You are on page 1of 1

სჯობია და სჯობს

(ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი, გამომცემლობა „განათლება“, თბ.,


1968 წელი, გვ. 699)

სჯობია ის მას.
მაგალითად, ტოიოტა სჯობია ოპელს. მაგრამ ჯობია ასე.

სჯობს, სჯობდა, სჯობდეს ის მას, მაგრამ ჯობს, ჯობდა. (ჯობდა გვიან მოსვლა).

შუა და შორის
(თენგიზ წოწონავა, მართლწერა, 2016-2017, გვ. 57-58)
მიცემითი ბრუნვის ფორმას შეიძლება ახლდეს ცალკე მდგომი თანდებულები:
შუა და შორის.
ისინი, როგორც წესი, სიტყვას მოსდევენ. ზღვებს შუა, ზღვებს შორის, ზღვასა და
ზღვას შორის, ზღვასა და ზღვას შუა. შუა და შორის ფაქტობრივად სინონიმებია.
შუა შეიძლება უშუალოდ სახელის ფუძესაც დაერთოს. სწორია ორცეცხლშუა
და არა ორ ცეცხლ შუა, მაგრამ ორ ცეცხლს შუა (როცა ბრუნვისნიშნიან ფორმას
ახლავს) და არა ორცეცხლსშუა.

შემოგარენი მხოლობითი რიცხვის ფორმაა. სიტყვას მრავლობითი ფორმა არ


ეწარმოება, თუმცა, იგი თავის დროზე ნართანიანმა მრავლობითმა ჩამოაყალიბა.

You might also like