You are on page 1of 1

„შინელი“ - მარჯანიშვილის თეატრში

ახალგაზრდა მსახიობ კოკო (კომსტანტინე) როინიშვილის სპექტაკლი, მარჯანიშვილის


თეტრში, ნიკოლოზ გოგოლის „შინელის" მიხედვით, ქართულ თეატრში ახალი რეჟისორის
მოსვლის ნიშნად იქცა. რეჟისორის, რომელსაც აქვს პოზიცია, სათქმელი, საკუთარი სამყარო
და სტილი ამის გამოსახატად.

მაყურებელიც სცენაზე ზის და თვალს ადევნებს იქვე განვითარებულ, მოვლენებითა და


მიჯრით მიწყობილი ამბებით დატვირთულ, პატარა ადამიანის დრამას, რომლის სიმარტოვე
და განწირულობა ისეთ მღელვარებასა და თანაგანცდას იწვევს, თითქოს პეტერბურგის
რომელიღაც დეპარტამენტის ტანდაბალი და ოდნავ წითური ტიტულიარნი სოვეტნიკის ეს
ისტორია მანამდე არასდროს ენახოს.

კოკო როინიშვილი ბოლომდე მიყვება მოთხრობის მსვლელობას. თხრობის მსუბუქი და


ლაღი მანერა, სერიოზულ და პრობლემურ საკითხებზე, მუსიკალური ფონის
მრავალმნიშვნელოვანებითა და ექსპრესიული, სახასიათო ცეკვაში არეკლილი იდეური
ნახაზით მდიდრდება.

პერსონაჟები შარჟირებული, პაროდირებული, უტრირებული არიან, ასეთივეა ერთიანი


სარეჟისორო გადაწყვეტა, სპეციფიკური გამომსახველი ხერხებით, მეტაფორებით აწყობილი.

მსახიობ ნიკა კუჭავას შესრულებით, გაძარცვული, დამცირებული და შეურაცხყოფილი


ბაშმაჩკინი საზოგადოებას უჯანყდება. ის აღარაა უსუსური და დაჩაგრული არსება.
მეამბოხეა, რომელიც მარტოკა უპირისპირდება უსამართლობასა და სისტემას და იმარჯვებს.

You might also like