You are on page 1of 3

ანი გოგბერაშვილი

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია

გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი:

№ 370აპ-12

26 დეკემბერი, 2012 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა


მსჯავრდებულ ა.ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის განაჩენზე.

ფაქტობრივი გარემოებები:

ა.ს-ს ბრალი დაედო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში (ფულის გათეთრება), რაც


გამოიხატა უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემაში, ჩადენილი მისი უკანონო
წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე - მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროსა და
მასზე საკუთრების უფლების დამალვა-შენიღბვაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი
ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართელოსსსკ-ის 194-ე
მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

ა.ს-მ 2006 წელს დააფუძნა შპს, ხოლო 2010 წელს მან კომპანიის თანადამფუძნებლად, 50%-
იანი წილით, შეიყვანა თავისი ბიძაშვილი ე.ს, თუმცა რეალურად ფირმის დირექტორი
თვითონ იყო და საქმიანობასაც ერთპიროვნულად უძღვებოდა. ა.ს-მ განიზრახა უკანონოდ
დაუფლებოდა შპს-ს სალაროში არსებულ დიდი ოდენობის თანხებს, რის სისრულეში
მოსაყვანადაც 2010 წელს სალაროდან გამოიტანა 456,889 ლარი, დოკუმენტები წარადგინა
მხოლოდ 313,091 ლარზე, ხოლო 10,723 ლარი ნაღდი ფულით უკან დააბრუნა საბანკო
ანგარიშზე. 2011 წლის 5 იანვრის მდგომარეობით დარჩენილი და უკანონოდ მიღებული
147,771 ლარი დახარჯა პირადი მიზნებისთვის და ბუღალტერიაში აჩვენა, რომ ეს თანხა მას
როგორც ანგარიშვალდებულ პირს, გატანილად ერიცხებოდა.

პროცედურული ისტორია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6


აპრილის განაჩენით ა.ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც მას სასჯელად
განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოსსსკ-ის 67-ე მუხლის მე-5
ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ა.ს-ის მიმართ
დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოსსსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის
მიხედვით, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული
სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, რის შედეგადაც
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით,ა.ს-ს სასჯელად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა
განესაზღვრა.
ანი გოგბერაშვილი

მსჯავრდებულმა ა.ს-მ აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა. საჩივარში მან


აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვება მის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი
მტკიცებულებები. მის სახელზე აღრიცხულმა საწარმომ შემოსავალი სამეწარმეო
საქმიანობიდან მიიღო, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება არ არის. ა.ს-მ
ასევე აღნიშნა, რომ მისი ქმედებით ზიანი არავის მიუღია, ვინაიდან ზემოთ ხსენებული
თანხა საწარმოს მოგებას წარმოადგენდა, სამუშაო შესრულებული იყო და მის ქმედებაში არ
არის დანაშაულის ნიშნები. აქედან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა დაუსაბუთებელი
განაჩენის გაუქმებას და გამართლებას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ა.ს-ს მიმართ უცვლელად
დატოვა.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა საკასაციო საჩივრით


მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატას. კასატორის
თქმით, სააპელაციო სასამართლომ საქმე მნიშვნელოვანი სამართლებრივი და
პროცედურული დარღვევებით განიხილა. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის
ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, უკანონო
შემოსავალია ფულადი სახსრები, რომლებიც პირმა დანაშაულის ჩადენის გზით მიიღო და
მერე მოახდინა ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა. ამ შემთხვევაში კი შემოსავალი
კანონით დაწესებულ ფარგლებში იქნა მიღებული, დაზარალებულად კი არავინ არის
ცნობილი.ა.ს იყო როგორც შპს-ს დირექტორი, ასევე მისი ერთადერთი დამფუძნებელი
პარტნიორი 2010 წლის იანვრის თვემდე. შესაბამისად, საწარმოს მოგება მხოლოდ მისი
საკუთრება იყო და ერთადერთი ვალდებულება, რომელიც ეკისრებოდა იყო
სახელმწიფოსთვის დივიდენდის სახით თანხის 5%-ის გადახდა. კასატორმა ითხოვა
დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმება და გამართლება.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის პროკურორი


შესაგებლით ითხოვდაკასატორისათვის საჩივარზე უარის თქმას და სააპელაციო
სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას.საკასაციო სასამართლოში საქმის
განხილვისას პროცესში მონაწილე პროკურორმა საქართველოს სსკ-ის 33-ე მუხლის მე-6
ნაწილის, 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ი“ ქვეპუნქტებისა და 250-ე მუხლის
საფუძველზე უარი თქვა ა.ს-ს ბრალდებაზე მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არ
არსებობის გამო.

საკასაციოსასამართლოს დასკვნითი გადაწყვეტილება:

საკასაციო პალატამ საქართველოს საქართველოსსსკ-ის 307-ე მუხლი პირველი ნაწილის „ა“


ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე დაადგინა, რომ ა.ს-ს
საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს
სისხლის საქმეთა პალატის განაჩენი. ა.ს. ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს
სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში
და გამართლდეს.
ანი გოგბერაშვილი

გადაწყვეტილების დასაბუთება:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის


საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და
მსჯავრდებული ა.ს. გამართლდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმე ნ.ჩ-ს ჩვენებით, რომელიც 2007 წლიდან შპს-ს ბუღალტრად მუშაობდა, შპს-ს
დამფუძნებელი ა.ს. იყო და საგადასახადო ვალდებულებებსაც იგი ასრულებდა. მოწმის
თქმით, ა.ს-ს მხრიდან საგადასახადო გადაცდომას ადგილი არ ექნებოდა, მას რომ 147,771
ლარი მომდევნო წლის 2 აპრილამდე ეჩვენებინა მოგებად და მოგების გადასახადი რომ
გადახდილი ყოფილიყო.ა.ს-მ კომპანიის ბუღალტერიაში აჩვენა, რომ აღნიშნული 147,711
ლარი მას, როგორც ანგარიშვალდებულ პირს, ერიცხებოდა გატანილად. ა.ს-ს ჩვენებით, იგი
მონაწილეობდა ქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში და ქალაქის
ტერიტორიაზე უზრუნველყოფდა სოციალურად დაუცველი ფენის უფასო კვებას,
საცხოვრებელსახლებთანკორდების მოწყობას, შენობა-ნაგებობების სარემონტო და
სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და ა.შ.

საქმის მასალებით არ დასტურდება ა.ს-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რადგან


რეალურად საწარმო შემოსავალს იღებდა კანონიერი სამეწარმეო საქმიანობიდან. შპს-ს
ანგარიშზე თანხების ჩარიცხვის ძირითადი წყარო იყო სახელმწიფო, შესაბამისად მიღებული
შემოსავალი კანონიერი იყო. კანონიერი თანხების განკარგვა კი ვერ შეფასდება უკანონო
შემოსავლის ლეგალიზაციად. არც წინასწარი და არც სასამართლო გამოძიებისას არ ყოფილა
მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ა.ს-ს მიერ ჩადენილი ქმედების
უკანონობას დაადასტურებდა. საქმეში არ დევს არც ექსპერტიზის დასკვნები და არც იმის
დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ შპს-ს დირექტორი ცდილობდა რაიმე სახით
შეენიღბა საწარმოს სალაროდან აღებული თანხები.

საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე საკასაციოპალატამ მიიჩნია,


რომ არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, შესაბამისად,
უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის განაჩენია.ს.-ს მიმართ და იგი გამართლდეს მისთვის
უსაფუძვლოდ შერაცხულ ბრალდებაში.

You might also like