You are on page 1of 3

1. მოკლედ აღწერეთ მუჰამადის მოღვაწეობის მექის პერიოდი.

2. რას ითვალისწინებდა “მედინის კონსტიტუცია”?


3. რა პრინციპის საფუძველზე აირჩიეს მუჰამადის შემდეგ მუსლიმური თემის მეთაური.
4. როდის მიმდინარეობდა პირველი სამოქალაქო ომი სახალიფოში და რა შედეგით
დასრულდა ის?
5. რა სახის ლოცვები არსებობს ისლამში და დღეში რამდენჯერ უნდა ილოცოს მუსლიმმა?
6. მოკლედ დაახასიათეთ ისლამამდელი მექის მნიშვნელობა არაბებისათვის.
7. მოკლედ აღწერეთ მუჰამადის მოღვაწეობის მედინის პერიოდი.
8. როდის დაიდო და რას ითვალისწინებდა ჰუდაიბიას ხელშეკრულება.
9. მოკლედ დაახასიათეთ ხალიფა უმარის მმართველობა.
10. ვინ იყვნენ მუჰაჯირები და ანსარები?
11. ჩამოთვალეთ ოთხი “მართლმორწმუნე” ხალიფა და მოკლედ დაახასიათეთ მათი
მმართველობა.
12. ისლამური სამართლის მიხედვით, რა ნაწილებად იყოფა მსოფლიო? დაახასიათეთ
თითოეული მათგანი.
13. მოკლედ დაახასიათეთY მუსლიმური საკულტო ნაგებობის შემადგენელი ნაწილები:
ა) მინარეთი –
ბ) მიჰრაბი –
გ) მინბარი –
14. როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მუსლიმებს “საღვთო წერილის” ხალხებთან და
წარმართებთან?
15. რა არის ზაქათი? რა განსხვავებაა ზაქათსა და სადაკას შორის?

1. რომელი ხალიფას დროს მომზადდა ყურანის საბოლოო რედაქცია?


ა) ალის;
ბ) უსმანის;
გ) აბუ ბაქრის.

2. აბასიანთა რევოლუციის შედეგად:


ა) სახალიფოს დედაქალაქად იქცა მედინა.
ბ) ომაიანთა დინასტია შეცვალა აბასიანთა დინასტიამ.
გ) ირანმა მოიპოვა დამოუკიდებლობა.

3. რომელი იმპერია განადგურდა მთლიანად არაბთა დაპყრობების შედეგად:


ა) სასანიანთა ირანი;
ბ) ბიზანტია;
გ) ფარაონთა ეგვიპტე.

4. რას ითვალისწინებს მუსლიმური მარხვა რამაზანის თვეში:


ა) მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ჭამის აკრძალვას.
ბ) მთვარის ამოსვლიდან მზის ამოსვლამდე ჭამის აკრძალვას;
გ) ღორის ხორცის ჭამის აკრძალვას.

5. დაპყრობების დროს ვის აძლევდნენ რწმენის შენარჩუნების უფლებას მუსლიმები:


ა) მხოლოდ ქრისტიანებს;
ბ) მხოლოდ საბეელებს;
გ) `საღვთო წერილის~ ხალხებს.

6. ვინ ცხოვრობდნენ მედინაში მუჰამადის იქ დასახლების დროს:


ა) მხოლოდ წარმართი არაბები.
ბ) მუსლიმი არაბები და ქრისტიანები.
გ) იუდეველები და წარმართი არაბები.

7) რომელ ქალაქში მდებარეობს უმაიანთა მეჩეთი?


ა) მედინაში;
ბ) ბაღდადში;
გ) დამასკოში.

8) რა ითვლება აბასიანთა დინასტიის აღსასრულის თარიღად:


ა) ბუიდთა მიერ 945 წელს ბაღდადის აღება;
ბ) სელჩუკთა მიერ 1055 წელს ბაღდადის აღება;
გ) მონღოლთა მიერ 1258 წელს ბაღდადის აღება.

9) რა არ შედის ისლამის ხუთ ბურჯში:


ა) ლოცვა;
ბ) მარხვა;
გ) ჯიჰადი, საღვთო ომი.

10) რა არის ჰაჯი:


ა) მექის მოხილვა;
ბ) იერუსალმის მოხილვა;
გ) ნათესავების საფლავების მოხილვა.

11. რომელი მეჩეთი მდებარეობს იერუსალიმში:


ა) მასჯიდ ალ-ჰარამი.
ბ) მასჯიდ ალ-აქსა.
გ) იმამ ალის მაშჰადი.

12. მუსლიმური რწმენით, მუჰამადამდე ყველაზე დიდ მოციქულად ითვლებოდა:


ა) ნოე (ნუჰ).
ბ) აბრაამი (იბრაჰიმ).
გ) იესო ქრისტე (ისა).

13. ლოცვისკენ მორწმუნეებს მოუწოდებს:


ა) იმამი;
ბ) მუეძინი.
გ) ხატიბი.

14. როდის შედგა სიფინის ბრძოლა და ვინ დაუპირისპირდა ერთმანეთს?


ა) 657 წელს. ალი და მუავია.
ბ) 661 წელს. აიშა და ალი.
გ) 656 წელს. უსმანი და აბუ ბაქრი.

15. როდის შედგა პუატიეს ბრძოლა და ვინ დაუპირისპირდა ერთმანეთს?


ა) 711 წელს. ბერბერები და არაბები.
ბ) 732 წელს. არაბები და ფრანკები.
გ) 737 წელს. არაბები და ფრანკები.

You might also like