You are on page 1of 2

კაცია-ადამიანი?!

— ქართველი მწერლის ილია ჭავჭავაძის სატირული მოთხრობა


თავად ლუარსაბ თათქარიძეზე და მის ოჯახზე, რომელშიც გაშუქებულია
მარადიული პრობლემა ადამიანის ცხოვრების არსისა. ერთი გამოგონილი
პერსონაჟის მაგალითზე გაკრიტიკებულია ადამიანის ბიოლოგიური არსებობა.
მოთხრობაში, ასევე, გაკრიტიკებულია იმდროინდელი ქართველები, როგორც
თავად-აზნაურობა, ასევე გლეხები და მათი ზოგიერთი ჩვეულება.

ლუარსაბის დახასიათება

მოთხრობა “კაცია-ადამიანი?!” დაწერა 1858-1863 წლებში, ილია ჭავჭავაძის მიერ. რას


მიგვანიშნებს ეს სათაური? რა თქმა უნდა ამ სათაურის გააზრებისას უნდა გვახსოვდეს რომ
ყველა კაცი არ იმსახურებს ადამიანის წოდებას თუ კი იგი არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს
რომელიც ღმერთმა ადამიანს დააკისრა. ილია ჭავჭავაძე სასტიკი წინააღმდეგი იყო
ბატონყმობის, მიუხედავად იმისა რომ თვითონაც თავადი იყო. მოთხრობა “კაცია-ადამიანი?!”
არის სატირული ჟანრის. სატირა არის მკაცრი დაცინვა, ლუარსაბი იყო ორმოციოდე წლის
კახელი თავადი, რომელიც ცხოვრობდა კახეთის ერთ მივარდნილ ადგილას, თავის
განუშორებელ ცოლთან კნეინა დარეჯანთან ერთად. თავადი უსაქმური იყო და მარტო
ჭამაზე ფიქრობდა, უყვარდა ჩიხირთმა, ლუკები, ბოზბაში და სხვა. ამდენი ჭამისაგან კოტიტა
და ქონით გატენილი თითები, ბალნით დაფარული ხელები, პატივცემული ღიპი, გაბერილი
და განიერად გადმოკიდებული, წითელი თურაშულის ვაშლივით ხაშხაშა ლოყები, მსხვილი
თავი და მორგვივით სქელი კისერი ჰქონდა. ამ ქონში დაკარგული იყო მისი ცით მონაბერი
სული, ქარისგან მოტანილი ქარს გაატანა. სწავლა ღვთის მადლით არაფრისა ჰქონდა. მისი
აზრით კაცი ძირგავარდნილი ქვევრი იყო, რომელსაც დღე ყოველ უნდა ჩააყარო ხორაგიდა
ჩაასხა სასმელი. იგი იძახდა რომ სწავლა საჭირო არ იყო. ” მე თუ წიგნი არ ვიცი, კაცი აღარ
ვარ, ქუდი არა მხურავს განა!” მე არ მაკლია ხორცი და ფერი, წიგნი რა ვაჟკაცური ხელობაა, ეგ
ქალის საქმეა.

ჩვენი ბატონი ზარმაციც იყო: მამალი როგორც კი იყივლებდა დარეჯანი წამოფრინდებოდა,


ლუარსაბმა კი ხანდახან განაზება იცოდა. სტუმარიც კი ეჯავრებოდა, იმიტომ რომ უნდა
ამდგარიყო და ტანსაცმელი ჩაეცვა. მთელს ზაფხულს ისე გაატარებდა რომ პერანგისა და
მისი ამხანაგის მეტს არაფერს ჩაიცვამდა. ზამთარში კიდევ პერანგზე ქურქს წამოისხამდა თუ
ვინმე დიდი კაცი ეწვეოდა. ბოლოს ისე გარდაიცვალა რომ შთამომავლობაც არ დარჩა. ისე
გარდაიცვალა რომ არც დაბადებით შემატებია არაფერი და არც გარდაცვალებით დაკლებია.
ლუარსაბ თათქარიძის კარ–მიდამოს მხატვრული აღწერა

ი. ჭავჭავაძის „კაცია–ადამიანიდან”

„კარგი რამ იყო თავად თათქარიძის სახლ–კარი, წარმოიდგინეთ შუა კახეთის პატარა
სოფელში ერთი ტრიალი, დაცემული ადგილი და ამ ადგილის შუაგულსა – ორსართულიანი
სახლი ქვითკირისა. აი, ის სართულები რა ფერისა იყო: ქვეშ იყო მარანი, წალმით დახურული
და იმ მარნის უკან კედელზედ ამოყვანილი გახლდათ ერთი პატარა ოთახი მოაჯირითურთ.
მოაჯირს ეკრა ზედ მერცხლის ბუდესავით ერთი მცირედი ფიცრული, რომელიც
საქვეშაგებოსა ჰთამაშობდა, კარგა მანძილზედ კიდევ ფიცრულის სათორნეც იდგა, იმას
აქედამ ხულა, რომელსაც ზედ ჰქონდა მოდგმული ცალთვალა სასიმინდე, ერთი უბადრუკი
რამ და მგლოვიარე ბაღჩაც იყო, ღობით გავლილი. ღობესთან, ერთის ფურცლის ხის
სიახლოვეს მოჩანდა ძველი ჩალური, დროთა ბრუნვისაგან ისე გვერდზე წამოღებული და
წამოხრილი, თითქოს გრილოში წამოწოლას აპირებსო, მაგრამ ბებერსავით ნეკრესის ქარის
ტკივილებს უეცრად ისე წამოხრილი და დაღრეჯილი შეუკავებიათო. ეზო ამ ციხე–
დარბაზისა, სიგრძეზე თუ სიგანეზე, კარგა ფართოდ იყო გაზიდული. იმას ერტყა გარშემო
ძველი ტყრუშული ღობე, რომელიც ზოგიერთგან გადაქცეული იყო და ეხლანდელს პატრონს
არც კი მოსვლია ფიქრად, რომ გაეკეთებინა, ეტყობა, რომ ქართველია!... ღობე ერთგან
თავდებოდა უშველებელის ჭიშკრებით, რომლის ერთი ნახევარი, – თუნდ ორი წელიწადია, –
ისე საცოდავად დაღრეჯით გადმოჰკიდებოდა ერთს ყუნწსა, ასე გგონია – ბოძს დაუჭერია
საცემლადაო და ის კი იწევსო, რომ როგორმე ხელიდან დაუსხლტესო”.

You might also like