You are on page 1of 10

მიხო მოსულიშვილი

დაბადების თარიღი 10 დეკემბერი, 1962[1] (61 წლის)


დაბადების ადგილი არაშენდა
საქმიანობა დრამატურგი, სცენარისტი, მთარგმნელი, ბიოგრაფი,
გეოლოგი, რედაქტორი და მწერალი
მოქალაქეობა სსრკ
საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი რომანი, მოთხრობა, პიესა, სცენარი, მცირე პროზა და ესე
Magnum opus დიდი ძუ დათვი[2]
ჯილდოები ღირსების მედალი და გალა
ნათესავ(ებ)ი ლიგური მოსულიშვილი
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა
საიტი borbalo.blogspot.com
მიხო მოსულიშვილი ვიკისაწყობში
მიხო (მიხეილ) ანზორის ძე მოსულიშვილი (დ. 10 დეკემბერი, 1962,
არაშენდა, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, საქართველო) — ქართველი
მწერალი, გეოლოგი, ღირსების მედლის კავალერი და გალას პრემიის
ლაურეატი.
ბიოგრაფია
მიხო მოსულიშვილი დაიბადა 1962 წლის 10 დეკემბერს. 1986 წელს
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) გეოგრაფია-
გეოლოგიის ფაკულტეტი, გეოლოგის სპეციალობით. 1981—1984 წლებში
სწავლობდა უნივერსიტეტის მეორად ფაკულტეტზე, სპეციალობით —
კინოდრამატურგია.

1986 წლიდან მუშაობდა გეოლოგად ფშავში, 1991-2010 წლებში კი


სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, 2010 წლიდან არის თავისუფალი
მწერალი.

პირველი ნაწარმოები ტყის კაცი გამოაქვეყნა ჟურნალ „ცისკრის“


დამატება „ნობათში“ 1984 წელს. გამოცემული აქვს რომანების,
მოთხრობების, პიესებისა და თარგმანების ოცზე მეტი წიგნი. მისი
პიესების მიხედვით სპექტაკლები დადგმულია საქართველოს სხვადასხვა
თეატრებში, ასევე ტელევიზიაში და რადიოში. მისი ნაწარმოებები
თარგმნილია ლატვიურ, ინგლისურ, გერმანულ, სომხურ და რუსულ
ენებზე.

2004 წლიდან მიხო მოსულიშვილი იყო ოცზე მეტი წიგნის


რედაქტორი[3], რომელთა შორის სჭარბობს პოეტური კრებულები.

ნამუშევრები
წიგნები
ქართულად:

რომანები
უჟამო ჟამის რაინდი (რომანი-მენიპეა), თბ. ბესტსელერი, 1999
ფრენა უკასროდ (რომანი), თბ. სულაკაური, 2001
ბენდელა (დოკუმენტური რომანი), თბ. საარი, 2003
ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი), თბ. პეგასი, 2011
ჰელესა[4] (კინორომანი), თბ. უსტარი, 2012
დიდი ძუ დათვი (რომანი), თბ. საუნჯე, 2013
მოთხრობები, მინიატურები, პიესები, ლექსები
ტყის კაცი (პიესა), თბ. კულტურის სამინისტრო, 1988
მთვარიანი დღის ფრესკები (მოთხრობები, მინიატურები), თბ. მერანი,
1990
სივრცე ვერტიკალში (მოთხრობები, მინიატურები), თბ. მერანი, 1997
გედები თოვლქვეშ (მინიატურები), თბ. საარი, 2004
თითქმის პიკასო და ცოტა ბოსხი, მარჯვნიდან (პიესები), თბ. საარი, 2010
მადლის ქვა (მოთხრობები), თბ. სიესტა, 2011
არსაიდან არსაითკენ (მინიატურები, მოთხრობა), თბ. საუნჯე, 2012
სულის მდინარე (მოთხრობები), თბ. ინტელექტი, 2012
Laudakia Caucasia (პიესა), თბ. უსტარი, 2014
ჩემო მეჟოლია (პიესა), თბ. გლოსა, 2015
დარდისას გეტყვი (შვიდი მოთხრობა, მინიატურები რვა სხვადასხვა
ციკლიდან და ორი ესსეი), თბ. ბაკმი, 2023
სიჩუმეს ვხედავ... (ლექსების წიგნი, ნაწერი იშვიათად, სტუდენტობიდან
სიბერემდე[5]), რედაქტორი ნინო სადღობელაშვილი, თბ. კალმოსანი,
2023
გერმანულად:
გედები თოვლქვეშ[6], გერმანულად თარგმნეს ირმა შიოლაშვილმა და
იოახიმ ბრიტცემ – Schwäne im Schnee[7] Übersetzung aus dem Georgischen
von Irma Schiolaschwili und Joachim Britze. Kaukasische Bibliothek. (Hrsg. Uli
Rothfuss und Traian Pop) Band 16. (Georgien). ISBN 978-3-86356-170-3, Pop
Verlag, Ludwigsburg, 2017
თურქულად:

ზამთარმა მოიქნია კუდი (თურქ. Mart kapıdan baktırır) მოთხობების


კრებულში: „თანხმიერ ასო-ბგერათა ანთოლოგია“ (არაჩვეულებრივი
მოთხრობები თანამედროვე ქართული ლიტერატურიდან), თურქულად
თარგმნა ფარნა-ბექა ჩილაშვილმა, (თურქ.: Sessiz Harfler Antolojisi[8] -
Çağdaş Gürcü Edebiyatından Sıra Dışı Öyküler), 2017, ISBN 978-605-84-7873-2
პიესები

„ჩემო მეჟოლია“ ლატვიურ ენაზე, 2016 წელი


ქართულად:

ობობა, 1990
ბედის საზღვარი, 1995
თეთრი ლაშქარი, 1997
მხიარული დამბაჩა, (2002)
ცეკვა მკვდრებით, 2005
მოპარული ახალი წლის ზღაპარი, (2008)
საშობაო ბატი კომშით, 2009
ჟიკჟიკობა ღამე, 2010
ხაპრა-თაგვობანა, 2010
არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა, 2010
ჩემო მეჟოლია, 2012
ვაჟა-ფშაველა, 2012
Laudakia Caucasia, 2013
გიაურ-ყუში, 2015
უკანასკნელი თოლია, 2018
გერმანულად:

საშობაო ბატი კომშით, გერმანულად თარგმნა მაია ლიპარტელიანმა –


Weihnachtsgans mit Quitten von Micho Mosulischwili im buch: "Zwischen Orient
und Okzident" (Theaterstücke aus Georgien)[9], Verlag Theater der Zeit, 2015,
ISBN 978-3-95749-061-2
ლატვიურად:

ჩემო მეჟოლია[10], ლატვიურად თარგმნა ნინო იაკობიძემ – Miho


Mosulišvili Mana Sarkanrīklīte (Skumja, ïoti skumja komçdija), Vitola izdevnieciba,
Latvia, 2016, ISBN 978-9934-554-06-3
თარგმანები
ბორის აკუნინი — აზაზელი (კონსპიროლოგიური დეტექტივი), არეტე,
2004, ISBN 99940-745-8-X; თურქული გამბიტი (ჯაშუშური დეტექტივი),
პალიტრა L, 2006, ISBN 99940-42-07-6; ლევიათანი (ჰერმეტული
დეტექტივი), პალიტრა L, 2006 წელი, ISBN 9994-53-21-3; მეორე გამოცემა,
პალიტრა L, 2010, ISBN 978-9941-413-98-8
გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი — თორმეტი კეისრის ცხოვრება, პეგასი,
2011, ISBN 978-9941-9206-1-5
ანრი გიდელი — პიკასო, ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, 2013, ISBN
978-9941-444-13-5
გულელმო ფერერო — იულიუს კეისარი, ქართული ბიოგრაფიული
ცენტრი, 2016, ISBN 978-9941-444-26-5
ვიქტორ პელევინი — სამი ცუკერბრინის სიყვარული (რომანი-დისტოპია),
პალიტრა L, 2017, ISBN 978-9941-24-628-9
თეატრი
ორიგინალური პიესები
მეცამეტე ექსპერიმენტული — ავთანდილ ციხიშვილის სახელობის
უსინათლოთა დრამატული თეატრი, რეჟისორი ალექსანდრე ლაბაძე,
2002
თეთრი ლაშქარი — სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო
თეარტი „თეთრი ტალღა“, რეჟისორი გიორგი რატიანი, 2005
მოპარული ახალი წლის ზღაპარი — ჭიათურის აკაკი წერეთლის
სახელობის სახელმწიფო თეატრი, რეჟისორი სოსო ნემსაძე, 2008; გორის
გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრი, რეჟისორი სოსო
ნემსაძე, 2012; რუსულად: Сказка об украденном Новом годе — ნოდარ
დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, რეჟისორი სერგეი შვედკოვი,
2012; ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების
პროფესიული სახელმწიფო თეატრი, რეჟისორი ეკატერინე სირაძე, 2013
ენკი–ბენკი (მხიარული დამბაჩა) — „მეორე თეატრი“, (საბავშვო თეატრი,
მის: დავით აღმაშენებლის პროსპექტი # 60), რეჟისორი ნათია კავსაძე,
2008
საშობაო ბატი კომშით — ილიაუნის თეატრი („ვაკის სარდაფი“),
რეჟისორი გურამ ბრეგაძე, 2009; რუსთავის დრამატული თეატრი,
რეჟისორი გურამ ბრეგაძე, 2013; ოზურგეთის დრამატული თეატრი,
რეჟისორი გურამ ბრეგაძე, 2015
არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა —
რუსთავის კულტურის ცენტრი (მის: ქ. რუსთავი, წმინდა ნინოს ქ. # 1),
რეჟისორი გეგა ქურციკიძე, 2010; ნოდარ დუმბაძის სახელობის
სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრი, რეჟისორი გეგა
ქურციკიძე, 2012
ჩემო მეჟოლია — ბოლნისის მუნიციპალური თეატრი, რეჟისორი ზურაბ
ხვედელიძე, 2013; კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო
აკადემიური დრამატული თეატრი (მცირე სცენა), რეჟისორი ხათუნა
მილორავა, 2014; ვასო გოძიაშვილის სახელობის ველისციხის სახალხო
თეატრი, რეჟისორი ომარ კაკაბაძე, 2016; ხულოს სახელმწიფო
დრამატული თეატრი, რეჟისორი გეგა ქურციკიძე, 2016
ხაპრა-თაგვობანა — ვასო გოძიაშვილის სახელობის ველსიციხის თეატრი,
რეჟიროსი ომარ კაკაბაძე, 2017
თეთრი ლაშქარი — კახის სახელმწიფო ქართული დრამატული თეატრი,
რეჟისორი ლერი შიოშვილი, 2020
ჟიკჟიკობა ღამე — ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა
თეატრი, რეჟისორი და ინსცენირების ავტორი ეკატერინე კატო შარიქაძე,
2024
თარგმნილი და ინსცენირებული პიესები
საზღვრები — ლეონიდ ზორინის „ვარშავული მელოდიის“ მიხედვით,
მარჯანიშვილის თეატრის „ახალი სცენა“, რეჟისორი გიორგი (გოგა)
ოსეფაშვილი, 2014
მსუქანი ბიჭი ნატურმორტში — იონ საპდარუს სევდიანი კომედია ორ
მოქმედებად, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო
დრამატული თეატრის „ახალი სცენა“, რეჟისორი იონ საპდარუ, 2015
პინოკიოს თავგადასავალი — კარლო კოლოდის საბავშვო რომანის
ინსცენირება, სანდრო ახმეტელის სახელობის მუნიციპალური
დრამატული თეატრი, რეჟისორი ლაშა გოგნიაშვილი, 2016
რადიოთეატრი
ტყის კაცი (1988), რეჟისორი ბადრი მიქაშავიძე
სიკვდილი გუარამ მამფალისა (1989), რეჟისორი ბადრი მიქაშავიძე
ობობა (1990). რეჟისორი ბადრი მიქაშავიძე
ცეკვა მკვდრებით (2008), რეჟისორი ზურაბ კანდელაკი
ჟიკჟიკობა ღამე (2018), რეჟისორი ზურაბ კანდელაკი
კინო
კახეთის მატარებელი (სცენარის თანაავტორი) – რეჟისორი ლალი
კიკნაველიძე, 2018 წ.
ტელევიზია
ჩემი მეგობარი ჰიტლერი, ტელესპექტაკლის სცენარის თანაავტორი
(იუკიო მისიმას მიხედვით), საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი,
1999, რეჟისორი ანდრო ენუქიძე.
წვრილ ვარსკვლავთა ღამე (ტელესერიალი), 45 სერია, სცენარის
თანაავტორი, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, 1999–2000
პრემიები და ჯილდოები
საქართველოს ღირსების მედალი
ღირსების მედალი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება # 132[11]
(ჟურნალ „ცისკრის“ 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაზეთ
„საქართველოს რესპუბლიკის“ 1998 წლის 15 მარტის ნომერში), 1998

ეფექტური მარკეტინგის კონფერენციის ჯილდოს ვერცხლის პრიზის


სერტიფიკატი გამომცემლობა „უსტარს“ მიხო მოსულიშვილის
რომანისათვის „ჰელესა“, 27 აგვისტო, 2012, პორტლენდი, ორეგონი, აშშ
საქტელერადიო კომიტეტის პრემია რადიოპიესისათვის ტყის კაცი, 1987
პირველი პრემია თბილისის მერიის, ახალგაზრდობის საქმეთა
თბილისის სამმართველოსა და წიგნის მოყვარულთა კავშირ
„ბესტსელერის“ ლიტერატურულ კონკურსში, რომანისთვის უჟამო ჟამის
რაინდი, 1998.
საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსის, „ბეკარის“
(ლიტერატურული ნაწარმოებები მუსიკაზე) პრემია ნომინაციაში „ჯაზი
და როკ-მუსიკა: პროზა“ მოთხრობისათვის ურაკპარაკი (Глухомань —
მთარგმნელი მაია ბირიუკოვა), 2005, მოსკოვი.
ლიტერატურული კონკურსის „ფორმულა-ნლო“-2006-ის (პროზა)
დიპლომი და პრემია, 31 დეკემბერი, 2006, ათენი.
ლიტერატურული კონკურსის „ხერთვისის“ პრემია (პროზა) და
სკულპტურა, 8 დეკემბერი, 2007, თბილისი.
გალა (ლიტერატურული პრემია) ბიოგრაფიული რომანისათვის „ვაჟა–
ფშაველა“, 2011
ვერცხლის პრიზი გამომცემლობა "უსტარს" კინორომანისათვის “ჰელესა”
(სინოპსისით) ეფექტური მარკეტინგის ჯილდოს კონფერენციაზე (The
Summit Marketing Effectiveness Award) ნომინაციაში: “მცირე ბიუჯეტი”, 27
აგვისტო, 2012, პორტლენდი, ორეგონი, აშშ
თუმანიშვილის სახელობის ფონდის, თუმანიშვილის კინომსახიობთა
თეატრის და ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების
ცენტრის ერთობლივი პროექტის „ახალი ქართული პიესა 2012“-ის პრიზი
პიესისათვის ვაჟა-ფშაველა, 12 დეკემბერი, 2012
ლიტერატურული კონკურსის „საუკეთესო მოთხრობა
მასწავლებელისთვის“ პირველი ადგილი, მოთხრობისათვის „მდოგვის
მარცვლისა და ანგელოზებისათვის“, 30 სექტემბერი, 2019
ლიტერატურული კონკურსის „მაჩაბელი“ მთავარი პრიზი ნომინაციაში
„საუკეთესო პროზაული ნაწარმოები“ მოთხრობისათვის „ტურის
ქორწილი, ანუ მზე პირს იბანს“, 22 ივლისი, 2022
პირველი ადგილი ლიტერატურულ კონკურსზე „ლილე-2022“,
მოთხრობისათვის „ზეცას ვიყავ, ზეცა ვნახე“, 30 სექტემბერი, 2022; იგიგვე
პრიზი „ლილე 2023“-ზე, მოთხრობისათვის „ჯავახეთის ფამფარულა,
ჩემი...“, 11 სექტემბერი, 2023
ლიტერატურა
ჯალიაშვილი მ., ლიტერატურული წერილები, თბ., წყაროსთვალი, 2006 -
ISBN 99940-899-0-0
ჯაველიძე ე., უკეთუ სულითა (ლიტერატურული წერილები), თბ.,
მერანი, 1989
ბენაშვილი გ., ლიტერატურულ-კრიტიკული ეტიუდები, თბ., მერანი,
1989
გრიგალაშვილი ნ., ზრუნვის საგანი (ლიტერატურულ-კრიტიკული
წერილები), თბ., მერანი, 1988
რესურსები ინტერნეტში

You might also like