You are on page 1of 4

ევროპარლამენტი

ევროპარლამენტი არის ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანო. სახელის


მიხედვით ევროპარლამენტი შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ის ისეთივე
უფლებებს ატარებს, როგორც ნებუისმიერი საკანონდმებლო ორგანო ეროვნულ
სახელმწიფოებში - თუმცა ევროკავშირში ეს ასე არ არის და ეროვნული
პარლამენტებისგან განსცვავებით ევროპარლამენტი არ არის ექსკლუზიური
საკანონმდებლო ორგანო.
ევროპარლამენტი მონაწილეობს ევროკავშირის საკანონმდებლო
საქმიანობაში, მაგრამ ის ამფუნქციებს იყოფს მინისტრთა საბჭოსთან. მეტიც,
ევროკავშირიში მთავარ საკანონმდებლო ორგანოდ სწორედ მინისტრთა საბჭო
ითვლება, ევროპარლამენტს კი მხოლოდ თანაკანონმდებლის ფუნქცია აქვს.
თუმცა ლისაბონის ხელშეკრეულებით ევროპალმენტის ფუნქციები და მისი
საკანონმდებლო ძალაუფლება თითქმის გაუთანაბრდა მინისტრთა საბჭოს.
ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ დღეს ევროპარლამენტი კანონებს მინისტრთა
საბჭოსთან ერთად იღებს. პარლამენტი და საბჭო ევროკავშირის ორპალატიან
საკანონმდებლო სისტემას ქმნიან.
ევროპარლამენტი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კანონმდბელი,
ე.წ. ”ევროპის მოქალაქეთა ხმა”. ამ ეტაპზე ის 27 წევრი სახელმწიფოსა და იქ
მცხოვრები 445 მილიონზე (2019 წლის, Eurostat-ის მონაცემებით) მეტი
ამომრჩევლის საკანონმდებლო წარმომადგენელია ევროპულ ასპარეზზე.
ევროპარლამენტს ირჩევენ 5 წლის ვადით.

1951 წლის პარიზის ხელშეკრულებით შექმნილი ”საერთო ასამბლეა”


საკმაოდ შეზღუდული იყო და მხოლოდ საკონსულტაციო ფუნქციებს ატარებდა.
რომის ხელშეკრულების შემდეგ, მან შეიცვალა სახელი და გახდა ”ევროპის
საპარლამენტო ასაბლეა”, რომელიც პირველად 1958 წელს შეიკრიბა. სწორედ ამ
დღიდან იწყება დღევანდელი პარლამენტის ისტორია. 1967 წელს ექფგ-ს, ეეგ-ისა
და ევრატომის შერწყმის შემდეგ მას ”ევროპარლამენტი” ეწოდა და მასში შევიდა
სამივე გაერთიანების ასამბლეა.
ევროპარლამენტის ფუქნციები წლების მანძილზე იზრდებოდა,
კანონშემოქმედებითობის გარდა მან ბიუჯეტის დამტკიცების უფლებაც მიიღო
(საბჭოსთან ერთად). განსაკუთრებულ თარიღად ითვლება 1979 წელი, როცა
ჩატარდა ევროპარლამენტის პირველი პირდაპირი არჩევნები და იგი არჩეულ იქნა
უშუალოდ მოსახლეობის მიერ. მანამდე ევროპარლამენტარებს წევრი
სახელმწიფოები თავისი შერჩევით გზავნიდნენ და ფაქტობრივად დეპუტატის
პოსტი იყო დანიშვნითი და არა არჩევითი, რაც ჩრდილს აყენებდა
ევროპარლამენტის დემოკრატიულობას.
ევროპარლამენტის ფუნქციები და როლი განსაკუთრებით გამყარდა
ლისაბონის ხელშეკრულებით. იგი უფლებრივად გაუთანაბრდა საბჭოს, როგორც
კანონების მიღებაში ასევე ბიუჯეტის დამტკიცებაში. დღეისათვის ის გაცილებით
ანგარიშგასაწევი ძალაა ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან ურთიერთობის
დროს.
ევროპარლამენტი არჩევითია 1979 წლიდან - მის არჩევში ევროკაავშირის
ყველა მოქალაქე მონაწილეობს. არ არსებობს ევროპალრმენტის ერთიანი
საარჩევნი სისტემა - ყველა სახელმწიფოში საარჩევნი სისტემა განსხვავებულია და
იმავე წესებით ტარდება, როგორც ადგილობრივი არჩევნები. თუმცა
ევროპარლამენტის არჩევნები დროის ერთ მონაკვეთში ტარდება და შედეგებიც
ერთდროულად ქვეყნდება - ეს იმიტომ, რომ შედეგების სხვადსხვა დროს
გამოქვეყნებამ შესაძალო გავლენ მოახდინოს მეზობელ ქვეყნებში მიმდინრე
არჩევენებზე.
ევროპარლამენტში არჩევა შეუძლია ევროკავშირის ყველა მოქალაქეს თავის
საცხოვრებელ ადგილზე. ეს ნიშნავს, რომ საფრანგეთში მცხოვრებ ესპანელს
შეუძლია კენჭი იყაროს საფრანგეთშივე, მისი ცხოვრების ადგილიდან.
ასევე, განსხვავებულია მონაწილეობის ასაკობრივი ზღვარი და აქაც
ეროვნული წესები მოქმედებს - მაგალითად, დანიაში კანდიდატის მინიმალური
ასაკი უნდა იყოს 18 წელი, ხოლო იტალიაში 25. ასევე, სხვადასხვა ქვეყნებს
განსხვავებული წესები აქვთ დაწესებული იმაზე თუ ვის არ შეუძლია არჩევნებში
მონაწილოება - მაგალითად, იტალიაში ქალაქის მერს აქვს ევროპარლამენტის
არჩევნებში მონაწილეობის მიღება და შეიძ₾ება აირჩეს, მაგრამ ბელგიაში ასეთი
რამ შეუძლებელია.
ერთადერთი საერთო წესი (შეზღუდვა) ევროკავშირის მასშტაბით რაც
არსებობს, ხდება ორმაგი მანდატის წესის დაცვა - ანუ ეროვნული პარლამენტის
წევრი არ შეიძლება იყოს ერთდროულად იყოს ევროპარლამენტშიც. ანუ თუ
მოქმედი პარლამენტარი აირჩა ევროპარლამენტში, მას მოუწევს ეროვნული
პარლამენტის დატოვება.
განსხვავდება ევროპარლამენტის არჩევნებში ხმის მიცემის სისტემაც.
ერთადერთი საერთო წესი არის ის, რომ ხმის მიცემა ყველას შეუძლია
საცხოვრებელ ადგილზე და ხმის მიცემის ასაკი პრაქტიკულად ყველგან არის 18
წელი.

პრეზიდენტს ირჩევენ 2 წელიწად ნახევრიანი, განახლებადი ვადით. ამ ეტაზპზე ეს


პოსტი უჭირავს დავიდ სასოლის. პრეზიდენტს ეხმარება 14 ვიცე-პრეზიდენტი.
პრეზიდენტის ფუნქციებია: იგი თავმჯდომარებოს სხდომებს, ხელს აწერს საბჭოსთან
ერთად მიღებულ კანონებსა და ბიუჯეტს, წარმოდგენს ევროპარლამენტს საერთაშორისო
ასპარეზზე და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებში.
პარლამენტში წარმოდგენილია 7 პოლიტიკური ჯგუფი, რომლებშიც თავიანთი
პოლიტიკური
შეხედულებების მიხედვით გადანაწილებულნი არიან პარლამენტარები, თუმცა
ზოგიერთი მათგანი არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ მიეკუთვნება. ყველაზე გავლენიანი
პოლიტიკური ჯგუფებია: ევროპის სახალხო პარტია და სოციალ-დემოკრატების ალიანსი.
პარლემნტში დღეს 22 დარგობრივი კომიტეტი მოქმედებს. კომიტეტები აქტიურად
თანამშრომლობენ კომისიასთან კანონპროექტის მომზადების დროს. პარლამენტის
მუშაობას კოორდინაციას უწევს სამდივნო.

საკანონმდებლო პარლამენტის უმთავრესი ფუნქციაა. კანონების მიღება ხდება


საბჭოსთან ერთად. ლისაბონის ხელშეკრულებამ განსაკუთრებით გააძლიერა
პარლამენტის კანონშემოქმედებითი როლი და უფრებრივად გაუთანაბრა საბჭოს.
კანონების მიღების პროცესში ევროპარლამენტი მინისტრთა საბჭოსთან
მონაწილეობს 4 ფორმით - კონსულტაცია (Consultation), თანამშრომლობა (Cooperation),
თანაგადაწყვეტა (Co-decision) და თანხმობა (Consent).

კოსულტაცია - ყველა პროცედურის საწყისი წერტილი არის კანონპროექტის


შემუშავება - ეს ხდება ევროკომისიაში, რადგანაც ევროკავშირში ევროკომისია
კანონების ექსკლუზიური ინიციატორია. შემუშავების შემდეგ კანონპრექტი
ეგზავნება მინისტრთა საბჭოსა და ევროპარლამენტს. საბჭოს შეუძლია
ევროპარლამენტის პოზიციის იგნორირება და კანონის მიღება იმ ფორმით როგორ
უნდა. ერთადერთი რითაც ევროპარლამენტს შეუძლია საბჭოზე ზეგავლენის
მოხდენა არის ის, რომ საბჭოს არ აქვს კანონის მიღების უფლება, სანამ
პარლამენტი ოფიციალურად არ დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას (ეს წესი 1980
წელს დამკვიდრდა მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებით), ანუ
პარლამენტს შეუძლია მაქსიმალურად გაწელოს საკუთრი პოზიციის
დაფიქსირების ვადა და ამით ზეგავლენა მოახდინოს საბჭოზე - იქნება ეს
კულისებს მიღმა მოლაპარაკებით თუ მზადყოფნის გამოთქმის პროცესის
გაჭიანურების თაობაზე, რამაც შეიძლებ უბიძგოს საბჭოს გარკვეულ დათმობებზე
წასვლისკენ. მაგრამ საბოლოო სიტყვა მაინც საბჭოზე მოდის და მას დასჭირდა,
მაინც შეუძლია კანონის იმ სახით მიღება, რომელიც აწყობს.
თანამშრომლობა - პროცედურა ისევ იმით იწყება, რომ კანონპროექტის
შემუშავება მოხდა ევროკომისიის მიერ და გადაეგზავნა პარლამენტსა და საბჭოს.
ამის შემდეგ პარლამენტი პირველი მოსმენით ამზადებს საკუთარ შენიშვნებს
კანონპროექტზე და უგზავნის საბჭოს. საბჭოს კონსულტაციის პროცედურისგან
განსხვავებით არ შეუძლია პარლამენტის შენიშვნების უარყოფა - საბჭომ უნდა
მიიღოს საერთო პოზიცია და გაუგზავნოს პარლამენტს არგუმენტაცია თუ რატომ
არ ითვალისწინებს პარლამენტის შენიშვნებს. ამის შემდეგ პარლამენტში
იმართება მეორე მოსმენა - პარლამენტს შეუძლია არ გაიზიაროს საბჭოს
არგუმენტაცია და გადაწყვეტოს დატოვოს საკუთარი შენიშვნები ანაც ახალი
წინადადებები დაამატოს. თუმცა საბჭოს მეირე მოსმენის შემდეგ შეუძლია
პარლამენტის წინდადებების უარყოფა და კანონის ის მიღება, როგორც თვითონ
აწყობს.
როგორც ხედავთ, ამ პროცედურის ქვეშაც საბოლოო სიტყვა საბჭოს ეთქმის.
თანამშრომლობა კი კონსულტციისგნ იმით განსხვავდება, რომ ორი მოსმენის გამო
იქმნება დამატებით დრო ინსტიტეტებს შორის პოზიციების გაცვლისა და
კულისებს მიღმა მოლაპარაკებებისთვის - როგორც წესი საბჭო მაინც არჩევს
ხოლმე გარკვეულ დათმობებზე წასვლას, მაგრა საჭიროების შემთხვევაში მაინც
შეუძლია ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც თვითონ აწყობს.
თანაგადაწყვეტა - მეორე მოსმენის ჩათვლით თანაგადაწყვეტა იმეორებს
თანამშრომლობის პროცედურის დროს მიმდინარე პროცესს. განსხვავება ისაა,
რომ მეორე მოსმენის შემდეგ არსებული პარლამენტის შენიშვნების უარყოფა
საბჭოს უკვე აღარ შეუძლია. ამის გამო ძალაში შემოდის თანაგაწყვეტის შემდეგი
ეტაპი - იქმნება შემრიგებელი კომიტეტი, სადაც თანაბრად არიან წარმოდგენილი
საბჭოსა და პარლამენტის წარმომადგენლები (როგორც წესი 3-3 ან 5-5 ადამინი,
ძალიან იშვიათად ამაზე მეტი) - საბჭოსა და პარლამენტის წარმომადგენლებს ამ
უკვე ამ მცირე ფორმატში, ერთმანეთის პირისპირ ეძლევათ საშუალება მივიდნენ
გარკვეულ საერთო პოზიციამდე. თუ კომიტეტის სხდომაზე შეთანხმება ვერ
მოხდა, მაშინ კანონი ჩავარდნილია და მისი მიღება არ მოხდება. თუმცა თუ
შემრიგებელ კომიტეტში მივიდნენ საერთო პოზიციამდე, მაშინ ეს პოზიცია
ეგზავნება საბჭოსა და პარლამენტს საბოლოოდ დამტკიცებისთვის. თუ რომელიმე
ამ ინსტიტუტში მაინც დაიბლოკა მიღწეული საერთო პოზიცია, კანონი
ჩავარდნილია.
როგორც ხედავთ ამ პროცედურის ქვეშ პარლამენტს ისეთივე ძალაუფლება
აქვს, როგორც საბჭოს.
თანხმობა - ამ პროცედურის ქვეშ პარლამენტს ენიჭება ვეტოს დადების
უფლება. მისი ერთადერთი შეზღუდვა იმაში მდგომრეობს, რომ პარლამენტს არ
შეუძლია ცვლილების შეტნა კანონპროექტში - მან ან კი უნდა თქვას ან არა (ამ
პრინციპს ინგლისურად ეძხიან Take it or leave it). აღნიშნული პროცდურა
მხოლოდ 2 შემთავევაში გამოიყენება - თუ ევროკავშირი უერთდება რომელიმე
საერთაშორისო ხელშეკრულებას ან გაფართოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე
(ახალი წევრის მიღება, კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ასოცირების
ხელშეკრულების გაფორმება და ა.შ.).

დღეს უკვე ”ძირითად საკანონმდებლო პროცედურა” თანაგადწყვეტაა,


რომლის დროსაც პარლამენტი კანონპროექტის განხილვასა და კანონის მიღებაში
სრულად მონაწილეობს. ლისაბონის მიხედვით, კანონთა დიდი ნაწილი
თანაგადაწყვეტით მიიღება (ეს პროცედურა 40 ახალ სფეროზე გავრცელდა).
თუმცა გარკვეულ საკითხებზე ისევ მოქმედებს ”სპეციალური საკანონმდებლო
პროცედურები”:

You might also like