You are on page 1of 2

ანიმაციური ფილმი „კოკო“

2017 წელს ეკრანებზე გამოვიდა მუსიკალურ- ანიმაციური ფილმი „კოკო“ რომლის


ქართულ პრემიერას დიდი სიამოვნებით დავესწარი. ფილმმა დიდი შთაბეჭდილება
მოახდინა ჩემზე, არა როგორც მასწავლებელზე , არამედ როგორს მუსიკის
მოყვარულზე, მელომანზე. სიუჟეტი იყო საინტერესო, მეტად დინამიური , ხოლო
მუსიკა საოცრად ჰარმონიულად ერწყმოდა სიუჟეტს, რომელიც ცალკე
დამოუკიდებელ ორგანიზმადაც შეიძლება ჩითვალოს.

ფილმის სიუჟეტი მეტად საინტერესოა. ისაა ბიჭზე მეხიკოდან, სანტა-სესილიადან ,


სახელად მიგელზე, რომელიც აღმერთებს მუსიკას და ჰყავს მუსიკალური კუმირი -
ერნესტო დე ლა კრუსი. თუმცა მის ოჯახს წარსულის ტკივილიდან გამომდინარე
სძულს მუსიკა, და არ აძლევს მიგელს იმის საშუალებას რომ დაუკრას, იმღეროს ან
სულაც მოუსმინოს მუსიკას. მიგელი დე ლა კრუსის საფლავიდან მის გიტარას
მოიპარავს , თუმცა საოცარ თავგადასავალში ამოჰყოფს თავს. ის სულთა სამეფოში
მოხვდება და შეხვდება მის წინაპრებს. ფილმის მსვლელობა და ფინალი მეტად
ემოციურია. ფილმში ხაზია აქვს გასმული წინაპრების მნიშვნელობას და მათი
ხსოვნის უკვდავყოფას.

ანიმაციის მუსიკა არ ეკუთვნის კონკრეტიულად ერთ კომპოზიტორს, ის რამოდენიმე


კომპოზიტორის ნამუშევარია. თუმცა თითქოს მუსიკის ხელწერა ერთია, რასაც
განაპირობებს ლათინური ამერიკის მუსიკის თავისებურებები.

ანიმაცია დატვირთულია სიმღერებით. გამოყენებულია მუსიკა კადრსა და კადრს


მიღმა. საინტრესოდ ჩანს ლათინური ამერიკის ტრადიციული მუსიკა, რაც მკვეთრი
რიტმებით, სწრაფი ტემპით, საოცარი მელოდიებით გამოიხატება. გიტარები,
საყვირები , მარაკასების მუსიკალურ აკომპანიმენტს უკეთებს ფილმის სასიმღერო
ნომერებს. მუსიკის უმეტესობა საცეკვაო ხასიათისაა. თუმცა ანიმაციის ფინალში
ჟღერს საოცრად სენტიმენტალური , სევდით სავსე სიმღერა „გახსოვდე“ , გიტარის
თანხლებით, ტალღისებური მელოდია და მომღერლის საოცრად ბავშვური და
გულწრფელი ხმა დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.

და ბოლოს, საინტერესო სიუჟეტი, ენერგიული მუსიკა , ფილმის ფერადოვნება ყველა


ასაკის მაყურებელზე ახდენს დიდ შთაბეჭდილებას და მას „აიძულებს“ ეს ანიმაცია
მის „სამაგიდო“ ფილმად გადააქციოს.

You might also like