You are on page 1of 30

ქართული ენა I

შემოდგომის სემესტრი
2016 წ.
ლექცია N4

მარცვალი. მახვილი
ძირითადი ფონეტიკური ცვლილებები
მარცვალი

მარცვალი ჰქვია ბგერას ან ბგერათა ჯგუფს,


რომელიც ჰაერის ერთი ტალღის ამოღებისას
წარმოითქმება.

მარცვალი ერთ ხმოვანს შეიცავს. იგი არის


უმცირესი “ბუნებრივი” ელემენტი წარმოთქმა-
გაგონების თვალსაზრისით.
ღია და დახურული მარცვალი

მარცვალი ღიაა, თუ იგი ხმოვნით თავდება.


ტყე ქა-ლი ე-ზო ქა-ლა-ქი გა-ა-ღო

მარცვალი დახურულია, თუ იგი თანხმოვნით


თავდება.
კაც-თან ცხოვ-რობს არ-ჩევს

ერთ სიტყვაში შეიძლება იყოს ღია და


დახურული მარცვლები:
სახ-ლი დარ-ბა-ზი ფას-კუნ-ჯი ხან-დაზ-მუ-
ლი
მახვილი

მეტყველების ელემენტთა გამოყოფა-


გამოჩინებას ან მათ ერთმანეთთან დაპირისპირებას
სიძლიერე-სიმაღლით და მათი მოდულაციით
(შეცვლით) მახვილი ეწოდება.
დინამიკური და მუსიკალური
მახვილი

მახვილი ორგვარია: დინამიკური და


მუსიკალური.

მეტყველების ელემენტთა გამოყოფას სიძლიერით


ან მის მოდულაციას დინამიკური მახვილი ჰქვია.
მეტყველების ელემენტთა გამოყოფას სიმაღლით
ან მის მოდულაციას მუსიკალური ანუ ტონური მახვილი
ჰქვია.
ძლიერი და სუსტი
მახვილი

დინამიკური მახვილი შეძლება იყოს ძლიერი


ან სუსტი.

ძლიერია მახვილი, რომელიც მარცვალს


მკვეთრად გამოყოფს სხვა მარცვლებისაგან.
სუსტია მახვილი, რომელიც მარცვალს
მკვეთრად არ გამოყოფს სხვა მარცვლებისაგან.
მახვილი ქართულში

ქართულ ენაში გვაქვს სუსტი დინამიკური


მახვილი.

ორმარცვლიან სიტყვებში მახვილი ბოლოდან


მეორე მარცვალზეა.
სამმარცვლიან სიტყვებში მახვილი ბოლოდან
მესამე მარცვალზეა.
ოთხ- და მეტმარცვლიან სიტყვებში მახვილი
ბოლოდან მესამე მარცვალზეა, თანამახვილი – თავიდან
პირველ მარცვალზე.
ინტონაცია

ორივე სახის, განსაკუთრებით კი მუსიკალური


მახვილის სახეცვლილებას მარცვლის, სიტყვის ან
შესიტყვების ფარგლებში ინტონაცია ეწოდება.
ფონეტიკური მოვლენები

ზოგჯერ ბგერები ერთმანეთის მეზობლობაში


გარკვეულ გავლენას ახდენენ ერთმანეთზე და ხდება
ცვლილებები, რომლებსაც ფონეტიკურ მოვლენებს
ვუწოდებთ.
ასიმილაცია

ერთი ბგერის მიერ მეორის მიმსგავსებას


ასიმილაცია ჰქვია.

• ბჭისკარი > ჭისკარი > ჭიშკარი


• ტეხ – ტხდება > ტყდება
• მსგავსი > მზგავსი
• ქვითკირი > ქვიტკირი
• სიმშილი > შიმშილი
• სიში > შიში
დისიმილაცია

სიტყვაში ორი ერთგვარი (ან ერთი და იმავე)


ბგერიდან ერთ-ერთის გადასხვაფერებას
დისიმილაცია ანუ განმსგავსება ჰქვია.

• ლბილი > რბილი


• ლელწამი > ლერწამი
• ხორციერი > ხორციელი
ბგერათა გადასმა (მეტათეზისი)

სიტყვაში ბგერის ადგილის შეცვლას ბგერის


გადასმა ანუ მეტათეზისი ჰქვია.

• ათრვამეტი > თრვამეტი > თვრამეტი


• ხნავ > ხნვ-ა > ხვნ-ა
• კლავ > კლვ-ა > კვლ-ა
• შეკრავ > შეკრვ-ა > შეკვრ-ა
ბგერათა შენაცვლება (სუბსტიტუცია)

სუბსტიტუცია ჰქვია ისეთ ფონეტიკურ


მოვლენას, როდესაც სიტყვაში მოსალოდნელი
ბგერის ნაცვლად გვაქვს სხვა ბგერა.

ბზე > საბზელი > საბძელი


დიალექტური: საგზალი > საგძალი
უმცროსი > უნცროსი
დიფტონგი

დიფტონგი ანუ ორხმოვანა ჰქვია ორი


განსხვავებული ხმოვნის ისეთნაირ გამოთქმას,
რომელიც გვაძლევს ერთ მარცვალს ერთ-ერთი
ხმოვნის დასუსტების გზით.
ბგერის დაკარგვა

ბგერის დაკარგვა ჰქვია ფონეტიკურ


მოვლენას, როდესაც სიტყვაში ბგერა ამოვარდება.

• შვილისშვილი > შვილიშვილი


• ჰაზრი > აზრი
• ჰამბავი > ამბავი
• სახლ-ს-თან > სახლ-თან
• კედელ-ს-ზე > კედელ-ზე
• წუთისსოფელი > წუთისოფელი
• ცისსატყელა > ცისარტყელა
ხმოვანთა რედუქცია

ხმოვნის დაკარგვას ან მის დასუსტებას და


სხვა ბგერით შეცვლას რედუქცია ჰქვია.

• სოფელ-ი > სოფლ-ის


• ტაძარ-ი > ტაძრ-ის
• მტერ-ი > მტრ-ის

• მინდორ-ი > მინდვრ-ის


ხმოვანთა შეკვეცა

ხმოვანთა შეკვეცა ჰქვია ფონეტიკურ


მოვლენას, როდესაც ხმოვანზე გათავებულ ფუძეს
სუფიქსის დართვისას ბოლო ხმოვანი ეკარგება.

• დედა > დედ-ის


• კლდე > კლდ-ის
• ჩანთა > ჩანთ-ით
ბგერის ჩართვა

ბგერის ჩართვა ჰქვია ფონეტიკურ მოვლენას,


როდესაც სიტყვაში ისეთი ბგერა ჩნდება, რომელიც
მოსალოდნელი არ არის.

• ქვა > ა-ქვა-ვ-ებს


• ხე > ა-ხე-ვ-ებს
• ზე–ით > ზე-ვ-ით
• ქვე–ით > ქვე-ვ-ით
ბგერათა შერწყმა

ბგერათა შერწყმა ჰქვია ფონეტიკურ


მოვლენას, როდესაც ორი ბგერის შეერთებით
მიიღება ერთი ბგერა.

• ათსამმეტი > თსამეტი > ცამეტი


• ათშვიდმეტი > თშვიდმეტი > ჩვიდმეტი
• ბედშავი > ბეთშავი > ბეჩავი
ბგერათა ანალოგია

ანალოგია ჰქვია ისეთ ფონეტიკურ მოვლენას,


როდესაც სიტყვაში ცვლილება ხდება სხვა
სიტყვასთან მიმსგავსების გამო.

აღ-მართი
ანალოგიით: და-ღ-მართი, წა-ღ-მართი. უკუ-
ღ-მართი
ლიტერატურა

• გ. ახვლედიანი, ზოგადი ფონეტიკის შესავალი, თბ.,


1966, გვ. 113-116; §111-113
გვ.126-127; § 120
გვ. 159-188; §§ 147, 150-158, 161, 163-165.
• ა. შანიძე, ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები,
ტ. III, თბ., 1980, §§ 20-36, .გვ. 20-30
• ლ. კვაჭაძე, ქართული ენა, თბ., 1981, §§ 53-69, გვ.
73-79
სავარჯიშო N1

დამარცვლეთ ქვემოთ მოცემული სიტყვები


და განსაზღვრეთ, რომელი მარცვალია ღია და
რომელი – დახურული.

სარდაფი, ზღარბი, ეკალი, სართული,


ფუნდამენტი, მანდარინი, აიტანა, შეაფერხებს,
დააუთოებს, საჭადრაკო.
სავარჯიშო N2

ამოიწერეთ მოცემული ტექსტიდან სიტყვები,


დამარცვლეთ და განსაზღვრეთ, რომელი
მარცვალია ღია და რომელი – დახურული.
მეფის გაუფრთხილებლობით თავზარდაცემული
მხლებლები მიწას ვეღარ აცილებდნენ თვალს.
გაქვავებული იდგნენ მეომრებიც. ძლივს გაბედა და
მოართვა ხოხბის ბუმბულით ჩანიშნული წიგნი
მსახურმა, დავითმა თავის დაკვრით გადაუხადა
მადლობა, ერთხელაც გახედა თბილისს, მერე ხოხბის
ბუმბული წიგნის ბოლოში გადაიტანა, ფურცელი
არათითით ფრთხილად გადმოშალა ზემოთა მხრიდან
და იქვე, ცხენზევე განაგრძო კითხვა.
სავარჯიშო N3

მე-2 სავარჯიშოში მოცემული ტექსტიდან


ამოიწერეთ:

• ერთმარცვლიანი სიტყვები;
• ორმარცვლიანი სიტყვები;
• სამმარცვლიანი სიტყვები;
• ოთხმარცვლიანი სიტყვები;
• ხუთმარცვლიანი სიტყვები;
• ექვსმარცვლიანი სიტყვები.
სავარჯიშო N4

მოიფიქრეთ:

• 5 ერთმარცვლიანი სიტყვა;
• 5 ორმარცვლიანი სიტყვა;
• 5 სამმარცვლიანი სიტყვა;
• 4 ოთხმარცვლიანი სიტყვა;
• 3 ხუთმარცვლიანი სიტყვა;
• 2 ექვსმარცვლიანი სიტყვა;
• 1 შვიდმარცვლიანი სიტყვა.
სავარჯიშო N5

მოიფიქრეთ:

• სამმარცვლიანი სიტყვა, რომელშიც იქნება სამივე ღია მარცვალი;


• სამმარცვლიანი სიტყვა, რომელშიც იქნება ორი ღია და ერთი დახურული
მარცვალი;
• ოთხმარცვლიანი სიტყვა, რომელშიც იქნება ორი ღია და ორი დახურული
მარცვალი;
• სამმარცვლიანი სიტყვა, რომელშიც იქნება სამივე დახურული მარცვალი;
სავარჯიშო N6

აღნიშნეთ, რომელ მარცვლებზეა მახვილი


და თანამახვილი.

ჩამოტანილი, ხალხი, სიგნალი, პატრიოტი,


გადაეფარებინა, სტიქაროსანი, სიგნალიზაცია,
ფუნიკულიორი, დაამონტაჟა, სასიხარულო.
სავარჯიშო N7

განსაზღვრეთ, რომელი ფონეტიკური


მოვლენაა მოცემულ მაგალითებში.

• ბედშავი > ბეჩავი


• კედელი > კედლის
• დამართი > დაღმართი
• ტბა > ტბის
• ქვეით > ქვევით
• ხრავს > ხვრა
• სიმშილი > შიმშილი
სავარჯიშო N8

დაასახელეთ ჩამოთვლილი ფონეტიკური


მოვლენების თითო ნიმუში.
 ასიმილაცია:
 დისიმილაცია:
 მეტათეზისი:
 სუბსტიტუცია:
 ბგერის დაკარგვა:
 რედუქცია:
 შეკვეცა:
 ბგერის ჩართვა:
 ბგერათა შერწყმა:
 ანალოგია:

You might also like