You are on page 1of 2

მეტაფორა ტროპის ძირითადი სახეა, მხატვრული გამოსახვის ისეთი სტილისტიკური ხერხი,

რომლითაც ასახული შინაარსი გამოცანადაა წარმოდგენილი. მეტაფორა ერთი საგნის ან მოვლენის


მეორეზე გადატანით დასაშვებს, წარმოსადგენს, პოეტურად შესაძლებელს, ამოსაცნობს ემყარება.
(სხვაგვარად მეტაფორას მოკლე შედარებასაც უწოდებენ).

მეტაფორაში მწერალი თვითონ ქმნის ხელოვნურად საგნებისა და მოვლენების ნიშან-თვისებათა


ნათესაობას. სიტყვის გადატანითი მნიშვნელობის გამოყენებით მეტაფორაში საგნებსა და
მოვლენებს მიწერილი აქვთ ისეთი თვისებები, რომელიც მათ არ გააჩნიათ, მაგრამ პოეტურად
დასაშვებია, ესთეტიკურია, მხატვრულად გამოსახული აზრი ემოციურია. თვისებათა მოულოდნელი
გადაადგილება მეტაფორის შინაარსს ძნელად ამოსაცნობს ხდის.

ქართული ლიტერატურის ისტორია მეტაფორული სახეებით ცოცხლობს, მრავალფეროვნდება,


იქმნება, ყალიბდება და ახალი სახე ეძლევა. მწერლები და პოეტები, ზოგადად – შემოქმედნი,
ცდილობდნენ, რომ თავიანთ შემოქმედებაში პერსონაჟის სულიერებისა და ემოციური ფონის
შესაქმნელად სხვადასხვა პოეტური ხერხისთვის მიეგნოთ, გამომსახველობა უფრო ინტერესის
სფეროში გარდასახული ყოფილიყო.

„ლიტერატურა სახეებით საუბარია“, – ამბობს ერთი კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე,


შესაბამისად, ამ სახეების საუბრით მკითხველი ხედავს და განიცდის მოსალოდნელსა და
მოულოდნელს, ასახსნელსა და გასააზრებელს, ამიტომაც გასაღები ლიტერატურისა, ძირითადად,
მეტაფორის აზროვნებაშია მოქცეული.

ჰაგიოგრაფიული თხზულება, როგორიცაა „შუშანიკის წამება“ ბევრ ისტორიულ თუ


საზოგადოებრივ-საყოფაცხოვრებო საკითხებს გვასწავლის, ავტორს პერსონაჟების
დასახასიათებლად მხატვრული საშუალებები, ძირითადად, არ გამოუყენებია, მაგრამ ერთ
შემთხვევაში მიზანმიმართულად იყენებს მეტაფორას – „მგელი“ , როცა იგი ვარსქენ პიტიახშის
დახასიათებას ჰკიდებს ხელს. ამ სიტყვაში იაკობ ხუცესი ბევრ საგულისხმო ინფორმაციას აქცევს
და მკითხველს პერსონაჟის მიმართ განწყობასაც უნარჩუნებს.

„და შემდგომად ორისა დღისა მოვიდა მგელი იგი ტაძრად და რქუა მსახურთა მათ.“

სიტყვით მგელი – ავტორის პოზიცია პერსონაჟის მიმართ აბსოლუტურად ბუნებრივია; ვარსქენის


ხასიათისა და შინაგანი სამყაროს წარმოჩენა ამ სიტყვით ნათელი გახდა. მეგლი ის მეტაფორაა,
რომელიც ხასიათსა და მორალურ ფასეულობებს ზუსტად განსაზღვრავს.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მწერალი ცხოველის ამ სახეს იმიტომ იყენებს, ალბათ, რომ მგლური
ბუნების წარმოჩენა უნდა მისით. მგელი, მართალია, ძლიერი და საშიში ცხოველია, მაგრამ მისი
შინაგანი სამყარო სიცარიელის გამარჯვება და ზეიმია. მგელში არ სადგურობს ზნეობა, შეწყალება,
პატიება, რიგ შემთხვევაში კი პრინციპი და პრინციპულობაც.

ცხვარი, რომელიც ბიბლიური სახისმეტყველებითაა ნასაზრდოები. ცხვარი ხომ ერთ-ერთი


ცხოველია, რომელიც უფლისთვის შესაწირად გამოიყენება (ქრისტეს სახელს სწირავენ). იგი მშვიდი
და გაწონასწორებული არსებაა, უწინარი, მის თვალებში იკითხება ყველანაირი კეთილშობილება.
უბიწო კრავი- სახარებისეული სახე-სიმბოლო. იგავის მიხედვით მწყემსს, რომელსაც ასი ცხვარი
ჰყავდა, ერთი დაეკარგა და მის მოსაძებნად წავიდა. ოთხმოცდაცხრამეტი ცხვარი მიატოვა
უდაბნოში და როცა იპოვა დაკარგული ცხვარი, სიხარულით დაუბრუნდა ფარას.
ცხვრის სახე - სიმბოლო მიემართება შუშანიკ დედოფალს, ხოლო უბიწო კრავად მოხსენიებულია
გასაჭირში მყოფი ზენონი, რომელიც დედა ფებრონიამ კეთილ მწყემსს ანუ გრიგოლ ხანძთელს
ჩააბარა. ჰაგიოგრაფიაში ცხვრის სიმბოლო გავრცელებული სახეა.

პური და ღვინო
პური და ღვინო ქრისტიანული სიმბოლოებია.
„მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ხორცი ჩემი...
სუთ... ამისგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღუთქმისაი, მრავალთათ ვის დათხეული
მისატევებლად ცოდვათა“. (მათე 26.28)

ურჩი შვილი
უფლის ათი მცნებიდან მეხუთე შეგონებაა „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა
კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქუეყანასა ზედა.“ ვარსქენი ურჩი შვილია უფლისაც და
მშობლებისაც. სწორედ ამიტომ მიმართავს შუშანიკი ამ სიტყვებით „... და შენ მამისა შენისა საქმენი
განრჰყვნენ სხუად გარდააქციენ კეთილნი მისნი...“

სამკაულები
სამკაულები არის წუთისოფლის სიამეთა სიმბოლო.

You might also like