You are on page 1of 6

1 ჩამოთვალეთ და დაახასიათეთ საკანონმდებლო პროცესის ეტაპები (20 ქულა);

საკანონმდებლო პროცესი შედგება 6 ეტაპისგან

1. საკანონმდებლო ინიციატივა-საკანონმდებლო პროცესის პირველი სტადიაა,რაც


კონკრეტულად გულისხმობს კომპეტენტური ორგანოებისა და პირების მიერ
კანონპროექტების მომზადებასა და საკანონმდებლო ორგანოში შეტანას .ის შეიძლება
განხორციელდეს კანონპროექტის ფორმით,რომელიც მოიაზრებს შინაარსობრივად
და სტრუქტურულად ჩამოყალიბებულ ტექსტს,რომელიც პარლამენტში დადგენილი
პროცესების გავლის შემდგომ იღებს კანონის ფორმას, მას ხშირად მოიხსენიებენ
მთავრობის მიერ წარდგენილ დოკუმენტადაც.და ასევე საკანონმდებლო ინიციატივის
განხორციელება შესაძლებელია არგუმენტირებული საკანონმდებლო წინადადების
სახითაც,რომელსაც იდეის ფორმა აქვს,მას უწოდებენ პარლამენტართა
ინიციატივასაც.

საკანონმდებლო ინიციატივის უფლება განსაზღვრულ სუბიექტთა წრეს აქვს :


საპარლამენტო ინიციატივა,სამთავრობო ინიციატივა,სახალხო ინიციატივა და
სპეციალური ინიციატივა.

საპარლამენტო ინიციატივა მოიაზრებს,რომ პარლამენტის სხვადასხვა სუბიექტს


გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.ეს სუბიექტი პირველ რიგში არის
დეპუტატი,რომელიც ან ინდივიდუალურად ან კოლექტიურად იყენებს ამ უფლებას .

სამთავრობო ინიციატივა გულისხმობს მთავრობის წევრთათვის კანონპროექტების


ინიცირების მინიჭებულ შესაძლებლობას,ის ძირითადად გავრცელებულია შერეულ და
საპარლამენტო რეჟიმებში.

სახალხო ინიციატივისას ამომრჩეველთა გარკვეულ რაოდენობას მინიჭებული აქვს


კონსტიტუციურად შესაძლებლობა,როომ კანონპროექტი შეიტანოს განსახილველად
პარლამენტში. ამომრჩეველთა რაოდენობა განსხვავებულია ქვეყნებში .

სპეციალური ინიციატივა გულისხმობს ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურული


რგოლისთვის მინიჭებულ შესაძლებლობას,შეიტანოს შესაბამისი შინაარის
კანონპროექტი განსახილველად პარლამენტში.

2. საპარლამენტო კომიტეტეში კანონპროექტების განხილვა-სანამ პარლამენტში


დაიწყება კანონპროექტების განხილვა,მათზე თავდაპირველად მსჯელობენ
კომიტეტები,ისინი უფრო ღრმად,ძირფესვიანად განიხილავენ ამა თუ იმ კანონპროქტს ,
ამზადებენ ტექსტს შემდგომი ეტაპისთვის და აკისრიათ დასკვნის მომზადების
ვალდებულებაც,გარდა პასუხისმგებელი კომიტეტებისა,კანონროექტზე მუშაობის
ვალდებულება ეკისრებათ მუდმივმოქმედ კომიტეტებსაც,ზოგჯერ დროებით
კომიტეტებსაც კი.მნიშვნელოვანი და აღსანიშნია ის ფაქტი,რომ კომიტეტებში
განხილვა მიმდინარეობს საჯაროდ და ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა
საშუალება მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში.

3. კანონპროექტების განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე -იყოფა


რამდენიმე ეტაპად,მათ ხშირად მოსმენებს ან წაკითხვებს უწოდებენ ,თითოეულ
მოსმენას თავისი მნიშვნელობა და როლი აკისრია.

პირველი მოსმენისას-ძირითადად კანონპროექტს განიხილავენ ზოგადად ,მსჯელობენ


მის მიღების მიზნებსა თუ პრინციპებზე.პარლამეტარებმა უნდა გააკეთონ არჩევანი : ან
მიიღონ კანონპროექტი პირველი მოსმენით,ან ხელახლად განსახიველად დაუბრუნონ
კომიტეტს

მეორე მოსმენისას-მიმდინარეობს კანონპროექტის ძირფესვიანად ,შინაარსობრივად


განხილვა, ამ დროს მსჯელობენ ცალკეულ მუხლებზე,თავებზე, პარაგრაფებზე.მეორე
მოსმენა საკმაოდ დიდი მნიშვნელობის მატარებელია,რადგან შეილება
კანონპროექტში არსებითი ცვლილებები შევიდეს.მეორე მოსმენის დასასრულს
მართავენ კენჭისყრას,რომლის შედეგადად ან მიიღება კანონპროექტი ან იქნება
უარყოფილი.

მესამე მოსმენისას-განიხილავენ უკვე დამუშავებულ და დარედაქტირებულ


ტექსტს,მასში მხოლოდ შეიძლება რედაქციული ხასიათის ცვლილების შეტანა . aქაც
იმართება კენჭისყრა,რომელსაც მივყავართ შემდგომ ეტაპამდე -კანონპროექტების
მიღებამდე.თუმცა რადგან კანონები განსხვავდება იურიდიული ძალის
მიხევდით,განსხვავებულია მათი მიღებისთვის საჭირო სუბიექტთა რაოდენობაც .

ჩვეულებრივი კანონის მისაღებად საჭიროა დამსწრე პარლამენტართა


უმრავლესობა,ორგანული კანონის მიღებისას- აბსოლუტური უმრავლესობა ,ხოლო
კონსტიტუციური კანონებისას კი-კვალიფიციური უმრავლესობა.

4.კანონპროქტზე ხელის მოწერა განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტების


მიერ.კანონპროექტებზე ხელის მოწერა განსაზღვრული სუბიექტების მიერ -
საკანონმდებლო პროცესის შემდგომი ეტაპია,რაც გულისხმობს,რომ კანონპროექტს
გადასცემენ ხელმოსაწერად სახელმწიფო მეთაურს,რომელიც ერთგვარად კანონის
არსებობას ადასტურებს და აძლევს მისი აღსრულების ბრძანებას .თუმცა
განსხვავებული მმართველობის ქვეყნებში ეს ყოველივე განსხვავებულად ხდება .

ხოლო საპარლამენტო მონარქიებსა და რესპუბლიკებში მოქმედებს კონტრასიგნაციის


პროცედურა,როდესაც სახელმწიფო მეთაურთან ერთდ საჭიროა მთავრობის მეთაურის
ხელმოწერა .

--

საკანონდებლო პროცესისას აღსანიშნავია სახელმწიფო მეთაურისთვის მინიჭებული


უფლება,უარი თქვას პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტის ხელმოწერაზე და
შენიშვნებით დაუბრუნოს პარლამენტს კვლავ განსახილველად -ამას ვეტოს უფლებას

დღესდღეობით ძირითად მოქმედებს შეყოვნებითი,ანუ სუსპენზიური ვეტო ,რაც


მოიაზრებს იმას,რომ პრეზიდენტი პარლამენტს არგუმენტირებული შენიშვნებით
უბრუნებს კანონპროექტს ,რომლის შედეგად მიიღება შენიშვნები ან გადაილახება
ვეტო. vეტოს გადალახვის შემთხვევაში სახელმწიფო მეთაურს აღარ შეუძლია კანონის
შეფერხება და კანონი ძალაში შედის მისი ან პარლამენტის ხელმძღვანელის
ხელმოწერის შედეგად.

არსებობს აბსოლუტური ვეტოს ცნებაც,რომელსაც ძირითადად ვხვდებოდით


წარსულში,მონარქიებში. aბსოლუტური ვეტოსას სახელმწიფო მეთაურს უფლება აქვს
ხელი არ მოაწეროს კანონპროექტს ,რაც მის საბოლოო უარყოფას ნიშნავს .
6) კანონის გამოქვეყნება. გამოქვეყნება-საკანონმდებლო პროცესის საბოლოო
ეტაპია,რაც თავის მხრივ მოიაზრებს კანონის ტექსტის დაბეჭდვას სპეციალურ
გამოცემაში,რის შედეგადაც ის შევა ძალაში.კანონის ძალაში შესვლის ვადებს
განსხვავებულად განსაზღვრავენ,კანონი შესაძლოა თავად ითვალისწინებდეს ძალაში
შესვლის კონკრეტულ ვადას, ან შესაძლოა კანონი მოქმედებას იწყებდეს
გამოქვეყნებისთანავე.

2 დაახასიათეთ სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი და უფლებამოსილებები


რესპუბლიკური მმართველობის საპრეზიდენტო და საპარლამენტო ფორმებში

სახელმწიფო მეთაურის სტატუსი განისაზღვრება კონსტიტუციით და მისი როლი


დამოკიდებულია სახელმწიფოს მმართველობის მოდელსა და პოლიტიკურ
რეჟიმზე.მნიშვნელოვანია ისიც,თუ რამდენადაა აღჭურვილი აღმასრულებელი
ხელისუფლების სახელმწიფოს მეთაური.შესაბამისად მკვეთრად განსხვავდება მისი
უფლებამოსილებები და სტატუსი რესპუბლიკური მმართველობის საპრეზიდენტო და
საპარლამენტო ფორმებში.

საპრეზიდენტო რესპუბლიკაში - პრეზიდენტი დიდი ძალაუფლების მქონე პირია


რომელსაც მნიშვნელოვანი როლი და ქმედითი ფუნქციები აკისრია.აღნიშნულ
მოდელში პრეზიდენტი საყოველთაო არჩევნების წესით აირჩევა ,ის გვევლინება
სახელმწიფო მეთაურთან ერთად აღმასრულებელი ხელისუფლების ერთპიროვნულ
მეთაურად,რომელიც პასუხს არ აგებს საკუთარი მოქმედებებისთვის პარლამენტის
წინაშე,ხოლო მინისტრები პრეზიდენტის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი.

პრეზიდენტს აქვს სუსპენზიური ვეტოს უფლება,რომლის დაძლევა მოითხოვს


კონსტიტუციით განსაზღვრულ ხმათა კვალიფიკაციურ უმრავლესობს. სუსპენზიური
ვეტოს მეშვეობით პრეზინდენმა შესაძლოა გადამწყვეტი დაბრკოლება შეუქმნას
მისთვის მიუღებელ კანონპროექტებს.

აღსანიშნავია ისიც,რომ აღნიშნულ მოდელში პრეზიდენტის სიძლიერისა და სტატუსის


მიუხედავად პარლამენტი უფლებამოსილია კონსტიტუციით დადგენილ შემთხვევებში
იმპიჩმენტის პროცედურით გადააყენოს პრეზიდენტი.იმპიჩმენტი წარმოადგენს
სახელმწიფო მეთაურის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმას ,რომლის
მიზანია პრეზინდეტის თანამდებობიდან გადაყენება.

პრეზიდენტს ასევე ეკისრება სამართლებრივი პასუხისმგებლობა ,რომლის საზღვრები


კონსტიტუციითაა დადგენილი.მასზე არ ვრცელდება ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა,თუმცა ვრცელდება სისხლისსამართლებრივი
ნაწილობრივ,რომლის დაკისრება როგორც წესი თანამდებობიდან გადაყენებების
შემდეგ ხდება. ასევე მასზე ვრცელდება სამოქალაქოსამართლებრივი
პასუხისმგებლობა -სახელმწიფოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანისთვის .

საპრეზინდეტო რესპუბლიკაში პრეზინდენტი ასევე აღჭურვილია მაკომპლექტებელი


უფლებამოსილებებით,ის სხვადასხვა ფორმით მონაწილეობს სახელმწიფო
ორგანოთა ფორმირებასა და უმაღლესი თანამდებობის პირების განწესების
პროცესში,მასზე სრულიადაა დამოკიდებული მთავრობის ფორმირება ,რადგან თავად
ისაა აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური.

საპარლამენტო რესპუბლიკაში- სახელმწიფოს მეთაურს არ გააჩნია ისეთი ფართო


უფლებები, როგორც საპრეზიდენტო რესპუბლიკაში, რადგანაც ამ უფლებების
უდიდესი ნაწილი მინიჭებული აქვს მთავრობის მეთაურს (რომელსაც ჩვეულებრივ ,
პრემიერ-მინისტრს უწოდებენ).

მოცემულ მოდელში პრეზიდენტი აირჩევა პარლამენტის ან სხვა კოლეგიური ორგანოს


მიერ არაპირდაპირი გზით და ის ძირითად დისტანცირებულია პოლიტიკური
შტოებისგან.იგი არ არის აღჭურვილი აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციებით
და შესაბამისად, მისი როლი სახელმწიფოებრივი საკითხების მართვა -გადაწყვეტაში
საკმაოდ შემცირებულია.მას უმეტესად გააჩნია წარმომადგენლობითი
უფლებამოსილებები.შესაძლოა საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციამ
პრეზიდენტი საკმაო უფლებამოსილებებით აღჭურვოს,თუმცა მაინც მას ფორმალური
როლი აკისრია და მის მიერ გამოცემული აქტები მაინც საჭიროებს ამოქმედებისთვის
კონტრასიგნაციას.

როგორც აღვნიშნე პრეზიდენტს მხოლოდ ფორმალური უფლებამოსილებები


გააჩნია,მაგალითად, ის მონაწილეობს მთავრობის ფორმირების პროცესშიც ,თუმცა
მისი მონაწილეობა ძირითადად ნომინალურ ხასიათს ატარებს, მას შეუძლია პრემიერ -
მინისტრის კანდიდატურა წარუდგინოს პარლამენტს,თუმცა ის პრემიერის შერჩევისას
საპარლამენტო არჩევნების შედეგებით ხელმძღვანელობს და არჩევანს სწორედ
საპარლამენტო უმრავლებოსითვის მისაღებ კანდიდატურაზე აკეთებს .

მიუხედავად იმისა,რომ პრეზიდენტის არჩევაში საკანონდებლო ორგანო


მონაწილეობს,სახელმწიფო მეთაურს არ ეკისრება ასევე პოლიტიკური
პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე,ამ პასუხისმგებლობის მატარებელია
მთავრობა კონტრასიგნაციის მექანიზმიდან გამომდინარე.

საპარლამენტო რესპუბლიკაში ისევე როგორც საპრეზიდენტოში ,პრეზიდენტს


ეკისრება სამართლებრივი პასუხისმგებლობა,მასზე არ ვცელდება ამინისტრაციული
პასუხისმგებლობა,სისხლის სამართლებრივი ვრცელდება ნაწილობრივ .ამ
მოდელშიდაც შესაძლებელია იმპიჩმენტის პროცედურით პრეზიდენტის გადაყენება .

საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს აქვს უფლება ასევე,რომ გახსნას და


დახურულად გამოაცხადოს საპარლამენტო სესია,რიგ ქვეყნებში ვადამდე დაითხოვოს
პარლამენტი ან მისი ქვედა პალატა, ასევე დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები .

3. იმსჯელეთ საკონსტიტუციო კონტროლის მოდელების ძირითად


მახასიათებლებზე და განმასხვავებელ გარემოებებზე

კონსტიტუცია ეს არის განსაკუთრებული წესით მიღებული უმაღლესი იურიდიული


ძალის მქონე სახელმწიფოს ძირითადი კანონი, რომელშიც მოცემულია ის პრინციპები
და ღირებულებები, რომლებიც ემსახურება სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების
კეთილდღეობის მიღწევას, თავისთავად მისი დაცვა ყველა სახლემწიფო ორგანოსა
თუ თანამდებობის პირის ვალდებულებაა. იურდიულ ლიტერატურაში ასეთ ძირითად
ინსტიტუდად საკონსტიტუციო კონტოლია მიჩნეული, რომლის მთავარი ფუნქციებია
სამართლებრივი აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმება ,
კომპეტენციური დავების განხილვა, ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვა, კონსტიტუციური მნიშვნელობის მქონე სადავო საკითხების
გადაწყვეტა. სხვადასხვა

საკონსტიტუციო კონტროლის სახეებია: 1. დროში განხორციელების მიხედვით:


წინასწარი/პრევენციული და შემდგომი/რეპრესიული 2. ფორმის მიხედვით არის
კონკტრეტული და აბტრაქტული 3 განხორციელების აუცილებლობის თვალსაზრისით
კი სავალდებულო/ფაკულტატური.მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სწორედ
ფაკულტატური გამოიყენება. 4.ხოლო სამართლებრივი შედეგების მიხედვით კი
არსებობს საკონსულტაციო და დამდგენი.

საკონსტიტუციო კონტროლის სპეციალიზებული ორგანოებია:

1. საკონსტიტუციო სასამართლო - სარჩელით მიმართვის უფლება აქვს ნებიმიერ


ადამიანს, რომლის უფლებაც დაირღვა. გადაწყვეტილება საბოლოოა, მისი
გასაჩუვრების შესაძლებლობა რა არსებობს.

2. საკონსტიტუციო საბჭო- აქვს წინასწარი, პრევენციული კონტროლის


განხორციელების უფლებამოსილება, თუმცა სუბიექტთა წრე, რომლებსაც ამისი
უფლება აქვთ, საკამოდ შეზღუდულია.

3. საკონსტიტუციო-რელიგიური საბჭოც, რომელიც დაკომპექტებული როგორც


იურისტებით, ასევე სასუალიერო პირებით. ძირითადად ისლამურ ქვეყნებში გვხვდება .

განასხვავებენ საკონსტიტუციო კონტროლის ორ ძირითად მოდელს:ანგლო -საქსური


„ამერიკული მოდელი“ და ევროპული, „ავსტრიული მოდელი“.

ანგლო-საქსური, ამერიკული მოდელი- არსებობს ამ მოდელის დეცენტრაციზებული და


ცენტრალიზებული სახე. დეცენტრალიზებულია, როცა საკონსტიტუციო კონტროლს
ყველა სასამართლო ინსტანცია ახორციელებს, დაწყებული ქვედა ინსტაციიდან ,
დამთავრებული უმაღლესი ინსტაციით, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესი
სასამართლო იღებს. დანარჩენ სახლემწიფოებში, სადაც ცენტრალიზებული მოდელია ,
საკონსტიტუციო კონტროლი მხოლოდ უზენაესი სასამართლოს პრეროგატივაა .
მაგრამ უზენაესი სასამართლო კი არ აუქმებს კანონს, არამედ ახდენს მისი
კონსტიტუციურობის კონსტანციას, როდესაც უზენაესი სასამართლო
არასკონსტიტუციურად მიიჩნევს კანონს, ეს კანონი ფაქტობრივად კარგავს ძალას ,
თუმცა მაინც აგრძელებს სახელმწიფოს სამართლის სისტემაში არსებობას მანამ , სანამ
მას პარლამენტი არ გააუქმებს.

ანგლოსაქსურ მოდელში კონტროლს ახორციელებს საერთო იურისდიქციის


სასამართლო, ევროპულში კი იქმნება სპეციალიზირებული სასამართლოები . ანგლო
საქსურ მოდელში აქტი განიხილება, მისი მიღების შემდეგ ანუ დროში
განხორციელების მიხედვით ის არის რეპრესიული. ევროპულში იგი არის წინასწარი ,
ანუ სადავო აქტების განხილვა კონსტიტუციასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით
იწყება მანამ სანამ პრეზიდენტი მას ხელს მოაწერს და ამოქმედდება . ანგლოსაქსურ
მოდელში კონტროლს ახორციელებენ მოსამართლეები. ევროპულში შეიძლება
განახორციელოს იურისტმა, ყოფილმა პრეზიდენტმა, სასულიერო პირებმა .

You might also like