You are on page 1of 3

რუსეთი 1905-1907 წ.წ.

რუსეთში მასობრივ გამოსვლებს ბიძგი გახდა სისხლიანი კვირა1 — 1905 წლის 9 (22) იანვრის მოვლენები,


როდესაც მეფის არმიამ დახვრიტა სანქტ-პეტერბურგის მუშათა მშვიდობიანი დემონსტრაცია, რომელსაც
სათავეში ედგა მღვდელი გიორგი გაპონი. ამ პერიოდში საგაფიცვო მოძრაობამ ფართო ხასიათი მიიღო.
არმიაში და ფლოტში დაიწყო მღელვარება, რაც გადაიზარდა ანტიმონარქიულ მოძრაობაში. გამოსვლების
შედეგად მიიღეს ოქტომბრის მანიფესტი, რომლის მიხედვითაც მოსახლეობამ მიიღო პირადი
თავისუფლება, სიტყვის, აზრის, დემონსტრაციებისა და კავშირების შექმნის თავისუფლება. ჩამოყალიბდა
პარლამენტი, რომელიც შედგებოდა სახელმწიფო საბჭოსა და სახელმწიფო დუმისაგან. რევოლუცია
დასრულდა 1907 წლის 3 (16) ივნისს ე. წ. ტრეტეიუნის გადატრიალებით. შეიცვალა სახელმწიფო დუმის
არჩევის წესი, რათა გაზრდილიყო მონარქიისადმი ლოიალურად განწყობილ დეპუტატთა რიცხვი.
ხელისუფლება ადგილებზე ვერ ასრულებდა 1905 წლის რევოლუციის ძირითად თეზისებს. არ
მოგვარებულა მოსახლეობის უმრავლესობისათვის საინტერესო აგრარული საკითხი.1907 წლის 3 ივნისს
რევოლუცია მარცხით დასრულდა.
რევოლუციის კერები გაჩნდა რუსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოში, თბილისისა და ქუთაისის
გუბერნიებში. საწყის ეტაპზე მუშათა მოძრაობებმა მცირედ წარმატებებსაც მიაღწიეს, დაარსდა
ნახალოვკის, ზუგდიდის, ყვირილა-ბელაგორის რესპუბლიკები. განსაკუთრებით ძლიერი იყო
რევოლუციური მოძრაობა გურიაში, სადაც გლეხებმა გურიის რესპუბლიკა გამოაცხადეს, რომელი
თითქმის ერთი წლის განმავლობაში გასული იყო ხელისუფლების კონტროლისგან.

1905 წ. 9 იანვრის დილა ნარვის კარიბჭესთან რუსეთში დემონსტრანტები პიეტარსაარში.1905 წლის შემოდგომა

1
სისხლიანი კვირა, წითელი კვირა — პეტერბურგის მუშათა მშვიდობიანი აქციის დარბევა 1905 წლის 9
(22) იანვარს ზამთრის სასახლესთან. აქცია მოამზადა ლეგალურმა ორგანიზაციამ სანქტ-პეტერბურგის
ფაბრიკა-ქარხნების რუს მუშათა კრებამ, რომელსაც სათავეში მღვდელი გიორგი გაპონი ედგა. მუშათა
გამოსვლის მიზეზი გახდა მარცხით დასრულებული გაფიცვა, რომელიც 3 იანვარს დაიწყო პუტილოვის
ქარხანაში და მოიცვა პეტერბურგის მთელი ფაბრიკა და ქარხნები. 9 იანვარს მუშები ზამთრის სასახლისკენ
გაემართნენ. მეფის მთავრობამ 140 000 კაციანი მანიფესტაცია შეიარაღებული ძალით დაშალა. სისხლიანი
კვირით დაიწყო რუსეთის პირველი რევოლუცია 1905-1907 წ.წ.

1
ნელსონ მანდელა 
ნელსონ მანდელა - ანტიაპართეიდის2 მოძრაობის აქტივისტი და სამხრეთ აფრიკის
რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი 1995-1999 წლებში.მანდელას მიღებული აქვს ასზე მეტი სხვადასხვა
ჯილდო, მათ შორის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 1993 წელს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ის
მოიხსენიება როგორც მადიბა, წოდება რომელსაც მანდელას კლანის მხცოვან და პატივცემულ წევრებს
ანიჭებენ.
მანდელა პირველი ბავშვი იყო ოჯახში, ვინც სკოლაში შეიყვანეს. მასწავლებელმა მას ინგლისური სახელი
ნელსონი უწოდა.
1994 წლის 27 აპრილს ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ხმის მიცემის უფლება
ფერადკანიან უმრავლესობასაც მიეცა.
საპარლამენტო არჩევნებში მანდელას პარტიამ სოლიდური უპირატესობით (62 %) გაიმარჯვა,
ლეგენდარული ნელსონ მანდელა კი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი ფერადკანიანი ლიდერი
გახდა. მისმა პოლიტიკურმა ოპონენტმა დე კლერკმა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი მიიღო.
მანდელა პრეზიდენტის პოსტზე 1999 წლამდე რჩებოდა. ამ დროის განმავლობაში მან მნიშვნელოვანი
პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმები გაატარა:

 შემოღებულ იქნა უფასო სამედიცინო მომსახურება 6 წლამდე ბავშვებისა და ფეხმძიმე


ქალებისთვის;
 განხორციელდა რეკონსტრუქციისა და განვითარების მასშტაბური პროგრამა;
 13 %-ით გაიზარდა სოციალური დახმარება;
 დახმარება გაეზარდათ სოფლად მცხოვრები ფერადკანიანი ოჯახების ბავშვებს;
 25 %-ით გაიზარდა განათლების სფეროს დაფინანსება;
 გამოიცა კანონი დაკარგული მიწების დაბრუნების შესახებ, რის შედეგადაც ათობით ათასმა ოჯახმა
უკანონოდ ჩამორთმეული მიწები დაიბრუნა;
 გამოიცა კანონი მიწის რეფორმის შესახებ;
 გამოიყო სოლიდური გრანტი ბავშვთა სიღარიბესთან საბრძოლველად;
 გამოიცა კანონი კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ და სპეციალისტთა კვალიფიკაციის
ასამაღლებელი პროგრამა დაფინანსდა;
 გამოიცა კანონი შრომითი მოწყობის შესახებ, რომელმაც ფერადკანიანი და თეთრკანიანი
დასაქმებულების უფლებები გაათანაბრა.
 სატელეფონო ქსელებში 3 მილიონზე მეტი აბონენტი ჩაერთო;
 განხორციელდა 500-ზე მეტი კლინიკის მშენებლობა და რეკონსტრუქცია;
 მოწესრიგდა წყალმომარაგების სისტემა;
 6-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის განათლების მიღება სავალდებულო გახდა;
 უფასო კვება დაწესდა 3,5 მილიონამდე მოსწავლეზე;
 გამოიცა კანონი მაღაროელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის შესახებ;
 დაიწყო აუცილებელი სამედიცინო მედიკამენტებით მოსახლეობის მომარაგება.
პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ მანდელამ აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობა დაიწყო.
ნელსონ მანდელა 2013 წელს იოჰანესბურგის გარეუბან ჰოუტონ ესტეიტში ხანგრძლივი ავადმყოფობის
შემდეგ, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

2
სოციალური სისტემა სამხრეთ აფრიკაში 1948-1990 წლებში. აპართეიდის ქვეშ რასები დანაწევრებული იყვნენ
და შავკანიანებს არ ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება ე.წ. „თეთრ“ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.
2
3

You might also like