You are on page 1of 8

შერწყმული წინადადება.

სასვენი ნიშნები შერწყმულ


წინადადებაში
ლექცია 12
• შერწყმული წინადადება ჰქვია წინადადებას, რომელშიც
მოიპოვება რამდენიმე (ორი ან ორზე მეტი) ერთგვარი წევრი.

• 1. რამდენიმე შემასმენელი ერთ ქვემდებარესთან:


• „ტყეს შრიალებდა და ხმაურობდა“.
• 2. რამდენიმე ქვემდებარე ერთ შემასმენელთან:
• „დედა და მამა დღეს გვიან მოვლენ“.
• 3. რამდენიმე პირდაპირი დამატება ერთ შემასმენელთან:
• „თოვლს დაეფარა მინდორი, ტყე და ველი“.
• 4. რამდენიმე ირიბი დამატება ერთ შემასმენელთან:
• „ისინი შეჰხაროდნენ სიცოცხლეს, ბუნებას, გაზაფხულს“.
• 5. რამდენიმე ერთი მნიშვნელობის უბრალო დამატება ერთ
საერთო წევრთან:
• „კაცი ფიქრობდა წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე“.
• 6. რამდენიმე ერთი და იმავე შინაარსის გარემოება ერთ
საერთო წევრთან:
• „ხეხილი წითლად, ყვითლად, თეთრად ყვაოდა“.
• 7. რამდენიმე ერთნაირი განსაზღვრება საზღვრულ წევრთან:
„კედელზე ეკიდა დიდი და ლამაზი სურათები“.
ერთგვარ წევრთა შეერთება
• შერწყმულ წინადადებაში ერთგვარ წევრთა შეერთება
შეიძლება კავშირიანიც იყოს და უკავშიროც.
• „მინდორი და ველი ყვავის“.
• ორი ერთნაირი ქვემდებარე „და“ კავშირით არის
შეერთებული, თუმცა შეიძლებოდა, მათ შორის მძიმეც
დაწერილიყო.
• „მინდორი, ველი და მთები ყვავის“.
ამ შემთხვევაში ერთ შემასმენელთან სამი ქვემდებარეა
შერწყმული. პირველი ორი ერთმანეთთან შეერთებულია
უკავშიროდ, მეორე და მესამე კი „და“ კავშირით.
• ერთგვარ წევრთა შესაერთებლად გამოყენებულია
მაერთებელი კავშირები: მაჯგუფებელი, მაცალკევებელი
და მაპირისპირებელი.
მაჯგუფებელი კავშირები შერწყმულ
წინადადებაში
• მაჯგუფებელი კავშირებია: და, თუ. მაჯგუფებელი კავშირების
მნიშვნელობა აქვს გაძლიერებით ნაწილაკებს: ც-ც, კიდეც...კიდეც.
• „კიდეც ჭრის და კიდეც კერავს“.
• უკუთქმით წინადადებაში ც ნაწილაკის განმეორებითი ხმარება
აუცილებელია. ამ შემთხვევაში ც დაერთვის არა წინადადების
წევრს, არამედ უკუთქმით ნაწილაკებს და ვღებულობთ:
• არც... არც
• „არც მეტი, არც ნაკლები, თბილისი მაშინ გადარჩა“.
• აღარც... აღარც
• „აღარც აპრილი მახარებს და აღარც მაისი“.
• ვეღარც... ვერც
• „ხალხი ვეღარც გაზით თბება და ვერც შეშას იმარაგებს“.
• ნურც... ნურც
• „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“.
მაცალკევებელი კავშირები შერწყმულ
წინადადებაში
• მაცალკევებელი კავშირებია:
ხან... ხან, ან (ან... ან), გინდ... გინდ, თუნდ... თუნდ.
ამათ გარდა, უკანასკნელ წევრს შეიძლება კიდეც
აერთიანებდეს: და ან ც.
• ხან... ხან (ხან... ხანაც, ხან... ხან კი, ხან კიდევ)
გვიჩვენებს როგორობას, მონაცვლეობას:
• „მზე ხან გამოაშუქებს, ხან ღრუბლებში იმალება“.
• ან, ან... ან (ან... ან კიდევ), გინდ (გინდა)... გინდ, თუნდ
(თუნდა)... თუნდ.
• „იყიდე ვაშლი ან ყურძენი“.
• ერთგვარი წევრები აქაც მძიმით გამოიყოფა
ერთმანეთისაგან.
• თუ მათ შორის არ არის ნახმარი და, თუ ერთხელ არის
ნახმარი ან, ერთგვარ წევრებს შორის მძიმე არ დაისმის.
მაპირისპირებელი კავშირები შერწყმულ
წინადადებაში
• მაპირისპირებელი კავშირებია: მაგრამ,
ოღონდ, ხოლო, კი, თუმცა, არ... არამედ (კი
არ... არამედ).
• ესენი ერთნაირ წევრებს ერთმანეთს
უპირისპირებენ:
• „მონადირემ დათვს თოფი ესროლა, მაგრამ
ააცილა“.
• „იმღერეთ, ოღონდ მეზობლებს ნუ შეაწუხებთ“.
• „ეპიდემია ფეთქებადი კი არ იქნება, არამედ
გაკონტროლდება“.
• ერთგვარი წევრები ერთმანეთს მძიმით
გამოეყოფა.
სასვენი ნიშნების ხმარება
განმაზოგადებელ სიტყვებში
• 1. თუ ერთგვარი წევრები განმაზოგადებელი სიტყვის
შემდეგაა, ერთგვარ წევრთა წინ ორი წერტილი იწერება:
• „ყველაფერი მდუმარებს: ხე, ქვა, ტყე და მინდორი“.
• 2. თუ ერთგვარი წევრები განმაზოგადებელი სიტყვის
წინაა, ერთგვარ წევრთა შემდეგ ტირე იწერება:
• „ბავშვები, მამაკაცები, მოხუცები - ყველანი
მოგროვდნენ“.
• 3. თუ განაზოგადებელ სიტყვას ახლავს ისეთი სიტყვა,
რომელიც ერთგვარ წევრთა ჩამოთვლაზე მიუთითებს
(მაგალითად, სახელდობრ, როგორიცაა), ასეთი სიტყვის
წინ მძიმე იწერება, შემდეგ კი - ორი წერტილი:
• „საზოგადო სახელთაგან შეიძლება გამოიყოს
ნივთიერებათა სახელები, როგორიცაა: რკინა, ოქრო,
ვერცხლი, წყალი, ღვინო“...
• დავალება

• შეადგინეთ 10 შერწყმული წინადადება და დაუსვით


სათანადო სასვენი ნიშნები.
• 1 ..............................................................................................
• 2 ...............................................................................................
• 3. ..............................................................................................
• ..................................................................................................
• .................................................................................................
• .................................................................................................
• .................................................................................................
• .................................................................................................

You might also like