You are on page 1of 16

ოქროს ლეგენდა

რამდენიმე პატარა პიესისგან შემდგარი ფილმი


წმინდანთა ცხვორება, რელიგიური თქმულებები,
ქრისტეს ცხოვრება.

ზოგიც ძველ სიმღერებსა და სამგლოვიარო ნაწარმოებებზე, როგორიცაა


წმინდა ნიკოლოზი და სამი პატარა ბავშვი, XI საუკუნის ლეგენდა.
სიმღერაში გაცოცხლებული საუკუნე.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ჟონგლიორი.

მარიამ მაგდალინელის ეფიტიმია1, ამოღებული XVI საუკუნის


კატალონიური საგალობლიდან.

ფილმის დასასრულს იქნება ვნებანი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი XVI


საუკუნის მიწურულის დატირების, სააღდგომო გალობის2 მიხედვით.

შესავალი

1961 წლის 28 ოქტომბერი


სან პაულუ, ბრაზილია

მარიონეტები
1
საეკლესიო სასჯელი
2
საგალობელი, რომელსაც მოწყალების თხოვნით კარდაკარ შემოვლისას გალობენ
ბალეტი დაფაზე

ლიბრეტო, დეკორაცია, კოსტუმები, მიზანსცენა - თამარ დე ლეტესი.

ბატონი ანრი მონტერლანის ხსოვნის პატივსაცემად

ბრაზილია, 1954-56 წლები.

პერსონაჟები:
ახალგაზრდა კაცი
ახალგაზრდა გოგონა
მარიონეტები.

ლიბრეტო პროგრამისთვის:
ახალგაზრდა კაცი ცხოვრებას საკუთარ ოცნებებს ამჯობინებს.
იგი ჭკუიდან იშლება.

ლიბრეტო ქორეოგრაფისთვის:

ახალგაზრდა კაცი სიამოვნებას იღებს საკუთარი ოცნებათა სამყაროს შექმნით.


(მარიონეტებით)
ის საკუთარ თამაშებში შეწუხებულია ახალგაზრდა გოგონათი, რომელიც რეალურ
ცხოვრებას განასახიერებს. მას თავიდან მისგან გაქცევა სურს, შემდგომ კი ნებდება.
მარიონეტები წარმატებით ახერხებენ მის დევნას.
დაუპატიჟებელი სტუმარი მიდის, მას სურს დაუბრუნდეს საკუთარ ოცნებებს,
თუმცა მათზე კონტროლს კარგავს, იგი ჭკუიდან იშლება.

მიზანსცენა:
ფარდის გაწევისას, ყველა მარიონეტი სცენაზეა, მიმაგრებულია და ა.შ.
შემოდის ახალგაზრდა კაცი, რომელიც ასწორებს განათებას, ათავსებს მის
თოჯინებს და სპექტაკლი იწყება, მცირე პიესები, დუეტი, ტრიო, სოლოები,
მთლიანი ჯგუფი მოცეკვავეთა და ა.შ. ყოველივე ეს მუსიკისა და ქორეოგრაფის
შთაგონების მიხედვით.
შემოდის ახალგაზრდა გოგონა. ყველაფერი ჩერდება, გაცოფებულ
ახალგაზრდა კაცს სურს დაედევნოს მას. ბრძოლა. ნელ-ნელა ახალგაზრდა გოგო
ახერხებს მისი ბრაზის განელებას, მის მოხიბლვას, შემდგომ კი სურს მისი
მოთვინიერება.
ამ მომენტში, ერთერთის მიერ მართული მარიონეტები(წითელ ქუდიანის)
ერევიან საქმეში და ჯგუფურად ახერხებენ მის სცენის უკანა მხარეს დაბრუნებას,
შემდგომ კი მისდევენ მას.
გულგრილი ახალგაზრდა კაცი, ნებას აძლევს ეს გააკეთონ, შემდგომ კი
ძალიან ბედნიერს თავის კვლავ თავისუფლად ხილვით, სურს ხელახლა
დაუბრუნდეს საკუთარ თამაშებს, თუმცა თოჯინები მას უკვე აღარ ემორჩილებიან.
როგორც დამტვრეული ავტომატები, ისინი იმეორებენ ერთსა და იმავე ჟესტებს და
ის კი ღონემიხდილი, მიაბიჯებს მათ შორის, შემდგომ კი გიჟდება.
ფარდა.
განათება:

ფარდა იხსნება.
ერთადერთი ღამის სანათი.
როდესაც ახალგაზრდა კაცი შემოდის, განათება ირთვება მის მიერ. იგივე
ხდება სპექტაკლის ბოლომდე.
ჩრდილისა და სინათლის ზონა, რომელიც ახალგაზრდა გოგონას შესვლის
მომენტიდან ტრაგიკულობისა და ტანჯვის განცდას ქმნის.

მუსიკა:

მარიონეტთათვის ორგანის ტიპის.


ახალგაზრდა გოგონასა და ყმაწვილის დუეტისთვის კი განსხვავებული,
სხვა სამყაროს შემქმნელი მუსიკა
ბოლოს კი, როდესაც ახალგაზრდა კაცი რჩება მარტო თავის თოჯინებთან,
ძალიან მოკლე მუსიკალური ფონი, 4-ჯერ ან 6-ჯერ გამეორებული, ქორეოგრაფის
მიერ გადმოცემული მოძრაობის ასამღერებლად. შემდგომ კი სიჩუმე, თუმცა
მარიონეტები გააგრძელებენ იგივე ჟესტებს იმავე რითმში და მაყურებლებს კი
უნდა ჰქონდეთ შთაბეჭდილება, რომ აგრძელებენ ორკესტრის მოსმენას. ფარდა კი
ეშვება, მხოლოდ მოცეკვავეთა რიტმით გაფორმებულ და დარღვეულ სიჩუმეში.
მათ შორის კი დაეხეტება ახალგაზრდა, ჭკუიდან შეშლილი კაცი.

უნდა დაიწეროს მუსიკა ამ ბალეტისთვის.

სევდიანი ქორწილები

1. ვის სურს ახალი სიმღერების მოსმენა? გალობს ბულბული!


ახალგაზრდა კაცის შემდგომ, რომლის ზოგჯერ ხელს, ზურგს ან დაკარგულ
პროფილს ვხედავთ, შემოვდივართ, ღამე, თეთრსა და იდუმალ სახლში.
ახალგაზრდა კაცი მალვით, უჩუმრად მიაბიჯებს.

2. ყმაწვილისა და ქალბატონისა
ჩვენ მივყვებით მას საძინებელ ოთახში, სადაც მას ცხადად ელოდა ახალგაზრდა
გოგონა. გოგო მის მკლავებში ვარდება. იგი ღამის კაბაშია.

3. ჩვენ შვიდი წელია ვკავდებით სექსით, შვიდი წელი, რაიმის თქმის გარეშე.
ისინი ერთმანეთს კოცნიან და ეფერებიან. მთლიანი სცენა უნდა იყოს ძალიან
წმინდა და მშვენიერი. განსაკუთრებით კი არანაირი პორნოგრაფია. პირიქით, ჩვენ
უნდა ვაჩვენოთ თუ როგორ ლამაზი და შესაბამისად წმინდაა მათი სიყვარული.
ამავდროულად მგზნებარე და ცეცხლოვანი.

4.თუმცა, შვიდი წლის თავზე, კავალერი ქორწინდება.


ახალგაზრდა გოგოს საწოლზე სძინავს ახალგაზრდა კაცი კი ქურთუკს იკრავს. იგი
გოგონასკენ იხრება და ნაზად კოცნის. გამთენიისას უკვე გზაზეა.
თავქუდმოგლეჯით მიაჭენებს ცხენს. ჩერდება კედელთან, რომელზეც ძვრება და
ხტება საკუთარ ბარში.

5. მამაჩემის ბაღში ჭინჭრის ბუჩქია.


ხეივნის ბოლოში, რომელსაც იგი მიუყვება, ამჩნევს საკუთარ მამას, რომელსაც
ორი მცველი ახლავს. მკაცრი მამა, ულმობელი, რაღაცნაირად ავი, თუმცა
მშვენიერი და ძალიან შარმიანი.

6. მისგან გააკეთა თაიგული მეგობარი გოგნასთვის წასაღებად,


მცველები გარს შემოერტყმებაინ ახალგაზრდა კაცს, მისი მამა კი აიძულებს
ჭინჭრისა და მაყვლის თაიგული გააკეთოს. ახალგაზრდა მამკაცის ხელის
ნაწილები კრეფენ თაიგულს.

7. აიღე ჩემო მეგობარო, აიღე, აი შედეგიც.


ახალგაზრდა კაცი კვლავ მამის და მცველების თანხლებით, ახალგაზრდა გოგონას
ოთახის ზღურბლზე. იგი მიიწევს გაკვირვებული და შეშინებული გოგონასაკენ.
თაიგულს საწოლის ფეხთან დებს და მუხლს იხრის.

8. სხვაზე თქვენს გარდა, მამაჩემი დამაქორწინებს.


შემდეგ ის დგება. მას მიჰყვებიან მამა და მცველები. ავბედითი სილუეტები.
ახალგაზრდა გოგონაც დგება. თაიგული ძირს გორავს.
9. არის კი ლამაზი, ის ვისაც იღებთ?
ახალგაზრდა გოგონა, აიგნორებს რა მამასა და მცველებს, უყურებს მხოლოდ
ახალგაზრდა კაცს. პირველ ჯერზე გულგრილად ეკითხება, შემდეგ კი ჩურჩულით
იმეორებს. ის ზედმიწევნით, ვნებიანად ათვალიერებს ახალგაზრდა კაცის სახეს.
მამაკაცი კი თავზარდაცემული მას უხეშად ეხვევა.

10. არა ისეთივე ლამაზი, როგორც თქვენ, თუმცა ის გაცილებით მდიდარია.


ულმობელი მამა მათ აშორებს და თვითონვე პასუხობს ახალგაზრდა გოგოს, თან
უყურებს და ცივად აკვირდება.

11. მშვენიერო, გთხოვთ მობრძანდეთ ჩემს ქორწილში


ჭაბუკი მივარდება ახალგაზრდა ქალის ფეხებთან და კრუნჩხვითი მოძრაობებით
ჰკოცნის მას. მცველები მას ძალით იჭერენ და აშორებენ.

12. ქორწილში ვერ, თუმცა საცეკვაოდ მოვალ.


ახალგაზრდა გოგონა ენის ბორძიკით ამბობს ამ ფრაზას, თუმცა იგი უკვე მიჰყავთ.
ის მივარდება კარებს და კვლავ უყვირის მას.

13. მშვენიერო, თუ მოხვალთ, მოდით კოხტად.


იგი მივარდება ფანჯარას და ხედავს ჭაბუკს, რომელიც იბრძვის, როცა მიათრევენ.
ჭაბუკი მას ამ ფრაზას უყვირის და კვლავ შორს უჩინარდება, მისი ხმა მხოლოდ
ოდნავ აღწევს გოგონამდე.

14. ლამაზმანს ენატრებოდა სამი კაბა, რომელიც გაკეთებული ჰქონდა


ლამაზად მოკაშკაშე ახალგაზრდა გოგონას მისი ქალბატონები მდიდრულად
აცვამდნენ. მიუხედავად მისი მშვიდი გამომეტყვლებისა, იგი სასოწარკვეთილი
ჩანდა. გამყინავი ტკივილი.

15. ერთი თეთრი და ერთი კი ვარდისფერი ატლასი


იგი დგება სარეცელიდან. სილამაზით გაბრწყინებული თავის ვარდისფერ, თეთრ
და ოქროსფერ კაბებში.

16. მეორე კი ოქროს ქსოვილისგან, რათა ხაზი გაესვას მის დიდებულებას.


ის ადის კიბეებზე, შედის დერეფანში, რომელიც მიდის დიდ დარბაზამდე, მას
მსახურთუხუცესი მიუძღვის წინ. ხალხის მასა იხსნება გზადაგზა.

17. როგორც ხედავთ „აი დაქოწინებულებიც“


სადღესასწაულო დარბაზში, სადაც ის შედის, მოწვეული ხალხის მასა მოძრაობს
მისი გავლისას და პატივისცემით უთმობენ გზას, აღტაცების გრძელი
ჩურჩულით.

18. არ ვარ პატარძალი, მე უარყოფილი ვარ.


იგი მიდის ახალდაქორწoნებულების მაგიდასთან. სასოწარკვეთილებისგან
გაქვავებული ახალგაზრდა მამაკაცი, მრისხანე მამა, ლამაზი და დაძაბული
პატარძალი.

19. შეყვარებულს, რომელიც მას ესალმება, მიჰყავს იგი საკუთარი თეთრი


ხელებით.
ახალგაზრდა მამაკაცი, ეწინააღმდეგება ბრბოს, თავდავიწყებით მიილტვის მისკენ
მძიმე სიჩუმეში.

20. მას მიჰყავს გოგონა საცეკვაოდ.


მუსიკა კვლავ ირთვება. წყვილები ეწყობიან ჭაბუკისა და ახალგაზრდა გოგონას
უკან.

22. ოჰ, მათამაშე ისე, რომ ჩემმა ბებიამაც კი გაიგოს.


ისინი ცეკვავენ განუწყვეტლივ

23. მის მიერ შესრულებული პირველივე ცეკვისას, გოგონა მოულოდნელად


კვდება.
აქ საცეკვაო ნაბიჯი გოგონას ახალგაზრდა მამაკაცის გარშემო წრეს აკეთებინებს,
შემდგომ კი იგი კვლავ მის წინ აღმოჩნდება, იგი ძალიან ნელა ბრუნავს და ამ
ტრიალით ნაზად ეცემა.

24. ო, მშვენიერო წამოდექით, ძალით არ მოკვდეთ.


ჭაბუკი მას ბუმბულივით წამოსწევს და გულთან მიიკრავს, არწევს სიყვარულით.

25. თუ ჩემი სიყვარულისთვის კვდებით, მე თქვენი სიყვარულისთვის მოვკვდები!


იგი მას ნაზად ასვენებს მიწაზე. ხალხის მასა, მამამისი და ახალგაზრდა
პატარძალი ნელა უახლოვდებიან.

26. მან აიღო თავისი დანა და ნეკნებში ჩაირტყა.


სანამ ვახერხებთ გავიგოთ თუ სად მთავრდება მისი ჟესტი, იგი გვერდში დანას
იცემს. ის ნელა ცურდება ძირს, ახალგაზრდა გოგონას გვერდით. პატარძალი
შეძრწუნებული უკან იხევს, მამა სახეს იფარავს, ბრბო კი ერთმანეთში ირევა.

27. ხალხი მიდის და თან ამბობს: „ღმერთო დიდებულო, სევდიანი ქორწილი“


ბრბო მიაბიჯებს ორი სხეულის წინ. ქალები ყვავილებს ისვრიან, მამაკაცები კი
საქორწინო ლენტებს, რომლითაც ისინი მორთულნი არიან.
28. ო, საწყალი ბავშვები, ორივენი სიყვარულისგან მკვდარი!
ჩვენ ვათავსებთ მათ სხეულებს, როგორც მწოლიარე ქანდაკებებს. ვანთებთ
სანთლებს. ხალხის მასა ლოცულობს.

29. ბიჭის საფლავზე ვდებთ ეკალს.


ჭაბუკიც და ახალგაზრდა გოგონაც ორივე ძალიან მშვენიერნი, სახეები
მიბრუნებული ერთმანეთისკენ. ვხედავთ მთლიანად თეთრით დაფარულ
პატარძლის ხლეს, რომელიც ღრმა მწუხარებით დებს ეკალს ახალგაზრდა კაცის
გულზე.

30. მშვენიერი გოგონას საფლავზე კი ვდებთ ზეთის ხილის რტოს.


ახალგაზრდა გოგონას გულზე მამა დებს ზეთისხილის რტოს.

31. ზეთის ხილი იზრდება ისეთი მაღალი, რომ ეკვრის ეკალს.


კამერა შორდება, დიდ, ცივ და მკაცრ დარბაზში ვხედავთ, რომ იზრდება ეკალი და
ზეთისხილი გასხივოსნებული და საამო წყვილის მოლივლივე სახეების
თანხლებით.

დასასრული

თამარ დე ლეტე
შეყვარებულთა სიკვდილი3
შარლ ბოდლერი
Nous aurons des lit pleins d'odeurs légères
Des divans profonds comme des tombeaux
Et d'étranges fleurs sur des étagères
Écloses pour nous sous des ciels plus beaux

კამერა უნდა მოძრაობდეს უცხო ოთახში. სურათები გადაღებული უნდა იყოს


უცნაური კუთხით, რამაც უნდა შექმნას იდუმალებისა და სიჩუმის
შთაბეჭდილება.

Usant à l'envie leurs chaleurs dernières


Nos deux cœurs seront deux vastes flambeaux
Qui réfléchiront leurs doubles lumières
Dans nos deux esprits ces miroirs jumeaux

ოთახის სიღრმეში, ნახევრად სიბნელეში დგას საწოლი. საწოლის თითოეული


კუთხიდან მოდიან კაცი და ქალი ხელებგაშლილნი. უცნაური კი ის არის, რომ
ორივენი ასლები არიან, ქალი მამაკაცის ასლია, მამაკაცი კი ქალის. როგორც ჩანს
ისინი მოძრაობენ ძალიან ნელა, თითქოს წყალს მიაპობდნენ. ისინი არაინ
ბედნიერნი. ერთმანეთს ერთვიან, ერთიმეორეს ერწყმიან ჩახუტებისას, რომელიც
მათ ძალიან ნელა ლოგინზე აგორებს.

Un soir fait de rose et de bleu mystique


Nous échangerons un éclair unique
Comme un long sanglot tout chargé d'adieux

ისინი სანახევროდ შეღებული ფანჯრის წინ არიან, მათი სილუეტის მიღმა ჩანს
ვარდისფერი და ლურჯი ცა, მწუხრი. ისინი კეტავენ ფანჯარას, მათ ყოველთვის
მსგავსი მოძრაობები აქვთ, თითქოს სარკეში ერთმანეთს ირეკლავენ. ისინი შედიან
ოთახში. კამერა მათ იღებს ცარიელი გადაბრუნებული კოლბის გვერდით
ტუმბოზე დადებული შუშის გავლით. ისინი ლოგინზე წვანან ჩახუტებულები.
ქსოვილი იშლება და ფარავს მათ. მკვდრების სუდარა. ლოგინის ფარდები
იხურება. ოთახში უეაცრად ყოველივე მიტოვებული ჩანს, სანთლები ქრება.

3
Mort des amantes - შარლ ბოდლერის ლექსი
Et plus tard un ange entre-ouvrant les portes
viendra ranimer fidèle et joyeux
les miroirs ternis et les flammes mortes

ანგელოზი ჩნდება ძალიან ნაზად. ყოველივე მტვრითაა დაფარული, სარკეები


ჩამოფარებულია. იგი მიდის მსუბუქი და მხიარული, გზად ყოველივე
ცოცხლდება. ის უახლოვდება საწოლს, ანათებს ყოველმხივ როგორც მზე, თუმცა
საწოლი არ ჩანს. იგი ხელს კიდებს ფარდას და გაღების მონეტში - სიტყვა.

დასასრული
სიკვდილის ცეკვა4
შარლ ბოდლერი

Fière, autant qu'un vivant, de sa noble stature


Avec son gros bouquet, son mouchoir et ses gants
Elle a la nonchalance et la désinvolture
D'une coquette maigre aux airs extravagants.

ვერანდაზე ქალის ძალიან ლამაზი სილუეტი დგას. ხელთათმანებზე ღილების


შეკვრის შემდგომ ის იღებს თაიგულსა და ცხვირსახოცს, რომლებიც მის უხილავ
ხელებს ჭიმავს. ის ძალიან ნელა ეშვება კიბის საფეხურებზე. იგი ყნოსავს
თაიგულს და თავს უცნობისაკენ ატრიალებს. მისაბმელი ეტლი, რომელიც
უცნაურად წააგავს კატაფალკას, მის წინ ჩერდება.

Vit-on jamais au bal une taille plus mince?


Sa robe exagérée, en sa royale ampleur,
S'écroule abondamment sur un pied sec que pince
Un soulier pomponné, joli comme une fleur.

იგი ადის უცხო ეტლში. ვხედავთ მის მომცრო ტანს. უხილავი ხელები იწევიან და
ასწორებენ კაბასა და ქურთუკს, ის კი თვითონვე ზრუნავს საკუთარ გარებნობაზე.
ფეხის ხედი ახლო კადრით.

La ruche qui se joue au bord des clavicules,


Comme un ruisseau lascif qui se frotte au rocher,
Défend pudiquement des lazzi ridicules
Les funèbres appas qu'elle tient à cacher.

იგი ნიშანს აძლევს მეეტლეს ცხვირსახოცის დაქნევით. ეტლი მიდის. მას ხელი
დეკოლტესკენ მიაქვს, ისწორებს ........ . შემდეგ კი მოუთმენლად იფარებს
ქურთუკს და უფრო ღრმად ეფლობა ეტლის სიღრმეში.

4
Danse Macabre - შარლ ბოდლერის ლექსი
Ses yeux profonds sont faits de vide et de ténèbres,
Et son crâne, de fleurs artistement coiffé,
Oscille mollement sur ses frêles vertèbres.
Ô charme d'un néant follement attifé.

ჩვენ მას ვამჩნევთ შიგადაშიგ ჩრდილში ან ციმციმში გაზის ლამპიონებისა,


რომელსაც ეტლი ჩაუვლის. მისი სახე ახალგაზრდა ქალისაა თუმცა ძალიან
გამხდარი, კანი მიკრულია ძვლებს. როდესაც იგი ჩრდილშია, რჩება წარმავალი
შთაბეჭდილება ჩონჩხისა.

Aucuns t'appelleront une caricature,


Qui ne comprennent pas, amants ivres de chair,
L'élégance sans nom de l'humaine armature.
Tu réponds, grand squelette, à mon goût le plus cher!

ეტლი ბრწყინვალედ განათებული სასტუმროს წინ ჩერდება. მოსამსახურე აღებს


ეტლის კაბინის კარს და სწევს საფეხურს - თავაზიანი სალმის შემდეგ წევს თავს
და რჩება გაოგნებული, არ იცის იცინოს თუ იტიროს.

Viens-tu troubler, avec ta puissante grimace,


La fête de la Vie? ou quelque vieux désir,
Eperonnant encor ta vivante carcasse,
Te pousse-t-il, crédule, au sabbat du Plaisir?

ამჯერად მოსამსახურე მიიწევს კიბისკენ სწორდება მის წინ. იგი შედის


უზარმაზარ დერეფანში, რომელიც მოსასვენებელი ოთახებისაკენ მიდის. მსახური
მიდის მწყობრი ნაბიჯით კედლების გასწვრივ, რომელზეც ანთებულ
სანთლებიანი კანდლებია დაკკიდებული. როდესაც ის გაივლის მისი ჩრდილი მას
ფარავს და სანთლებიც ქრება.
Au chant des violons, aux flammes des bougies,
Espères-tu chasser ton cauchemar moqueur,
Et viens-tu demander au torrent des orgies
De rafraîchir l'enfer allumé dans ton coeur?

მოსასვენებელი ოთახები. ხმაურიანი წვეულება. ბრბო - კაჰუ. სათამაშო მაგიდები.


წყვილები ერთმანეთს კოცნიან, ტერასები დიდი ფარდების უკან. მოსამსახურე
კაცები დადიან, დააქვთ გამაგრილებელი სასმელები.

Pour dire vrai, je crains que ta coquetterie


Ne trouve pas un prix digne de ses efforts
Qui, de ces coeurs mortels, entend la raillerie?
Les charmes de l'horreur n'enivrent que les forts!

უცაბედად მუსიკა ჩუმდება, ბრბო ერთიანად გაშეშებულია. სიკვდილი ოთახის


კართანაა. იგი შემოდის კეკლუცი და დამცინავი, აუჩქარებლად კვეთს ოთახს.

Le gouffre de tes yeux, plein d'horribles pensées,


Exhale le vertige, et les danseurs prudents
Ne contempleront pas sans d'amères nausées
Le sourire éternel de tes trente-deux dents.

ორკესტრთან ახლოს მისული, იგი მუსიკის ხელახლა აჟღერების ნიშანს იძლევა.


კვლავ იწყება წვეულება, დღესასწაული. იგი დადის შეშინებულ წყვილებს შორის,
რომლებიც ავტომატურად ცეკვავენ. იგი აჩერებს ახალგაზრდა მამაკაცს,
რომელთან ერთადაც იგი წუთით ტრიალდება, რათა დატოვოს ის რაც შეიძლება
სწრაფად, რომ სხვაგან წავიდეს სასეირნოდ. ახალგაზრდა მამაკაცი
ფერმკრთალდება, როდესაც ის ტოვებს, თავს ცუდად გრძნობს. გამხდარი,
მოხდენილი ღიმილი, რომლითაც იგი მას აჯილდოვებს.

Pourtant, qui n'a serré dans ses bras un squelette,


Et qui ne s'est nourri des choses du tombeau?
Qu'importe le parfum, l'habit ou la toilette?
Qui fait le dégoûté montre qu'il se croit beau.
იგი უახლოვდება ფანჯარას, მისი ჩრდილი ფარავს ახალგაზრდა წყვილს,
რომლებიც ერთმანეთს კოცნიან. ვხედავთ მხოლოდ ორ გროტესკულად
გაერთიანებულ ჩონჩხს. საძაგელი, სიკვდილი უახლოვდება დივანზე ჩამომსხდარ
ჯგუფს და ჩვენ მათ ვხედავთ, როგორც მკვდრებს. ჩაივლის ლაქია,
მსახურთუხუცესი, მორთული ელჩი, წუთით ყველანი გროტესკულ ჩონჩხებად
იქცევიან.

Bayadère sans nez, irrésistible gouge,


Dis donc à ces danseurs qui font les offusqués:
«Fiers mignons, malgré l'art des poudres et du rouge
Vous sentez tous la mort! Ô squelettes musqués,

იგი უახლოვდება სიმპატიურ მოხუც კაცს, რომელსაც, თავზარდაცემულს უჭირავს


თავისი შამპანურის ჭიქა და დალევა დავიწყებია. იგი იღებს ჭიქას, ცლის, თუმცა
შამპანური იღვრება მისი კბილებიდან ლამაზ კაბაზე. შემდგომ კი ნამდვილი
მიმართვა, იგი უყვირის ბრბოს უკანასკნელ ლექსებს. ჭიქა თავისით იმსხვრევა მის
თითებს შორის.

Antinoüs flétris, dandys à face glabre,


Cadavres vernissés, lovelaces chenus,
Le branle universel de la danse macabre
Vous entraîne en des lieux qui ne sont pas connus!

ის იჭერს შეშინებულ ლამაზ მოხუცს და ცეკვავს მასთან ერთად, შემდგომ კი


ერთიდან მეორე მოცეკვავეზე გადადის. იგი არის შემაძრწუნებელი და
გროტესკული ამ კოშმარულ ცეკვაში.

Des quais froids de la Seine aux bords brûlants du Gange,


Le troupeau mortel saute et se pâme, sans voir
Dans un trou du plafond la trompette de l'Ange
Sinistrement béante ainsi qu'un tromblon noir.

თავდაპირველად ნელი ცეკვა ახლა ჩქარდება. უფრო და უფრო სწრაფია. კამერა


გადადის წყვილებიდან მოსამსახურეებზე, მოსამსახურეებიდან ფანჯრებზე,
ფანჯრებიდან ჭერზე. მოხატულ ჭერზე ვხედავთ საყვირიან ანგელოზს. თითქოს
ჭერი იხსნება და ანგელოზი ზეციდან ბრბოზე დნება.
En tout climat, sous tout soleil, la Mort t'admire
En tes contorsions, risible Humanité
Et souvent, comme toi, se parfumant de myrrhe,
Mêle son ironie à ton insanité!»

ყოველივე თრთის, ყოველივე ციმციმებს, ჩვენ ვირხევით ბრბოსთან ერთად,


რომელიც დადის როგორც უხილავი, აწეწილი, წვეულების მოსართავებში
აბურდული ეშმაკის მიერ გამათრახებული. შიშისაგან შეშლილი. ბოლო სცენა არის
სიკვდილი,რომელიც იდუმალი და ირონიული ყნოსავს თავის თაიგულს და
საკუთარი ვუალის ცხვირსახოცით აკეთებს მძიმე ჟესტს, რომლითაც ბრბო
ქრება ....
შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა

ბალეტი დაფაზე

ლიბრეტო, დეკორაცია, კოსტუმები, მიზანსცენა - თამარ დე ლეტესი

ბატონი ანრი მონტერლანის ხსოვნის პატივსაცემად

ბრაზილია, 1954-56 წლები.

You might also like