You are on page 1of 2

კაცია-ადამიანი?!

 — ქართველი მწერლის ილია
ჭავჭავაძის სატირული მოთხრობა თავად ლუარსაბ თათქარიძეზე და მის ოჯახზე,
რომელშიც გაშუქებულია მარადიული პრობლემა ადამიანის ცხოვრების არსისა.
ერთი გამოგონილი პერსონაჟის მაგალითზე გაკრიტიკებულია ადამიანის
ბიოლოგიური არსებობა. მოთხრობაში, ასევე, გაკრიტიკებულია იმდროინდელი
ქართველები, როგორც თავად-აზნაურობა, ასევე გლეხები და მათი ზოგიერთი
ჩვეულება. ის გამოიცა 1853-1863 წლებში. ნაწარმოების მიხედვით ფილმი კი 1979
წელს გადაიღეს. ფილმის დამდგმელი რეჟისორები არიან სიკო დოლიძე და ქეთი
დოლიძე. მთავარი პერსონაჟების როლებს კი ნოდარ მარგველაშვილი და ლეილა
შოთაძე ასრულებენ.

ნაწარმოები 90 წუთში ჩაატიეს უამრავი დიალოგი და სცენა აკლია ფილმს და


ამის გამო კიდევ უფრო ბევრი განსხვავებაა ნაწარმოებსა და ფილმს შორის მაგრამ
ასევე ბევრია მსგავსებაც „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს-პირს უკანაო“ ამ ხალხურ
გამონათქვამს ვხვდებით როგორც ნაწარმოების პირველსავე გვერდზე ასევე ფილმის
დაწყებიდან სულ რამდენიმე წამში.
თანამედროვე ავტორთა დაინტერესება ამ ნაწარმოებისადმი, რომელიც ერთი
საუკუნის წინათ შეიქმნა, სრულია კანონზომიერია, რადგან ამ მოთხრობაში
გაშუქებულია უბერებელი პრობლემა, პრობლემა ადამიანის დანიშნულებისა და
მისი ადგილისა ცხოვრებაში. ადამიანს არ აქვს უფლება იყოს მხოლოდ
ბიოლოგიური არსება, რადგან იგი შექმნილია უფრო მაღალი მიზნით აქტიურმა და
მაღალი ზნეობის მქონემ სარგებლობა მოუტანოს საზოგადოებას.

You might also like