You are on page 1of 7

იმსჯელეთ გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკურ წყობაზე.

ვინ მართავს
ბრიტანეთის სამეფოს? აქვე, პარლამენტი: სტრუქტურა, პალატები, პალატების
სტრუქტურა, წევრები, დაკომპლექტების წესი. გადაწყვეტილების მიღების
მექანიზმი - კანონპროექტიდან კანონამდე (10 ქულა)

გაერთიანებული სამეფო ითვლება უნიტარული მოწყობის კონსტიტუციური


მონარქიის მქონე სახელმწიფოდ. დედოფალი ელისაბედ II. ბრიტანეთის
პოლიტიკური მოწყობა უნიკალურია. აქ აღმასრულებელი ხელისუფლება
დაყოფილია 3 ნაწილად. მონარქი, პრემიერ-მინისტრი და კაბინეტი. გაერთიანებულ
სამეფოში სახელმწიფოს მეთაურად ითვლება მეფე ან დედოფალი. რომელსაც
ძირითადად ცერემონიალური დატვირთვა აქვს და მიიჩნევა სიმბოლურ ფიგურად
გაერთიანებულ სამეფოში. მონარქი მეფობს და არ მართავს. მის მოვალეობებში შედის
მიმართვა ტახტიდან და კანონმდებლობის მიღებისათვის სამეფო თანხმობის გაცემა
(რეალურად ეს პროცესი ავტომატურად მიმდინარეობს). მონარქი პოლიტიკურად
ნეიტრალური ფიგურაა. მონარქია ბრიტანეთში მემკვიდრეობითია. რაც შეეხება
მთავრობას მას მართავს პრემიერ-მინისტრი და მის მიერ დანიშნული მინისტრთა
კაბინეტი. აქ რეალურად სახელმწიფო ძალაუფლება პრემიერ-მინისტრის ხელთაა.
ზოგადად პრემიერი პასუხისმგებელია მთავრობის მუშაობის პოლიტიკაზე და მის
გადაწყვეტილებებზე. როგორ მთავრობის წამყვანი ფიგურას, ბრიტანეთის პრემიერ-
მინისტრს ევალება ასევე: სამთავრობო უწყებებისა და სახელმწიფო სამსახურის
კონტროლი, სარგებლობს იმის უფლებით რომ აირჩიოს მთავრობის წევრები და
წარმოადგენს მთავრობას თემთა პალატაში. მთავრობისა და მონარქის უფლებები და
მოვალეობები გაწერილია კონსტიტუციაში. გაერთიანებული სამეფოს კონსტიტუცია
შედგება გარკვეული სახის ფუნდამენტური პრინციპებისგან რომელთა მეშვეობითაც
ხორციელდება სახელმწიფოს მართვა. აღსანიშნავია ისიც რომ ბრიტანელებს
კონსტიტუციის შესახებ არ გააჩნია ერთიანი ტექსტი. ზოგადად ბრიტანეთის
კონსტიტუცია მოიცავს საპარლამენტო კანონებს, კონვენციებს, და იმ ტრადიციულ
პრაქტიკებს, რომელთა დაცვაზე თითოეული ბრიტანელი მოქალაქე თანხმდება.
მოკლედ რომ ვთქვათ ბრიტანეთში გვაქვს კონსტიტუცია, მაგრამ იგი ძირითადად
დაფუძნებულია ქვეყნის ტრადიციებზე.
რაც შეეხება გაერთიანებული სამეფოს საკანონმდებლო ორგანოს. იგი
დაფუძნებულია ვესტმინსტერის მოდელზე. ვესტმინსტერის მოდელი მიიჩნევა
გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური სისტემის ცენტრად. პარლამენტი
ბიკამერულია და მოიცავს ორი პალატას. ესენია: ზედა - ლორდთა პალატა, 92
ადგილით, რომელიც ნაკლებად ქმედითუნარიანია და ქვედა - თემთა პალატა, 650
ადგილით, რომელიც საკმაო უფლებამოსილებებით გამოირჩევა. თემთა პალატის
ძირითადი ნაწილი პირდაპირი წესით ირჩევა, ხალხის მიერ, ხოლო ლორდთა
პალატა ირჩევა არისტოკრატიულად, ანუ მისი წევრები ინიშნებიან გვაროვნული
წარმომავლობით, ანგლიკანური ეკლესიიდან ან მონარქის მიერ. თემთა პალატის
წევრებს უფლებამოსილების ვადა შეზღუდული აქვთ და საჭიროებს გარკვეული
პერიოდის შემდეგ განახლებას. თემთა პალატის გამარჯვებული პოლიტიკური
პარტიის ლიდერი ინიშნება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად, ხოლო
უმცირესობის პარტიის თავმჯდომარე არის “shadow cabinet”. თემთა პალატის
ფუნქციებში შედის მინისტრთა კაბინეტის დანიშვნა, კანონების მიღება, ასევე
კონსტიტუციურ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული სახის გადაწყვეტილებების
მიღება. რაც შეეხება ლორდთა პალატას მისი უფლებები ძალზე მწირია და მხოლოდ
შეუძლია კანონმდებლობის მიღება გააჭიანუროს 6 თვემდე.

რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმს საკანონმდებლო ორგანოში.


ზოგადად კანონპროექტების განხილვა ხორციელდება პალატების მიერ. მთავარ
როლს აქ რა თქმა უნდა თემთა პალატა თამაშობს. მთავრობა იღებს გარკვეული სახის
გადაწყვეტილებებს, რომელსაც დედოფალი პარლამენტის წინაშე წარადგენს. პირველ
რიგში თემთა პალატა განიხილავს კანონპროექტს რომელიც ეგზავნება ლორდთა
პალატას დასამტკიცებლად. ლორდთა პალატას ეს კანონპროექტი შეუძლია მიიღოს
ან არ მიიღოს ან უარესს შემთხვევაში გააჭიანუროს. შემდგომში არსებული ეგზავნება
ისევ თემთა პალატას. იმ შემთხვევაში თუ ლორდთა პალატამ მაინც უარყო
კანონპროექტის მიღება, საბოლოო ჯამში თემთა პალატის მიერ მაინც იქნება
გადაწყვეტილება მიღებული.
2. პარლამენტი გერმანიაში, პალატები, პალატების ძირითადი ფუნქციები, წევრები,
დაკომპლექტების წესი. (2.5 ქულა)

გერმანია ფედერალური მოწყობის საპარლამენტო სისტემის მქონე სახელმწიფოა. მას


ჰყავს ძლიერი დამოუკიდებელი პარლამენტი, რომლის ფუნქცია არის სამთავრობო
პოლიტიკის მონიტორინგი. ყველა სახის პოლიტიკური ქმედება სწორედაც რომ აქ
მიმდინარეობს. გერმანიის პარლამენტი მსგავსად ბრიტანეთისა არის ბიკამერული.
გვხვდება ორი პალატა: ბუნდესტაგი - ქვედა პალატა, (წევრთა რაოდენობა შეადგენს
621-ს) რომელიც მეტი უფლებამოსილებებით გამოირჩევა, მაგრამ ბრიტანეთის ზედა
პალატისგან განსხვავებით გერმანიის ზედა პალატა - ბუნდესრატი გამოირჩევა მეტი
ქმედითუნარიანობით და ფუნქციურადაც დატვირთულია. ბუნდესტაგი ირჩევა 4
წლის ვადით. ბუნდესტაგი საკუთარი რიგებიდან ირჩევს ფედერალურ კანცლერს
(თავმჯდომარეს), მის მოადგილეებს, მდივნებს და იღებს თავისი საქმიანობის წესს -
რეგლამენტის სახით. იგი ყოველთვის ირჩევა ბუნდესტაგის პარტიის უმრავლესობის
ლიდერთაგან. ზოგადად მნიშნელოვანი სახის საკითხების განსაზღვრა რომელიც
დაკავშირებულია საპარლამენტო რუტინასთან ხორციელდება უხუცესთა საბჭოს
მიერ ბუნდესტაგში. ბუნდესტაგის წევრთა უფლებამოსილების ვადა შესაძლოა
შემცირდეს იმ შემთხვევაში თუ მთავრობისათვის გამოცხადებული იქნა
უნდობლობა. ამგვარ ვითარებაში კანცლერი უნდა გადადგეს და პრეზიდენტმა უნდა
დაითხოვოს პარლამენტი. მაგრამ ამავდროულად წარდგენილი და შერჩეული უნდა
იყოს კანცლერის ახალი კანდიდატურა. ბუნდესტაგის მთავარ ფუნქციად ითვლება
ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი და მას ბუნდესტაგი
ახორციელებს სპეციალური კომისიების მეშვეობით, რომელთა შეხვედრები
ძირითადად დახურულ კარს მიღმა ტარდება. ბუნდესტაგის ყველაზე მნიშვნელოვან
კომპონენტს წარმოადგენს ფრაქციები. ამ ფრაქციების ჩამოსაყალიბებლად პარტიამ
პარლამენტში უნდა მოიპოვოს 15 ადგილი. ეს არის ძირითადი განმაპირობებელი
იმისა რომ პარტიების ფორმალური აღიარება მოხდეს პარლამენტში.

რაც შეეხება ზედა პალატას ბუნდესრატს. ბუნდესრატი შედგება სახელმწიფო


მთავრობების წარმომადგენლებისგან, რომლებიც გერმანიის 16 შტატს წარმოადგენენ.
გერმანიის ფედერაციული მიწების ძალა ბუნდესრატში ვლინდება, ბუნდესრატი
არჩევითი ორგანო არაა და მისი დაკომპლექტება ხორციელდება სხვადასხვა
რეგიონალური მთავრობების მიერ. ბუნდესრატის წევრებს გააჩნიათ იმპერატიული
მანდატი და მათ აქვთ გარკვეული სახის შეზღუდვა, რომელიც გამოიხატება
საკუთარი ნებით არჩევანის გამოხატვის შეზღუდვაში. რაც შეეხება ბუნდესრატის 3
ძირითად ფუნქციას. პირველი, ეს არის საკონსტიტუციო შესწორებები, რომელიც
დამტკიცებული უნდა იქნეს როგორც ბუნდესრატის ასევე ბუნდესტაგის წევრთა 2/3-
ით. აქ მიმდინარეობს შემდეგი სახის პროცესი. კონკრეტულად უკვე არსებულ
კანონში შეაქვთ შესწორებები. მაგრამ ეს შესწორებები არ უნდა მოიცავდეს ისეთი
სახის მოსაზრებებს რომელნიც ფედერაციულ ერთეულებსა და პრინციპებზე
ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს. მეორე ფუნქცია რომლითაც ბუნდესრატი
გამოირჩევა ეს არის მისაღები კანონის შეყოვნება, რომელიც კონტრსაწინააღმდეგო
აზრით უნდა დასაბუთდეს. იმისათვის რომ საკანონმდებლო ორგანომ ამგვარი სახის
წინააღმდეგობა თავიდან აიცილოს მას სჭირდება ბუნდესტაგის წევრთა
აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ
ბუნდესრატმა წევრთა 2/3-ის აბსოლუტური უმრავლესობით კანონი ვერ შეიმუშავა,
ვეტოს არ მიღების კენჭისყრის პროცედურა განხორციელდება მაშინ როდესაც
ბუნდესტაგის წევრთა არანაკლებ 2/3 მიიღებს მონაწილეობას და ამავდროულად
ბუნდესტაგის წევრთა ნახევარს +1 ხმით იქნება უარყოფილი.

3. გერმანიის პრეზიდენტი და მისი უფლებები, რა როლი აქვს, რა ფუნქციები?


არჩევის წესი, ხანგრძლივობა? (2.5 ქულა)

გერმანიის პრეზიდენტი ითვლება სახელმწიფოს მეთაურად. მისი არჩევა


ხორციელდება ფედერალური ასამბლეის მიერ, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით
მოწვეული საკონსტიტუციო ორგანოა. ეს ორგანო იკრიბება მაშინ როდესაც
სახელმწიფო ირჩევს პრეზიდენტს. იგი შედგება ბუნდესტაგის წევრებისგან და
თანაბარი რაოდენობის დელეგატებისგან, რომლებიც აირჩევიან სახელმწიფო
პარლამენტების მიერ პროპორციული პრინციპების შესაბამისად. პრეზიდენტის
მანდატი 5 წლიანია და იგი ხმათა უმრავლესობით ირჩევა. მისი ხელახლა არჩევა
მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი. ანუ პრეზიდენტს პირობითად მხოლოდ 10 წელი
შეუძლია ეკავოს თანამდებობა.
პრეზიდენტის მოვალეობათაგან აღსანიშნავია წარმომადგენლობითი ფუნქცია
რომლის მეშვეობითაც სახელმწიფოს მეთაური საერთაშორისო ასპარეზზე წარადგენს
ქვეყანას და ასევე აკრედიტირებს დიპლომატიურ ორგანოებს. ასევე მას პატიმართა
შეწყალების უფლებაც გააჩნია. პრეზიდენტის ფუნქციებში შედის ფედერალური
კანონების ხელმოწერა და გამოქვეყნება, ფედერალური კანცლერის კანდიდატურის
წარდგენა პარლამენტში განსახილველად, ფედერალური კანცლერის თანამდებობაზე
დამტკიცება და მისი გათავისუფლება, ფედერალური მინისტრების დანიშვნა და
გათავისუფლება ფედერალური კანცლერის წინადადებით, ფედერალური
მოსამართლეების, ფედერალური მოსამსახურეების, ოფიცრებისა და ქვედანაყოფების
დანიშვნა და გათავისუფლება. აღნიშნულ შემთხვევებში პრეზიდენტი მხოლოდ სხვა
ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემსრულებელია. გამონაკლისს
შემთხვევებში ფედერალურ პრეზიდენტს უფრო სერიოზული პოლიტიკური
უფლებამოსილებები გააჩნია. როგორიც არის მაგალითად მედიატორის როლის
შესრულება როდესაც პოლიტიკური პარტიები ვერ აღწევენ გარკვეული სახის
კონსესუს კოალიციური პარტიის ჩამოყალიბებაში.

4. რა უფლება მოვალეობები აქვს საფრანგეთის პრემიერ მინისტრს? რომელ


ერთეულებს მეთაურობს? მთავრობის უფლება/მოვალეობები? ვინ არის რეალურად
პასუხისმგებელი პარლამენტის წინაშე? (3 ქულა)

პრემიერის დანიშვნა ხდება რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ, ოღონდ მისი არჩევა


ხდება იმ ყველაზე დიდი პარტიიდან, რომელიც ეროვნულ ასამბლეაში იქნება
წარმოდგენილი. ზოგადად საფრანგეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრის
გავლენა და ძალაუფლება პრეზიდენტთან შედარებით სუსტია. მაგრამ ეს
დამოკიდებულია ძირითადად იმაზე თუ რომელი პოლიტიკური ბანაკიდან არიან
წარმოდგენილი როგორც პრეზიდენტი ასევე პრემიერი. იმ შემთხვევაში თუ
პრემიერი არის ოპოზიციური ბანაკის წარმომადგენელი მაშინ მისი გავლენა დიდია.
სხვა შემთხვევაში პრეზიდენტი დომინირებს. და ასევე უნდა განისაზღვროს ისიც
რომ თუ ორივე სხვადასხვა პარტიიდან არიან მათ შორის აუცილებლად უნდა
მოხდეს კოჰაბიტაციის პრინციპის განსაზღვრა. ზოგადად პრემიერი მართავს
მინისტრთა კაბინეტს და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე საჯარო
პოლიტიკასა და ეროვნულ თავდაცვაზე. პრემიერ-მინისტრი ასევე უზრუნველყოფს
კანონების შესრულებას და ახორციელებს რეგლამენტურ უფლებამოსილებებს.
პრემიერის მოვალეობაში შედის პარლამენტის მოწვევა, ოღონდ ეს მანდ უნდა
განახორციელოს პრეზიდენტთან კონსულტაციის შედეგად. მნიშვნელოვანი უფლება,
რომლითაც მას შეუძლია ისარგებლოს ეს არის მონაწილეობა პარლამენტის
პალატების მუშაობაში. პრემიერის შეუძლია მთავრობის ნდობის საკითხის დაყენება
ეროვნული კრების წინაშე. ძირითადად საფრანგეთის პრემიერი პასუხისმგებელია იმ
საქმიანობაზეც რომელსაც რეალურად ის არ წყვეტს. მთავრობის როლი გამოიხატება
იმაში რომ იგი აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია და უზრუნველყოფს
სახელმწიფოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის განხორციელებასა და ფორმირებას.
ხოლო მის საქმიანობას რა თქმა უნდა პრემიერი წარმართავს.

5. რატომაა იტალიის პოლიტიკური ცხოვრება კომპლექსური? (ორი ფაქტორი) (2


ქულა)

იტალიის პოლიტიკური ცხოვრების კომპლექსურობას 2 ძირითადი


განმაპირობებელი ფაქტორი გააჩნია. ესენია: ტერიტორიული და კულტურული
ფრაგმენტაცია და სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის წამოწყებული განხეთქილება.
პირველი ძირითადი ფაქტორი გამოწვეული იყო ნოსტალგიური განწყობით იმის
შესახებ რომ იტალიის მოსახლეობას სურდა ძველებური წესრიგის დაბრუნება
ქვეყანაში, რამაც გამოიწვია ნაციონალური იდენტობის პრობლემა იტალიაში და
შესაბამისად ამან განსაზღვრა ჩრდილოეთისა და სამხრეთის ეკონომიკური და
სოციალური ფაქტორით გაყოფა. პარლამენტის თვალსაზრისით რომ განვიხილოთ ეს
მდგომარეობა შეიძლება ვთქვათ რომ ეს მოვლენა საკმაო ნეგატიურ ზეგავლენას
ახდენდა მასზე და აფერხებდა ძლიერ გადაწყვეტილების მიღების შესახებ
პროცედურებს. მეორე ფაქტორი რომელიც კომპლექსურობას ქმნიდა იტალიისთვის
ეს იყო რომის პაპის სუვერენული მემკვიდრეობის და ახალი ლიბერალური
სახელმწიფოს ჩამოყალიბება. შესაბამისად შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე რომ პაპის
განწყობა ამ საკითხისადმი იყო რაციონალური, ანუ მას სურდა რომ კათოლიკური
მრწამსის მქონე ადამიანები არ ჩარეულიყვნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მაგრამ მე-20
საუკუნეში გარკვეულწილად შეიცვალა ვითარება რამაც განაპირობა დემოკრატიული
პრინციპების გაანალიზება და გაღვივება და შედეგად ჩამოყალიბდა კათოლიკეების
მიერ პარტია, რომელსაც ეწოდებოდა ქრისტიან-დემოკრატები.

You might also like