You are on page 1of 10

უნგრეთის კონსტიტუცია

უნგრეთი თითქმის 1000 წლის განმავლობაში იყო მონარქია და უფრო ადრე დაამყარა
კონსტიტუციური სისტემა, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებმა. პირველი მსოფლიო ომის
დასრულების შემდეგ ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაცემის შემდეგ, უნგრეთმა
დაკარგა ტერიტორიის დიდი ნაწილი და მოსახლეობა. 1919 წლის 21 მარტს უნგრეთის
სოციალისტური რესპუბლიკა დაარსდა უნგრეთის სოციალისტ-დემოკრატიული
პარტიის წევრებისა და კომუნისტების კოალიციის მიერ, ბელა კუნის
ხელმძღვანელობით. 1932 წელს გიულა გომბუსმა აიღო ძალაუფლება და დაამყარა
მჭიდრო კავშირი ნაცისტურ გერმანიასთან. ერთგულების შეცვლის წარუმატებელი
მცდელობის შემდეგ, ნაცისტურმა გერმანიამ ქვეყანა დაიპყრო 1943 წელს. 1945 წლის 20
იანვარს დროებითი მთავრობა შეთანხმდა ზავის შესახებ საბჭოთა კავშირთან და
უნგრეთი დაქვემდებარებაში აღმოჩნდა მოკავშირეთა კონტროლის კომისიისთვის,
რომელსაც აბსოლუტური მეთაურობა ეკუთვნოდა საბჭოთა ჩინოვნიკს.

1949 წლის კონსტიტუცია

1949 წლისთვის უნგრეთის მუშა სახალხო პარტიამ აიღო ქვეყნის უდავო კონტროლი.
1949 წლის 18 აგვისტოს მიიღეს უნგრეთის რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუცია. ეს
არის ქვეყნის პირველი დაწერილი კონსტიტუცია. 1936 წლის საბჭოთა კონსტიტუციის
საფუძველზე მან დააარსა "უნგრეთის სახალხო რესპუბლიკა". მომდევნო წლებში
ეკონომიკა გარდაიქმნა საბჭოთა მოდელის შესაბამისად და შეიზღუდა პრესის,
რელიგიისა და შეკრების თავისუფლება. 1949 წლის კონსტიტუციაში ეროვნული
ასამბლეა ოფიციალურად ჩანდა მთავარი მოქმედი პირი. სინამდვილეში, უფრო მცირე
პრეზიდიუმი წარმოადგენდა რეალურ მოქმედ ორგანოს. ქვეყნის საჯარო სამართალი
მეტწილად განისაზღვრებოდა განკარგულებებით, კანონმდებლობის ნაცვლად,
კონსტიტუციით რამდენიმე შეზღუდვა დაწესდა განკარგულებების შინაარსთან
დაკავშირებით.

1989 წლის ცვლილებები


კომუნიზმის დასრულებამდე 1989 წელს ფუნდამენტური ცვლილებები შეიტანეს 1949
წლის კონსტიტუციაში. მიღებულმა შესწორებებმა უნგრეთი სახალხო რესპუბლიკიდან
რესპუბლიკად გადააკეთა და უნგრეთი კანონის უზენაესობაზე დამყარებული
დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფო გახადა. კომუნიზმის დასრულების
შემდეგ უნგრეთს არ მიუღია სრულიად ახალი კონსტიტუცია, სხვა ყოფილი
კომუნისტური ქვეყნებისგან განსხვავებით. ამასთან, პრეამბულაში ნათქვამია, რომ
მოქმედი კონსტიტუცია მხოლოდ მთავრობის დროებითი საფუძველია ახალი
კონსტიტუციის მიღებამდე. შესწორებულმა კონსტიტუციამ საკანონმდებლო ორგანოს
მისცა უფლებამოსილება გააკონტროლოს აღმასრულებელი ხელისუფლება, შეიქმნა
მრავალპარტიული სისტემა და დააარსა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც
უფლებამოსილია გადახედოს სამართლებრივი აქტების კონსტიტუციურობას. უფრო
მეტიც, სოციალურმა საბაზრო ეკონომიკამ შეცვალა ყოფილი სოციალისტური მოდელი.
1989 წლიდან მოყოლებული, ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა კონსტიტუციაში
და საკმაოდ საკამათოა ახალი კონსტიტუცია, რომელიც პრემიერ მინისტრ ვიქტორ
ორბანის მემარჯვენე მთავრობამ მიიღო, გამოქვეყნდა 2012 წლის იანვარში. უნგრეთის
კანონის სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებთან ერთად, 2010 წელს შეიტანეს ცვლილება,
რომელიც არარეზიდენტებს აძლევდა მოქალაქეობის მიღების უფლებას თუ მათ
დაამტკიცეს უნგრული წარმოშობა და უნგრული ენის ფლობა. უმაღლესი
საკანონმდებლო ძალა ეძლევა ერთპალატიან ეროვნულ ასამბლეას , რომელიც ირჩევს
რესპუბლიკის პრეზიდენტს, მინისტრთა საბჭოს, უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტს
და მთავარ პროკურორს. სახელმწიფო ადმინისტრაციის მთავარი ორგანოა მინისტრთა
საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ მინისტრი. პრეზიდენტი , რომელსაც
შეიძლება ორი ხუთწლიანი ვადა ჰქონდეს, არის შეიარაღებული ძალების
მთავარსარდალი, მაგრამ სხვაგვარად აქვს შეზღუდული უფლებამოსილება.
გარანტირებულია ხალხის რეფერენდუმის შემოთავაზების უფლება.

პრეზიდენტი

უნგრეთის კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი ქვეყნის მეთაურია, რომელიც ერის


ერთიანობის გარანტია და აკვირდება სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიულ
ფუნქციონირებას. იგი აირჩევა ეროვნული კრების მიერ 5 წლის ვადით. პრეზიდენტობის
კანდიდატი შესაძლოა იყოს უნგრეთის ხმის უფლების მქონე, 35 წელს მიღწეული
ნებისმიერი მოქალაქე.

კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება თუ ის მოაგროვებს ეროვნული კრების ყველა


დეპუტატთა ხმების 2/3-ს. პრეზიდენტად შესაძლოა აირჩეს კანდიდატი მხოლოდ
ორჯერ.

როგორც წესი პრეზიდენტს არც თუ ისე დიდი პოლიტიკური უფლებამოსილება გააჩნია,


შესაბამისად პრეზიდენტის ინსტიტუტს უფრო ფორმალური ხასიათი გააჩნია. თუმცა,
ფორმალურად კონსტიტუცია ანიჭებს პრეზიდენტს გარკვეულ უფლებებს როგორიცაა,
რეფერენდუმის დანიშვნა, არჩევნების თარიღის დანიშვნა, საგანგებო მდგომარეობის
გამოცხადება, კანონპროექტების ინიცირება, კანონპროექტზე ვეტოს დადება,
საკონსტიტუციო სასამართლოში კანონის გაგზავნა გადასინჯვის მიზნით თუ
პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და სხვა. ასევე,
პრეზიდენტის მნიშვნელოვან უფლებამოსილებას განეკუთვნება პარლამენტისთვის
პრემიერ მინისტრის კანდიდატურის წარდგენა. გარდა ამისა, პრეზიდენტი არის
უნგრეთის შეიარაღებული ჯარების მთავარსარდალი. იგი თანამდებობებზე ნიშნავს
გენერლებს, ამწესებს ელჩებს საერთაშორისო დონეზე, ნიშნავს ეროვნული ბანკის
პრეზიდენტს და მას ასევე აქვს შეწყალების უფლებაც. მას შემდეგ რაც პრემიერი
პარლამენტს წარუდგენს მინისტრთა კაბინეტის კანდიდატურებს და პარლამენტი
დაამტკიცებს მათ, ეს უკანასკნელი საჭიროებს პრეზიდენტის მხრიდან ფორმალურად
ხელის მოწერას. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ყოველივე ფორმალური ხასიათისაა
და როგორც წესი მისი მხრიდან ხელის მოწერით შემოიფარგლება.

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მიზნით პარლამენტის სრული შემადგენლობის


2/3-ს შეუძლია მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა, რომელსაც საბოლოოდ საკონსტიტუციო
სასამართლო განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას.
ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს, როგორიცაა პრეზიდენტის
გარდაცვალება, მის მოვალეობას დროებით ასრულებს პარლამენტის( ეროვნული
კრების) სპიკერი.

უნგრეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი 2012 წლიდან არის იანოშ ადერი. იგი წევრია
პარტია “უნგრეთის სამოქალაქო კავშირის”, რომელიც უნგრეთის პარლამენტში
უმრავლესობას წარმოადგენს. პრეზიდენტობამდე 1998-2002 წლებში იგი უნგრეთის
პარლამენტის სპიკერის თანამდებობაზე მუშაობდა.

პარლამენტი

უნგრეთის პარლამენტი არის უნიკამერული ანუ ერთპალატიანი, რომელსაც ჰქვია


ეროვნული ასამბლეა. მას ირჩევენ 4 წლის ვადით პროპორციული და მაჟორიტარული
არჩევნებით. 5 %ია ბარიერი არჩევნებში. პარლამენტში სულ 199 წევრია, რომელთაგან
106 არჩეულია მაჟორიტარული წესით 93 კი პროპორციული სიით. ისინი აირჩევიან
პირდაპირ ფარული კენჭისყრით.

პარლამენტი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს. პარლამენტის წევრს


თუ იგი არ არის მთავრობის წარმომადგენელი კანონპროექტის კანონად ქცევის
ბერკეტები დიდად არ გააჩნია. პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობის
წესები განისაზღვრება უნგრეთის ფუნდამენტურ კანონში და პარლამენტის
მუდმივმოქმედ ბრძანებებში.

რაც შეეხება ფუნქციებს, პარლამენტის ორ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს


კანონმდებლობა და მთავრობის მუშაობაზე ზედამხედველობა. ანუ ეროვნულ ასამბლეას
აქვს კანონების ინიცირების უფლება და 25 მოქმედი კომიტეტი, რომელიც შედის
ეროვნულ ასამბლეაში განიხილავს კანონპროექტებს და ასევე ახდენს მინისტრების
საქმიანობის ზედამხედველობას. ეს ფუნქცია ორიენტირებულია იმაზე, ხორციელდება
თუ არა კანონმდებლების მიზნები და მოქმედებს თუ არა მთავრობა კანონების
შესაბამისად. მთავრობის საპარლამენტო ზედამხედველობა შეიძლება განხორციელდეს
როგორც კომიტეტების ისე ცალკეული დეპუტატების მიერ. ასევე პარლამენტის
ზედამხედველობით მოქმედი სპეციალური სააგენტოების მეშვეობით, როგორიცაა
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ან ძირითადი უფლებების კომისარი.

გარდა ამ ფუნქციებისა, ეროვნული ასამბლეა ირჩევს რესპუბლიკის პრეზიდენტს,


პრემიერ-მინისტრს, მინისტრთა საბჭოს, პარლამენტის ომბუდსმენს, საკონსტიტუციო
სასამართლოს თავმჯდომარეს, უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტს და გენერალურ
პროკურორს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პარლამენტი არის ერთადერთი
ინსტიტუტი, რომელსაც აქვს დამფუძნებელი ძალა; იგი იღებს და შესწორებებს უკეთებს
უნგრეთის ფუნდამენტურ კანონს. ორივე პროცედურას სჭირდება ორი მესამედის
უმრავლესობა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი

როგორც ვიცით უნგრეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მთავრობის


მეთაურად ითვლება პრემიერ-მინისტრი, რომელიც მინისტრთა კაბინეტთან ერთად
კოლექტიურ პასუხისმგებლობას ატარებს საკუთარი პოლიტიკის დღის წესრიგის
განსაზღვრაზე და ამავდროულად პასუხისმგებელია პარლამენტის, საკუთარი
პოლიტიკური პარტიისა და ამომრჩევლის წინაშე. ამჟამინდელი კაბინეტის
თავმჯდომარეა ვიქტორ ორბანი.

უნგრეთის კონსტიტუციის თანახმად უნგრეთის პრემიერი ინიშნება პრეზიდენტის


რეკომენდაციის საფუძველზე და ფორმალურად მას ეროვნული ასამბლეა ირჩევს.
კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტი ვალდებულია პრემიერად დანიშნოს იმ
პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელიც ყველაზე მეტ მანდატს მოიპოვებს
ეროვნულ ასამბლეაში. ხოლო იმ შემთხვევაში თუ პარლამენტში არ იარსებებს ისეთი
პარტია რომელიც ხმათა უმრავლესობის მქონეა, მაშინ პრეზიდენტი ვალდებულია
აწარმოოს გარკვეული სახის მოლაპარაკებები პარტიის ლიდერებთან, რომლებიც რა
თქმა უნდა წარმოდგენილნი არიან ეროვნულ ასამბლეაში და გამოყოფს პიროვნებას
რომელიც თავმჯდომარეობას გაუწევს უმრავლესობას ასამბლეაში. საბოლოოდ
ასამბლეა ოფიციალურად უბრალო უმრავლესობით ირჩევს პრემიერ მინისტრს. ასევე
კონსტიტუციის შესაბამისად პრემიერი მნიშვნელოვან როლს თამაშობს აღმასრულებელ
ხელისუფლებაში, რომლის მიხედვითაც უფლებამოსილია განსაზღვროს მთავრობის
ზოგადი პოლიტიკა. პრემიერ-მინისტრი ირჩევს მინისტრთა კაბინეტს და მათი
გადაყენების უფლებამოსილებაც გააჩნია, განსაკუთრებულ შემთხვევებში. კანდიდატები
რომლებმაც მინისტრთა კაბინეტი უნდა დააკომპლექტონ გამოდიან ერთი ან რამდენიმე
საპარლამენტო კომიტეტების წინაშე სადაც ისინი ესწრებიან ღია საკონსულტაციო
მოსმენებს. შემდეგ მათ უნდა გადალახონ კენჭისყრის პროცედურა პარლამენტში,
საბოლოოდ კი მათ პრეზიდენტი ამტკიცებს. ზოგადად უნგრეთის მთავრობა
დაკომპლექტებულია პოპულისტი და ულტრანაციონალისტური წევრებით.

მინისტრთა კაბინეტი

როგორც ვახსენეთ უნგრეთში კაბინეტს ეწოდება მინისტრთა საბჭო და მას ირჩევს


ეროვნული ასამბლეა პრეზიდენტის რეკომენდაციის საფუძველზე. მინისტრთა
კაბინეტი პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე. მინისტრთა საბჭოს შემადგენლობაში
შედიან მთავრობის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, მთავრობის მინისტრები,
სამინისტროების ხელმძღვანელები და ეროვნული საბჭოს წარმომადგენელი
საკანონმდებლო საკითხებში.

პოლიტიკური პარტიები

1989 წელს კონსტიტუციის გადასინჯვის შემდეგ 200-მდე პოლიტიკური პარტია შეიქმნა,


მაგრამ მხოლოდ 6 მათგანი გახდა  პირველი ახალი არჩევნების (1990) შემდეგ 
ქვეყნის ახალი პოლიტიკური ცხოვრების გრძელვადიანი მონაწილე : უნგრეთის
დემოკრატიული ფორუმი, თავისუფალი დემოკრატების ალიანსი ,დამოუკიდებელი
მცირე მეწარმეების პარტია ,ქრისტიან დემოკრატიული სახალხო პარტია, ახალგაზრდა
დემოკრატების ფედერაცია (Fiatal Demokraták Szövetsége; Fidesz ) და უნგრეთის
სოციალისტური პარტია - ეს უკანასკნელი რეფორმირებული ყოფილი კომუნისტების
პარტიაა. იგივე ექვსი პარტია დაუბრუნდა პარლამენტს 1994 წელს და შემდეგი
ათწლეულის განმავლობაში მათი უმეტესობა დარჩა საკანონმდებლო ორგანოში. მყარი
კომუნისტები 1992 წელს ხელახლა გაცხადდნენ როგორც მუშათა პარტია, ხოლო
მემარჯვენე უნგრეთის სამართლიანობა და სიცოცხლე შეიქმნა 1993 წელს, როდესაც იგი
დაშორდა უნგრეთის დემოკრატიულ ფორუმს. ფიდესმა დაარქვა უნგრეთის სამოქალაქო
პარტია (მოგვიანებით შეიცვალა უნგრეთის სამოქალაქო ალიანსი) და 1998 - 2002
წლებში იგი გახდა დომინანტი პარტია და შექმნა მთავრობა. ქრისტიან-
დემოკრატებმა ცენტრის პარტიის ალიანსი მოაწყვეს 2002 წელს, მაგრამ პარლამენტში
ვერ მოხვდნენ. 2010 წლის არჩევნების შემდეგ, ფიდესის დომინირება პოლიტიკურ
სისტემაზე ფაქტობრივად არ იქნა გამოწვეული.

რაც შეეხება ხმის მიცემის სისტემას - ხმის მიცემის სისტემა გვაქვს 2012 წლის შემდეგ.
2012 წელს განხორციელებული რეფორმის შემდეგ, ზოგადი არჩევნები ტარდება ერთ
რაუნდიანი, ორი ბიულეტენის სისტემით. ერთკაციანი მანდატების რიცხვი 44,2%-დან
53,3%-მდე გაიზარდა. უნგრეთი მრავალპარტიული დემოკრატიაა, რომელიც
ძირითადად იყოფა კონსერვატულ მემარჯვენეებსა და ოპოზიციურ კოალიციას შორის.
უნგრეთის სამოქალაქო ალიანსი -მემარჯვენე, ნაციონალისტური, სოციალურად
კონსერვატიული, ყველაზე პოპულარული პარტია ყველა საკანონმდებლო ოლქში.
ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია -მემარჯვენეები, პროპაგანდას უწევს
ეროვნულ კონსერვატიზმს. ჯობიკი - ასევე ცნობილია როგორც პარტია-"უკეთესი
უნგრეთისთვის", არის მემარჯვენე ნაციონალისტური პოლიტიკური პარტია უნგრეთში.
პარტია თავის თავს აღწერს როგორც "პრინციპული, კონსერვატიული და
რადიკალურად პატრიოტული ქრისტიანული" პარტია, რომლის მთავარი მიზანია
უნგრული ფასეულობებისა და ინტერესების დაცვა. იგი უარყოფს გლობალურ
კაპიტალიზმს, ევროინტეგრაციას. კოალიცია "ერთიანობა" შედგება: უნგრეთის
სოციალისტური პარტიისგან - იგი უდიდესი ოპოზიციური პარტია, ეს პარტია
თავისუფალი ბაზრის მომხრეა. რაც შეეხება დემოკრატიული კოალიციას - ის ძალიან
მცირე საპარლამენტო ჯგუფის შესაქმნელად ჩამოყალიბდა.

უნგრეთის ომბუდსმენი

2007 წელს უნგრეთის პარლამენტმა აღიარა და მიიღო „ომბუდსმენი მომავალი


თაობებისათვის“ პოზიციის შექმნის აუცილებლობა. 2011 წელს პარლამენტმა
კონსტიტუციურ დონეზე დაადასტურა ბუნებრივი რესურსების უზრუნველყოფისა და
დაცვის აუცილებლობა და აღნიშნა იგი ძირითად კანონში. არსებული თითოეულ
მოქალაქეს ავალდებულებს გაუფრთხილდეს, დაიცვას და უზრუნველყოს ყველა ის
კულტურული ფასეულობები რაც სახელმწიფოსათვის საერთო მემკვიდრეობის
ნაწილია, ამასთანავე ინდივიდებსა და სახელწიფოს აკისრებს პასუხისმგებლობას მათ
შენარჩუნებაზე. ასევე ომბუდსმენმა დაამყარა პირდაპირი კავშირი გარემოს, მომავალი
თაობების ინტერესებსა და ძირითად კონსტიტუციურ უფლებებს შორის, როგორიცაა
ჯანმრთელობის დაცვა, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უფლებები. 1994
წელს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა რომ ჯანსაღ გარემოზე უფლებები ყველას
გააჩნია და სახელმწიფოს დაავალდებულა შეექმნა ინსტიტუციური სისტემა, რომელიც
უზრუნველყოფდა გარანტიებს პროცედურულ და არსებით საკითხებთან
დაკავშირებით. 2007 წლიდან ომბუდსმენი მნიშვნელოვნად ეყრდნობოდა ამ არგუმენტს
და არაერთხელ მოუწოდა სახელმწიფოს შეესრულებინა თავისი მოვალეობა, პატივი ეცა
ინდივიდუალური და ფუნდამენტურ უფლებებისათვის.

კონსტიტუციური ცვლილებების მიუხედავად ომბუდსმენს ირჩევს ისევ პარლამენტი


ხმათა 2/3-ის უმრავლესობით. ახალი კონსტიტუციის თანახმად ომბუდსმენს შეუძლია
დაიწყოს/მიიღოს მონაწილეობა გამოძიებებში, რომელიც გენერალური ომბუდსმენის
საჩივრების საფუძველზე შესაძლებელია წარიმართოს, ასევე მას შეუძლია საჩივარი
შეიტანოს კურიაში ან საკონსტიტუციო სასამართლოში იმ შემთხვევაში თუ არსებობს
მტკიცებულება იმისა რომ ნებისმიერი ეროვნული ან ადგილობრივი კანონმდებლობა
არღვევს ძირითად კანონს. ომბუდსმენი უფლებამოსილია ჩაერიოს სახელმწიფო
ადმინისტრაციულ სასამართლოებში გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. ამ
პროცედურების დროს მას აქვს წვდომა ყველა შესაბამის დოკუმენტაციაზე. მომავალი
თაობების უფლებების კომისრის მანდატი მოიცავს საკანონმდებლო მოქმედებების
გადახედვის უფლებას ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე. ომბუდსმენის მოვალეობაში
შედის მონიტორინგი გაუწიოს ყველა იმ პოლიტიკურ პროცესსა თუ საკანონმდებლო
წინადადებებს რომელთაც შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული ან შეუქცევადი საფრთხე
გარემოსათვის. მონაწილეობას იღებს ნებისმიერი სავალდებულო განცხადებებისა და
წინადადებების შემუშავებაში, რათა უზრუნველყოს რომ არ იყოს დავიწყებული
კავშირი ერის საერთო მემკვიდრეობასა და ყველა თაობის ფუნდამენტურ უფლებებს
შორის.

სასამართლო სისტემა

იგი უმაღლესი სასამართლო ორგანოა და მას ეწოდება კურია. მისი მთავარი ამოცანაა,
უზრუნველყოს კანონმდებლობის ერთგვაროვნება სასამართლოში სავალდებულო
გადაწყვეტილებების გამოცემით. მოსამართლეებს ნიშნავს პრეზიდენტი, ორგანული
კანონით განსაზღვრული წესით. უზენაესი სასამართლო წყვეტს სისხლის სამართლისა
და სამოქალაქო საკითხებს, ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას,
ადგილობრივი განკარგულებების სხვა კანონმდებლობასთან კონფლიქტის საკითხს და
მათ გაუქმებას.

სასამართლოს სისტემა საკმაოდ მნიშვნელოვანია უნგრეთში. უზენაესი სასამართლო


რეალურად მართავს სასამართლო სისტემებს. უზენაეს სასამართლოში საჩივრდება
თითქმის ყველა ინსტანცია. გენერალური პროკურორი პასუხისმგებელია ადამიანის
უფლებების დაცვაზე და კანონდარღვევებზე. საკონსტიტუციო სასამრთლოს მთლიანად
ირჩევს პარლამენტი აქ უკვე ხაზგასასმელია ომბუდსმენის საკითხი. ომბუდსმენს
უნგრეთში აქვს გაწერილი უფლებამოსილება სამოქალაქო უფლების დაცვასთან
დაკავშირებით. ომბუდსმენი ასევე ეთნიკურ უმცირესობებს იცავს.

საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქცია აქვს ყველა საკონსტიტუციო კითხვაზე.


იგი მიმოიხილავს კანონმდებლობის კონსტიტუციურობას და ეროვნულ
კანონმდებლობასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებს შორის კონფლიქტის წესებს.
უფრო მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლო არის კომპეტენტური იურისდიქცია,
განიხილოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკანონმდებლო ორგანოს მიერ იმპიჩმენტის
საქმის განხილვა. 2011 წლის კონსტიტუციის თანახმად, აღარავის შეუძლია დაიწყოს
ნორმატიული აქტის წინააღმდეგ კონსტიტუციური გადასინჯვის წარმოება მისი
ამოქმედების შემდეგ, იმის დამტკიცების გარეშე, რომ იგი ამჟამად და პირდაპირ
გავლენას ახდენს მასზე. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს
უფლებამოსილებები საბიუჯეტო და საგადასახადო საკითხებზე იზღუდება მანამ, სანამ
ვალი 50% -ზე არ ჩამოვა.

ადმინისტრაციული დაყოფა

ადმინისტრაციული მიზნებისათვის, უნგრეთი დაყოფილია 19 ოლქად, პლუს


დედაქალაქ ბუდაპეშტად და დაახლოებით 3100 მუნიციპალიტეტად. ადგილობრივი
არჩევნები ორივე დონეზე ტარდება. ეროვნული არჩევნებისათვის ქვეყანა დაყოფილია
176 ერთწევრიან და 20 მრავალწევრიან ოლქად. მრავალწევრიანი ოლქები შეესაბამება 20
რეგიონალურ თვითმმართველ ერთეულს. დედაქალაქი ბუდაპეშტი იყოფა 23 ოლქად. ამ
ქალაქების ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს უფლებამოსილების გაფართოების
შესაძლებლობა. მაგრამ ისინი არ არიან დამოუკიდებელი ტერიტორიული ერთეულები.

You might also like