You are on page 1of 3

N9

ფუძის კუმშვა
(ყველა სახელმძღვანელო)
კუმშვა ეწოდება ფუძიდან ა, ე ან ო ხმოვნის ამოვარდნას. ფუძე იკუმშება
ნათესაობითში, მოქმედებითში, ვითარებითსა და მთელ ებ-იან მრავლობითში.
სახ. ტაძარ-ი ტაძრ-ებ-ი
მოთხ. ტაძარ-მა ტაძრ-ებმა
მიც. ტაძარ-ს ტაძრ-ებს
ნათ. ტაძრ-ის ტაძრ-ებ-ის
მოქმ. ტაძრ-ით ტაძრ-ებ-ით
ვით. ტაძრ-ად ტაძრ-ებ-ად
წოდ. ტაძარ-ო ტაძრ-ებ-ო
ო ხმოვანი ან საერთოდ იკარგება (ობოლი-ობლის) ან ვ-დ იქცევა (ნიორი-ნივრის).

ლიმონი უკუმშველია -ლიმონის, ლიმონით, ლიმონად. ლიმონიანი ჩაი და არა


ლიმნიანი ჩაი.
მირონი, ბატონი- უკუმშველია.
ღმერთი - მხოლობით რიცხვში იბრუნება როგორც შეიკუმშული , ისე შეუკუმშავი
სახით. ღმერ-ის, ღმერთ-ით, ღმერთ-ად; ღვთის, ღვთით, ღვთად. (აიმც, გვ. 19, 2023
წ. )
ამბავი-შეკუმშვისას ა ხმოვანთან ერთად კარგავს ვ თანხმოვანსაც. ამბის, ამბით,
ამბად.
თვალი- იკუმშება, თუ ის არ აღნიშნავს მხედველობის ორგანოს. (ურმის თვლის,
ძვირფასი თვლები), უკუმშველია, როდესაც მხედველობის ორგანოს გულისხმობს.
თვალის ტკივილი.
წელი - უკუმშველია, როდესაც სხეულის ნაწილს აღნიშნავს (წელის ტკივილი),
მაგრამ სხვა შემთხვევაში კუმშვადია (ხუთი წლის შემდეგ).
მხარი- კუმშადია, თუ ის ადამიანის სხეულის ნაწილს აღნიშნავს ან მიმართულებას:
ა) მხრის მოტეხილობის გამო ნიკამ ვარჯიშის გაგრძელება ვერ შეძლო;
ბ) სარდალმა უკვე იცოდა, თუ რომელი მხრიდან უნდა შეეტია მტერს.
მაგრამ ეს სახელი უკუმშველია, როცა ფრაზეოლოგიზმებშია გამოყენებული: ნინია
მეზობლისთვის მხარის დაჭერას არ ფიქრობდა.
ჩვეულებრივ, ერთმარცვლიანი თანხმოვანფუძიანი საზოგადო სახელები
უკუმშველია (კარი, ბერი, ფერი, ქარი, დარი, ღვარი), მაგრამ თუ ამგვარი
სახელები კომპოზიტების მეორენაწილად მოგვევლინება, მაშინ შეიკუმშება
(ჭიშკარი-ჭიშკრის, დედაბერი-დედაბრის, ვარდისფერი-ვარდისფრის, ნიავქარი-
ნიავქრის, ავდარი-ავდრის, ნიაღვარი-ნიაღვრის).
ტარი-ტარისა, მაგრამ კალმისტარი-კალმისტრისა.
ქართველი -ფუძე უკუმშველია, მაგრამ გვხვდება შეკუმშული ფორმითაც:
ქართვლის დედა.
ბეჭედი, სომეხი, ნაბადი, ხოხობი, კაკაბი- ეს სახელები კუმშვადია. ბეჭდის,
ნაბდით, სომხის, ხოხბის, კაკბის.
ქალი, ცალი უკუმშველია. ქალის, ცალის...
ამბავი, ხუცესი- ეს სახელები სამ ბრუნვაში დაკარგავენ ბოლო მარცვალს: ამბ-ის,
ამბ-ით, ამბ-ად; ხუც-ის, ხუც-ით, ხუც-ად. მაგრამ იაკობ ხუცესის, იაკობ ხუცესით,
იაკობ ხუცესად. აქ არ იკუმშება გვარად არის გაიგივებული.

ო ხმოვანი ზოგჯერ ვიწროვდება და ვ თანხმოვნად გადაიქცევა. ნიორი-


ნივრის, იორი-ივრის, ნიგოზი-ნიგვზის, მაწონი-მაწვნის, მინდორი-მინდვრის,
მონაზონი-მონაზვნისა, პამიდორი-პამიდვრისა. (პამიდორი და პომიდორი
პარალელური ფორმებია, ორივე მართებულია)
ო ხმოვანი იკარგება: საპონი- საპნის, ფოთოლი-ფოთლის, კოკორი-კოკრის,
გოდორი-გოდრის, ჩოჩორი-ჩოჩრის, ობოლი-ობლის, დიღომი-დიღის...
სალონი- არ იკუმშება (სალონისა).
ფართობი-არ იკუმშება ( ფართობის).
ჭაობი- არ იკუმშება (ჭაობის).
ორივე ფორმა სწორია: ღუმელი//ღუმლის.
სახელები: მრგვალი, სქელი, გრძელი, ნაირფერი, მრავალფერი,
დაუფიქრებელი და ა.შ. იკუმშება მხოლოდ ვითარებით ბრუნვაში:
მგვალი-მრგვლად, სქელი-სქლად, გრძელი-გრძლად.
სახელები სასმელი და საჭმელი იკუმშება მხოლოდ მხოლობითი რიცხვის
ნათესაობით და მოქმედებით ბრუნვებში; ეს სახელები არ შეიკუმშება ვითარებით
ბრუნვასა და მრავლობით რიცხვში:
სასმელი- სასმლის, სასმლით, მაგრამ: სასმელად და სასმელები.
საჭმელი-საჭმლის, საჭმლით, მაგრამ: საჭმელად და საჭმელები.
***
ვ- ა-სა და ე-ს
ვ ფუძეებში ხშირად ჩნდება და ქრება ხოლმე. აღვნიშნავთ ორიოდე შემთხვევას,
როცა ვ გაარსებითებული სახელის ფუძეშია ა-სა და ე-ს ენაცვლება: საფუარი-
საფუვრისა, საფუვრით, საფუვრად; მაგიერი- მაგივრად. ე-ს ადგილზე ვ
განსაკუთრებით ნიშანდობლივია აფიქსებით ნაწარმოებ აბსტრაქტულ
სახელებში: გონივრულობა, მაწივრობა და ა.შ.
ადამიანის საკუთარი სახელი არც იკუმშება და არც იკვეცება.
კუმშვადი გვარები:
მაჩაბელი-მაჩაბლის;
მატაბელი-მატაბლის;
წერეთელი-წერეთლის;
ამილახვარი-ამილახვრის.

You might also like