You are on page 1of 7

 

სამხედრო ძალები საომარი, საგანგებო და კრიზისული სიტუაციების

დროს

II ვარიანტი.
1) აღწერეთ ევაკუაცია და სამედიცინო უზრუნველყოფა (მოიყვანეთ მაგალითი);
2) რას წარმოადგენს ეროვნული უშიშრობის საბჭო / კრიზისების მართვის საბჭო /
სიტუაციური ოთახი.

1. სამედიცინო უზრუნველყოფას უშუალოდ სამხედრო სიტუაციების


მოქმედების არეალში, თუ მის მიღმა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იგი
თავის თავში მოიცავს, როგორც საჭირო მედიკამენტებით და
აღჭურვილობით უზრუნველყოფას ასევე საველე პირობებში გადაუდებელი
ქირურგიული ოპერაციების ჩატარებას და სამედიცინო დახმარების გაწევას.
იგი ასევე მოიცავს პოსტოპერაციულ, სარეაბილიტაციო ღონისძიებებს. ე.წ.
საველე ჰოსპიტლების და სამხედრო ექიმების ეფექტიანად მუშაობა
საომარი მოქმედებების დროს უაღრესად მნიშვნელოვანია და განსხვავებით
ჩვეულებრივი, სამოქალაქო ჰოსპტლებისგან, სამხედრო საავადმყოფოს
მარაგი უნდა იყოს გაძლიერებულად უზრუნველყოფილი და აღჭურვილი.
საველე სამედიცინო პერსონალს კი მაღალი კვალიფილკაციის გარდა,
განსაკუთრებული მომზადება მოეთხოვება, რათა ექსტრემალურ
პირობებში სწრაფად მოახდინოს ადაპტაცია. მსგავს პირობებში ყოველივე
დაკარგულ წუთს თუ წამს შესაძლოა საკრალური მნიშვნელობა ჰქონდეს.
გარდა ზემოთხსენებულისა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მსგავს
ექსტრემალურ გარემოში, იქნება ეს ბრძოლის ველი, საზღვაო ბრძოლა თუ
სხვა, მობილიზებული იყოს სხვადასხვა სატრანსპორტო და ტექნიკური
საშუალებები, რათად ბრძოლის ველიდან უსაფრთხოდ მოხდეს
დაშავებულთა გადმოადგილება უსაფრთხო ადგილას. ეს შეიძლება იყოს
მაღალი გამავლობის მანქანა, ნახევრად შეჯავშნული ტრანსპორტიოტი,
ვერტმფრენი და საზღვაო ხომალდიც კი, რომელიც შესაბამისი პირველადი
დახმარების და სხვა აუცილებელი ხელსაწყოებით იქნება აღჭურვილი.
გარდა რომელიმე მხარის სამედიცინო დანიშნულების ტექნიკისა, ხშირია
პრეცედენტები, როდესაც საომარ არეალში მოქმედებს ისეთი
არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორიცაა წითელი ჯვარი, წითელი
ნახევარმთვარე და ა.შ. მათი არსებობა ხშირად უდიდეს როლს თამაშობს
ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაში, რადგან ისინი წარმოადგენენ
ნეიტრალურ მხარეს და ჟენევის კონვენციის თანახმად, არცერთ
დაპირისპირებულ მხარეს არ აქვს მათზე იერიშის მიტანის უფლება. მაშინ
როდესაც, რომელიმე მხარის სამედიცინო ჯგუფი შესაძლოა თავდასხმის ან
ჩასაფრების ქვეშ მოყვეს. შესაბამის ტექნიკას კი დაშავებულები გადაჰყავს
უახლოეს სამედიცინო პუნქტში, რომელიც მდებარეობს სამხედრო ბაზის
ტერიტორიაზე ან მის მიღმა.
რაც შეეხება ევაკუაციას, უნდა ითქვას, რომ ეს პროცესი არის ერთ-
ერთი უმნიშვნელოვანესია კრიზისული, საგანგებო სიტუაციის დროს.
იქნება ეს გამოწვეული საომარი ვითარებით, სხვადასხვა ბუნებრივი
კატაკლიზმებით, ქიმიური/ბიოლოგიური კატასტროფებით. ისეთი
როგორიცაა: ომი, მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა, ცუნამი, ქარიშხალი,
ვულკანის ამოფრქვევა, ბირთვული რეაქტორის გაჟონვა და სხვა მრავალი.
ევაკუაციის ოპერაცია იწყება მას შემდეგ, რაც ჩაითვლება რომ კონკრეტულ
ლოკაციაზე ადამიანთა ყოფნა უკვრ სახიფათოა ან მალე გახდება სახიფათო.
ეს ყოველივე რა თქმა უნდა კეთდება ადამიანთა საკეთილდღეოდ და
გადასარჩენად. ევაკუაცია არის, ერთგვარი პრევენციული ზომა ზიანის
შესამცირებლად. როგორც წესი მსგავსი მოქმედება ხდება ხოლმე ქვეყნის
შიგნით, კონკრეტული ტერიტორიიდან, მაგრამ თუ მასშტაბი
დიდია ,შესაძლოა მოხდეს მოსახლეობის ქვეყნიდან ევაკუირებაც, თუმცა
მსგავსი შემთხვევები ნაკლებსავარაუდოა. ამ თემაზე საუბრისას ვხვდებით
ასევე ტერმინს ავარიული ევაკუაცია, რომელიც მიგვანიშნებს, რომ
მოსახლეობის გარიდება ხდება რაც შეიძლება სწრაფად, რადგან არსებობს
უმალ შენობის ჩამონგრევის, ვულკანის ამოფრქვევის, დაბომბვის ან სხვა
საფრთხე. ევაკუაციის შემდეგ უნდა მოხდეს, ადამიანთა დროებით
თავშესაფარში მოთავსება და მათი უზრუნველყოფა საკვებით, წყლით და
სხვა პირველადი მოხმარების ნივთებით. დაბომბვისას ან შესაძლო
დაბომბვისას, მათი ევაკუაცია რისკის არეალიდან და შეფარება შეიძლება
მოხდეს კონკრეტულ შენობაში. ამ ყოველივეს მაგალითად შეგვიძლია
მოვიყვანოთ სომეხი ხალხის ევაკუაცია ყარაბაღიდან, მას შემდეგ, რაც
აზერბაიჯანმა დაიბრუნა დაკარგულ ტერიტორიებზე კონტროლი. ხალხმა
დაიწყო არეალის დატოვება, თუმცა ეს არ იყო ორგანიზებული ევაკუაციის
მაგალითი, რადგან ხალხმა მოახდინა თვითევაკუაცია, სომხეთის
მიმართულებით მიემართებოდა უზარმაზარი სამანქანო კოლონა,
რომელსაც არც სამხედრო და არც საპატრულო რაზმები არ უწევდნენ
კოორდინირებას, ამ არაორგანიზენულობამ კი გამოიწვია გზის
გადატვირთვა და მჭიდრო კოლონის წარმოქმნა, რაც შეიძლება ცუდად
გამოეყენებინა მოწინააღმდეგე მხარეს სამოქალაქოებზე დავთასხმის
შემთხვევაში და ასეთი სიმჭიდროვის გამო შესაძლოა პოტენციურ
დამბომბვას ჰქონოდა მეტად ლეტალური შედეგი, ვიდრე ორგანიზებული
ევაკუაციის დროს. აღსანიშნავია, რომ ყოველი პროცესი, რომელიც საომარ,
კრიზისულ თუ საგანგებო ვითარებას ეხება, მჭიდროდაა ერთმანეთზე
გადაჯაჭვული და არაორგანიზებულობა, ყველა ასპექტში იჩენს ხოლმე
თავს. შესაბამისად არ არის გასაკვირი, რომ კონკრეტულ მომენტში
სომხურმა მხარემ გამოავლინა არაორგანიზებულობა, ისევე როგორც სხვა
სამხედრო კომპონენტებში.

2. როგორც მრავალ სახელმწიფოში, საქართველოშიც სახელმწიფოსა თუ


მთავრობის ლიდერებს(განსხვავდება ქვეყნის მოწყობიდან გამომდინარე),
აქვთ საკუთარი სათათბირო ორგანოები, სადაც კრიზისული, საგანგებო
სიტუაციების დროს ხდება შესაბამისი მაღალი თანამდებობის პირების
თავმოყრა, რათა მიღებულ იქნას გადაწყვეტილებები სტრატეგიულ
დონეზე და მოხდეს მათი კოორდინირება ოპერაციულ დონეზე, რათა
საბოლოო ჯამში, ტაქტიკურ დონეზე დავალება წარმატებით იქნას
შესრულებული. საქართველოს შემთხვევაში აღსანიშნავია ეროვნული
უშიშროების საბჭო, კრიზისების მართვის საბჭო. ეროვნული უშიშროების
საბჭო წარმოადგენს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს, რომლის
შემადგენლობაშიც გარდა პრეზიდენტისა, რომელიც თავისთავად იკავებს
თავმჯდომარის პოსტს, არიან პრემიერი, საგარეო საქმეთა, უშიშროების,
შინაგან საქმეთა, თავდაცვის, იუსტიციის და ფინანსთა მინისტრები.
როგორც ყველა მსგავსი ფორმატის საბჭოს, უშიშროების საბჭოსაც ჰყავს
მდივანი, რომლის როლსაც ითავსებს პრეზიდენტის მრჩეველი უშიშროების
საკითხებში. სახელწოდებიდან და შემადგენლობიდან გამომდინარე,
ეროვნული უშიშროების საბჭო თათბირობს და გადაწყვეტილებებს იღებს
ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სამხედრო და თავდაცვის სფერო, ქვეყნის
ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული საკითხები, როგორც საშინაო
ისე საგარეო დონეზე. საბჭო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, რათა
ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფილ იქნას სტაბილურობა, წესრიგი. მისი
შემადგენლობიდან გამომდინარე, იგი წარმოადგენს სისტემის
სტრატეგიულ რგოლს. უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული უშიშროების
საბჭოს უფლებამოვალეობები გაიზარდა 2011 წელს და იქცა მთავარ
ორგანოდ, სადაც კრიზისული და საფრთხის შემცველი სიტუაციების დროს
ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება. თუმცა, მას შემდეგ რაც
საქართველოს პოლიტიკურ მოწყობაში, 2013 წელს განხორციელდა
ძირეული ცვლილებები და ქვეყანა საპრეზიდენტო მოწყობიდან გადავიდა
საპარლამენტო მოდელზე, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა და
აღმასრულებელი ფუნქციით აღიჭურვა პრემიერ მინისტრი - მთავრობის
ლიდერი. პრეზიდენტი კი როგორც სახელმწიფოს ლიდერი გახდა
მეტნაკლებად ნომინალური ფიგურა. შესაბამისად ზემოთხსენებულ
სათათბირო ორგანოსთან მიმართებაში მოხდა მნიშვნელოვანი
ცვლილებები და 2014 წელს დაფუძნდა სახელმწიფო უსაფრთხოების და
კრიზისების მართვის საბჭო, რომლის უფლებამოსილებებიც ხელახლა
განისაზღვრა და ამ ყველაფერს 2015 წელს სტრატეგიული პარტნიორები
სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების დახმარებით შემუშავებულმა
კანონმდებლომა შეუწყო ხელი. განსხვავებით ეროვნული უშიშროების
საბჭოსგან, კრიზისების მართვის საბჭო შედგება პრემიერ მინისტრისგან,
რომელიც თვითონვეა თავმჯდომარე რადგან საბჭო სწორედ მის
სათათბირო ორგანოს წარმოადგენს. მასში ასევე შედიან თავდაცვის, შინაგან
საქმეთა, საგარეო საქმეთა, ფინანსთა მინისტრები, ასევე უსაფრთხოების
სამსახურის უფროსი. მდივნის როლს კი ითავსებს პრემიერის მრჩეველი
სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში. აღსანიშნავია, რომ საბჭოში
საჭიროებისამებრ და პრემიერის ინიციატივით შესაძლოა მოწვეულ იქნენ
სხვა არამუდმივი წევრები. მაგალითად: შეიარაღებული ძალების გენშტაბის
უფროსი, მეთაური, პარლამენტის თავმჯდომარე. მსგავსი პრეცედენტები კი
არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მრავლად
არის. ერთ-ერთ ბოლო შეკრებაზე პრემიერის ინიციატივით მოწვეულ იქნენ
თავდაცვის ძალების მეთაური, საქართველოს პრეზიდენტი. შეხვედრას
ასევე ესწრებოდა საბჭოს აპარატის უფროსი. რაც შეეხება
უფლებამოსილებას, საბჭო განიხილავს და გადაწყვეტილებებს იღებს ისეთ
საკითხებზე რომლებიც ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას, საშინაო და
საგარეო საკითხებს, ქვეყნის სამხედრო კონტიგენტის მონაწილეობას,
საზღვარგარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მისიებში.
მაგალითისთვის, ნატოს RSM მისია. საბჭოში ხდება ანალიზი და განხილვა
იმ საკითხებისა, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული
უსაფრთხოებისთვის, ხდება იმ რისკებისა თუ საფრთხეების შეფასება და
დაზღვევა, რომელიც ემუქრება ან შეიძლება დაემუქროს მის
უსაფრთხოებას. რადგანაც მის შემადგენლობაში შედიან აღმასრულებელი
ორგანოს მეთაურები, საბჭო უშუალოდ კოორდინირებას უწევს შესაბამის
სახელმწიფო უწყებათა საქმიანობას. იმისთვის, რომ ყოველივე
ზემოთხსენებული პროცესი და საბჭოს საქმიანობა შესრულდეს
ეფექტიანად, საბჭოს აპარატში შეიქმნა კრიზისულ სიტუაციათა მართვის
ეროვნული ცენტრი, რომელიც გამოიყენება შესაბამისი კრიზისული
სიტუაციების დროს, იქნება ეს ეპიდემიით გამოწვეული ვითარება,
ბუნებრივი კატასტროფით, საომარი სიტუაციით გამოწვეული საგანგებო
მდგომარეობა თუ ა.შ. საჭიროების შემთხვევაში ცენტრი გადადის
პრემიერის დაქვემდებარებაში და საბჭოს ფორმატი ინაცვლებს სიტუაციურ
ოთახში, რომელიც წარმოადგენს მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული
აპარატურით აღჭურვილ შტაბს. ეფექტური ფუნქციონირებისთვის
შემუშავებულია, ნატოს სტანდარტით (არამხოლოდ), დადგენილი
უნივერსალური 3 დონიანი მოდელი, რომელიც დაფუძნებულია
ბრიტანული „cobra”-ს სისტემაზე, თუმცა კონტენტი მთლიანად ქართულ
რეალობაზეა ადაპტირებული. როგორც წესი, ზემოთხსენებულ ოთახში
განთავსებულია სტრატეგიული და ოპერატიული რგოლი, ხოლო
ტაქტიკური რგოლი, მოქმედებს უშუალოდ შემთხვევის ადგილზე.
სტრატეგიულ დონეს, როგორც ცნობილია უმაღლესი თანამდებობის
პირები წარმოადგენენ, ხოლო ოპერატიულ დონედ, კონკრეტული
სამინისტროების თუ ორგანოების დეპარტამენტების ან დირექტორატების
ხელმძღვანელები გვევლინებიან, რომელთა მოვალეობაც სტრატეგიული
დონიდან მიღებული დავალების ეფექტურად განხორციელებისთვის,
ტაქტიკური დონის შესაბამისი კოორდინირებაა. ეს უკანასკნელი კი
შედგება უშუალოდ რომელიმე უწყების წარმომადგენლებით
დაკომპლექტებული ჯგუფისგან და სისრულეში მოჰყავს ზედა
რგოლებიდან მიღებული ბრძანება. ტაქტიკურ ჯგუფს აუცილებლად ჰყავს
ხელმძღვანელი, რომელიც არის შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელი,
გამომდინარე კრიზისული სიტუცაიის სფეციფიკიდან. სიტუაციურ
ოთახში, საჭიროებიდან გამომდინარე არსებობს სხვადასხვა თემატური
ჯგუფები. მაგალითად: ოპერატიულ-სადაზვერვო ჯგუფი, რომელიც
ინფორმაციას იღებს დაზვერვისგან და უმაღლეს თანამდებობის პირებს
აწვდის ფართო სურათს. ასევე არის თავდაცვის ჯგუფი, რომელიც
საჯარისო ნაწილებს კურირებს. ორივე ზემოთხსენებულის გააქტიურება
მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ხდება. არსებობს ასევე პირველადი
რეაგირების მართვის ჯგუფი, საერთო საინფორმაციო სურათის ჯგუფი,
მედია ჯგუფი, რომელიც კონტაქტობს მედიასთან და ამზადაებს პრეს-
რელიზებსა თუ მოხსენებებს. ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტია
სიტუაციური ოთახის ხელში - მობილური ჯგუფი, რომელიც ეპიცენტრში
მოქმედებს და უწყვეტ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას ცენტრს სპეციალური
საკომუნიკაციო საშუალებებით, როგორც რადიოკავშირით ასევე უპილოტო
საფრენი აპარატით. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ
ზემოთხსენებულ ორგანოებს უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავთ
ქვეყნის გამართულად ფუნქციონირებისთვის, როგორც კრიზისული ისე
არაკრიზისული სიტუაციების დროს.

You might also like