You are on page 1of 3

შუალედური გამოცდა

ომის ევოლუცია

სტუდენტი გიორგი სერგია


თარიღი 11/18/2020

1. „კვერცხს კენჭი უნდა მოხვდეს და არა პირიქით“ - რას გულისხმობს


ანტიკური ხანის ჩინელი სარდალი და „ომის ხელოვნების“ ავტორი სუნ ძი, ამ
გამოთქმაში?

ამით გუმისხმობს იმას, რომ სამხედრო საქმის დროს ყველაფერი უნდა


ავწონ-დავწონოთ, უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე,კარგად დავუმიზნოთ,
როცა ძლიერები ვართ სუსტად მვოაჩვენოთ თავი რათა მტერი
გამოვიწვიოთ, როცა სუსტები ვართ ძლიერად, რათა დავაბნიოთ, ყოველ
სიტუაციაში საჭიროა გააზრებული მოქმედება და სიტუაციის გამოყენება
ჩვენს სასიკეთოდ.

2. ბერძნული და სპარსული სამხედრო საქმის რა უპირატესობები და


ნაკლოვანებები გამოვლინდა ბერძენ-სპარსელთა ომებში?

ომების დროს სპარსელები მიხვდნენ, რომ აუცილებელი იყო აბჯრის


ტარება. ბერძნებს ჰქონდათ უკეთესი შეიარაღება და აღჭურვილობა.
ბერძნებს კარგად ჰქონდათ შესწავლილი ის ტერიტორია, სადაც
იბრძოდნენ, შესაბამისად უკეთესი ტაქტიკური მომზადება ჰქონდათ.
სპარსელები იყვნენ მსუბუქად შეიარაღებულები და მობულურები, ბერძნები
კი პირიქით, რამაც რიგ შემთხვევებში რელიეფის სწორად გამოყენების
დახმარებით გადამწყვეტი როლი ითამაშა.

3. რით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან ბერძნული და მაკედონური


ფალანგა?
ბერძნების ფალანგა იყო უფრო ძლიერად და მძიმედ აღჭურვილი, მაგრად უფრო
მოკლე შუბებით, ვიდრე მაკედონელები. ბერძნული ფალანგა გაცილებით უფრო
მოქნილი და მობულირუი იყო.

4. VII-VIII საუკუნეებში შემოსული რა სამხედრო ინოვაციის შემდეგ გაძვირდა


განსაკუთრებით ცხენოსნის აღჭურვილობა შუა საუკუნეებში და რატომ?
ამ პერიოდში შემოვიდა უნაგირი, რამაც უფრო გაამარტივა ცხენზე ჯირითი და
შესაბამისად ბრძოლა-გადაადგილება.
5. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ჩინურ სამხედრო ტრაქტატებს
ომისადმი და რით განსხვავდებოდა ომის ჩინური აღქმა ბიზანტიურისგან?

ჩინეთში ომი მიაჩნდათ ბოროტებად, ოღონდ ისეთ ბოროტებად რომლის


ჩადენაც ხანდახან გარდაუვალი ხდებოდა.

6. რით იყო გამოწვეული ფეოდალური არმიების მცირერიცხოვნება?

ფოდალურ არმიებში იყვნენ ისეთები, ვისაც მიწა არ გააჩნდათ და


ცხოვრობდნენ ფეოდალების რეზიდენციებში, სახლებში ან ციხესიმაგრეებში
იმ პირობით რომ ომის დროს მოანწილეობას აუცილებლად მიიღებდნენ.
რაც უფრო ძლიერი და მდიდარი იყო ფეოდალი. მით უფრო მეტი მეომარი
ჰყავდა, მეომრის შენახვა და ეკიპირება კი ძალიან ძვირი ღირდა.

7. რას წარმოადგენდა ე.წ. „დამწვარი მიწის“ ტაქტიკა?


მტრის საძოვრების, სახნავ-სათესი მიწების, სხვადასხვა ობიექტების და
პროდუქტების გადაწვა იმ მიზნით, რომ მტერი მას ვეღარ გამოიყენებდა და
შესაბამისად შესუსტდებოდა. მაქსიმალური ზიანის მიყენება.

8. რა არის ორი აუცილებელი მახასიათებელი, რომელთა გარეშეც არცერთი


ომი წმინდად არ ჩაითვლება?
ომი არ იქნება წმინდა თუ იგი ხელისუფალმა ან სასულიერო პირმა არ
გამოაცხადა, აგრეთვე უნდა უმსახურებოდეს წმინდა მიწის დაცვას და წმინდა
საქმეს.

9. რომელი სახეობის ჯარი ყავდათ და რა საბრძოლო წყობას იყენებდნენ


ანგლო-საქსი მეომრები ჰასტინგსის ბრძოლაში ნორმანების წინააღმდეგ
1066 წელს?

10. რომელი სასულიერო-სარაინდო ორდენები ჩამოყალიბდა XII-XIII


საუკუნეების ჯვაროსნულ აღმოსავლეთში და რა იყო მათი ფუნქცია?
ტამპლიერთა ორდენი, აკრიდან იერუსალიმისკენ მიმავალი პოლიგრიმების
დაცვის ფუნქცია. წმ. იოანეს ორდენი - ავადმყოფების, გაჭირვებულების და
ქრისტიანების დახმარება.
ტევტონთა ორდენი - დახმარება დაჭრილების და ავადმყოფების, მათი დევიზი იყო
„დახმარება, დაცვა, განკურნება“
წერითი დავალება:ჩამოთვალეთ და დაახასიათეთ სამხედრო საქმის ორგანიზაციის
ფეოდალური სისტემის სამი ძირითადი სახეობა და გამოყავით მათ შორის
მსგავსებები და განსხვავებები

არსებობს ფეოდალური სისტემის სამი ძირითადი სახეობა : დასავლეთ ევროპული,


ბიზანტიური და აღმოსავლური (მუსლიმური). დასავლეთ ევროპაში გამეფებული
იყო იერარქია, დაბალი იერარქიის ადამიანები ვალდებულნი იყვნენ მიღებული
მიწის სანაცვლოდ საბრძოლო ღონისძიებებში მიეღოთ მონაწილეობა მათზე რანგით
მაღალი მესაკუთრეებისთვის, სენიორისთვის. ბიზანტიაში მიწას ხელისუფლება
აკონტროლებდა, წვრილ მიწათმოქმედებს ხელისუფლება გადასცემდა პატარა
ნაკვეთებს, შემდეგ კი დროებითი რენტი შემოიღეს, როგორც დასავლეთში
ბიზანტიაში ყველა ვინც მიწის ნაკვეთს მიიღებდა ვალდებული იყო სამხედრო
საქმეში წვლილი შეეტანა. აღმოსავლეთში მთელ მიწას ხელისუფლება განაგებდა,
ისინი ტერიტორიის მცირე ნაწილებს დროებით მფლობელობაში გადასცემდნენ
სხვადასხვა რანგის დიდებულებს, მათაც მსგავსად ევალებოდა სამხედრო საქმეში
მონაწილეობა. სამივე შემთხვევაში ის, ვისაც მიწა გადაეცემოდა ვალდებული იყო
საბრძოლო სიტუაციებში გამოცხადებულიყო. მათი ასეთი მიდგომები თავიანთ
სტრატეგიებთან არის დაკავშირებული, სადაც არენდით გაიცემოდა მიწა ამას იმიტომ
აკეთებდნე, რომ ფირქრობდნენ თუ მოხელეს მიწა სურს აუცილებლად გამოვა და
იომებს, ხოლო მას ვისაც მიწა სამუდამოდ გადაეცემა ის ეცდება, რომ ბრძოლას თავი
აარიდოს. დასავლეთსი და ბიზანტიაში სამხედრო აღჭურვილობა ძალიან ძვირი
ღირდა ამიტომ ბევრი ცდილობდა დიდ საბრძოლო შეტაკებებში თავის არიდებას,
აგრეთვე ამ ორი სახეობის სისტემაში გლეხებს ეკრძალებოდათ საომარ სიტუაციაში
მონაწილეობის მიღება. ყველა ფეოდალური სისტემის დამახასიათებელ ნიშნად
შეგვიძლია მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ ყველას ჰქონდა გადანაწილებული თავისი
საქმე, სასულიერო პირებს - ლოცვა, გლეხებს - მუშაობა, მეომრებს და
მიწათმფლობელებს- ბრძოლაში მონაწილეობის მიღება, ამით უფრო დალაგებული
იყო ყველაფერი და ყველამ იცოდა, თუ რა უნდა ექნა. განსხვავებებში შეიძლება
ითქვას ისიც, რომ დასავლეთს თავიანთი მიწის გაცემის გამო უფრო ნაკლები ჰყავდა,
ვიდრე აღმოსავლეთს, სადაც მთელი ტერიტორია მთავრობის ხელში იყო და
ჰქონდათ ბერკეტი იმისა, რომ მიწათმფლობელებს ყოველთვის ეომათ. საერთო
სისტემა ჰქონდათ ჯარის შეკრებისას, ისინი ავრცელებდნენ წერით ცნობებს, თუ სად
და როდის უნდა შეკრებილიყო ჯარი.

You might also like