You are on page 1of 40

ერთა ლიგა

1. ერთა ლიგა შეიქმნა 1919წ. მისი დამფუძნებელი იყო 44 ქვეყანა. მის წევრებს
შორის არ იყო ორი სახელმწიფო: აშშ და რუსეთი.
2. ერთა ლიგა იყო მსოფლიოში პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია,
რომელსაც უნდა უზრუნველეყო მშვიდობა მსოფლიოში.

ერთა ლიგის მუშაობას ხელმძღვანელობდა გენერალური მდივანი.


3. ერთა ლიგის შტაბ-ბინა იყო ჟენევაში.
4. ერთა ლიგის ორგანიოები იყო:
ა) საბჭო - შედგებოდა 4 მუდმივი წევრისგან (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი,
იტალია, იაპონია) და 4 არჩევითი წევრისგან.
ბ) ერთა ლიგის ასამბლეა - თითოეულ ქვეყანას ჰქონდა ერთი ხმა. ეს იყო
მსოფლიოს პარლამენტის შექმნის მცდელობა.
გ) საერთაშორისო სასამართლო მდებარეობდა ჰააგაში, შედგებოდა 15
მოსამართლისგან.
დ) სამანდატო კომისია და სხვა ორგანოები
5. ერთა ლიგამ იარსება 1941 წლამდე. ამ წელს გაიმართა გენერალურიასამბლეის
უკანასკნელი სხდომა, ხოლო 1946წ. აპრილში თვითლიკვიდაცია გამოცხადდა.
6. საქართველოს საკითხი მიეღოთ ერთა ლიგაში განიხილებოდა 1920წ. 16
დეკემბერს. 24 სახელმწიფოდან ასარჩევად საჭირო იყო 16 ხმა. მომხრე
აღმოჩნდა 10, წინააღმდეგი 16, საქართველო ვერ გახდა ერთა ლიგის წევრი.
7. 1917 წელს რუსეთში თებერვალში მომხდარი რევოლუციის შემდეგ მარტში
არსებობა დაასრულა კავკასიის სამეფისნაცვლომ. რუსეთის დროებითმა
მთავრობამ ამიერკავკასიის მართვა-გამგეობა ჩააბარა ამიერკავკასიის
განსაკუთრებულ კომიტეტს „ოზაკომს“. ოზაკომის ქართველი წევრები იყვნენ
სოციალისტ-ფედერალისტი კიტა აბაშიძე და სოციალ-დემოკრატი აკაკი
ჩხენკელი. „ოზაკომის“ თავმჯდომარე იყო ხარლამოვი.
8. 1917 წლის 12 მარტს საქართველოში აღდგა ეკლესიის ავტოკეფალია.
კათალიკოს პატრიარქად აირჩიეს კირიონ II (ერისკაცობაში გიორგი
საძაგლიშვილი).
9. 1917წელს საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა: სოციალ-დემოკრატებმა,
ეროვნულ-დემოკრატებმა, სოციალისტ-ფედერალისტებმა, სოციალისტ-
რევოლუციონრებმა შექმნეს „საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული
საბჭო“. თავმჯომარე აკაკი ჩხენკელი. საბჭოს მიზანი იყო რუსეთის
შემადგენლობაში საქართველოს ავტონომიის მოპოვება.
10. 1917 წლის ოქტომბერში რუსეთში მოხდა ბოლშევიკური რევოლუცია.

1
11. რევოლუციის შემდეგ თბილისში მუშაობა დაიწყო სამხარეო ხელისუფლების
ახალმა ორგანომ ამიერკავკასიის კომისარიატმა. ამიერკავკასიის კომისარიატის
შემადგენლობაში შევიდნენ: ევგენი გეგეჭკორი (თავმჯდომარე), აკაკი
ჩხენკელი და სხვები. ამიერკავკასია ამ ორგანოს შექმნით გაემიჯნა საბჭოთა
რუსეთს.
12. 1917 წლის 19 ნოემბერს თბილისში გაიხსნა ინტერპარტიული საბჭოს მიერ
პირველი ეროვნული ყრილობა, გახსნა აკაკი ჩხენკელმა. პირველმა ეროვნულმა
ყრილობამ აირჩია „საქართველოს ეროვნული საბჭო“, თავმჯდომარედ აირჩიეს
ნოე ჟორდანია.
13. საბჭოთა რუსეთი ვერ ეგუებოდა საქართველოს დაკარგვას და 1918 წ. იანვრის
დამდეგს სცადა საქართველოს და მთელი ამიერკავკასიის ოკუპაცია. რუსეთის
არმია,რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, ვითომდა სამშობლოში
დაბრუნების საბაბით თბილისისაკენ დაიძრა. საქართველოს ერონულმა
საბჭომ მანევრი ამოიცნო და ქართული სახალხო გვარდიის ნაწილებმა სადგურ
შამქორთან მარცხი აგემეს რუსეთის არმიას. საქართველოს ოკუპაციის
მცდელობა ჩაიშალა. ბაქოსკენ გაუშვეს რუსეთის არმია.
14. რუსეთში ბოლშევიკებმა განდევნეს დამფუძნებელი კრება, დანიშნეს ახალი
არჩევნები და ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვიდნენ. საბჭოთა
ტოტალიტარული რეჟიმი დაუპირისპირდა დემოკრატიულ ხაზს.
15. 1918 წ. 10 თებერვალს ამიერკავკასიის კომისარიატმა მოიწვია ამიერკავკასიის
სეიმი. თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე. ამიერკავკასიის კომისარიატმა სეიმის
მოწვევით ხაზი გაუსვა ამიერკავკასიის გამოყოფას საბჭოთა რუსეთისგან.
16. 1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთმა ბრესტ-ლიტოვსკში სეპარატისტული
ზავი დადო გერმანიასთან და გამოვიდა პირველი მსოფლიო ომიდან.
17. ბრესტის ზავით გერმანიის მოკავშირე თურქეთმა რუსეთისგან მიიღო
ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები, რომელიც არ შეუთანხმებიათ
ამიერკავკასიის კომისარიატისთვის.
18. თურქეთმა ბრესტის ზავის შემდეგ დაუყოვნებლივ მოითხოვა ბათუმის,
ყარსისა და არტაანის ოლქების გადაცემა, მაგრამ ამიერკავკასიის სეიმმა
თურქეთის მოთხოვნა უარყო.
19. თურქეთთან ქართველებმა დიპლომატიური გზით სცადეს კონფლიქტის
მოგვარება. 1918 წლის მარტში ქ. ტრაპიზონში დაიწყო ამიერკავკასია-
თურქეთის მოლაპარაკება, რომელსაც აკაკი ჩხენკელი თავმჯდომარეობდა.ამ
კონფერენციას შედეგი არ მოჰყოლია.
20. თურქეთი დაუყოვნებლივ მოითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობების
შესრულებას და 1918წლის აპრილში თურქეთის ჯარმა დაიკავა ბათუმი,

2
ოზურგეთი, მთელი მესხეთი,მოვიდნენ თითქმის ბორჯომამდე. თურქეთის
შეჩერება ჩვენმა ჯარმა მხოლოდ მდინარე ჩოლოქზე შეძლო.
21. მეორე კონფერენცია თურქეთთან მოსალაპარაკებლად გაიმართა 1918წლის
11მაისს ბათუმში აკაკიჩხენკელის მეთაურობით. ამ კონფერენციაზე
შუამავალი იყო გერმანიის დელეგაცია ოტო ფონ ლოსოვის მეთაურობით. ამ
კონფერენციაზე გაირკვა, რომ ქართველები, აზერბაიჯანელები და სომხები
სხვადასხვა პოლიტიკურ ორიენტაციას აღიარებდნენ. ქართველები -
გერმანოფილურს, აზერბაიჯანელები - თურქოფილურს, ხოლო სომხები
ანგლოფილურს. გერმანელმაფონ ლოსოვმა აკაკი ჩხენკელს აცნობა, რომ ასეთ
ვითარებაში საქართველოს ვერ დაიცავდა. თუ საქართველოს სურდა
გერმანიის მფარველობა, ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფო უნდა
დაშლილიყო.
22. 1918 წლის 16 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა
კომიტეტმა მიიღო დადგენილება დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის
მზადების შესახებ.
23. ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა გაიმართა 1918 წლის 26 მაისს.
სეიმმა დაშლილად გამოაცხადა ამიერკავკასიის დემოკრატიული
ფედერაციული რესპუბლიკა. სეიმის თავმჯდომარე იყო კარლო ჩხეიძე.
24. 1918 წლის 26 მაისს კვირას, ნაშუადღევის 4 საათსა და 50 წუთზე კავკასიის
მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში გოლოვინის გამზირზე ეროვნული
საბჭოს სხდომას ესწრებოდა 42 წევრი და 36 კანდიდატი.ნოე ჟორდანიამ
წაიკითხა დამოუკიდებლობის აქტი. დამოუკიდებლობის აქტით
საქართველოს პოლიტიკურ სისტემად აღიარებული იქნა დემოკრატიული
რესპუბლიკა. საერთაშორისო ომიანობაში საქართველომ მუდმივი
ნეიტრალიტეტი გამოაცხადა.
25. ეროვნულ საბჭოს 1918 წლის ოქტომბერში ეწოდა საქართველოს პარლამენტი.
26. 1919 წელს ჩატარდა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დამფუძნებელი
კრების არჩევნები. არჩევნებში გაიმარჯვეს სოციალ-დემოკრატებმა 109 ხმით.
8-8 მანდატი მიიღო ეროვნულ-დემოკრატებმადა სოციალ-ფედერალისტებმა.
27. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშის და გერბის ავტორები
არიან იაკობ ნიკოლაძე და იოსებ შარლემანი ივანე ჯავახიშვილის
კონსულტაციით.
28. საქართველოს სახელმწიფო დროშად დამტკიცდა სამფეროვანი (შინდისფერი,
შავი, თეთრი) დროშა. სახელმწიფო გერბად თეთრი გიორგი შვიდი მნათობით.
29. სახელმწიფო ჰიმნის სტატუსი შეიძინა კოტე ფოცხვერაშვილის „დიდებამ“.
30. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა 1921 წლის 21 თებერვალს
საქართველოს კონსტიტუცია. კონსტიტუციამ ქართული ენა გამოაცხადა

3
სახელმწიფო ენად. სასამართლოს წარმოადგენდა სენატი. კონსტიტუცია
შედგება 17 თავისა და 149 მუხლისგან.
31. 1921 წლის კონსტიტუციით საქართველოს განუყოფელ ნაწილებს: აფხაზეთს,
აჭარასა და საინგილოს მიენიჭათ ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური
მმართველობა.
32. 1919 წელს საქართველოში ჩატარდა ადგილობრივი ხელისუფლების
არჩევნები.
33. 1919 წელს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ საკუთარი დროებითი
ფულადი ნიშნის - „ბონის“ გამოშვება დაიწყო.
34. 1918 წლის 8 თებერვალს გაიხსნა თბილისის უნივერსიტეტი. ამავე წლის 3
სექტემბერს გამოცხადდა სახელმწიფო უნივერსიტეტად.
35. 1920 წელს გაიხსნა საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეა და
საქართველოს ცენტრალური სამეცნიერო არქივი.
36. 1920 წლის 7 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოს დემოკრატიულ
რესპუბლიკასა და საბჭოთა რუსეთს შორის. რუსეთმა ცნო საქართველოს
დამოუკიდებლობა, მაგრამ ჩადო ხელშეკრულებაში საიდუმლო მუხლები,
რომლებიც კომუნისტების (ბოლშევიკების) ლეგალიზაციას ითვალისწინებდა
საქართველოში. საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა
ალიოშა(გრიგოლ) უროტაძემ.
37. რუსეთის მიერ საქართველოს დე-ფაქტო აღიარების შემდეგ საქართველოს
სახელმწიფოებრიობა ცნეს: თურქეთმა, არგენტინამ, იტალიამ, საფრანგეთმა,
დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ, ბელგიამ, რუსეთმა, გერმანიამ, ავსტრიამ,
ჩეხოსლოვაკიამ, პოლონეთმა.
38. 1921წ. საბჭოთა რუსეთის მიერ თავსმოხვეულ ომს მოჰყვა ქვეყნის დაპყრობა.
საბჭოთა რუსეთმა საქართველოში უმაღლესი ორგანო საქართველოს
რევოლუციური კომიტეტი შექმნა. რევ. კომ.-ის თავმჯდომარედ დანიშნეს
ფილიპე მახარაძე.
39. რეალურ ძალაუფლებას საქართველოში ფლობდა რუსეთის კომუნისტური
პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო სერგი
ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით.
40. 1921 წელს საქართველოს რევკომმა მიიღო დეკრეტი საქართველოს
დამფუძნებელი კრების დათხოვნის შესახებ. აგრეთვე დაშლილად გამოაცხადა
რესპუბლიკის არმია და სახალხო გვარდია.
41. 1920წლის იანვარში მოსკოვში საბოლოოდ დადასტურდა საქართველოსთან
ომის გეგმა. მე-11 წითელმა არმიამ 1920 წლის აპრილის დამდეგს
აზერბაიჯანის რესპუბლიკა დაიპყრო და იქ საბჭოთა ხელისუფლება
გამოაცხადა. 1920 წლის ნოემბერში მე-11 წითელმა არმიამ სომხეთის

4
რესპუბლიკის ანექსია მოახდინა. საქართველოს მდგომარეობა კიდევ უფრო
საგანგაშო გახდა.
42. საქართველოსთან ომის გეგმა ითვალისწინებდა, ვითომ აჯანყებული
მშრომელების დასახმარებლად, აჯანყების ინსცენირება უნდა მომხდარიყო
რუსი კოლონისტებით დასახლებულ სოფლებში.
43. 1921 წლის 12 თებერვალს დაიწყო საომარი ოპერაციები საქართველოსა და
რუსეთს შორის. ომის პირველ დღეს ლორესრაიონში მე-11 წითელმა არმიამ
დაამარცხა ქართული ჯარის ნაწილები.
44. რუსული სამხედრო ნაწილები: მე-11 წითელი არმია 15 თებერვალს სომხეთის
მხრიდან შემოვიდა საქართველოში. სხვა ნაწილები შემოვიდნენ
აზერბაიჯანიდან, (სოჭის მხრიდან 8 არმია - აფხაზეთში, ჩრდილო
კავკასიიდან - მამისონის უღელტეხილის გავლით).
45. 1921 წლის თებერვალში თბილისის მისადგომებთან კოჯორ-ტაბახმელასთან
ქართველებმა მოიგერიეს მტერი და კონტრშეტევაზეც გადავიდნენ.
46. საქართველო მარტო დარჩა რუსეთის წინააღმდეგ და სხვა ქვეყნები არავინ
ექომაგებოდა.
47. 1921 წლის 24 თებერვლის საღამოს ამის გამო საქართველოს შეიარაღებული
ძალების მთავარსარდალმა გენერალმა გიორგი კვინიტაძემ მიიღო
გადაწყვეტილება მცხეთის მიმართულებით უკან დახევისა. 25 თებერვალს მე-
11 წითელი არმიის ნაწილები შევიდნენ. საქართველოს მთავრობა ბათუმში
გადავიდა. საბჭოთა რუსეთის წინაშე კაპიტულაციას არ დასთანხმდნენ.
48. 1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ
დამფუძნებელი კრების დადგენილებით ბათუმი დატოვა და ემიგრაციაში
გაემგზავრა.
49. თურქებმა ეს ვითარება გამოიყენეს თავის სასარგებლოდ და ბათუმის დაკავება
მოინდომეს. ქართული ჯარის და სახალხო გვარდიის ნაწილებმა გენერალ
გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით უკუაგდეს თურქები. ასე დასრულდა
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა და გასაბჭოება.
50. 1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს
კონსტიტუციის დამტკიცებასთან ერთად დაამტკიცა აქტი „ აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის შექმნის შესახებ“. აფხაზეთის სახალხო საბჭო
შეიქმნა 1919წლის 20 მარტს.
51. სსრკ. შეიქმნა 1922წლის 30დეკემბერს. მასში თავიდან შევიდა 4 რესპუბლიკა:
რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ-სოციალისტური რესპუბლიკა, უკრაინის
სსრ, ბელორუსიის სსრ და ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული
რესპუბლიკა.

5
52. საბჭოთა რესპუბლიკების წარმოქმნამ მსოფლიო ორ ნაწილად: კაპიტალისტურ
და სოციალისტურ ბანაკად გაყო.

53. საბჭოთა კავშირი ემყარებოდა მხოლოდ ძალადობას. სამოქალაქო ომი


მიმდინარეობდა 1918-21 წლებში. ამ დროს წარმოიქმნა ეკონომიკური კრიზისი,
რამაც ლენინი აიძულა მცირე დოზით დაეშვა კერძო საკუთრება. ამ
პოლიტიკას ეწოდა „ნეპი“ 1921წ. (ნოვაია ეკონომიჩესკაია პოლიტიკა). იგი
გაგრძელდა 1927 წლამდე, როდესაც საბოლოოდ დასრულდა ბრძოლა
ხელისულებისათვის. ამ ბრძოლაში იოსებ სტალინმა დაამარცხა
მოწინააღმდეგენი ლევ ტროცკის მეთაურობით და ქვეყნის ერთპიროვნულ
ბელადად იქცა.
54. სტალინმა შემოიღო ხუთწლედები ანუ ხუთწლიანი გეგმები.
ინდუსტრიალიზაციის პროცესი სტალინმა დაიწყო 1928წლიდან. ამ პერიოდში
საქართველოში შეიქმნა ახალი სამრეწველო ობიექტები. ზესტაფონში ამუშავდა
ფეროს ქარხანა, ჭიათურასა და ტყიბულში მანგანუმისა და ქვანახშირის
მოპოვება.
55. 1927 წლიდან სტალინმა დაიწყო კოლექტივიზაციის პროცესი, რის შედეგადაც
ჩამოყალიბდა 250 ათასი კოლმეურნეობა. ვინც კოლექტივიზაციის პროცესს
შეეწინააღმდეგებოდა, მას აცხადებდნენ „კულაკად“, ხვრეტდნენ ან
ასახლებდნენ. „გაკულაკების“ პროცესში 15 მილიონი ადამიანი დაიღუპა.
70წლიანი გათავისუფლების შემდეგ საბჭოთა რუსეთმა გლეხობა ისევ ყმებად
აქცია. თუ რამე ჰქონდა საკუთრებაში: მიწა, საქონელი, ყველაფერი
კოლექტივში შეიტანეს.
56. კოლექტივიზაციამ საქართველოში სოფლის მოსახლეობის ეკონომიკური
მდგომარეობა გააუარესა. კოლმეურნეობებს მოწეული მოსავლის მხოლოდ
ნახევარი რჩებოდათ. ხელისუფლება სადამსჯელო ზომებს იღებდა, რაც გლეხს
ნაწარმების განვითარების ინტერესს უკარგავდა და აფერხებდა ეკონომიკურ
წინსვლას სოფლად.
57. საქართველოში გასაბჭოებისთანავე დაიწყო ეროვნული მოძრაობა. 1921 წლის
ზაფხულში აჯანყდა სვანეთი. აჯანყებამ იფეთქა რაჭა-ლეჩხუმშიც. ეს აჯანყება
6 თვის შემდეგ სისხლში ჩაახშეს საოკუპაციო ჯარებმა.
58. 1921 წ. საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ სპეციალური
მემორანდუმი გაუგზავნა გენუას საერთაშორისო კონფერენციას. გენუის
კონფერენცია ეკონომიკურდა ფინანსურ საკითხებზე მიმდინარეობდა 1922
წლის 10 აპრილიდან 19 მაისამდე. მონაწილეობდა 25 სახელმწიფო.
კონფერენციის მიზანი იყო რუსეთის იმპერიის საგარეო ვალები

6
დაეკისრებინათ საბჭოთა რუსეთისთვის ამ ქვეყნის დე-იურუდ ცნობის
სანაცვლოდ. გენუის კონფერენცია უშედეგოდ დასრულდა.

59. 1922 წელს ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა შექმნეს დამოუკიდებლობის


კომიტეტი „დამკომი“. მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის
აღდგენა. აჯანყების მომზადების მიზნით ჩამოყალიბდა „სამხედრო ცენტრი“,
რომლის აქტიური მოღვაწეები იყვნენ გოგიტა ფაღავა, ვარდენ წულუკიძე,
როსტომ მუსხელიშვილი, კოტე აფხაზი.
60. საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის თავმჯდომარეები იყვნენ
თავიდან გოგიტა ფაღავა, შემდგომში ნიკოლოზ ქარცივაძე, ხოლო ბოლოს
კონსტანტინე ანდრონიკაშვილი.
61. 1923 წელს სამხედრო ცენტრს სათავეში ედგა კოტე აფხაზი. სამხედრო ცენტრი
ჩავარდა. რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ გაასამართლა და დახვრიტა
კოტე აფხაზი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე და სხვები.
დამსჯელმა რაზმებმა დააპატიმრეს დამკომის თავმჯომარე ნიკოლოზ ქარცივაძე.
ააოხრეს გურია, კახეთი, სვანეთი და საერთოდ მთელი საქართველო. 1922 წლის
აჯანყების მოსამზადებლად პარტიზანული რაზმი ჩამოაყალიბა კახეთსა
დახევსურეთში ქაქუცა ჩოლოყაშვილმა. ქართლში კი მიხეილ ლაშქარაშვილმა.
62. 1922 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმმა ჟინვალთან დაამარცხა რუსეთის
ჯარის ერთ-ერთი რაზმი. ხელისუფლებამ არაგვის ხეობაში დიდი სამხედრო
ძალა გაგზავნა. ქაქუცამ უკან დაიხია და ხევსურეთში გამაგრდა. ამ აჯანყებაში
1921წ. საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ მონაწილეობას იღებდა მუშათა
კლასიც, რომელმაც მემორანდუმი გადასცა რევკომს.
63. ამ პერიოდში ეროვნული მოძრაობის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენას
წარმოადგენდა საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ამბროსი ხელაიას
მემორანდუმი გუნუის საერთაშორისო კონფერენციისადმი. 1922წ. იტალიის ქ.
გენუაში გაიხსნა კონფერენცია, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა საერთაშორისო
ურთიერთობებში წარმოქმნილი მნიშვნელოვანი პრობლემები.
64. კათალიკოს პატრიარქი გენუის კონფერენციისგან მოითხოვდა რუსეთის
საოკუპაციო ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას საქართველოდან და ქართველი
ერისთვის თავისუფლების მინიჭებას. საოკუპაციოხელისუფლებამ
საქართველოს კათალიკოს პატრიარქი დააპატიმრა. სასამართლო პროცესზე
ამბროსი ხელაიამ შემდეგი სიტყვებით მიმართა მოსამართლეებს: „სული ჩემი
ღმერთს ეკუთვნის, გული - ჩემს სამშობლოს, მძორი ჯალათებო - თქვენ რაც
გინდათ ის უყავით მას.“

7
65. ქაქუცა ჩოლოყაშვილის უკან დახევის შემდეგ და სამხედრო ცენტრის
გენერლების დახვრეტის შემდეგ 1923 წლის აპრილში გადაწყდა ახალი
მასშტაბური აჯანყების მომზადების გეგმის შემუშავება.

66. საქართველოში დაბრუნება მოახერხა ემიგრაციაში წასული საქართველოს


მთავრობის წევრმა ნოე ხომერიკმა. მაგრამ ნოემბერში საბჭოთა მთავრობამ ნოე
ხომერიკიც დააპატიმრა. მისი საქმიანობა განაგრძო გოგიტა ფაღავამ.
საქართველოს ტერიტორიაზე იქმნებოდა საიდუმლო სამხედრო
დაჯგუფებები. გოგიტაც მალე დააპატიმრეს. აჯანყების დაწყება მაინც
გადაწყდა 1924 წლის 17 აგვისტოს,რომლის მთავარსარდლად დაინიშნა
სპირიდონ ჭავჭავაძე.
67. 7 აგვისტოს დაიჭირეს ქართული გვარდიის გენერალი ვალიკო ჯუღელი.
თბილისში საგანგებო წესები გამოცხადდა. გადარჩენილებმა დაინიშნეს
აჯანყების ახალი თარიღი 29 აგვისტო ღამის 2 საათი. მთელი საქართველოს
ყველა რეგიონში ერთდროულად უნდა დაწყებულიყო გამოსვლები. მაგრამ
აჯანყებულთა შორის კავშირი გართულდა და დათქმულ დროზე ერთი დღით
ადრე 28 აგვისტოს დაიწყო ღამის 2 საათზე გამოსვლები ჭიათურაში. სერგო
ორჯონიკიძემ ჯავშნოსანი მატარებლით და თვითმფრინავით სწრაფად
ჩაიყვანა ჭიათურაში დამსჯელი რაზმები. 29 აგვისტოს აჯანყება დაიწყო მთელ
საქართველოში, მაგრამ ის განწირული აღმოჩნდა. ჩეკას რაზმებმა მოახერხეს
ლოკალურად ჩახშობა გამოსვლებისა აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოში,
სვანეთში, კახეთში.
68. 1924 წლის 4 სექტემბერს დააპატიმრეს საქართველოს დამოუკიდებლობის
კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე ანდრონიკაშვილი და მდივანი იასონ
ჯავახიშვილი. აჯანყების მონაწილეებს ყოველგვარი გამოძიების და
გასამართლების გარეშე ხვრეტდნენ. აჯანყებულთა ლიდერები და მათი
ოჯახის წევრები გადაასახლეს გულაგებში. მასობრივი დახვრეტა მოხდა
ძირულის სადგურზე. მატარებლის ვაგონებში ჩაცხრილეს ხალხი. მარტო
სამეგრელოში სიკვდილით დასაჯეს 450-ზე მეტი კაცი. სულ 4 ათასი კაცი
დახვრიტეს.
69. პოლიტიკური რეპრესიები რუსეთში დაიწყო 1917 წლიდან ხოლო
საქართველოში 1921 წლიდან. განსაკუთრებით ფართო მასშტაბს
მიაღწია 1936-1937 წლებში.
70. გულაგი იყო საბჭოთა სადამსჯელო, გამოსასწორებელი ბანაკი, სადაც
სასჯელის მოხდასთან ერთად იძულებით ასრულებდნენ ფიზიკურ სამუშაოს
გაუსაძლის პირობებში. საბჭოთა კავშირში 200-მდე გულაგი არსებობდა.

8
71. ჩეკა - საგანგებო კომისია. პირველი საბჭოთა უშიშროების სამსახური დაარსდა
1917 წლის 20 დეკემბერს ლენინის განკარგულებით მის პირველ
ხელმძღვანელად დაინიშნა ფელიქს ძერჟინსკი.

72. სტალინი (იოსებ ჯუღაშვილი) დაიბადა 1879 წლის 22 დეკემბერს.


გარდაიცვალა 1953 წლის 5 მარტს. დაამთავრა თბილისის სასულიერო
სემინარია. რევოლუციური საქმიანობისთვის 1917 წლის პირველ ბოლშევიკურ
მთავრობაში ეკავა ეროვნებათა საქმეების კომისრის პოსტი.
73. 1924 წლიდან 1953 წლამდე იყო სსრკ მინისტრთა თავმჯდომარე. 1929 წელს
გახდა საბჭოთა ბელადი. 1935-1938 წლების რეპრესიების პოლიტიკის შედეგად
მოიპოვა აბსოლუტური ძალაუფლება.
74. სტალინმა გაანადგურა ბურჟუაზია და მიწისმფლობელთა ფენა, შექმნა
მძლავრი იდეოლოგიური მანქანა, აიკრძალა რელიგია, ღვთის მსახურთა ფენა
გაანადგურა. ანგრევდნენ ეკლესიებს, თავლებად აქცევდნენ... კომუნიზმის
იდეოლოგთა მტკიცებით, რევოლუციას ყოველთვის ახლავს მსხვერპლი.
ტაფამწვარს ისე ვერ მოამზადებ, თუ კვერცხს არ გატეხ.ფართომასშტაბიან
რეპრესიებს ვერ გადაურჩა ინტელიგენცია.
75. „სამშობლოს მტრების“ სახელით ტერორს ახორციელებდა ჩეკა, რომელიც
აიძულებდა დაპატიმრებულებს, ეღიარებინათ დანაშაული სამშობლოს
ღალატში და უსჯიდნენ დახვრეტას ან გულაგში გადასახლებას. მდინარე
პეჩორაზე 25 წლის მანძილზე არსებობდა მეშახტეთა ქალაქი ვორკუტა,
რომელსაც საბჭოთა რუკაზე ვერ იპოვნიდით, რადგან ეს იყო ქალაქი გულაგი.
76. პოლიტიკური ტერორი ანუ „წმენდა“ აქტიურად დაიწყო 1934 წელს, როდესაც
მოკლეს ლენინგრადის პარტიული ლიდერი სერგეი კიროვი. მისი
მკვლელების აღმოჩენის საბაბით მთელს ქვეყანაში დაიწყო „ხალხის მტრების“
ძიება. აპატიმრებდნენ ხალხს და თითოეული პატიმრისგან მოითხოვდნენ
10-20 „თანამზრახველის“ დასახელებას. მსხვერპლთა რაოდენობამ მილიონებს
მიაღწია.
77. 1934 წელს XVII საბჭოთა ყრილობაზე, რომელიც დასახელდა კომუნისტური
პარტიის გამარჯვებულ „ყრილობად“ მქუხარე ტაშით ესალმებოდნენ
სტალინის გამმარჯვებას ოპოზიციაზე.
78. „დიდი წმენდა“ ანუ სტალინური რეპრესიების აქტიური ორგანიზატორები
(გ.იაგოდა, ნ.იეჟოვი, ნ.კრილენკო, პ. პოსტიშევი, ვვ. აბაკუმოვი)  თავად
გახდნენ მათი მსხვერპლნი. 1936-38 წლებში სამი საჩვენებელი პროცესი
ზინოვიევის, ბუხარინის, პიატაკოვის. ხოლო ტროცკი 1940 წელს მექსიკაში
მოკლეს.

9
79. ლავრენტი ბერია ედგა სათავეში რეპრესიებს საქართველოში. 1932 წლიდან ის
იყო საქართველოს ცეკას პირველი მდივანი. 30-იან წლებში პოლიტიკურ
რეპრესიებს საქართველოში შეეწირნენ ქართველი ბოლშევიკები, რომლებიც
მონათლეს „ნაციონალ უკლონისტებად“ - მამია ოსახელაშვილი, ლავრენტი
ქართველიშვილი, ბუდუ მდივანი, შალვა ელიავა და სხვები. რეპრესიებს
გადარჩენილი ძველი ბოლშევიკები: ფილიპე მახარაძე, მიხა ცხაკაია და სხვენი
აღარავითარ როლს აღარ თამაშობდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ინტელიგენცია: ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი,
სანდრო ახმეტელი, ვახტანგ კოტეტიშვილი, ევგენი მიქელაძე და სხვები.
80. 1936 წელს საბჭოთა კავშირში მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომელმაც გააუქმა
ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა და საქართველო სსრკ-ში შევიდა
ცალკე რესპუბლიკის სახით. 1937 წელს მიღებულ იქნა საქართველოს
კონსტიტუცია.
81. ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ბოლდუინმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის
კურსად აირჩია ე.წ „დაშოშმინების პოლიტიკა“, რომელიც ჩემბერლენმა
განაგრძო. ეს პოლიტიკა გულისხმობდა მოლაპარაკებების გამართვას
ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან და გარკვეულ დათმობებს ახალი ომის
თავიდან აცილების მიზნით.
82. ინგლისში 1929 წელს ქვეყანას სათავეში ჩაუდგა ლეიბორისტული მთავრობა
პრემიერ-მინისტრ რამსი მაკდონალდის მეთაურობით. მან ვერ შეძლო დიდი
დეპრესიით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავება.
ის 1925 წელს გადადგა.მისი სახელი ასოცირდება კრახთან და
წარუმატებლობასთან.
83. 1932 წელს ბრიტანეთში დაარსდა ფაშისტური კავშირი ოსვალდ მოსლის
მეთაურობით, მაგრამ ფაშიზმმა ვერ მოიკიდა ფეხი დიდი კულტურის მქონე
ქვეყანაში, სადაც ჩაისახა და განვითარდა პარლამენტარიზმი, რადიკალიზმის
გაღვივება არც ისე იოლი აღმოჩნდა.
84. 1935 წელს ბრიტანელმა ამომრჩეველმა კონსერვატიულ პარტიას მიანიჭა
უპირატესობა. სტენლი ბოლდუინი 1935-1937, ნევილ ჩემბერლენი 1937-40 და
უინსტონ ჩერჩილი 1940-1945 წწ.
85. ბრიტანეთის მოკავშირეობა ჰიტლერის ოცნება იყო. იგი ამბობდა: „ჩვენ ბევრი
რამ უნდა ვისწავლოთ ინგლისისგან. პატარა ქვეყანა 400 მილიონიან ინდოეთს
მართავს. რუსეთი გერმანიისთვის ინდოეთი უნდა გახდესო“...

10
დიდი დეპრესია
1. დიდი დეპრესია იყო გლობალურ-ეკონომიკური ვარდნა, რომელიც
გრძელდებოდა 1939 წლამდე. მან გამოიწვია უამრავი ბანკის გაკოტრება,
რეკორდული უმუშევრობა, ეროვნული პროდუქტის, ინდუსტრიული
წარმოების, ბირჟებზე აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა და
ეკონომიკური ზრდის ყველა პარამეტრის ვარდნა.
2. ამერიკის სამომხმარებლო პროდუქციის წარმოება ომის შემდეგ ძალიან
გაიზარდა, მაგრამ შეუსაბამობა იყო ქვეყნის საწარმოო უნარსა და
მოსახლეობის მსყიდველობით შესაძლებლობებს შორის. აშშ-ს
საქონელი ევროპაში ძნელად საღდებოდა, რადგან I მსოფლიო ომის
შემდეგ ევროპულმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს ეკონომიკის აღორძინება.
ისინი ამერიკულ სურსათში და საქონელში ამერიკული ბანკებიდან
ნასესხებ ფულს იხდიდნენ.
3. ამის გამო შემცირდა ნაღდი ფულის რაოდენობა. იმავდროულად
მოიმატა აქციების ფასმა, რამაც გამოიწვია მოსახლეობის ჩაბმა
გაშმაგებულ საბირჟო თამაშში. მოსახლეობა ყიდდა უძრავ ქონებას,
ბანკებიდან გამოჰქონდა კრედიტები, რათა შეეძინა აქციები და უფრო მაღალ
ფასად გაეყიდა.
4. 1929 წლის შემოდგომაზე აქციების ფასმა კლება დაიწყო, რადგან ამერიკელ
მეწარმეებს შეუმცირდათ მოგება და დაუგროვდათ დიდი რაოდენობით
გაუყიდავი საქონელი. მოსახლეობის ნაწილმა დაიწყო აქციების გაყიდვა,
ნაწილი არ ჩქარობდა, სიტუაციის გამოსწორებას ელოდა.
5. 1929 წლის 24 ოქტომბერს ხუთშაბათს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე 13 მლნ.
აქცია გაიყიდა. 19 ოქტომბერს, სამშაბათს კი - 16,5 მლნ. ეს დღეები ისტორიაში
შევიდა „შავი ხუთშაბათის“ და „საშინელი სამშაბათის“ სახელით. შედეგად
დაიხურა ფაბრიკა-ქარხნები, გაკოტრდნენ ბანკები. ათასობით ადამიანს ვალი
დაედო. გახშირდა თვითმკვლელობები. ოქტომბრის მოვლენები ისტორიაში
შევიდა „უოლ სტრიტის კრახი“-ს სახელით.
6. აშშ-ს პრეზიდენტი ჰერბერტ ჰუვერი უშედეგოდ ებრძოდა დეპრესიას. მისი
ოპონენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი კი ხალხს ჰპირდებოდა
ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას. 1932 წლის საპრეზიდენტო
არჩევნებში რუზველტმა გაიმარჯვა.
7. რუზველტი თვლიდა, რომ უმუშევრებისთვის არა უფრო ულუფა, არამედ
სამუშაო უნდა მიეცა. რუზველტმა „ახალი კურსის“ გასატარებლად მრავალი

11
კანონ-პროექტი მიაწოდა და დააფუძნა სამთავრობო ორგანიზაციები ე.წ
„სააგენტოები“ მთელ ქვეყანაში 18-25 წლის მამაკაცები შრომის ბანაკებში
მუშაობდნენ თვეში 30 დოლარად. მათ სამუშაოს შეადგენდა ხეების დარგვა,
ნიადაგის ეროზიასთან ბრძოლა, მდინარეების გასუფთავება, ნაკრძალების
შექმნა.
8. საბოლოოდ, აშშ-ს დიდი დეპრესია დაასრულა არა რუზველტის „ახალმა
კურსმა“, არამედ ადოლფ ჰიტლერმა.

86. 1935 წელს გერმანიამ ბრიტანეთთან საზღვაო ხელშეკრულება გააფორმა.


ბრიტანულ-გერმანული ფლირტი შედგა.
87. ბრიტანეთისგან განსხვავებით, საფრანგეთმა დაიწყო ზრუნვა
უსაფრთხოებაზე. გერმანიასთან დაძაბული ურთიერთობის პირობებში 1929-
32წლებში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრე მაჟინომ გაამაგრა
ქვეყნის აღმოსავლეთი საზღვარი და შექმნა სანგრებით და
მავთულხლართებით გამაგრებული მაჟინოს ხაზი. თუმცა იგი ვერ დაეხმარა
საფრანგეთს, რადგან გერმანელები საფრანგეთს ბელგიიდან დაესხნენ.
88. საფრანგეთს II მსოფლიო ომის წინ ბევრი პრობლემა ჰქონდა. გაურთულდა
ურთიერთობა კოლონიებთან. ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია
უმუშევრობა და სოციალური პრობლემები.მოსახლეობაში თავის
დამკვიდრებას ცდილობდა კომუნისტური პაარტია და ფაშისტური
გაერთიანება „აქსიონ ფრანსეზი“.
89. რაც შეეხება გერმანიას, მძიმედ მიდიოდა მორჯულების პროცესი. 1922 წელს
გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის ქალაქ რაპალოში დაიდო
თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც შემდეგში მიმართული
იქნებოდა დასავლეთ ევროპის წინააღმდეგ.
90. 1923 წელს ჰიტლერმა გენერალ ლუდენდორკთან ერთად სცადა სახელმწიფო
გადატრიალება ე.წ „ლუდის პუტჩი“ მიუნხენში. დაიჭირეს ჰიტლერი,
მიუსაჯეს 5 წელი, გამოვიდა 9 თვეში. იქ დაწერა წიგნი „ჩემი ბრძოლა“.
91. 1924 წელს დაუესის გეგმის მიხედვით ამერიკამ 800 მილიონი მარკის კრედიტი
გასცა გერმანული მრეწველობის ასაღორძინებლად. 1926 წელს გერმანია
მიიღეს ერთა ლიგაში. 1933 წელს ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის
შემდეგ ქვეყანამდატოვა ერთა ლიგა და ამის შემდეგ გერმანია
თანმიმდევრულად არღვევდა ვერსალის ხელშეკრულების პირობებს.
92. 1935 წელს ნაცისტებმა ზაარის მხარეში ჩაატარეს პლებისციტი და იგი
მიუერთეს რაიხს.

12
93. 1936 წელს გერმანელებმა დაიკავეს რაინის დემილიტარიზებული ზონა.
შემოიღეს სავალდებულო სამხედრო სამსახური და ააღორძინეს რაინის
ავიაცია.
94. ავსტრიაში ნაცისტებმა მოაწყვეს ავსტრიის კანცლერის დოლფუსის
მკვლელობა და მოამზადეს ნიადაგი ავსტრიის „ანშლუსი“-თვის(შეერთება).
1938 წელს ჰიტლერი ტრიუმფით შევიდა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში და
გამოაცხადა დიდი გერმანიის შექმნა.
95. ევროპა მიხვდა, რომ ბრიტანეთის „დაშოშმინების პოლიტიკას“ უპირატესობა
კი მიენიჭა, მაგრამ იგი წყალს ასხამდა ჰიტლერის პოლიტიკაზე.
96. ევროპამ თვალი დახუჭა, როდესაც 1935 წელს ფაშისტური იტალია შეიჭრა
ეთიოპიაში. ერთა ლიგამ მხოლოდ ეკონომიკური სანქციები გაატარა იტალიის
მიმართ.
97. 1936 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, ბრიტანეთმა და
საფრანგეთმა მოუწოდეს ევროპის ქვეყნებს არ ჩარეულიყვნენ ომში და არც
იარაღი მიეწოდებინათ. ამ ნაბიჯით ევროპამ თავიდან აიცილა მსოფლიო ომის
დაწყება. თუმცა ესპანეთი გაწირა კომუნისტების და ფაშისტების სათარეშოდ.
98. 1938 წელს ჰიტლერმა ხმაური ატეხა ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქში
ვითომდა გერმანელების შევიწროების გამო. ბრიტანეთის პრემიერი
ჩემბერლენი ორჯერ ჩავიდა გერმანიაში. მას ჰიტლერმა განუცხადა, რომ
სუდეტის ოლქის ჩეხოსლოვაკიისგან გამოყოფა იქნებოდა მისი საბოლოო
მოთხოვნა. 1938 წლის 23 სექტემბერს ჰიტლერმა დაივიწყა მიცემული პირობა
და მოითხოვა 5 დღეში დაეცალათ სუდეტის ოლქი არა გერმანელი
მოსახლეობისგან.
99. ევროპამ ამჯერადაც დაუთმო ჰიტლერს. 1938 წლის 29 სექტემბერს ევროპელ
ლიდერთა ოთხეული (ჰიტლერი, მუსოლინი, ჩემბერლენი და საფრანგეთის
პრემიერი დალადიე) მუსოლინის ინიციატივით მიუნხენში შეიკრიბნენ. ასე
შედგა „მიუნხენის გარიგება“. ჩემბერლენმა წარმოადგინა მემორანდუმი,
რომელიც აკმაყოფილებდა ჰიტლერის მოთხოვნებს.
100. ჩემბერლენს აეროპორტში ხალხი მიეგება როგორც გმირს. მან
დეკლარაციის ფრიალით ამაყად განაცხადა, რომ მშვიდობა ჩამოუტანა
ქვეყანას, რომ ამ დეკლარაციით ჰიტლერის ექაპანსია ევროპაში შეჩერდებოდა.
101. ჰიტლერი კი მიუნხენის პირობებით დაკმაყოფილებას არ აპირებდა. მან
თავისთან დაიბარა ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი ედუარდ ბენეში და
ჩეხოსლოვაკიის უპირობო კაპიტულაცია მოსთხოვა. ბენეშს სხვა გზა არ
ჰქონდა.

13
102. გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიის დაპყრობის შემდეგ ცხადი გახდა, რომ
ჰიტლერის მიზანი არ იყო მხოლოდ გერმანული მიწების გაერთიანება.
„დაშოშმინების პოლიტიკამ“ აზრი დაკარგა.
103. სულ მალე გაირკვა, რომ ევროპის მცდელობა - გერმანია წაექეზებინათ
საბჭოთა კავშირზე თავდასასხმელად, მცდარი აღმოჩნდა. სტალინს თავისი
გეგმები ჰქონდა. მას უნდოდა გამოეწვია ომი ევროპაში, რათა
დასუსტებულიყო ევროპაც და ჰიტლერიც.
104. სტალინმა გადაწყვიტა გერმანიასთან დროებითი დაზავება, რომ დრო
მოეგო და მომზადებულიყო, მობილიზაციისთვის.
105. 1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვში დაიდო გერმანია-სსრკ
დავდაუსხმელობის ე.წ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი. პაქტის თანახმად
ორივე ქვეყანას უნდა შეენარჩუნებინა ნეიტრალიტეტი და არ ჩარეულიყვნენ
ერთმანეთის წინააღმდეგ ომში. პაქტს თან ახლდა საიდუმლო პუნქტები,
რომლის მიხედვით სსრკ-მ და გერმანიამ გაიყვეს გავლენის სფეროები
აღმოსავლეთ ევროპაში.
106. გერმანიას ერგებოდა დასავლეთ პოლონეთი, ხოლო სსრკ-ს ბესარაბია,
ფინეთი, ბალტიის პირეთის ქვეყნები და აღმოსავლეთ პოლონეთი. ამ ფაქტის
შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ მაშინ, როცა 1945 წ. ნაცისტური არქივები
ხელში ჩაუვარდა დასავლეთს.
107. ტერმინი „ფაშიზმი“ წარმოშობილია ლათინური სიტყვისგან „fasces” რაც
წკნელის კონას ნიშნავს.მას ატარებდნენ დიქტატორის დაცვის წევრები
12ლიქტორი.
108. მუსოლინს უყვარდა ანტიკური წარსულის გახსენება და სიმბოლოები.
1921 წელს მუსოლინმა რომში დააფუძნა ფაშისტური პარტია.
109. მუსოლინმა 1922 წლის ოქტომბერში მოაწყო „მარში რომზე“.
„შავხალათიანთა“ რაზმები დედაქალაქისაკენ დაიძრა და ულტიმატუმი
წაუყენეს იტალიის მეფეს. მუსოლინის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის
შესახებ. ვიქტორ ემანუელ III იტალიის მეფე იძულებული გახდა მიეღო
ულტიმატუმი.ასე მოვიდა მუსოლინი ხელისუფლებაში.
110. 1925 წლიდან მუსოლინმა თავი ქვეყნის მეთაურად (დუჩე) გამოაცხადა,
რომლის გადარჩევის უფლება პარლამენტს არ ჰქონდა. მუსოლინმა
ჩამოაყალიბა დიქტატორული მმართველობა. 1934 წლიდან საბოლოოდ
ყალიბდება დუჩეს კულტი. დუჩე ცხადდება „მესიად“ „ერის მხსნელად“
„ყოვლისმცოდნედ“ „წინასწარმეტყველად“. 1936 წელს მის ტიტულატურას
დაემატა „მისი აღმატებულება ბენიტო მუსოლინი, მთავრობის მეთაური,
ფაშიზმის დუჩე და იმპერიის დამაარსებელი.

14
111. 1927 წელს დუჩე მოინათლა და 1929 წელს მან კონკორდატი გააფორმა
ვატიკანთან. „ ლატერანის ხელშეკრულება“, რომლის თანახმად მუსოლინმა
მიიღო კათოლიკური ეკლესიისგან ლეგიტიმაცია. სამაგიეროდ შეიქმნა
ვატიკანი დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული.
112. მუსოლინმა აკრძალა ოოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, გააუქმა
საპარლამენტო არჩევნები, აიკრძალა თავისუფალი პრესა და პროფკავშირული
საქმიანობა. მუსოლინმა დაგმო სოციალიზმიც და კაპიტალიზმიც.
113. მუსოლინმა შექმნა შუა საუკუნეების გილდიების მსგავსი
კორპორატიული დაჯგუფებები. ბიზნესმენების ქონების დიდი ნაწილი
სახელმწიფოს გადაეცა.
114. მუსოლინის ეკონომიკური პროგრამის ნაწილი იყო „ბრძოლა
მარცვლეულისთვის“, „ბრძოლა მიწისთვის“, „ოქრო სამშობლოს“.
115. 1926-1930 წლებში მუსოლინი ოთხჯერ გადაურჩა სიკვდილს. მის
მოკვლას ცდილობდნენ ირლანდიელი ქალი ვიოლეტა გიბსონი, იტალიელი 15
წლის ბიჭუნა ანტეო ზამბონი, იტალიელი ანარქისტი ჯინო ლუტეცი და
ამერიკელი მაიკლ სქირუ.
116. მუსოლინმა შექმნა ახალგაზრდული ორგანიზაციები „მგლის ლეკვები“,
„მაღლა“ 8-11 წლამდე ახალგაზრდები. მიზნად ისახავდა ფაშისტური სტილის
დამკვიდრებას. ერს ფაშისტების მიერ დადგენილი ცხოვრების წესით უნდა
ეცხოვრა. აიკრძალა ხელის ჩამორთმევის ფორმა და თქვენობით მიმართვა.
117. საშინაო საქმეების მოგვარების შემდეგ 1935 წელს მუსოლინმა ჯარი
შეიყვანა ეთიოპიაში. იქ გამოიყენეს ქიმიური იარაღი. ამის გამო ერთა ლიგამ
ეკონომიკური სანქციები დაუწესა იტალიას. 1936 წელს იტალიამ თითქმის
მთელი ეთიოპია დაიპყრო.
118. მეტაფორა „ღერძის სახელმწიფოები“ მუსოლინმა გამოიგონა. მან 1936
წლის 1 ნოემბერს მილანში განაცხადა: „ბერლინი-რომის კავშირი დიაგრამა
კიარა ნამდვილი ღერძია“. სამთა პაქტი ბერლინი-რომი-ტოკიო 1940 წლის 27
სექტემბერს გაფორმდა. 1940-41 წლებში ამ პაქტს შეუერთდნენ ბულგარეთი,
ფინეთი, ესპანეთი, სიამი, ხორვატია, მანჯოუ-გო.
119. ეთიოპიის დაპყრობის შემდეგ იტალია ერთა ლიგიდან გარიცხეს.
იტალიის მეფეს კიდევ ერთი ტიტული - „ეთიოპიის იმპერატორი“ შეემატა.
120. 1939 წელს იტალიამ მოახდინა ალბანეთის ოკუპაცია. 1940წელს შეიჭრა
საბერძნეთში მაგრამ უშედეგოდ დამთავრდა.
121. ნაციონალ-სოციალისტური პარტია „ნაციზმი“ შეიქმნა გერმანიაში.
1921 წელს ბავარიაში ჩამოაყალიბა ჰიტლერმა.

15
122. ჰიტლერის ნამდვილი გვარი შიკლერუბერი. დაიბადა ავსტრიის ქალაქ
ბრაუნაუში. I მსოფლიო ომში ეფრეიტორის ჩინით მსახურობდა გერმანიის
ჯარში.
123. ჰიტლერმა 1923 წლის ნოემბერში გენერალ ლუდენდროფთან ერთად
სცადა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა ე.წ „ლუდის პუტჩი“. ჰიტლერი
დააპატიმრეს, თუმცა მას ბავარიაში ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა და 9 თვეში
ციხიდან გამოვიდა.
124. დიდმა დეპრესიამ ჰიტლერის პარტიას მხარდამჭერები შეჰმატა. 1930
წლის არჩევნებში პარტიამ ხმათა 25,8%, ხოლო 1932 წლის არჩევნებში - 37%
მოიპოვა.
125. 1932 წ. არჩევნებით ნაცისტურმა პარტიამ ვერ მოახერხა საპარლამენტო
უმრავლესობის მოპოვება. თუმცა რაიხსტაგში თავი დაიმკვიდრა როგორც
მრავალრიცხოვანმა დამოუკიდებელმა ძალამ.
126. ნაცისტების გაძლიერებაზე მეტად მთავრობის კომუნისტების
ეშინოდათ. მათ თითქმის იმდენივე ხმა ჰქონდათ რაიხსტაგში, როგროც
ნაცისტებს. მთავრობას მცირე შანსი ჰქონდა თავი დაეცვათ წითელი
საფრთხისგან.
127. ასეთ ვითარებაში ჰიტლერი შეხვდა პრეზიდენტ ჰინდენბურგს და
კანცლერობა სთხოვა. ჰინდენბურგმა თავი შეიკავა. მან კარგად იცოდა, რომ
ჰიტლერი ერთპარტიული, არატოლერანტული პოლიტიკის მომხრე იყო.
128. ჰინდენბურგს ყოფილმა კანცლერმა ფონ პაპენმა რჩევა მისცა, რომ
ეთანამშრომლათ კომუნისტების მოძულე ნაცისტებთან და გამოეყენებინათ
ისინი კომუნისტების წინააღმდეგ.
129. 1933 წ. იანვარში ჰიტლერი კანცლერად დაინიშნა, პაპენი ვიცე-
კანცლერი გახდა.
130. ერთ თვეში რაიხსტაგის შენობა ხანძარმა გაანადგურა. ეს ჰიტლერის
საიდუმლო განკარგულებით მოხდა. ნაცისტებმა ბრალი დასდეს კომუნისტებს,
კომუნისტი ლიდერები დააპატიმრეს და ახალი არჩევნები დაინიშნა. 1933 წ.
არჩევნებში ნაცისტებმა მიიღეს - 44%.
131. გერმანია იქცა მესამე რაიხად. იმავე 1933 წ. ჰიტლერმა ჩაატარა
პლებისციტი გერმანიის გამოსვლის შესახებ ერთა ლიგიდან 96% მხარი
დაუჭირა ამ იდეას. ერთა ლიგა ეწინააღმდეგებოდა გერმანიის
მილიტარიზაციას.
132. 1934 წელს გარდაიცვალა პრეზიდენტი ჰინდენბურგი. ჰიტლერმა კიდევ
ერთი პლებისციტი ჩაატარა, რომლის შედეგად 90%-ის მხარდაჭერით მას
მიენიჭა „რაიხის ფიურერის და რაიხ-კანცლერის“ ახალი ტიტული. ასე გახდა
ერთპიროვნული მმართველი ჰიტლერი.

16
133. 1934 წლის 30 ივნისს მოეწყო „გრძელი დანების ღამე“.
„შავხალათიანებმა“ ანუ SS (ეს ეს) ნაწილებმა, რომელიც ჰიტლერის
დასაყრდენს წარმოადგენდა, მოაწყო „ყავისფერხალათიანების“ პარტიის
ძველი მებრძოლი რაზმების ჟლეტა.
134. ჰიტლერმა ეკონომიკის მინისტრად დანიშნა შახტი. შახტის სარეფორმო
პროგრამა ითვალისწინებდა სახელმწიფო მონოპოლიას მრეწველობასა და
აგრარულ სექტორზე. სახელმწიფომ დააფინანსა ახალი ეკონომიკური
პროგრამები: ავტობანების მშენებლობა, ფოლკსვაგენის საავტომობილო
ქარხნის იარაღის ქარხანად გადაკეთება და სხვა.
135. დაჰაუში გაიხსნა ერთ-ერთი პირველი საკონცენტრაციო ბანაკი. 1935
წელს მიიღეს ე.წ ნიურნბერგის კანონები, რომლებიც გულისხმობდა სულით
ავადმყოფი და უნარშეზღუდული ადამიანების ევთანაზიას (ნემსით ხოცვას).

136. ჰიტლერმა SS-ს 1929 წელს სათავეში ჩაუყენა ჰაინრიხ ჰიმლერი. SS იყო
საპოლიციო სამსახური, რომელსაც ევალებოდა პოლიტიკურ
მოწინააღმდეგეთა დევნა. მისი ხელმძღვანელობით დაიწყო საკონცენტრაციო
ბანაკების დაჰაუსა და ზაქსენჰაუზენში მშენებლობა.
137. 1938 წელს პარიზში გერმანელი დიპლომატი ებრაელმა მოკლა.
ნაცისტებმა გებელსის მეთაურობით ერთ ღამეში ათასზე მეტი სინაგოგა
დაანგრიეს. მთელი ღამე მინის მტვრევის ხმა ისმოდა, რის გამოც ამ ღამეს
„ბრძოლის ღამე“ უწოდეს. ქვეყანაში ცხოვრება კოშმარად იქცა, ყოველი ქუჩის
კუთხეში გესტაპოელი იდგა.
138. ნაცისტებს უყვარდათ აღლუმები. თავად ფიურერი არ იყო
შრომისმოყვარე. მას საარჩევნო კამპანიის დროსაც კი არასდროს ჰქონია
ჩამოყალიბებული პროგრამა.როცა ორ ადამიანს ერთნაირ დავალებას
აძლევდა, მათ შორის შუღლს სთესდა. ჰიტლერის ელიტაში
დასამკვიდრებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ფიურერის პირად
სიმპათიებს. ჰიტლერის ერთ-ერთი ფავორიტი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი
რიბენტროპი, რომელმაც თავისი ხეპრე და მდაბიო ქცევებით მთელს ევროპას
შეაძულა თავი.
139. ჰიტლერმა მალე გადააყენა შახტი ეკონომიკის მინისტრი. მხოლოდ
იმიტომ, რომ იგი ცდილობდა მისთვის ეკონომიკური პრობლემების ახსნას.
140. ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა ჰერმან გერინგი, რომელსაც
ეკონომიკის არაეფრი გაეგებოდა.
141. ჰიტლერი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ახალგაზრდობის ნაცისტური
სულისკვეთებით აღზრდას. მან შექმნა ე.წ „ჰიტლერიუგენდი“ ანუ ნაცისტური
ახალგაზრდული ორგანიზაცია. ყმაწვილები ფიზიკურად კაჟდებოდნენ.

17
მწყობრად სიარულში, სირბილში ვარჯიშობდნენ და მღეროდნენ გერმანიის
საიდუმლო სიმღერებს. ჰიტლერმა გოგონებს მიზნად დაუსახა ფიურერისთვის
გაეჩინათ სუფთა რასის გერმანელი ბავშვები.

ესპანეთის სამოქალაქო ომი


142. ესპანეთის სამოქალაქო ომი 20 წლის მანძილზე მწიფდებოდა და
სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც კომუნიზმის, ნაციზმის, ფაშიზმის
დაპირისპირებამ მსოფლიოში პიკს მიაღწია.
143. 1931 წ. ესპანეთში დიქტატორ გენერალ პრიმო დე რივერას რეჟიმი
დაემხო.
144. 1936 წ. არჩევნებით ესპანეთის მთავრობაში მოვიდა
მემარცხენე“სახალხო ფრონტი“, რომელიც შედგებოდა რესპუბლიკელების,
კატალონიელებისა და კომუნისტებისგან. მთავრობას სათავეში ჩაუდგა
რესპუბლიკური პარტიის ლიდერი მანუელ აზანი. ახალ მთავრობას გაუჭირდა
ქვეყანაში წესრიგის დამყარება. განსაკუთრებით მწვავედ იქცა მიწის
პრობლემა. გლეხები სიღატაკეში ცხოვრობდნენ, მუშები აწყობდნენ გაფიცვებს,
კატალონიელები ითხოვდნენ ავტონომიას. ქვეყანაში გახშირდა პოლიტიკური
მკვლელობები.
145. ესპანეთის კორტესებში (პარლამენტში) სახალხო ფრონტის წინააღმდეგ
წარმოიქმნა მემარჯვენე კოალიცია. სახალხო ერთობა და ფაშისტური ფალანგა
„ესპანიოლა“ ფრანკოს მეთაურობით.
146. 1936 წელს ფრანცისკო ფრანკომ გამოაცხადა მანიფესტი: „ესპანეთი უნდა
ვიხსნათ წითელი რევოლუციისგან.ფრანკოს მხარი დაუჭირა კათოლიკურმა
ეკლესიამ. მას ქვეყნის გარეთაც გამოუჩნდა დამხმარე: ნაცისტური გერმანია,
ფაშისტური იტალია და პორტუგალია.

18
147. 1936 წლის ივლისში დაიწყო სამოქალაქო ომი ესპანეთში. ფრანკოს
სამხედრო ხუნტა გამაგრდა სარაგოსასა და სევილიაში. რესპუბლიკური
მთავრობა მადრიდში და ბარსელონაში, ვალენსიაში. თავიდან ფრანკომ
ადვილად შეძლო წარმატებების მოპოვება.
148. 1938 წლიდან გერმანული ავიაციისა და იტალიელი მოხალისეების
მხარდაჭერით, ომის ბედი საბოლოოდ ფრანკოს მხარეს გადაიხარა. 1939 წლის
26 იანვარს დაიკავეს ბარსელონა, შემდეგ ვალენსია და მადრიდი.
რესპუბლიკურმა პარტიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. 1939 წლის 29 მარტს
გენერალი ფრანკო ტრიუმფით შევიდა მადრიდში. სამოქალაქო ომში ნახევარი
მილიონი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა დაბლობზე ფრანკოს აუგეს 148 მ.
სიმაღლის მავზოლეუმი. ესპანეთის სამოქალაქო ომმა დააახლოვა გერმანია და
იტალია. ფრანკომ დაირქვა კაუდილიო ( სახელმწიფოს მეთაური).

149. II მსოფლიო ომში ის ითვლებოდა ჰიტლერის მოკავშირედ, მაგრამ არ


ჩაერთო ომში. 1947 წელს მან თავი მუდმივ მმართველად გამოაცხადა. იგი
სიკვდილამდე იყო თანამდებობაზე. შემდეგ ესპანეთში აღდგა მონაარქია.
ფრანკო 1975 წლამდე.
150. გერმანელებმა ავიაციით, სამოქალაქო ომის დროს ესპანეთში დაბომბეს
ქალაქი ბერნიკა, რომელიც პიკასომ დახატა „გერნიკას დაცემა“.

19
II მსოფლიო ომი
ბერლინი .რომი .ტოკიო 1936 წელს შეიქმნა კოალიცია გერმანია,
იტალია .იაპონია რომელსაც ეწოდა ღერძის ბლოკი .იაპონია 1940
წელს შეუერთდა

151. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისად ითვლება 1939 წლის 1 სექტემბერი.


გერმანია შეიჭრა პოლონეთში. ომს 1939 წლის სექტემბრიდან 1940 წლის
მაისამდე ეწოდა „უცნაური ომი“. ინგლისმა და საფრანგეთმა ომი გამოუცხადეს
გერმანიას, მაგრამ არც ბრიტანეთი და არც საფრანგეთი არ იყო მზად
ომისათვის. ამასთან ინგლისის პრემიერ-მინისტრი ჩემბერლენი აგრძელებდა
დაშოშმინების პოლიტიკას. დასავლეთის ფარული იმედი ჰქონდა, რომ
გერმანია თავის აგრესიას წარმართავდა რუსეთის წინააღმდეგ.
152. 1940 წლის აპრილში ჰიტლერმა გახსნა დასავლეთის ფრონტი. მაისში
ჩემბერლენი გადადგა. ახალმა პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა
შეცვალა მოკავშირეთა პოლიტიკა. „უცნაური ომი“ დასრულდა.
153. მეორე მსოფლიო ომში არსებობდა მოვლენების განვითარების სამი
შესაძლო სცენარი:
1.დასავლეთის განადგურების შემდეგ ჰიტლერი შეუტევდა სსრკ-ს.
2.დასავლეთი დაამარცხებდა გერმანიას.
3.დასავლეთის ფრონტი შევიდოდა ჩიხში, სტალინი კი ამ დროის მანძილზე
გააძლიერებდა თავის ძალებს და გახდებოდა ევროპის არბიტრი.
154. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით გერმანიას და სსრკ-ს შუაზე უნდა
გაეყოთ პოლონეთი. 17 სექტემბერს სსრკ ჯარი შეიჭრა პოლონეთში.

20
155. ომის დაწყებისას პოლინეთს იმედი ჰქონდა, რომ მხოლოდ ორიოდე
კვირა უნდა გაეძლო, შემდეგ კი მისი მოკავშირე საფრანგეთი შეუტევდა
გერმანიას და გაიხსნებოდა მეორე ფრონტი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.
ფრანგებმა არ შეუტიეს გერმანიას, ინგლისელებმა კი მხოლოდ პროკლამაციები
ჩამოყარეს ბერლინში.
156. პოლონეთს არა თუ მოკავშირე გამოუჩნდა, მეორე ფრონტი გაუხსნა
სსრკამ.
157. გერმანელებმა 9 სექტემბერს ალყა შემოარტყეს ვარშავას და 15
სექტემბერს გაავრცელეს დეზინფორმაცია რომ ვარშავა დაეცა.
158. 17 სექტემბერს სსრკას ჯარები შეიჭრა პოლონეთში მისი დახმარების
საბაბით. სინამდვილეში გერმანია და სსრკ ა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის
საიდუმლო პირობებს ახორციელებდნენ და პოლონეთს შუაზე იყოფდნენ.ეს
გამოჩნდა როცა აღლუმი ჩაატარეს ერთად ქალაქ ბრესტში.
1939 წლის 28 სექტემბერს დაიდო სსრკ -გერმანიის ახალი ხელშეკრულება
მეგობრობისა და საზღვრების შესახებ. ლიტვა გაუცვალა გერმანიამ სსრკას
პოლონური მიწების ნაწილში.
ფიურერმა პოლონელებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ნაცისტებმა შექმეს
ss- ს სადამსჯელო პოლიტიკამ ჰიმლერის მეთაურობით მასობრივად
გაანადგურეს პოლონელები.
159. პოლონეთმა 4 ოქტომბერს 5 კვირიანი თავგანწირული ბრძოლის შემდეგ
კაპიტულაცია გამოაცხადა. პოლონეთზე სწრაფი სამხედრო გამარჯვების
შემდეგ დამკვიდრდა ტერმინი „ ელვისებური ომი“ ანუ „ბლიცკრიგი“ ,
რომელიც გერმანიის სამხედრო ტაქტიკის განუყოფელ ნაწილად იქცა.

ოსვენციმსა და მაიდანეკში შეიქმნა საკონცენტრაციო ბანაკები. გერმანელებმა


დააპატიმრეს 15 ათასი ინტელექტუალი, რომლებიც დახვრიტეს ან ბანაკებში
გაამწესეს. ყველაზე დიდ პოლონეთის ებრაულ თემს უბრძანეს გადასახლება
სპეციალურად მათთვის აშენებულ გეტოში.

15.7. გეტო გარესამყაროსგან იზოლირებული , კედელშემოვლებული


დასახლება იყო,რომელსაც ხელმზრვანელობდა ებრაული
თვითმმართველობა. ნაცისტების მეთვალყურეობით.
15.8. ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ტრაგიკულად დაიღუპა
ქართველი თეოლოგი და ისტორიკოსი არქიმანდრიტი გრიგოლ
ფერაძე.ებრაელი ბავშვის ნაცვლად შევიდა გაზის კამერაში.

15.9სსრკამ თავის ნაწილი პოლონეთი ფსევდო რეფერენდუმის მეშვეობით


მიუერთა უკრაინის და ბელორუსიის სსრ-ს. 1940 წლის 6 ივნისს სტალინის

21
ბრძანებით 26000 პოლონელი სამხედრო ტყვე , ოფიცრები დახვრიტეს
კატინის ტყეში. სტალინმა უდიდესმა ცინიკოცმა ამ ადგილზე ნაცისტების
მსხვერპლთა მემორიალი ააგო და კატინის ტრაგედია ნაცისტურ
დანაშაულად გამოაცხადა.
15 10.1939 წელს 30 ნოემბერს სსრკამ წითელმა არმიამ მარშალ კირილ
მერეცკოვის სარდლობით გადალახა „მანერჰაიმის ხაზი „ და შეიჭრა
ფინეთში. მანერჰაიმი იყო ფინეთის პრეზიდენტი 1919-1920 წლებში.
რომელიც ებრძოდა ბოლშევიკებს და მან ფინეთ-სსრკას საზღვარზე დაიწყო
თავდაცვითი სისტემის მშენებლობა რომელსაც მანერჰაიმის ხაზი უწოდეს.
15 11. ფინეთთან სსრკამ შექმნა 950 კილომეტრიანი ფრონტი. ფინელებმა
შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწიეს და 5 თვის განმავლობაში გმირულად
ებრძოდნენ სსრკას. ამ ომში 200 000 კაცი დაკარგა სსრკამ.ფინეთმა
მხოლოდ 25000. ფინეთის ომმა ცხადყო წითელი არმიის სისუსტე.
სტალინმა ამის გამო ომი აღარ გააგრძელა და 1940 წლის 12 მარტს ხელი
მოაწერა საზავო ხელშეკრულებას. ზავით კარელიის ნაწილი ფინეთმა
გადაცა სსრკას დღევანდელი პეჩენგა. ამ ომის შემდეგ ერთა
ლიგამ გარიცხა სსრკა თავისი რიგებიდან.
15 12. ფინეთთან ომის შემდეგ სსრკამ დაიწყო გერმანიასთან დადებული 28
სექტემბრის ხელშეკრულების შესრულება და ბალტიისპირეთის სამი
რესპუბლიკა ლიტვა,ლატვია ესტონეთი გაასაბჭოვა . რუმინეთსაც წაართვა
ბუკოვინა და ბესარაბია და შექმნა მეთხუტმეტე სახელმწიფო მოლდოვა. ასე
დაასრულა 15 სახელმწიფოს ანექსია სსრკაში.
15 13. რაც შეეხება გერმანიას ,პოლონეთის დაპყრობის შემდეგ დაიწყო 40
წელს დაიწყო სკანდინავიის ქვეყნების დაპყრობა შვედეთის რკინის
მადნისა და ფინური ნიკელის საჭიროების გამო. რადგან საფრანგეთმა
შეუწყვიტა რკინის მადნის მიწოდება შვედეთისგან. ხოლო ფინური
ნიკელის მიწოდება შვედეტის გავლით ბრიტანეთმა გადაუკეტა ეს გზა
გერმანიას. სამხედრო ოპერაციი კოდური სახელი ,რომელიც ჰიტლერმა
დაგეგმა სკანდინავიის ქვეყნბის წინააღმდეგ იყო „ვეზერიუბუნგი“. 1940
წელს გაზაფხულზე გერმანიამ შეძლო ამ გეგმის განხორციელება. დანიაში
შენარჩუნდა მონარქია. ნორვეგიაში ნაცისტებმა დასვეს კვისლინგი. ხოლო
შვედეთმა შეინარჩუნა ნეიტრალიტეტი.
1940 წლის 23-25 მაისს ლამანშის სრუტეზე დიუნკერკის ბრძოლა .
რომელსაც დიუნკერკის სასწაული ეწოდა.
15.14. 1940 წლის ზაფხულში მაისში გერმანიამ გვერდი აუარა საფრანგეთსა
და გერმანიას შორის არსებულ საფრანგეთის თავდაცვით ხაზს მაჟინოს და
ბელგიის გავლით შეიჭრენ საფრანგეთში. ეს იყო მეორე ბლიცკრიგი.

22
დასავლეთის ფრონტი გერმანიის მხრიდან გამაგრებული იყო ზიგფრიდის,
ხოლო საფრანგეთის მხრიდან მაჟინოს 130 კილომეტრიანი ხაზით
საფრანგეთის მტავრობამ ფაქტობრივად უბრძოლველად ჩააბარეს 14
ივნიის პარიზი. 1940 წლის 22 ივნისს საფრანგეთის პრემიერმინისტრმა
პეტენმა ზავი დადო გერმანიასთან იმ ვაგონში სადაც დანებდა 1818 წლის
11 ნოემბერს. საფრანგეთმა გერმანიასთან აირჩია მტერთან
თანამშრომლობის კურსი კოლაბორაციონიზმი. 2 მილიონი ფრანგი
ჯარისკაცი ტყვე გერმანიაში გაიგზავნა შავ მუშად. გერმანელებმა
საფრანგეთი ორ ნაწილად გაყვეს . ჩრდილოეთი გამოცხადდა საოკუპაციო
ზონად. ხოლო სამხრეთში ცენტრით ქალაქ ვიშში ნაცისტებმა შექმნეს
კოლაბორაციონისტული მთავრობა. მარშალ პეტენის მეთაურობით.
15.15 პატრიოტმა ფრანგმა ჯარისკაცებმა შეძლეს ბრიტანეთში გადასვალა,
სადაც გენერალ შარლ დე გოლის მეთაურობით შექმნეს წინააღმდეგობის
მოძრაობა.
15. 16. გერმანიის შემდეგი ნაბიჯი დასავლეთის ფრონტზე ბრიტანეთის
წინააღმდეგ საჰაერო ომი იყო.1940 წლის ივლისიდან ბრიტანეთის
წინააღმდეგ საჰაერო ბრძოლის გეგმა შეადგინა ჰერმან გერინგმა .
ლიუფტვაფე -გერმანიის საჰაერო ძალები 10 თვის განმავლობაში ბომბავდა
ინგლისის სამრეწველო რაიონებს. ოპერაციის კოდური სახელწოდება იყო
„ზეელოვე“. გერმანელებმა დაბომბებით პირწმინდად გაანადგურეს ქალაქი
კოვენტრი. ბრიტანელები გმირულად და პანიკის გარეშე იტანდნენ ამ
დაბომბვებს და ბრიტანულმა ავიაციამ ეფექტური წინააღმდეგობა გაუწია
გერმანულ თვითმფრინავებს. და გერმანული ქალაქების დაბომბვა დაიწყო.
ინგლისურმა ფლოტმა გაანადგურა გერმანიის წყალზედა ფლოტი და
კუნძულზე დესანტის გადასხმა გერმანელებმა ვეღარ მოახერხეს.
ბრიტანელების გმირულმა წინააღმდეგობამ ევროპას გამარჯვების იმედი
ჩაუსახა.
15.17. ნაცისტებმა მინიმალური დანაკარგებით დასავლეთის ფრონტზე
ნახევარი ევროპა და უდიდესი რესურსები ჩაიგდეს ხელთ. თუმცა
ბრიტანეთში შეწრის გეგმა საჰაერო ომის შემდეგ გერმანელებმა
გაურკვეველი ვადით გადადეს.
15.18. ჰიტლერის წარმატებებმა სტალინი შეაშფოთა.
18 დეკემბერს 1940 წ. ჰიტლერმა გამოსცა დირექტივა ოპერაცია
„ბარბაროსა“ს მომზადების შესახებ. ბარბაროსას გეგმა ,რომელსაც სახელი
რომის საღვთო იმპერიის იმპერატორ ფრიდრიხ ბარბაროსას
საპატივცემლოდ ეწოდა.იყო ნაცისტური გერმანიის სსრკაზე თავდასხმის

23
გეგმის კოდური სახელწოდება. ის ითვალისწინებდა სსრკის ელვისებური
შეტევით დამარცხებას დიდ ბრიტანეთთან ომის დამთავრებამდე.
ბარბაროსას გეგმა იტვალისწინებდა ბლიცკრიგს, ელვისებურ ომს , 1941
წლის დაზამთრებამდე უჰდა დაეკავებინათ სსრკას ევროპული ნაწილი.
მაგრამ ეს გეგმა ვერ განხორციელდა სამი რამის გამო; 1 გეოგრაფიული
უზარმაზარი სივრცე და ცივი კლიმატი. 2. სსრკას დემოგრაფიული
უზარმაზარი ადამიანური რესურსი. 3. პოლიტიკური სისტემა , სტალინის
მიერ სსრკაში დამყარებული უმკაცრესი რეჟიმი და შიში.
15.19. 1941 წლის აპრილში დაიწყო საომარი მოქმედებები ბალკანეთშიც.
ფაშისტური იტალიის ჯარები ალბანეთიდან საბერძნეთში შეიჭრნენ .
მუსოლინმა ვერ შეძლო ბერძნების დამარცხება და საშველად ჰიტლერს
მოუხმო.ნაცისტებმა 11 დღეში დაიპყრეს იუგოსლავია. ხორვატებმა
დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. სერბებმა წინააღმდეგობის მოძრაობა
შექმნეს. სტალინმა საწრაფოდ გააფორმა მეგობრობს ხელშეკრულება
იუგოსლავიასთან. ასევე სტალინმა 1941 წლის 13 აპრილს
თავდაუსხმელობის ფაქტი დადო იაპონიასთან. გენერალი ჟუკოვი
ურჩევდა სტალინს დაესწრო გერმანიისთვის. 1941 წლის ივნისის
დასაწყისში სსრკ-გერმანიის საზღვრის მთელ პერიმეტრზე
მიმდინარეობდა ვერმახტის ძალების მობილიზაცია. ყველა ხვდებოდა,
რომ ჰიტლერი ემზადებოდა სსრკაზე თავდასასხმელად.
15 20.გერმანიამ საბჭოთა საზღვართან 156 დივიზიას მოუყარა თავი 3
მილიონზე მეტ სამხედროს. 1941 წლის 22ივნისს გერმანიამ ომი
გამოუცხადა საბწოთა კავშირს.
ვერმახტის ჯარები სამ ჯგუფად დაიყვნენ.
პირველი ჯგუფს- „ჩრდილოეტს მთავარსარდალი ფონ ლეები უნდა
აეღო ბალტიის ქვეყნები. და შეტევა გაეგრძელებინა ლენინგრადის
მიმართულებით.
მეორე ჯგუფს: „-ცენტრს მთავარსარდალი ფონ ბოკი უნდა შეეტია
დედაქალაქ მოსკოვისათვის.
მესამე ჯგუფს „ სამხრეთს მთავარსარდალი რენდშტედტი უნდა
დაეპყრო უკრაინა.
16. თავიდან ბალტიისპირეთში, ბელორუსიასა და უკრაინაში
გერმანელებს ხვდებოდნენ, როგორც განმათავისუფლებლებს. მათ
სსრკასგან განთავისუფლება სურდათ. თუმცა ხალხის მხარდაჭერა
ნაცისტებისადმი მალე გაქრა.გერმანელები მასობრივად ხოცავდნენ
მოსახლეობას.

24
17. 1941 წლის დეკემბერში ნაცისტები უკვე კრემლის კედელს
ხედავდნენ. მოსკოვი პანიკამ მოიცვა. ათასობით საბჭოთა მეომარი მზად
იყო სიკვდილისთვის. ისინი თავგანწირვით იბრძოდნენ. ტანკებს
უვარდებოდნენ შეძახილებით: სამშობლოსთვის, სტალინისთვის. ჩვენს
უკან მოსკოვია. საბჭოტა მეომრების გმირობის ამგვარი ფაქტი
თრგუნავდა ვერმახტის ჯარისკაცებს. ამას ერთვოდა რუსეთის ცნობილი
გენერალი ზამთარი. ზამთრის ომისთვის გერმანია სათანადოდ არ იყო
მომზადებული. იყინებოდნენ ჯარისკაცები და ტექნიკა.
18. 1941 წლის შემოდგომაზე საბჭოტა დაზვერვამ აცნობა სტალინს, რომ
იაპონია აპირებდა წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების დამორჩილებას და
არ დაესხმოდა თავს სსრკას. რის გამოც სტალინმა ფარულად
გადმოისროლა დივიზიები რუსეთის ევროპულ ნაწილში.
19. 1941 წლის დეკებრის ბოლოს გერმანელები გააჩერეს საბჭოთა
ჯარებმა და უკუაგდეს 250 კილომეტრით.
1941 წლის ლენდლიზის კანონით ამერიკა დიდი რაოდენობით
საბრძოლო და სამეურნეო იარაღს აწვდიდა როგორც ბრიტანეთს, ისე
საბჭოთა კავშირს.
20.ბარბაროსას გეგმის ჩავარდნის შემდეგ 1942 წელს ნაცისტტა
სარდლობამ შეიმუშავა ახალი გეგმა, ახლო აღმოსავლეთის საბრძოლო
თეატრი, სადაც გერმანია გეგმავდა სუეცის არხის გადაკეტვას
ბრიტანეთისტვის, დასავლეთ აზიაში შეჭრას, და საბჭოთა კავშირზე
სამხრეთიდან შეტევა. უკრაინის შავმიწანიადაგიანი რაიონების და
ბაქოს ნავთობის ხელში ჩასაგდებად. რათა ნაცისტებს მოეპოვებინათ
რესურსები ხანგრძლივი ომისთვის. მაგრამ ეგვიპტის ქალაქ
ალექსანდრიის დასავლეთით ელ-ალემანთან ბრიტანელმა გენერალმა
ბერნარდ მონტგომერიმ ოქტომბერ-ნოემბერში დაამარცხა
ფელდმარშალ ერვინ რომელის გერმანულ-იტალიური არმია. ელ
ალემანის ბრძოლა სტალინგრადის ბრძოლასთან ერთად მსოფლიო ომის
შემობრუნების მომენტად ითვლება.
21.1941 წელს აგვისტოშიჩერჩილმა და რუზველტმა ხელი მოაწერეს
ატლანტიკის ქარტიას, რომელმაც ხელი შეუწყო ანტიჰიტლერული
კოალიციის შექმნას. ამ ქარტიას ერთი თვის შემდეგ მხარი დაუჭირა
სსრკამ და ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლმა 14 მა
სახელმწიფომ.ქარტიის მთავარი მიზანი იყო ღერძის ბლოკის წინაშე
აშშს იზოლაციონალიზმის პოლიტიკაზე უარის თქმა. ქარტიის მიღების
მიუხედავად ამერიკა არ ჩქარობდა ომში ჩაბმას თუმცა მოვლენების
განვითარებამ ამერიკულ ყოყმანს ბოლო მოუღო 1941 წლის 7 დეკემბერს

25
წყნარ ოკეანეში ჰავაის კუნძულებზე განლაგებული პერლ-ჰარბორის
სამხედრო ბაზა დაბომბა იაპონიის ავიაციამ და დაიღუპა 2500
ამერიკელი სამხედრო და განადგურდა 19 გემი. 150 თვითმფრინავი.
ჰიტლერი ,რომელიც იმედვნებდა ევროპაში ომის დასრულებას, აშშ-ს
ომში ჩართვამდე , იძულებული გახდა ოფიციალურად გამოეცხადებინა
ომი ამერიკისთვის.
22.დიდი სამეულის ჩამოყალიბება -ამერიკა, ბრიტანეთი, საბჭოთა
კავშირი ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც თავის დროზე გერმანია
სსრკას თავდაუსხმელობის ფაქტი. სტალინისთვის დასავლური
ლიბერალიზმი ისეთივე მიუღებელი იყო ,როგორც ფაშიზმი. მეორე
მხრივ, ჩერჩილმა და რუზველტმა თვალი დახუჭეს სტალინის
დანაშაულობებზე.
23 .1942 წლის 1 იანვარს ღერძის ბლოკის წინააღმდეგ მებრძოლმა 26 მა
სახელმწიფომ შექმნა სამხედრო კავშირი გაერთიანებული ერები
ვაშინგტონის ფაქტით . ამ ფაქტმა 4 წლის შემდეგ საფუძველი დაუდო
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნას.
24.1942 წლის მაისიდან მოკავშირეთა ავიაციამ დაიწყო გერმანიის
ქალაქების ინტენსიური დაბომბვა . სტალინი ითხოვდა მეორე ფრონტის
გახსნას.თუმცა ეს 1944 წლის ივნისამდე არ მოხერხდა.
მოკავშირების მიერ 1942 წლის მაისში ჩრდილოეთ აფრიკაში
განხორციელდა ოპერაცია’ „ჩირაღდანი“ .რის შემდეგ გერმანიამ დატოვა
აფრიკა. ამ ოპერაციით მოკავშირეებს შესაძლებლობა მიეცათ
სამხრეთიდან სიცილიიდან შეეტიათ ფაშისტური იტალიისთვის . დუჩე
დააპატიმრეს ,თუმცა გამოიხსნა ჰიტლერმა და ჩრდილოეთ იტალიის
ფაშიტურ რეჟიმს ჩაუყენეს სათავეში.
25. ვერმახტის ჯარებმა ვერ შეძლეს სამხრეთით დაგეგმილი
ოპერაციების წარმატებით. განხორციელება. ყველაზე დიდი ბრძოლა
გერმანელებისთვის იყო სტალინგრადთან 1943 წლისტებერვალში.
ორივე ს მხრიდან მილიონზე მეტი ჯარისკაცი დაიხოცა. სტალინგრადის
და კურსკის ბრძოლა სადაც საბჭოთა არმიამ გაანადგურა გერმანული
ტანკები, ეს იყო ყველაზე დიდი სატანკო ბრძოლა. შეცვალა ომის ბედი,
მოხდა ძირეული გარდატეხა. მოქცევა შეიცვალა მიქცევით. ამ
ბრძოლების შემდეგ სსრკ პირველად გადავიდა შეტევაზე.

ლექსიკონი

26
1. ჰოლოკოსტი - ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს „სრულიად დაწვას“.
ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში
გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების მიერ ებრაელების, ბოშების,
ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების ,ასიური ხოცვა-გენოციდი.
განადგურებულ იქნა 6 მილიონზე მეტი ებრაელი.
2. გეტო - ებრაელთა და სხვა გადარჩეული მოსახლეობის თავშეყტის
ადგილი, სადაც სიკვდილის მუდმივმოლოდინში იყვნენ ებრაელები.
1942 წლიდან ნაცისტებმა შეცვალეს დახვრეტის და გეტოს პოლიტიკა
საკონცენტრაციო ბანაკებით. დაინერგა გაზით მოწამვლის მეთოდი,
რომელიც ნაცისტების აზრით უფრო ჰუმანური და ეკონომიური იყო
(ქალების და ბავშვების დახვრეტა მძიმედ მოქმედებდა გერმანელი
ჯარისკაცების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე).საკონცენტრაციო
ბანაკებში მატარებლით შეჰყავდათ ტყვეები, ქალებს და კაცებს
აცალკევებდნენ. აშიშვლებდნენ ვითომდა საბანაოდ და დეზინფექციის
მიზნით. ნაცისტები რეზინის მილებით ჯერ წყალს მიუშვებდნენ,
შემდეგ კი გაზს. სველი ადამიანები მალე იგუდებოდნენ მხუთავი
აირით.
3. ჰოლოკოსტის თემა აქტუალური გახდა კინო ინდუსტრიისთვის. 1984 წ.
რეჟისორ კლოდ ლაცმანის ფილმმა „შოა“ დოკუმენტური სიზუსტით
აღწერა მოვლენები. შოა ებრაულად ნიშნავს კატასტროფას.
4. სოციალური დარვინიზმი - 1939 წ. ოქტომბერში ჰიტლერმა ხელი
მოაწერა ბრძანებას „ევთანაზიის შესახებ“. ამ ბრძანებით მან დააკანონა
დაავადებულ და უნარ შეზღუდულ ადამიანთა განადგურება. ჰიტლერი
ამბობდა: „თუ გერმანია ყოველწლიურად ერთ მილიონ ბავშვს შობს,
700-დან 800 ათასამდე სუსტს თავიდან მოიშორებს. შედეგად მივიღებთ
ძლიერ რასას“. მაღალ ხარისხოვან რასებს უნდა ამოეჟლიტათ
დაბალხარისხოვანი რასები.
5. ჰიტლერის გადარჩევის თეორიით გატაცება იქამდე მივიდა, რომ
ნაცისტებმა ქორწინების აუცილებლობაც კი უარყვეს და ფიურერის
ბრძანებით გერმანელ ქალიშვილებს აიძულებდნენ გამხდარიყვნენ
ფრონტზე მიმავალი დედები. ჰიმლერის ხელშეწყობის SS-ის „წმინდა
სისხლის“ ჯარისკაცებს „ბულიებად“ იყენებდნენ.
6. 1945 წლის 20 ნოემბრიდან 1946 წლის 1 ოქტომბრამდე, გამარჯვებული
სსრკ-ს, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ინიციატივით
გერმანიის ქ. ნიურნბერგში მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი,
სადაც გამართლდა ნაცისტი დამნაშავეები, 24 უმაღლესი სამხედრო
პირი. სულ პროცესზე წარდგა 117 ბრალდებული. მათ ბრალად წაუყენეს

27
აგრესიული ომის მომზადება და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი
დანაშაულებები (რასიზმი,პოლოკოსტი). დანაშაულებრივად
გამოცხადდა გესტაპო (საიდუმლო პოლიცია SS). სასიკვდილო განაჩენი
გამოუტანეს რიბენტროპს, კეიტეროს, როზენბურგს, ფრიკს, ფრანკს,
შტაიხერს, ზაუკელს, იოდლს, ზაის-ინკვარტს და ბორმანს (12).
სამუდამო პატიმრობა მიესაჯა პესს, ფუნკს, რედერსს. სასამართლომ
დარბაზიდან გაათავისუფლა შახტი, პაპენი და ფრიჩე.

გაერო

28
II მსოფლიო ომის წინ ერთა ლიგა ვეღარ ასრულებდა მასზე დაკისრებულ ფუნქციებს.
გამოიკვეთა აზრი, რომ უნდა შექმნილიყო ახალი ეფექტური საერთაშორისო
ორგანიზაცია.

1944 წ. აგვისტოში ვაშინგტონთან ახლოს, დუმბარტონ-ოქსში დაიწყო მოლაპარაკება


მომავალი საერთაშორისო ორგანიზაციის „გაერთიანებული ერების“ სტატუსის
შესახებ. 1945 წ. ყირიმის (იალტის) კონფერენციამ დაამტკიცა დუმბარტონ-ოქსის
გადაწყვეტილებანი.

1945 წლის 25 აპრილს სან-ფრანცისკოში შემუშავდა გაეროს წესდება. წესდების


რატიფიკაციის შემდგომ 1945 წლის 24 ოქტომბერს გაერო ოფიციალურად შეუდგა
მუშაობას.

გაეროს მუდმივმოქმედი წევრები ვეტოს უფლებით 5 ქვეყანა გახდა: აშშ, დიდი


ბრიტანეთი, საფრანგეთი, სსრკ, ჩინეთი. 51 სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული
გაეროს 39 სართულიანი შტაბ-ბინა მდებარეობს ნიუ-იორკში. კუნძულ მანჰეტენის
აღმოსავლეთით 7ჰექტარზე მეტი ტერიტორია ამერიკელმა მილიარდელმა
როკფელერმა შეიძინა და საჩუქრად გადასცა გაეროს.

გაეროს ევროპული განყოფილებები განთავსებულია ჟენევასა და ვენაში.

გაეროს მთავარი ორგანოებია:


1. გაეროს გენერალური ანსამბლეა ( ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს
წარმომადგენელთა კრება). ყოველ სახელმწიფოს აქვს 1 ხმა, სსრკ-ს ჰქონდა 3
ხმა. უკრაინის სსრ და ბელორუსიის სსრ როგორც II მსოფლიო ომში
განსაკუთრებით დაზარალებული ქვეყნები, სსრკ-სგან დამოუკიდებლად
გაერთიანდნენ გაეროში.
2. გაეროს უშიშროების საბჭო: 5 მუდმივი წევრი ვეტოს უფლებით, 10 წევრი,
რომელსაც გენერალური ანსამბლეა ირჩევს 2 წლის ვადით.
3. გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო 3 წლის ვადით.
4. საერთაშორისო სასამართლო: 9 წლის ვადით 15 მოსამართლეს ირჩევს გაეროს
უშიშროების საბჭო და გენერალური ანსამბლეა (ჰააგაში).
5. გაეროს სამდივნო: გაეროს მდივანს უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით
ნიშნავს გენერალური ანსამბლეა 5 წლის ვადით (ორი ვადით).
გაეროს მიზანია მსოფლიოს მშვიდობისა და უშიშროების შენარჩუნება. გაერომ
მიიღო მრავალი დეკლარაცია. მათ შორის განსაკუთრებულია 1948წ.
„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.

29
ცივი ომი
1. მეორე მსოფლიო ომის ზარალმა ტრილიონი ამერიკული დოლარი შეიწირა
მსოფლიოში. ამერიკამ დასავლური სამყაროს ლიდერი ზე სახელმწიფოს
როლი იტვირთა. მეორე მხარეს სსრკ-მ ტერიტორიები შემოიერთა და
თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია. მეორე ზე სახელმწიფო-სსრკ.
2. ახალი საერთაშორისო წესრიგის დამყარება ომამდე დაიწყო 1941 წლის
აგვისტოში, როცა ბრიტანეთმა (ჩერჩილმა) და ამერიკამ (რუზველტმა)
ხელი მოაწერეს ატლანტიკურ ქარტიას. 8 პუნქტიან შეთანხმებას.
3. ტერმინი რკინის ფარდა 1945 წ. ჯერ გებელსმა გამოიყენა. 1946 წ.
ჩერჩილმა ახსენა ქ. ფულტონში გამოსვლისას, როცა კაპიტალისტური და
კომუნისტური ევროპის იდეოლოგიურ ტერიტორიულ გაყოფაზე
საუბრობდა, 1949 წ. ამ ტერმინის აზიური ვერსიაც „ბამბუკის ფარდა“
გაჩნდა. ეს იყო ცივი ომის დასაწყისში, როცა ჩან კაიშის გომინდანსა და მაო
ძედუნის კომუნისტებს შორის მოხდა დაპირისპირება ჩინეთში 1949 წელს.
4. 1946 წ. სექტემბერში საბჭოთა კავშირში აშშ-ს საელჩოს დიპლომატმა ჯორჯ
კენანმა სახელმწიფო დეპარტამენტს გაუგზავნა დეპეშა: „საბჭოთა კავშირი
არის მხეცური, არაპროგნოზირებადი - იგი მოწოდებულია დაანგრიოს
კაპიტალისტური სამყარო. მოგიწოდებთ შეიმუშავოთ ახალი გლობალური
ხანგრძლივმოქმედი სტრატეგია საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ“. ეს
დეპეშაც ითვლება ცივი ომის დასაწყისად.
5. ჩერჩილის გამოსვლა ფულტონში განპირობებული იყო სტალინის 1946
წლის 9 თებერვლის გამოსვლით, რომელმაც განაცხადა კომუნისტური
სისტემის უპირატესობა კაპიტალიზმთან შედარებით. ჩერჩილმა ტრუმენის
თანდასწრებით საბჭოთა კავშირის პოლიტიკა გაკიცხა ეპიგრამის
წარმოთქმით: „ევროპის კონტინენტზე, ბალტიის შტეტინიდან,
ადრიატიკის ტრიესტამდე რკინის ფარდა დაეშვა“.
6. 1946 წელს საბერძნეთში იფეთქა სამოქალაქო ომმა, სადაც კომუნისტი
პარტიზანები მონარქიის აღდგენის წინააღმდეგ ამბოხდნენ. ამ მოვლენამ
ზესახელმწიფოებს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გაზარდა.
ბრიტანეთში ლეიბორისტული მთავრობის მოსვლის შემდეგ ბრიტანეთის
ჯარს საბერძნეთის პროცესის გაკონტროლება აღარ შეეძლო. ამიტომ
მონარქიული რეჟიმის დამცველის როლი ამერიკამ იტვირთა.
7. 1947 წლის 12 მარტს ტრუმენმა კონგრესში გამოსვლისას ითხოვა 400
მილიონი დოლარი, ერთი წლის ვადით საბერძნეთისა და თურქეთის
დასახმარებლად. ტრუმენმა ჩამოაყალიბა დოქტრინა, რომელიც ცნობილი
გახდა „შეკავების დოქტრინის“ სახელით.

30
8. „დომინოს თეორია“ იყო აშშ-ს საგარეო პოლიტიკური კონცეფცია, რომლის
მიხედვით თუ დედამიწის რომელიმე რეგიონში დაემხობოდა
აღმოსავლური რეჟიმი, ეს გამოიწვევდა მთავრობათა დაცემას მეზობელ
ქვეყნებშიც, როგორც ეცემიან ერთამენთის მიყოლებით დომინოს კენჭები“.
ეს თეორია წარმოადგენდა ლაოსში, კამბოჯასა და ვიეტნამში ამერიკის
ჯარების შესვლის საფუძველს. ამ თეორიამ XXI საუკუნის 70-იანი
წლებიდან მნიშვნელობა დაკარგა.
9. ტრუმენის და ჯორჯ კენანის „შეკავების დოქტრინას“ მოჰყვა 1947 წლის 5
ივნისს ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯორჯ მარშალის ჰარვარდის
უნისვერსიტეტში სიტყვით გამოსვლა, სადაც ომით დაზარალებული
ევროპის ქვეყნებს, ასევე საბჭოთა კავშირსა და მათ სატელიტ ქვეყნებს
შესთავაზა დახმარების მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ეკონომიკური
და პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმარებოდათ.
10. 1947 წლის 22 სექტემბერს პარიზში შეკრებილი 16 ევროპული ქვეყნის
წარმომადგენელი “ევროპის რეკონსტრუქციის პროგრამას“, იგივე მარშალის
გეგმის მიღებას დასთანხმდა, რაც ითვალისწინებდა პირველი ოთხი წლის
განმავლობაში 17 მილიარდი დოლარის სესხების გაცემას ევროპის
ქვეყნებზე დაბალი პროცენტით, რაც 1848 წ. დაარსებული ევროპის
ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მეშვეობით უნდა გაეცათ.
მარშალის გეგმა იმ პრობლემის გადაჭრას ისახავდა მიზნად, რაც ღარიბ
ქვეყნებს კომუნისტური საცდურისგან იხსნიდა.
11. 1947 წელს მარშალის გეგმას სტალინმა „ჟდანოვის დოქტრინით“ უპასუხა,
სადაც ჟდანოვმა თქვა, რომ მსოფლიო გაყოფილია ორ
ურთიერთდაპირისპირებულ კაპიტალისტურ და სოციალისტურ
ბანაკებად. 1950 წ. საბჭოთა კავშირმა აღმოსავლეთ და ცენტრალური
ევროპის დამორჩილებული სახელმწიფოები „ეკონომიკური
ურთიერთდახმარების საბჭოში“ გააერთიანა: სსრკ, ბულგარეთი, უნგრეთი,
რუმინეთი, პოლონეთი, ალბანეთი, ჩეხოსლოვაკია. ამ კავშირს შეუერთდა
გდრ (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა).
12. სსრკ-ს ესაჭიროებოდა უსაფრთხოება, რომელსაც მოუტანდა აღმოსავლეთ
ევროპაზე გავლენის დამყარება. პოსტდამის კონფერენციაზე გერმანია ოთხ
საოკუპაციო ზონად დაყვეს: სსრკ, დიდი ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი.
1946 წელს აშშ-ს ინიციატივით გაერთიანდა აშშ და ბრიტანული ზონები.
1948 წელს მათ შეუერთდა ფრანგული ზონაც. ამის შემდეგ მოკავშირეებმა
დაიწყეს ზრუნვა გერმანული სახელმწიფოს შექმნაზე. სტალინი
დაუპირისპირდა ამ იდეას. მას ისედაც ძლიერ აღიზიანებდა დასავლეთ

31
ბერლინის ზონა, რომელიც ბერლინელებისთვის კომუნისტური რეჟიმისგან
გაქცევის საშუალებას წარმოადგენდა.
13. ცივი ომის პირველი კონფლიქტი იყო 1948 წლის 24 ივნისს „ბერლინის
ბლოკადა“, რომელიც 1949 წლის 11 მაისამდე გაგრძელდა. სსრკ-მ გადაკეტა
კომუნიკაცია დასავლეთ და აღმოსავლეთ ბერლინს შორის. ეს ისტორიაში
შევიდა „ბერლინის ბლოკადის“ სახელწოდებით.
14. სამხედრო თვითმფრინავებით დაიწყეს ბერლინის მომარაგება ამერიკიდან,
მიუხედავად სიძნელეებისა, ბერლინელებმა გმირულად გადაიტანეს
ბერლინის ბლოკადა. აზრად არავის მოსვლია საბჭოთა ბერლინში
გადასვლა. ბლოკადა 328 დღე გაგრძელდა. ბლოკადის გაუქმების შემდეგ
დასავლეთ ბერლინში დაფუძნდა დამოუკიდებელი მთავრობა.
15. 1949-1961 წლებში 2 მილიონი ადამიანი გადავიდა აღმოსავლეთ
გერმანიიდან დასავლეთში. ძირითადად განათლებული ახალგაზრდობა.
1961 წ. ვენის სამიტზე ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ს პრეზიდენტი კენედი და
სსრკ-ს ლიდერი ხრუშოვი. ხრუშოვის ბრძანებით 1961 წ. 13-14 აგვისტოს
ღამეს დასავლეთ ბერლინს ბეტონის ფილებით აშენებილი კედელი
შემოარტყეს. კედლის აგებამდე დღეში 3000 კაცი გადადიოდა დასავლეთში.
16. ბერლინის პრესა ამ მოვლენას გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა იმ ადამიანურ
დრამას, რაც ოჯახის წევრებისა და ნათესავების ერთმანეთისგან დაშორებამ
გამოიწვია.
17. ცივი ომის ცხელი წერტილი იყო კორეის ომი, რომელიც კორეაში, 1950
წლის 25 ივნისს დაიწყო.
18. პოსტდამის კონფერენციაზე 1945 წლის 15 აგვისტოს მოკავშირეები
შეთანხმდნენ, იაპონიის ყოფილი სამფლობელო, კორეის ნახევარ-კუნძული
38-ე პარალელის გასწვრივ ორ ნაწილად გაეყოთ. ჩრდილოეთი ნაწილი
საბჭოთა კავშირმა დაიკავა, ხოლო სამხრეთი - ამერიკის შეერთებულმა
შტატებმა. 1949 წლის 1ოქტომბერს ჩრდილოეთ კორეის უმაღლესმა
ლიდერმა კიმ ირ სენმა ჩრდ. კორეა სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკად
გამოაცხადა. ნახევარკუნძულის გაერთიანება გადაწყვიტა.
19. სამხრეთ კორეაში ამერიკა ცდილობდა ანტიკომუნისტური რეჟიმის შექმნას.
ამერიკელებმა შესაფერის პოლიტიკურ ფიგურად მიიჩნიეს დევნილობაში
მყოფი ლი სინ მანი. არჩევნებში გამარჯვებისთანავე ლი სინ მანმა დაიწყო
ბრძოლა ამერიკული სამხედრო მმართველობის გასაუქმებლად. იგი
ცდილობდა დამოუკიდებელი რეჟიმის შექმნას. მაგრამ ვინაიდან ეს რეჟიმი
ეყრდნობოდა კორუფციას და ძალადობას, მას არ ჰქონდა მოსახლეობის
მხარდაჭერა. 1949 წელს ამერიკამ შეასუსტა ყურადღება კორეასადმი,
რადგან ბევრად მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა ცივი ომის ფრონტზე.

32
1949 წლის აგვისტოში სსრკ-მ შექმნა ატომური ბომბი, ხოლო სექტემბერში
ჩინეთში საბოლოოდ გაიმარჯვეს კომუნისტებმა.
20. თუმცა 1950 წლიდან ამერიკამ მიიღო დადგენილება კორეაში სამხედრო
კონტიგენტის გაძლიერების შესახებ, რადგან გრძნობდა კონფლიქტის
გარდაუვალობას.
21. ამერიკის პრეზიდენტი ტრუმენი აცხადებდა: „კიმ ირ-სენი
დამოუკიდებლად არ მოქმედებს და კომუნისტური კორეის თავდასხმა
ჩრდ. კორეაზე მხოლოდ „კორეის გაერთიანების“ მიზანს არ ემსახურებოდა.
წითლები ამოწმებენ დასავლეთის სისუსტეებს და ჩვენც სათანადო პასუხის
გაცემა გვმართებს.“
22. 1950 წლის 25 ივნისს 38-ე პარალელი გადალახა ჩრდ. კორეის სატანკო
ნაწილებმა და მოკლე დროში სამხრეთელთა სამხედრო ბაზები
გაანადგურეს.
23. ტრუმენმა ისარგებლა იმით, რომ გაერთიანებული ორგანიზაციის
უშიშროების საბჭოს სხდომას სსრკ-მ ბოიკოტი გამოუცხადა, რადგან
ჩინეთში მომხდარი კომუნისტური რევოლუციის შემდეგ ჩინეთს 1949 წელს
გაეროში უფლებამოსილება შეუჩერეს და სამხრეთ კორეაში შეჭრილი
ჩრდილოელების ძალისმიერი მეთოდებით განდევნის გადაწყვეტილება
გაიტანა. გაეროს უშიშროების საბჭომ კორეაში სტატუს კვოს აღდგენის
მიზნით, თავისი დროშის ქვეშ ამერიკელი გენერლის მაკარტურის
მეთაურობით სამხედრო დანაყოფების გაგზავნა გადაწყვიტა.
24. მაკარტურმა შეიმუშავა ეფექტური სამხედრო გეგმა - ჯარის ნაწილები
ზღვით გადასხა ინჩხონში, მოწინააღმდეგეს ზურგიდან გაუხსნა მეორე
ფრონტი და დაამარცხა. გაეროს მანდატი მხოლოდ სასაზღვრო
„სტატუს-კვო“-ს აღდგენას ითვალისწინებდა, მაგრამ მაკარტურს არ სურდა
შეჩერება. მანდაარწმუნა აშშ-ს პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი, რომ წინსვლის
შემთხვევაში ჩინეთიდან საფრთხე არ იქნებოდა მოსალოდნელი. 1
ოქტომბერს სამხრეთ კორეის და გაეროს 13 ქვეყნის სამხედრო ნაწილებმა,
სადაც ლომის წილი ამერიკას ეკუთვნოდა, გადალახეს 38-ე პარალელი და
გადავიდნენ კორეის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის
ტერიტორიაზე. შეშფოთებულმა კიმ-ირ-სენმა დახმარებისთვის მიმართა
სტალინს და მაო-ძედუნს (ჩინეთს). სტალინმა რისკზე წასვლა არ
მოინდომა. მაომ შექმნა 2 მილიონიანი „მოხალისეთა არმია“ და ჩაება ომში.
მდგომარეობა სწრაფად შეიცვალა: გაეროს ძალებმა უკან დახევა დაიწყეს.
გენერალი მაკარტური ჩინეთის წინააღმდეგ ატომური ბომბის გამოყენების
მოთხოვნით გამოდიოდა. ვაშინგტონიდან უარის მიღების შემდეგ,
მაკარტურმა ტრუმენის საჯარო კრიტიკა დაიწყო. 1951 წლის აპრილში

33
ტრუმენმა მაკარტური თანამდებობიდან გადააყენა, გაიწვია და
მთავარსარდლად გენერალი რიჯვეი დანიშნა. რიჯვეიმ შეძლო
მდგომარეობის გამოსწორება და 1951 წლის იანვარში ფრონტის ხაზი კვლავ
38-ე პარალელზე გაივლო. რამდენჯერმე გამართული სამხედრო
მოლაპარაკებების მიუხედავად, შეიარაღებული დაპირისპირება
გაგრძელდა, გაჭიანურდა და საბოლოოდ დასრულდა სტალინის
გარდაცვალებისა და ტრუმენის ხელლისუფლებიდან წასვლის შემდეგ 1953
წლის 27 ივლისს სოფელ პხანმუჯომში საზავო ხელშეკრულების
გაფორმებით, რის შედეგად აღდგა „სტატუს-კვო“, კორეა 38-ე პარალელზე
გაიყო ორ: კომუნისტურ და კაპიტალისტურ სახელმწიფოდ, ჩრდილოეთ
კორეად და სამხრეთ კორეად.
25. 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა სტალინი. სსრკ-ს კომპარტიის
ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდა ნიკიტა ხრუშოვი. „ცივი
ომის“ ტერმინს კორეის ომის დასრულების და სტალინის გარდაცვალების
შემდეგ „დაბალანსებული ტერორი“ დაემატა. შეიარაღების გამალებულმა
შეჯიბრებამ ისეთი რაოდენობის ატომურ იარაღს მოუყარა თავი, რომ
ბირთვული ომის გაჩაღებას ვერცერთი მხარე ვეღარ ბედავდა.
26. 1955 წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა კონრად
ადენაუერმა პირობა დადო, რომ მის ქვეყანას ბირთვული, ბიოლოგიური
და ქიმიური იარაღი არ ექნებოდა. 1955 წლის 9 მაისს გერმანიის
ფედერაციული რესპუბლიკა ნატოს წევრი გახდა და სრულიად სუვერენულ
სახელმწიფოდ გადაიქცა. ხუთი დღის შემდეგ კი სსრკ-მ „ვარშავის პაქტი“
შექმნა. ეს იყო სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა კავშირს და
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს აერთიანებდა.
27. 1956 წლის 25 თებერვალს მოსკოვში გამართულ კომუნისტურიპარტიის მე-
20 ყრილობაზე საბჭოთა ლიდერის, ხრუშოვის სიტყვით გამოსვლამ
დესტალინიზაციის პროცესს ჩაუყარა საფუძველი. დაურულ სხდომაზე
ხრუშოვის მოხსენების ძირითად თემას პიროვნების კულტი შეადგენდა.
სტალინი სოციალისტური კანონიერების სასტიკ დარღვევაში ამხილეს და
შეუბრალებელ დესპოტად გამოაცხადეს. ტერმინი „დესტალინიზაცია“
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ზედმეტად დამაიმედებლად
ჟღერდა.
28. ამ ფაქტმა წაახალისა უნგრეთი. სტალინისტური ლიდერების: მატიაშ
რაკოშის, ერნე მერეს და მათი თანამოაზრეების მიერ უნგრეთში
განხორციელებული რეპრესიების შედეგად, სტუდენტობა და
ინტელიგენცია, პოლიტიკური პარტიების ლეგალიზაციის მოთხოვნებით
დაირაზმა. 1956 წელს პარლამენტის წინ ორასი ათასი დემონსტანტი

34
მოითხოვდა მრავალპარტიულ არჩევნებს, პოლიტპატიმრების
გათავისუფლებას, საბჭოთა ჯარების გაყვანას და რეფორმატორი ლიდერის
იმრე ნადის დაბრუნებას, რომელიც ჯერ კიდევ 1953 წელს უნგრეთის
კომპარტიის ლიდერმა მატიშ რაკოციმ პრემიერ-მინისტრად დანიშნა,
მაგრამ ლიბერალური რეფორმების გამო მალე გაათავისუფლეს.
დემონსტრანტები მოითხოვდნენ აგრეთვე ბუდაპეშტის პარკიდან
სტალინის ძეგლის აღებას. 1956 წლის 23 ოქტომბერს ეს მოთხოვნები
წამოაყენეს დემონსტრანტებმა. იმ რენადი კვლავ ჩაუდგა სათავეში
მთავრობას. მიუხედავად ამისა, სახალხო მოძრაობა არ წყდებოდა და
შეიარაღებულ ანტისაბჭოთა აჯანყებაში გადაიზარდა.
29. უნგრეთის კომპარტიის ლიდემა ერნე გერემ მოსკოვს წესრიგის
დასამყარებლად დამატებითი ჯარების შეყვანა მოსთხოვა. წითელი არმიის
ნაწილები 4 ნოემბერს მარშალ ჟუკოვის მეთაურობით 3 ათასზე მეტი ტანკი,
60 ათასზე მეტი ჯარისკაცი ბუდაპეშტისკენ დაიძრა. ქალაქის ცენტრში
გამართული სისხლისმღვრელი ბრძოლა აჯანყებულთა დამარცხებით
დასრულდა. აჯანყებულთა 3 ათასი კაცი დაუღუპა, ხოლო 200 ათასი
მოქალაქე დასავლეთში გაიქცა. სსრკ-მ 700-მდე მებრძოლი დაკარგა. იმ რე
ნადი ორი წლის შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. იგი შეცვალა იანოშ კადარმა,
რომელმაც ქვეყნის მართვა გააგრძელა სტალინური მეთოდებით. ამერიკა
და ევროპის სახელმწიფოები მეორე ბლოკის საქმეებში ჩაურევლობის
პრინციპის ერთგული დარჩნენ და გაეროს რეზოლუციაზე ხმის მიცემით
შემოიფარგლნენ, რომელიც უნგრეთიდან საბჭოთა ჯარების გაყვანას
მოითხოვდა.
1956 წლის 4 ნოემბერს წითელმა არმიამ დაიპყრო ბუდაპეშტი. ბუდაპეშტის
დარბევით საბჭოთა კავშირმა აშკარად განუცხადა დასავლეთს, რომ არ
დაუშვებდა აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური რეჟიმის ხელყოფას.

35
ცივი ომის მესამე კრიზისი
„კუბის რევოლუცია“

1950-იან წლებში კუბას მართავდა ფულხენსიო ბატისტა, რომელიც ამერიკის


ინტერესების რეალიზებას უწყობდა ხელს კუბაში. კუბის ეკონომიკის 75%-ს
მდიდარი ამერიკელები აკონტროლებდნენ. „მილიონერების სამოთხედ“ წოდებული
კუბა მიმზიდველი იყო კაზინოებით, ფეშენებელური ოტელებით, აქ დაბანდებული
კაპიტალი განგსტერული ფულის გათეთრების საშუალებას იძლეოდა.

ფიდელ კასტრო დაიბადა 1928 წელს. ჰავანის უნივერსიტეტში იურიდიული


განათლება მიიღო, შემდეგ დაქორწინდა და ამერიკაში გაემგზავრა. უყვარდა
ელეგანტური ჩაცმა, ფუფუნებით ცხოვრება. ყოველთვის იქცევდა ორატორობით
ყურადღებას, მათ შორის ქალებისაც. მისი ხშირი ქორწინება ამის დასტურია.

1948 წელს კასტრომ ახლად არჩეულ ამერიკის პრეზიდენტს ჰარი ტრუმენს მილოცვა
გაუგზავნა და 10$ სთხოვა სესხად, ამით კასტრომ შტატებისადმითავისი ცინიკური
დამოკიდებულების დემონსტრირება მოახდინა.

1953 წელს კუბაში, ჰავანის კარნავალის დროს, კასტრომ თავისი პარტიზანები შეაპარა
ქალაქში და აჯანყება დაიწყო ბატისტას წინააღმდეგ. კასტრო დააპატიმრეს და 15
წელი მიუსაჯეს, მაგრამხალხის მოთხოვნით გაათავისუფლეს და მექსიკაში
გაასახლეს. მექსიკაში, კასტრომ გაიცნო ერნესტრო ჩე გევარა. ერნესტო ჩე გევარა
დაიბადა არგენტინაში. ის იყო ექიმი, მან იმოგზაურა ლათინო ამერიკაში და იქ
ჩამოუყალიბდა რევოლუციური მსოფლმხედველობა.

1956 წლის ნოემბერში, ფიდელ კასტრომ და მისმა 82 თანამებრძოლმა, იახტა


„გრანმათი“ მექსიკიდან კუბას მიაშურა. დაიწყო მომხრეთა შეკრება და მომზადება
რევოლუციისთვის.

1958 წელს კასტრო ჰავანისკენ დაიძრა. ფულხენსიო ბატისტამ კუბა დატოვა. 1959
წლის 1 იანვარს კუბაში გაიმარჯვა „კომანდანტ ფიდელის“ რევოლუციამ. სასტიკად
გაუსწორდა კასტრო ბატისტას მომხრეებს. ჩე გევარამაც დიდი როლი ითამაშა
ბატისტას რეჟმის დამხობაში. კასტრომ, ერნესტო, კუბის ფინანსთა და მრეწველობის

36
მინისტრად დანიშნა. 1960 წელს მან იმოგზაურა ჩინეთსა და სსრკ-ში. აშშ-ს ხელი არ
შეუშლია კუბაში კასტროს გამარჯვებისთვის, რადგან ბატისტას რეჟიმი გამოირჩეოდა
სისასტიკით და კორუფციით. კუბას ესაჭიროებოდა რეფორმები, მაგრამ როგორ უნდა
განხორციელებულიყო ეს რეფორმები, როცა ინდუსტრიულ სექტორს და მიწის დიდ
ნაწილს კუბაში ამერიკელები ფლობდნენ.

ფიდელმა გადაწყვიტა საერთო ენა მოენახა აშშ-თან . 1959 წლის მაისში ის შეხვდა
ვაშინგტონში ვიცე პრეზიდენტს ნიქსონს და კუბის რევოლუციის აღიარება სთხოვა.

თეთრმა სახლმა კასტრო არაპროგნოზირებად პიროვნებად მიიჩნია. პრეზიდენტმა


ეიზენჰაუერმა, გააჩაღა კასტროს საწინააღმდეგო პროპაგანდა, ეკონომიკური
საბოტაჟი და კუბური მაფიის დახმარებით განხორციელდა კასტროს აქტიურ
მომხრეთა მკვლელობები. იგეგმებოდა თავად კასტროს ლიკვიდაციაც. კასტროს
იმედი ჰქონდა, რომ 1960 წლის არჩევნებში კენედის მოსვლა შეცვლიდა ვითარებას,
თუმცა პირიქით, კენედიმ კასტროს წინააღმდეგ, 1961 წლის 17 აპრილს დაიწყო
ოპერაცია. დესანტი გადასხა ჭაობიან კოჩინოსის (ღორის) ყურეში. ეს ოპერაცია
კენედის მარცხით დამთავრდა. კასტრომ ამერიკელი ტყვეები სურსათსა და
მედიკამენტებში გაუცვალა ამერიკას. ამ ოპერაციის მარცხის შემდეგ, ამერიკის
ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა შეიმუშავა ახალი გეგმა „მანგუსი“, რომელიც
გულისხმობდა კუბაში ეკონომიკური დესტაბილიზაციის გამოწვევას და კასტროს
მოკვლას. ამის შემდეგ კასტრომ შეიტყო ეს გეგმა და მთავარ მტრად ცნო ამერიკა. მან
თავის მიზნად, კუბაში სოციალიზმის აშენება გამოაცხადა. დახმარება სთხოვა სსრკ-ს.

ჩე გევარა ვერ შეთანხმდა კასტროსთან კომუნისტური რეჟიმის გამო, დატოვა კუბა


1965 წელს და წავიდა ლათინო ამერიკის ყველაზე ღარიბ ქვეყანაში ბოლივიაში. იქ
ცდილობდა მაღაროს შენების ორგანიზებას, მაგრამ არ ენდნენ უცხო ადამიანს. ჩე
გევარა იქ დაიჭირეს და სამხედროებმა დახვრიტეს. მის საფლავზე კი ასფალტი
დააგეს, რომ ვერ ეპოვნათ. 30 წლის შემდეგ ჩე გევარას ცხედარი კუბაში გადაასვენეს.
ჟურნალ „შპიგელის“ შეფასებით, ჩე გევარა და მაჰათმა განდი მსოფლიოს ყველაზე
მშვიდობიანი რევოლუციონერები იყვნენ. ჩე გევარამ უარყო კაპიტალიზმიც და
კომუნიზმიც. ის, თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირის სიმბოლოდ იქცა, ლათინო
ამერიკაში ჩე გევარა ყველაზე მასშტაბური ფიგურა იყო სიმონ ბოლივარის შემდეგ.
გერმანელმა დრამატურგმა პიტერ ვეისმა, ჩე გევარას უწოდა „ქრისტე, რომელიც
ჯვრიდან ჩამოხსნეს“. ალბერტოკორდამ გადაუღო ფოტო ჩე გევარას. 2008 წელს
სტივენ სოდბერგის ფილმი გამოვიდა ჩე გევარას ცხოვრებაზე, „ვივა რევოლუციას“ ეს
მისი სიტყვები იყო. რაც შეეხება კასტროს, იგი ყველაზე ხანგრძლივვადიანი
არამონარქი ლიდერი აღმოჩნდა მსოფლიოში.

37
„კარიბის კრიზისი“
1959 წელს ამერიკამ იტალიაში 30, ხოლო თურქეთში 15 კონტინენტთაშორისი
ბალისტიკური ბირთვული რაკეტა განალაგა. სავარაუდო სამიზნე, სსრკ-ს სამხრეთი
რაიონები იყო.

1962 წელს თურქეთში განლაგებული ამერიკული რაკეტები „თორი“ და „იუპიტერი“


საბრძოლო მდგომარეობაში იყო მოყვანილი. სსრკ-მ საპასუხო ნაბიჯების გადადგმა
დაიწყო. ოპერაცია „ანადირი“ სსრკ-ს სამხედრო ოპერაცია იყო, რომლის დროსაც 80
საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა და 12 ახლო სიშორის ბირთვული რაკეტა
საიდუმლოდ განლაგდა კუბაზე. სსრკ-მ კუბაში გაგზავნა 40 ათასი საბჭოთა
სამხედროც. შემდგომში მიზეზად დასახელდა აშშ-ს მხრიდან კუბაზე სავარაუდო
თავდასხმა. რეალურად კი იმ წონასწორობის აღდგენა იყო, რომელიც აშშ-მ დაარღვია
იტალიასა და თურქეთში რაკეტების განლაგებით.

1962 წლის აგვისტოში აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა თვითმფრინავის


I-2-ის საშუალებით აღმოაჩინა საბჭოური რაკეტები კუბაში და დაიწყო კენედმა
გამოსავლის პოვნის ძიება. პირველი გეგმით რაკეტები უნდა გაენადგურებინათ
საჰაერო დაბომბვებით. ეს გეგმა სარისკო იყო, რადგან საფრთხე ემუქრებოდა 40 ათას
საბჭოთა ჯარისკაცს, რაც ომის გამოცხადების ტოლფასი იყო. მეორე გეგმის
თანახმად, უნდა დაწყებულიყო სსრკ-თან მოლაპარაკებები. ეს წინადადებაც
მიუღებლად ჩაითვალა, რადგან მოლაპარაკება გაჭიანურდებოდა და მოსკოვს
რაკეტების მზად ყოფნაში მოყვანის საშუალება მიეცემოდა. მესამე გეგმა იყო კუბის
საზღვაო ბლოკადა - ეს გეგმა არღვევდა საერთაშორისო სამართლის გეგმებს, მაგრამ
ის ნაკლებად რისკიანი იყო. დაიწყო ბლოკადა, მდგომარეობა დაიძაბა. მოსკოვმა
ამერიკას მოსთხოვა რომ არ ჰქონდა კუბის საზღვაო ბლოკადის უფლება. საბჭოთა
ფლოტი დაიძრა კუბისკენ. მსოფლიო სულგანაბული ელოდა Ш მსოფლიო ომის
შესაძლო დასაწყისს, მაგრამ საბჭოთა გემები უკან გაბრუნდნენ. კენედიმ
ხრუშოვისგან მიიღო ორი წერილი: პირველი იყო მოწოდება ბირთვული
კატასტროფის თავიდან აცილების შესახებ, მეორე წერილით ხრუშჩოვი სთავაზობდა
ამერიკას კუბიდან საბჭოთა რაკეტების გაყვანას, თურქეთიდან ამერიკული
რაკეტების გაყვანის სანაცვლოდ.

38
კენედიმ თავის ოფიციალურ გამოსვლაში მოსკოვის ამ წინადადებებს არ გასცა
პასუხი. თეთრი სახლისთვის მიუღებელი იყო კომპრომისზე წასვლის საჯარო
დემონსტრირება. სამაგიეროდ, აშშ-ს იუსტიციის მინისტრი, კენედის ძმა ბობ კენედი
შეხვდა სსრკ-ს ელჩს და განუცხადა, რომ დაიწყებდა თურქეთიდან თეთრი რაკეტების
დემონტაჟს. კარიბის კრიზისი 1963 წელს დასრულდა. ეს დაძაბულობის პიკი და
გარდატეხის წერტილია ცივი ომის ისტორიაში. ატომური ომის საფრთხე ასეთი
რეალური არასდროს ყოფილა.

„ავღანეთის ომი“
ცივი ომის პერიოდში დიდი სახელმწიფოები არ დაინტერესებულან ავღანეთით,
ვინაიდან ეს იყო მწირი, გარე სამყაროსგან იზოლირებული ქვეყანა. 1973 წელს
ავღანეთის მონარქი ზაჰირ-შაჰი ტახტიდან ჩამოაგდო მისმა ბიძაშვილმა დაუდ ხანმა.
1978 წელს სახალხო-დემოკრატიული პარტიის მიერ ორგანიზებული სამხედრო
პუტჩის შედეგად დაუდ ხანიც ჩამოაცილეს მმართველობას. ხელისუფლებაში
მოვიდნენ მემარცხენე ჯარები პრეზიდენტ ტარაკის და ვიცე-პრეზიდენტ ბაბრაქ
ქარმალის მეთაურობით. სსრკ-მ ფინანსური დახმარება გაუწია ახალ მთავრობას,
გაუგზავნა სპეციალისტები (ინჟინრები, ექიმები) და სხვ.

ავღანელ კომუნისტებს სოციალისტური სახელმწიფოს აშენება სურდათ. დაიწყო


მიზის, სოციალური და საგანმანათლებლო რეფორმები. რელიგია გადავიდა მეორე
პლანზე, დამყარდა გენდერული თანასწორობა, რაც გულისხმობდა გოგო-ბიჭების
სავალდებულო განათლებას და ერთად სწავლას, რამაც ისლამურ თემში აღშფოთება
გამოიწვია. ავღანეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ავღანეთში შარიათის კანონებით
მართული ისლამური რესპუბლიკის შექმნაზე ოცნებობდა. პრობლემა იყო ისიც, რომ
ქვეყანა შედგებოდა სხვადასხვა ეთნოსის მქონე ჯგუფებისგან. ჩრდილოეთში
მცხოვრები უზბეკური და ტაჯიკური წარმოშობის მოსახლეობა მტრულად იყო
განწყობილი სამხრეთში მცხოვრები ავღანური წარმოშობის ხალხის „პუშტუნები“
მიმართ. მოსახლეობის 80% სუნიტური იყო და ძლიერ ავიწროებდა შიიტურ
უმცირესობას. მუსლიმმა ლიდერებმა მოსახლეობას მოუწოდეს ათეისტი მთავრობის
წინააღმდეგ „ჯიჰადის“ დაწყებისკენ. 1979 წლის აპრილში დაიწყო საყოველთაო
აჯანყება. პრემიერმა ჰაფიზულა ამინმა ძალის გამოყენებით აჯანყების ჩახშობა
გადაწყვიტა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა წინააღმდეგობა. მოსკოვი შეშფოთდა
ავრანეთში შექმნილი ვითარებით. მოსკოვს ეშინოდა ისლამური ფუნდამენტალიზმის
ტალღა არ გავრცელებულიყო შუა აზიის საბჭოთა რესპუბლიკებში. სსრკ-ს უნდოდა
ამერიკისთვის დაესწრო და ქაბულში, ავღანეთის დედაქალაქში შეეცვალა
ხელისუფლება. ამინის ნაცვლად ბაბრაქ ქარმალი მოეყვანათ. მოსკოვი ჰაფიზულა
ამინს აშშ-თან კავშირში ადანაშაულებდა. 1979 წლის 24 დეკემბერს სსრკ-მ ჯარი
შეიყვანა ავღანეთში. გაანადგურეს ამინის მომხრე ჯარების ტანკები, საკომუნიკაციო

39
საშუალებები. ამინი მოკლეს და ქარმალი გამოაცხადეს პრეზიდენტად. 1980 წლის
იანვარში აშშ გამოვიდა ინიციატივით გაეროს უშიშროების საბჭოზე, რომ სსრკ-ს
შესვლა ავღანეთში შეფასებულიყო სამხედრო ინტერვენციად. გაერომ 108 ხმით
დაამტკიცა რეზოლუცია. ეს იყო სსრკ-ს დიპლომატიური მარცხი. ავღანელმა
მოჯაჰედებმა პარტიზანული ომი გაუმართეს დამპყრობლებს. მათ შექმნეს
წინააღმდეგობის მოძრაობა. ისინი მთებსა და მიუდგომელ ადგილებში
იმალებოდნენ.

40

You might also like