You are on page 1of 2

1.რამ დააჩქარა ჯოჯიკისა და მისი ოჯახის წევრთა სტუმრობა შუშანიკთანა?

ა) იმის შეტყობამ, რომ შუშანიკის აღსასრული მოახლოებულიყო;


ბ) იმის შეტყობამ, რომ ვარსქენი შუშანიკს ახალ განსაცდელს უმზადებდა;
გ) შუშანიკის თხოვნამ;
დ) სამღვდელო პირთა მოთხოვმამ.
2. რა კონკრეტული სინამდვილე იკითხება მასში, რომ ჯოჯიკი შუშანიკთან საუბრისას
„პირველთა მათ უწესოთა საქმეთა აღუარებდა"?
ა) ჯოჯიკი ვარსქენს ამხელს;
ბ) ჯოჯიკი აღსარებას წარმოთქვამს;
გ) ჯოჯიკი თავის უძლურებას აღიარებს;
დ)ჯოჯიკი შუშანიკს ემადლიერება.
3.რაში უნდა უშუამდგომლოს ღვთის წინაშე შუშანიკმა ჯოჯიკს?
ა) ოჯახის მფარველობაში;
ბ) მშვიდობისათვის ლოცვაში
გ) საერთო ცოდვების მიტევებაში; დ) შუშანიკის მიმართ ჩადენილი ცოდვების მიტევებაში.
4.რა უნდა აპატიოს შუშანიკმა ჯოჯიკს?
ა) მის მიმართ ჩადენილი ცოდვები (თუ ასეთი არსებობს);
ბ) საერთო ცოდვები;
გ) უპრინციპობა, რომელიც ირანთან ურთიერთობის საკითხში გამოიჩინა;
დ) უპრინციპობა, რომელიც ვარსქენის მეორე ცოლის საკითხში გამოიჩინა.
5.რა მიაჩნია ჯოჯიკს საკუთარი (და თავისი ოჯახის) შესაძლო ცოდვის მიზეზად?
ა) შიში;
ბ) ვითარების გაუაზრებლობა;
გ) ამქვეყნიური ცხოვრების სიყვარული;
დ) არჩევანის არქონა.
6.ჯოჯიკის როგორი ბუნება იკითხება ტექსტში?
ა) აქტიური;
ბ) მონანიე;
გ) პრინციპული;
დ) უპრინციპო.
7.რატომ ვერ გამოიღო შედეგი, ჯოჯიკისვე აზრით, შუშანიკის სასიკეთოდ ჯოჯიკისა და მისი
ოჯახის წევრთა მეცადინეობამ?
ა) იმიტომ, რომ მეცადინეობა უმნიშვნელო იყო;
ბ) იმიტომ, რომ მათ არავინ უსმენდა;
გ) იმიტომ, რომ ვარსქენი გარემოების მძევალი იყო;
დ) იმიტომ, რომ საზოგადოების დანარჩენი ნაწილი გაუმართლებლად პასიურობდა.
8. როგორ აფასებს შუშანიკის საზოგადოების მიერ მისთვის გაწეულ ღვაწლს?
ა)უარყოფითად. მიაჩნია, რომ ღვაწლი უშედეგო აღმოჩნდა;
ბ) დადებითად. ამბობს, რომ საზოგადოების თანადგომა მას ამხნევებდა;
გ) უარყოფითად. ამბობს, რომ ასეთი ღვაწლი, საერთოდ, არ არსებობს ;
დ) დადებითად. ამბობს, რომ ვარსქენი, მიუხედავად სიჯიუტისა, საზოგადოებას ანგარიშს უწევდა.
9. როგორია იმქვეყნიური სამსჯავრო (სამართლიანობის თვალსაზრისით რომლის
არსებობისაც შუშანიკს სჯერა?
ა) იქ მამაკაცსა და დედაკაცს ერთნაირი პატივით ეკიდებიან;
ბ) იქ მიკერძოება არ არსებობს,
გ) იქ მსაჯულთა მსაჯული სჯის;
დ) იქ მეუფთა მეუფე სუფევს.
10.რისთვის აგებს ვარსქენი პასუხს იმქვეყნიურ სამყაროში?
ა) ქრისტიანობის ღალატისთვის
ბ) შვილების გამაზდეანებისთვის;
გ) სამღვდელო პირთა შეურაცხყოფისთვის;
დ) შუშანიკის სიცოცხლის ხელყოფისთვის.
11. რის სიმბოლოებია ნაყოფის ნაადრევად დაკრეფა, სანთლის დაშრეტა, ყვავილის დაჭკნობა,
რომლებზედაც შუშანიკი ლაპარაკობს?
ა) შუშანიკის სიცოცხლის ხელყოფის;
ბ) სამღვდელო პირთა შეურაცხყოფის;
გ) შვილების გამაზდეანების;
დ) ქრისტიანობის ღალატის.
12.რომელი ნიუანსი მიუთითებს, რომ შუშანიკი ღვთის სამართლიანობაში დარწმუნებულია?
ა)ის ჯოჯიკს იმქვეყნიური სამსჯავროს არსს განუმარტავს;
ბ) ის ღმერთს წინასწარ მადლობს;
გ) ის დარწმუნებულია, რომ ღმერთი ვარსქენის სულზეც იზრუნებს;
დ) ის ჯოჯიკს იმქვეყნიური სამსჯავროთი აშინებს.
13.რის სამაგიეროს ელის შუშანიკი ღვთის წყალობას?
ა) გადატანილი განსაცდელის;
ბ) მხურვალე ლოცვის, რომელსაც მის მიმართ აღავლენდა;
გ) ღვთაებრივი მოწყალების წარმოჩენის;
დ) ღვთისმოშიშობის.
14.რომელ მხატვრულ საშუალებას იყენებს (ძირითადად) ავტორი სათქმელის გადმოსაცემად?
ა) გროტესკს;
ბ) პეიზაჟს;
გ) დიალოგს;
დ) პორტრეტს.
15.შუშანიკის როგორი ბუნება იკითხება ტექსტში?
ა) შუშანიკი ოპტიმისტია. მისი ოპტიმიზმი იმქვეყნიური სამყაროს რწმენას ემყარება;
ბ) შუშანიკს მარტოობის განცდა აწუხებს;
გ) შუშანიკი ოპტიმისტია. მას ბოლომდე სჯერა, რომ ვარსქენს მოაქცევს;
დ) შუშანიკს მადლიერების გრძნობა აცოცხლებს.

You might also like