You are on page 1of 7

არაბები. სახელმწიფოს და რელიგიის ჩამოყალიბება დაპყრობები.

არაბები ცხოვრობდნენ არაბეთის ნახევარკუნძულზე. ჩრდილოეთით მოსახლე არაბები


განვითარების დონით განსხვავდებოდნენ სამხრეთ არაბეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრები
არბებისგან. ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ ბედუინები, რომლებიც მისდევდნენ
მომთაბარეობას და ნადირობას. ისინი იყვნენ წარმართები. თაყვანს ცემდნენ მთვარესა და
მზეს. მათი ღმერთების პანთეონში ერთ-ერთი უმაღლესი ღვთაება იყო ალაჰი, რომელიც
შემდგომ ისლამში ღმერთის სახელწოდებად იქცა. სამხრეთში ცხოვრობდბნენ
კახტანიტელები. მათ საცხოვრის ადგილზე გადიოდა სავაჭრო საქარავნო გზა, ძირითადი
მაგისტრალი. ეგრეთ წოდებული გუნდრუკის გზა, სამხრეთ არაბეთში აგროვებდნენ
სურნელოვანი ხის გამონაჟნ ფისს გუნდრუკს და ამით ვაჭრობდნენ ბიზანტიასთან და
ინდოეთთან , ამ გზას ამიტომ დაერქვა გუნდრუკის გზა და იგი ხმელთაშუაზღვის
ქვეყნებს ინდოეთთან აკავშირებდა. ამიტომ სამხრეთში მცხოვრები არაბი ტომების ძირითადი
შემოსავლის წყარო ვაჭრობა იყო. ამ სავაჭრო გზებზე აღმოცენდა მნიშვნელოვანი სავაჭრო
ქალაქები, მექა და იასრიბი (შემდეგში მედინა). ქალაქი მექა წინა ისლამურ ხანაშიც,
ითვლებოდა წმინდა ტერიტორიად და ხელშეუხებლად, რადგან იქ იყო ქააბას ტაძარი,
რომლის კუთხეებშიც ჩატანელუბი იყო ორი წმინდა ქვა, ხოლო შუაგულში ყველაზე
პატივსაცემი კერპი იდგა. აქ უამრავი არაბი იყრიდა თავს და ამით ქალაქს დიდი შემოსავალი
ჰქონდა. არაბეთის ნახევარკუნძულზე, ისლამამდე ხანაში, გარდა წარმართებისა,
ცხოვრობდნენ ქრისტიანები და იუდეველები. ჩრდილოეთით კი სირიის საზღვრრებთან,
ფართოდ იყო გავრცელებული ქრისტიანული სარწმუნოება. საკუთრივ, არაბეთის
ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ქრისტიანები, ძირითადად ბიზანტიიდან
გამოდევნილი სექტანტები იყვნენ. სწორედ ამ წმინდა ქალაქ მექაში, დაიბადა 570 წელს
ღარიბი ვაჭრის, აბდალაჰის შვილი, მუჰამედი. მუჰამედის დაბადება, დაემთხვა ფაქტს,
როდესაც იემენის ეთიოპიელმა გამგებელმა აბრაჰამმა მექაზე წარმატებულად ილაშქრა. ამ
ლაშქრობაში საბრძოლო სპილოც მონაწილეობდა, რომელმაც დამხვდურებზე ისეთი
შთაბეჭდილება მოახდინა, რომ იმ წელიწადს სპილოს წელიწადი უწოდეს. შემდგომში
მუსლიმები ამბობდნენ რომ მუჰამედი სპილოს წელიწადში იშვა და არაბებს გამარჯვება მისმა
დაბადებამ მოუტანაო. მუჰამედი ადრე დაობლდა. მისი აღზრდა ბიძამ, აბუ ტალიბმა იკისრა.
მან ბავშვობა მოჯამაგირეობაში, თხის მწყემსვაში გაატარა. ხოლო როდესაც წამოიზარდა,
ქარავნების გაცილება დაიწყო. მუჰამედი ამ მოგზაურობის დროს, ეცნობოდა სხვადასხვა
ხალხის, იუდეველებისა და ქრისტიანების სარწმუნოებას. ერთმანეთს ადარებდა ქალაქურ და
მომთაბარე ბედუინების ცხოვრების წესს. გადმოცემის თანახმად, განსაკუთრებული
კეთილშობილების გამო, მას ბავშვობაში ალამანი, ანუ სანდო შეარქვეს. 24 წლის ასაკში
მუჰამედი მდიდარ ქვრივზე, ჰადიჯაზე, დაქორწინდა. ჰადიჯა ვაჭრის შვილი იყო.
მუჰამედიც ვაჭარი გახდა. მუჰამედს და ჰადიჯას შვილები შეეძინათ, მაგრამ ვაჟები ჩვილობის
ასაკში დაიხოცნენ და ოჯახს 4 ქალიშვილი შერჩა. ზაინაბი, რუქია, ქულსუმი და ფატიმა.
როგორც აღვნიშნეთ, მექა დიდი რელიგიური ცენტრი იყო. მექაში ყველას თავისი სალოცავი
ჰქონდა, ტუმცა ქააბა გამოირჩეოდა. იქ ესვენა შავი ქვა, რომელიც გადმოცემის მიხედვით,
ალაჰმა ადამს სამოთხიდან გამოძევების შემდეგ წყალობის ნიშნად გადმოუვლინა. ადამის
შვილმა, შისმა (სეთმა) ტაძარი ქააბა, არაბულად კუბი, ააგო. ქვა მის შიგნით მოაქცია.
წარღვნის დროს, ეს ტაძარი ზეცაში იქნა ატანილი. შემდეგ კი დაინგრა და ალაჰის მეგობრებმა,
იბრაჰომმა (აბრააბმა) და ისმაილმა განაახლეს და ამის შემდეგ დაიწყო იქ დიდი
პილიგრიმობა. სხვადასხვა რელიგიის აღმსარებლები, მექაში ქააბას მოსალოცად ჩადიოდნენ.
მუჰამედი ქააბას მომლოცველთა გვერდით იდგა, მაგრამ მას ებრაელთა სინაგოგებიში და
ქრისტიანთა ეკლესიებშიც ნახავდით. იგი ხშირად უდაბნოში ბერ-მონაზვნების მსგავსად
განმარტოვდებოდა და გონებას ზეცად აღაპყობდა. დაახლოებით 610 თუ 612 წელს, როდესაც
მუჰამედი 40 წლისა იყო, გადმოცემის თანახმად მას ანგელოზი გაბრიელი (არაბულად
ჯიბრაელი) გამოეცხადა და სულის მარგებელი სიბრძნე აუწყა. პირველ გამოცხადებას მეორე
მოჰყვა და ასე შემდეგ. თითოეული სიტყვა, ესეიგი გამოცხადება, მთავრებოდა მოწოდებით.
მოჰყევ, ანუ სხვასაც უამბე რაც მოისმინე. მუჰამედი ღმრთის ნებას დამორჩილდა და
ამიერიდან ერთი ღმერთის, ალაჰის მოციქული გახდა. მისი ქადაგებები, თავიდან მისმა
ახლობლებმა, მეგობრებმა და ნათესავებმა ირწმუნეს.მალე ჰადიჯა გარდაიცვალა და
მუჰამედმა ორი ცოლი შეირთო. მათგან უმცროსი, ერთ-ერთი პირველი თანამორწმუნის,
აბუბაქრის ქალიშვილი, აიშა იყო. მისი მოძღვრება 5 ძირითად პრინციპს ეფუძნებოდა. 1.
რწმენა იმისა, რომ ყოველივეს შემოქმედი ერთი ღმერთია, ალაჰი

2. რწმენა ღმრთის სიტყვისა, რომელიც გაცხადებულია ყურანში და ღვთის


მოციქულების მიერ, რომელთა შორის მუჰამედი არის უკანასკნელი და მთავარი.

3. ანგელოზების რწმენა.

4. სიკვდილის შემდეგ აღდგომისა და უკანასკნელი სამსჯავროს რწმენა.

5. ლოცვა 5 ჯერ.

მუჰამედი ხალხს მოუწოდებდა, რომ უარი ეთქვათ მრავალღმერთიენობაზე და ეწამათ ერთი


ღმერთი ალაჰი, რომელიც განიკითხავდა და განკითხვის შედეგად მიუზღავდა თითოეულ
მათგანს სამაგიეროს. ღმრთის მოსავებს სამოთხე ელოდათ, ხოლო ურწმუნოებს ჯოჯოხეთის
ცეცხლი. მისი იდეები ახალი არ იყო. ამასვე ქადაგებდნენ იუდეველები და ქრისტიანები.
მუჰამედი იმედოვნებდა, რომ იუდეველები და ქრისტიანები მას ახალ მესიად აღიარებდნენ,
მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მექაში მუჰამედს ძლიერი მოწინააღმდეგეები გამოუჩდნენ და
წარმართებმა მისი მოკვლა განიზრახეს. თავის გადასარჩენად, მუჰამედმა 622 წლის 24
სექტემბერს მექა დატოვა და ქალაქ იასრიბში გადასახლდა. ამ ემიგრაციას არაბულად ჰქვია
ჰიჯრა, ანუ არაბებმა იმდენად დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს ამ თარიღს რომ წელთ აღრიცხვა
სწორედ 622 წლიდან დაიწყო. გადასახლებულებს, ეწოდათ მუჰაჯირები. მათ იასრიბში
პირველი დიდი თემი შექმნეს. შემდეგ კი ახალ რჯულზე მთელი ქალაქი მოაქციეს, რის გამოც
იასრიბს მედინა (მადინა) ანუ წინაწარმეტყველის ქალაქი ეწოდა. ის ვინც ისლამი ირწმუნა
მუსლიმები ანუ ღმერთის მინდობილნი ეწოდათ. 630 წელს, ჰიჯრიდან 8 წლის შემდეგ,
მუჰაჯირები, ანუ ლტოლვილები, მუჰამედის წინამძღოლობით მექაში დაბრუნდნენ,
ბრძოლით აიღეს ქალაქი და გადმოცემის მიხედვით, მუჰამედი იერუსალიმსაც ეწვია და
წმინდა ადგილები მოილოცა. ამიტომ მექა მედინა და იერუსალიმი, მუსლიმთა წმინდა
ქალაქებია. მექაში მათ წარმართული კერპები ჩამოყარეს, აღმართეს ტაძარი, მეჩეთი და
ისლამი იქცა არაბების მთავარ რელიგიად. მუჰამედმა დაამკვიდრა ახალი ტრადიციები:
მუსლიმი ლოცვის დროს ქააბის მხარეს უნდა მთხვეოდა მიწას, მექაში პილიგრიმობა- ჰაჯი
მუსლიმთა ერთ-ერთი მოვალეობაა, რამადანის თვეში უნდა ემარხულათ, საერთოდ
აიკრძალა ღვინის სმა და აზარტული თამაშები. სამაგიეროდ დაიშვა მრავალცოლიანობა.
მუჰამედს ცოლთგან ყველაზე მეტად აიშა უყვარდა. 632 წელს იგი გარდაიცვალა და ასე
ჩაეყარა ამავე წელს საფუძველი არაბთა სახელმწიფოს და რელიგიას. მუამედის ქადაგებები
შევიდა წიგნში ყურანში ,რომელიც შედგება 114 თავისგან- სურისგან რომლებიც თავის
მხრივ იყოფა აიებად -ლექსებად. მუსლიმების თვალსაზრისით ყურანი მარადიული და
შეუცვლელია. მისი შეცვლა არავის შეუძლია, და ყველა მუსლიმურმა თემმა მისი
მითითებებით უნდა იხელმძღვანელოს. ამგვარად რელიგია და სახელმწიფო არაბეთში
ერთობლივად ყალიბდება. 630-32წელს. მუჰამედის შემდეგ არაბთა სახელმწიფოს
მეთაურს ხალიფა ეწოდა(მოადგილე). იგი ერთდროულად პოლიტიკური ლიდერიც იყო და
რელიგიურიც. გაერთიანდნენ მომთაბარე არაბები ისლამის ქვეშ. და გაფართოებაც
დაიწყეს. ანუ ახალი ტერიტორიების დაპყრობა. მათ მიერ წარმოებულ დაპყრობებს კი
ურწმუნოთა წინაარმდეგ „წმინდა ომი“ ანუ „ ჯიჰადი“ ეწოდა. მოციქული ბრძოლის ველზე
სიკვდილის სანაცვლოდ, მათ მარადიულ სასუფეველს აღუთქვამდა და ათასობით არაბიც
ამ იმედით მიდიოდა საბრძოლველად. „მე თკვენკენ მოვდივარ მეომრებით, რომლებსაც
ისე უყვართ სიკვდილი, როგორც თქვენ სიცოცხლე“. სწერდა სპარს მმართველს ცნობილი
არაბი მხედართმთავარი ხალიდ იბნ ვალიდი. პირველი ოთხი ხალიფა იყო არჩევით.
მუჰამედის შემდეგ პირველი ხალიფა გახდა აბუბექრი. იგი იყო მისი მეგობარი და ამავე
დროს მუჰამედის საყვარელი ცოლის აიშას მამა. აბუბექრის პირველ ხალიფად გახდომა
632-634 წლებში განაპირობა იმანაც რომ, ერთხელ მუჰამედი შეუძლოდ იყო და სთხოვა
აბუბექრს შეესრულებინა ღვთისმსახურება. როცა მუჰამედი გარდაიცვალა, მისმა
თანამოაზრეებმა ჩათვალეს რომ ეს იყო მინიშნება მუჰამედის მხრიდან. რომ ის
მემკვიდრედ აცხდებდა აბუბექრს. აბუბექრი ერთ-ერთი ყველაზე უომრად წასული
ხალიფაა. 633 წლიდან არაბებმა შეუტიეს ირანს. კერძოდ შეიჭრნენ არაბი სარდლის
ხალიდ იბნ ალ ვალიდის მეთაურობით შუამდინარეთში . სასანიანთა პროვინციაში.(
მაშინდელი ასურისტანი, დღევანდელი ერაყის ტერიტორია). და დაიპყრეს . შემდეგი
ხალიფას ომარის დროს, რომელიც ყველაზე უფრო აგრესიული ხალიფა იყო 632
წლიდან 644 წლამდე მის დროს მოხდა ირანის წინააღმდეგ 636 წელს კადისის
ცნობილი ბრძოლა რომელიც 4 დღე გრძელდებოდა. სასანიანებმა 40 ათასი მეომარი
და30-33 საბრძოლო სპილო გამოიყვანეს არაბების წინააღმდეგ , ირანის ჯარს სარდლობდა
ხორასნის მმართველი რუსტამი , ხოლო არაბების ჯარს რომელიც 25-30 ათასი კაცისგან
შედგებოდა სარდლობდა სად იბნ აბუ ვაკასი. ამ ბრძოლაში არაბებმა გაიმარჯვეს , რამაც
განაპირობა ირანის დასუსტება და დაშლა საბოლოოდ . ხალიფა ომარის დროს
არაბებმა შეუტიეს ბიზანტიის იმპერიას, ბიზანტია ირანთან ბრძოლებით, ძალიან
დასუსტებული შეხვდა არაბებს და არაბები ზედიზედ იღებენ ბიზანტიის პროვინციებს,
სირიას, მესოპოტამიას, პალესტინას, იერუსალიმის აღების შემდეგ არაბებამა სოლომონის
ტაძრის ადგილზე ხალიფა ომარის ბრძანებით ააგეს ომარის მეჩეთი , რომლის
მშენებლობა დასრულდა 691 წელს. და ამის შემდეგ იერუსალიმი გადაიქცა არაბების
მესამე წმინდა ქალაქად და სამი რელიგიის , იუდაიზმის, ქრისტიანობის და ისლამის
ცენტრად. ხალიფა ომარის დროს არაბებმა დაიკავეს სომხეთის ყოფილი დედაქალაქი
დვინი 642 წელს ამიერკავკასიაში და შემოუთვალეს ქართლის ერისმთავარს სტეფანოზ
მეორეს არაბთა უღლის აღიარება უბრძოლველად. ამ წელს სტეფანოზმა უარი თქვა
მორჩილებაზე ,ქართლი მაშინ არაბთა ლაშქრობისგან გადაარჩინა ძლიერმა ყინვებმა,
რასაც არაბები არ იყვნენ შეგუებულნი.644 წელს ხალიფა ომარი შეცვალა
ოსმანმა ,რომელიც იყო მუჰამედის სიძე, ერთ-ერთი ქალისვილის ქმარი. ოსმანის დროს
არაბებმა 650 წელს საბოლოოდ დაამაეცხეს სასანიდური ირანი, აიღეს მისი დედაქალაქი
ქტეზიფონი და ტახტიდან ჩამოაგდეს ბოლო სასანიდი შაჰი, იეზდიგერდ მეოთხე.
ოსმანის ხალიფობის პერიოდში შემოაქვთ ქართლში დაცვის სიგელი რაზეც უფრო
დაწვრილებით იქნება საუბარი თემაში არაბები და საქართველო. ბოლო ხალიფა იყო
ალი. მუჰამედის გამზრდელი ბიძის აბუ ტალიბის ვაჟი და მუჰამედის ერთ-ერთი
ქალიშვილის ფატიმას ქმარი 656-661 წლებში. ამ ოთხი მართლმორწმუნე ხალიფას
მმართველობის პერიოდში მოხდა ისლამში სქიზმა (გაყოფა) შიიტებად და სუნიტებად.
სუნიტები ამბობდნენ რომ მუჰამედს არ შეუტანია ყურანში ყველა მისი გამონათქვამი
ამიტომ უნდა შეიქმნას ახალი წიგნი სუნა სადაც ეს გამონათქვამები შევა . აგრეთვე
სუნიტები ამბობდნენ ,რომ მუამედის გარდაცვალებით გაწყდა ღმერთთან კავშირი .
ამიტომ არაბთა წინამძღოლები არჩევითი უნდა იყოს. ხოლო შიიტები მიიჩნევდნენ ,რომ
მუჰამედმა შეიტანა ყველაფერი ყურანში და აღიარებდნენ წმინდა წიგნად მხოლოდ
ყურანს , ისინი მიიჩნევდნენ რომ კავშირი არ გაწყვეტილა ღმერთთან, საწიროა მათ სორის
შუამავალი იმამი და ისინი კანონიერ ხალიფად მიიჩნევდნენ მხოლოდ ალის , რადგან
მხოლოდ ის იყო მუჰამედის სისხლით ნათესავი , ხოლო დანარჩენი ხალიებს თვლიდნენ
უზურპატორებად. უმრავლესობა აქვს სუნიტებს80 85 პროცენტია. ამის გამო არაბთა
სახალიფოში დაიყო სამოქალაქო ომი, შია არაბულად ნიშნავს დაჯგუფებას და შიიტებმა
656 წელს მოკლეს ოსმანი. სამოქალაქო ომი დაიწყო , ალისა და სირიის მმართველ
მუავიას შორის, რომელიცოსმანის მსგავსად ომაიანთა დინასტიის წარმომადგენელი იყო.
დინასტიის სახელწოდება მომდინარეობს ომაიანთა წინაპრის უმაია აბდ შამის
სახელიდან, რომელიც მუჰამედის დიდი ბაბუა იყო. სამოქალაქო დაპირისპირება
მთავრდება მუავიას გამარჯვებით 661 წელს. და ოთხი ხალიფას მართველობის ხანა
მთავრდება და იწყება ომაიანთა დინასტიის მმართველობის პერიოდი. მუავიამ
დედაქალაქი გადაიტანა დამასკოში. მუავიას დროს ჩამოყალიბდა არაბთა სახალიფოს
სახელმწიფო- ადმინისტრაციული სისტემა. მუავიამდე როგორც ავღნიშნეთ ხალიფას
თანამდებობა არჩევითი იყო. მან კი მემკვიდრედ თავისი შვილი იაზიდი დაასახელა . ამ
ფაქტმა კი ქვეყნის სათავეში , ერთი საგვარეულოს ომაიანების მოსვლას დაუდო სათავე.
სახალიფოს მთელი მიწა-წყალი სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა. არაბთა
სახელმწიფოს მიწები სამ კატეგორიად დაიყო: 1 მიწები რომელიც ისლამის მიწა ერქვა
სადაც არაბები ცხოვრობდნენ მას ერქვა ვაკუფი და არ იბეგრებოდა ეს მიწა, 2
კატეგორიაში შედიოდა ბრძოლით დაპყრობილი მიწები, ხოლო მესამე კატეგორიაში
ზავით მოპოვებული მიწები. მეორე და მესამე კატეგორიის მიწები იბეგრებოდა ორი
არაბული გადასახადით, ჯიზია და ხარაჯით. პროვინციებში ხალიფას მოადგილეებს
ამირები ერქვათ. არაბების მიერ მთელი მსოფლიოს ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა
(სამ კონტინენტზე იყო გადაჭიმული. აზიაში, აფრიკაში, ევროპაში) განაპირობა სამმა
ფაქტორმა. 1. დაპყრობილ ტერიტორიებზე ადგილობრივ მმართველობით სტრუქტურებს
ხელი არ ახლეს თავიდან და მიწების უმეტესობას მის მფლობელებს უტოვებდნენ. 2
ომაიანების დროს დაპყრობილ ქვეყნებში, სხვა რელიგიის, მათ შორის ქრისტიანული
სარწმუნოების მიმდევარი მოსახლეობა არ იდევნებოდა. მეტიც. ამირები თავიდან ხარკის
აკრეფაში არ მონაწილეობდნენ და ეს ადგილობრივ მოხელეებს ქონდათ დაკისრებული,
ისინი ხელს უწყობდნენ როგორც საშინაო ,ისე საგარეო ვაჭრობას. . ომაიანების დროს
დაიწყო ვერცხლის და სპილენძის მონეტების მოჭრა, რომელსაც საერთაშორისო
ვალუტის მნისვნელობა მიენიჭა. და მესამე ფაქტორი არაბების წარმატების იყო ,
ბიზანტიის იმპერიის დასუსტება. მუავიას დროს შეიქმნა არაბთა საზღვაო ფლოტი,
რომელმაც არა მხოლოდ სამხედრო წარმატებას შეუწყო ხელი, არამედ ქვენის საგარეო
ვაჭრობის განვითარებას. ომაიანების დროს არაბებმა დაიპყრეს ჩრდილოეთ აფრიკა,
დაამარცხეს ბერბერები , შემდეგ ბ ერბერების და არაბების შერეულ მოსახლეობას აქ
მავრებად მოიხსენიებდნენ. 711 წელს არაბმა სარდალმა თარიქ- იბნ ზიადმა გადალახა
გიბრალტარი ( აქედან მოდის ეს სახელი.) და ესპანეთს სადაც მაშინ ვესტგოთების სამეფო
იყო შეუტია. პირინეის სანაპიროსთან მდებარე კლდეზე ციხე ააგო არაბმა თარიქმა ამ
ციხეს ჯაბალ ატ თარიქი (თარიქის მთა) შეარქვა და აქედან წარმოდგა შემდეგ
საბოლოოდ გიბრალტარი. სარდალს 5 წელი დასჭირდა რომ პირინეის ნახევარკუნძულის
უდიდესი ნაწილი დაემორჩილებინა.ვესტგოთების მეფე როდერიკი (ესპანური
ფოლკლორის ლეგენდარული გმირი როდრიგო) ბრძოლაში დაიღუპა. არაბებმა აიღეს
კორდობა, მალაგა, და ვესტგოთების დედაქალაქი ტოლედო და 714 წლისთვის მთელი
ესპანეთი დაიპყრეს. გალისიისა და ასტურიის გარდა. ეს მიწა წყალი რომელსაც არაბები
ალ- ანდალუსს იგივე ანდალუსიას უწოდებდნენ მუსლიმთა ხანგრძლივი ბატონობის ქვეშ
მოექცა. მისი მმართველი პირდაპირ ხალიფას კი არა არამედ ტუნისში მჯდომ
ჩრდილოეთ აფრიკის ამირას ემორჩილებოდა. 717 წელს არაბებმა ალყაში მოაქციეს
ზღვიდანაც და ხმელეთიდანაც კონსტანტინოპოლი. ალყა წელიწადი გაგრძელდა. მაგრამ
რამდენიმე ფაქტორის გამო არაბებმა მარცხი განიცადეს. 717- 718 წლებსი უკიდურესად
ცივი ზამთარი დადგა. სიცივეს მიუჩვეველი არაბებიბისთვის მძიმე გადასატანი გახდა
ხანგრძლივი ალყა. სურსათით ვერ მოამარაგეს ჯარი. მეორე ფაქტორი კი იყო ის რომ
ბიზანტიამ არაბების წინააღმდეგ ბერძნული ცეცხლი გამოიყენა . ბიზანტიის იმპერატორმა
ლეონ მესამემ მოკავშირედ გაიხადა ბულგარეთის მეფე, რომელმაც არაბებს ზურგში
დაარტყა. მესამე ფაქტორი კი ის იყო, რომ არაბთა ჯარში შავი ჭირის ეპიდემია გაჩნდა.
არაბებმა ალყა მოხსნეს კონსტანტინოპოლს და უკან გაბრუნდნენ.
732 წელს არაბებმა ევროპაში შეუტიეს გალიას. აიღეს ნარბონი. ევროპაში მათი წინსვლა
შეაჩერეს ფრანკებმა, რომლებმაც 732 წელს პუატიესტან ბრძოლაში კარლ მარტელის
მეთაურობით დაამარცხეს ისინი. საბოლოოდ ისინი ფრანკთა ტერიტორიიდან გამოაძევა
პიპინ მოკლემ.

ა ბ ა ს ი ა ნ ე ბ ი

ომაიანების დინასტია დამთავრდა 750 წელს. არაბტა სახალიფოს ტახტზე პრეტენზია


განაცხადეს ალის და მუჰამედის ბიძის აბასის შთამომავლებმა. მათ დაიწყეს აჯანყება
ერაყში. სადაც ომაიანების ბევრმა მოწინააღმდეგემ მოიყარა თავი. ამ დროს ომაიანთა
დინასტიის ბოლო ხალიფა მერვან მეორე,( საქართველოს ისტორიაში ცნობილი მურვან
ყრუ) ჩამოაგდეს ტახტიდან, ის ეგვიპტეში გაიქცა და იქ მოკლეს. არაბტა ტახტზე კი
პირველი აბასიანი ხალიფა აბასის შთამომავალი აბუ ლამას ალ-საფაჰი ავიდა. ასე დაიწყო
აბასიანების დინასტიური მმართველობის პერიოდი. პირველი აბასიანი ხალიფების
მართველობის პერიოდი გამორჩეული იყო არაბტა კულტურული და ეკონომიკური
არმავლობიტ მას ოქროს ხანასაც უწოდებენ. მეორე აბასიანმა ხალიფამ ალ- მანსურმა
ტიგროსის შუაწელზე 761 წელს დააარსა ღვთისგან წოდებული ბაგატად ქალაქი
ბაღდადი და დედაქალაქი დამასკოდან ბაღდადში გადმოიტანა. ირანტან
ტერიტორიულმა მიახლოებამ გამოიწვია ირანული ელემენტების მომძლავრება არაბთა
სახალიფოში. ირანი გაცილებით უფრო პროგრესული იყო. შეიცვალა სახელმწიფოს
მართვის სტრუქტურები. ყველა მუსლიმი უფლებებით არაბებს გაუთანაბრდა. თუ მანამდე
არაბები სხვა ხალხს არ სვამდნენ თანამდებობებზე აბასიანების პერიოდსი მმართველები
ძირითადად ირანელები არიან . მათ სახელმწიფოს მართვის დიდი გამოცდილება
ქონდათ. მათ დაამკვიდრეს სასანუდური ირანისთვის დამახასიათებელი
მმართველობითი ინსტიტუტები. სახელმწიფო კანცელარიები დივნები გახდა.. თანდათან
სახალიფო არაბთა სახელმწიფოს ნაცვლად ისლამურ სახელმწიფოდ გადაიქცა, . მეცხრე
საუკუნიდან ხალიფას საერო ძალაუფლება იზრუდება . იზრდება პირველი ვეზირის
უფლებები. სხვადასხვა თანამდებობებზე უკვე ვეზირი ნიშნავს პირებს, და ქვეყნის
მართვაში გადამწყვეტი სიტყვა ეთქმოდა. გაიზარდა არმიის გავლენაც, შეიქმნა ხალიფას
გვარდია, სადაც არაბების ნაცვლად უკვე რეკრყტირებული არიან თურქული
წარმომავლობის გამუსულმანებული ახალგაზრდები. გულამები. გახშირდა ხალიფების
ხშირი ცვლა და სახალიფოს თანდათან დაშლის პროცესი დაიწყო მეცხრე საუკუნიდან.
შეიქმნა დამოუკიდებელი საამიროები და სასულტნოები ესპანეთში, მაროკოსი, ეგვიპტეში,
შუა აზიაში, სამხრეთ კავკასიაში. მათ სორის თბილისის საამირო. მეათე საუკუნეში
ხალიფას ძალაუფლება ,მხოლოდ ირანისა და ერაყის ნაწილზე ვრცელდებოდა. მას
შემდეგ რაც 946 წელს შიიტმა ბუვეიანებმა ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება, ხალიფეებს
მარიონეტ მმართველებად აქცევენ. 1055წელ ს გამოჩნდა სუნიტი თურქ სელჩუკთა
ბელადი თოღრულ -ბეგი , რომელსაც მიეგებება არაბი ხალიფა , დიდი სულთნის
ტიტულს აძლევს და თავზე ადგავს ორ რქიან გვირგვინს. ბაღდადი გადადის თურქ-
სელჩუკთა ხელში . საბოლოო ლახვარს არაბთა სახალიფოს ჩასცემს მონღოლები მეცამეტე
საუკუნეში. ჩინგიზ -ხანის შვილიშვილი ჰულაგუ ყაენი 1258 წელს აიღებს ბაღდადს და
ამოხოცავს ხალიფა ალ-მუქთასირს და მის ოჯახს. ასე შეწყვეტს არსებობას არაბტა
სახალიფო.

You might also like