა ვალუტაში). ამასთან, თუ გარიგება არის საეჭვო ან
ჩნდება ეჭვი არსებული კლიენტების საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან/და
შესაბამისობაში, ბანკი ვალდებულია განახორციელოს პირის იდენტიფიკაცია ოპერაციის
თანხის ოდენობის მიუხედავად.

36. იდენტიფიკაციის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია


არ მოემსახუროს კლიენტს და დაუყონებლივ წარუდგინოს ფმს-ს ანგარიშგების
შესაბამისი ფორმა, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ
გარიგების/ოპერაციის და მისი მონაწილე პირების შესახებ.

37. ბანკის ფილიალების ყველა თანამშრომელი ვალდებულია მოახდინოს კლიენტების მათი


წარმომადგენლების და მარწმუნებლების, აგრეთვე მესამე პირების, თუ გარიგება იდება
მესამე პირის სასარგებლოდ) და მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების იდენტიფიკაცია
წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად.

38. იდენტიფიკაციის პროცესისგანხორცილებისას კლიენტისთვის მინიჭებული რისკის


დონის მიუხედავად, ბანკის მიერ უნდა განხორცილდეს კანონმდებლობით
განსაზღვრული სტანდარტული საიდენტიფიკაციო მონაცემების დადგენა, კერძოდ:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:

ა.ა) სახელი და გვარი;

ა.ბ) მოქალაქეობა;

ა.გ) დაბადების თარიღი;

ა.დ) საცხოვრებელი ადგილი;

ა.ე) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი და მოქალაქის პირადი ნომერი


პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით;

ა.ვ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე -


შესაბამისი რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანო,
გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:

ბ.ა) სრული სახელწოდება;


ბ.ბ) საქმიანობის საგანი;

ბ.გ) იურიდიული მისამართი (ფილიალის ან წარმომადგენლობის შემთხვევაში,


როგორც მისი მისამართი, ასევე, სათაო დაწესებულების მისამართი);

ბ.დ) მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;

ბ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ.ვ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების


საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად);

ბ.ზ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც წარმოადგენს იურიდიულ


პირს მონიტორინგს დაქვემდებარებულ კონკრეტულ საბანკო ოპერაციაში
(გარიგებაში);

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნის


შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს:

გ.ა) სრული სახელწოდება;

გ.ბ) იურიდიული მისამართი;

გ.გ) სამართლებრივი აქტი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შექმნილია (ან რომლის


საფუძველზეც მოქმედებს) ეს ორგანიზაციული წარმონაქმნი;

გ.დ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ.ე) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების


საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად);

გ.ვ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც წარმოადგენს ასეთ


ორგანიზაციულ წარმონაქმნს მონიტორინგს დაქვემდებარებულ კონკრეტულ
საბანკო ოპერაციაში (გარიგებაში).

39. ბანკმა ასევე უნდა მიიღოს გონივრული ზომები, შემდეგი ინფორმაციის დადგენის
მიზნით:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:

ა.ა) მამის სახელი;

ა.ბ) დაბადების ადგილი;


ა.გ) დროებითი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი (როგორც საქართველოში,
ისე საზღვარგარეთ), თუ იგი არ ემთხვევა რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილს;

ა.დ) ძირითადი საქმიანობა და დაკავებული თანამდებობა;

ა.ე) სხვა ბანკებში საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები;

ა.ვ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე, იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის


შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს):

ბ.ა) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების


თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი;

ბ.ბ) სხვა ბანკებში საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები.

40. ბანკი კლიენტის იდენტიფიკაციისას ან/და მისი ვინაობის ვერიფიკაციისას შეიძლება


დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც ფინანსური ქმედების სპეციალური
ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს პირის და მისი
ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციას და ვერიფიკაციას, ინახავს “ბანკების მიერ
ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური
მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-11 მუხლით
გათვალისწინებულ დოკუმენტებს და ექვემდებარება, ზემოაღნიშნული
რეკომენდაციების შესაბამისად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის
დაფინანსების აღკვეთის ზედამხედველობასა და რეგულირებას. ამასთანავე, ბანკი
ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტის იდენტიფიკაციასთან
დაკავშირებულ ინფორმაციაზე (დოკუმენტებზე და მათ ასლებზე) დაუყოვნებელი
ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ასეთ შემთხვევაში “ბანკების მიერ
ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური
მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“დებულებით დადგენილი
წესის თანახმად, საბოლოო პასუხისმგებლობა, კლიენტის იდენტიფიკაციასა და მისი
ვინაობის გადამოწმებაზე, ეკისრება ბანკს.

41. ბანკი უფლებამოსილია, კლიენტის (მისი წარმომადგენლის ან მარწმუნებლის, აგრეთვე


მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) და მისი ბენეფიციარი
მესაკუთრის იდენტიფიკაციის მიზნით ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების
მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.
42. წინამდებარე ინსტრუქციით გათვალისწინებული წესის თანახმად კლიენტისა და მისი
ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის იდენტიფიკაცია და გადამოწმება, და სხვა
ინფორმაციის მოპოვება უნდა განხორციელდეს გარიგების შესრულებამდე, ანგარიშის
გახსნამდე, ან სხვა სახის საქმიანი ურთიერთობების დამყარებამდე, და აგრეთვე საქმიანი
ურთიერთობების გაგრძელებამდე, თუ არსებობს ეჭვი უკანონო შემოსავლის
ლეგალიზაციასთან ან ტერორიზმის დაფინანსებასთან მიმართებაში, ან არსებობს ეჭვი
კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში.

43. წინამდებარე ინსტრუქციით გათვალისწინებული, კლიენტისა და მისი ბენეფიციარი


მესაკუთრის ვინაობის იდენტიფიკაცია და გადამოწმება, და სხვა ინფორმაციის მოპოვება
უნდა განხორციელდეს გარიგების შესრულებამდე, ანგარიშის გახსნამდე, ან სხვა სახის
საქმიანი ურთიერთობების დამყარებამდე, ხოლო თუ არსებობს ეჭვი უკანონო
შემოსავლის ლეგალიზაციასთან ან ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ან
ჩნდება ეჭვი არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტესა ან შესაბამისობაში -
საქმიანი ურთიერთობების გაგრძელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც
კლიენტი არის დაბალი რისკის მქონე კლიენტი.

44. აკრძალულია:

 ანონიმური ან/და ფიქტიურ სახელზე ანგარიშის გახსნა ან წარმოება.


 შეუძლებელია კლიენტის იდენტიფიკაციის ჩატარება;
 საბანკო ოპერაციების წარმოება ან საქმიანი ურთიერთობის დამყარება, თუ
გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის
ხელშემწყობ პირთა სიაში;
 საბანკო ოპერაციების წარმოება საქმიანი ურთიერთობის დამყარება, თუ გარიგების
მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ამერიკის შეერთებული შტატების
ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის დეპარტამენტის (OFAC)
"განსაკუთრებული კატეგორიის მოქალაქეთა სიაში" (SDN), ევროკავშირის, გაერო-ს
და სანქციების დაწესებაზე უფლებამოსილი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების
სიებში;
 საბანკო ოპერაციების წარმოება, თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი
შეტანილია გაერო-ს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ სიებში (the
UN Iran's nuclear program).
 კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება საიდენტიფიკაციო მონაცემების
ნამდვილობაში ეჭვის გაჩენის შემთხვევაში;
 კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება, ხელმძღვანელობისაგან უარის
მიღების შემთხვევაში წინამდებარე ინსტრუქციის მე-6 თავის შესაბამისად;
 კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება, ხელმძღვანელობისაგან უარის
მიღების შემთხვევაში;

45. ბანკის ფილიალების უფლებამოსილი მუშაკები ვალდებული არიან კლიენტთან


საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე გამოარკვიონ, თუ რა სახის და რა მიზნით სურს
მას ბანკთან ურთიერთობა, მუდმივად მოახდინონ არსებულ კლიენტსა და ბანკს შორის
ურთიერთობის შესწავლა.

46. იურიდიული პირის (და აგრეთვე ორგანიზაციული წარმონაქმნისა, რომელიც არ


წარმოადგენს იურიდიულ პირს) იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის დროს ბანკი
ვალდებულია მოიპოვოს ინფორმაცია მისი საქმიანობის და მისი მფლობელი და
მმართველი (მაკონტროლებელი) სტრუქტურის შესახებ.

47. ბანკი ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის


მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.

48. ბანკი ვალდებულია განახორციელოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი


მონიტორინგი, რომელიც მოიცავს:
ა. კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ინფორმაციისა და
ჩანაწერების შენახვას;
ბ. არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ
შესაბამისობას მოქმედ ნორმებთან;
გ. გარიგების დეტალურ შესწავლას - იმისათვის, რომ დაადგინოს შეესაბამება თუ
არა გარიგება ბანკის ინფორმაციას თავისი კლიენტის, მისი კომერციული ან
პირადი საქმიანობის, რისკის ჯგუფის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ქონების
(მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესახებ.
დ. კლიენტის რისკის დონის შესაბამისად, წინასწარი დადგენილი
პერიოდულობის მიხედვით.

49. ბანკის ფილიალების უფლებამოსილი თანამშრომლები ვალდებულნი არიან


პერიოდულად განაახლონ არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემები და უზრუნველყონ
მოქმედ ნორმებთან მათი შესაბამისობა შემდეგ შემთხვევებში:
ა. დოკუმენტების მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში;
ბ. იმ შემთხვევაში, როდესაც კლიენტების განაცხადით ბანკისათვის ცნობილი გახდა
კლიენტების საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილებების შესახებ;
გ) კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში.

50. კლიენტების იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებია შემდეგი:


ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის შემთხვევაში - პირადობის მოწმობა
ან პასპორტი, ხოლო თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია, როგორც
ინდივიდუალური მეწარმე - აგრეთვე, მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი
დოკუმენტი;

ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქე ფიზიკური პირის შემთხვევაში - შესაბამისი


ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი;

გ) რეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე, იმ ორგანიზაციული


წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) -
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი აქტი მისი
შექმნის შესახებ ან ამონაწერი სამეწარმეო (სხვა შესაბამისი) რეესტრიდან და
პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი
დოკუმენტი;

დ) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში - შესაბამისი ქვეყნის


სათანადო ორგანოების მიერ გაცემული პირის შექმნისა და რეგისტრაციის
დამადასტურებელი დოკუმენტები და პირის წარმომადგენლობაზე
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

51. ფიზიკური პირის იდენტიფიკაციის მიზნით, შესაძლებელია, ასევე გამოყენებულ იქნას,


საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული შემდეგი დოკუმენტები:

ა) მუდმივი ბინადრობის მოწმობა, გაცემული ხუთი წლის ვადით საქართველოში


მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებსა და უცხო ქვეყნების
მოქალაქეებზე;

ბ) დროებითი ბინადრობის მოწმობა, გაცემული ბინადრობის ნებართვის ვადით


საქართველოში დროებით მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებზე და უცხო
ქვეყნების მოქალაქეებზე, აგრეთვე, ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე
(ლტოლვილის სტატუსი ენიჭებათ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს ან მოქალაქეობის
არმქონე პირებს) გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა სამი წლის ვადით;

გ) სამგზავრო პასპორტი გაცემული ორი წლის ვადით, მხოლოდ საქართველოში


მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებზე;
დ) სამგზავრო დოკუმენტი გაცემული ორი წლის ვადით ლტოლვილის ან
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე;

52. საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული


ბინადრობის მოწმობის მქონე ფიზიკური პირის იდენტიფიკაცია, ასევე, შესაძლებელია
განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული პირის
პირადი ნომრის შემცველი მართვის მოწმობის საფუძველზე, თუ პირის მონაცემების
გადამოწმება ხდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის
მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, მისი წერილობითი თანხმობით.

53. უცხო სახელმწიფოს მოქალაქე ფიზიკური პირის შემთხვევაში, გარდა ზემოაღნიშნული


დოკუმენტებისა, იდენტიფიკაციის მიზნით, შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნას
საერთაშორისო მრავალმხრივი თუ ორმხრივი შეთანხმებებით გათვალისწინებული
სათანადო წესით დამოწმებული სხვა შესაბამისი დოკუმენტები.

54. არარეზიდენტი იურიდიული პირის იდენტიფიკაციის მიზნით წარმოდგენილი


ინფორმაცია (დოკუმენტები) ბანკს წარედგინება აპოსტილით დამოწმებული ან
ლეგალიზებული სახით (თუ საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებით სხვა რამე არ
არის გათვალისწინებული):

55. ფიზიკური პირის იდენტიფიკაციისათვის პირადობის მოწმობის და პასპორტის გარდა


პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ისეთ
გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც პირს არ შეიძლება გააჩნდეს პირადობის მოწმობა
ან პასპორტი (მაგალითად, არასრულწლოვანი პირის სახელზე ანაბრის გახსნის
შემთხვევაში).

56. ბანკის უფლებამოსილმა თანამშრომლებმა (როგორც ბანკის სათავო ოფისის, აგრეთვე


მისი ფილიალების), ბანკის შიდა დოკუმენტებით დაწესებული უფლება-მოვალეობების
ფარგლებში, უნდა დააფიქსირონ პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი
დოკუმენტების გამცემი ქვეყანა, ორგანო, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა.

57. იმ პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლებიც არ არიან ბანკის კლიენტები


(ბანკთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირები), აღირიცხება
წარმოდგენილი (ბანკის ხელთ არსებული) ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე.
ბანკის უფლებამოსილი თანამშრომლები (როგორც ბანკის სათავო ოფისის, აგრეთვე მისი
ფილიალების) არ არიან ვალდებულნი მოსთხოვონ კლიენტებს გარიგების მეორე მხარის
საიდენტიფიკაციო დოკუმენტების დამატებით წარმოდგენა.
58. ბანკის მუდმივი კლიენტების (იმ პირების, რომელთაც ბანკში გახსნილი აქვთ ერთი ან
მეტი საბანკო ანგარიში და, რომლებიც პერიოდულად მიმართავენ ბანკს ფინანსური
ოპერაციების განსახორციელებლად), საიდენტიფიკაციო მონაცემების დაფიქსირების,
სისტემატიზაციისა და უკეთ შესწავლის მიზნით ბანკს შეუძლია გამოიყენოს
კლიენტების ანკეტირების პროცედურა. ანკეტირების პროცესის პარალელურად ბანკმა
უნდა უზრუნველყოს შესაბამის მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა -
საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზა.

59. ანკეტირების პროცესის გამოყენება აგრეთვე დაშვებულია იმ პირთა


იდენტიფიკაციისათვის, რომლებიც მიმართავენ ბანკს ერთჯერადი ფინანსური
ოპერაციის (ფულადი გზავნილების განხორციელება, ვალუტის ყიდვა-გაყიდვა,
ბანკნოტების გადაცვლა და ა.შ.) განხორციელების მიზნით ან წარმოადგენენ საბანკო
ოპერაციის (გარიგების) მონაწილე მეორე ან მესამე პირს (თუ საბანკო ოპერაცია
(გარიგება) სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ).

60. იდენტიფიკაციისთვის წარმოდგენილი დოკუმენტები ინახება ორიგინალის ან


დამოწმებული ასლების სახით. ამასთან, ასლები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის
ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამშრომლის მიერ.

61. ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ საბუთის ასლის დამოწმებისას აუცილებელი წეისთ
ხდება საიდენტიფიკაციო დოკუმენტზე დამოწმების თარიღი და დამმოწმებელი პირის
ვინაობის დატანა. დამოწმებას არ საჭიროებს კლიენტის იდენტიფიკაციისათვის
წარმოდგენილი და ბანკის მიერ გადამოწმებული მონაცემები, თუ იგი მოპოვებულია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მონაცემთა
ელექტრონული ბაზის მეშვეობით.

62. იმ შემთხვევებში თუ ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების გადამოწმება


განხორციელდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის
მონაცემთა ელექტრონული ბაზაში, შესაბამისი თანამშრომელი ვალდებულია
გადამოწმება განახორციელოს გარიგების განხორციელებამდე და შეინახოს სამსახურის
მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მონაცემების მოძიების დამადასტურებელი
ინფორმაცია (დროის მითითებით).

იდენტიფიკაციის სახეები

63. კლიენტების იდენტიფიკაცია დაყოფილია ორ სახედ:


- სრული იდენტიფიკაცია;
- გამარტივებული იდენტიფიკაცია;
64. კლიენტების სრული იდენტიფიკაცია მათი წარმომადგენლების ან მარწმუნებლების,
აგრეთვე მესამე პირების, თუ გარიგება იდება მესამე პირების სასარგებლოდ) წარმოებს,
როდესაც:
ა. გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3 000 (სამი ათას) ლარს ან მის
ექვივალენტს სხვა ვალუტაში;
ბ. ფულადი სახსრების საგადახდო ან შეტყობინებების გაცვლის სისტემებით
განხორციელებული ადგილობრივი და საერთაშორისო ოპერაციებისას
(გადარიცხვებისა და ფულადი გზავნილებისას) თანხა აღემატება 1500 ლარს (ან
მის ექვივალენტს სხვა ვალუტაში);
გ. ჩასატარებელი გარიგება ატარებს გარკვეული ტიპის საეჭვო ნიშნებს;
დ. ჩნდება ეჭვი არსებული კლიენტების საიდენტიფიკაციო მონაცემების
სიზუსტესა და/ან შესაბამისობაში;

65. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე თავის 64-ე
პუნქტში, წარმოებს კლიენტის გამარტივებული იდენტიფიკაცია.

66. კლიენტის გამარტივებული იდენტიფიკაცია მდგომარეობს:


ფიზიკური პირის შემთხვევაში:
 კლიენტის სახელის, გვარის გადახედვა-შემოწმებაში;
 კლიენტის, კონტრაგენტის (არსებობის შემთხვევაში), კონტრაგენტი ბანკის
(არსებობის შემთხვევაში) შემოწმებაში, ბანკში არსებული ელექტრონული
მონაცემთა ბაზების მიხედვით;

იურიდიული პირის და კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნის


შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს:
 ამ კლიენტის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი
პირის გვარისა და სახელის გადახედვა-შემოწმებაში საიდენტიფიკაციო
დოკუმენტების მიხედვით;
 ბენეფიციარი მესაკუთრის და ამ კლიენტის ხელმძღვანელობასა და
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, მისი კონტრაგენტის (არსებობის
შემთხვევაში) და კონტრაგენტი ბანკის (არსებობის შემთხვევაში) შემოწმებაში,
ბანკში არსებული მონაცემთა ელექტრონული ბაზების მიხედვით.
67. იდენტიფიკაციის სრული პროცედურის დროს, ბანკის ფილიალების უფლებამოსილი
მთანამშრომლები, გარდა წინამდებარე თავში მითითებული ქმედებებისა,
ახორციელებენ შემდეგ ქმედებებს:

ა. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მიერ განხორციელებული გარიგების


(ოპერაციის) თანხა აღემატება 3 000 (სამი ათას) ლარს ან მის ექვივალენტს სხვა
ვალუტაში, ბანკის ფილიალის უფლებამოსილი თანამშრომელი აწარმოებს პირის
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის გადაღებას, თუ ამ
დოკუმენტის ასლი არ მოიძებნა საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა
ელექტრონულ ბაზაში, ასლის დამოწმებას წინამდებარე ინსტრუქციის
მოთხოვნების თანახმად, ინახავს ზემოაღნიშნულ ასლს დღის საოპერაციო
დოკუმენტებში, და აგრეთვე აწარმოებს აღნიშნული დოკუმენტის დასკანირებული
ვერსიის ატვირთვას საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონულ
ბაზაში. ჩატარებული პროცედურების შემდეგ ბანკის ფილიალის უფლებამოსილი
თანამშრომელი ახორციელებს საბანკო ოპერაციას შიდა პროცედურების თანახმად.

ბ. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მიერ ანგარიშის გაუხსნელად


ადგილობრივი/საერთაშორისო ფულადი გზავნილების ჩატარებული ოპერაციების
თანხა აღემატება 1 500 (ერთი ათას ხუთას) ლარს ან მის ექვივალენტს სხვა
ვალუტაში, ბანკის ფილიალის უფლებამოსილი მუშაკი აწარმოებს პირის
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის გადაღებას, თუ ამ
დოკუმენტის ასლი არ მოიძებნა საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა
ელექტრონულ ბაზაში, ასლის დამოწმებას წინამდებარე ინსტრუქციის
მოთხოვნების თანახმად, ინახავს ზემოაღნიშნულ ასლს დღის საოპერაციო
დოკუმენტებში, და აგრეთვე აწარმოებს აღნიშნული დოკუმენტის დასკანირებული
ვერსიის ატვირთვას საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონულ
ბაზაში. ჩატარებული პროცედურების შემდეგ ბანკის ფილიალის უფლებამოსილი
თანამშრომელი ახორციელებს საბანკო ოპერაციას შიდა პროცედურების თანახმად.

68. კლიენტის მიერ ბანკში გახსნილი ანგარიშების გამოყენებით


ადგილობრივი/საერთაშორისო ფულადი გზავნილების შემთხვევაში:
 ბანკის ფილიალის უფლებამოსილი თანამშრომელი ადარებს კლიენტის მიერ
წარმოდგენილ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს საიდენტიფიკაციო
დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ დოკუმენტის
ასლს;
 თუ კლიენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი იდენტურია მონაცემთა
ბაზაში არსებული დოკუმენტისა, ბანკის ფილიალის უფლებამოსილი მუშაკი
ასრულებს საბანკო ოპერაციას შიდა პროცედურების თანახმად;
 თუ კლიენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის იდენტური
მონაცემთა ბაზაში არსებული დოკუმენტისა, ბანკის ფილიალის
უფლებამოსილი მუშაკი აწარმოებს პირის პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტის ასლის გადაღებას, მის დამოწმებას წინამდებარე ინსტრუქციის
მოთხოვნების თანახმად, ინახავს ზემოაღნიშნულ ასლს დღის საოპერაციო
დოკუმენტებში, და აგრეთვე აწარმოებს აღნიშნული დოკუმენტის
დასკანირებული ვერსიის ჩატვირთვას საიდენტიფიკაციო დოკუმენტების
მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;
 ჩატარებული პროცედურების შემდეგ ბანკის ფილიალის უფლებამოსილი
თანამშრომელი ახორციელებს საბანკო ოპერაციას შიდა პროცედურების
თანახმად.

თავი.9 იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის პროცედურები

1. AML/CFT მიზნებიდან გამომდინარე, მონიტორინგის განხორცილების მნიშვნელოვან


ასპექტს წარმოადგენს ბენეფიციარი მესაკუთრე პირების იდენტიფიკაციისა და
ვერიფიკაციის პროცესი.

2. ბენეფიციარი მესაკუთრე არის ფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო


მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება
გარიგება (ოპერაცია); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე, საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც
არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის
უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი
ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი
ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო
იურიდიული პირის მართვაზე. ამასთან, თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური
მიზნებისათვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ გააჩნია
მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი, მაშინ – მისი მმართველი ორგანოს წევრი
ჩაითვლება ბენეფიციარ მესაკუთრედ.

3. ბანკმა, კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის პირადობის ვერიფიკაციის მიზნით უნდა


მიიღოს გონივრული ზომები სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და
დარწმუნდეს, რომ იცის ვინ არის კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე. ბენეფიციარი
მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებული
საიდენტიფიკაციო პროცედურები.

4. იურიდიულ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას (იურიდიული პირის


კლიენტად რეგისტრაციისას) აუცილებელია წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი
პირის ვრცელი ინტერვიუს ჩატარება (KYC პროცედურები), პირის რეზიდენტობის და
სამართლებრივი ფორმის დადგენა და სავარაუდო რისკის კატეგორიის
გათვალისწინებით დეტალური ინფორმაციის მიწოდება წარმოსადგენი
დოკუმენტაციის/ინფორმაციის შესახებ.

5. ბენეფიციარი მესაკუთრეების დადგენის მიზნით ბანკმა აუცილებელად უნდა


მოახდინოს კლიენტის მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) სტრუქტურის
სრულყოფილი შესწავლა. ასვეე უნდა გაითვალისწინოს იმ ქვეყნების საკანონმდებლო
რეგულაციები, სადაც რეგისტრირებულია და მოქმედებს კლიენტი ან მის სტრუქტურაში
შემავალი რომელიმე იურიდიული პირი/ორგანიზაციული წარმონაქმნი.

6. ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის პროცესში მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ


იქნას თუ რა სამართლებრივი ფორმისაა იურიდიული პირი, რომელი ქვეყნის
იურისდიქციასა და სამართლებრივ სისტემას მიეკუთვნება, ვინაიდან ხსენებული
ფაქტორების გათვალისწინებით, განსხვავებული ტიპის დოკუმენტები მოითხოვება და
განსხვავებული მიდგომები გამოიყენება კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრეების
დადგენის პროცესში. ამასთან, მნიშვნელოვანია განხილულ იქნას კომპანიის
რეგისტრაციის ქვეყანაში AML/CFT პრევენციული ზომების (განსაკუთრებით
იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის, მათ შორის, ბიზნესის რეგისტრაციისას)
იმპლემენტაციის ხარისხი და ზედამხედველობის ეფექტურობა.

7. ბანკი იურიდიული პირის, მისი მფლობელობის და მმართველობის სტრუქტურის და


ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ პირველად ინფორმაციას იღებს თავად იურიდიული
პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე - ე.წ. თვითდეკლარაციის
(ბენეფიციართა სტრუქტურის) დანართsI მითითებული შაბლონების შესაბამისად
(აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მარტივი მფლობელობის სტრუქტურის მქონე
რეზიდენტ იურიდიულ პირებზე). აუცილებელია, კლიენტის თავდაპირველი რისკის
შეფასებისათვის დანართში მითითებული რომელიმე ფორმის სრულყოფილი შევსება.
თვითდეკლარაციაში წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი უთითებს
იურიდიული პირის დამფუძნებელ კომპანიათა ლოგიკურ ჯაჭვს საბოლოო ბენეფიციარ
მესაკუთრე ფიზიკურ პირამდე, ყველა პირის მაიდენტიფიცირებელი საშუალების
მითითებით.

8. თვითდეკლარაცია, ერთის მხრივ, არის ნდობის წარმომქმნელი და მეორეს მხრივ,


ინფორმაციის წყარო, თუმცა, მისი შევსება არ ათავისუფლებს კლიენტს
სანდო/დამოუკიდებელი წყაროსგან მიღებული ინფორმაციის მოწოდების
ვალდებულებისგან.

9. მე-9 თავის მე-7 პუნქტში ჩამოთვლილი ქმედებების, შემდეგ ბანკი ახორციელებს


იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის პროცედურას შემდეგი
საშუალებებით:
 იურიდიული პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით;
 ინფორმაციის სანდო წყაროზე დაყრდნობით;
 იურიდიული პირის საორგანიზაციო და მაკონტროლებელი სტრუქტურის
დასადგენად გონივრული ზომების მიღებით.

10. იურიდიული პირის მიერ (გარდა კომერციული ბანკისა) ანგარიშის გახსნისას, და


აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნისა, რომელიც არ
წარმოადგენს იურიდიულ პირს, ბანკის ფილიალის უფლებამოსილი თანამშრომელი
ასრულებს შემდეგ ქმედებებს:
ა. მოითხოვს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისაგან
კლიენტის ანკეტის (რომელიც დამტკიცებულია ბანკის შიდა პროცედურების
თანახმად) შევსებას. ანკეტაში პირის წარმომადგენელი მიუთითებს პირის
საბოლოო ბენეფიციარ მესაკუთრეს, და აგრეთვე წარმოადგენს ინფორმაციას პირის
მმართველი (მაკონტროლებელი) სტრუქტურის შესახებ. ანკეტაში პირის
წარმომადგენელი მიუთითებს ბანკთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და
განზრახული ხასიათის შესახებ;
ბ. თუ დამფუძნებელთა სტრუქტურა რთულია (დამფუძნებელთა რთული
სტრუქტურის მქონე კომპანიებად მიიჩნევიან კომპანიები, რომელთა
სადამფუძნებლო სტრუქტურა ვერტიკალურ ჭრილში შეიცავს იურიდიულ პირთა
ორ ან მეტ დონეს) პირის წარმომადგენელი აგრეთვე წარმოადგენს ინფორმაციას
დამფუძნებელთა სტრუქტურის შესახებ, კომპანიების დასახელების, სახელმწიფო
რეგისტრაციის ნომრის, რეგისტრაციის ქვეყნის და კაპიტალში მონაწილეობის
წილის ჩათვლით.
გ. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღების
შედეგად კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე არ იქნა გამოვლენილი, დასაშვებია
ბენეფიციარ მესაკუთრედ აღიარებულ იქნას ერთპიროვნული აღმასრულებელი
ორგანო ან კლიენტის კოლეგიალური აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი.

11. ბანკი იღებს გონივრულ ზომებს კლიენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის


სისწორის და ნამდვილობის შესამოწმებლად. წარმოდგენილი/მოპოვებული ინფორმაცია
გაცემული/დადასტურებული უნდა იყოს სანდო/დამოუკიდებელი წყაროს მიერ და
ყურადღებით უნდა იქნეს შესწავლილი თუ რამდენად ჰქონდა საბუთის გამცემს ამ
ინფორმაციის გაცემის/დამოწმების უფლება და რისი დამოწმება ხდება -
უფლებამოსილების, დოკუმენტის ასლის თუ სხვა. ხსენებული
დოკუმენტებიდან/ინფორმაციიდან უნდა იკვეთებოდეს ლოგიკური ჯაჭვი კომპანიის
პირველი რიგის დამფუძნებლებიდან საბოლოო ბენეფიციარ მესაკუთრემდე.

12. ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპანიის ამონაწერში თუ სხვა დოკუმენტში არ


ეთითება ბენეფიციარი მესაკუთრის პასპორტის ნომერი და ეთითება მხოლოდ
დაბადების თარიღი ან მისამართი. ასეთ შემთხვევაში თუ პირის სხვა მონაცემები (მაგ.
სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) იძლევა მისი დადგენის საშუალებას,
გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალურად, კლიენტის რისკის კატეგორიის და
კომპანიის რეგისტრაციის ქვეყნის თავისებურებების გათვალისწინებით. განხილულ
შემთხვევაში, ბენეფიციარ მესაკუთრეთა იდენტიფიკაციის მიზნით დამატებით
დოკუმენტად შეიძლება მოთხოვნილ იქნას კომუნალური გადასახადების გადახდის
ქვითრები, ქვეყნის შიდა პასპორტის ასლი, ცნობები შესაბამისი უწყებებიდან, რითიც
დადგინდება პირის კავშირი მის სხვა სახის მონაცემებთან.

13. იურიდიული პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების დროს ბენეფიციარის


იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის მიზნებისთვის წარმოდგენილი ნებისმიერი
დოკუმენტი (რომელიც დამოწმებულია სათანადო წესით), უნდა იყოს მაქსიმალურად
განახლებული (ვადა განისაზღვრება შედგენიდან/დამოწმებიდან 6 (ექვსი) თვით).
ბენეფიციარებთან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის განახლება
ხორციელდება ბანკში დადგენილი პროცედურების შესაბამისად რისკზე დაფუძნებული
მიდგომის გათვალისწინებით.

14. კლიენტის რისკის დონის მიუხედავად, ბანკი ახდენს:

ა) კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე პირის იდენტიფიკაციას მასთან საქმიანი


ურთიერთობის დამყარებამდე;

ბ) ბენეფიციარი მესაკუთრე პირის მიმართ ფიზიკური პირისათვის გათვალისწინებული


საიდენტიფიკაციო პროცედურების გატარებას;
გ) კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე პირის შესახებ ინფორმაციის ვერიფიკაციას;

დ) ბენეფიციარი მესაკუთრე პირის შემოსავლების, ქონების, ფულადი სახსრების


წარმომავლობის და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას ან/და მოპოვებას;

ე) ბენეფიციარი მესაკუთრე პირის შესახებ ინფორმაციის პერიოდულ განახლებას და


საკანომდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, ასევე, მიღებული
ინფორმაციის სისტემატიზაციას და მონაცემთა ბაზაში ასახვას;

ვ) იურიდიული პირის ორგანიზაციული, მფლობელობისა და მმართველობის


(კონტროლი) სტრუქტურის გარკვევას და გაანალიზებას;

ზ) იურიდიული პირის საქმიანობის არსისა და საგნის დადგენას;

თ) იურიდიული პირის იმ ფულადი სახსრების მფლობელი ან მაკონტროლებელი


ფიზიკური პირის ვინაობის დადგენას, რომელიც ბანკთან საქმიანი ურთიერთობებით
არის დაკავშირებული;

ი) იურიდიული პირის წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის


მფლობელი პირების გამორკვევას;

კ) დადგენას, მოქმედებს თუ არა იურიდიული პირი ბანკთან საქმიან ურთიერთობაში


სხვა პირის სახელით და თუ მოქმედებს, რა უფლებამოსილების ფარგლებში;

ლ) იმ ფულადი სახსრების ბენეფიციარი მფლობელი ან მაკონტროლებელი ფიზიკური


პირის ვინაობის გამორკვევას, რომელიც დაკავშირებულია ბანკთან საქმიანი
ურთიერთობით;

მ) ფიზიკური პირის საქმიანობის და მისი საგნის შესწავლას;

ნ) გამორკვევას, მოქმედებს თუ არა ფიზიკური პირი ბანკთან საქმიან ურთიერთობაში


სხვა პირის (ბენეფიციარი მესაკუთრის) სახელით და თუ მოქმედებს რა
უფლებამოსილების ფარგლებში;

ო) კლიენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის დადგენას;

პ) სატრასტო ურთიერთობების შემთხვევაში, ყველა იმ ფიზიკური პირის გამორკვევას


და მათი საიდენტიფიკაციო მონაცემების შენახვას, რომელიც საბოლოო ჯამში
ახორციელებს ტრასტის ფაქტობრივ კონტროლს.

15. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის უფლებამოსილმა თანამშრომლებმა ვერ შეძლეს


ბენეფიციარების დადგენის და იდენტიფიკაციის დასრულება კლიენტის მიერ
აუცილებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის გამო, აღნიშნული თანამშრომლები
აწვდიან ინფორმაციას ამ ფაქტის შესახებ ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და
შესაბამისობის დეპარტამენტიდ

16. იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისათვის ინფორმაციის


სანდო წყაროს წარმოადგენს:
 საჯარო წყაროები - მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირების რეესტრი ან სხვა შესაბამისი რეესტრი, ან სხვა სახელმწიფო და საჯარო
ორგანოები;
 იურიდიული პირის ნოტარიულად დამოწმებული ოფიციალური
დოკუმენტები (მაქსიმალურად განახლებული);
 საბოლოო და მიმდინარე ფინანსური ანგარიშგება;
 აქციათა რეესტრი (იმ შემთხვევაში, თუ რეესტრს აწარმოებს თავად შესასწავლი
პირიდამატებით საჭიროა სხვა სანდო წყაროს გამოყენება (თუ კლიენტის რისკი არ
არის დაბალი), მაგალითად, საგადასახადო დეკლარაცია, დივიდენდის ჩარიცხვის
დამადასტურებელი დოკუმენტი);
 სასამართლოს დოკუმენტები (თუ გაცემული დოკუმენტის ვალიდურობას
ადასტურებს სასამართლო ან დოკუმენტი, რომლითაც დგინდება ბენეფიციარი
მესაკუთრის ვინაობა გაცემულია თავად სასამართლოს მიერ);
 საგადასახადო და საბაჟო დეკლარაციები;
 დიდ ათეულში შემავალი აუდიტორული კომპანიების დასკვნები იმ შემთხვევაში
- აუდიტის დასკვნაში ასახული იქნება დირექტორების, აქციონერების,
პარტნიორების თუ სხვა პირების მიერ იურიდიულ პირში მონაწილეობის და
კონტროლის ხარისხის შესახებ ინფორმაცია.

17. იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელ


ინფორმაციას წარმოადგენს:
ა. ინფორმაცია ფიზიკური პირის შესახებ, რომელიც წარმოადგენს იურიდიული
პირის საბოლოო მესაკუთრეს ან მაკონტროლებელ პირს;
ბ. ინფორმაცია ფიზიკური პირის შესახებ, რომელიც არის იურიდიული პირის
წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან
არაპირდაპირი ფორმით მფლობელი ან/და აკონტროლებს იურიდიულ პირს;
გ. ინფორმაცია ფიზიკური პირის (ბენეფიციარი მესაკუთრის) შესახებ, რომლის
სახელით იურიდიული პირი ახორციელებს საქმიან ურთიერთობას ბანკთან.
18. ბანკი სავალდებულო წესით ახდენს მისი კლიენტების პერიოდულ მონიტორინგს,
კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის პიროვნების ხელახალ გადამოწმებას და
საჭიროების შემთხვევაში - ხელახალ იდენტიფიკაციას, თუ:
ა. ეჭვი გაუჩნდა კლიენტის უკვე განხორციელებული იდენტიფიკაციის
სისწორეში;
ბ. განხორციელდა ისეთი ტიპის ტრანზაქცია, ოპერაცია ან ინვესტიცია, რომელიც
არ შეესაბამება კლიენტის არსებულ პროფილს;
გ. კომერციულ ბანკსა და კლიენტს შორის საქმიანი ურთიერთობა არსებითად
შეიცვალა;
დ. კლიენტის რისკის პროფილი გაუარესდა.

19. თუ იურიდიული პირი არ წარმოადგენს რისკის მაღალი ან საშუალო დონის კლიენტს,


ბანკი მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისას შესაძლოა დაეყრდნოს თვით
იურიდიული პირის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას. მაგრამ, თუკი იურიდიული
პირი წარმოადგენს რისკის მაღალი დონის კლიენტს, ბანკმა, სავალდებულო წესით,
უნდა განახორციელოს ბენეფიციარი.

ბენეფიციარი მესაკუთრე პირის ტიპები

20. ბანკის ბანკის მიერ ფიზიკური პირი მიიჩნევა იურიდიული პირის ბენეფიცია არ
მესაკუთრედ, თუ ის
ა) წარმოადგენს კლიენტს ან ფლობს მას საკუთრების უფლების გამოყენებით;
ბ) საბოლოოდ აკონტროლებს კლიენტს სხვა ხერხის გამოყენებით;
გ) წარმოადგენს უმაღლეს მმართველობით და აღმასრულებელ პოზიციაზე მყოფ
ფიზიკურ პირს.

21. კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის მიზნით, მონიტორინგის


განმახორციელებელმა პირმა, პირველ რიგში, უნდა შეისწავლოს კლიენტის
მფლობელობის სტრუქტურა და განსაზღვროს, აკმაყოფილებს თუ არა რომელიმე
ფიზიკური პირი ამ თავის მე- 20 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
კრიტერიუმს.

22. იმ შემთხევევაში, თუ ამ თავის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული


კრიტერიუმით შეუძლებელია ბენეფიციარი მესაკუთრე(ებ)ის დადგენა, ბენეფიციარ
მესაკუთრედ უნდა ჩაითვალოს ამ თავის მე-20 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად
გამოვლენილი ფიზიკური პირი.
23. ამ თავის მე-20 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმი გამოიყენება
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა შესაძლო ღონისძიების გატარების შემდეგ,
მონიტორინგის განმახორციელებელი პირი დარწმუნდა, რომ ამ თავის პირველი
პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ბენეფიციარი მესაკუთრე არ არსებობს.

24. შესაძლებელია, რომ ფიზიკური პირი ერთდროულად აკმაყოფილებდეს ამ თავის მე-20


პუნქტით გათვალისწინებულ რამდენიმე კრიტერიუმს.

ბენეფიციარი მესაკუთრე საკუთრების უფლების გამოყენებით

25. ფიზიკური პირი ჩაითვლება ბენეფიციარ მესაკუთრედ საკუთრების უფლების


გამოყენებით, თუ იგი აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ კრიტერიუმს:
 პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს კლიენტის წილის/აქციების 25% ან მეტს;
 პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს კლიენტის ხმის უფლების მქონე
წილის/აქციების 25%-ს ან მეტს.

26. წილის/აქციის ან ხმის უფლების ფარგლების განსაზღვისას, ყურადღება უნდა მიექცეს


შემდეგ გარემოებებს:
 მფლობელობის ტიპს - პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელობა;
 ხომ არ გვაქვს სახეზე ნომინალური მფლობელობა;
 წილის ან ხმის უფლების ერთობლივი ფლობა ორი ან რამოდენიმე პირის
მიერ;
 წილისა და ხმის უფლების მფლობელებს შორის შეთანხმებებს.

კონტროლი საკუთრების უფლებისგან განსხვავებული გზით

27. იმ შემთხვევაში თუ საკუთრების უფლების გამოყენებით ბენეფიციარი მესაკუთრეები


ვერ გამოვლინდნენ; ან საკუთრების უფლების გამოყენებით ბენეფიციარი მესაკუთრეები
დადგენილები არიან, თუმცა არსებობს საფუძველი, რომ კლიენტზე კონტროლს,
გამოვლენილ ბენეფიციარ მესაკუთრესთან ერთად, აგრეთვე ახორციელებს სხვა პირი ან
რეალური კონტროლი მხოლოდ აღნიშნული სხვა პირის მიერ ხორციელდება. კლიენტის
მაკონტროლებელ პირად მიიჩნევა პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ
უფლებამოსილია ინდივიდუალურად მიიღოს გადაწყვეტილება მმართველობითı და
ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების
დანიშვნის/განთავისუფლების თაობაზე ან სხვა რაიმე ფორმით მოახდინოს
მნიშვნელოვანი ზეგავლენა კლიენტზე, მიუხედავად იმისა, რომ მის საკუთრებაში
არსებული წილის/აქციების ოდენობა შეიძლება ნაკლები იყოს 25%-ზე.

28. კონტროლის განხორციელება შეიძლება გამოიხატოს:

 საწარმოს დაფინანსებაში მონაწილეობით;


 პირადი (ოჯახური) ან პერსონალური ურთიერთობების გამოყენებით (კლიენტის
მფლობელობისა და მმართველობის სტრუქტურაში ოფიციალური მონაწილეობის
გარეშე).
 საზოგადოებრივი გავლენის ქონით

29. არაფორმალური მფლობელობის შემთხვევების გამოვლენის მიზნით, ხორციელდება:

 კლიენტის ოფიციალური დოკუმენტაციის შესწავლა


 კლიენტის და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის საქმიანობისა და ქონების
წარმომავლობის შესწავლაა;
 მიზნობრიობის და გარიგებაში მონაწილე მხარეების სრულყოფილი დადგენა;
 საჯარო წაყროების მოძიება

30. ბანკი კლიენტის სპეციფიკის გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში,


ინდივიდუალურად განიხილავს კლიენტზე სხვა პირის მიერ შესაძლო კონტროლის
განხორციელების საკითხს, ამ მიზნით ფინანსური მონიტორინგის და შესაბამისობის
დეპარტემენტი უფლებამოსილი კლიენტისგან გარდა ამ ტავის 29 პუნქტში ჩამოთვლი
ინფორმაციისა დამატებით მოითხოვოს, აქციონერთა და პარტნიორების კრების ოქმები,
ინფორმაცია კლიენტთან ახლო სოციალურ, პირად ან ნათესაობრივ ურთიერთობაში
მყოფი პირების შესახებ, კლიენტის ბიოგრაფიული მონაცემები და ა.შ;

უმაღლეს მმართველობით და აღმასრულებელ პოზიციაზე მყოფი პირი

31. ყველა შესაძლო ღონისძიების გატარების შემდეგ, თუ ბანკი დარწმუნდა, რომ ზემოთ
განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, ბენეფიციარი მესაკუთრე არ არსებობს,
ბენეფიციარ მესაკუთრედ მიიჩნევა ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე
პირ(ებ)ი - ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს სტრატეგიული
გადაწყვეტილებები იურიდიული პირის საქმიანობასთან დაკავშირებით (მაგ.
დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე).
ა. იმ შემთხვევაში, თუ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების
უფლებამოსილება გააჩნია რამოდენიმე ფიზიკურ პირს, ბენეფიციარ მესაკუთრედ
მიიჩნევა მათ შორის უმაღლესი იერარქიის ფიზიკური პირი, ხოლო თუ
უფლებამოსილებები თანაბარია - ყველა ასეთი პირი.

ბ. აღნიშნულის განსაზღვრის მიზნით, ბანკის შესაბამისი თანამშრომელი


დეტალურად განიხილავს და შეისწავლის იურიდიული პირის/ორგანიზაციული
წარმონაქმნის მმართველობის სტრუქტურას წესდების, პარტნიორთა/წევრთა
შეთანხმების და სხვა შესაბამისი დოკუმენტების გამოყენებით.

გ. თუ კლიენტის უმაღლეს მმართველობით და აღმასრულებელ პოზიციას იკავებს


იურიდიული პირი (გარდა ნომინალური დირექტორისა), ბანკის შესაბამისი
თანამშრომელი ვალდებულია დაადგინოს მისი მფლობელობის და
მმართველობის (კონტროლის) სტრუქტურა და მოახდინოს მისი როგორც
ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, ასევე,
ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენა და იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია.

კლიენტის მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) სტრუქტურის დადგენა

32. ბენეფიციარი მესაკუთრეების დადგენის მიზნით აუცილებელია კლიენტის


მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) სტრუქტურის სრულყოფილი
შესწავლა.

33. მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) სტრუქტურის ბანკი ითვალისწინებს


იმ ქვეყნების საკანონმდებლო რეგულაციებს, სადაც რეგისტრირებულია ან/და
მოქმედებს კლიენტი ან მის სტრუქტურაში შემავალი რომელიმე იურიდიული
პირი/ორგანიზაციული წარმონაქმნი.

34. რთული სტრუქტურის მქონედ მიიჩნევა კომპანია, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე


პირების დადგენა საჭიროებს ვერტიკალურ ჭრილში ორი და მეტი იურიდიული პირის
შესწავლას (საწარმოს ფილიალი ან/და წარმომადგენლობა არ განიხილება იურიდიულ
პირად). ამ დროს უპირველეს ყოვლისა უნდა დადგინდეს კომპანიის სტრუქტურის
ლოგიკური ჯაჭვი, ვინაიდან აშკარა და ლეგიტიმური მიზეზის გარეშე, რთული
სტრუქტურის გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს ML/TF რისკები. რთული
მმართველობის და მფლობელობის (კონტროლის) სტრუქტურის არსებობის
შემთხვევაში, ხდება დეტალური შესწავლა სტრუქტურის ყველა რგოლისა.
35. კლიენტის მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) სტრუქტურის დადგენის
მიზნით, ბანკი:
ა) კლიენტისგან ითხოვს მმართველობის და მფლობელობის (კონტროლის)
სტრუქტურის შესახებ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება დადასტურებული იყოს
განცხადებით ან სქემის სახით (თვითდეკლარირება); და გაცხადებულ
ინფორმაციას ამოწმებს სათანადო წესით დამოწმებულ სადამფუძნებლო
დოკუმენტაციაზე ან სანდო წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ბ) ბანკის მიერ მოპოვებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს


კლიენტის მფლობელობის სტრუქტურაში შემავალი თითოეული იურიდიული
პირის/ორგანიზაციული წარმონაქმნის შესახებ ისეთ უნიკალურ
ინფორმაციას/მონაცემებს, რაც აუცილებელია მფლობელობის სტრუქტურის
ჯაჭვის მიდევნებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების დადგენისათვის.

გ) მმართველობის სტრუქტურის დადგენის მიზნით, ბანკი ზემოხსენებულ


ინფორმაციაზე/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ასევე ადგენს კლიენტის
ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების ვინაობა.

დ) მმართველობის სტრუქტურის დადგენის მიზნით, ბანკი ზემოხსენებულ


ინფორმაციაზე/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ასევე ადგენს კლიენტის
ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების ვინაობას

ე) მას შემდეგ რაც ბანკის შესაბამისი თანამშრომელი დარწმუნდება, რომ


დაადგინა კლიენტის კონტროლისა და მფლობელობის სტრუქტურა უკანასკნელი
დონის ჩათვლით და დარწმუნდა, რომ დანამდვილებით იცის ვინ არის მისი
ბენეფიციარი მესაკუთრე, ხდება შესაბამისი ინფორმაციის აღრიცხვა პროგრამაში
და ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დაარქივება
დოკუმენტურად ან/და ელექტრონულად.

სამეწარმეო სტატუსის მქონე იურიდიული პირის იდენტიფიკაცია

36. სამეწარმეო სტატუსის მქონე იურიდიული პირი არის ორგანიზაციული წარმონაქმნი,


რომელიც ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას. სამეწარმეო იურიდიულ პირს ყავს
წილის/აქციის/პაის და სხვ, მფლობელი.
37. თუ კლიენტის მიერ წარმოდგენილი საბუთებიდან ირკვევა, რომ კომპანიას არ ყავს
ბენეფიციარი მესაკუთრე რომელიც ფლობს წილის/აქციების 25%-ს ან მეტს, ამ
შემთხვევაში უნდა დადგინდეს კომპანიის მაკონტროლებელი პირები და მოხდეს მათი
იდენტიფიცირება. როგორც აღვნიშნეთ, მაკონტროლებელ პირებად, როგორც წესი,
ითვლება დირექტორატის, სამეთვალყურეო საბჭოს, გამგეობის ან სხვა მსგავსი ორგანოს
წევრები, რომელთაც გააჩნიათ ორგანიზაციის მართვის და სტრატეგიული
გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება 25%-ის და მეტის მფლობელი
აქციონერის არ არსებობის ფაქტები განსაკუთრებით ხშირია სააქციო საზოგადოებებში.

38. რეზიდენტი სააქციო საზოგადოების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის


თანახმად, თუ საზოგადოება არ არის საბანკო დაწესებულება ან მას არ ყავს 50-ზე მეტი
დამფუძნებელი, დასაშვებია აქციათა რეესტრის წარმოება თავად კომპანიის მიერ
ხდებოდეს. შესაბამისად, კლიენტის მიერ წარმოდგენილი აქციათა რეესტრის
ამონაწერიდან, რომელიც ხელმოწერილია კომპანიის წარმომადგენლობაზე
უფლებამოსილი პირის მიერ, უნდა მოხდეს აქციონერების/ბენეფიციარი მესაკუთრეების
დადგენა.

39. იგივე ვრცელდება საზღვარგარეთის ზოგიერთ ქვეყანაში რეგისტრირებულ სააქციო


ტიპის საზოგადოებებზე სადაც ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, კომპანიებს
არ აქვთ ვალდებულება ბენეფიციარ მესაკუთრეთა/აქციონერთა შესახებ ინფორმაცია
ასახონ მარეგისტრირებელ ორგანოში და აქციათა რეესტრს თავად აწარმოებენ. ასეთ
შემთხვევებში, კლიენტმა მითითება უნდა გააკეთოს შესაბამის კანონმდებლობაზე და
ინდივიდუალური მიდგომით უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება
მარეგისტრირებელი ქვეყნის რისკებიდან გამომდინარე. შესაძლებელია გამოყენებულ
იქნას სანდოდ და დამოუკიდებლად მიჩნეული სხვა წყაროები.

40. სააქციო საზოგადოების ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენისას, ბანკმა მხედველობაში


უნდა მიიღონ აქციების სხვადასხვა ტიპები, რომლის არსებობაც დაშვებულია
სახელმწიფო კანონმდებლობის მიხედვით, ხმის მიცემისა თუ ეკონომიკური უფლებების
წარმომშობი აქციების ტიპების გათვალისწინებით.

41. საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ “განსაზღვრავს აქციების შემდეგ ტიპებს:

 ჩვეულებრივი აქციები - აქციები, რომლის მფლობელსაც აქვს ხმის მიცემის


უფლება აქციონერთა საერთო კრებაზე, რომელიც იღებს დივიდენდს
 პრივილეგირებული აქციები - აქციები, რომლის მფლობელიც იღებს
დივიდენდს,
 თუმცა არ აქვს საერთო კრებაზე ხმის მიცემის უფლება
 სხვა კლასის აქციები - აქციები, რომელთა არსიც განსაზღვრულია სააქციო
საზოგადოების წესდებით
 აქციებში კონვერტირებადი ფასიან ქაღალდები

42. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, აქციათა ნებისმიერი კლასი გაწერილი უნდა


იყოს სააქციო საზოგადოების წესდებით და შესაძლოა მხოლოდ ამონაწერში არ ჩანდეს
აქციონერთა ყველა უფლებამოსილება. ამასთან, არარეზიდენტ კორპორაციასთან
საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას, ბანკი ითვალისწინებს კორპორაციის
რეგისტრაციის იურისდიქციის კანონმდებლობა, რომელიც შესაძლოა უშვებდეს აქციათა
განსხვავებულ კლასებს და ეს კლასები შესაძლოა არ ჩანდეს აქციათა რეესტრის
ამონაწერში.

43. აქციათა კლასის დადგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ შემთხვევაში, თუ


წილობრივი მონაწილეობის მიხედვით ვერ დგინდება ბენეფიციარის ვინაობა (არც ერთი
აქციონერი არ ფლობს 25%-ს და მეტს). ასეთ შემთხვევაში, როგორც აღვნიშნეთ,
კონტროლის განმახორციელებელ პირად შესაძლოა განისაზღვროს ის აქციონერები,
რომლებიც ე.წ. „საკონტროლო პაკეტის მიდგომით “კონტროლს ახორციელებენ სააქციო
საზოგადოების მართვის პროცესზე. ვინაიდან, ჩვეულებრივი აქციების მფლობელებს
აქვთ ხმის მიცემის უფლება, სწორედ ისინი შეიძლება მიჩნეულ იქნან კონტროლის
განმახორციელებელ პირებად.

კომპანიები, რომელთა აქციები ივაჭრება საფონდო ბირჟებზე

44. როდესაც კომპანიის აქციები ღიად ივაჭრება საფონდო ბირჟებზე ან კომპანიის


დამფუძნებელთა ჯაჭვი მიდის ისეთ კომპანიებზე, რომელთა აქციები განთავსებულია
საფონდო ბირჟებზე, კლიენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია: კომპანიის
დასახელება, რომლის აქციები ღიად ივაჭრება საფონდო ბირჟაზე, მისი მისამართი და
რეგისტრაციის ადგილი, საფონდო ბირჟის დასახელება, რომელზეც ივაჭრება
აღნიშნული კომპანიის აქციები. ამ ფაქტის დამადასტურებლად კომპანიამ უნდა
წარმოადგინოს დოკუმენტი და/ან შესაბამისი საფონდო ბირჟის ვებ-გვერდის ლინკი.
კომპანიებს, რომელთა აქციები მაღალი რეპუტაციის ქვეყნების საფონდო ბირჟაზე
ივაჭრება საჯაროდ, ბირჟების რეგულაციებიდან გამომდინარე, ევალებათ
გამჭვირვალობა და აქციონერების ვინაობის გაცხადება. შესაბამისად, როგორც ბირჟების,
ასევე, თავად კომპანიების ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაცია (მათი შესაბამისობის
შემთხვევაში) შეიძლება სარწმუნო წყაროდ ჩაითვალოს (ქვეყნის რისკის
გათვალისწინებით). ასევე, მნიშვნელოვანია იმ პროცენტული მაჩვენებლის დადგენა, რა
წილითაც კომპანიის აქციები ივაჭრება საჯაროდ, ვინაიდან თუ ეს პროცენტული
მაჩვენებელი 75%-ზე ნაკლებია, ბანკმა უნდა დაადგინოს დარჩენილი 25% წილისა და
მეტის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრეები.

ოფშორული კომპანიები

45. ოფშორული კომპანიების ან რეზიდენტი კომპანიების, რომელთა სადამფუძნებლო


სტრუქტურაში ოფშორში რეგისტრირებული კომპანიებია, ბენეფიციარი მესაკუთრეების
იდენტიფიკაციისას, გართულებულია კომპანიის რეალური მფლობელების ვინაობის
დადგენა. ოფშორულ ზონებში კომპანიების რეგისტრაციის მიზანს, როგორც წესი,
გადასახადების ოპტიმიზაცია წარმოადგენს, თუმცა, ოფშორული კომპანიები ასევე
აქტიურად გამოიყენება რეალური ბენეფიციარების შენიღბვის და უკანონო
მიზნებისთვისაც. ხშირ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი აგენტების მიერ ხდება
კომპანიების ფიქტიურ მისამართებზე დარეგისტრირება, კომპანიების როგორც
მფლობელები, ასევე დირექტორები, არიან მინდობილობით დანიშნული პირები და
რეალურ მფლობელებთან და თავად კომპანიასთან, როგორც წესი, საერთო არაფერი
აქვთ. ისინი მხოლოდ საკომისიოს იღებენ ამ მომსახურებაში. არსებობს საფრთხე, რომ
მსგავსი კომპანიების უკან იდგნენ სანქცირებული ან მაღალი რისკის მატარებელი (მათ
შორის, პოლიტიკურად აქტიური) პირები. შესაბამისად, ბანკმა უნდა გაამახვილოს
ყურადღება და კლიენტისაგან მოიპოვოს ინფორმაცია რეალური მფლობელების შესახებ.

46. ოფშორულ ზონებში რეგისტრირებულ კომპანიებს უნდა მოეთხოვოს წარმოადგინონ


დოკუმენტი, რომლის სახელწოდებაცაა certificate of incorporation (ოფშორული ქვეყნების
რეესტრებიდან ამონაწერი - Extract from the Register of Shareholders and/or Bearershares
Certificates და სხვა). ბევრი ოფშორული სახელმწიფოს იურისდიქცია შესაძლებლობას
იძლევა, კომპანიის რეგისტრაცია მოახდინოს ე.წ აგენტმა (ტრასტაგენტმა).

47. უმეტეს შემთხვევაში, მარეგისტრირებელი აგენტის ვინაობის მითითება ხდება


კომპანიის წესდებაში (ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადამოწმდეს), ამდენად,
საქმიანი ურთერთობის დამყარების მსურველ პირს უნდა მოეთხოვოს წესდების
(Memorandum of Articles of Assosiation) წარმოდგენა.

48. მარეგისტრირებელი აგენტი გასცემს Certificate of Incumbency (a Certificate of Officers, a


Register of Directors, a Secretary Certificate და ა.შ.), დოკუმენტს, რომელშიც მითითებულია
ინფორმაცია კომპანიის დირექტორ(ებ)ის (შესაძლებელია ასევე მესაკუთრეების და ზოგ
შემთხვევაში ბენეფიციარების შესახებ). აღსანიშნავია, რომ ეს დოკუმენტი ასევე
შესაძლოა ატარებდეს Certificate of Incorporation-ის იდენტურ ფუნქციას). FATF-ის
უკანასკნელი რეკომენდაციებით ოფშორულ ზონებში არსებული ტრასტაგენტები უნდა
დაექვემდებარონ AML ზედამხედველობას, შესაბამისად, მათ ენიჭებათ ვალდებულება
წარადგინონ ინფორმაცია ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ. ასეთ შემთხვევაში
ტრასტაგენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ბენეფიციარ მესაკუთრეებთან
დაკავშირებით შეიძლება ჩაითვალოს სანდო, დამოუკიდებელ წყაროს დოკუმენტად
(ყოველ ჯერზე შესაბამისი ქვეყნის ზედამხედველი ორგანოს საიტზე უნდა გადამოწმდეს
ექვემდებარება თუ არა ტრასტაგენტი რეგულირებას).

49. შესაძლებელია წესდებაში მარეგისტრირებელ აგენტად მითითებული იყოს სხვა პირი,


მაგრამ Certificate of Incumbency გაცემული იყოს სხვა მარეგისტრირებელი აგენტის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მარეგისტრირებელი აგენტის ცვლილება კომპანიის
მხრიდან. შესაბამისად, საჭიროა წარმოდგენილ იქნეს ძველი მარეგისტრირებელი
აგენტის მიერ შედგენილი დოკუმენტი მისი კომპანიის მარეგისტრირებელი
სააგენტოებიდან გადადგომის შესახებ (resignation) და ამასთან ერთად, ახალი
მარეგისტრირებელი აგენტის მიერ შედგენილი დოკუმენტი მის დანიშვნასთან
დაკავშირებით (appointment). მარეგისტრირებელ აგენტზე ინფორმაციის მოძიებით,
ბანკი ადგენს Certificate of Incumbency-ს გაცემის უფლებამოსილებას (უფლებამოსილება
ასევე მოწმდება ნოტარიუსის დადასტურებაში კომპანიის მხრიდან დოკუმენტზე
ხელმოწერის დროს).

50. ოფშორული კომპანიების შემთხვევაში გვხვდება შემთხევვები, როდესაც, აგენტის მიერ


გაცემულ ოფიციალური ძალის მქონე დოკუმენტში (Certificate of Incumbency)
მითითებულია რეგისტრირებული ბენეფიციარი მესაკუთრე, წესდება კი უშვებს
კომპანიის მხრიდან Bearer share გამოშვების უფლებას. ასეთ დროს, ბანკი კომპანიას
სთავაზობს, რომ გააუქმოს ეს ჩანაწერი წესდებაში. თუ ეს შეუძლებელია, კომპანიამ
უნდა დაადასტუროს წერილობით, რომ კომპანიას არ აქვს გამოშვებული აქციები
წარმომდგენზე და არც სამომავლოდ აპირებს აღნიშნული უფლებით სარგებლობას. იმ
შემთხვევაში, თუ წესდებაში ზემოაღნიშნული ინფორმაცია მითითებულია და ამასთან
ერთად, Certificate of Incumbency-ც ადასტურებს მოცემულ ფაქტს (წარმომდგენზე
აქციების გამოშვების შესაძლებლობას), ბანკი კომპანიას უარს ეუბნება ანგარიშის
გახსნაზე.

51. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ოფშორული ზონაში რეგისტრირებული


კომპანიების დირექტორის მიერ გაცემულია Share Certificate. ზოგადად, Share Certificate
წარმოადგენს კომპანიის მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს გაცემული
აქციების მესაკუთრის ვინაობას. Share Certificate თვითდეკლარაციის ძალის მქონედ
განიხილება და როგორც დამოუკიდებელი წყარო არ გამოდგება. ზემოაღნიშნული
დოკუმენტი არ უნდა იქნეს გაიგივებული ამონაწერთან, რომელიც თავისი ბუნებით და
სამართლებრივი დანიშნულებით იერარქიულად უფრო მაღლა დგას და არის ერთ-ერთი
მთავარი დოკუმენტი ბენეფიციარ მესაკუთრეთა იდენტიფიკაციისათვის.

52. აღსანიშნავია, რომ ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების შემთხვევაში ე.წ.


shareholder-ად დაფიქსირებული პირი შესაძლოა არ იყოს ბენეფიციარი მესაკუთრე.
ბანკმა როგორც მინიმუმ საჯარო წყაროებზე დაყრდნობით უნდა მოახდინოს ამ პირების
შესახებ ინფორმაციის მოძიება (მაგალითად, ხსენებული პირები შესაძლებელია
ფიქსირდებოდნენ სხვა კომპანიების წილის მფლობელებადაც. როგორც წესი, ეს პირები
იურისტები არიან, რომელთა მეშვეობითაც გარკვეულწილად ხდება ბენეფიციარის
ვინაობის შენიღბვა) და უზრუნველყოს დამატებით ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ
ინფორმაციის მოძიება, როგორც ამ პირებისგან თვითდეკლარირების გზით, ასევე,
მარეგისტრირებელი აგენტის მიერ გაცემული დოკუმენტით (რომელშიც პირდაპირ
იქნება მითითებული თუ ვინ არის ბენეფიციარი (ultimate beneficial owner).

სატრასტო ურთიერთობა

53. ტრასტი არის ურთიერთობა, როდესაც საკუთრებას ფლობს ერთი მხარე მეორე მხარის
სასარგებლოდ. ტრასტი ფუძნდება საკუთრების მიმნდობის (settlor) მიერ, ვინც
გადასცემს ქონებას მინდობილ მესაკუთრეს (trustee). Trustee ფლობს საკუთრებას
ტრასტის (მინდობის) ბენეფიციარისთვის. ტრასტი ძირითადად არსებობს საერთო
სამართლის ქვეყნებში, თუმცა მსგავსი სისტემები გვხვდება რომაული დროიდან ბევრ
ქვეყანაში.სატრასტო სამართალურთიერთობის შემთხვევაში, როგორც წესი,
სამართლებრივად მესაკუთრე ხდება რწმუნებული (trustee) და ეს საკუთრება ხდება
განცალკევებული მარწმუნებლის საკუთრებიდან.

54. ტრასტი ძირითადად არსებობს საერთო სამართლის ქვეყნებში, თუმცა მსგავსი


სისტემები გვხვდება ასევე კონტინენტური სამართლის ქვეყნებშიც. რწმუნებული
(Trustee) შესაძლოა იყოს ფიზიკური პირი, კომპანია ან საჯარო ორგანო. ის ფუძნდება
საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით (trust deed). ტრასტს ძირითადად აქვს ბანკის,
იურიდიული ფირმისა (ადვოკატთა გაერთიანების) და ინდივიდუალური
საპარტნიოროს სახე.
55. ტრასტების ტიპებად კლასიფიკაცია შესაძლებელია მრავალი სხვადასხვა ნიშნით,
კერძოდ:

 გამოხატული ტრასტი (express trust) - ასეთი ტრასტი წარმოიშობა, როდესაც


Settlor-ი გადაწყვეტს ტრასტის დაფუძნებას მყისიერად, ან მისი გარდაცვალების
შემდეგ. ასეთი ტრასტი ფუძნდება ტრასტის ინსტრუმენტის ხელმოწერით,
რომელიც იქნება ანდერძი ან ხელშეკრულება;

 კონსტრუქციული ტრასტი (constructive trust) - გამოხატული ტრასტისგან


განსხვავებით, ასეთი ტრასტი არ იქმნება settlor-სა და trustee-ს შორის
გაფორმებული ხელშეკრულებით, არამედ გამომდინარეობს კანონმდებლობიდან,
როგორც„თანაზომიერი საშუალება“. ეს ძირითადად ხდება რაიმე
კანონდარღვევისშემთხვევაში, როდესაც კანონდამრღვევმა მიიღო რაიმე სახის
საკუთრების უფლება ქონებაზე და არ შეიძლება რომ მან მიიღოს რაიმე სახის
სარგებელი ამ ქონებით. კონსტრუქციული ტრასტი წარმოადგენს იურიდიულ
ფიქციას. მაგალითად, სასამართლომ შესაძლოა უბრძანოს ნივთის მფლობელს
გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ქონება კანონიერ მესაკუთრეს,
მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება შესაძლოა სულაც არ არის კანონდამრღვევის
საკუთრებაში, არამედ ბანკის ან სხვა პირის მფლობელობაშია და უნდა
დაბრუნდეს ტრასტის დაფუძნებით. ანუ გამოიყენება ქონების დასაბრუნებლად;

 გამოთხოვადი ტრასტი (revocable trust) -არის ისეთი სატრასტო ურთიერთობა,


როდესაც შესაძლებელია დამფუძნებლის მიერ მოხდეს ტრასტისთვის
გადაცემული ქონების გამოთხოვა ან შეცვლა. ეს ნიშნავს, რომ დამფუძნებელი
ინარჩუნებს გარკვეულ კონტროლს თავის გაცემულ ქონებაზე. ეს კი ასევე
წარმოშობს მის საგადახდო ვალდებულებას. ანუ ამ ტიპის ტრასტები ნაკლებად
რისკიანებად ითვლება ფულის გათეთრების კუთხით;

 გამოუთხოვადი ტრასტი (irrevocable trust) - წარმოადგენს ისეთ ტრასტს, რომლის


შეცვლაც და გამოთხოვაც არ ხდება. დამფუძნებელი კარგავს ყველანაირ
კონტროლს მის მიერ გაცემულ ქონებაზე და შესაბამისად თავისუფლდება
გარკვეული საგადასახადო ვალდებულებებისგანაც. ხშირ შემთხვევაში
გამოთხოვადი ტრასტი სახეს იცვლის და ხდება გამოუთხოვადი პირველადი
ტრასტის დამფუძნებლის გარდაცვალების შემდეგ. ასეთ ტრასტებს შორის
განსხვავება მნიშვნელოვანია. მაგალითად, გამოთხოვადი ტრასტის შემთხვევაში
შეგიძლია მოახდინო ტრასტში განთავსებული ქონების რეალიზაცია და შენს
კრედიტორს გადაუხადო მისი საშუალებით. თუმცა გამოუთხოვადი ტრასტის
გამოყენების შემთხვევაში მისი ცვლილება და გაჩერება შეუძლებელია. ეს ხშირად
ეხმარება პირებს, რომ კარზე მომდგარ მოვალეებს, უთხრან, რომ ისინი არ
ფლობენ არანაირ საკუთრებას და ამ გზით თავიც აარიდონ საკუთარი
ვალდებულებების შესრულებას.

56. სატრასტო სამართალურთიერთობის შემთხვევაში მარწმუნებელი შეიძლება იყოს


ამავდროულად ბენეფიციარიც. ამდენად, დეტალურად უნდა მოხდეს შესაბამისი
დოკუმენტაციის შესწავლა რათა განისაზღვროს თუ ვინაა რეალურად სარგებლის
მიმღები პირი (იგივე მარწმუნებელი, თუ სხვა პირ(ებ)ი). შესაძლებელია, ასევე, რომ
სატრასტო სამართალურთიერთობის დროს კონკრეტულადარ იყოს განსაზღვრული
ბენეფიციარის ვინაობა და მითითება იყოს მხოლოდ პირთა ჯგუფზე (რომელთაც ამა თუ
იმ პირობის დადგომისას გადაეცემათ სარგებელი), შესაბამისად, ბანკმა უნდა მოიპოვოს
ინფორმაცია განსაზღვრულ პირთა ჯგუფზე, რათა დარწმუნდეს, რომ შეძლებს
ბენეფიციარის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარებას
მისთვის მიკუთვნებული უფლებებით სარგებლობამდე.

57. ყველა შემთხვევაში, სატრასტო სამართალურთიერთობის არსებობისას უნდა


დაიდენტიფიცირდეს მარწმუნებელი (settelor), რწმუნებული (trustee), ბენეფიციარი
(beneficiary) და პროტექტორი (protector/garantor -ასეთის არსებობის შემთხვევაში).

58. როგორც წესი, სატრასტო სამართალურთიერთობას არეგისტრირებს


მარეგისტრირებელი აგენტი, რომელიც შესაძლოა განკარგავდეს კიდეც ტრასტს (იყოს
რწმუნებული - trustee). უმეტეს ქვეყნებში, როგორც აღვნიშნეთ მარეგისტრირებელი
აგენტები ზედამხედველობას ექვემდებარებიან. თუ აგენტის მიერ გაცემულია
დოკუმენტი სადაც მითითებულია ინფორმაცია სატრასტო სამართალურთიერთობის
მხარეების შესახებ, ბანკი უნდა დარწმუნდეს, რომ ეს აგენტი ექვემდებარება
ზედამხედველობას და რეგულირებას.

59. თუ ტრასტის განმკარგავი რწმუნებული (trustee) არ ექვემდებარება ზედამხედველობას,


ბანკის მიერ გამოთხოვილ უნდა იქნას რწმუნებულსა და მარწმუნებელს შორის
გაფორმებული ე.წ. ნდობის ხელშეკრულება - Trust Agreement.

60. თუ ტრასტის განმკარგავი რწმუნებული (trustee) არ ექვემდებარება ზედამხედველობას,


ბანკის მიერ გამოთხოვილ უნდა იქნას რწმუნებულსა და მარწმუნებელს შორის
გაფორმებული ე.წ. ნდობის ხელშეკრულება - Trust Agreement.
61. თუ კლიენტის მიერ ვერ ხერხდება ნდობის ხელშეკრულების წარმოდგენაც,
თვითდეკლარაციასთან, Trust Deed/Declaration of Trust-სთან ერთად კლიენტმა უნდა
წარმოადგინოს დივიდენდის განაწილების დოკუმენტი, სადაც გამოჩნდება რეალური
სარგებლის მიმღები პირი, ანუ ბენეფიციარი მესაკუთრე. ამასთან, გამოყენებულ უნდა
იქნას ყველა სხვა სანდო და დამოუკიდებელი წყარო სატრასტო შეთანხმების მონაწილე
მხარეების დადგენის მიზნით.

ნომინალური მფლობელობა

62. ნომინალური მფლობელობის დროს, წილი/აქცია შეძენილი შუამავალი პირის


მეშვეობით (ეს შეიძლება იყოს წარმომადგენელი, ბროკერი, ბანკი და ა.შ.), რომლის
ვინაობაც ფიქსირდება კომპანიის ოფიციალურ დოკუმენტში, როგორც წილის/აქციის
რეგისტრირებული მესაკუთრე (რეალური ბენეფიციარი მესაკუთრის მითითების
ნაცვლად). მიუხედავად ამ ფაქტისა, სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა აკეთებს
შეზღუდვას, რომ ყველა პიროვნება, ვინც ფლობს გარკვეულ პროცენტულ მაჩვენებელს
საჯარო კომპანიაში (უმეტეს შემთხვევაში საუბარია წილის/აქციების ოდენობის 5%-ზე)
ვალდებულია, გაცხადებული ჰქონდეს მისი ვინაობა.

63. ნომინალური მფლობელობის დროს, თუ ვერ ხერხდება რეალური ბენეფიციარი


მესაკუთრის დადგენა, უნდა მოხდეს ნომინალურ მფლობელსა და რეალურ მფლობელს
შორის გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენა. შესაძლებელია ასევე, დივიდენდის
განაწილების დამადასტურებელი დოკუმენტის ან დივიდენდის გადარიცხვის საბუთის
წარმოდგენა.

არასამეწარმეო/არაკომერციული იურიდიული პირი

64. არასამეწარმეო/არაკომერციული იურიდიული პირი არ არის ორიენტირებული


მოგებაზე და შექმნილია იდეალური მიზნისთვის, მაგალითისათვის, ახორციელებს
საქველმოქმედო საქმიანობას, ეთნიკური თუ სხვა ნიშნით უმცირესობის უფლებების
დაცვას და სხვ. არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, როგორც წესი, არ ყავთ წილის
მფლობელები.

65. არასამეწარმეო იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენისას, უნდა


მოხდეს არასამეწარმეო იურიდიული პირის სტრუქტურის შესწავლა და დადგენა, თუ რა
მმართველობით ფორმასთან გვაქვს საქმე და ვინ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი.
როგორც წესი, ამ ტიპის ორგანიზაციულ სტრუქტურაში გამგეობის წევრები
წარმოადგენენ მაკონტროლებელ პირებს და სწორედ ისინი განიხილებიან სტანდარტულ
შემთხვევაში მაკონტროლებელ პირებად, შესაბამისად - ბენეფიციარ მესაკუთრეებად.
თუმცა, როგორც აღვნიშნეთ მნიშვნელოვანია, ბანკმა გამოარკვიოს საქველმოქმედო
ფონდების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასოციაციების და სხვა
არასამეწარმეო/არაკომერციული იურიდიული პირების დაფინანსების წყარო, ვინაიდან,
მაკონტროლებელ პირად, გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია განხილულ იქნას
ორგანიზაციის დამფინანსებელი (ძირითადი შემომწირველი). ამასთან, არასამეწარმეო
იურიდიულ პირს შესაძლოა ასევე ყავდეს წინასწარ განსაზღვრული ბენეფიციარები
ან/და ბენეფიციართა ჯგუფი (მაგალითად, პირები, რომლებიც იღებენ საქველმოქმედო
დახმარებას) და ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია სწორედ ეს პირები იქნენ
განხილული ბენეფიციარებად.

66. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, არასამეწარმეო პირების


ბენეფიციარი მესაკუთრე პირების დადგენისთვის მნიშვნელოვანია ორგანიზაციის
წესდების და ტრანზაქციების შინაარსის დეტალური შესწავლა.

დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგან იზაციული წარმონაქმნის ბენეფიციარის იდენტიფიკაცია

67. დიპლომატიური წარმომადგენლობების მქონე ორგანიზაციას, როგორც წესი, არ ყავს


ბენეფიციარი მესაკუთრეები. ორგანიზაცია წარმოადგენს რომელიმე სახელმწიფოს
ანსაერთაშორისო ორგანიზაციას. შესაბამისად, ასეთი ორგანიზაციების ბენეფიციარი
მესაკუთრე არის იმ ქვეყნის სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს საელჩო/საკონსულო.
ასეთი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ითვლებიან პოლიტიკურად აქტიურ პირებად

68. მოქმედი კანონმდებლობისა და ბანკის შიდა ინსტრუქციების თანახმად, ამ თავის 67-ე


პუნქტში ნახსენები პირები განიხილებიან მაღალი რისკის კლიენტებად. შესაბამისად,
მათ მიმართ ბანკის მიერ ტარდება კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური
ზომები, მათ შორის ხდება ტრანზაციების დანიშნულების, მოსალოდნელი ბრუნვების,
ტრანზაქციების ხასიათის და სხვა ფაქტორების სისტემატური შესწავლა ანალიზი.
თავი. 10 ფიზიკური პირის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის პროცედურები

1. უმეტეს შემთხვევებში ბანკთან მიმართებაში თავად ფიზიკური პირი წარმოადგენს


ბენეფიციარ მესაკუთრეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ფიზიკური პირის ვინაობა,
განხორციელებული ან/და მომავალში განსახორციელებელი ტრანზაქციები, ოპერაციები,
ინვესტიციები ან/და სხვა გარემოებები საპირისპიროზე მეტყველებენ.

2. ფიზიკური პირის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისას ბანკი ვალდებულია:


ა. დაადგინოს, მოქმედებს თუ არა ფიზიკური პირი ბანკთან საქმიანი
ურთიერთობებისას სხვა პირის (ბენეფიციარი მესაკუთრის) სახელით და თუ
მოქმედებს, უფლებამოსილების რა ფარგლებში;
ბ. შეისწავლოს ფიზიკური პირის საქმიანობა და საქმიანობის საგანი;
გ. გამოარკვიოს ფიზიკური პირის იმ ფულადი სახსრების ბენეფიციარი
მესაკუთრის ან მაკონტროლებელი პირის ვინაობა, რომელიც დაკავშირებულია
ბანკთან საქმიანი ურთიერთობით (ტრანზაქციები, ოპერაციები და ინვესტიციები).

3. ბანკი ახორციელებს ფიზიკური პირის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციას:


ა. თვით ფიზიკური პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით;
ბ. სანდო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის მეშვეობით;
გ. მასმედიაში და საჯარო წყაროებში არსებული ინფორმაცია

4. ფიზიკური პირის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისათვის ინფორმაციის


სანდო წყაროებს წარმოადგენენ:
ა. საჯარო წყაროები - სამოქალაქო რეესტრის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების
მონაცემთა ელექტრონული ბაზა ან სახელმწიფო და საჯარო ორგანოები;
ბ. სხვა ფინანსური ინსტიტუტების უახლესი ინფორმაცია ან სამართლებრივი
შეფასება, რომლებმაც შეასრულეს საჭირო პროცედურები მოცემული ფიზიკური
პირის იდენტიფიკაციისათვის.

5. ფიზიკური პირის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელ


ინფორმაციას წარმოადგენს ინფორმაცია:
ა. ფიზიკური პირის (ბენეფიციარი მესაკუთრის) მაკონტროლებელი ფიზიკური
პირის შესახებ;
ბ. ფიზიკური პირის (ბენეფიციარი მესაკუთრის) შესახებ, რომლის სახელით
ფიზიკური პირი ახორციელებს საქმიან ურთიერთობას ბანკთან.
6. თუ ფიზიკური პირი არ წარმოადგენს რისკის მაღალი ან საშუალო დონის კლიენტს,
ბანკი მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისას შესაძლოა დაეყრდნოს თვით
ამ ფიზიკური პირის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას. მაგრამ, თუკი ფიზიკური პირი
წარმოადგენს რისკის მაღალი დონის კლიენტს, ბანკმა, აუცილებელი წესით, უნდა
შეასრულოს ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია ასევე სანდო წყაროებიდან
მოპოვებული დამატებითი ინფორმაციის დახმარებით.

თავი. 11 ფიზიკური და იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრის გადამოწმების


პროცედურები

1. ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის გადამოწმების ხარისხი დამოკიდებულია კლიენტის


რისკის დონის მაჩვენებელზე, პროდუქტზე/სერვისზე, პროდუქტის/სერვისის
შეთავაზებაზე, გეოგრაფიულ წარმომავლობაზე.

2. ბენეფიციარი მესაკუთრის გადამოწმების მიზანია, ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ


მიღებული ინფორმაციის უტყუარობის დადასტურება და დარწმუნება იმაში, რომ
ბენეფიციარ მესაკუთრეს წარმოადგენს სწორედ შესაბამისი (იდენტიფიცირებული)
პიროვნება.

3. რისკის დაბალი დონის კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის


გადასამოწმებლად ბანკმა შესაძლოა გამოიყენოს თავად კლიენტის მიერ წარმოდგენილი
ინფორმაცია.

4. რისკის მაღალი ან საშუალო დონის მატარებელი კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის


ვინაობის გადასამოწმებლად ბანკმა უნდა შეადაროს და ორმხრივად შეათანხმოს
ინფორმაცია, რომელიც მოიპოვა შემდეგი წყაროებიდან:
ა. თავად კლიენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით;
ბ. ინფორმაციის სანდო წყაროზე დაყრდნობით;
გ. იურიდიული პირის ორგანიზაციული და მაკონტროლებელი სტრუქტურის
დასადგენად გონივრული ზომების მიღებით;
დ. ბენეფიციარი მესაკუთრისა და ფიზიკური პირის ურთიერთობების სახეობისა
და მოცულობის შესასწავლად გონივრული ზომების მიღებით.
5. რისკის მაღალი დონის კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ დამატებითი
ინფორმაციის გადამოწმების და მოპოვების პროცედურას ახორციელებს ბანკის
ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტი კოორდინირებულად
ბანკის ფილიალების უფლებამოსილ მუშაკებთან ერთად.

თავი 12. ინფორმაციის წყაროები არაკოოპერირებადი ქვეყნების, საეჭვო ფინანსური


ინსტიტუტების, საყურადღებო და საეჭვო ზონებისა და ტერორიზმის ხელშემწყობი
პირების შესახებ

1. საყურადღებო ზონებისა და არაკოოპერირებადი ქვეყნების სიები დგინდება


საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარდგინებით საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის
წარდგინებით კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციებიის ინფორმაციაზე
დაყრდნობით.

2. ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია საქართველოს


კანონმდებლობით დადგენილი წესით ქვეყნდება “საქართველოს საკანონმდებლო
მაცნეში”.

3. საეჭვო ფინანსური ინსტიტუტები განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის


მიერ.

4. საეჭვო ზონები დგინდება ბანკის მიერ არსებული ინფორმაციის საფუძველზე. საეჭვო


ზონების დადგენისას ბანკი ხელმძღვანელობს საერთაშორისო კომპეტენტური
ორგანიზაციების რეკომენდაციებით, საქართველოს ეროვნული ბანკისა და
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ წარმოდგენილი
ინფორმაციით, და აგრეთვე საჯარო წყაროებიდან (ინტერნეტი, მასობრივი ინფორმაციის
საშუალებები, და აგრეთვე სხვა სანდო ოფიციალური წყაროები) მოპოვებული
ინფორმაციით.

5. ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტი ვალდებულია


უზრუნველყოს აღნიშნული ქვეყნების ჩამონათვალის ბანკში არსებობა, პერიოდული
განახლება და ბანკის შესაბამისი თანამშრომლებისათვის შეუფერხებელი მიწოდება.

6. ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტი სულ მცირე


ყოველწლიურად ახდენს საეჭვო ზონების სიების გადახედვას და, საჭიროების
შემთხვევაში, აღნიშნულ სიაში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ,
ამზადებს მოხსენებით ბარათს და წარუდგენს მას დასამტკიცებლად ბანკის გენერალურ
დირექტორ, ბანკის შიდა დოკუმენტებით დადგენილი წესის შესაბამისად.

თავი 13. ბანკის ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით

დადგენის პროცედურა

1. ბანკის ფილიალების უფლებამოსილი თანამშრომლები, თავისი საქმიანობის პროცესში


არკვევენ მიეკუთვნება თუ არა კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე
პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას, შემდეგ შემთხვევებში:
ა. იმ კლიენტის მიერ ანგარიშის გახსნისას, რომელიც წარმოადგენს უცხო ქვეყნის
მოქალაქეს, სავალდებულო წესით უნდა შეივსოს - კლიენტის განცხადება
("პოლიტიკურად აქტიური პირის" სტატუსთან დაკავშირებით - ფიზიკური
პირებისათვის) - წინამდებარე ინსტრუქციის დანართი
ბ. იურიდიული პირის მიერ ანგარიშის გახსნისას, სავალდებულო წესით უნდა
შეივსოს - კლიენტის ანკეტა, დამტკიცებული ბანკის შიდა პროცედურების
თანახმად;
გ. ბანკის ფილიალის უფლებამოსილი თანამშრომელი ამოწმებს ბანკში არსებულ
მონაცემთა ელექტრონულ ბაზებში ბენეფიციარ მესაკუთრეებს, შემოწმება
მონაცემთა ელექტრონული ბაზების მიხედვით ხორციელდება on-line რეჟიმში,

2. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთ წყაროში, კლიენტის ანკეტა ან ელექტრონული ბაზები)


აღმოჩნდება, რომ კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე მიეკუთვნება
პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას, ფილიალის თანამშრომელი აცნობებს ამის
შესახებ ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტის. ამ
შემთხვევებში, ასეთ კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება ხორციელდება
მხოლოდ ბანკის გენერალური დირექტორის ნებართვით.

3. ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტის უფლებამოსილი


ელექტრონული ფოსტით ან სამსახურებრივი ბარათის სახით მიმართავს ბანკის
გენერალურ დირექტორს, პოლიტიკურად აქტიურ პირთან ან პირთან, რომლის
ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, საქმიანი
ურთიერთობების დამყარების ნებართვის ასაღებად.
4. პოლიტიკურად აქტიურ პირებთან და პირებთან, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე
წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, საქმიანი ურთიერთობების დამყარებაზე
უარის თქმის საფუძველი წარმოადგენს ასეთ პირებზე ბანკში არსებული ნეგატიური
ინფორმაცია, და აგრეთვე ამ პირებთან დაკავშირებულია სხვა სახის რისკის ფაქტორები.

5. ბანკი იღებს გონივრულ ზომებს პოლიტიკურად აქტიური პირის და პირის, რომლის


ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, ფულადი
სახსრების ან სხვა ქონების წარმოშობის წყაროების, და აგრეთვე ანგარიშის
ბენეფიციარის ვინაობის დასადგენად. ამ მიზნისათვის ბანკი უფლებამოსილია
დაამტკიცოს დამატებითი ანკეტები, რომლებსაც, ბანკის შიდა ნორმატიული
დოკუმენტებით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, ნებაყოფლობით ავსებენ
პოლიტიკურად აქტიური პირები და პირები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე
მიეკუთვნება პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას.

6. გარდა წინამდებარე ინსტრუქციის მე-13 თავის მე-5 პუნქტში მითითებულისა, ბანკმა,


საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მოსთხოვოს კლიენტს დამატებითი ინფორმაცია
ფულადი სახსრებისა და სხვა ქონების წარმომავლობის შესახებ.

7. ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტი ახორციელებს


საქმიანი ურთიერთობების მუდმივ მონიტორინგს პოლიტიკურად აქტიურ პირთან ან
პირთან, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს,
და მონიტორინგის შედეგების შესახებ კვარტალში ერთხელ აცნობებს გენერალურ
დირექტორს.

8. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე ბანკთან საქმიანი


ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, ბანკის
უფლებამოსილი თანამშრომლები ვალდებულნი არიან ასეთი ინფორმაციის
ხელმისაწვდომობისთანავე გაატარონ მის მიმართ წინამდებარე ინსტრუქციის მე-13
თავის მე-4პუნქტში პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები.
თავი 14. რისკი, ასოცირებული პოლიტიკურად აქტიურ პირებთან და პირებთან, რომელთა
ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, და ასეთ პირებთან
საქმიანი ურთიერთობების მონიტორინგი

1. საერთაშორისო სტანდარტებით განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პოლიტიკურად


აქტიური პირების როლს ML/FT პროცესში, ვინაიდან ფინანსური ორგანიზაციები
ხშირად ანიჭებენ ასეთ პირებს, ასევე, მესამე პირებს მათი სახელით ოპერაციის
წარმოებისას, მოქმედების გარკვეულ თავისუფლებას. ამასთან, უკანონო საქმიანობაში
ჩართული პოლიტიკურად აქტიური პირები, თანხის წარმომავლობის შესანიღბად
იყენებენ აგენტებს, ფიქტიურ კომპანიებს, ახლო ნათესავებს ან სხვა შუამავალ პირებს,
საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ საბანკო ქსელს, ფინანსური
ოპერაციების განსახორციელებლად. შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტებით,
რეკომენდებულია მსგავსი პირების მიმართ გატარებულ იქნას გაძლიერებული
მონიტორინგის ზომები.

2. პოლიტიკურად აქტიურ პირად, ასევე ითვლება მათი ოჯახის წევრები (პირის მეუღლე,
შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა) და მათთან უშუალო
საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი (ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და
აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის
წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად
აქტიური პირი, აგრეთვე, მასთან სხვაგვარ, მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი
პირი).

3. პოლიტიკურად აქტიურ პირებთან და პირებთან, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე


წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, საქმიანი ურთიერთობების მონიტორინგის
პროცესში, ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტი
ხელმძღვანელობს შემდეგი ფაქტორებით, რომლებიც განსაზღვრავენ ასეთ პირებთან
დაკავშირებულ რისკის დონეს:

ა. წარმოშობის ქვეყანა - რისკის დონე მნიშვნელოვნად იზრდება, როდესაც


პოლიტიკურად აქტიური პირები წარმოადგენენ ისეთი ქვეყნების რეზიდენტებს,
რომლებშიც კორუფციის დონე მაღალია;

ბ. თანამდებობა, უფლებამოსილება და ძალაუფლება - რაც უფრო მაღალია


პოლიტიკურად აქტიური პირების თანამდებობა, მეტია მათი უფლებამოსილება
და ძალაუფლება, მით უფრო მეტია ასეთი პირების ჩართვის ალბათობა ფულის
გათეთრებასთან დაკავშირებულ დანაშაულში;
გ. საქმიანი ურთიერთობები - მოცულობა და სირთულე - რაც უფრო მეტია
განხორციელებული ოპერაციების (ტრანზაქციების) მოცულობა და უფრო
რთულია ესეთი ოპერაციების (ტრანზაქციების) სქემა, მით უფრო მაღალია
პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული რისკის დონე;

დ. შემოთავაზებული პროდუქტისა და მომსახურების სახეობა - პოლიტიკურად


აქტიური პირებისათვის შეთავაზებული პროდუქტისა და მომსახურების სახეობამ
შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ პირებთან დაკავშირებულ რისკის დონეზე.
ზოგიერთი მომსახურების სახეობა, თავისი არსით შეიცავს რისკის მაღალ დონეს
(მაგალითად, პრივატ ბანკინგი (private banking));

ე. ქვეყნები, რომლებთან პოლიტიკურად აქტიურ პირებს აქვთ საქმიანი


ურთიერთობა - რისკის დონე მაღალია, როდესაც პოლიტიკურად აქტიური პირები
ბანკის მეშვეობით თავისი საქმიანობის განხორციელებისას, სარგებლობენ იმ
კომპანიების და ბანკების მომსახურებით, რომლებიც განლაგებულნი არიან ისეთ
ზონებში, სადაც მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის კონტროლის
სუსტი მექანიზმი. ასეთ ზონებს მიეკუთვნებიან საეჭვო ზონები, საყურადღებო
ზონები, არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ზონები.

თავი 15. რისკზე დამყარებული მიდგომა

1. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რისკების გადამეტებულად შეფასება იწვევს


რესურსების არამიზანმიმართულ ხარჯვას, ხოლო, არასათანადოდ შეფასება ქმნის სუსტ
ზონებს. ბანკის მიერ რისკის შეფასება ხორციელდება საქმიანი ურთიერთობების
დამყარებისას. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, რისკის დონე
ცხადი ხდება მხოლოდ საბანკო ოპერაციების განხორციელების პროცესში, ბანკის მიერ
წარმოებს გარიგებების (ოპერაციების) მუდმივი მონიტორინგი, რაც თავის მხრივ,
წარმოადგენს რისკზე დამყარებული მიდგომის გამოყენების ბაზისს.

2. წინამდებარე ინსტრუქციის ფარგლებში ბანკი ითვალისწინებს რისკის დონის შემდეგ


კრიტერიუმებს:

 გეოგრაფიული რისკი;
 პროდუქტის/მომსახურების რისკი;
 პროდუქტის/მომსახურების მიწოდების რისკი;
 კლიენტის რისკი;
3. ქვეყნებთან/გეოგრაფიულ არეალთან დაკავშირებული რისკები, უკავშირდება:
ა) კლიენტის ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის რეზიდენტობის/მოქალაქეობის
იურისდიქციას;
ბ) კლიენტის ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ძირითადი საქმიანობის
იურისდიქციას;
გ) კლიენტის ან ბენეფიციარი მესაკუთრის მნიშვნელოვანი პირადი კავშირების
იურისდიქციას;
დ) კლიენტის ტრანზაქციებს (ტრანზაქციების ინიცირების ან საბოლოო
დანიშნულების იურისდიქციები).

4. გეოგრაფიული რისკი შეიცავს კლიენტის გეოგრაფიულ წარმომავლობას და მაღალი


რისკის მატარებელ ქვეყანას ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილს, რომელთანაც კლიენტი
დაკავშირებულია ბიზნეს ინტერესებით ან/და სხვა მნიშვნელოვანი კავშირებით. მაღალი
რისკის მატარებელ ტერიტორიებად ითვლება ქვეყანა (ქვეყნები) ან ქვეყნების
ტერიტორიები:

ა. რომლებიც ასეთად აღიარებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის


საფუძველზე;

ბ. რომლებიც კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული


როგორც ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნები ან/და რომელთა ტერიტორიაზე
მოქმედებენ ტერორისტული ორგანიზაციები;

გ. რომელთა წინააღმდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ (მათ შორის გაეროს


უშიშროების საბჭოს მიერ) დაწესებულია სანქციები, ემბარგო ან სხვა მსგავსი
ზომები;

დ. რომელთა ტერიტორიაზე არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა


უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის
ხელშეწყობის შესახებ და ეს ფაქტი აღიარებულია შესაბამისი საერთაშორისო
ორგანიზაციების მიერ;

ე. რომელთა ტერიტორიაზე არის კორუფციის ან/და ორგანიზებული დანაშაულის


მაღალი დონე და ეს ფაქტი აღიარებულია შესაბამისი საერთაშორისო
ორგანიზაციების მიერ.
5. AML/CFT მიმართულებით, სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმების მქონე ქვეყანების
განსაზღვრისას ბანკი ეყრდნობა, FATF-ის, ევროკომისიის და სხვა ავტორიტეტული
ორგანიზაციების (საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), ბაზელის კომიტეტი და
სხვ.) შეფასებებს.

6. ტერორიზმის დაფინანსების დონესთან დაკავშირებული მაღალი რისკი ფაქტორების


გამოვლენის მიზნით ბანკი ხელმძღვანელობს, გლობალური ტერორიზმის ინდექსი
რეპორტითა და სხვა სანდო და ავტორიტეტული წყაროებით, მათ შორის მედია
გამოცემები, სხვადასხვა ქვეყნების რეპორტები და სხვ.

7. ბანკი კლიენტის გეოგრაფიული არეალის შეფასებისას ასევე ითვალისწინებს ასევე


იურისდიქციის გამჭვირვალობის ხარისხს, საგადასახადო შესაბამისობას,
ორგანიზებული დანაშაულობის დონეს, ქვეყანაში არსებულ სიტყვის თავისუფლების და
დემოკრატიის ხარისხს. ქვეყნის შიგნით არსებულ კონფლიქტური ზონებს და
კორუფციის ხარისხს.

8. მე-15 თავის მე-7 პუნქტის ჩამოთვლილი კრიტერიუმების შეფასებისას ბანკის ფინანური


მონიტორინგისა და შესაბამისობის განყოფილება სულ მცირე კვარტალში ერთხელ
ახდენს შემდეგი სანდო წყაროების მოძიებას და მათ მიხედვით საკუთარი რისკ-
ფაქტორების განახლებას:
ა. იურისდიქციის გამჭვირვალობის ხარისხი და საგადასახადო შესაბამისობა
▪ FATF-ის და მსგავსი რეგიონული ორგანიზაციების „ორმხრივი
შეფასებები“ (რეკომენდაციები 9, 24, 25 და IO 2 და 5);
▪ IMF-ის შეფასებები და საგადასახადო მიზნებისთვის ინფორმაციის
მიმოცვლასა და გამჭირვალობაზე გლობალური ფორუმის ანგარიშები.
▪ ფინანსური საიდუმლოების ინდექსი (Tax Justice Network),
▪ ფინანსური სექტორის რეგულირება - რესურსების გადანაწილების
ინდექსი (World Bank);
▪ გამჭვირვალობა, სანდოობა და კორუფცია საჯარო სექტორში (World
Bank);
▪ OECD-ის გლობალური ფორუმის რეპორტები

ბ. ორგანიზებული დანაშაულის დონე


▪ კორუფციის გავრცელების ინდექსი (Transparency International);
▪ ეკონომიკური თანამშრომლიბის და განვითარების ორგანიზაციის
(OECD) ქვეყნის ანგარიშები
▪ მსოფლიო ნარკოტიკების ანგარიში (UN Office on Drugs and Crime).

9. ქვეყნებთან/გეოგრაფიულ არეალთან დაკავშირებული რისკების გამოვლენისას ბანკის


მიერ ყურადღება ასევე მახვილდება:
ა.) საზღვრის პირა რეგიონში რეგიტრირებულ ან/და მაცხოვრებელ კლიენტებზე;
ბ.) ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში რეგიტრირებულ ან/და
მაცხოვრებელ კლიენტებზე;
გ.) რელიგიური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში რეგიტრირებულ ან/და
მაცხოვრებელ კლიენტებზე;
დ.) და სხვა რაიმე ეთნიკური ან სოციალური ნიშნით გამორჩეულ რეგიონებში
რეგიტრირებულ ან/და მაცხოვრებელ კლიენტებზე;

10. ბანკის მიერ პროდუქტის/მომსახურების რისკის შეფასებას ფულის გათეთრებისა და


ტერორიზმის დაფინანსების კუთხით ახორციელებს ფინანსური მონიტორინგისა და
შესაბამისობის დეპარტამენტი.

11. ახალი პროდუქტის დანერგვამდე ან არსებულ პროდუქტში ისეთი ცვლილების


შეტანამდე, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ფულის გათეთრებისა
და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით რისკის შეფასებაზე, ამ პროცესის ინიციატორი
დეპარტამენტი ფინანსური მონიტორინგის და შესაბამისობის დეპარტამენტს აწოდებს
დეტალურ ინფორმაციას მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით. დეპარტამენტი
აფასებს პროდუქტის რისკის დონეს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის
დაფინანსების კუთხით და აწვდის თავის შეფასებას დირექტორს.

12. პროდუქტის/მომსახურების რისკის შეფასებისას გასათვალისწინებელია რისკის


შესაძლებელი ზრდის შემდეგი ფაქტორები:
ა) პროდუქტი/მომსახურება შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ
შეფასებულია როგორც მომატებული რისკის მატარებელი;
ბ) ანონიმური პროდუქტი/მომსახურება - ისეთი ტექნოლოგიების გამოყენება,
რომლებიც ართულებენ გარიგებაში მონაწილე მხარეების იდენტიფიკაციას;
გ) პროდუქტი/მომსახურება, რომელიც ვრცელდება ქვეყნის გარეთ.

13. პროდუქტის/მომსახურების მიწოდების რისკი მოიცავს ბანკის მიერ შეთავაზებული


პროდუქტის/მომსახურების მიწოდების ისეთ მეთოდებს, რომლის დროსაც რთულდება
ოპერაციებში მონაწილე მხარეების იდენტიფიკაცია: დისტანციური მომსახურება და
პროდუქტის/მომსახურების შეთავაზება შუამავლის მეშვეობით.
14. ბანკის მიერ შეთავაზებული პროდუქტის/მომსახურების რისკის შეფასება ხდება
ინდივიდუალურად, კლიენტის ვინაობისა და მასთან საქმიანი ურთიერთობის არსის
გათვალისწინებით. ბანკის მიერ პროდუქტის/მომსახურების რისკის შეფასებისას
გასათვალისწინებელია პროდუქტის/მომსახურების რისკის შესაძლო გაზრდის შემდეგი
ფაქტორები:

ა. პროდუქტი/მომსახურება შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ


შეფასებულია როგორც მაღალი რისკის მატარებელი, მაგალითად: პრივატ ბანკინგი
(private banking);

ბ. პროდუქტი/მომსახურება, რომელიც ანონიმური, მაგალითად: ინტერნეტ ბანკინგი,


ისეთი ტექნოლოგიების გამოყენება, რომლებიც ართულებენ საბანკო ოპერაციაში
მონაწილე მხარეების იდენტიფიკაციას;

გ.პროდუქტი/მომსახურება, რომელიც სცილდება ქვეყნის ფარგლებს, მაგალითად:


საერთაშორისო გადარიცხვები, გადარიცხვები კერძო საინვესტიციო ფონდებში და ა.შ.
დ. ტრანზაქციის განმახორციელებელ მხარეთა შორის არ ჩანს საქმიანი/ეკონომიკური
კავშირი;

ე. პროდუქტი/მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია ნაღდ ფულთან ან ძვირფასი


ქვებით/ლითონებით ვაჭრობასთან.

ვ. პროდუქტის/მომსახურების მიწოდების რისკი მოიცავს ისეთი ტიპის საქმიანობას,


როდესაც გართულებულია ოპერაციებში მონაწილე მხარეების იდენტიფიკაცია.
პროდუქტის/მომსახურების შეთავაზების რისკი შეიცავს:

ზ. "დისტანციურ მომსახურებას";

თ. პროდუქტის/მომსახურების შეთავაზებას შუამავლის მეშვეობით.

15. წინამდებარე სახელმძღვანელოს მიზნებისათვის მაღალი და საშუალო რისკის


მატარებელი პროდუქტები/სერვისები და მათი მიწოდების არხები მითითებულია
წინამდებარე სახელმძღვანელოს დანართში.
16. კლიენტის რისკი მოიცავს მაღალი რისკის მქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს,
ბენეფიციარ მესაკუთრეებს. ამ კატეგორიაში შედიან:
ა. პოლიტიკურად აქტიური პირები;
ბ. პროფესიული მომსახურების პროვაიდერები - საკონსულტაციო კომპანიები, და
აგრეთვე პირები, რომლებიც ახორციელებენ იურიდიულ (საადვოკატო),
საბუღალტრო, აუდიტორულ საქმიანობას;
დ. ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი პირები. ამ კატეგორიაში
აგრეთვე შედიან ონ-ლაინ კაზინოს, აზარტული თამაშების და ტოტალიზატორების
მომწყობი პირები.
ე. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან, ანტიკვარულ
ნივთებთან და ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებული საქმიანობის
განმახორციელებელი პირები. ამ კატეგორიაში აგრეთვე შედიან აუქციონების,
ლომბარდების, იუველირული ნაკეთობების, ანტიკვარიატისა და ხელოვნების
ნიმუშების მაღაზიების მომწყობი პირები. მოცემულ კატეგორიაში არ შედიან
ხელოვნების მოღვაწეები და “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს
კანონით განსაზღვრული აუქციონის მომწყობი პირები;
ზ. იარაღისა და საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკისა და ტრანსპორტის
(ნაწილების) მწარმოებელი ან/და იარაღითა და საბრძოლო მასალით, სამხედრო
ტექნიკითა და ტრანსპორტით (ნაწილებით) მოვაჭრე პირები. მოცემულ კატეგორიაში
არ შედიან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიები,
რომელთა საქმიანობაში შედის იარაღისა და საბრძოლო მასალის, სამხედრო
ტექნიკისა და ტრანსპორტის (ნაწილების) წარმოება ან/და ვაჭრობა, გარდა
სახელმწიფოებისა, რომლებიც განსაზღვრულია როგორც არაკოოპერირებადი, საეჭვო
ან საყურადღებო ზონები;
თ. ქიმიური ნივთიერებების მწარმოებელი ან/და ქიმიური ნივთიერებებით მოვაჭრე
კომპანიები. ამ კატეგორიაში არ შედიან საყოფაცხოვრებო ქიმიკატების მწარმოებელი
ან/და რეალიზატორი კომპანიები;
ი. ბირთვული რეაქტორებისათვის განკუთვნილი მასალების მწარმოებელი ან ასეთი
მასალებით მოვაჭრე კომპანიები. მოცემულ კატეგორიაში არ შედიან სახელმწიფოს
წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიები, რომელთა საქმიანობას
წარმოადგენს ბირთვული რეაქტორებისათვის განკუთვნილი მასალების წარმოება
ან/და ასეთი მასალებით ვაჭრობა, გარდა სახელმწიფოებისა, რომლებიც
განსაზღვრულია როგორც არაკოოპერირებადი, საეჭვო ან საყურადღებო ზონები;
კ. არარეზიდენტი კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ და ახორციელებენ
მედიკამენტების რეალიზაციას;
ლ. ორგანიზაციები, რომელთა მიზანსაც არ წარმოადგენს მოგების მიღება. ამ
კატეგორიაში შედიან რელიგიური და არასამთავრობო ორგანიზაციები, ფონდები,
ფედერაციები, ასოციაციები და ა.შ. ამ კატეგორიაში არ შედიან ადმინისტრაციული
ორგანოები და მათ მიერ დაფუძნებული ორგანიზაციები, უცხო ქვეყნების საელჩოები
და საკონსულოები, ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები
(EBRD, WB, IMF და სხვა) და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები;
მ. სპორტული კლუბები. ამ კატეგორიაში შედიან საფეხბურთო, საკალათბურთო და
სხვა მსგავსი კლუბები, გარდა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსებისა;
ნ. საინვესტიციო ფონდები/კომპანიები. ამ კატეგორიაში არ შედიან ის საინვესტიციო
ფონდები/კომპანიები, რომლებიც შექმნილია საქართველოს სახელმწიფოს
წილობრივი მონაწილეობით;
ო. დეველოპური კომპანიები. ამ კატეგორიაში შედიან დეველოპური კომპანიები,
რომელთა საქმიანობას წარმოადგენს უძრავი ქონების პროექტების მართვა და
რეალიზაცია;
პ. ჰოლდინგური კომპანიები. ამ კატეგორიაში შედიან ჰოლდინგური კომპანიები,
რომელთა ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სხვა კომპანიების საქმიანობის მართვა
ან კონტროლი;
ჟ. აქტივების მმართველი კომპანიები. ამ კატეგორიაში შედიან აქტივების მართვის
კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ კლიენტთა სახსრების მართვას და
ინვესტირებას (მათ შორის საპენსიო დანაზოგების);
რ. სატრასტო კომპანიები (ტრანს-აგენტები). ამ კატეგორიაში შედიან სატრასტო
კომპანიები (ტრანს-აგენტები), რომლებიც მოქმედებენ ფიზიკური და იურიდიული
პირების ინტერესებში როგორც ფიდუციარული აგენტი ან სანდო მესაკუთრე (trustee),
აქტივების ადმინისტრირების, მართვის და ბენეფიციარისათვის შემდგომი გადაცემის
მიზნით;
ს. ტრანს-აგენტების მიერ დარეგისტრირებული კომპანიები;
ტ. უძრავი ქონების სააგენტოები, ბროკერები (მაკლერები);
უ. ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვით
დაკავებული კომპანიები. ამ კატეგორიაში შედიან კომპანიები, რომელთა ძირითად
საქმიანობას წარმოადგენს ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით უცხოური
ვალუტის ყიდვა-გაყიდვა, გარდა კომერციული ბანკებისა;
ფ. კრედიტების გამცემი ორგანიზაციები. ამ კატეგორიაში შედიან კომპანიები,
რომელთა ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სესხების გაცემა (მათ შორის ონ-ლაინ
კრედიტების გამცემი პირები) და რომლებიც ამავე დროს არ წარმოადგენენ ეროვნული
ბანკის მიერ რეგულირებელ ფინანსურ ინსტიტუტებს;
ქ. კლიენტი, რომელიც რეგულარულად ახორციელებს საეჭვო ტრანზაქციებს;
ღ. არააქტიური ანგარიშების მქონე პირები. არააქტიური ანგარიშების მქონე პირებს
წარმოადგენენ კლიენტები, რომელთა არც ერთ ანგარიშზე 1 წლის განმავლობაში არ
იყო დაფიქსირებული ბრუნვა და ამ პერიოდის ამოწურვისას საკრედიტო ბრუნვა
ანგარიშზე ან ანგარიშებზე აღემატება 30 000 ლარს ან ექვივალენტს ლარში;
ყ. კომპანიები დამფუძნებელთა რთული სტრუქტურით. კომპანიებად, რომლებსაც
გააჩნიათ მესაკუთრეთა რთული სტრუქტურა, ითვლებიან ის კომპანიები, რომელთა
დამფუძნებელი სტრუქტურა, ვერტიკალურ ჭრილში, შეიცავს იურიდიულ პირთა ორ
ან მეტ დონეს;
შ. საეჭვო ფინანსური ინსტიტუტები;
ც. პირები, რომლებიც საზოგადოებაში სარგებლობენ ნდობის მაღალი ხარისხით, მათ
შორის საზოგადო მოღვაწეები, სასულიერო პირები და ა.შ
ძ. მაღალშემოსავლიანი პირები (High-net-worth Individuals) - ფიზიკურ პირები,
რომელთა ანგარიშებზე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა ნაშთი
სულ მცირე ხუთასი ათასი ლარის (ან მისი ექვივალენტის) ოდენობით ან/და პირები
რომელტა ანგარიშებზე ბრუნვამ შეადგინა სულ მცირე ერთი მილიონ ლარი (ან მისი
ექვივალენტი).

თავი 16. კლიენტებისათვის რისკის დონის მინიჭების პროცედურა

1. ბანკი კონკრეტული კლიენტის შეფასებისას, იყენებს რისკზე დაფუძნებულ სხვადასხვა


მიდგომას და ახდენს კლიენტების კლასიფიცირებას რისკის კატეგორიების მიხედვით.

2. ბანკი რისკის შეფასებისას ითვალისწინებს კლიენტის ვინაობას, მის რეპუტაციას,


გეოგრაფიული წარმოშობის ქვეყანას ან/და ქვეყანას, რომელთანაც კლიენტი
დაკავშირებულია ბიზნეს ინტერესებით, კლიენტის ფინანსური რესურსების
წარმოშობას, კლიენტის საქმიანობის ხასიათს, კლიენტის მიერ განხორციელებული
ტრანზაქციების ტიპს, მათ სირთულესა და მოცულობას.

3. რისკის ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით, ფინანსური მონიტორინგისა და


შესაბამისობის დეპარტამენტი. კლიენტებს ყოფს რისკის შემდეგ კატეგორიებად: რისკის
დაბალი დონის მქონე კლიენტები, რისკის საშუალო დონის მქონე კლიენტები, რისკის
მაღალი დონის მქონე კლიენტები.

4. ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტი ახორციელებს რისკის


მაღალი დონის მქონე კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობების მუდმივ მონიტორინგს
და წელიწადში ორჯერ აცნობებს მონიტორინგის შედეგების შესახებ კურატორ
დირექტორს სამსახურებრივი ბარათის სახით ან ელექტრონული შეტყობინების
მეშვეობით.

5. კლიენტების შეფასება რისკის დონის მინიჭებისათვის/განახლებისათვის ხორციელდება


არანაკლებ წელიწადში ორჯერ კლიენტების მიერ ჩატარებული ოპერაციების და მათ
შესახებ დამატებით მიღებული ინფორმაციის მიხედვით.

6. კლიენტების რ ი ს კ ი ს დ ო ნ ი ს აწევა დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც ბანკში


არსებობს ნეგატიური ინფორმაცია კლიენტის შესახებ. ნეგატიურ ინფორმაციას
განეკუთვნება (თუმცა არ შემოიფარგლება): ნეგატიური ინფორმაცია საჯარო წყაროებში,
სამართალდამცავი ორგანოებიდან შემოსული ინფორმაცია უკანონო შემოსავლების
ლეგალიზაციის კუთხით კლიენტის მიმართ აღძრული საქმის შესახებ,
სამართალდამცავი ორგანოებიდან შემოსული ინფორმაცია თაღლითობის კუთხით
კლიენტის მიმართ აღძრული საქმის შესახებ, საქართველოს ეროვნული ბანკიდან და/ან
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან კონფიდენციალური
შეტყობინებით მიღებული ინფორმაცია კლიენტის საეჭვო ქცევის შესახებ და სხვა.

7. კლიენტისათვის რისკის დონის დაწევა შესაძლებელია შემდეგი რომელიმე პირობის


დადგენის შემთხვევაში: იურიდიული პირი კარგი რეპუტაციის მქონე ცნობადი და/ან
მულტინაციონალური და საერთაშორისო რეიტინგის მქონე კომპანიაა და/ან კომპანიის
ან მისი სადამფუძნებლო სტრუქტურის საბოლოო მფლობელი კომპანიის აქციები
ივაჭრება საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე, კლიენტის მიერ საანგარიშგებო
პერიოდში არ არის განხორციელებული საეჭვო ოპერაციები.

8. საშუალო რისკის დონის მქონე კლიენტების სადამფუძნებლო დოკუმენტაციის


განახლება ფილიალების მიერ ხორციელდება ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო დაბალი
რისკის დონის მქონე კლიენტების - 3 წელიწადში ერთხელ.

9. რისკის მაღალი დონის მქონე კლიენტების ოპერაციების ანალიზი ხორციელდება


Enhance Due Diligence -ის საფუძველზე. ამ მიზნებისათვის ბანკის ფინანსური
მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტის თანამშრომლებს საჭიროების
შემთხვევაში უფლება აქვთ მოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია ასეთ კლიენტებზე
შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის:
ა. KYC პროცედურების შესაბამისად კლიენტისაგან მიღებული დოკუმენტები;
ბ. კომპანიების წლიური აუდირებული ფინანსური ანგარიშგებები;
გ. დოკუმენტები, რომლებიც წარმოადგენენ ოპერაციის შესრულების საფუძველს
(ხელშეკრულებები, დამატებითი შეთანხმებები, ოქმები და ა.შ.) ან რომლებიც
ამჟღავნებენ ოპერაციის შინაარსს (ინვოისები, საბაჟო დეკლარაციები,
სარეალიზაციოდ მიღებული საქონლის ნუსხა და ა.შ.);
დ. დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ ნაღდი ფულის მიზნობრივ
გამოყენებას, და აგრეთვე მათი წარმოშობის წყაროს;
ე. ინფორმაცია ხელშეკრულების მხარეების შესახებ, რომელთა საფუძველზეც
ხდება ანგარიშზე ოპერაციების შესრულება და სხვა.

10. ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტი წელიწადში ორჯერ


ელექტრონული შეტყობინების მეშვეობით უგზავნის ბანკის ფილიალების მმართველებს
რისკის მაღალი დონის მქონე კლიენტების სიას, რომელიც ექვემდებარებიან გადახედვას
და, საჭიროების შემთხვევაში, საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლებას. ბანკის
ფილიალების მმართველები სამ სამუშაო დღეში ბოლომდე ელექტრონული
შეტყობინების მიღების მომენტიდან აგზავნიან ინფორმაციას ჩატარებული სამუშაოს
შესახებ ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტში.

თავი 17. კლიენტის რისკის დონის პირველადი შეფასების პროცედურა

კლიენტის რისკის დონის პირველადი შეფასების პროცედურა (ფიზიკური პირი)

1. მაღალი რისკის დონე ენიჭება იმ ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია ქვემოთ


მითითებული კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი მაინც:
ა. გეოგრაფიული კრიტერიუმი - საყურადღებო ზონის/საეჭვო ზონის/ოფშორული
ზონის მოქალაქე ფიზიკური პირი;
ბ. PEP სტატუსის მქონე ფიზიკური პირები;
გ. პირები, რომლებსაც სურთ მიიღონ დანართში მითითებული მაღალი რისკის
მატარებელი პროდუქტი/მომსახურეობა;
დ. მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის (დანართი №2-ში მითითებული
მაღალი რისკის საქმიანობები) განმახორციელებელი ფიზიკური პირები
(მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ ბანკის გამოყენება ხდება ამ
საქმიანობისთვის);
ე. პირის შესახებ ბანკის მიერ მოძიებულია ნეგატიური ინფორმაცია. აღნიშნული
ინფორმაცია შესაძლებელია მოძიებულ იქნას ბანკის ხელთ არსებულ ბაზებში ან
საჯარო წყაროებში;
ვ. ფიზიკური პირის ანგარიშის გახსნა ხორციელდება შუამავალი კომპანიის
მიერ.
2. ფინანსური მონიტორინგის და შესაბამისობის დეპარტამენტი ახორციელებს KYC
პროცედურების შესაბამისად მიღებული და პირის შესახებ მოძიებული ინფორმაციის
გაანალიზებას და ფიზიკური პირის რისკის შეფასებას, რომლის შედეგებსაც
მოხსენებითი ბარათის ან ელექტრონული შეტყობინების სახით წარუდგენს გენერალურ
დირექტორს.

3. მაღალი რისკის მატარებელ პირებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება ხდება


მხოლოდ ბანკის გენერალური დირექტორის ნებართვით. ფინანსური მონიტორინგისა
და შესაბამისობის დეპარტამენტი უფლებამოსილი თანამშრომელი აგზავნის მოთხოვნას
სამსახურებრივი ბარათის სახით ან ელექტრონული შეტყობინების მეშვეობით
ხსენებულ პირებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებაზე ნებართვის მისაღებად.

4. საშუალო რისკის დონე ენიჭება იმ ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია ქვემოთ


მითითებული კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი მაინც:

ა. გეოგრაფიული კრიტერიუმი - არარეზიდენტი ფიზიკური პირი (გარდა


საყურადღებო ზონის/საეჭვო ზონის/ოფშორულის ზონის მოქალაქე ფიზიკური
პირებისა);

ბ. პირები, რომლებსაც სურთ მიიღონ ბანკში დანართ №1-ში მითითებული საშუალო


რისკის მატარებელი პროდუქტი/მომსახურეობა;

გ. საშუალო რისკის მატარებელი საქმიანობის (დანართი №2-ში მითითებული


საშუალო რისკის საქმიანობები) განმახორციელებელი ფიზიკური პირები
(მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ ბანკის გამოყენება ხდება ამ
საქმიანობისთვის);

5. საშუალო რისკის მატარებელი კრიტერიუმის არსებობის დროს ფინანსური


მონიტორინგის და შესბამისობისა დეპარტამენტი ახორციელებს KYC პროცედურების
შესაბამისად მიღებული და პირის შესახებ მოძიებული ინფორმაციის გაანალიზებას
და ფიზიკური პირის რისკის შეფასებას. დეპარტამენტი ფიზიკური პირის შესახებ
თავისი გადაწყვეტილებას აცნობებს შესაბამის ფილიალს ელექტრონული ფოსტის
საშუალებით.

6. საშუალო რისკის მატარებელი ფიზიკური პირის ანგარიშის გახსნა ხორციელდება


ფინანსური მონიტორინგისა დეპარტამენტის და შესაბამისობის დეპარტამენტის
უფლებამოსილი თანამშრომლის თანხმობის საფუძველზე;
7. დაბალი რისკის დონე ენიჭება მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ
ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს:
ა. საქართველოს მოქალაქე;
ბ. არა PEP სტატუსის მქონე;
გ. კლიენტის მიერ არ არის მოთხოვნილი წინამდებარე სახელმძღვანელოს
დანართში მითითებული საბანკო პროდუქტი/მომსახურეობა;
დ. კლიენტი არ ახორციელებს წინამდებარე სახელმძღვანელოს დანართ №2-ში
მითითებულ საქმიანობებს;
ე. პირის შესახებ არ იძებნება ნეგატიური ინფორმაცია;
ვ. ფიზიკური პირის ანგარიშის გახსნა არ ხორციელდება შუამავალი კომპანიის
მიერ.

8. რისკის დაბალი დონე ასევე ენიჭება საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს ფიზიკურ პირებს,
რომლებსაც არ გააჩნიათ საშუალო და მაღალის რისკის კრიტერიუმები და
ამავდროულად არ წარმოადგენენ საეჭვო, საყურადღებო ან ოფშორული ქვეყნების
მოქალაქეებს. ამასთან ხსენებული კლიენტების ანგარიშებზე არ უნდა
ხორციელდებოდეს საპენსიო თანხის გარდა სხვა ჩარიცხვები.

9. რისკის დაბალი დონე შეიძლება ასევე მიენიჭოთ სოციალური დახმარების მიმღებ


ფიზიკურ პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საშუალო და მაღალის რისკის
კრიტერიუმები და ამავდროულად აკმაყოფილებენ ორივე ქვემოთ ჩამოთვლილ
პირობას:
 სოციალური დახმარების გამცემს წარმოადგენ საქართველოს სახელმწიფო;
 მათ ანგარიშებზე არ ხორციელდება სოცილური დახმარების გარდა სხვა
ჩარიცხვები;

თავი 18. იურიდიული პირების პირველადი რისკის შეფასება

1. ფინანსური მონიტორინგის და შესაბამისობის დეპარტამენტი ახორციელებს KYC


პროცედურების შესაბამისად მიღებული და პირის შესახებ მოძიებული ინფორმაციის
გაანალიზებას და იურიდიული პირის რისკის შეფასებას, რომლის შედეგებსაც
მოხსენებითი ბარათის ან ელექტრონული შეტყობინების სახით წარუდგენს კურატორ
დირექტორს. მაღალი რისკის დონის მატარებელი იურიდიული პირის კლიენტის
ბარათის გახსნა ხორციელდება კურატორი დირექტორის ნებართვის საფუძველზე.
2. მაღალი რისკის დონე ენიჭება იმ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია ქვემოთ
მითითებული კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი მაინც:
ა) გეოგრაფიული კრიტერიუმი 1 - საყურადღებო ზონაში/საეჭვო
ზონაში/ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან ასეთ
ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირის ფილიალი/წარმომადგენლობა;

ბ) გეოგრაფიული კრიტერიუმი 2 - იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრე


საყურადღებო ზონის/საეჭვო ზონის/ოფშორული ზონის მოქალაქე ფიზიკური
პირი ან იურიდიული პირის საბოლოო მფლობელია საყურადღებო
ზონის/საეჭვო ზონის/ოფშორული ზონის სახელმწიფო;

გ) იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრე PEP სტატუსის მქონე ფიზიკური


პირი;

დ) პირები, რომლებსაც სურთ მიიღონ ბანკში წინამდებარე სახელმძღვანელოს


დანართში მითითებული მაღალი რისკის პროდუქტები

ე) მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული


პირები;

ვ) მაღალი რისკის მატარებელი მფლობელობის სტრუქტურის შემცველი


იურიდიული პირები.

ზ) პირის და/ან მისი ბენეფიციარის და/ან ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი


პირის შესახებ ბანკის მიერ მოძიებულია ნეგატიური ინფორმაცია. აღნიშნული
ინფორმაცია შესაძლებელია მოძიებულ იქნას ბანკის ხელთ არსებულ ბაზებში ან
საჯარო წყაროებში;

თ) იურიდიული პირის ანგარიშის გახსნა ხორციელდება შუამავალი კომპანიის


მიერ.

3. საშუალო რისკის დონე ენიჭება იმ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია ქვემოთ


მითითებული კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი მაინც:

ა. გეოგრაფიული კრიტერიუმი 1 - არარეზიდენტი იურიდიული პირი (გარდა


საყურადღებო/საეჭვო /ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული
პირისა და ასეთ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირის
ფილიალი/წარმომადგენლობა);
ბ. გეოგრაფიული კრიტერიუმი 2 - იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრე
არარეზიდენტი ფიზიკური პირი (გარდა საყურადღებო ზონის/საეჭვო
ზონის/ოფშორული ზონის მოქალაქე ფიზიკური პირისა) ან იურიდიული პირის
საბოლოო მფლობელია უცხო ქვეყნის სახელმწიფო (გარდა საყურადღებო
ზონის/საეჭვო ზონის/ოფშორული ზონის მოქალაქე ფიზიკური პირისა);

გ. პირები, რომლებსაც სურთ მიიღონ ბანკში წინამდებარე სახელმძღვანელოს


დანართ №ში მითითებული საშუალო რისკის მატარებელი საბანკო
პროდუქტი/მომსახურეობა;

დ. საშუალო რისკის მატარებელი საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული


პირები.

4. საშუალო რისკის მატარებელი კრიტერიუმის არსებობის დროს ფინანსური


მონიტორინგის და შესაბამისობის დეპარტამენტი ახორციელებს KYC პროცედურების
შესაბამისად მიღებული და პირის შესახებ მოძიებული ინფორმაციის გაანალიზებას და
იურიდიული პირის რისკის შეფასებას. დეპარტამენტი იურიდიული პირის ანგარიშის
გახსნის შესახებ თავის გადაწყვეტილებას აცნობებს შესაბამის სამსახურს ან ფილიალს
ელ. ფოსტის საშუალებით.

5. დაბალი რისკის დონე ენიჭება იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც კლიენტის ანგარიშის


გახსნის დროს აკმაყოფილებენ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს:
ა. რეზიდენტი იურიდიული პირი;
ბ. იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრე საქართველოს მოქალაქე;
გ. იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრე არ არის PEP სტატუსის მქონე
ფიზიკური პირი ან იურიდიული პირის საბოლოო მფლობელია საქართველოს
სახელმწიფო;
დ. კლიენტის მიერ არ არის მოთხოვნილი წინამდებარე სახელმძღვანელოს
დანართში მითითებული საბანკო პროდუქტი/მომსახურეობა;
გ. კლიენტი არ ახორციელებს წინამდებარე სახელ მძღვანელ ოს დანართ №2-ში
მითითებულ რისკის მატარებელ საქმიანობებს;
ე. იურიდიული პირის სადამფუძნებლო სტრუქტურაში არ არის წინამდებარე
სახელმძღვანელოს დანართ №3-ში მითითებული მფლობელობის სტრუქტურის
ელემენტები.
6. თუ იურიდიული პირი კარგი რეპუტაციის მქონე, ცნობადი და/ან
მულტინაციონალური და საერთაშორისო რეიტინგის მქონე კომპანიაა და/ან;
კომპანიის ან იურიდიული პირის საბოლოო მფლობელის კომპანიის აქციები ივაჭრება
საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე, მიუხედავად მაღალი და საშუალო რისკის
მატარებელი კრიტერიუმებისა, ასეთ კომპანიას ენიჭება რისკის დაბალი დონე.

7. რისკის დაბალი დონე შეიძლება ასევე მიენიჭოთ ეროვნული ბანკის ზედამხედველობას


დაქვემდებარებულ იურიდიულ პირებს, თუ მათ წინააღმდეგ არ მიმდინარეობს რაიმე
სახის სამართლებრივი მოქმედებები, არ არის დაწყებული ლიკვიდაციის პროცესი ან
ეროვნული ბანკის მიერ არ დაწესებულა მნიშვნელოვანი სანქციები და
საზედამხედველო ღონისძიებები.

8. ყველა იურიდიული პირის ანგარიშის გახსნა მიუხედავად მისი რისკის დონისა


ხორციელდება მხოლოდ ფინანსური მონიტორინგის და შესაბამისობის დეპარტამენტის
თანხმობის საფუძველზე.

თავი 19. არსებული კლიენტებისათვის რისკის დონის მინიჭება

ფიზიკური პირები:

1. წინამდებარე სახელმძღვანელოში აღწერილი რისკის კრიტერიუმების გარდა ფიზიკური


პირის რისკის გადახედვის დროს (წელიწადში ორჯერ) რისკის დონის მინიჭებისათვის
მხედველობაში მიიღება შემდეგი მაჩვენებლები:

ა. კლიენტის მიერ განხორციებული ბრუნვის მოცულობა. ბრუნვის მოცულობა


მოიცავს საკრედიტო და სადებეტო ბრუნვების აბსოლუტური სიდიდეების ჯამს,
რომელშიც არ შედის: კლიენტის საკუთარ ანგარიშებს შორის თანხების მოძრაობა,
ბანკის მიერ მომსახურების გაწევის სანაცვლოდ კლიენტისგან მიღებული საკომისიო,
ჯარიმები, საურავები, ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ
გადარიცხული თანხები, საყოფაცხოვრებო (ელექტროენერგიის, გაზის, წყლის,
დასუფთავების, სატელეკომუნიკაციო) მომსახურების გადახდები;

ბ. ნაღდი ფულით კლიენტის მიერ განთავსებული თანხების მოცულობა;


გ.საერთაშორისო სავალუტო გადარიცხვების თანხების მოცულობა არაკოოპერირებად,
საყურადღებო, საეჭვო და ოფშორულ ზონებში;
დ. საერთაშორისო სავალუტო ჩარიცხვების თანხების მოცულობა არაკოოპერირებად,
საყურადღებო, საეჭვო და ოფშორული ზონებიდან;

ე. საანგარიშგებო პერიოდში ანგარიშზე არსებული ჯამური თანხების მოცულობა;

ვ. დანაწევრების მიზნით განხორციელებული საბანკო ოპერაციების რაოდენობა,


რომელთა შესახებ ეცნობა საქართველოს ფმს-ს;

ზ. საეჭვო ოპერაციების რაოდენობა, რომელთა შესახებ ეცნობა საქართველოს ფმს-ს. ამ


შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღება ის კლიენტები, რომლებიც ფიგურირებენ
საეჭვო ოპერაციებში როგორც დაზარალებულები;

თ. ბანკის ხელთ არსებული ნეგატიური ინფორმაცია კლიენტის შესახებ - კლიენტის


ოპერაციების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ წერილი შემოსულია
საქართველოს ფმს-დან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან ან სამართალდამცავი
ორგანოებიდან.

2. ფიზიკური პირებისათვის რისკის დონის მინიჭების მიზნით გამოიყენება ბანკის მიერ


შემუშავებული რიკის გამოთვლის მატრიცა. თითოეულ კრიტერიუმის მახასიათებელს
მინიჭებული აქვს შესაბამისი ქულა. რისკის დონის მინიჭებისათვის ჯამდება ფიზიკური
პირის მახასიათებელი კრიტერიუმის შესაბამისი ქულები და გამოითვლება საშუალო
არითმეტიკული. მიღებული შედეგის შესაბამისად ფიზიკურ პირს ენიჭება შესაბამისი
რისკის დონე:

იურიდიული პირები

3. წინამდებარე სახელმძღვანელოში აღწერილი რისკის კრიტერიუმების გარდა იურიდიული


პირის რისკის გადახედვის დროს (წელიწადში ორჯერ) რისკის დონის მინიჭებისათვის
მხედველობაში მიიღება შემდეგი მაჩვენებლები:

ა. კლიენტის მიერ განხორციებული ბრუნვის მოცულობა. ბრუნვის მოცულობა


მოიცავს საკრედიტო და სადებეტო ბრუნვების აბსოლუტური სიდიდეების ჯამს,
რომელშიც არ შედის: კლიენტის საკუთარ ანგარიშებს შორის თანხების
მოძრაობა, ბანკის მიერ მომსახურების გაწევის სანაცვლოდ კლიენტისგან
მიღებული საკომისიო, ჯარიმები, საურავები, ცენტრალური ან ადგილობრივი
ბიუჯეტის სასარგებლოდ გადარიცხული თანხები, საყოფაცხოვრებო
(ელექტროენერგიის, გაზის, წყლის, დასუფთავების, სატელეკომუნიკაციო)
მომსახურების გადახდები;
ბ. ნაღდი ფულით კლიენტის მიერ განთავსებული თანხების მოცულობა;

გ.საერთაშორისო სავალუტო გადარიცხვების თანხების მოცულობა


არაკოოპერირებად, საყურადღებო, საეჭვო და ოფშორულ ზონებში;

დ. საერთაშორისო სავალუტო ჩარიცხვების თანხების მოცულობა


არაკოოპერირებად, საყურადღებო, საეჭვო და ოფშორული ზონებიდან;

ე. საანგარიშგებო პერიოდში ანგარიშზე არსებული ჯამური თანხების მოცულობა;

ვ. დანაწევრების მიზნით განხორციელებული საბანკო ოპერაციების რაოდენობა,


რომელთა შესახებ ეცნობა საქართველოს ფმს-ს;

ზ. საეჭვო ოპერაციების რაოდენობა, რომელთა შესახებ ეცნობა საქართველოს ფმს-


ს. ამ შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღება ის კლიენტები, რომლებიც
ფიგურირებენ საეჭვო ოპერაციებში როგორც დაზარალებულები;

თ. ბანკის ხელთ არსებული ნეგატიური ინფორმაცია კლიენტის შესახებ -


კლიენტის ოპერაციების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ წერილი
შემოსულია საქართველოს ფმს-დან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან ან
სამართალდამცავი ორგანოებიდან.

4. იურიდიული პირებისათვის რისკის დონის მინიჭების მიზნით გამოიყენება ბანკის მიერ


შემუშავებული რიკის გამოთვლის მატრიცა. თითოეულ კრიტერიუმის მახასიათებელს
მინიჭებული აქვს შესაბამისი ქულა. რისკის დონის მინიჭებისათვის ჯამდება ფიზიკური
პირის მახასიათებელი კრიტერიუმის შესაბამისი ქულები და გამოითვლება საშუალო
არითმეტიკული. მიღებული შედეგის შესაბამისად ფიზიკურ პირს ენიჭება შესაბამისი
რისკის დონე.

თავი 20. რისკის შემცირების ღონისძიებები

1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების შესაძლო რისკის


თავიდან ასაცილებლად ბანკი ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე უარის თქმა;
ბ) უარის თქმა ოპერაციის შესრულებაზე;
გ) კლიენტის ოპერაციის შეჩერება მისგან დამატებითი ინფორმაციის მიღებამდე;
დ) კლიენტების ოპერაციების შეჩერება მის მიერ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის
წარმოუდგენლობის შემთხვევაში;
ე) კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტა;
ზ) კლიენტის და/ან მის მიერ შესრულებული ოპერაციის ან ოპერაციის მცდელობის
შესახებ ინფორმაციის წარდგენა საქართველოს ფმს-ში;
თ) ლიმიტების დადგენა პროდუქტებსა და მომსახურეობაზე.

2. კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას იღებს ბანკის


გენერალური დირექტორი ფინანსური მონიტორინგის და შესაბამისობის დეპარტამენტის
მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.

თავი 21. ინფორმაციის აღრიცხვა და შენახვა

1. ინფორმაცია (დოკუმენტი), რომელიც ინახება ბანკში, სრულად უნდა ასახავდეს


შესრულებულ საბანკო ოპერაციას ან/და გარიგებას და მასში მონაწილე პირებს. ამასთან,
ბანკში არსებული ინფორმაცია საკმარისი უნდა იყოს ცალკეული ტრანზაქციების
რეკონსტრუირებისათვის იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში, არსებობდეს
მტკიცებულებები სისხლისსამართლებრივი დევნისა და სხვა შესაბამისი
მოქმედებებისთვის.

3. ბანკი ვალდებულია პირის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისთვის


წარმოდგენილი ინფორმაცია(დოკუმენტაცია), ასევე კლიენტის ანგარიშის შესახებ
დოკუმენტაცია, საქმიანი კორესპონდენცია და ანალიზის შედეგები და სხვა ტიპის
განსაზღვრული ჩანაწერები, შეინახოს ამ კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის
მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო
ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს ან/და
საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტებისა და ჩანაწერების)
შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ბანკში, ზემოაღნიშნული
ვადით შენახულ უნდა იქნეს როგორც ელექტრონულად დაფიქსირებული მონაცემები
(შესაბამისი მონაცემთა ბაზები და სხვა), ასევე დოკუმენტურად არსებული ინფორმაცია
(დოკუმენტები).
4. ბანკი ვალდებულია, წინამდებარე ინსტრუქციის გათვალისწინებული ინფორმაციის
გარდა, შეინახოს, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი საბანკო გარიგებების
(ოპერაციების) შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), გარიგების დადების ან შესრულების
დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო
უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი
ინფორმაციის (დოკუმენტების და ჩანაწერების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის
დადგენილი.

5. საბანკო ოპერაციის (გარიგების) შესახებ, მათ შორის, პირის იდენტიფიკაციისათვის


წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს
შეუძლებელია – ასლების სახით. ამასთან, ასლები დამოწმებული უნდა იყოს
ნოტარიუსის ან თავად ბანკის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. კლიენტი
წარადგენს ყველა დოკუმენტს დედნის ან სათანადო წესით დამოწმებული ასლის სახით.
იმ შემთხვევაში თუ კლიენტის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებულია მხოლოდ
დოკუმენტის ნაწილი, მაშინ შესაძლებელია სათანადო წესით შესრულებული და
დამოწმებული ამონაწერის წარდგენა. დოკუმენტების ასლების წარდგენის შემთხვევაში
ბანკი უფლებამოსილია გასაცნობად მოითხოვოს დოკუმენტების დედნები, რაზეც
საკმარისი მიზეზების არ არსებობის შემთხვევაში უარის თქმა აკრძალულია.

6. ანგარიშგების ელექტრონულად შევსებული ფორმები რჩება ბანკში და ექვემდებარება


შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში. ანგარიშგების ელექტრონული ფორმების
შესანახად ბანკის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი შესანახად გამოყოფს
ბანკის სერვერზე ადგილს. ელექტრონული ანგარიშგების ფორმების შენახვისას ბანკის
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტიმ უნდა მიმართოს უსაფრთხოების ყველა
ზომას.

7. ბანკის თანამშრომელი ასლის დამოწმებისას ასრულებს შემდეგ ქმედებებს:

ა. იღებს ხარისხიან ქსერო ასლს «A4» ფორმატის ქაღალდზე, და ტექსტის ბოლოში


ხელით ან სპეციალური შტამპით შეჰყავს შემდეგი ტექსტი: „ვადასტურებ წინამდებარე
ქსერო ასლის ზუსტ შესაბამისობას დედანთან, დედანში გადახაზული წაშლილი ან
ფანქრით შესრულებული ჩანაწერი არ არსებობს. დოკუმენტი შედგება „___“
ფურცლისგან, დოკუმენტში არის კანონით დადგენილი წესით შესრულებული
შესწორება „___“. “ყოველივე ზემოაღნიშნულს ვადასტურებ ჩემი ხელმოწერით“ ;

ბ. ხელს აწერს და მიუთითებს თარიღს (წელი, თვე და რიცხვი);

გ. თუ დოკუმენტი შედგება რამოდენიმე ფურცლისგან მაშინ ჩანაწერი დამოწმების


შესახებ კეთდება ყველა გვერდზე ან ყველა ფურცელი იკინძება ისე რომ დაშლის
შემთხვევაში მოხდეს «А4» ფორმატის გვერდების დაზიანება. ასლის დამოწმების ტექსტი
აკინძულ დოკუმენტს მიეთითება ბოლო გვერდზე ფურცლების შეერთების წერტილში
ისე, რომ ხელმოწერამ მოიცვას როგორც ფურცლების შეერთების წერტილი, ასევე
ფურცლის თავისუფალი ადგილიც;

8. თუ დოკუმენტის ორიგინალში არის გადახაზული, ამოშლილი, ამოფხეკილი, სიტყვები,


ან ფანქრით შესრულებული ჩანაწერები, შესწორებანი რომელიც არ არის შესრულებული
კანონის შესაბამისად, მაშინ ამგვარი დოკუმენტების ასლები არ მოწმდება.

9. ასლის დამოწმებაზე უფლებამოსილი ბანკის თანამშრომლები არიან: საოპერაციო


დეპარტამენტის ყველა ოპერატორი, ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის
დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი, ასევე ბანკის იურიდიული დეპარტამენტის
თანამშრომლები.

10. ადგილობრივი და საერთაშორისო გადარიცხვების/ფულადი გზავნილების


შესრულებისას სავალდებულოა თანხის გამგზავნი პირის შესახებ შემდეგი ინფორმაციის
ასახვა:

ა. დასახელება (ფიზიკური პირის შემთხვევაში - სახელი და გვარი);

ბ. ანგარიშის ნომერი ან პირის უნიკალური კოდი (ასეთი ინფორმაციის არსებობის


შემთხვევაში);

გ. მისამართი (მისამართი შეიძლება ჩაინაცვლოს: ფიზიკური პირის შემთხვევაში –


პირადი ნომრით პირადობის მოწმობის/პასპორტის მიხედვით ან დაბადების თარიღითა
და ადგილით, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდით, ხოლო
იურიდიული პირის შემთხვევაში - გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო
კოდით).აღნიშნული მონაცემები შეყვანილ უნდა იქნეს ფულადი გზავნილების
შესაბამისი სისტემის ელექტრონულ საბუთშიც, იმგვარად, რომ გადარიცხვის/ფულადი
გზავნილის შესრულების შემდგომ აღნიშნული ინფორმაცია გადაცემულ იქნეს თანხის
მიმღებ დაწესებულებამდე.

11. თუ ტექნიკურად შეუძლებელია წინამდებარე ინსტრუქციის 17-ე თავის მე-9 პუნქტში


მოყვანილი საიდენტიფიკაციო მონაცემების ელექტრონული სახით სრულად ასახვა
ფულადი გზავნილების სისტემაში, გადამხდელი ბანკი ვალდებულია თანხის მიმღები
დაწესებულების მიერ გადამხდელის დამატებითი საიდენტიფიკაციო მონაცემების
მოთხოვნისას, მიაწოდოს აღნიშნული ინფორმაცია.

12. წინამდებარე ინსტრუქციის 17-ე თავში აღნიშნული მონაცემები შეყვანილ უნდა იქნეს
ფულადი გზავნილების შესაბამისი სისტემის ელექტრონულ საბუთშიც, იმგვარად, რომ
გადარიცხვის/ფულადი გზავნილის შესრულების შემდგომ აღნიშნული ინფორმაცია
გადაცემულ იქნეს თანხის მიმღებ დაწესებულებამდე.

13. ადგილობრივი და საერთაშორისო გადარიცხვების/ფულადი გზავნილების


შესრულებისას სავალდებულოა თანხის გამგზავნი პირის შესახებ შემდეგი ინფორმაციის
ასახვა:

ა. დასახელება (ფიზიკური პირის შემთხვევაში - სახელი და გვარი);

ბ. ანგარიშის ნომერი ან პირის უნიკალური კოდი (ასეთი ინფორმაციის არსებობის


შემთხვევაში);

გ. მისამართი (მისამართი შეიძლება ჩაინაცვლოს: ფიზიკური პირის შემთხვევაში –


პირადი ნომრით პირადობის მოწმობის/პასპორტის მიხედვით ან დაბადების თარიღითა
და ადგილით, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდით, ხოლო
იურიდიული პირის შემთხვევაში - გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო
კოდით).

14. წინამდებარე ინსტრუქციის 17-ე თავის მე-12 პუნქტში აღნიშნული მონაცემები შეყვანილ
უნდა იქნეს ფულადი გზავნილების შესაბამისი სისტემის ელექტრონულ საბუთშიც,
იმგვარად, რომ გადარიცხვის/ფულადი გზავნილის შესრულების შემდგომ აღნიშნული
ინფორმაცია გადაცემულ იქნეს თანხის მიმღებ დაწესებულებამდე.

15. თუ ტექნიკურად შეუძლებელია წინამდებარე ინსტრუქციის 17-ე თავის მე-12 პუნქტში


პუქტში მოყვანილი საიდენტიფიკაციო მონაცემების ელექტრონული სახით სრულად
ასახვა ფულადი გზავნილების სისტემაში, გადამხდელი ბანკი ვალდებულია თანხის
მიმღები დაწესებულების მიერ გადამხდელის დამატებითი საიდენტიფიკაციო
მონაცემების მოთხოვნისას, მიაწოდოს აღნიშნული ინფორმაცია.

16. ბანკის უფლებამოსილი თანამშრომლები (როგორც ბანკის სათავო ოფისის, აგრეთვე მისი
ფილიალების) ვალდებულნი არიან განახორციელონ გარიგებების ან/და ოპერაციების
შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვა/შენახვა.

17. საბანკო ოპერაციის (გარიგების) შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის მოთხოვნა ვრცელდება


როგორც თვით ბანკის მიერ განხორციელებულ გარიგებებზე, ისე კლიენტის დავალებით
განხორციელებულ საბანკო ოპერაციებზე და გარიგებებზე, რომლებიც წარმოადგენენ
ოპერაციის შესრულების საფუძველს.
18. საბანკო ოპერაციის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვისას ბანკის უფლებამოსილმა
თანამშრომლებმა (როგორც ბანკის სათავო ოფისის, აგრეთვე მისი ფილიალების) უნდა
დააფიქსირონ

ა) საბანკო ოპერაციის შესახებ:


ა.ა) გარიგების (ოპერაციის) შინაარსი (მაგალითად, თანხის გადარიცხვა, ანგარიშზე
განთავსება, ფულადი გზავნილის გაგზავნა ან მიღება და ა.შ.);

ა.ბ) გარიგების (ოპერაციის) შესრულების თარიღი, თანხა და ვალუტა, რომელშიც


ოპერაცია უნდა შესრულდეს;

ა.გ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის დავალებითაც ბანკი ახორციელებს


ოპერაციას (ოპერაციის განმახორციელებელი პირის), მათ შორის, იმ საბანკო ანგარიშის
(ანგარიშების) სახეობა, ნომერი და გახსნის თარიღი (საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე,
ანგარიშის დახურვის თარიღი), რომელიც გამოიყენება ამ კონკრეტული ოპერაციის
შესრულებისათვის;

ა.დ) ოპერაციის მეორე მხარე (მისი არსებობის შემთხვევაში) და მისი საბანკო


რეკვიზიტები (მაგალითად, თანხის გადარიცხვის შემთხვევაში - შესაბამისი საბანკო
დაწესებულების დასახელება, ანგარიშის სახეობა, ნომერი და ანგარიშის მფლობელი);

ა.ე) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც მოქმედებს ბანკის კლიენტის


დავალებით (წარმომადგენლის, რწმუნებულის); აგრეთვე, შესაბამისი მინდობილობის ან
რწმუნების შინაარსი, გამცემი პირი, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა,
მინდობილობის ან რწმუნების დამმოწმებელი პირი (მაგალითად, ნოტარიუსი),
დამოწმების თარიღი და ადგილი;

ა.ვ) თუ ოპერაცია სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ - ამ პირის საიდენტიფიკაციო


მონაცემები;

ა.ზ) ოპერაციის შესრულების საფუძველი - ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში


(მაგალითად, ოპერაციის შესრულების საფუძვლად შეიძლება მიჩნეულ იქნას ბანკის
კლიენტის მიერ დადებული გარიგება, რომლის საფუძველზეც იგი ახორციელებს საბანკო
ოპერაციას და ა.შ.);

ბ) ბანკსა და კლიენტს შორის დადებული გარიგების (მათ შორის, სასესხო ან საბანკო


მომსახურების თაობაზე დადებული გარიგების), აგრეთვე, იმ გარიგების შესახებ, რომელიც
საბანკო ოპერაციის განხორციელების საფუძველს წარმოადგენს:

ბ.ა) გარიგების სახე (მაგალითად, ნასყიდობა, ყიდვა-გაყიდვა, იჯარა, ლიზინგი და ა.შ.);


ბ.ბ) გარიგების შინაარსი და საგანი (კონკრეტული ნივთი, მატერიალური ფასეულობა ან
არამატერიალური უფლება, რომელიც გარიგების საგანს წარმოადგენს, ან მომსახურება,
სამუშაო, რომელიც გარიგების თანახმად უნდა შესრულდეს);

ბ.გ) გარიგების ფორმა (წერილობითი ხელშეკრულება, ზეპირი გარიგება);

ბ.დ) გარიგების მიზანი (მაგალითად, კომერციული საქმიანობა, მოგების მიღება,


ქველმოქმედება, ვალის გადახდა და სხვა);

ბ.ე) გარიგების მონაწილე პირების (მათ შორის, მათი წარმომადგენლებისა და


მარწმუნებლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ.ვ) გარიგების დადების თარიღი, ადგილი და მოქმედების ვადა;

ბ.ზ) გარიგების თანხის ოდენობა და ვალუტა, რომელშიც გარიგება უნდა შესრულდეს;

ბ.თ) იმ შემთხვევაში, თუ გარიგება ექვემდებარება რეგისტრაციას (დამოწმებას) -


გარიგების მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება, რეგისტრაციის თარიღი, ადგილი
და ნომერი (მაგალითად, გარიგების ნოტარიულად დამოწმების შემთხვევაში).

თავი 22. თანამშრომელთა შერჩევის პოლიტიკა

1. ML/FT სქემებში ბანკის შესაძლო ჩართვის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ შემთხვევას


წარმოადგენს ბანკის თანამშრომლების ქმედება (თაღლითობა, ML/FT მიზნით პირების
კონსულტირება, კორუფცია, კომერციული ან/და საბანკო საიდუმლოების გაყიდვა თუ სხვა)
ან უმოქმედობა (ბანკის შიდა ინსტრუქციებით დაკისრებული მოვალეობების
შეუსრულებლობა, ბანკის მონიტორინგზე პასუხისმგებელი ერთეულისათვის ინფორმაციის
მიუწოდებლობა და ა.შ.), ამასთან, თანამშრომელთა სათანადო კვალიფიკაციის არ არსებობამ
შესაძლოა განაპირობოს მათი უნებლიე ჩართულობა ML/FT სქემებში. შესაბამისად,
მნიშვნელოვანია, რომ ბანკმა თანამშრომელთა შერჩევისას უზრუნველყოს მათი
კვალიფიკაციის და რეპუტაციისა სათანადოდ შესწავლა/შეფასება.

2. ბანკი, თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის და მათი


რეპუტაციის შესწავლის მიზნით, ბანკი უფლებამოსილია განიხილოს მათ პირადი საქმეები,
სამუშაო მასალები, გაესაუბრონ მატ წინა დამსაქმებლებს და ა.შ. .

3. ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტის მიერ


განსაზღვრულია ბანკის მაღალი რისკის მატარებელი სტრუქტურული ერთეულები, რათა
განსაკუთრებული ყურადღებით მოხდეს მათი თანამშრომლების კვალიფიკაციის,
რეპუტაციის და საქმიანობის შესწავლა.
4. თანამშრომელთა შესწავლის მიზნით ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის
დეპარტამენტი უფლებამოსილია შეამოწმოს მათი საბანკო ანგარიშები (უჩვეულო
ჩარიცხვების გამოვლენის მიზნით), ასევე შეისწავლოს მათ მიერ საქმიანობის პროცესში
დაშვებული გადაცდომების ხასიათი (მსგავსის არსებობის შემთხვევაში), პერმანენტულობა
და ა.შ. .

5. თანამშრომელთა დაშვებული და ბანკის მიერ იდენტიფიცირებული გადაცდომების


შემთხვევაში ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტი
ვალდებულია ბანკის გენერალურ დირექტორს შესაბამისი ღონისძიებების გატარების
მიზნით.

თავი 23. მონიტორინგის განხორციელებაში მონაწილე ბანკის სტრუქტურული ერთეულების


უფლება–მოვალეობები

1. საოპერაციო და ფინანსური კოორდინაციის დეპარტამენტი პასუხისმგებელია შემდეგზე:

ა. აკონტროლოს, საყურადღებო და საეჭვო ზონებში რეგისტრირებული ბანკების


მონაწილეობით განხორციელებული ჩარიცხვა–გადარიცხვები ამგვარ ზონებში
რეგისტრირებული პირების მიერ განხორციელებული ოპერაციებისა და
ანგარიშსწორებების გამოვლენის მიზნით;

ბ. მოახდინოს ბანკიდან სხვა სახელმწიფოში ანონიმური პირის საბანკო ანგარიშზე თანხის


გადარიცხვის ან ანონიმური პირის სხვა სახელმწიფოში არსებული საბანკო ანგარიშიდან
ბანკში თანხის გადმორიცხვის ოპერაციის იდენტიფიკაცია;

გ. აკონტროლოს ნებისმიერი ჩარიცხვა–გადარიცხვის ოპერაციები, თუ კი არსებობს


ვარაუდი (ეჭვი), რომ გარიგება განხორციელებულია თანხების დანაწევრების მიზნით;

დ. აკონტროლოს ის ტრანზაქციები, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს პირებთან


ტერორისტთა სიიდან ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან;

ე. აკონტროლოს საეჭვო ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით განხორციელებული


გარიგებები;

ვ. მაღალი გარიგების დაფინანსებისას (აკრედიტივი, ინკასო და საგარანტიო წერილის


გაცემისას ან მიღებისას) აკონტროლოს აღნიშნული ოპერაციები, თუ გარიგების მონაწილე
რომელიმე მხარე რეგისტრირებულია არაკოოპერირებად, საყურადღებო ან საეჭვო
ზონაში;
ზ) კლიენტის მომსახურებისას გამოარკვიოს აქვს თუ არა მას ურთიერთობა ფიქტიურ
ბანკებთან;

თ) დააფიქსიროს, ის ოპერაციები (გარიგებები) ან მათი განხორციელების მცდელობები


მისი კომპეტენციის ფარგლებში), რომლებიც შეიცავენ წინამდებარე ინსტრუქციის №1 და
N2 დანართში მითითებულ მახასიათებლებსა და კრიტერიუმებს

ი) დაუყოვნებლივ მიაწოდოს ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის


დეპარტამენტს ინფორმაცია ყველა ზემოთ აღნიშნული ოპერაციების ჩატარების ან მათი
ჩატარების მცდელობის შესახებ დეპარტამენტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;

კ) ნაღდი კონვერტაციების იდენტიფიკაციასა და მათ შესახებ ინფორმაციის


დაუყოვნებლივ მიწოდებაზე ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის
დეპარტამენტში დეპარტამენტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

ლ.) ყურადღებით დააკვირდეს კლიენტის ქცევას და მის ქცევაში რაიმე საეჭვო ან/და
უჩვეულო ნიშნი გამოვლენის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს ფინანსური
მონიტორინგის და შესაბამისობის დეპარტამენტს;

მ.) ყოველ კვარტალში ერთხელ, კვარტალის მესამე თვის 25 რიცხვში (თუ 25 ემთხვევა
დასვენების დღეს, პირველივე სამუშაო დღეს) მიაწოდოს დეტალური ანალიზი კლიენტის
მიერ განხორციელებული დაფარვების, სესხების გადაწერის, ჩამოწერის,
უზრუნველყოფის გამოთავისუფლების და სესხების წინსწრებიტ დაფარვის შესახებ.

19. ბანკის კრედიტის გაცემის და მართვის განყოფილება პასუხისმგებელია შემდეგზე

ა) დააფიქსიროს ფასიანი ქაღალდების უზრუნველყოფით გაცემული სესხები;

ბ) დააფიქსიროს არაკოოპერირებად, საყურადღებო ან საეჭვო ზონაში რეგისტრირებულ


პირზე სესხის (მათ შორის ოვერდრაფტის), აკრედიტივის და გარანტიის გაცემა;

გ) დააფიქსიროს იურიდიული პირისათვის, მისი რეგისტრაციიდან 90 კალენდარული


დღის განმავლობაში,გაცემული ნებისმიერი საკრედიტო პროდუქტი;

დ) დააფიქსიროს ის ოპერაციები (გარიგებები) ან მათი განხორციელების მცდელობები


(მისი კომპეტენციის ფარგლებში), რომლებიც შეიცავენ წინამდებარე ინსტრუქციის
ინსტრუქციის №1 და N2 დანართში მითითებულ მახასიათებლებსა და კრიტერიუმებს

ე) დაუყოვნებლივ მიაწოდოს ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის


დეპარტამენტს ინფორმაცია ყველა ზემოთ აღნიშნული ოპერაციების ჩატარების ან
ჩატარების მცდელობის შესახებ დეპარტამენტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
20. ბანკის საბარათე პროდუქტების დეპარტამენტი პასუხისმგებელია შემდეგზე:

ა) დააფიქსიროს არაკოოპერირებად, საყურადღებო ან საეჭვო ზონაში რეგისტრირებული


პირის მიერ ანდა ასეთ ზონებში რეგისტრირებულ ბანკებში პლასტიკური ბარათის
მეშვეობით განხორციელებული ოპერაცია;

ბ) დააფიქსიროს ის ოპერაციები (გარიგებები) ან მათი განხორციელების მცდელობები


(მისი კომპეტენციის ფარგლებში), რომლებიც შეიცავენ წინამდებარე ინსტრუქციის №1 და
N2 დანართში მითითებულ მახასიათებლებსა და კრიტერიუმებს

გ) დაუყოვნებლივ მიაწოდოს ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის


დეპარტამენტს ინფორმაცია ყველა ზემოთ აღნიშნული ოპერაციების ჩატარების ან
ჩატარების მცდელობის შესახებ დეპარტამენტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

21. ბანკის ბუღალტრული და ანგარიშგების დეპარტამენტი ბანკის ფინანსური


მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად
დაუყოვნებლივ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ქვემოთ ჩამოთვილი ყველა ოპერაციის
ჩატარების ან ჩატარების მცდელობის შესახებ.

ა) დააფიქსიროს ბანკის მიერ შესრულებული საქველმოქმედო ან საგრანტო


დანიშნულების ოპერაციები;

ბ) დააფიქსიროს ბანკის მიერ საყურადღებო ან საეჭვო ზონაში თანხის გადარიცხვის


შემთხვევები (სხვადასხვა აქტივების შესაძენად) ან ასეთ ზონაში რეგისტრირებული
პირის მიერ შესრულებული ოპერაციის იდენტიფიკაცია, ან ასეთი ზონებიდან
ბანკისათვის ჩარიცხვის ოპერაციები;

გ) მოახდინოს ბანკის კაპიტალში შენატანების ან ბანკის მიერ სხვა კომპანიის საწესდებო


კაპიტალში შენატანების ოპერაციების იდენტიფიკაცია.

22. ბანკის ფილიალის თითოეული თანამშრომელი ვალდებულია ბანკის ფინანსური


მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად
დაუყოვნებლივ გადასცეს დეპარტამენტს:

ა) წინამდებარე ინსტრუქციის მე-4 თავში მითითებული ინფორმაცია საბანკო


ოპერაციების (გარიგებების) შესახებ;

ბ) ინფორმაცია იმ საბანკო ოპერაციების (გარიგებების) შესახებ, ან მათი განხორციელების


მცდელობების შესახებ (მათი კომპეტენციის ფარგლებში), რომლებიც მოიცავენ
წინამდებარე ინსტრუქციის №1 და N2 დანართში მითითებულ მახასიათებლებსა და
კრიტერიუმებს.
თავი 24. ოპერაციის ჩატარებაზე უარის თქმის წესი

1. ბანკის ფილიალების უფლებამოსილი თანამშრომლები ვალდებულნი არიან უარი


განუცხადონ კლიენტს მომსახურებაზე (პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე)
ყოველგვარი განმარტების გარეშე თუ:

ა. ვერ ხერხდება კლიენტის ან ბანკთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების


მსურველი პირის იდენტიფიკაცია;
ბ. გარიგების მონაწილე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ
პირთა სიაში.
გ. გარიგების მონაწილე პირი შეტანილია ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა
სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის დეპარტამენტის (OFAC)
"განსაკუთრებული კატეგორიის მოქალაქეთა სიაში" (SDN), ევროკავშირის, გაერო-ს და
სანქციების დაწესებაზე უფლებამოსილი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების
სიებში;
დ. საიდენტიფიკაციო მონაცემებში ეჭვის გაჩენის შემთხვევაში;
ე. ხელმძღვანელობისგან, საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე ან გაგრძელებაზე
უარის მიღების შემთხვევაში.
2. აღნიშნული ოპერაციებისა და მათი დეტალების შესახებ ბანკის ფილიალის
უფლებამოსილი თანამშრომლები დაუყოვნებლივ ატყობინებენ ბანკის ფინანსური
მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტს

3. ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტს აანალიზებს


მიღებულ ინფორმაციას და დაუყოვნებლივ გადასცემს ინფორმაციას საქართველოს
ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის
სამსახურიდან მითითების მიღების შემთხვევაში ბანკის ფინანსური მონიტორინგისა
და შესაბამისობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს მოცემული მითითებებით.

4. ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტი ვალდებულია


გააანალიზოს იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაცია და გამოავლინოს
მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციები (გარიგებები);

თავი 25. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან ანგარიშგების წესები

1. ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტი ვალდებულია


გააანალიზოს იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაცია და გამოავლინოს
მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციები (გარიგებები);
2. საიდენტიფიკაციო მონაცემებში ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, თუ მცდელობების
მიუხედავად ვერ ხერხდება პირის იდენტიფიკაცია ან თუ გარიგება წარმოადგენს
წინამდებარე ინსტრუქციის მე-3 თავით განსაზღვრულ გარიგებას (ოპერაციას), მაშინ
ბანკი ვალდებულია წარადგინოს ანგარიშგების ფორმა საქართველოს ფინანსური
მონიტორინგის სამსახურში.

4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ანგარიშგების ფორმის წარდგენის


პროცედურა გულისხმობს, ანგარიშგების ფორმის შევსებას, გაგზავნას და საქართველოს
ფინანსური მონიტორინგის სამსახურისგან დასტურის მიღებას. საქართველოს
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დასტურის მიღებად ითვლება
ანგარიშგების ფორმისათვის ვებ-პორტალის მეშვეობით სტატუსის „დადასტურებულია
“მინიჭება.

5. ანგარიშგების ფორმები ივსება და იგზავნება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის


სამსახურში ვებ-პორტალის მეშვეობით. ანგარიშგების ფორმები ივსება და იგზავნება
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებ-გვედზე გამოქვეყნებული
„მომხმარებლის სახელმძღვანელო “-ს შესაბამისად.

6. ანგარიშგებების ფორმები, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის ნაბეჭდი ფორმით


იგზავნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ტექნიკური მიზეზების გამო ვერ
ხერხდება ანგარიშგების ფორმის ელექტრონული სახით წარდგენა (გაგზავნა).

7. ანგარიშგების ფორმების მიწოდება (შევსება და გაგზავნა) საქართველოს ფინანსური


მონიტორინგის სამსახურისათვის უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში:

ა. თუ, დანაწევრების მიზნით განხორციელებული საბანკო ოპერაციის (გარიგების) ან


საბანკო ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან
მის ექვივალენტს სხვა ვალუტაში – საბანკო ოპერაციის შესრულებიდან ან გარიგების
დადებიდან (ან ასეთი გარიგების, ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის
არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა;

ბ. თუ საბანკო გარიგება (ოპერაცია) ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია


საეჭვოდ – შესაბამისი ეჭვის გაჩენის დღესვე;
გ. თუ საბანკო ოპერაციაში (გარიგებაში) მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია
ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში, ან/და შესაძლებელია
დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები
შესაძლებელია დაკავშირებული ან გამოყენებული იქნეს ტერორიზმისათვის ან
ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების, ტერორისტული ორგანიზაციების,
ტერორიზმის დამფინანსებელი პირების მიერ - ინფორმაცია წარედგინება იმავე დღეს.
ამასთან, ამ შემთხვევაში ანგარიშგების ფორმასთან ერთად, საქართველოს ფინანსური
მონიტორინგის სამსახურში უნდა იქნეს წარდგენილი ყველა, ბანკის ხელთ არსებული
მასალები და დოკუმენტები.

8. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს


ბანკისაგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები
(კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერ საბანკო ოპერაციასთან (გარიგებასთან) და
მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ საბანკო ოპერაციების
(გარიგებების) თაობაზე, რომელთა შესახებაც ანგარიშგების ფორმა არ იყო წარდგენილი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. ბანკი ვალდებულია გაუგზავნოს
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მის მიერ მოთხოვნილი
ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.

9. ანგარიშგების ფორმების, ასევე სხვა მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების


(გარიგებების) შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის საქართველოს ფინანსური
მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ხდება, საქართველოს ფინანსური
მონიტორინგის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებ-
პორტალის მეშვეობით.

10. ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტი ახდენს


საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების
ფორმების ელექტრონულ ჟურნალში აღრიცხვას.

11. თუ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ანგარიშგების ფორმის


წარდგენის შემდეგ ბანკი შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამის საბანკო
ოპერაციასთან (გარიგებასთან) ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე
დამატებით ინფორმაციას, ბანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს ეს
ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ამასთან,
დამატებითი ინფორმაციის ფორმაში უნდა აღინიშნოს იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი
და გაგზავნის თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. დამატებითი
ინფორმაცია უნდა იყოს წარდგენილი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების
დამატებითი ინფორმაციისთვის „მომხმარებლის სახელმძღვანელო“-ში მითითებული
დამატებითი ინფორმაციის წარდგენის შესახებ წესის შესაბამისად.

12. ბანკის ყველა თანამშრომელი ვალდებულია მკაცრად დაიცვას ანგარიშგების ფორმების


შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის
ფაქტისა და მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

თავი 26. კონფიდენციალურობა და პასუხისმგებლობა

1. ბანკის ყველა თანამშრომელი ვალდებულია მკაცრად დაიცვას ანგარიშგების ფორმების


შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის
ფაქტისა და მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

2. ბანკის ყველა თანამშრომელი ვალდებულია მკაცრად დაიცვას ანგარიშგების ფორმების


შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის
ფაქტისა და მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

3. ინფორმაცია საბანკო ოპერაციასთან, გარიგებასთან ან მის მონაწილე პირებთან


დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის, ანგარიშგების ფორმის შევსებისა და საქართველოს
ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის შესახებ არ უნდა ეცნობოს
შესაბამისი საბანკო ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებს და
არც ნებისმიერ სხვა პირს.

4. ბანკის თანამშრომელს, რომელიც გამოავლენს საეჭვო საბანკო ოპერაციას (გარიგებას) ან


შეავსებს ანგარიშგების ფორმას შეუძლია აცნობოს ეს ინფორმაცია ბანკის მხოლოდ იმ
თანამშრომლებს, რომლებსაც ბანკის შიდა ინსტრუქციის თანახმად უფლება აქვთ
ფლობდნენ ასეთ ინფორმაციას.

5. ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტი ვალდებულია


უზრუნველყოს ყველა იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც
დაკავშირებულია მის საქმიანობასთან და რომელიც მიღებულია ბანკის სხვა
სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან.

6. კონფიდენციალურობის დარღვევისათვის ბანკის თანამშრომლები პასუხს აგებენ


დისციპლინარული წესით.
7. ბანკს, მის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს (როგორც განსაზღვრული, ისე
განუსაზღვრელი ვადით მომუშავე თანამშრომლებს) არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა
(მათ შორის, სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი) უფლებამოსილებების ფარგლებში განხორციელებული შესაბამისი
მოქმედების შედეგად ნორმატიული აქტით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული
ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულების დარღვევისათვის, ან/და
ასეთი ინფორმაციის დაცვისათვის ან გაცემისათვის, გარდა საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა.

8. ბანკის თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების კანონით დადგენილ შემთხვევებში


და დადგენილი წესით მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის
ვალდებულების დარღვევის შედეგად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის
მიყენებულ მატერიალურ ზიანს ანაზღაურებს ბანკი, სასამართლო გადაწყვეტილებით
დადგენილი ოდენობით.

9. ბანკის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმ


ზიანისთვის, რომელიც შეიძლება მიადგეს ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს
შესაბამისი ინფორმაციისა და მასალების შესაბამისი ორგანოებისათვის გადაცემის
შედეგად, თუ ამგვარი ქმედება განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის ყველა
მოთხოვნათა დაცვით.

თავი 23. გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური


მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესი

1. ბანკი აჩერებს ოპერაციის (გარიგების) შესრულებას (მასთან საქმიანი ურთიერთობით


დაკავშირებული პირის (კლიენტის) მომსახურებას) წინამდებარე პროცედურის 23
თავის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით გარიგების აღსრულების შეჩერების
თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების მიღებისას.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია,


საეჭვო გარიგების შესახებ ვარაუდის არსებობისას, გარიგების თანხის ოდენობის
მიუხედავად, ბანკს წერილობით მისცეს მითითება არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში
(ამ ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება დასვენებისა და უქმე დღეები)
შესაბამისი გარიგების (ოპერაციის), აგრეთვე ამ გარიგებასთან (ოპერაციასთან) ან/და
მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა გარიგების (ოპერაციის)
აღსრულების შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ფინანსური
მონიტორინგის სამსახური მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს საქართველოს მთავარ
პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს
და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ან მის მიერ


უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში,
ბანკს ზეპირად (უშუალოდ ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით)
ან წერილობით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით მისცეს
მითითება, რომელიც მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაფორმდეს
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი
მითითებით და გადაეცეს ბანკს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისი წერილობითი
მითითების მიუღებლობის შემთხვევაში, ბანკი წყვეტს ზემოაღნიშნული მითითების
შესრულებას. ამ პუნქტით გათვალისწინებული მითითების მიცემის ფაქტზე დგება
წერილობითი ოქმი

4. გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის


სამსახურის მითითების გაცემისას დაუყოვნებლივ, ერთი მხრივ, საქართველოს
ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და, მეორე მხრივ, ბანკის უფლებამოსილი
თანამშრომლის მიერ ცალ-ცალკე, ურთიერთშეთანხმებით დგება წერილობითი ოქმები.

5. ოქმში აღინიშნება:
 მითითების გამცემი (საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის
უფლებამოსილი თანამშრომლის) და მიმღები (ბანკის უფლებამოსილი
 თანამშრომლის) პირის სახელი და გვარი, თანამდებობა;
 მითითების გაცემის/მიღების ზუსტი დრო (საათისა და წუთის მითითებით);
 მითითების გაცემის/მიღების ფორმა (ზეპირი, მათ შორის, ელექტრონული
კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით, ან წერილობითი, მათ შორის,
ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალების
გამოყენებით);
 მითითების შინაარსი, მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც გარიგების
(გარიგებების) ან/და გარიგების (გარიგებების) განმახორციელებელი პირის
იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა;
 გარიგების აღსრულების შეჩერების ვადა;
 ბანკის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მითითების მიღების
დადასტურების ფაქტი;
 ოქმის შედგენის თარიღი და ზუსტი დრო;
 ბანკის შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერა.

6. ბანკი ვალდებულია გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე მითითების


მიღებისთანავე, მიღებული მითითების შესაბამისი ფორმით, საქართველოს ფინანსური
მონიტორინგის სამსახურს დაუყოვნებლივ დაუდასტუროს გათვალისწინებული
მითითების მიღება და განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები აღნიშნული
მითითების შესრულების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ვადის ათვლა იწყება ბანკის
მიერ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი
მითითების ან საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ან მის
მიერ უფლებამოსილი პირის მითითების წინამდებარე თავის მე-3 პუნქტით
დადგენილი წესით მიღების მომენტიდან.

7. მითითება შეიძლება გაუქმდეს აღნიშნულ ვადაზე ადრე, თუ საეჭვო გარიგების


არსებობის ვარაუდი არ დადასტურდა, აგრეთვე გამოძიების ინტერესებიდან
გამომდინარე, საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში საქართველოს
ფინანსური მონიტორინგის სამსახური ბანკს, დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამისი
მითითების გაუქმების თაობაზე, რაც მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა
გაფორმდეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
წერილობითი მითითებით და გადაეცეს ბანკს. ბანკი ვალდებულია, მითითების
გაუქმების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე, შეტყობინების შესაბამისი ფორმით,
დაუყოვნებლივ დაუდასტუროს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს
აღნიშნული შეტყობინების მიღება.

8. მითითების გაუქმების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე, შეტყობინების


შესაბამისი ფორმით, დაუყოვნებლივ დაუდასტუროს საქართველოს ფინანსური
მონიტორინგის სამსახურს აღნიშნული შეტყობინების მიღება.

9. წერილობითი მითითების მიღებაზე/ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირია ბანკის


კორპორატიული სამდივნოს უფროსი (მისი არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის
შემსრულებელი).

10. წერილობითი შეტყობინება სამდივნოს მიერ რეგისტრაციაში ტარდება ბანკის შიდა


პროცედურების შესაბამისად გრიფით „საიდუმლო “.
11. წერილობითი შეტყობინების მიმღები თანამშრომელი დაუყონებლივ მიაწოდებს
წერილის დასკანრებულ ვერსიას ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის
დეპარტამენტს, ხოლო წერილის ორიგინალს დაბეჭდილ კონვერტში გრიფით
„საიდუმლო “ვიზირებისათვის გადასცემს გენერალურ დირექტორს (მისი არყოფნის
შემთხვევაში გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს). საბოლოოს
წერილობითი შეტყობინების ორიგინალი შესანახად გადაეცემა ბანკის ფინანსური
მონიტორინგისა და შესაბამისობის დეპარტამენტს.

12. წერილობით შეტყობინებაში მითითებული შესაბამისი გარიგების (ოპერაციის), აგრეთვე


ამ გარიგებასთან (ოპერაციასთან) ან/და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული
ნებისმიერი სხვა გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე
ინფორმაციის შესაბამისად ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის
დეპარტამენტის უფროსი (მისი არყოფნის შემთხვევაში მოვალეობის შემსრულებელი)
გარიგების (ოპერაციის) აღსრულების მიზნით აღნიშნული წერილის დასკანერებულ
ვერსიას ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიაწოდებს ბანკის საოპერაციო
დეპარტამენტის უფროსს (მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოვალეობის
შემსრულებელს) და/ან ბანკის საბანკო ბარათების დეპარტამენტისუფროსს (მისი
არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოვალეობის შემსრულებელს). საჭიროების
შემთხვევაში გარიგების (ოპერაციის) აღსრულების უზრუნველსაყოფად წერილობითი
შეტყობინება ელექტრონული ფოსტის საშუალებით გადაეცემა ბანკის საინფორმაციო
ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსს (მისი არყოფნის შემთხვევაში ბუფროსის
მოვალეობის შემსრულებელს). აუცილებელია ამ ელექტრონულ შეტყობინებებს
მიეთითოს „საიდუმლო “.

13. ბანკი ვალდებულია წერილობითი მითითებები (მათ შორის, ელექტრონული ფორმით


მიცემული) შეინახოს არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი
საზედამხედველო ორგანო ამ მითითებების უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს.

14. წერილობითი მითითებები ინახება ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და


შესაბამისობის დეპარტამენტის მიერ გასაღებით აღჭურვილ რკინის სეიფში.

15. ელექტრონული ფორმით მიღებული შეტყობინებების შენახვის მიზნით ბანკის


საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი შესანახად გამოყოფს ბანკის სერვერზე
ადგილს. ელექტრონული ფორმით მიღებული შეტყობინებების შენახვისას ბანკის
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა უნდა მიმართოს უსაფრთხოების
ყველა ზომას. აღნიშნულ სერვერზე ელექტრონული ფორმით მიღებული
შეტყობინებების განთავსებას ანხორციელებს ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და
შესაბამისობის დეპარტამენტი

16. ბანკის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს (როგორც განსაზღვრული, ისე


განუსაზღვრელი ვადით მომუშავე თანამშრომლებს) არა აქვთ უფლება შეატყობინონ
შესაბამისი გარიგების მონაწილე პირებს და სხვა პირებს ინფორმაცია წინამდებარე
პროცედურით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ.

You might also like