You are on page 1of 5

1. რომელ საგვარეულოს ეკუთვნოდა მუჰამადი?

ა) ჰაშიმის.
ბ) კუსაის.
გ) უმაიას.

2. რა ეწოდებოდათ ისლამამდელ არაბ მონოთეისტებს?


ა) ქაჰინები.
ბ) ჰანიფები.
გ) ბედუინები.

3. ვინ გამოეცხადა მუჰამადს პირველი ხილვისას?


ა) ალაჰი.
ბ) მთავარანგელოზი ჯაბრაილი.
გ) ქრისტიანი ბერი ბაჰირა.

4. ვინ ცხოვრობდნენ იასრიბში მუჰამადის გადასახლების დროისათვის?


ა) არაბები და ქრისტიანები.
ბ) არაბები და იუდევლები.
გ) ქრისტიანები და იუდევლები.

5. რას ნიშნავს მადინათ ან-ნაბი?


ა) წინასწარმეტყველის ქალაქს.
ბ) პირველ მეჩეთს.
გ) მუსლიმთა თემს.

6. ჩამოთვლითაგან რომელი ბრძოლა შედგა მუსლიმებსა და მექელებს შორის?


ა) ნეჰავენდის ბრძოლა.
ბ) იარმუკის ბრძოლა.
გ) უჰუდის ბრძოლა.

7. ანსარები ეწოდებათ:
ა) მექიდან მედინაში გადასახლებულ მუსლიმებს.
ბ) მედინის მკვიდრ მუსლიმებს.
გ) გამუსლიმებულ არაარაბებს.

8. რა პრინციპით მოხდა უმარის არჩევა ხალიფად?


ა) აირჩია მუსლიმურმა თემმა.
ბ) მემკვიდრედ დაასახელა აბუ ბაქრმა.
გ) მემკვიდრედ დაასახელა მუჰამადმა.

9. როდის შედგა „აქლემის ბრძოლა“ და ვინ დაუპირისპირდა ერთმანეთს?


ა) 656 წ. ალი, ტალხა და აზ-ზუბაირი.
ბ) 651 წ. ალი და უსმანი.
გ) 658 წ. ალი და მუავია.
10. აბასიანთა სახალიფოს დედაქალაქი იყო:
ა) დამასკო.
ბ) მედინა.
გ) ბაღდადი.

11. ვინ და როდის მოუღო ბოლო აბასიანთა დინასტიას?


ა) მონღოლებმა 1258 წელს.
ბ) ბუვეიანებმა 945 წელს.
გ) სელჯუკებმა 1055 წელს.

12. ვინ იყვნენ მავალიები?


ა) არაბული ტომები.
ბ) ქრისტიანი არაბები.
გ) ახლადმოქცეული არაარაბები.

13. რა არის კიბლა?


ა) მექის მიმართულება.
ბ) მეჩეთის გუმბათი.
გ) წმინდანის საფლავი.

14. რომელ დღეს ტარდება კოლექტიური ლოცვა მეჩეთში?


ა) კვირას.
ბ) პარასკევს.
გ) ყოველი თვის ბოლო დღეს.

15. რა არის სადაკა?


ა) სალოცავი ხალიჩა.
ბ) სავადებულო გადასახადი.
გ) ნებაყოფლობითი მოწყალება.

16. ვინ იყვნენ ზიმიები?


ა) ისლამური სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ მყოფი არამუსლიმები.
ბ) შავკანიანი მონები.
გ) მუსლიმი სექტანტები.

17. ჩამოთვლილთაგან რომელი წმინდა წიგნი გადმოუვლინა ღმერთმა კაცობრიობას?


ა) ვედები.
ბ) თორა.
გ) ავესტა.

18. მეჩეთის გაფორმებისას დაშვებულია:


ა) ყურანის ციტატების გამოსახვა.
ბ) ცოცხალი არსებების გამოსახვა.
გ) ყურანიდან ამოღებული სიუჟეტებით კედლების მოხატვა.

19. სად მდებარეობს მასჯიდ ალ-აქსა („უშორესი მეჩეთი“)?


ა) იერუსალიმში.
ბ) მექაში.
გ) ბაღდადში.

20. ვინ ითვლება არაბთა მამამთავრად და სად არის ის დაკრძალული?


ა) იბრაჰიმი, დაკრძალულია მედინაში.
ბ) ისმაილი, დაკრძალულია ქააბას ტაძართან.
გ) მუსა, დაკრძალულია იერუსალიმში.

21. რა არის მაშჰადი?


ა) ადგილი, სადაც დაკრძალულია მუჰამადი.
ბ) სასაფლაო მექაში.
გ) ადგილი, სადაც დაკრძალულია სარწმუნეობისთვის მებრძოლი.

22. ჩამოთვლილთაგან რომელია არაკანონიკური დღესასწაული?


ა) იდ ალ-ადჰა.
ბ) მაულიდი.
გ) იდ ალ-ფიტრი.

23. მამაკაცის თავსაბურავს ეწოდება:


ა) ჰიჯაბი.
ბ) ჩალმა.
გ) იმამა.

24. ყურანის პირველ სურას ეწოდება:


ა) კოინე.
ბ) ფათიჰა.
გ) ბასმალა.

25. ჩამოთვლილთაგან რომელი ითვლება ისლამური არაოფიციალურ სამართლის წყაროდ?


ა) სუნა.
ბ) კიასი.
გ) ფათვა.

26. რომელი საღვთისმეტყველო სამართლებრივი სკოლიდან აღმოცენდა ვაჰაბიზმი?


ა) ჰანიფიტების.
ბ) ჰანბალიტების.
გ) შაფიიტების.

27. შიიტები მართლმორწმუნე ხალიფებიდან კანონიერად აღიარებენ:


ა) ალის.
ბ)უსმანს.
გ) აბუ ბაქრს.

28. ირანში ისმაილიტთა ცენტრი იყო:


ა) ლამასარი.
ბ) ისფაჰანი.
გ) ალამუთი.

29. შიიტური საღვთისმეტყველო-სამართლებრივის სკოლის ფუძემდებლად ითვლება:


ა) ჯაფარ ას-სადიკი.
ბ) ალი.
გ) ჰუსაინი.

30. შიიზმი ირანის სახელმწიფო რელიგია გახდა:


ა) ჰუსაინის დაღუპვის შემდეგ.
ბ) თურქ-სელჯუკთა ბატონობის პერიოდში.
გ) სეფიანთა სახელმწიფოს შექმნის შემდეგ.

1. რა მნიშვნელობა ჰქონდა მექას ისლამამდელი არაბებისათვის?

2. რამ გამოიწვია მექის არისტოკრატიის მტრული დამოკიდებულება მუჰამადის


მიმართ?

3. რას წარმოადგენდა „მედინის ხელშეკრულება“? რა არის მისი მეორე სახელი?

4. რა არის უმმა და რა პრინციპებზე დაყრდნობით შეიქმნა ის?

5. ჩამოთვალეთ ჰუდაიბიას ხელშეკრულების პირობები.

6. რა რეფორმები გაატარა ხალიფამ უმარმა?

7. რა განსხვავება არსებობდა ხარიჯიტებს, სუნიტებს და შიიტებს შორის უზენაესი


ხელისუფლების საკითხთან დაკავშირებით?

8. რა არის „დაცვის სიგელი“ და რა კავშირი აქვს მას საქართველოსთან?

9. რას ნიშნავს სიტყვა ისლამი? რისგან შედგება მისი რელიგიური სტრუქტურა?

10. რა არის შაჰადა? რა ტერმინი მომდინარეობს მისგან?

11. რა არის ხუტბა და რა პოლიტიკური დატვირთვა აქვს მას?

12. რა არის ჰაჯი? როდის სრულდება ის და რა მნიშვნელოვან მოვლენებს აღნიშნავს


ისლამის ისტორიაში?
13. ჯიჰადის მოძღვრების მიხედვით, რა ნაწილებად იყოფა მსოფლიო?

14. რა ატრიბუტები და სათავსოები უნდა ჰქონდეს მეჩეთს?

15. რა განსხვავებაა სუნიტთა იმამსა და შიიტთა იმამს შორის?

16. მოკლედ აღწერეთ ქააბას ტაძარი.

17. რა არის აშურა? აღწერეთ ის.

18. იმსჯელეთ ნოვრუზის შესახებ.

19. იმსჯელეთ ყურანის მექისა და მედინის სურებს შორის განსხვავებების შესახებ.

20. მოკლედ დაახასიათეთ მუთაზილიტების მოძღვრება.

21. რა არის ჰადისი? იმსჯელეთ მის სტრუქტურაზე.

22. რა არის ბიდ’ა?

23. იმსჯელეთ ისლამური სამართლის წყაროების შესახებ.

24. რა არის ადათი? რა შემთხვევაში გამოიყენება ის?

25. რა არის იჯთიჰადი?

26. იმსჯელეთ ქერბალას ბრძოლის მნიშვნელობაზე შიიტებისთვის.

27. მოკლედ ჩამოაყალიბეთ ისმაილიტთა დოქტრინა.

28. იმსჯელეთ ოკულტაციის დოქტრინის შესახებ.

29. რა განსხვავება არსებობს უსულისა და ახბარის სკოლებს შორის?

30. იმსჯელეთ ბაჰაიზმის შესახებ.

You might also like