You are on page 1of 46

1.ქართული ენის ადგილი მსოფლიო ენათა შორის.

XIX საუკუნე დიდ აღმოჩენათა ეპოქაა.სწორედ ამ ეპოქაში დადგენილ იქნა ენათა


ნათესაობის კანონი და შემუშავდა ამ ნათესაობის დადგენის მეცნიერული
მეთოდი,რომელიც ისტორიულ-შედარებითი მეთოდის სახელითაა ცნობილი.

ენათა ნათესაობაზე,ცხადია,მანამდეც იყო საუბარი,მაგრამ ეს მიახლოებითი და


ვარაუდის დონე იყო.ამ ცოდნის გადამოწმება თუ დასაბუთება მეცნიერულ დონეზე
სრუალიად შეუძლებელი ხდებოდა.ისტორიულ-შედარებითი მეთოდის წყალობით
შესაძლებელი გახდა ორი ენის მონაცემების ერთმანეთთან შედარება და ამით მათი
ნათესაობის ზუსტი,კანონზომიერი წესების დადგენა.ამ წესების მეშვეობით
ნებისმიერი ენობრივი ფაქტის შემოწმება იქნებოდა შესაძლებელი.აღნიშნულ წესებს
რეგულარული ბგერათშესატყვისობის კანონს უწოდებენ.

ენაში არსებული ბგერები დროთა განმავლობაში კანონზომიერად და სისტემურად


იცვლებიან. მაგ: თუ რომელიმე ენაში შეიცვალა „ზ“ და მოგვცა,ვთქვათ, „ჟ“, მაშინ
მისი წყვილეული „ს“ ბგერაც ამავე მიმართულებით უნდა შეიცვალოს და მოგვცეს
„შ“.ამ კანონის საფუძველზე ქართველური ენების მონაცემებით დადგინდა,რომ
ძირეულ მასალაში ქართულის ძ-ც-წ სამეულს ზანურში რეგულარულად
შეესატყვისება ჯ-ჩ-ჭ.

ამგვარად,2 ენის მთელი ბგერითი შედგენილობის მიხედვით დგინდება


ბგერათშესატყვისობათა სისტემა და ამით საბოლოოდ მტკიცდება ნათესაობა ამ 2
ენას შორის.

როგორც ცნობილია,დედამიწაზე 5000-მდე ენა არსებობს.აღნიშნული მეთოდის


მეშვეობით დადგინდა მონათესავე ენათა დიდი და მცირე ოჯახები და ამ ენების
კლასიფიკაცია მოხდა წარმომავლობის მიხედვით.

ყველაზე მრავალრიცხოვანი მათ შორის ინდოევროპულ ენათა ოჯახია.მასში შედის


ინდური ჯგუფის ენები,ირანული ჯგუფის ენები,გერმანიკული,რომანული,სლავური
ჯგუფის ენები, აგრეთვე გერმანული და სომხური ენები.

სემიტურ ენათა ოჯახში ერთიანდება: ებრაული,არაბული,არამეული და სხვ. ენები.

თურქულ ენათა ოჯახში ერთიანდება:


თურქული,თურქმენული,უზბეკური,ყირგიზული,ჩუვაშური (თუ ჩავუშური ? :დ) და
სხვ.

ქართველური ენები ჯერჯერობით მცირერიცხოვან,იზოლირებულ ჯგუფს


წარმოადგენს სხვა ენობრივ ოჯახებთან მიმართებით და ამ მხრივ კიდევ ბევრია
დასადგენი.
ქართველურ ენათა გარე ნათესაობის ყველაზე გავრცელებული თეორიაა
თვალსაზრისი იმის შესახებ,რომ ქართველურ ენებს გენეტიკურად უკავშირდებოდა
კავკასიის მცირე აბორიგენი ენები.ამ თეორიის ფუძემდებლები არიან ივ.
ჯავახიშვილი და არნ. ჩიქობავა. ეს მოსაზრება ბოლომდე არ არის
დამტკიცებული.ქართულ ისტორიოგრაფიაში გავრცელებულია მოსაზრება,რომ
ქართველური ტომები შესაძლოა წინა აზიიდან იყვნენ კავკასიის მთისწინეთში
მიგრირებულნი.ამ ჰიპოტეზას ეხმაურება ენათმეცნიერული კვლევის
შედეგები,რომლებიც ინდოევროპული,ქართველური და სემიტური ენების
ურთიერთმეზობლურ არსებობას წინა აზიის არელაში ვარაუდობს.(თ.გამყრელიძე,
ვ.ივანოვი).

ცალკე დგას ბასკურთან ნათესაობის ჰიპოთეზა,რომელიც ჯერჯერობით ისევ ვერ


ჩაითვლება შესატყვისობების დონეზე მეცნიერულად.

2.ძირითადი ფონეტიკური მოვლენები:ხმოვნის შეკვეცა , სუბსტიტუცია.

ახალი სამეტყველო ბგერის შემოსვლა ენაში ან არსებულის გადავარდნა ხმარებიდან


ეხება მთლიანად ენას. ის ცვლის ენის როგორც ფონეტიკურ სისტემას,ისე მის
ფონეტიკურ იერს. ამისგან გასხვავებით ყველა სხვა ფონეტიკური ცვლილება ეხება
მხოლოდ ცალკეულ სიტყვას, როგორც ბგერითსა და მნიშვნელობითს. მაგ:
ასიმილაცია, დისიმილაცია, მეტათეზისი და ა.შ

ესენი ფონეტიკურ იერს იმის მიხედვით ცვლიან,თუ რამდენადაა გავრცელებული


ენაში ესა თუ ის ცვლილება. ამ ცვლილებათა ზოგიერთ სახეს შეუძლია ენაში
წარმოქმნას ახალი ფონემა, რომლის მეტ-ნაკლებად გავრცელება შეცვლის ენის
ფონეტიკურ იერსა და სისტემას.

თუ ბგერათაცვლილების შედეგად წარმოქმნილმა ახალმა ბგერამ ვერ მიაღწია


ფონემურობას, იგი იკარგება ან მკაფიო წარმოთქმაში პირვანდლურად წარმოითქმის.
მაგ:ქართულში სიტყვები თეთრს და ბოთლს. ყრუვდება რ და ლ ყრუ თანხმოვანთა
შუა,მაგრამ, რადგან ქართულში ყრუ ლ და რ არ გვაქვს,გაბმულ მეტყველებაში
ამბობენ თეთს, ბოთს.

სუბსტიტუცია. ხშირია ყოველ ენაში ისეთი ფონეტიკური მოვლენები ,რომლებიც


წარმოადგენენ ბგერის შეცვლას ცალკეულ სიტყვაში ან მხოლოდ რამდენიმე სიტყვაში
ყოველგვარი განპირობებულობის გარეშე. მაგ. : ტიმოთე- კომოთე, პატიჟი- პატიჯი.
ერთადერთი ასხნა ამ ცვლილებისა შეიძლება იყოს აკუსტიკური მსგავსება.

ბგერათსუბსტიტუცია მოქმედებს როგორც ხმოვნებში ,ისე თანხმოვნებში.

ერთმანეთს შეიძლება ჩაენაცვლონ: ბაგისმიერნი(ვარცხნა-ბარცხნა), წინაენისმიერნი


(რამდენი-რამტელი-რამთელი), უკანაენისმიერნი (საგუსალი-საქუსალი). ასევე
ერთმანეთს ენაცვლებიან: ნ/მ (მეფე-ნეფე), ნ/ლ (რამდენი-რამდელი), ლ/რ (კალაჩხა-
კარაჩხა), რ/ნ (გირძე-გინძე), ბ/გ (ბუმაგა-გუმაგა), ტ/კ (ტიმოთე-კომოთე).

ხმოვნის შეკვეცა.

3.ძირითადი ფონეტიკური მოვლენები:ბგერის გადანაცვლება,გადასმა,დაკარგვა.

(შესავალი)

ბგერის გადასმა- ყველა სიტყვაში ბგერათა გარკვეული რაოდენობაა. მათი


თანმიმდევრობა მტკიცეა სიტყვებში, მაგრამ ხანდახან სიტყვაში შემავალი ბგერების
თანმიმდევრობა დარღვეულია, ბგერას ადგილი აქვს შეცვლილი. მაგალითად რვა (ვ-
რ), თვრამეტი ( რ-ვ). „ვ“-ს გადასმა ხშირია ნ, რ, ლ თანხმოვნების წინ, მაგალითად:
ხვნა( ხნვა), ჩაგვრა ( ჩაგრვა), ხვრა ( ხრვა).

ბგერის გადანაცვლება- იგივეა,რაც მეტათეზისი.მეტათეზისი ეწოდება სიტყვაში


ბგერის გადანაცვლებას. მაგ:თვრამეტი-ათრვამეტი, წიგნი-წინგი. მეტათეზისი
მეტწილად ემართებათ სონორულ თანხმოვნებს-რ,ლ,მ,,ნ,ს და გ-ს.

მარტივია მეტათეზისი,როცა ადგილს იცვლის სიტყვაში ერთი ბგერა (წიგნი).


საურთიერთოა მეტათეზისი,როცა სიტყვაში ერთმანეთს მანძილით დაშორებული
ბგერა შეუნაცვლებს ერთმანეთს ადგილს (ტარიელი-ტალიერი). კონტაქტურია
მეტათეზისი, როცა გადასმული ბგერები მეზობლობაშია (ღრმა-რღმა).
დისტანციურია მეტათეზისი,როცა ირღვევა გადასმულ ბგერათა მეზობლობა (ვნახე-
ნავხე).

პროგრესული მიმართულებისაა მეტათეზისი, როცა ბგერა გადაინაცვლებს სიტყვის


ბოლოსკენ (ვნახე-ნავხე). რეგრესულია-პირიქით.

ბგერის დაკარგვა- ზოგჯერ მოსალოდნელი ბგერა სიტყვაში სრულად აღარ


მოიპოვება არც თავის ადგილას,არც სხვა ადგილას და არც სხვა ბგერით
ჩანაცვლებული. მაგალითად, უნდა იყოს შვილისშვილი და გვაქვს შვილიშვილი,
დაიკარგა -ს ბგერა.

ქართულში განსაკუთრებით ხშირია შემდეგი შემთხვევები:

„ჰ“-ს დაკარგვა ხმოვნების წინ. ძველად იხმარებოდა ასეთი ფორმები: ჰურია, ჰომი,
ჰამბავი, დღეს კი გვაქვს ურია, ომი, ამბავი..

„ვ“-ს დაკარგვა ბაგისმიერი ბგერების მეზობლობაში:

ა) ო-სა და უ-ს წინ: თავ-ობა ( თაობა), მე-თავ-ურ-ი ( მეთაური).

ბ) მ-ს წინ. მაგალითად, სვამ-ს, მაგრამ სასმელი; ი-ცვამ-ს, მაგრამ ჩა-ცმ-ული.


გ) ო-ს შორეულ მეზობლობაში, (ე.ი როცა იგი უშუალოდ მასთან კი არ არის, არამედ
სხვა რამე ბგერითაა დაშორებული). მაგალითად, შვრ-ება, მაგრამ შრ-ომა, თვრ-ება
მაგრამ ა-თრ-ობს.

1.ერთნაირ ბგერათაგან ერთ-ერთის დაკარგვა: ტანისსამოსი- ტანისამოსი,


წუთისსოფელი-წუთისოფელი.

2.თანხმოვანთა შეჯგუფების დროს ერთი მათგანის დაკარგვა. აქ განსაკუთრებით


აღსანიშნავია ს-ს დაკარგვა „თ“-ს წინ ( სახლთან, კაცთან, საზღვართან) და ზ, შ, ძ-ს
წინ ( მიწა(ს)ზე, სახლ(ს)ში).

4.ბგერითი ანალოგია,ასიმილაცია,დისიმილაცია.

ანალოგია- ანალოგია ჰქვია რამე ფორმის გაჩენას სხვა ფორმის მიმსგავსებით.თავისი


ხასიათით შეიძლება იყოს ფონეტიკური,მორფოლოგიური ან სინტაქსური. მაგ.:
უფროსი და უმცროსი ერთიმეორის საწინააღმდეგო ფორმებია.ამის გამო „უმცროს“
სიტყვის გავლენით „უფროს“ სიტყვაში „მ“ გაჩნდა ზოგიერთ კილოში და ამბობენ
„უმფროსი“. თ-უთხ-მეტი --- თ-ოთხ-მეტი; აღ-მართი -- და-ღ-მართი; არ(ა)-ვინ ---
ნუ-რა-ვინ.

ასიმილაცია ნიშნავს დამსგავსებას. განასხვავებენ ასიმილაციის რამდენიმე


სახეს:1.პროგრესული და რეგრესული-მიმართულების მიხედვით. 2. კონტაქტური და
დისტანციური-მანძილის მიხედვით. 3. სრული და ნაწილობრივი-შედეგის
მიხედვით. 4. გამჟღერება გაყრუების, წარმოების ადგილის მიხედვით. 5. რაგვარობის
მიხედვით-იცვლება თუ არა ბგერის რაგვარობა. ქართულში დღეს უფრო მეტად
რეგრესიული ასიმილაციაა გავრცელებული. ასიმილაციის ზემოთ ჩამოთვლილი
სახეები არ არიან გათიშულინი ერთმანეთისგან.

რთული ასიმილაციის სახით ჩვენ ვასხვავებთ ბგერათა ისეთ მიმსგავსებას, როცა


ასიმილატორი ბგერაზე უშუალობით მოქმედებს. მაგ:რიგზგარეშე,სადაც
ასიმილატორია გ მეორე სიტყვისა. ცალკე დგმული რიგს გვაძლევს რიქს, რადგან
მომდევნო ყრუ რეგრესულად აყრუებს გ-ს, მაგრამ თუ სათქმელია რიგსგარეშე, მაშინ
მეორე გ ამჟღერებს მის წინ მდგომ გ-ს და გ რჩება მჟღერადვე. ანუ მეორე გ-
ასიმილატორი მოქმედებს წინამდგომ გ-ზე „ს“-ს შუალობით.

დისიმილაცია-ნიშნავს ბგერათა განმსგავსებას. ორი ერთმანეთის სგავსი (ან


ერთგვარი) ბგერიდან სიტყვაში ერთი იცვლება და ამით მატულობს განსხვავება მათ
შორის. შესაძლოა ცვლილი ბგერა დაიკარგოს კიდეც. მაგ: რბილი-ლბილი.
დისიმილაციაც ხასიათდება მანძილით, მიმართულებით, შედეგით, წარმოების
ადგილით.

ლელწამი-ლერწამი-პროგრესული, დისტანციური. დისიმილაცია ხმოვნებსაც


ემართებათ.მაგ: სათითოოდ-სათითაოდ--- რეგრესული, კონტაქრუტი. ახლა-ეხლა----
რეგრესული, დისტანციური. დისტანციური დისიმილაცია უფრო არის
გავრცელებული.

დისიმილაციის ნიადაგზე ზოგჯერ იკარგება დისიმილირებული ბგერა. მაგ:


ერთმათერთი-ერთმანეთი. მოსლული-მოსული. დისიმილაციის ნიადაგზე
შესაძლოა,დაიკარგოს

მარცვალიც, რასაც ჰაპლოლოგია ეწოდება. მაგ:ბიძისცოლა-ბიცოლა. დისიმილაცია


მეტწილად სონორულ თანხმოვნებს ემართებათ(ხშირად ლ-სა და რ-ს)

5.ქართული სალიტერატურო ენის დასაბამი და განვითარების ეტაპები.

ქართული დამწერლობის შექმნისა და მწერლობის დასაწყისის პრობლემა ქართული


კულტურის ისტორიის მნიშვნელოვანი საკითხია.მის შესახებ ამომწურავი და
უტყუარი პასუხის გაცემა ვერ ხრხდება.

უტყუარი ცნობები ქართული მწერლობის არსებობის შესახებ V საუკუნიდან


მოგვეპოვება.ბოლნისის სიონის წარწერა 492-492 წწ. დათარიღებული.1950 წელს
პალესტინაშ აღმოჩენილი ქართული წარწერების უმნიშვნელოვანესი ნაწილი
გ.წერეთლის აზრით ნახევარი საუკუნით მაინც უსწრებენ ბოლნისის წარწერას.ასევე
აღნიშნულ საუკუნეს განეკუთვნება „შუშანიკის წამება“, რომელიც XI საუკუნის
ხელნაწერს შემოუნახავს.ამ თხზულებაში ნახსენებია წიგნები, რომლების ამ
დროისთვის საქართველოში უკვე გავრცელებულია. ესენია :
სახარება,დავითნი,წიგნნი იგი მოწამეთანი.მაშასადამე,როგორც ბიბლიური, ისე
ჰაგიოგრაფიული თხზულებანი უკვე თარგმნილი ყოფილა.ცნობები ბიბლიურ
წიგნთა ქართულ ენაზე არსებობის შესახებ უფრო ადრეც გვაქვს.ქართლის მემატიანის
მიხედვით არჩილ მეფის ძის მირდატის მეუღლემ საგდუხტ დედოფალმა ქრისტეს
სჯული გამოიკითხა.ამ ცნობის თანახმად „სახარება“ ან უკვე არსებობს და მას
განუმარტავენ დედოფალს ან ეს წიგნი ამ დროისთვის ითარგმნება.ამავე ეპოქიდან
მოგვეპოვება ცნობა,რომ არჩილ მეფემ ეპისკოპოსად დასვა ვინმე მობიდანი,რომელიც
მართლმადიდებლობას იჩემებდა და „საცთურ“ წიგნებს წერდა ფარულად.

ყველაფერს,რომ თავი დავანებოთ და „შუშანიკის წამება“ გავიხსენოთ, ვნახავთ, რომ


ასეთი მაღალმხატვრული ორიგინალური ნაწარმოები ნათლად მოწმობს V საუკუნეში
სასუბრო ქართულის გვერდით ჩამოყალიბებული სალიტერატურო ენის არსებობას.

ამ ენის განვითარებას ჩვენ სწორედ V საუკუნიდან ვადევნებთ თვალს.გამოიყოფა


ორი განსხვავებული პერიოდი. ძველი ქართული სალიტერატურო ენა (V-XI ) და
ახალი ( XIX-XX). XII-XVIII საუკუნეების სალიტერატურო ენა წარმოადგენს
გარდამავალი საფეხურს ძველიდან ახლისკენ, ამიტომ მას საშუალს უწოდებენ.
თხუთმეტ საუკუნოვანი ქართული სამწიგნობრო ენის პერიოდიზაცია
სხვადასხვაგვარად ხდება. ნიკო მარისა და აკაკი შანიძის აზრის ისტორია მოიცავს სამ
პერიოდს:

ძველი ქართული - V-XI საუკუნეები;

საშუალი ქართული - XII-XVIII საუკუნეები;

ახალი ქართული - XIX-XX საუკუნეები.

აზრს იზიარებს მეცნიერთა დიდი ნაწილი. არნ.ჩიქობავამ აჩვენა, რომ საშუალი


ქართული ძველისა და ახლის შერევაა, ამიტომ მან გამოყო ორი პერიოდი : ძველი
ქართული (V-XI), ახალი ( XII საუკუნიდან დღემდე). რა თქმა უნდა, ამ
თვალსაზრისსაც ჰყავს მომხრეები. სხვადასხვა ვარიანტები არსებობს
პერიოდიზაციასთან დაკავშირებით. ბესარიონ ჯორბენაძე ხუთ ეტაპს გამოყოფდა;
ზურაბ სარჯველაძემ თვით ძვ.ქართულის ორ პერიოდად დაყოფა მიიჩნია
შესაძლებლად.

6.მორფოლოგიის საგანი.სიტყვა,როგორც მორფოლოგიის ობიექტი.სიტყვის


აგებულება:ძირი,ფუძე,აფიქსი.

მორფოლოგია,როგორც გრამატიკის ნაწილი, არის მოძღვრება სიტყვის ფორმებზე.


მორფოლოგია სწავლობს სიტყვის ფორმებს,სიტყვის ფორმათა მაწარმოებელ
ელემენტებს და მათ მნიშვნელობებს. მორფოლოგიაშივე განიხილება სიტყვათა
ცვლააც,როდესაც მაწარმოებელი ელემენტი ცვლის მნიშვნელობას და ახალ
ლექსიკურ ერთეულს გვაძლევს: სახლ-იან-ი,უ-სახლ-ო. ამ ტრადიციას გარკვეული
საფუძვლებიც მოეპოვება.

როგორც სიტყვის ფორმის მცვლელი,ისე ახალი სიტყვის მაწარმოებელი ელემენტები


(აფიქსები)ცალკე არაფერს აღნიშნავენ და ფუძეს ერთნაირად უპირისპირდებიან.

ტიპი წარმოებისა ერთგვარია:აფიქსები ფუძეს დაერთვიან ან თავში, ან ბოლოში.

აფიქსების ერთმანეთისგან გამიჯვნა ხშირად ძნელია და არ ხერხდება.

მორფოლოგიავე განიხილავს სიტყვათა ჯგუფებს, ე.ი. სიტყვათა ნაწილებს და იძლევა


მათ გრამატიკულ დახასიათებას. მაშასადამე, მორფოლოგია,ფართო გაგებით არის
მეცნიერება სიტყვათცვლისა და სიტყვათწარმოების შესახებ.

ყოველი სიტყვა არსებობს მხოლოდ მეტყველებაში. სიტყვას კი თავის სემანტიკურ


მხარესთან ერთად შეიძლება ჰქონდეს ერთი ან ერთზე მეტი გრამატიკული
მნიშვნელობა,რომელიც გარკვეული ფორმის საშუალებით არის
გამოხატული.გრამატიკული მნიშვნელობის გამომხატველი ზოგადი ცნება,რომელიც
გარკვეული ფორმის საშუალებით არის გადმოცემული წარმოადგენს გრამატიკულ
კატეგორიას.

სიტყვათა მორფოლოგიური კლასიფიკაცია.

მორფოლოგიურად სიტყვები ორგვარია:ფორმაცვალებადი და ფორმაუცვლელი.

ფორმაცვალებადია სიტყვა,რომელიც მეტყველებაში სხვადასხვა ფორმით იხმარება.


მაგ:კაცი,კაცმა,კაცს...ფორმაუცვლელია სიტყვა,რომელიც მეტყველებაში ყოველთვის
ერთი სახით გვხვდება. მაგ:დღეს, ზეგ, კარგად, შარშან, იქ...ფორმაცვალებადობა ორი
სახისაა, ბრუნება, უღლება.ფორმაუცვლელი მეტყველების
სახელებია:ზმნიზედა,მხლებელი(თანდებული,კავშირი),შორისდებული.

სიტყვა შედგენილობა:ძირი, ფუძე, აფიქსი.

ფორმაცვალებადი სიტყვა მორფოლოგიური ანალიზისშედეგად იშლება შემადგენელ


ნაწილებად. გამოიყოფა შუძე და მაწარმოებელი ელემენტები,რომელთაც თავ-თავისი
მნიშვნელობა აქვთ. თითოეული მაწარმოებელი ელემენტი,რომელსაც გარკვეული
ფუნქცია ახლავს,წარმოადგენს მორფემას. სიტყვის იმ ნაწილს, რომელიც ატარებს
მოცემული სიტყვის მნიშვნელობას, უძე ჰქვია.ფუძეს,რომელიც შემადგენელ
ნაწილებად აღარ იშლება ძირი ეწოდება.

ქართულში სხვადასხვა ლექსიკური მნიშვნელობის მქონე რამდენიმე სიტყვას


ხშირად ერთი საერთო საყრდენი ნაწილი მოეპოვება. მაგ: კაც-ი, კაც-ური, კაც-ობა.
ერთი საერთო ნაწილისაგან ნაწარმოებ სიტყვებს მონათესავე სიტყვები ჰქვია. ძირი
ატარებს მონათესავე სიტყვების ძირითად მნიშვნელობას,იგი საგნობრივი
მნიშვნელობის მატარებელი ნაწილია სიტყვისა.

ძირს თუ ფუძეს დაერთვის ისეთი ელემენტები, რომლებიც საგნობრივ მნიშვნელობას


მოკლებულები არიან,მაგრამ გარკვეულ ლექსიკურ თუ გრამატიკულ მნიშვნელობას
გადმოგვცემენ. მაგ: ცხენ-ოსან-ი, ცხენ-ძირია, ოსან და ი კი დართული
ელემენტები.ძირსა თუ ფუძეზე დართულ ელემენტს მორფემას ანუ ფორმანტს
უწოდებენ.ყოველგვარ მორფემას აფიქსი ჰქვია,ქართულად-სართი.

ძირი და ფუძე ზოგჯერ ერთი და იგივეა. ძირი შეიძლება ერთი ბგერითაც


გადმოიცეს.ამ შემთხვევაში საგნობრივი მნიშვნელობა აფიქსის გარეშე გაუგებარია.

აფიქსები ადგილისა და ფუნქციის მიხედვით.

ფუნქციის მიხედვით აფიქსები ძირითადად 2ჯგუფად იყოფა:ერთნი სიტყვას


გრამატიკულ მნიშვნელობას უცვლიან, მეორე კი ლექსიკურს. არის გარდამავალი
საფეხურის აფიქსებიც.

კაც-ი, კაც-მა,კაც-ს...ეს ფორმები ერთსა და იმავე საგანზე საუბრობენ,ისინი ფუძეს


გრამატიკულ მნიშვნელობას აძლევენ.სიტყვის ასეთ ცვალებას მიმოხრა ჰქვია, ხოლო
აფიქსებს-მიმოსახრელი.საენათმეცნიერო ლიტერატურაში მათ ფლექსიასაც
უწოდებენ. მიმოსახრელი აფიქსები სიტყვათა შეკავშირების გრამატიკულ
საშუალებას წარმოადგენენ.გარდა მიმოსახრელისა, გვაქვს წარმომქმნელი ანუ
დერივაციული აფიქსები.ისინი სიტყვის მნიშვნელობას ცვლიან და დერივატები
ეწოდებათ.

მაგ: სვან-ურ-ი, სვან-ეთ-ი.

ადგილის მიხედვით აფიქსი შეიძლება იყოს:პრეფიქსი, სუფიქსი, ინფიქსი,


ცირკუმფიქსი

პრეფიქსი(თავსართი) ეწოდება ისეთ აფიქსს,რომელიც ძირეული სიტყვის ფუძეს წინ


უძღვის.მაგ: ვ-წერ.

სუფიქსი(ბოლოსართი) ჰქვია ისეთ აფიქსს,რომელიც ძირეული სიტყვის ფუძეს


მოსდევს.მაგ: ვაკეთ-ებ.

ინფიქსი(ჩასართი) ჰქვია ისეთ აფიქსს, რომელიც შიგ ჩაერთვის ძირეული სიტყვის


ფუძეს. ნა-ვ-ხე

ცირკუმფიქსი გარშემო ერტყვის სიტყვის ფუძეს. მაგ: მო-ნახ-ე. მო-ლამაზ-ო

ფუძე.ფუძეთა სახელები.

ფუძე შეიძლება იყოს მარტივი ან წარმოქმნილი.მარტივი ფუძე იგივე ძირია.


წარმოქმნილ ფუძეში გამოიყოფა ძირი და წარმოსაქმნელი აფიქსები(სა-ქუდ-ე)

ახალი ფუძის მიღება შეიძლება ფუძის გაორკეცებით.ამ საშუალებით სახელის


შექმნას თხზვა ანუ კომპოზიცია ეწოდება, ხოლო თვით სახელს-კომპოზიტი.რთული
ფუძე მიიღება მარტივი ფუძის გაორკეცებით,ორი სხვადასხვა ფუძის შეერთებით
(და-ძმა), მარტივი და ნაწარმოები ფუძეების შეერთებით (ფშავ-ხევსურეთი),
წარმოქმნილ ფუძეთა შეერთებით (იმერეთ-სამეგრელო)

ახალი სახელები წარმოიქმნება რთული ფუძეებისგანაც.მაგ:საშვილიშვილო,


მამაკაცობა. მაშასადამე, ფუძე შეიძლება იყოს მარტივი, რთული და ნაწარმოები.

7.სიტყვის აგებულება.აფიქსები ფუნქციისა და ადგილის მიხედვით.

იხ. მე-6-ე საკითხში

8.ქართული დამწერლობის წარმოშობის საკითხი. განვითარების საფეხურები.

ძველი ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ რამდენიმე თეორია


არსებობს.პირველი მათგანი ქართულ საისტორიო მწერლობაშია დაცული.ლეონტი
მროველი დამწერლობის წარმოშობას ფარნავაზის ეპოქას უკავშირებს. „და ესე
ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შნა ქართლოსისა ნათესავთაგანი.ამან
განავრცო ენა ქართული,და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვნიერ
ქარტულისა- და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული“. ეს ცნობა გაზიარებულია XIX
საუკუნეში გრიგოლ ორბელიანის მიერ პოემაში „სადღეგრძელო“.ივანე ჯავახიშვილს
ამ ცნობის ჭეშმარიტებაში ეჭვი შეჰქონდა,რამდენადაც მროველთან მითიურ-
ზღაპრული უკონტროლოდაა არეული დოკუმენტურ-ისტორიულში.თანამედროვე
ქართველი ისტორიკოსები უფრო მეტად ენდობიან ლეონტი მროველის ამ
ცნობას,რადგან საზოგადოდ ადასტურებენ „მეფეთა ცხოვრებაში“ გადმოცემულ
ზოგიერთი მანამდე ზღაპრულად მიჩნეული ცნობის ისტორიულ
ჭეშმარიტებას.გარდა ამისა, ივ. ჯავახიშვილმა დაასაბუთა,რომ ტერმინი
„მწიგნობრობა“ ძვ. საქართველოში სწორედ მწერლობასა და წერა-კითხვას ერქვა.

ქართული ანბანის წარმოშობის საკითხზე მსჯელობისას განსაკუთრებულ


ყურადრებას იმსახურებსამ ანბანში ეროვნულ საფუძველზე დამყარებული ერთიანი
გრაფიკული სისტემა.ე.მაჭავარიანის დასკვნით,ქართული ანბანი,როგორც
სტილისტურად ერთიანი გრაფიკული სისტემა ერთბაშად არის შექმნილი.აქ
პირველადია გრაფიკა და ასოთა მოხაზულობა.ასომთავრულის გრაფიკული
სტრუქტურის მაწარმოებელი ძირითადი ელემენტებია- წრე და სწორი
ხაზი,რომლებიც ასოებს ქმნიან მათგანვე წარმოებული ნაწილების მეშვეობით და
თითოეული ასო კვადრატის ფარგლებში თავსდება.ხოლო მათი სახელდება და
ანბანის რიგზე გაწყობა-მეორადია.ქართული ასომთავრული მჭიდროდ უკავშირდება
ქართულ არქიტექტურას.

მეორე ცნობა სომხურ მწერლობშია დაცული.V საუკუნის სომეხი მწერლის კორიუნის


„მესროპ მაშტოცის ცხოვრების“ მიხედვით სომხური,ქართული და ალბანური
დამწერლობების შემქმნელად გამოცხადებულია მესროპ მაშტოცი.(V საუკუნის I
მეოთხედი).ეს ცნობა ქართულ სამეცნიერო წრეებში მხოლოდ XIX საუკუნიდან
გამოჩნდა.მის ორიგინალობაში ეჭვი შეიტანა ივ.ჯავახიშვილმა.მისი აზრით,ცნობა
მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის შესახებ არ იკითხებოდა კორიუნის
პირველ რედაქციაში, რომლითაც ისარგებლა V საუკუნის სომეხმა ისტორიკოსმა
ლაზარ ფარპეცმა და თავისი ნაშრომი ამ ცნობას დააყრდნო.ის არაფერს ამბობს
მაშტოცის მიერ ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ.ამ თეორიის საყრდენ
არგუმენტად მიჩნეულია სომხურ და ქართულდ დამწერლობათა ასოების ზოგადი
მსგავსება სტილისა და ფორმის მხრივ.მოხაზულობის თვალსაზრისით მსგავსება
მხოლოდ გარეგნულია ,ხოლო პრინციპი ასოთა მოხაზულობისა მკვეთრად
განსხვავდება.ქართული დამწერლობისთვის წრისა და წრფისგან ნაწარმოები
ელემენტებია დამახასიათებელი.სომხურ ანბანში კი ყველა ასო ერთიან გრაფიკულ
ანალიზს არ ემორჩილება.განსხვავებაა ასოთა რიგშიც.ქართულში სპეციფიკური ასო-
ნიშნები ძირითადი ნაწილის შემდგეაა მოქცეული, სომხურში კი- სპეციფიკური
ასოები ძირითად ნაწილშია გაბნეული.შესაბამისად განსხვავდება მათი რიცხვითი
სისტემებიც.ქართულ ანბანში მეექვსე ადგილას დგას ასო „ვინი“,როგორც უძველეს
ბერძნულში.სომხურში ეს ასო 30-ე ადგილასაა,როგორც ბერძნული ანბანის
გვიანდელი გადამუშავების შემდეგ.ყველაფერს ემატება ის,რომ, როგორც კორიუნის
ნაშრომიდან ირკვევა, მესროპმა არ იცოდა ქართული ენა,რაც გამორიცხავს მისთვის
უცხო ენის დამწერლობის შექმნას.

ივანე ჯავახიშვილის აზრით,ქართულ ასოთა მოხაზულობა ყველაზე დიდ


მსგავსებას ფინიკიურ და არამეულ დამწერლობებთან ავლენს.მისი დაკვირვებით
არქაული ქართულის ასოტა რიგი უძველეს ფინიკიურთა მაყარებს კავშირს.იგი
აყალიბებს ჰიპოთეზას ქართული ანბანის ფინიკიურ-სემურიდან წარმოშობის
შესახებ ჩვ. წელთ აღრიცხვამდე VII საუკუნეში.ამ ჰიპოთეზას მხარი დაუჭირა
გიორგი წერეთელმა არმაზის ბილინგვის არამეული წარწერის გაშიფვრის
შემდეგ.წარწერის ერთი ენა ბერძნულია,მეორე კი-არამეული,ოღონდ არამეულის
თავისებური სახეობა,რომელსაც შემდეგ არმაზული უწოდეს.ბილინგვა ჩვ.წ II
საუკუნითაა დათარიღებული. გ. წერეთელი ასკვნის,რომ არმაზული ასო-ნიშნები
გარკვეულ ნათესაობას ქართულ ასოებთანაც ამჟღავნებენ და ქართულში უფრო მეტი
არქაულობაც კი შეინიშნება.მისი აზრით,ქართული დამწერლობა არმაზულთან
ერთად არამეული დამწერლობის თავისებური შტოს საფუძველზეა უნდა იყოს
აღმოცენებული. ივ. ჯავახიშვილის ჰიპოთეზა თავისებურად დაამუშავა რამაზ
პატარიძემ.მისი მიხედვით ქართული დამწერლობა ფინიკიურის საფუძველზეა
წარმოქმნილი,ოღონდ ქართული დამწერლობა ითვალისწინებს ბერძნული
დამწერლობის გასწორხაზოვნების მონუმენტურ გრაფიკულ პრინციპს.ეს კი
დათარიღებულია ძვ.წ.ა V საუკუნით.ასეე მისი დასკვნიტ ქართული ასომტავრული
დამწერლობა წარმოშიბილია არა ფინიკიურ-სემური ასო-ნიშნების თანდათანობითი
ევოლუციის გზით,არამედ ერთდროულად.

XIX საუკუნეში გერმანელმა პალეოგრაფმა ვ.გარდტჰაუზენმა ქართული ანბანი


წარმოშობით ბერძნულს დაუკავშირა.ამ აზრს იზიარებდა კ.კეკელიძე.ასევე ამ აზრს
ასაბუთებს თ.გამყრელიძე.ქართულ ასომთავრულ ანბანში შენიშნულია ყველა ის
გადახრა ძველი ფინიკიური დამწერლობიდან,რაც განხორციელდა ფინიკიურის
ნიადაგზე შექმნილი ბერძნული ანბანის განვითარების პროცესში.
ესენია:თანხმოვანთა თავისებური გადმოცემა, ხმოვანთა გამომხატველი ნიშნების
შემოღება,ასო-ნიშანთა რიცხვითი მნიშნელობები.ქართული ანბანის რიგი ემთხვევა
ბერძნულისას იმ განსხვავებით,რომ,როცა ბერძნულში სპეციფიკური ბგერის
გამომხატველი ასო ზის,ქართულშ იგი ქართულის სპეციფიკური ბგერითაა
შეცვლილი.

ქართულმა დამწერლობამ თავისი ჩამოყალიბებიდან დღემდე 3 საფეხური განვლო:


1)ასომთავრული 2)ნუსხური 3)მხედრული. V-IX სს. ქართული წერილობითი
ძეგლები შესრულებულია ასომთავრულით
(პალესტინის,ბოლნისის,მცხეთის,ურბნისის წარწერები,ხანმეტი და ჰაემეტი
წარწერები,ადიშის ოთხთავი და სხვ.).IX საუკუნიდან ჩვენ გვაქვს ნუსხური
დამწერლობის ნიმუშები.უკანასკნელ ხანებამდე ნუსხური დამწერლობის უძველეს
ნიმუშად 864 წლის სინური მრავალთავის ანდერძი ითვლებოდა.ამ ბოლოს
გ.აბრამიშვილმა გამოაქვეყნა ატენის ერთ-ერთი წარწერა,რომელიც 835 წლით
თარიღდება.ამ წარწერის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი ჩვენამდე. იგი
ნუსხურის უძველესი ნიმუში გამოდის.XI-XII სს. თანდათან ვრცელდება მხედრული
ანბანი.უკვე X საუკუნეში თანაარსებობს ქართული ანბანის სამი
სახეობა.ასომთავრული და ნუსხური ერთად ხუცურად იწოდება.ხუცური
უპირატესად სასულიერო მწერლობაში გამოიყენებოდა, მხედრული კი - საერო
მწერლობის ძეგლებში.

9.ხმარებიდან გამოსული ასოები.ქართული ანბანის ზოგადი დახასიათება.

ძვ.ქართულ ანბანში 38 ასო იყო. მათგან 33 იმ ბგერებს გამოხატავდა, რომლებიც


თანამედროვე ქართულშიც გვაქვს. დანარჩენ 5ს (ჩამოვთვალოთ) თავ-თავისი
წარმოთქმა (ბგერა) შეესაბამებოდა. მხედრულს თავიდანვე ასო ხარი
დაჰყვა,რომლითაც აღნიშნული ბგერა დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა და
არსებობს დღესაც ზოგიერთ კილოში.

მე-11 ს-ში, როდესაც პირველად ჩაისახა მხედრული ასოები, ანბანიდან


ავტომატურად ამოვარდა ოთხი დანარჩენი და მხოლოდ მე-17ს-ში, ერთი
მხრივ,ასოთა რიცხობრივი მნიშვნელობის დასაცავად და მეორე მხრივ, ძველი
წიგნების სისწორით გადმოწერის მიზნით,მხედრულშიც შეიქმნა სათანადო ნიშნები:
(ჩამოვთვალოთ). მე-18 ს-ში მათ მიემატა კიდევ ორი :უბრჯგუ და F. ასე რომ ასთა
რაოდენობა მე-18 ს-ში 40მდე ავიდა.გართულდა მართლწერა, მაგრამ მე-19ს-ის 60
წლებამდე მას მაინც იყენებდნენ.

ქართული ანბანის გამარტივების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ი.ჭავჭავაძესა და


მის თაობას. ილიამ თავის 1 კრიტიკულ სტატიაში არ იხმარა ეს ასოები. მან თქვა, რომ
ეს ასოები აღარ ისმიან დღევანდელ ქართულში და ტყუილად აძნელებენ ანბანს.მას
ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა,თუმცა ილიამ მიზანს მიაღწია.

ქართული ანბანი ერთ-ერთი სრულყოფილი ანბანთაგანია. მას მრავალი ღირსება


აქვს.

1. ზოგიერთ ენაში ერთ ასოს რამდენიმე ბგერითი მნიშვნელობა აქვს,ქართულში კი -


მხოლოდ 1.

2. ქართულში თითო ბგერას თითო ასო გამოხატავს

3. ქართულ ანბანში ყველა ნიშანი სამეტყველო ბგერის გამომხატველია


4. ზოგ ენაში არსებობს დიდი და პატარა ასოები, ქართულში ამგვარი გარჩევა არ
გვაქვს.

10.თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ფონემატური სტრუქტურა.

ბგერა სიტყვის უმარტივესი ელემენტია, მაგალითად ხე (ხ,ე). სამეტყველო ბგერა


იგივე ფონემაა, ისინი ენის ძირითადი ბგერითი სისტემის ერთეულებია. ის ცალკე
აღებული მოკლებულია მნიშვნელობას. ბგერა ადამიანის საწარმოთქმოს ორგანოების
მეშვეობით წარმოითქმის : ფილტვები, სასუნთქი მილი, ხორხი, სახმო სიმები, სასა,
ქვედა ყბა, ენა, ნუნები, კბილები, ტუჩები.

საწარმოთქმო ორგანოებიდან ზოგი აქტიურია, ზოგიც პასიური. ესა თუ ის ბგერა


წარმოითქმის, გვესმის და აღვიქვამთ მაშინ, როცა მის არტიკულაციას ერთვის
ჰაერნაკადის სათანადო მოძრაობა. არებობს ბგერის წარმოთქმის სამი მომენტი:
შემართვა, დამართვ, დაყოვნება. ერთი ბგერის დამართვა დამთავრებული არ არის,
რომ იწყება მეორეს შემართვა. ცოცხალ მეტყველებაში ბგერა სიტყვაში წარმოითქმის
და არა ცალ-ცალკე. აევე, ცალკე წარმოთქმული ბგერა „გ“ და სიტყვაში წარმოთქმული
გველი სულაც არ არის ერთნაირი.

ქართულში სულ 33 ასო-ბგერაა. ამათგან 5 ხმოვანია, 28 კი თანხმოვანი. განვიხილოთ


ისინი ცალ-ცალკე:

საზოგადოდ, ხმოვანთა სისტემის დახასიათებისათვის სხვადასხვა ენაში


სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება. ცნობილია ხმოვანთა წარმოდგენა გეომეტრიული
ფიგურების საშუალებით. ამგვარად უფრო უკეთ წარმოჩნდება ხმოვანთა ძირითადი
მახასიათებლები.

ხმოვანთა სისტემა უმეტესწილად განსხვავებული გეომეტრიული ფიგურებით


გამოისახება სისტემის სირთულიდან გამომდინარე. მაგალითად, სვანური ენისათვის
უფრო მოხერხებულია ხმოვნების გამოხატვა კუბით. რაც შეეხება ქართულს,
ხმოვანთა სისტემის დახასიათებისთვის საუკეთესოა სამკუთხედი. ხმოვანთა
სისტემებში ფუნდამენტურია ოპოზიციები ენის აწეულობის, ლოკალური რიგისა და
ბაგეების მონაწილეობის მიხედვით. ზოგ ენაში ხმოვნები უპირისპირდებიან
ერთმანეთს მხოლოდ ენის აწეულობის ხარისხის მიხედვით.

ქართული ენის ხმოვნებს ვახასიათებთ სამი ნიშნის მიხედვით:


1. აწეულობა - დაბალი, საშუალო, მაღალი;

2. რიგი - წინა, შუა, უკანა;

3. ლაბიალიზაცია - ლაბიალიზებული, არალაბიალიზებული;

ხმოვანთა აწეულობა გულისხმობს თუ რამდენად არის ენა აწეული მაგარი სასის


მიმართ ამა თუ იმ ხმოვნის წარმოთქმისას. რიგი გულისხმობს - ენის რომელი ნაწილი
მონაწილეობს ხმოვნის წარმოებაში. ლაბიალიზაცია ნიშნავს თუ რამდენად
აქტიურად მონაწილეობს ბაგეები ხმოვნის წარმოებაში.

ხმოვანთა სამკუთხედზე, აღნიშნული ნიშნები თვალნათლივ ჩანს და, შესაბამისად,


მარტივად შესაძლებელია, თითოეული ხმოვნის არტიკულაციური დახასიათება.

აქედან გამომდინარე ქართული ენის ხმოვანთა სისტემა შეიძლება დახასიათდეს


შემდეგნაირად:

ა - შუა რიგის, დაბალი აწეულობის, არალაბიალიზებული

ე - წინა რიგის, საშუალო აწეულობის, არალაბიალიზებული

ი - წინა რიგის, მაღალი აწეულობის, არალაბიალიზებული

ო - უკანა რიგის, საშუალო აწეულობის, ლაბიალიზებული

უ - უკანა რიგის, მაღალი აწეულობის, ლაბიალიზებული

თანხმოვნები არის ისეთი ბგერები, რომელთა წარმოთქმისას ფილტვებიდან


ამოსული ჰაერნაკადი დაბრკოლებას აწყდება. ქართული ენის თანხმოვნები ქმნიან
სამეულთა, წყვილეულთა და ცალეულთა სისტემებს.

სამეულთა სისტემებს ქმნიან ხშულ-მსკდომები (ოკლუზივები) და ხშულ-


ნაპრალოვნები (აფრიკატები). როდესაც ჰაერნაკადი ზესადგამი მილის ერთ ნაწილში
სრულ დაბრკოლებას აწყდება, და შემდეგ განხშვა (სკდომა) მოსდევს, წარმოიქმნება
ხშულ-მსკდომი ბგერები. აფრიკატები არიან რთული რაგვარობის ბგერები. ასეთი
ბგერების წარმოებისას თავდაპირველად ხდება ხშვა ზესადგამი მილის რომელიღაც
წერტილში, შემდეგ ხშვა გადადის ნაპრალში. მჟღერობა-სიყრუის მიხედვით
სამეულებში წარმოდგენილია ერთი მჟღერი (ბ,დ,ჯ,ძ,გ) და ორი ყრუ ბგერა: ყრუ-
ფშვინვიერი (ასპირატი) (ფ,თ,ც,ჩ,ქ) და ყრუ-მკვეთრი (აბრუპტივი,
გლოტალიზებული, ყელხშული) (პ,ტ,წ,ჭ,კ).

წყვილეულებს ქმნიან ნაპრალოვანი (სპირანტი) ბგერები. ნაპრალოვანი ბგერების


წარმოებისას ზესადგამი მილის ერთ წერტილში საარტიკულაციო ორგანოები
ერთმანეთს უახლოვდება და მათ შორის წარმოქმნილ ნაპრალში გადის
ამოსუნთქული ჰაერნაკადი. წყვილეულები წარმოდგენილია მჟღერი (ვ, ზ, ჟ, ღ) და
ყრუ თანხმოვნით (ს, შ, ხ, ჰ): ვ-/f/, ზ-ს, ჟ-შ, ღ-ხ, -ჰ.

ცალეულთა სისტემებს ქმნიან სონორები (ლ, რ, მ, ნ), რომლებიც იყოფა ნაზალურ მ,ნ
(ცხვირისმიერ) და არანაზალურ ლ,რ (არაცხვირისმიერ) ბგერებად. არანაზალური
ბგერები იყოფა ლატერალურ ლ (გვერდითი) და ვიბრანტ რ (მთრთოლი) ბგერებად.
რ - ალვეოლარული, ნუნისმიერი, ვიბრანტი ანუ მთრთოლავი;

ლ - ალვეოდენტალული, ნუნაკბილისმიერი, ლატერალი ანუ გვერდითი;

მ - ბილაბიალური, წყვილბაგისმიერი, ნაზალი;

ნ - ალვეოლარული, ნუნისმიერი, ნაზალი;

წარმოების ადგილის მიხედვით გვაქვს შემდეგი სახის ბგერები:

ბილაბიალური, წყვილბაგისმიერი (ბ, ფ, პ, მ);

ლაბიო-დენტალური, ბაგე-კბილისმიერი (ვ, /f/);

დენტალური, კბილისმიერი (დ, თ, ტ);

პრეალვეოლარული, წინანუნისმიერი (ძ, ც, წ, ზ, ს);

პოსტალვეოლარული, უკანანუნისმიერი (ჯ, ჩ, ჭ, ჟ, შ);

ველარული, რბილისასისმიერი (გ, ქ, კ, ღ, ხ)

ფარინგალური, ხახისმიერი (/ჴ/, ყ)

ლარინგალური, ხორხისმიერი (ჰ)

11.ხმოვანთა კლასიფიკაცია.

ხმოვანთა კლსიფიკაციისას გასათვალისწინებელია: 1)ხმოვანთა 3 რიგი 2)ხმოვანთა


აწეულობა 3)ხმოვანთა ლაბიალიზაცია 4)ხმოვანთა დაჭიმულობა 5)ხმოვანთა
ნაზალიზაცია

1)იმის მიხედვით თუ ენის ზურგის რომელი ნაწილი აიწევს სასის მიმართულებით


ხმოვანთა წარმოქმნისას, ჩვენ ვასხვავებთ 3 რიგის ხმოვანს:წინა,შუა,უკანა.

წინა რიგის ხმოვნები - ენის წვერი დაშვებულია და ძევს ქვედა კბილებთან,ხოლო


ენუს ზურგის წინა ნაწილი აიწევა მაგარი სასის მიმართულებით.

შუა რიგის ხმოვნები - ენის ზურგი ოდნავაიწევა სასისკენ და დაიხევს უკან ან


სრულიად ნეიტრალურ მდგომარეობაშია.

უკანა რიგის ხმოვნები - ენის ზურგის უკანა ნაწილი აიწევა რბილი სასის მიმართ.

2)იმის მიხედვით თუ რამდენად იწევა ენა მაღალი სასისკენ, ჩვენ ვასხვავებთ:


მაღალი,საშუალო და დაბალი აწეულობის ხმოვნებს.

3)რამდენად მონაწილეობენ ბაგეები ხმოვნის წარმოთქმაში: ლაბიალიზებული და


არალაბიალიზებული
4) დაჭიმულობა არ ასხვავებს ერთმანეთისგან ერთი და იმავე ენის ხმოვნებს. ეს
თვისება ასხვავებს ერთ ენას მეორისგან. დაჭიმული წარმოთქმის საფუძველია
სამეტყველო ორგანოთა მტკიცე დაჭიმული მდგომარეობა.

საზოგადოდ, ხმოვანთა სისტემის დახასიათებისათვის სხვადასხვა ენაში სხვადასხვა


მეთოდი გამოიყენება. ცნობილია ხმოვანთა წარმოდგენა გეომეტრიული ფიგურების
საშუალებით. ამგვარად უფრო უკეთ წარმოჩნდება ხმოვანთა ძირითადი
მახასიათებლები.

ხმოვანთა სისტემა უმეტესწილად განსხვავებული გეომეტრიული ფიგურებით


გამოისახება სისტემის სირთულიდან გამომდინარე. მაგალითად, სვანური ენისათვის
უფრო მოხერხებულია ხმოვნების გამოხატვა კუბით. რაც შეეხება ქართულს,
ხმოვანთა სისტემის დახასიათებისთვის საუკეთესოა სამკუთხედი. ხმოვანთა
სისტემებში ფუნდამენტურია ოპოზიციები ენის აწეულობის, ლოკალური რიგისა და
ბაგეების მონაწილეობის მიხედვით. ზოგ ენაში ხმოვნები უპირისპირდებიან
ერთმანეთს მხოლოდ ენის აწეულობის ხარისხის მიხედვით.

ა - შუა რიგის, დაბალი აწეულობის, არალაბიალიზებული

ე - წინა რიგის, საშუალო აწეულობის, არალაბიალიზებული

ი - წინა რიგის, მაღალი აწეულობის, არალაბიალიზებული

ო - უკანა რიგის, საშუალო აწეულობის, ლაბიალიზებული

უ - უკანა რიგის, მაღალი აწეულობის, ლაბიალიზებული

12.თანხმოვანთა კლასიფიკაცია.

თანხმოვანთა კლასიფიკაციისას გასათვალისწინებელია:

1)თანხმოვანთა სუნთქვიერი და უსუნთქველი წარმოება

2)ასპირაცია და ასპირატები

3)ნაპრალოვნობა

4)ფარინგალურობა
5)ცალეულები,წყვილეულები და სამეულები

6)რთული თანხმოვნობა

1. ზოგიერთ ენაში არის ისეთი თანხმოვნები,რომლებიც იწარმოებიან ყელხშვით ანუ


სახმო სიმების დაკეტილობისას.ბგერები იწარმოება იმ ჰაერის მარაგით,რომელიც
იმყოფება ზესადგამ მილში. ესაა უსუნთქველი ბგერათწარმოება. (პ-ტ-წ-ჭ-კ-ყ)
უსუნთქველ თანხმოვნებს ყელხშულებს ეძახიან.ასევე მათ აბრუპტივებს (მოწვეტილ
ბგერებს) ვეძახით.

2. ზოგჯერ სახმო სიმები იმდენად უახლოვდებიან ერთმანეთს, რომ ამომდინარე


ჰაერნაკადი წარმოქმნის თავისებურ ჩქამს სახმო სიმების კიდეებზე ხეხვით. ამ ჩქამს
ეძახიან ასპირაციას. ასპირაცია,ჩვეულებრივ, ყრუა, მაგრამ არის მჟღერი ასპირაციაც.
როცა ასპირაცია უშუალოდ თან მისდევს თანხმოვანს და განუყოფლადაა მასთან
შერწყმული, ასეთ თანხმოვანს ფშვინვიერს ანუ ასპირატს ვეძახით.

3. საარტიკულაციო ორგანოების ერთმანეთთან ძლიერი მიახლოებით წარმოიქმნება


ნაპრალოვანი ბგერები ანუ სპირანტები. ესენია ვ- , ზ-ს, ჟ-შ, ღ-ხ , -ჰ. სპირანტები
ერთმანეთისგან განსხვავდებიან ნაპრალის ფორმის სხვადასხვაობით.ნაპრალი
შეიძლება იყოს: ღარისებრ მომრგვალებული ან გასწვრივი.

4.იმ თანხმოვნებს,რომლებიც იწარმოებიან ენის ძირის მიბჯენით ან მიახლოებით


ხახის უკანნა კედელთან, ვეძახით ფარინგალურ თანხმოვნებს. (ასო) ესაა
ფარინგალური აბრუპტივი და ის დეფექტიანი სამეულის მესამე წევრია.

5.თანხმოვნები ქმნიან ცალეულთა,წყვილეულთა და სამეულთა სისტემებს.

ცალეულთა სისტემას სონორი ბგერები ქმნიან. (რ/ლ/მ/ნ)

აქედან ნაზალურია : ნ და მ. არანაზალურია : რ და ლ

რ- ალვეოლარული,ნუნისმიერი,ვიბრანტი,მთრთოლავი

ლ- ალვეოდენტალური,ნუნაკბილისმიერი,ლატერალი(გვერდითი)

მ- ბილაბიალური,წყვილბაგისმიერი,ნაზალი

ნ- ალვეოლარული,ნუნსიმიერი,ნაზალი.

წყვილეულთა სისტემას ნაპრალოვანი ბგერები ქმნიან.

მჟღერი: ვ ზ ჟ ღ -

ყრუ: - ს შ ხ ჰ

ვ - 0 ლაბიო-დენტალური; ზ-ს პრეალვეოლარული; ჟ-შ პოსტალვეოლარული; ღ-ხ


ველარული; 0-ჰ ლარინგალური.

სამეულთა სისტემებს ქმნიან ხშულ-მსკდომები (ოკლუზივები) და ხშულ-


ნაპრალოვნები (აფრიკატები). როდესაც ჰაერნაკადი ზესადგამი მილის ერთ ნაწილში
სრულ დაბრკოლებას აწყდება, და შემდეგ განხშვა (სკდომა) მოსდევს, წარმოიქმნება
ხშულ-მსკდომი ბგერები.

მჟღერი: დ ბ ძ ჯ გ -

ყრუ: თ,ტ ფ,პ ც,წ ჩ,ჭ ქ,კ /ჰ/,ყ

ბ-ფ-პ ბილაბიალური; დ-თ-ტ დენტალური; ძ-ც-წ პრეალვეოლარული; ჯ-ჩ-ჭ


პოსტალვეოლარული; გ-ქ-კ ველარული; 0-/ჰ/-ყ ფარინგალური.

6. აფრიკატები არიან რთული რაგვარობის ბგერები. ასეთი ბგერების წარმოებისას


თავდაპირველად ხდება ხშვა ზესადგამი მილის რომელიღაც წერტილში, შემდეგ ხშვა
გადადის ნაპრალში. ესენია: ძ=დ+ზ ც=თ+ს წ=ტ+ს ჯ=დ+ჟ ჩ=თ+შ ჭ=ტ+შ

13.ძირითადი ფონეტიკური მოვლენები: ბგერის


დაკარგვა,რექდუქცია,შერწყმა,ანალოგია.

ანალოგია- ანალოგია ჰქვია რამე ფორმის გაჩენასსხვა ფორმის მიმსგავსებით.თავისი


ხასიათით შეიძლება იყოს ფონეტიკური,მორფოლოგიური ან სინტაქსური. მაგ.:
უფროსი და უმცროსი ერთიმეორის საწინააღმდეგო ფორმებია.ამის გამო „უმცროს“
სიტყვის გავლენით „უფროს“ სიტყვაში „მ“ გაჩნდა ზოგიერთ კილოში და ამბობენ
„უმფროსი“. თ-უთხ-მეტი --- თ-ოთხ-მეტი; აღ-მართი -- და-ღ-მართი; არ(ა)-ვინ ---
ნუ-რა-ვინ.

ბგერის დაკარგვა- ზოგჯერ მოსალოდნელი ბგერა სიტყვაში სრულად აღარ


მოიპოვება არც თავის ადგილას,არც სხვა ადგილას და არც სხვა ბგერით
ჩანაცვლებული. მაგალითად, უნდა იყოს შვილისშვილი და გვაქვს შვილიშვილი,
დაიკარგა -ს ბგერა.

ქართულში განსაკუთრებით ხშირია შემდეგი შემთხვევები:

„ჰ“-ს დაკარგვა ხმოვნების წინ. ძველად იხმარებოდა ასეთი ფორმები: ჰურია, ჰომი,
ჰამბავი, დღეს კი გვაქვს ურია, ომი, ამბავი..

„ვ“-ს დაკარგვა ბაგისმიერი ბგერების მეზობლობაში:

ა) ო-სა და უ-ს წინ: თავ-ობა ( თაობა), მე-თავ-ურ-ი ( მეთაური).

ბ) მ-ს წინ. მაგალითად, სვამ-ს, მაგრამ სასმელი; ი-ცვამ-ს, მაგრამ ჩა-ცმ-ული.

გ) ო-ს შორეულ მეზობლობაში, (ე.ი როცა იგი უშუალოდ მასთან კი არ არის, არამედ
სხვა რამე ბგერითაა დაშორებული). მაგალითად, შვრ-ება, მაგრამ შრ-ომა, თვრ-ება
მაგრამ ა-თრ-ობს.
1.ერთნაირ ბგერათაგან ერთ-ერთის დაკარგვა: ტანისსამოსი- ტანისამოსი,
წუთისსოფელი-წუთისოფელი.

2.თანხმოვანთა შეჯგუფების დროს ერთი მათგანის დაკარგვა. აქ განსაკუთრებით


აღსანიშნავია ს-ს დაკარგვა „თ“-ს წინ ( სახლთან, კაცთან, საზღვართან) და ზ, შ, ძ-ს
წინ ( მიწა(ს)ზე, სახლ(ს)ში).

რედუქცია- რედუქცია საზოგადოდ ერთი ბგერის მეორე ბგერამდე დაყვანაა


დასუსტების გზით.ვთქვათ „ო“ ხმოვანმა მარცვლის შედგენის ძალა დაკარგა, ეს
რედუქცია იქნება. მაგ.: მაწონ სიტყვაში „ო“ მარცვლიანია , მაგრამ მისი „ო“ რომ
უმარცვლო შეიქნს და მაგვარად მაწონ ფუძე 1 მარცვლიანი გახდეს , ეს „ო“-ს
რედუქცია იქნება.დასუსტებულ „ო“-ს „ვ“ შეეენაცვლება და მიიღება ასეთი ფორმა:
მაწვნით.ხმოვნის დასუსტება ზოგჯერ მის სრულ გაქრობამდე მიდის.რედუქცია
ქართულში ეხება 3 ხმოვანს: ა-ს, ე-ს, ო-ს, რომელთაგან მხოლოდ უკანასკნელი
ტოვებს კვალს.რედუქცია აუცილებლად მარცვალთა შემცირებას იწვევს ან ფუძის
შეკუმშვას.

შერწყმა- ჰქვია ორი ბგერისგან 1 წარმოშობას მათი შეერთებით. მაგ.; დედ-აუ-ფალი --


- დედ-ო--ფალი; ათ-სამ-მეტი ---- (ა)ცამეტი.

შერწყმის მაგალითებია ო-დ ქცევა „უა“ ჯგუფისა,სადაც „უ“ უმარცვლოა: გუარი-


გორი,კუალი-კოლი.სალიტ. ენა ასეთ შერწყმას გაურბის.

14.ზედსართავის ბრუნება.

ზედსართავი სახელი ჰქვია ისეთ სიტყვას,რომელიც საგნის ნიშან-თვისებას


გამოხატავს. ზედსართავით გამოხატული ნიშნი არ არსებობს თავისთავად, რაიმე
საგნის გარეშე.ამიტომ ზედსართავი სახელი საგნის სახელს ახლავს.

ზედსართავი, ისევე,როგორც არსებითი, იცვლება ბრუნვისა და რიცხვის მიხედვით.


ამ მხრივ, აღსანიშნავია,რომ ზედსართავი მხოლოდ არსებითზეა დამოკიდებული და
მხოლოდ გრამატიკულ ფუნქციას ასრულებს:სათანადოდ ეწყობა არსებით სახელს.
ზედსართავი სახელი წინადადებაში გასზაღვრებაა.ზედსართავი სახელის
კითხვებია:როგორი?რომელი?რანაირი?სადაური?როდინდელი?ზედსართავი სახელი
საგნის ნიშან-თვისებას უშუალოდ გამოხატავს ან სხვა რამესთან მიმართეებით.იგი
ორგვარია: ვითარებითი და მიმართებითი.

ვითარებითი საგნის ნიშანს ასახელებს უშუალოდ,პირდაპირ.ვითარებითია ყველა


პირველადი ზედსართავი .ვითარებითი ზედსართავი ისეთ თვისებას
გამოხატავს,რომელიც შეიძლება სხვადასხვა ხარისხის ფორმაში
წარმოვადგინოთ.ბევრი ვით.ზედსართავი ანტონიმურ წყვილს ქმნის:დიდი-პატარა.
მიმართებითი ზედსართავი ნაწარმოებია სხვა სახელისა თუ ზმნისაგან და საგნის
ნიშანს გამოხატავს ძირეული სიტყვით აღნიშნულ საგანთან თუ გარემოებასთან
მიმართებით:ბეწვიანი ტყავი.

ზედსართავი სახელი ჩვეულებრივ არსებითს ახლავს და საზღვრავს მას რაიმე ნიშნის


მიხედვით, მაშასადამე, ზედსართავი და არსებითი ერთმანეთის მიმართ მსაზღვრელ-
საზღვრული სახელებია. საზღვრულს რომ ბრუნვა შევუცვალოთ,შეეცვლება
მსაზღვრულსაც, ზედსართავის ბრუნება საზღვრულ სახელზეა
დამოკიდებული.ზედსართავი სახელი ზოგჯერ დამოუკიდებლად არის ნახმარი. ამ
შემთხვევაში იგი არსებითი სახელის ფუნქციას ასრულებს. მაგ: „მსუქანი
თავჩაღუნული წერს“ ამ შემთხვევაში ზედსართავი ზმნასთან არის შეწყობილი და
სუბიექტია. ზედსართავის ბრუნებისას მნიშვნელოვანია ისი ცალკე არის ნახმარი თუ
არსებითთან ერთად. იერ სუფიქსიანი კუმშვადი ზედსართავები შეკუმშულ
ბრუნვებში ვ-ს აღიდგენენ :მშივრები. ზედსართავი სახელი, რომელიც არსებით სახელტან
შეუწყობლად არის ნახმარი, ისე იბრუნვუს როგორც მსგავსი ფუძის საზოგადო არსებითი
სახელი. კუმშვისა და კვეცის წესებიც იგივეა, რაც არსებით სახელებში, თუმცა ამ მხრივ ზოგი
ტავისებურებაც იჩენს თავს. ასე, მაგალითად, ერთმარცვლიანი კუმშვადი ზედსართავები
ჩვეულებრივ ვითარებითში იკუმშებიან და ზმნიზედებად არიან ქცეული, ნატესაობითსა და
მოქმედებითში კი უფრო უკუმშველად იხმარებიან. (აბრუნეთ ზედსართავი სახელი
მაგალითისთვის).

15.ნაწილაკიანი ბრუნვები.ნაწილაკიან ნაცვალსახელთა მართლწერა.

ბრუნვის ფორმა ქართულში შეიძლება მარტივად იყოს წარმოდგენილი- მას არ


ახლდეს არაფერი.მაგრამ შეიძლება,რომ მას მოსდევდეს მხლებელი.ზოგ შემთხვევაში
სახელმა და მხლებელმა შეიძლება ერთი სიტყვა მოგვცეს.ჩვეულებრივ ამას მაშინ აქვს
ადგილი,როცა მხლებელი უმარცვლოა ან 1 მარცვლიანი, იშვიათად 2 და მეტ
მარცვლიანი.სახელზე უშუალოდ დართულ მხლებლებში თანდებული და ნაწილაკი
გვხვდება.თანდებული სახელის მხლებელია, ნაწილაკი კი სხვა მეტყველების
ნაწილებსაც დაერთვის.

ნაწილაკები მრავალგვარია.ზოგი მათგანი მხოლოდ სახელს დაერთვის, ზოგი -


ზმნას,ზოგი კი ყოველგვარ სიტყვასთან გვხვდება.არსებითი სახელის თანდებულიან
თუ უთანდებულო ფორმას შეიძლება ახლდეს შემდეგი ნაწილაკები: -ც(ცა), -ღა, -ვე, -
მც(მცა), -ა, -ო, -მეთქი.ნაწილაკი სახელს დაერთვის საზოგადოდ ბრუნვის ნიშნის
შემდეგ.მაგრამ ნაწილაკი შეიძლება შეეზარდოს ფუძეს და მის ნაწილად იქცეს.ამ
შემთხვევაში,ბუნებრივია, ბრუნვის ნიშანი სილ ბოლოში მოვა.
ნაწილაკი ყველა ბრუნვის ფორმას შეიძლება დაერთოს, თვით წოდებითსაც კი,
მაგრამ მას ისეთი ნაწილაკი ერთვის,რომელსაც საყოველთაო გამოყენება აქვს:
სახელებსაც მოუდის,ზმნებსაც,ზმნიზედებსაც. მაგ.: სხვათა სიტყვის „ო“.წოდებითი
საზოგადოდ ნაკლებად მიიღებს ნაწილაკს.ნათესაობითის ფორმას ნაწილაკი
უშუალოდ გარკვეულ შემთხვევაში ერთვის, უმეტესად კი - თანდებულის შემდეგ.
მაგ.: ლუარსაბისთვისაც

-ც(ცა) - ყურადღებას ამახვილებსიმ სიტყვაზე,რომელსაც დაერთვის. ამ ნაწილაკის


დართვისას აუცილებლად ხმოვანი უნდა ბოლოში. იგივეა უმარცვლო -მც
ნაწილაკთან და აგრეთვე -მე, -ვე ნაწილაკებთან. მაგ.: ხალიჩა-ც მოართვი

-ღა - მნიშვნელობით უახლოვდება „მხოლოდ“-ს. მაგ.: სტუმარი-ღა

-ვე - აღნიშნავს თვით იმავეს მაგ.: მიწას-ვე

-ა - არსებით სახელს ლექსებში შეიძლება დაერთოს ნაწილაკი -ა, რომელიც


გრამატიკულ ფუნქციას არ ასრულებს. გრამატიკული ფუნქცია აქვს მას შემდეგ
პოზცოაში : სტუდენტია= სტუდენტი არის

-ო ნაწილაკი ან პროსოდიული ხმოვანია „ცერად დაჰყურებ ბარსაო?“ ან სხვათა


სიტყვისა „მალე გამომიგზავნე ჩემი წიგნებიო“.

-მეთქი= მე ვთქვი

16.სალიტერატურო ენის პერიოდიზაციის პრობლემა.

ქართველურ (ზოგადად იბერიულ-კავკასიურ) ენათა წრეში ქართული ერთადერთი


სამწერლობო ენაა,რომლის ისტორიაც მრავალი საუკუნის განმავლობაში მდიდარია
დოკუმენტური ძეგლებით.

ქართული დამწერლობის უძველეს ძეგლად ითვლება წარწერა ბოლნისის სიონზე.


წარწერა თარიღდება მე-5ს-ის დამლევს. ქართული ენის განვითარებაში უნდა
განვასხვავოთ ძველი და ახალი ქართული. ძვ.სალიტ. ენა V-IXსს (ხანმეტი ძეგლები,
ჰაემეტი ძეგლები, მე-9-მე-10სის ძეგლები, რომლებიც მთელი რიგი
თავისებურებებით ხასიათდება მორფოლოგია, ფონეტიკა,ლექსიკაში).

ქართველოლოგთა ერთი ნაწილი სალიტ. ქართულს 3 საფეხურად ჰყოფს:

1)ძველი ქართული (V-XI)

2) საშუალი ქართული (XII-XVIII)

3)ახალი ქართული (XIX-დღემდე)


ქართული სალიტ.ენის სამ საფეხურად დაყოფას ემხრობიან: დეეტერსი, კეკელიძე,
ქავთარაძე, ჭუმბურიძე და სხვები. არნ.ჩიქობავას აზრით, ახალი ქართული სალიტ.
ენა მე-12ს-დან:მეხოტბეთა (შავთელ ჩახრუხძის) ენა, შოთა რუსთაველის
„ვეფხისტყაოსნის“ ენა უკვე აღარააა ძვ.ქართული. სახელთა ბრუნებაში, ზმნის
უღლებაში ახალი ქართულის დამახასიათებელი მოვლენები გვაქვს. „ვერ დაიჭირვის
სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი...“ ამ სტროფში მხოლოდ „მიწამან“ და
„შეყარნეს“ არის ძველი ქართული, დანარჩენი მთლიანად ახალი ქართულის
მაგალითია.

ახალი სალიტ. ქართულს აღმოსავლეთ საქართველოს ბარის ცოცხალი მეტყველება-


ქართლურ-კახური ასაზრდოებს. ახალი სალიტ.ქართულს საფუძველი ეყრება
თბილისში. დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის განთავისუფლება თურთაგან
1122წ. თუმცა ახალი ქართულის დროსაც ვხვდებით ძველი ქართულისთვის
დამახასიათებელ წერის სტილს. მაგ: ყაზბეგის „სხვადასხვისა დროისათვის კაცისა“
მე-19საუკუნისაა, თუმცა მასში ძალიან ბევრი არქაიზმია.ასეთ ნიმუშებს არა მარტო
პოეზიაში, არამედ პროზაშიც ვხვდებით და ეს ერთგვარ მხატვრულ სტილადაც
შეიძლება, ჩაითვალოს.

სარჯველაძის აზრით კი სალიტ.ენის 5პერიოდი უნდა გამოიყოს.

რა ნიშნებით განასხვავებენ ენის საფეხურებს ერთმანეთისგან?

აკ.შანიძის აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს გრამატიკულ ნიშნებს შორის ასპექტების


ჩვენებას. ამის მიხედვით ძველ ქართულში უსრული და სრული ასპექტების
შეპირისპირება ემყარება I და II სერიის მწკრივთა ოპოზიციას. I სერიის ფორმა
უსრული ასპექტია, II კი სრული. საშუალ ქართულში შეინიშნება გარკვეული
ცვლილებები. ახალ ქართულში კი უსრული და სრული ასპექტები ერთმანეთს
უპირისპირდება არა სერიათა მიხევდით, არამედ ერთი და იმავე სერიის ფარგლებში
ზმნისწინის არქონა-ქონით.

IX-X ს ძეგლებში თანაარსებობენ ასპექტის გამოხატვის ე.წ. ბერძნული და სლავური


სისტემების ამსახველი ფაქტები, ამდენად ძვ ქართული ამ ნიშნის მიხედვით ვერ
დაუპირისპირდება საშუალ ქართულს.

არნ.ჩიქობავა ჩამოთვლის იმ ნიშნებს, რომლითაც ახ.ქართული უპირისპირდება ძვ.


ქართულს:

1.ხმოვანზე დაბოლოებულ ფუძეებთან სახელობითის ნიშანი აღარ იხმარება

2.„ვეფხისტყაოსანში“ ბოლოუკვეცელი სახელები ნათ-სა და მოქ-ში იწვევენ


ფლექსიის ი-ს დაკარგვას, ისევე, როგორც ახ.ქართულში, მაგრამ შენარჩუნებული აქვს
ემფათიკური „ა“

3.“მდის“ თანდებულის წინ ბრუნვის ნიშანი -დ აღარ იხმარება. აქამდის


4.ობიექტური პრეფიქსი პირველი პირისა მრავლობითში არის მხოლოდ „გვ“ და
არასდროს „მ“

5.მეშველი ზმნა „არს“ ენკლიტიკური „ა“-ს სახით წარმოგვიდგება. დასაგმობია

6.შედეგობრივ პირველში მესამე პირი „ა“-ს დაირთავს. მომძულვებია

7.ჩვენებითი ნაცვალსახელი „იგი“-ს გვერდით ჩნდება „ისი“-ც და მეტოქეობას უწევს


მას

8.ძვ.ქართულისათვის ნიშანდობლივი წყობა სიტყვათა შეცვლილია ახალით და ამის


გამო მძიმე კონსტრუქციები აღარ ისმი „ვეფხისტყაოსანში“

არნ.ჩიქობავა რუსთველის ენას ძველ ქართულს სიტყვათა რიგის მიხედვით


უპირისპირებს. იგი წერს: :სიტყვათა რიგი ფრაზაში ძველ ქართულისას შორდება.
პრეპოზიცია მსაზღვრელისა გახშირებულია. სტილი სასაუბროს
უახლოვდება.დაწვრილებით შევჩერდეთ მსაზღვრელ-საზღვრულის რიგზე. ამ
საკითხში ძვ.ქართული უპირატესად პოსტპოზიციურია,ახალ ქართულში
პრეპოზიციური წყობაა გავრცელებული.“ვეფხისტყაოსანში“ გვაქვს ორივე წყობა,
თუმცა უფრო პრეპოზიციური.

შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ უკვე XII ს.დან შეინიშნება ახალი


ქართულისათვის დამახასიათებელი ფორმების გამოყენება.

17.ძირითადი ფონეტიკური მოვლენები: ასიმილაცია,დისიმილაცია,მეტათეზისი.

ასიმილაცია ნიშნავს დამსგავსებას. განასხვავებენ ასიმილაციის რამდენიმე


სახეს:1.პროგრესული და რეგრესული-მიმართულების მიხედვით. 2. კონტაქტური და
დისტანციური-მანძილის მიხედვით. 3. სრული და ნაწილობრივი-შედეგის
მიხედვით. 4. გამჟღერება გაყრუების, წარმოების ადგილის მიხედვით. 5. რაგვარობის
მიხედვით-იცვლება თუ არა ბგერის რაგვარობა. ქართულში დღეს უფრო მეტად
რეგრესიული ასიმილაციაა გავრცელებული. ასიმილაციის ზემოთ ჩამოთვლილი
სახეები არ არიან გათიშულინი ერთმანეთისგან.

რთული ასიმილაციის სახით ჩვენ ვასხვავებთ ბგერათა ისეთ მიმსგავსებას, როცა


ასიმილატორი ბგერაზე უშუალობით მოქმედებს. მაგ:რიგზგარეშე,სადაც
ასიმილატორია გ მეორე სიტყვისა. ცალკე დგმული რიგს გვაძლევს რიქს, რადგან
მომდევნო ყრუ რეგრესულად აყრუებს გ-ს, მაგრამ თუ სათქმელია რიგსგარეშე, მაშინ
მეორე გ ამჟღერებს მის წინ მდგომ გ-ს და გ რჩება მჟღერადვე. ანუ მეორე გ-
ასიმილატორი მოქმედებს წინამდგომ გ-ზე „ს“-ს შუალობით.

დისიმილაცია-ნიშნავს ბგერათა განმსგავსებას. ორი ერთმანეთის სგავსი (ან


ერთგვარი) ბგერიდან სიყუვაში ერთი იცვლება და ამით მატულობს განსხვავება მათ
შორის. შესაძლოა ცვლილი ბგერა დაიკარგოს კიდეც. მაგ: რბილი-ლბილი.
დისიმილაციაც ხასიათდება მანძილით, მიმართულებით, შედეგით, წარმოების
ადგილით.

ლელწამი-ლერწამი-პროგრესული, დისტანციური. დისიმილაცია ხმოვნებსაც


ემართებათ.მაგ: სათითოოდ-სათითაოდ--- რეგრესული, კონტაქრუტი. ახლა-ეხლა----
რეგრესული, დისტანციური. დისტანციური დისიმილაცია უფრო არის
გავრცელებული.

დისიმილაციის ნიადაგზე ზოგჯერ იკარგება დისიმილირებული ბგერა. მაგ:


ერთმათერთი-ერთმანეთი. მოსლული-მოსული. დისიმილაციის ნიადაგზე
შესაძლოა,დაიკარგოს

მარცვალიც, რასაც ჰაპლოლოგია ეწოდება. მაგ:ბიძისცოლა-ბიცოლა. დისიმილაცია


მეტწილად სონორულ თანხმოვნებს ემართებათ(ხშირად ლ-სა და რ-ს)

მეტათეზისი ეწოდება სიტყვაში ბგერის გადანაცვლებას. მაგ:თვრამეტი-ათრვამეტი,


წიგნი-წინგი. მეტათეზისი მეტწილად ემართებათ სონორულ თანხმოვნებს-რ,ლ,მ,,ნ,ს
და გ-ს.

მარტივია მეტათეზისი,როცა ადგილს იცვლის სიტყვაში ერთი ბგერა (წიგნი).


საურთიერთოა მეტათეზისი,როცა სიტყვაში ერთმანეთს მანძილით დაშორებული
ბგერა შეუნაცვლებს ერთმანეთს ადგილს (ტარიელი-ტალიერი). კონტაქტურია
მეტათეზისი, როცა გადასმული ბგერები მეზობლობაშია (ღრმა-რღმა).
დისტანციურია მეტათეზისი,როცა ირღვევა გადასმულ ბგერათა მეზობლობა (ვნახე-
ნავხე).

პროგრესული მიმართულებისაა მეტათეზისი, როცა ბგერა გადაინაცვლებს სიტყვის


ბოლოსკენ (ვნახე-ნავხე). რეგრესულია-პირიქით.

18. 60-იანელთა როლი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებაში.

ქართული სალიტ. ენის ბუნებრივი განვითარების ხაზი მე-18ს-ის მე60 წლებში


შეწყდა. ეს დაკავშირებულია ანტონ კათალიკოსისა და მისი სკოლის მოღვაწეებთან.ამ
სკოლის ხელში იყო ქართული სალიტ. ენა XVIII – XIX საუკუნის 60-იან
წლებამდე.ანტონ პირველმა დანერგა და გააბატონა 3სტილის თეორია. ეს თეორია
ქმნიდა რიტორიკის ქვაკუთხედს. ამ თეორიის მიხევდით, ყველა საგანზე მსჯელობა
ერთი და იმავე ენით დაუშვებელი იყო. „მაღალ მატერიას“ (ღვთისმეტყველებას) -
მაღალი სტილი შეეფერებოდა.ისტორიული თხობა საშუალო სტილს მოითხოვდა,
ყოველდღიურ ამბებს კი დაბალი სტილი ესაჭიროებოდა.
მაღალი სტილი ყველაზე მეტად იყო დაშორებული სასაუბრო ენას, საშუალო
სტილიც უნდა ყოფილიყო გარჩეული. მაღალი სტილი მე-18ს-ში ძველ ქართულს
უბრუნდებოდა, კერძოდ იოანე პეტრიწის ენას (მე11ს)

ამგვარად ანტონ 1-მა რიტორიკას ჩააბარა ქართული სალიტ.ენის ბედი.რიტორიკის


ნორმები 3 სტილის თეორია უარყოფდა ერთი სალიტ. ენის საკმარისობას. ანტონმა
დააკანონა მაღალი სტილისთვის ძვ.ქართულის თავისებური სუროგატი ენა -
ღვარჭნილი.ეს იყო რთულ წინადადებათა მოტრფიალე,მიმღეობით
მდიდარი,ზმნებით ღარიბი,გასაგებად ძნელი.

XIX საუკუნის 60-იან წლებში 3 სტილის თეორიის მიმდევართა შორის


რევიზიონისტულმა მიმდინარეობამ იჩინა თავი: სამგვარი ენის საჭიროება კითხვის
ნიშნის ქვეშ დადგა.დღის წესრიგში 1 სალიტერატურო ენის არსებობის საკითხი
დაისვა.ბუნებრივად ამას მოჰყვა კითხვა, თუ რომელი იქნებოდა ეს ერთადერთი
ენა.ზოგი ფიქრობდა,რომ ეს უნდა ყოფილიყო საზოგადოების ენა,სხვანი ანტონ
კათალიკოსის ერთგულნი დარჩნენ.რადიკალურად განსხვავებული პოზიცია ჰქონდა
ილია ჭავავაძეს

XIX ს.ის 60-იან წლებში ილ.ჭავჭავაძე საქმით უარყოფდა სამი სტილის თეორიას.
ილ.ჭვჭავაძე კრიტიკულ წერილში (კოზლოვის „შეშლილის“ თარგმანის გარჩევა) არ
ერიდებოდა შეუფერებელი სიტყვების ხმარებას. სალიტ.ენად ხალხურ ენას
აცხადებდა.ატყდა განგაში, ილია ქართულ ენას ამახინჯებსო.საჭირო იყო დიდი
გამხედაობა და დემოკრატიული რადიკალიზმი, რომ ანტონის დამცველთა
საპირისპიროდ ილ.ჭავჭავაძეს წამოეყენებინა დებულება: ხალხია ენის კანონის
დამდები და არა ანბანთ თეორეტიკაო. ბრძოლა ილიას გამარჯვებით დასრულდა. ამ
ბრძოლაში მეცნიერულად სწორი,საზოგადოებრივად პროგრესული იყო ილიას
პოზიცია.მესამე სტილმა აღიდგინა უფლებები.

დაიწყო ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ახალი ეტაპი,რომელსაც


ქმნის დიდი ქართველი მწერლის - ილია ჭავჭავაძის,აკაკი წერთლისა და ვაჟა-
ფშაველას შემოქმედება.ახალი ქართული სალიტერატურო ენა მიდარია და სადა,
ხალხური და დახვეწილი.

19.სახელთა წარმოქმნა- დერივაცია.

სიტყვის ცვალება სხვადასხვაგვარად ხდება. ავიღოთ მონათესავე სიტყვები : სვანი,


სვანეთი, სვანური. გრამატიკულად ეს სიტყვები ერთმანეთისან არ განსხვავდება:
ყველა სახელობითი ბრუნვის ფორმაა. მნიშვნელობით კი ეს სამი სიტყვა სხვადასხვაა.
სიტყვის ლექსიკური მნიშვნელობა, როგორც ვიცით, ფუძით გადმოიცემა. ფუძეებია:
სვან-, სვანურ-, სვანეთ-. პირველისიტყვის ფუძე (სვან-) მონათესავე სიტყვათა
ძირიცაა. მისგან არიან ნაწარმოები ფუძეები: სვანურ-, სვანეთ-. მაწარმოებელი
აფიქსებია -ურ და -ეთ. ეს აფიქსები ცალკე არაფერს აღნიშნავენ, მაგრამ როცა ფუძეს
დაერთვიან, მას მნიშვნელობას უცვლიან, ახალ სიტყვებს აწარმოებენ. მაშასადამე, -
ურ და -ეთ მნიშვნელობის მცვლელი აფიქსები ყოფილა.

სიტყვის ასეთ ცვალებას წარმოქმნა ანუ დერივაცია ჰქვია. იმ სიტყვას, რომლის


ფუძისგანა განსხვავებული მნიშვნელობის სიტყვა იწარმოება, ძირეული სიტყვა
ჰქვია, ხოლო ძირეულისგან ნაწარმოებ განსხვავებული მნიშვნელობის სიტყვას
წარმოქმნილი ანუ დერივაციული. მნიშვნელობის მცვლელ აფიქსებს წარმომქმნელს
ანუ სადერივაცოს უწოდებენ. ჩვენს მაგალითებში ძირეულია სვან-, წარმოქმნილი (
დერივაციული) სვანეთ- და სვანურ-, -ეთ და -ურ წარმომქმნელი (სადერივაციო)
აფიქსებია.

ფორმის მიხედვით წარმოქმნილი სახელები 2 ჯგუფად იყოფა: სუფიქსით ნაწარმოები


(ხანჯლ-იან-ი) და ორ-ორი მაწარმოებლით ნაწარმოები სახელები (სა-ხანჯლ-
ე).შინაარსის მიხედვით შემდეგი ჯგუფები გამოიყოფა: კნინობითი (ა,იკ,ილ,უკ,ოკ-
მაწარმოებლები),ქონების (იან,იერ,ოსან,ოვან,ედ,ა),უქონლობის (უ-ურ და უ-
ო),წარმომავლობის (ელ,ურ,იურ,დელ,ეულ),აბსტრაქტული (ობა,ება,სი-
ე),დანიშნულების (სა-ე,სა-ო,სა-ურ),ხელობის ,რიგობითი,წილობითი (მე-
ე),გეოგრაფიული და სხვ.

ასევე სახელები წარმოიქმნება : ბრუნვის აფიქსებით,რთული სახელებისგან (სა-


შვილიშვილ-ო), მსაზღვრელ-საზღვრულისგან (წითელ-არმიელი,უ-რკინის-ხიდ-ო).

მიმოხრასა და წარმოქმნას შორის გარდაუვალი ზღვარი არ არსებობს. ზოგიერთ


აფიქსს ორი ფუნქცია აქვს: მიმოსახრელიც არის და წარმოსაქმნელიც. ასეთია,
მაგალითად, მრავლობითი რიცხვის ნიშნები -ებ, -ნ: კაც-ი, კაც-ებ-ი, კაც-ნ-ი- ყველა
სახელობითშია. ბრუნვის ნიშანია „ი“. -ებ და -ნ გრამატიკული კატეგორიის
გამოხატვის მორფოლოგიურ საშუალებას წარმოადგენენ. ანუ ეს აფიქსები სიტყვას
გრამატიკულ ფორმასაც აძლევენ და ნაწილობრივ მნიშვნელობასაც უცვლიან. ისინი
გარდამავალი ტიპს აფიქსებია. სხვადასხვა აფიქსს ჩვეულებრივ ფუნქციაც აქვს. ასე,
მაგალითად -ი, -მა, -ს, -ის, -ით, -ად, -ო სხვადახვა ბრუნვის ნიშნებია, -ელ ადამიანტა
სადაურობის აღმნიშვნელ სახელებს აწარმოებს (კახელი, გორელი ). -ეთ
გეოგრაფიულ სახელებეს (კახეთი, სვანეთი) და სხვა. დასახელებული აფიქსები
ბგერითად განსხვავებული არიან ერთმანეთისგან. მათ ფუნქციაც სხვადასხვა აქვთ.

20.დიფთონგი,დისიმილაცია,სუბსტიტუცია.

სუბსტიტუცია. ხშირია ყოველ ენაში ისეთი ფონეტიკური მოვლენები ,რომლებიც


წარმოადგენენ ბგერის შეცვლას ცალკეულ სიტყვაში ან მხოლოდ რამდენიმე სიტყვაში
ყოველგვარი განპირობებულობის გარეშე. მაგ. : ტიმოთე- კომოთე, პატიჟი- პატიჯი.
ერთადერთი ასხნა ამ ცვლილებისა შეიძლება იყოს აკუსტიკური მსგავსება.
ბგერათსუბსტიტუცია მოქმედებს როგორც ხმოვნებში ,ისე თანხმოვნებში.

ერთმანეთს შეიძლება ჩაენაცვლონ: ბაგისმიერნი(ვარცხნა-ბარცხნა), წინაენისმიერნი


(რამდენი-რამტელი-რამთელი), უკანაენისმიერნი (საგუსალი-საქუსალი). ასევე
ერთმანეთს ენაცვლებიან: ნ/მ (მეფე-ნეფე), ნ/ლ (რამდენი-რამდელი), ლ/რ (კალაჩხა-
კარაჩხა), რ/ნ (გირძე-გინძე), ბ/გ (ბუმაგა-გუმაგა), ტ/კ (ტიმოთე-კომოთე).

დისიმილაცია-ნიშნავს ბგერათა განმსგავსებას. ორი ერთმანეთის სგავსი (ან


ერთგვარი) ბგერიდან სიყუვაში ერთი იცვლება და ამით მატულობს განსხვავება მათ
შორის. შესაძლოა ცვლილი ბგერა დაიკარგოს კიდეც. მაგ: რბილი-ლბილი.
დისიმილაციაც ხასიათდება მანძილით, მიმართულებით, შედეგით, წარმოების
ადგილით.

ლელწამი-ლერწამი-პროგრესული, დისტანციური. დისიმილაცია ხმოვნებსაც


ემართებათ.მაგ: სათითოოდ-სათითაოდ--- რეგრესული, კონტაქრუტი. ახლა-ეხლა----
რეგრესული, დისტანციური. დისტანციური დისიმილაცია უფრო არის
გავრცელებული.

დისიმილაციის ნიადაგზე ზოგჯერ იკარგება დისიმილირებული ბგერა. მაგ:


ერთმათერთი-ერთმანეთი. მოსლული-მოსული. დისიმილაციის ნიადაგზე
შესაძლოა,დაიკარგოს

მარცვალიც, რასაც ჰაპლოლოგია ეწოდება. მაგ:ბიძისცოლა-ბიცოლა. დისიმილაცია


მეტწილად სონორულ თანხმოვნებს ემართებათ(ხშირად ლ-სა და რ-ს)

დიფთონგი-ანუ ორხმოვანი. ჰქვია ორი განსხვავებული ხმოვნის ისეთნაირ


გამოთქმას,რომელიც გვაძლევს ერთ მარცვალს ერთ-ერთი ხმოვნის დასუსტების
გზით. ჩვეულებრივ სუსტდება ვიწრო ხმოვნები -ი და უ, რომლებიც
ნახევარხმოვნებად იქცევიან. თანამედროვე სალიტ.ქართულში დიფთონგები არ
შეინიშნება. თუ დიფთონგებში პირველი სრული ხმოვანია, მე-2-სუსტი, მაშინ ისინი
დამავალი დიფთონგებია. თუ პირიქით, მაშინ აღმავალი

21.არსებით სახელთა ბრუნების III ტიპი.

წესებრივი ბრუნების მქონე თავისთავადი სახელები სამგვარ ყალიბს


გვიჩვენებს,რომელთაც ტიპებს ვეძახით.ტიპებად დაყოფა ქართული ბრუნების
ერთიან სისტემაზე ფონეტიკური ფაქტორის ზეგავლენის შედეგია და მარტო მხოლ.
რიცხვს ეხება.

I ტიპს განეკუთვნება თანხმოვნიანი ფუძეები.

II ტიპს განეკუთვნება კვეცილ ხმოვნიანი ფუძეები.


III ტიპს განეკუთვნება უკვეცელ ხმოვნიანი ფუძეები.

აღნიშნულ ტიპებს შორის ნაწილდება ყველა თავისთავადი სახელი, იქნება ის


არსებითი,ზედსართავი,რიცხვითი თუ ნაცვალსახელი.საკუთარი სახელებიდან
გამოიყოფა ადამიანთა სახელები და ზოგიერთი გვარი,რომლებიც I და II ტიპებს
შორის ნაწილდება. ცალკე გამოსაყოფია შერწყმულ და მხლებლიან სახელთა
ბრუნება.

ბოლო-უკვეცელი სახელები ბოლო-კვეცილთაგან მხოლოდ 2 ბრუნვაში


განსხვავდებიან: ნათ. და მოქმ. ამ ბრუნვებში ფუძის ბოლოკიდურ ხმოვანს
უშუალოდ უნდა მოსდევდეს ბრუნვის ნიშნის ხმოვანი „ი“, რომელიც ძველად
თვითონ სუსტდებოდა და დიფთონგს ქმნიდა.საშუალმა ქართულმა ვერ შეიგუა
დიფთონგის გამოთქმა და მის მეორე ნაწილზე,რომელიც სუსტი იყო,სრულებით
აიღო ხელი.ამის წყალობით ნათესაობითის „ის“ და მოქმედებითის „ით“
დაბოლოებებიდან „ს“ და „თ“ მივიღეთ. „ს“ კი ისედაც გვქონდა მიცემითში და მისი
გარჩევა ნათესაობითისგან მხოლოდ სინტაქსურად არის შესაძლებელი. მაგ.: შოთას ,
პეტრეს , უთოს და ამისთანა ფორმები შეიძლება ნათესაიბითიც იყოს და მიცემითიც,
იმის მიხედვით თუ რა სიტყვებთან ქმნის წყვილს.

მოქმედებითში მიღებული „თ“ კი აღარ შეგვრჩა. მას დაერთო „ი“ და მივიღეთ „თი“.
„თ“ დაბოლოებას ახლად განუვითარდა ბოლოში „ი“, როცა მის წინ ძველი „ი“
დაკარგული იყო უკვე. მაგ.: ჩაი-თ და არა ჩაი-თი. ანუ „ი“ არ ვითარდება ი-ზე
გათავებული ფუძეების მოქმ. ბრუნვაში.

ბოლო-უკვეცელებში ხმოვანი არ ეკვეცება,უპირველეს ყოვლისა, ისეთ სახელებს,


რომლებსაც ფუძის ბოლოკიდურად აქვთ „ო“ და „უ“. მაგ.: ბრბო,
კალო,წერო,სპილო,ურო,ქატო,ანდრო,გიგო,ბესო,ტასო,ვიწრო,ფართო,ბლუ,ცრუ,ჩხორ
ოწყუ,ალექსანდრე,კირილე,ელენე,დეოდფალა ( „ა“ ფუძიანებში ყველა
იკვეცება,გარდა იმ სახელებისა,სადაც „ა“ მაწარმოებელია).

ია, უა და ავა-ზე გათავებული ქართ. გვარები (ლომია,გაგუა,გუგუნავა) მხოლობითში


არ იკვეცენ ბოლოკიდურს, მაგრამ მრავლობითში იკვეცენ.

ი-ზე დაბოლოებული ფუძე ქართულში აღარ შეგვრჩა,უცხო წარმოშობის პირის


სახელების გარდა : აკაკი, გიორგი, ლავრენტი,გორკი,დოსტოევსკი.თუ კი სადმე იყო
ასეთი ფუძე, მისი ბოლოკიდური „ი“ ძველადვე სახელობითის ბრუნვის ნიშNად იქნა
გაგებული და სხვა ბრუნვებშ მოიკვეცა. „ჩაი“, „ტრამვაი“, „პაი“ კი ნასესხებია
ქართულში.

შოთა,შოთა-მ,შოთა-ს,შოთა-ს,შოთა-თი,შოთა-დ,შოთა. ...

შერწყმულ სახელებში (ტოლ-ამხანაგი,მიწა-წყალი) მხოლოდ უკანასკნელი მიიღებს


ბრუნვისა და რიცხვის ნიშნებს,როგორც მისთვის ცალკე დგომის დროსაა
დამახასიათებელი. (ტოლ-ამხანაგი, ტოლ-ამხანგამა, ტოლ-ამხანაგს,ტოლ-
ამხანაგის,ტოლ-ამხანაგით,ტოლ-ამხანაგად, ტოლ-ამხანაგო).

22.რიგობითი და წილობითი რიცხვითი სახელების წარმოება.

რიცხვითი სახელი ჰქვია ისეთ სიტყვას,რომელიც რიცხობრივ წარმოდგენას


გვაძლევს: საგანს განსაზღვრავს რაოდენობისა ან რიგის მიხედვით, ან საგნის ნაწილს
გამოხატავს მთელთან შეფარდებით. გვაქვს რაოდენობითი,რიგობითი და წილობითი
რიცხვითი სახელები.

რიგობითი ჰქვია ისეთ რიცხვით სახელს,რომელიც აღნიშნავს საგნის რიგს: პირველი,


მეორე,მესამე,ოცდამეხუთე,მეასე.

რიგობითი სახელი ნაწარმოებია სათანადო რაოდენობითი სახელის ფუძისგან თავში


მე-ს და ბოლოში ე-დ დართვით (მე-ე) : მე-ორ-ე, მე-სამ-ე.. წარმოების მიხედვით
განკერძოებით დგას პირველი,რომელიც „მეერთე“-ს ნაცვლად იხმარება, მაგრამ
რთულ რიცხვით სახელებთან ითქმის მეერთეც და პირველიც : ოცდამეერთე
(ოცდაპირველი).

და-თი შეერთებული რიცხვითი სახელებისგან რიგობითის ფორმები


ერთეულებს,ათსა და ათმეტეულებს მოუდის. ითქმის მეოცე, მაგრამ ოცდამეხუთე (
და არა მეოცდახუთე, ოცდამეათე , მესამოცე,მეასე ...

წილობითი ჰქვია ისეთ სახელს, რომელიც მთელის ნაწილს რიცხობრივი


შეფარდებით გამოხატავს: მესამედი, მეოთხედი, მეოცედი,მეასედი.წილობითი
რიცხვითი სახელები ნაწარმოებია რიგობითთაგან ვითარებითი ბრუნვის ნიშნით:
მესამედი ( მე-სამ-ე-დ-ი). რიგობითის ვითარებითი ბრუნვის გაუვრცობელი ფორმა
წილობითის ფუძეა: მესამედ-ი, მეხუთედ-ი.

მეერთედი რთული შედგენილობის რიცხვებში იხმარება, ცალკე არ გვაქვს:


ოცდამეერთედი, ორმოცდამეერთედი. წილობითი სახელია ნახევარი, რომელიც
მეორედის ნაცვლად იხმარება. იგი უკავშიროდ დაერთვის სახელს: კილო-ნახევარი,
ბოთლ-ნახევარი, წელიწად-ნახევარი.

23.არსებითი სახელის ბრუნების II ტიპი

(შესავალი )

ბოლო-კვეცილი სახელები ფუძის უკანასკნელ ბგერად 2 ხმოვანს გვიჩვენებს: ა-სა და


ე-ს , რომლებიც ხმოვნით დაწყებულ სუფიქსებს უშუალოდ ხვდებიან და იკვეცებიან.
კვეცა ხდება მხოლ. რიცხვის 2 ბრუნვაში : ნათ.-სა და მოქმ.-ში და ებ-იანი
მრავლობითის ყველა ბრუნვაში.მხ. რიცხვის 2 დასახელებული ბრუნვისთვის არ აქვს
მნიშვნელობა ბოლოშ „ა“ მოუდის თუ „ე“. ებ-იანი მრავლობითის წარმოებისთვის კი
აქვს მნიშვნელობა. აქ „ა“ იკვეცება, „ე“ კი არა.ამის მიხედვით ე-ნიანი სახელები ფუძე-
უკუმშველ სახელებს ეკედლება, ა-ნიანი კი - ფუძე-კუმშვადებს.

ბოლო ეკვეცება: არსებითებს,ზედსართავებს,რიცხვითებს,საწყისებს. მაგ.:


ბზა,და,გზა,თმა,ტბა,მამა,ლოყა,ყანა,ავჭალა,ზარზმა,მცხეთა,ამხანაგობა,ძმობა,მზე,კლ
დე,მებაღე,ბოდბე,ახალციხე,საირმე,სამშვილდე,სიშავე,სიახლე,მწვანე,ღრმა,მეორე,მეს
ამე,წერა,გრეხა,თვლა.

ა ფუძიანი

სახ. დედა დედები დედა-ნ-ი

მოთხ. დედამ დედებმა დედს-თ(ა)

მიც. დედას დედებს

ნათ. დედის დედების

მოქ. დედით დედებით

ვით. დედად დედებად

წოდ. დედა (დედავ) დედებო დედა-ნ-ო

„ა“ ფუძიანი რიცხვითი მხოლოდ ორია: რვა და ცხრა. ესენი სხვა რაოდენობითი
რიცხვითების მსგავსად , მრავლობითის მეორე სახეს აწარმოებენ.

აბსტრაქტულებს და გეოგრაფიულ სახელებს მრავლობითი არ აქვთ; საწყისებს კი


მრავლობითიც აკლიათ და, ჩვეულებრივ, წოდებითიც.

24. ნაცვალსახელის ჯგუფები.მნიშვნელობა და ფუნქცია.

ნაცვალსახელი ჰქვია მეტყველებიც ნაწილს,რომელიც მიუთითებს საგანზე,საგნის


ნიშან-თვისებასა თუ რიცხვზე, აგრეთვე კუთვნილებაზე პირთან მიმართებით, მაგრამ
ისე,რომ არ ასახელებს მათ.ნაცვალსახელი არსებითად განსხვავდება სხვა
სახელებისგან.არსებითი,ზედსართავი და რიცხვითი სახელები საგანს,საგნის ნიშან-
თვისებასა თუ რიცხვს ასახელებენ ისეთი სახელით,რომელსაც 1 გარკვეული და
მუდმივი მნიშვნელობა აქვს.ნაცვალსახელებს კი ასეთი მნიშვნელობა არ აქვთ.ისინი
გამოხატავენ ზოგადს.კონკრეტულ მნიშვნელობას ამა თუ იმ პირობებში
ღებულობენ.ნაცვალსახელის მნიშვნელობა დასახელების მომენტშია
გასაგები.ნაცვალსახელი ამავე დროს თვითონ აძლევსსახელს მეტ კონკრეტულობას.
მაგ.: ბავშვი და ის ბავშვი.
ნაცვალსახელისთვის დამახასიათებელია მცვლელის ფუნქცია. ზოგი ასრებითის
ნაცვლად იხმარება, ზოგი- ზედსართავსია, ზოგიც - რიცხვითი სახელის ნაცვლად.
(არწივი მტაცებელი ფრინველია. იგი მძლავრია და დაუნდობელი. ; გუშინ თბილისში
ცხელოდა.ასეთი სიცხე ჩვენში იშვიათია.)

ნაცვალსახელთა ჯგუფები-- შინაარის მიხედვით ნაცვალსახელებში გამოიყოფა


შემდეგი ჯგუფები: პირისა, ჩვენებითი, კითხვითი, კუთვნილებითი, კითხვით-
კუთვნილებითი, მიმართებითი, ურთიერთობითი, განსაზღვრებითი,
განუსაზღვრელობითი, უარყოფითი.

1)პირის. პირი გრამატიკაში სამია: პირველი,მეორე და მესამე.პირველია მოუბარი


პირი, მეორეა- თანამოუბარი, ხოლო ის,რაც ამ 2 ოირის გარეშეა, მესამე პირად
იწოდება.

პირისაა ნაცვალსახელი, რომელიც ამა თუ იმ პირზე მიუთითებს საგნის


დაუსახელებლად. პირველი პირის ნაცვალსახელებია - მე და ჩვენ , მეორე პირის- შენ
და თქვენ, მესამე პირის ნაცვალსახელებად ჩვენებითი ნაცვალსახელებია
გამოყენებული - ეს,ეგ, ის ,ესენი,ისინი და სხვ.მესმაე პირის ნაცვალსახელად იხმარება
ხშირად აგრეთვე არსებითი სახელი „თავი“.

„მე“ - ამ სიტყვით მოლაპარაკე ადამიანი აღნიშნავს თავის თავს.

„შენ“ - ამ სიტყვით მოლაპარაკე ადამიანი აღნიშნავს იმ პირს, რომელსაც მიმართავს


საუბრის დროს.

„ჩვენ“ - ამ სიტყვის გაგება შეიძლება ორნაირი იყოს.

ა) მოლაპარაკე ადამიანი ამით აღნიშნავს თავის თავს და აგრეთვე იმას ან იმათ,


ვისთანაც საუბარი აქვს. ამ შემთხვევაში „ჩვენ“ სიტყვა მნიშვნელობით იგივეა, რაც:
„მე და შენ“ ან „მე და თქვენ“; ეს არის ინკლუზიური „ჩვენ“.

ბ) მოლაპარაკე ადამიანი ამით აღნიშნავს თავის თავსა და სხვას (ან სხვებს) იმის
გამოკლებით (ან იმათი გამოკლებით), ვისაც ესაუბრება. ამ შემთხვევაში კი „ჩვენ“
სიტყვა მნიშვნელობით იგივეა, რაც „მე და ის“ ან „მე და ისინი“. ეს არის
ექსკლუზიური „ჩვენ“.

„თქვენ“ - ამ სიტყვით მოლაპარაკე ადამიანი ჩვეულებრივ აღნიშნავს ორ პირს ან


მეტს, რომელთაც საუბრის დროს ყველას ერთად მიმართავს.

რაც მოსაუბრის თვალსაზრისით არ არის არც „მე“ ან „ჩვენ“, არც „შენ“ ან „თქვენ“, ამ
სიტყვებით აღინიშნება: ეს, ეგ, ის ან იგი (მრავლობითად: ესენი, ეგენი, ისინი ან
იგინი). ეს ოთხი სიტყვა მესამე პირის აღსანიშნავად იხმარება და ამიტომ ისინიც
პირის ნაცვალსახელებია, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ისინი პირველისა და მეორე
პირის დაპირისპირებით იხმარებიან.
ოთხ სახელთაგანაც „ის“ და „იგი“ ერთიმეორის ბადალი სიტყვებია, სინონიმებია.
„თავი“ არსებითი სახელია (მაგ., „თავი დაიბანა“). მაგრამ ხშირად იგი პირის
ნაცვალსახელადაც გამოიყენება: „თავი მოიკლა, თავი შეაკლა“ და სხვ. ასეთი
მნიშვნელობით „თავი“ პირის ნაცვალსახელებს განეკუთვნება, სხვებისაგან
განსხვავებით მას უკუქცევითს უწოდებენ.

პირის ნაცვალსახელები (მე,შენ,ჩვენ,თქვენ) მორფოლოგიური თვალსაზრისით


ფორმაუცვლელი სიტყვებია: მათ არ გააჩნიათ სახელის გრამატიკული კატეგორიები:
ბრუნვა და რიცხვი.

2) ჩვენებითი - აღნიშნული ნაცვალსახელები იხმარებიან საგანზე ან საგნის ნიშან-


თვისებაზე მისათითებლად.ამიტომ მათ მითითებითსაც ეძახიან ხოლმე. ჩვენებითი
ნაცვალსახელებია: ეს, ეგ, ის (იგი); ასეთი (აგეთი), ეგეთი (მაგეთი), ისეთი; ამნაირი,
მაგრანაირი, იმნაირი, ამისთანა, მაგისთნა, იმისთანა, ამდენი, მაგდენი, იმდენი. ეს, ეგ,
ის (იგი) ჩვენებითიც არის და პირის ნაცვალსახელიც.თავისებურებას ბრუნების დროს
სწორედ ეს ნაცვალსახელები ამჟღავნებენ, სხვები კი ისე იბრუნვიან, როგორც მსგავსი
ფუძის ზედსართავები.ეს,ეგ,ის(იგი) - ორ-ორ ფუძეს გვიჩვენებენ: ერთს
სახელობითისთვის ორივე რიცხვში (ის-ისინი), მეორეს დანარჩენი ბრუნვებისთვის,
გარდა წოდებითისა , რომლის ფორმებიც არცერთ მათგანს არ გააჩნია.მეორე ფუძე
ცალკე ბრუნების დროს ნათ. და მოქმ. კვეცადია .მიც., ნათ.,მოქმ., და ვით. ბრუნვის
ნიშნები იგივეა,რაც საზოგადო სახელებში. მოთხრობითი ბრუნვის ნიშანია „ნ“ (მა-ნ)

სახელობითი- ეს , მოთხრობითი-ამან , მიცემითი-ამას,ნათესაობითი ამის,


მოქმედებითი- ამით,ვითარებითი -ამად, წოდებითი - (არალი).მრავლობითში
მხოლოდ სახელობითსა (ესენი) და მოთხრობითს (ამათ) აწარმოებენ.

ჩვენებითი ნაცვალსახელები მრავლობითს -ნ და -თ სუფიქსებით აწარმოებენ.აქა-იქ


შეიძლება ებ-იანიც შეგვხვდეს.

3) კითხვითია ნაცვალსახელი თუ ის სახელით გადმოცემულ წევრს დაესმის


კითხვად.კითხვითი ნაცვალსახელებია: ვინ? რა? რომელი? როგორი?რანაირი?
სადაური? როდინდელი ? ვინ და რა თავისთავადი სახელების კითხვებია, სხვები -
მსაზღვრელი სახელებისა.კითხვით ნაცვალსახელთაგან ბრუნებისას თავისებურებას
იჩენს ვინ და რა.

ვინ. ფუძეა ვი, რომელიც „ი“ ხმოვანზე ბოლოვდება, მოეპოვება 2 ფორმა 4


ბრუნვისთვის: ვინ- სახელობით-მოთხრობითისთვის, ვის- მიცემით-
ნათესაობითისთვის. ვინ წარმოშობით მარტოოდენ მოთხრობითის ფორმაა ,
რომელიც შემდეგ სახელობითშია გადმოსული. ნათესაობითში უნდა გვქონოდა: ვი-
ის. ბრუნვის ნიშნის „ი“ დაიკარგა და ნათესაობითის ფორმა მიცემიტისას დაემსგავსა.

ვითარებით ბრუნვაშ დასმული ადამიანთა სახელები „რად“ კითხვაზე


მიუგებენ.(ბავშვი კაცად იქცა. რად იქცა ბავშვი ?)
ვინ-ს მრავლობითი რიცხვი არ აქვს.

„რა“ აწარმოებს ნარ-იანსა და ებ-იან მრავლობითს: რანი,რაები.მხოლობითში


კვეცადია, მრავლობითში - არა.ამით ის თავისებურებას იჩენს ა-ზე დაბოლოებულ
კვეცად სახელებთან შედარებით, რომელთაც ფუძე მრავლობითშიც ეკვეცებათ.

სახ. ვი-ნ რა

მოთხ. ვი-ნ რა-მ

მიც. ვი-ს რა-ს

ნათ. ვი-ს რ-ის

მოქმ. ვი-ს-ით (კითხვ.კუთვნ.) რ-ით

ვით. (რა-დ) რა-დ

წოდ. - -

4) კუთვნილებითი - ეს ჯგუფი გამოხატავს კუთვნილებით ურთიერთობას საგანსა და


ნაცვალსახელით ნაგულისხმევ პირს შორის.პირველი პირისადმი კუთვნილებას
გამოხატავენ ჩემი და ჩვენი, მეორისადმი - შენი და თქვენი, მესამისადმი - მისი,
მათი,თავისი,სხვისი.

კუთვნილებითი ნაცვალსახელები წარმოქმნილი არიან პირისა და ჩვენებით


ნაცვალსახელთა ნათესაობითი ბრუნვის ფორმისგან: მ-ის-ი, თავ-ის-ი... სხვისი
მიღებულია განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელისგან სხვა იმავე გზით

კუთვნილებითი ნაცვალსახელები წინადადებაში მსაზღვრელი სახელებია.


ძირითადა უსწრებენ საზღვრულს: ჩემი წიგნი, ჩვენი სახლი.

კუთვნილებითი ნაცვალსახელი ისე იბრუნვის,როგორც ბოლოთანხმოვნიანი


ზედსართავი სახელი.

ჩემი,ჩემმა,ჩემს,ჩემის,ჩემით,ჩემად,ჩემო ... (ნესტანის მოფერებაა)

პირველი და მეორე პირის ნაცვალსახელები რომ აირიოს სატანადო


ნაცვალსახელებში, მიცემითში ბრუნვის ნიშანს დაირთავენ: შენ-ს ამხანაგს.ჩემი და
ჩვენი წოდებითშიც დაისმის, დანარჩენებს წოდებითის ფორმა არ გააჩნიათ.

კუთვნილებითი ნაცვალსახელები შეიძლება ებ-იან მრავლობითშიც შეგვხვდეს, თუ


ის დამოუკიდებლად არის აღებული: ჩემები,შენები,თქვენები.

5) კითხვით-კუთვნილებითი - გამოხატავს კითხვას კუთვნილების თვალსაზრისით.


ამ ჯგუფში სულ ორი ნაცვალსახელია: ვისი? რისა? (რისი?).ესენი მიღებული არიან
კითხვითი ნაცვალსახელის ნათესაობითი ბრუნვისგან: ვი-ს-ი, რ-ის-ა.

ამ ნაცვალსახელებს ნათესაობითი და წოდებითი არ ეწარმოებათ.ბრუნებისას ორ-ორ


ფუძეს გვიჩვენებენ : გავრცობილსა და გაუვრცობელს, ე.ი ფუძე ზოგ ბრუნვაში
ბოლოხმოვნიანია, ზოგში -ბოლოთანხმოვნიანი.

სახ. ვის-ი რისას

მოთხ. ვის-მა რისა-მ

მიც. ვისა-ს რისა-ს

ნათ. - -

მოქმ. ვის-ით რის-ით

ვით. ვის-ად რის-ად

წოდ. - -

6) მიმართებითი ჰქვია ნაცვალსახელს , რომელიც სხვა სახელს ან მთელ წინადადებას


მიემართება.

მიმართებითი ნაცვალსახელები იწარმოება კითხვითი და კითხვით-კუთვნილებითი


ნაცვალსახელებისგან -ც(ცა) ნაწილაკის დართვით:
ვინც,რაც,რომელიც,როგორიც,რამდენიც...

-ც(ცა) ნაწილაკის დართვა ნაცვალსახელს კითხვითობას უკარგავსდა მას


მიმართებითად აქცევს.ზოგჯერ ნაწილაკი მომდევნო სიტყვაზეა გადასული ან სულ
არაა წარმოდგენილი , მაგრამ ნაცვალსახელი მაინც მიმართებითია.

მიმართებითი ნაცვალსახელების ბრუნება ისეთივეა , როგორიც მათ-მათი


ძირეულისა: ვინ-ც, ვისა-ც, ვის-თვისაც,რაც,რამაც,რასაც ...

კითხვითი ნაცვალსახელი „რომელი“,როგორც წესი, მრავლობითში არ იხმარება,


მისგან ნაწარმოები მიმართებითი კი ჩვეულებრივია ორივე მრავლობითშინ:
რომლებიც,რომლებმაც,რომლებსაც ...

9) ურთიერთობითი ნაცვალსახელებია: ერთმანეთი (ერთურთი,ურთიერთი),


ერთიმეორე.ესენი ყველა რთულია და მეტყველებაში არსებითი სახელის ფუნქციას
ასრულებენ: ერთმანეთი უყვართ,ერთიმეორეს პატივს სცემენ.

„ერთმანეთი“ - არ ეწარმოება მოთხრობითი,ვითარებითი და წოდებითი, არც


მრავლობითი აქვს. სხვა მხრივ ის ჩვეულებრივ იბრუნვის : ერთამენთ-ი, ერთმანეთ-ს,
ერთმანეთ-ის, ერთმანეთ-ით.
„ერთმანეთის“-ს მნიშვნელობით იხმარება „ერთურთი“, „ურთიერთი“. ორივე
მიღებულია „ერთი“-ს გაორკეცებით, ოღონდ ხმოვნის შეცვლით. „ერთურთში“ „ე“
ხმოვანი შეცვლილია „უ“-დ მეორე ნაწილში, ურთიერთში კი - პირველ ნაწილში..
ამათგან ლიტ. ქართულში დამკვიდრებულია „ერთმანეთი“.

„ერთიმეორე“ - ამაში შეერთებულია რაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი


სახელები : ერთ-ი-მე-ორ-ე .

8) განსაზღვრებითი ჯგუფის ნაცვალსახელებია:


თვით,თავად,თვითეული,ყოველი,ყველა,ყველაფერი. ამათგან ზოგი ძირეულია,
ზოგი- წარმოწმნილი.

„თვით“ მიღებულია „თავ“ სიტყვის მოქმედებითი ბრუნვის ფორმისგან (თავ-ით),


თავად- ვითარებითისგან. თვითონ წარმომდგარია „თვითამან“-ისაგან: თვით მან. (მ-ს
ენაცვლება ვ ) შემდეგ „ვა“ კომპლექსისგან მირებულია „ო“ და გვაქვს - თვითონ.ეს
ნაცვალსახელი აღნიშნავს,რომ ესა თუ ის პირი თუ საგანი დამოუკიდებლად არის
მოქმედი ან მოქმედებას სხვების დახმარებისა და მონაწილეობის გარეშე
განიცდის.“თვითონ“ უბრუნველია.იხმარება მსაზღვრელად არსებითთანაც და
ნაცვალსახელთანაც.

ყველა-ს შემკრები მნიშვნელობა აქვს.ახლავს სახელს მსაზღვრელად. ფუძე ა-ზე


ბოლოვდება,მაგრამ უკვეცელია: ყველასათვის,ყველათი.არ იხმარება ვითარებითსა
და წოდებითში.მრავლობითში მხოლოდ ნარ-იანი ფორმა აქვს, ისიც მხოლოდ
სახელობითში.

„ყველასგან“ არის მიღებული „ყველაფერი“ , რომელიც აგრეთვე შემკრები


მნიშვნელობის მქონეა.იხმარება არაადამიანთა სახელების ნაცვლად ან ახლავს
მსაზღვრელად ნაცვალსახელებს.მრავლობითი არ ეწარმოება.ფუძე კუმშვადია.

ყოველი და თვითეული (თითოეული) მნიშვნელობით იგივეა,რაც ყველა, მაგრამ


ცალ-ცალკე აღებული.ბრუნვის დროს თავისებურებას არ იჩენენ.

„სხვა“ კვეცადია . მოეპოვება ორივე მრავლობითის ფორმები.

განსაზღვრებით ნაცვალსახელებს აერთიანებს ის,რომ ნაცნობ ,განსაზღვრულ პირსა


თუ საგანს, მათ რაოდენობას აღნიშნავენ.

9) განუსაზღვრელობითია ნაცვალსახელი , თუ ის აღნიშნავს უცნობს , განუსაზრვრელ


პირსა თუ საგანს ან მათ თვისებას/რაოდენობას.

ამ ჯგუფის ნაცვალსახელებია:
ზოგი,ვინმე,რამე,რომელიმე,როგორიმე,რამდენიმე,ვიღაც,რაღაც,რომელიღაც.

განუსაზღვრელობით ნაცვალსახელთა უმეტესობა მიღებულია კითხვითისგან


სახელობითის ფორმაზე -მე და -ღაცა ნაწილაკების დართვით:
ვინმე,რამე,ვიღაცა,რარაცა.ამ ჯგუფის ნაცვალსახელები სხვადასხვა ტიპისაა: „ზოგი“
განუსაზღვრელობითია თავისი ფუძით, „ერთი“ და „კაცი“ ამ მნიშვნელობას
გარკვეულ კონტექსტში იღებენ,სხვები კი ნაწილაკების დართვით ხდებიან ამ
მნიშვნელობის.ყველა ამათ აერთიანებს საერთო ლექსიკური მნიშვნელობა-
განუსაზღვრელობა.

განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელებიდან თავისებურებას ბრუნების დროს


ნაწილაკიანი სახელები იჩენენ.

ა) -მე ნაწილაკიანი ნაცვალსახელები. რომელიმე,რამდენიმე ისე იბრუნვიან, როგორც


უკვეცელი სახელები.ეს ნაწილაკი სახელობითის ფორმასთანაა შეზრდილი:
რომელიმე,რომელიმე-მ,რომელიმე-ს,რომელიმე-ს,რომელიმე-თი,რომელიმე-დ.

ამ ნაცვალსახელებს მრავლობითი არ ეწარმოებათ.მათთან საზღვრული სახელის


მხოლობითში დაისმის: რამდენიმე სტუდენტი,რომელიმე სტუდენტი.

„ვინმე“ და „რამე“ ბრუნებისას უფრო მეტ თავისებურებას იჩენენ.სალიტერატურო


ენაში გვხვდება როგორც ნაწილაკშეზრდილი,ისე შეუზრდელი ფორმები, მიცემითში
- ნარევი სახის წარმოებაც. შეუზრდელი - ვინ-მე; ვის-მე;ვის-მე. შეზრდილი -
ვინმე,ვინმე-მ,ვინმე-ს,ვინმე-ს,ვინმე-თი,ვინმე-დ. ნარევი- ვი-ს-მე-ს(მიც)

ბრუნვები სრულიად ნაწილაკშეზრდილს მოეპოვება.სალიტერატურო ქართულში


უპირატესობა სწორედ ასეთ ფორმებს ეძლევა.ამ ნაცვალსახელებს ებ-იანი
მრავლობითიც ეწარმოებათ : ვინმე-ებ-ი....

ბ) -ღაცა ნაწილაკიანი ნაცვალსახელები. -ღაცა ნაწილაკიანი ნაცვალსახელები 3 სახით


შეიძლება შეგვხვდეს: 1. -ღაცა დაერთვის ბრუნვის ფორმას ( ვის-ღაც) 2.-ღა დაერთვის
ფუძეს, -ც - ბრუნვის ნიშანს (ვიღამა-ც) 3. -ღაცა შეზრდილია ფუძესთან , ბრუნვის
ნიშნები ნაწილაკშეზრდილს დაერთვის (ვიღაცა-მ). ამჟამად მესამე შემთხვევაა
მკვიდრი.მრავლობითის -ებ აქაც ნაწილაკშეზრდილ ფუძეს დაერთვის.

10) უარყოფით ნაცვალსახელთა უმეტესობა მიღებულია „ვინ“ და „რა“-სგან თავში


უაროფითი ნაწილაკის დართვით:
არავინ,ვერავინ,ნურავინ,აღარავინ,არაფერი,არავითარი,ვერაკაცი,არაკაცი.

„ვინ“-ის შემცველი ნაცვალსახელები ისე იბრუნვის,როგორც მარტივი „ვინ“

„არარა“ სრული სახითაა სახელობითში, ოღონდ ნაწილაკი და ნაცვალსახელი


გათიშულია ერთმანეთისგან ზმნით. ( არა იყო რა= არარა იყო.არარა-რასგან „ა“
ამოვარდა და ერთი „რ“ დაიკარგა და მივიღეთ „არა“).“არა“ იხმარება მიცემითსა და
ვითარებითში.

-ფერის შემცველ ნაცვალსახელებს ყველა ბრუნვა ეწარმოებათ, გარდა წოდებითისა..


ფუძე ეკუმშებათ. არაფერ-ი, არაფერ-მა,არაფერ-ს,არაფრ-ის,არაფრ-ით,არაფრ-ად.
25-ე,26-ე,27-ე,28-ე,29,ე,35-ე,36-ე და 37-ე საკითხები იხ. 24-ე საკითხში.

30.არსებითი სახელის ბრუნების I ტიპი.

(შესავალი)

I ტიპი-თანხმოვან ფუძიანი სახელები

ის თავისთავადი სახელები, რომელთაც ფუძის ბოლოკიდურად თანხმოვანი


მოუდის,ბრუნვის ფორმათა წარმოების თვალსაზრისით 2ჯგუფად იყოდა:ერთია
ფუძე-უკუმშველი სახელები და მე-2-ფუძე-კუმშვადები. ფუძე-კუმშვადობა,რომელიც
გამოწვეულია ხმოვნით დაწყებული ბრუვის ნიშანთა დართვის, ეხება მარტო
მხ.რიცხვის 3ბრუნვას:ნათ, მოქ, ვით. და მთელ ებ-იან მრავლობითს. თანხმოვანიანთა
ჯგუფში გადმოდის 1მრავლობითის ყველა ხმოვანფუძიანი სახელი, რადგან
1მრავლობითის ფუძე კეთდება ებ-ის დართვით მხოლობითის ფუძეზე და აქ
მრავლობითის ფუძეს ბოლოში უზის თანხმოვანი ბ,რომელსაც ბრუნვის ნიშანი
მოსდევს.

ფუძე-უკუმშველი სახელები

საზოგადო სახელები:ერთმარცვლიან ფუძეთაგან: კაცი, ქალი, ბავშვი,


ცხენი....ორმარცვლიან ფუძეთაგან:კამეჩი,აქლემი, სადგური..სამ და
მეტმარცვლიანთაგან:ინდაური,ინსტიტუტი...

გეოგრაფიული სახელები იმგვარადვე იბრუნვიან,როგორც საზოგადო სახელები,


ერთადერთი განსხვავებით, მათ მრ.რიცხვი არ გააჩნიათ.(თბილისი)

პირის სახელები:თანხმოვანფუძიანი პირის


სახელებია:ავთანდილი,ბაგრატიმგურგენი, დავითიმ ვახტანგი, ასმათი, დარეჯანი,
ქეთევანი...ისინი ჩვეულებრივ იბრუნვიან, მხოლოდ წოდებითში არიან ფუძის სახით
წარმოდგენილნი.ხოლო თუ მათ მოსდევთ დანართი,მაშინ ისინი უბრუნველი
გახდება და ბრუნვის ნიშნებს დანართი დაირთავს. (ვახტანგ გორგასალ-მა)

გვარები: 1ტიპის ბრუნების პირის სახელებს განეკუთვნება აგრეთვე გვაროვნული


სახელები,როგორიცაა სვილზე და ურზე დაბოლოებული ქართული გვარები.მათვე
განეკუთვნება სხვა გვარებიც:ორბელიანი, ყაზბეგი,
კანდელაკი,ახალკაცი...უკუმშველია უცხოური გვარებიც. გვაროვნულ სახელებს
რისცხი აქვთ.აქვთ წოდებითის ნიშნიც.არაქართული გვარები კი შეიძლება ნიშნითაც
ვიხმაროთ და უნიშნოდაც.

ფუძე-კუმშვადი სახელები
ფუძე-კუმშვად ბოლოთანხმოვნიან სახელებში ფუძეა ხოლმე შეკუმშული იმის
გამო,რომ უკანასკნელი ხმოვანი ან სრულიად ამოღებულია (როცა რედუქცია ა და ე
ხმოვნებს მოუდის) ან მარცვლიანობა აქვს დაკარგული და ვ-დ არის შეცვლილი(როცა
რედუქცია ო-ს მოუდის)

ფუძე შეიძლება შეეკუმშოს სხვადასხვა შედგენილობისა და სხვადასხვა თანხმოვნის


მქონდე სახელებს,მაგრამ უმთავრესად ისეთებს,რომელთაც ფუძის ბოლოს უზის
მარცვლები:ალ,ელ,ან,ენ,ერ,არ,ემ,ამ,ოლ,ონ,ორ.

კუმშვადია: კვალი,მსხალი, ფორთოხალი, კაკალი, სარდალი,მგელი, მღვდელი,


შველი, ყვარელი, აკვანი,ბატკანი,ბოსტანი,
ქსანი,წვენი,ზვარი,მკვარი,მწყერი,ატამი,ვახშმი,ირემი,ურემი,გოდოლი,ფოთოლი.

სიტყვა არ შეიკუმშება,თუ ძნელად წარმოსათქმელი თანხმოვნები ერთად მოიყრის


თავს.

დამოუკიდებლად ნახმარი ზედსართავი სახელი იმგვარადვე იბრუნვის,როგორც


არსებითი სახელი.იკუმშება 2 და მეტმარცვლიანი ფუძეები.:ახალი, მაღალი,
მდაბალი, წიტელი.იერ სუფიქსიან ზედსართავთაგან ზოგი იკუმშება და შეკუმშვის
შედეგად ივრ-ს ვიღებთ-მიშვრები.

თანხმოვანფუძიანი რიცხვითი სახელი ყველა უკუმშველია, გარდა მილიონისა


(კილოებში აქა-იქ იკუმშება) და მრგვალი.

ნაცვალსახელთაგან ბევრი არაწესებრივ ბრუნებას მისდევს. წესებრივი ბრუნვის


მქონეთაგან წოდებითს ჩვეულებრივ მხოლოდ „ჩემი“ და „ჩვენი“ აწარმოებს.
მრავლობითიც ბევრს არ მოეპოვება.

სახელზმნათაგან თანხმოვნით უთავდება ფუძე მხოლოდ მიმღეობებს და ძველი


წარმოების საწყისებს, რომელთაც ბოლოს აქვთ ილ და რომლებიც დღევანდელ ენაში
უფრო აბსტრაქტულ სახელთა რიგებში დგანან, ვიდრე საწყისებში. ელ-ზე
დაბოლოებული მიმღეობა იკუმშება, თუ შეკუმშვით ისეთი თანხმოვნები არ იყრის
თავს, რომ მათი ერთად გამოთქმა ძნელი იყოს.

31.არსებით სახელთა ბრუნება და რიცხვი.

ერთი და იგივე სახელი წინადადებაშ შეიძლება 7 სხვადასხვა ფორმიტ შეგვხვდეს.


მაგ.: არწივი,არწივმა,არწივს,არწივის,არწივით,არწივად,არწივო.ლექსიკური
მნიშვნელობა ამ ფორმებისა ერთნაირია,მაგრამ ისინი წინადადებაში მოხმარების
თვალსაზრისით განსხვავდებიან.თითოული განსხვავებული ფორმა წარმოადგენს ამა
თუ იმ ბრუნვის ფრომას.სახელის ფორმას,რომლითაც იგი სხვა ფორმას უკავშირდება
და ამყარებს მასთან გარკვეულ მიმართებას,ბრუნვა ეწოდება.სახელის ცვლილებას
ბრუნვათა მიხედვით ბრუნება ანუ დეკლინაცია ჰქვია.ბრუნვის ფორმათა არსებითი
ნიშანია ლექსიკური მნიშვნელობის იგივეობა და გრამატიკული ფორმის
სხვადასხვაობა.

ბრუნვის კატეგორია რომ იყოს,აუცილებლად საჭიროა,რომ სახელს მოეპოვებოდეს 2


ფორმა მაინც,რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდდებიან როგორც ბგერითი
შედგენილობით,ისე ფუნქციის მიხედვითაც.

ქართულში სახელები ყველა იბრუნვის,ისეთებიც კი,რომლებიც ნასესხებია ბრუნვის


უქონელი ენებისგან.მაგ.: პალტო,დეპო.მეტიც,შეიძლება ითქვას,რომ გარკვეულ
შემთხვევაში ქართულში შეიძლება ვაბრუნოთ ზმნის პირიანი ფორმებიც და
ფორმაუცვლელებიც.

რიცხვი ორგვარია:არითმეტიკული და გრამატიკული.არითმეტიკული ცალკე


სიტყვით გადმოიცემა,გრამატიკული კი ტან ახლავს სიტყვის
ფრომას.მაგ.:ერთი,ორი,სამი,სამოცი,ასი - არითმეტიკული რიცხვებია და ზუსტად
განსაზღვრულ რაოდენობას გადმოგვცემენ.წერისას მათ ჩვენ რიცხვებით
გამოვხატავთ.გრამატიკული რიცხვი კი სიტყვის ფორმათა შეპირისპირების ნიადაგზე
შემუშავებული გრამატიკ. კატეგორიაა.მაგ.: კაცი და კაცები.ერთი და იმავე ფორმის
საპირისპირო ფორმებია,რომელთაც სხვადახვა რიცხვის გაგება ახლავთ.რიცხვი
სახელისა და ზმნის ზიარი კატეგორიებია.

ქართულში 2 რიხვია: მხოლობითი და მრავლობითი.სახელის ის ფორმა,რომელიც


ერთ საგანს წარმოგვიდგენს ან აღნიშნავს ერთ განუყოფელ კრებულს,
მხოლობითია:წიგნი,ქვა.,ქორი,ფუტკარი და ა.შ. სახელი ის ფორმა კი,რომელიც
გამოხატავს ერტზე მეტ ერთგვარ
საგანს,მრავლობითი:წიგნები,ქვები,ცხენები,კალმები და ა.შ.

გრამატიკული რიცხვის გამოხატვის თვალსაზრისით სახელები ძირითაად


ორგვარია:სახელებ,რომელთაც ორივე რიცხვის ფორმა ახლავთ: ბავშვი-ბავშვები და
სახელები,რომელთაც მხოლოდ მხოლობი რიცხვი
გააჩნიათ:ჰაერი,ყველი,რძე,ნაცარი,თოვლი.მრავლობთის უქონელია:საკუთარი
სახელები,აბსტრაქტული სახელები,საწყისები,ნივთიერებათა სახელები.

აბსტრაქტულმა ან საწყისმა თუ კონკრეტული სახელის მნიშვნელობა


მოიპოვა,შეიძლება მრავლობითი აწარმოოს: სიმაგრე-სიმაგრეები.ასევე
მნიშვნელობის შეცვლისას შეიძლება მრ. აწარმოონ ნივთიერებათა
სახელებმაც:ღვინოები,წყლები.

მრავლობითი რიცხვის ფორმები ქართულში ორგვარია: -ებ-იანი და ნარ-


თანიანი.ერთი უფრო ახალ ქართულში იხმარება და პირველს ვეძახით,მორე-უფრო
ძველ ქართულში და მეორეს ვეძახით.
-ებ დაერთვის მხოლობითის ფუძეს და იგი ყველა ბრუნვას გაჰყვება.ამიტომ
მრავლობითში ყველა ფუძე ბოლოთანხმოვნიანია.

მეორე იწარმოება -ნ და -თ ნიშნებით. ნ-იანი წარმოება გვაქვს სახელობითსა და


წოდებითში.ყველა ფუძე აქაც ბოლოთანხმოვნიანია.-თ ერთ ფორმას
აწარმოებს,რომელიც მოთხრობითის,მიცემიტისა და ნათესაობითის ფუნქციით
იხმარება.-თ ისტორიულად რიცხვის ნიშანია,მაგრამ ახლა რიცხვსაც გამოხატავს და
3დან რომელიმე ბრუნვასაც.უფრო ხშირად ნატესაობითის ფუნქციითაა
გამოყენებული.თუ რომელიმე ბრუნვის მნიშვნელობა აქვს თ-ანიან ფორმას,ის -
ებიანში უნდა გადავიყვანოთ. მაგ.: ფრინველთ-ფრინველ-ებ-მა.

მეორე მრავლობითი დრეს უფრო პოეზიაშია გავრცელებული.

გარკვეულ შემთხვევებში მეორე მრავლობითი ახალ სალიტერატურო ქართულში


ერთადერთი ფორმაა.1)ზოგიერთი ნაცვალსახელი-ეგენი,ესენი,ისინი,ყველანი.
2)მეცნიერებათა სახელწოდებებსა და მთელ რიგ მყარ
გამოთქმებში:ენათმეცნიერება,ვარსკვლავთმრიცხველობა,მწერალთა
კავშირი.3)ზოგიერთი საწყისი,რომელიც არც მთლად არსებითებია და არც ზმნასთან
აქვთ გაწყვტილი კავშირი. 4)რაოდენობითი რიცხვითები:ორნი,სამნი,ოცნი.

32.ბრუნვათა რაოდენობა,თანმიმდევრობა და ნიშნები.

ერთი და იგივე სახელი წინადადებაშ შეიძლება 7 სხვადასხვა ფორმიტ შეგვხვდეს.


მაგ.: არწივი,არწივმა,არწივს,არწივის,არწივით,არწივად,არწივო.ლექსიკური
მნიშვნელობა ამ ფორმებისა ერთნაირია,მაგრამ ისინი წინადადებაში მოხმარების
თვალსაზრისით განსხვავდებიან.თითოული განსხვავებული ფორმა წარმოადგენს ამა
თუ იმ ბრუნვის ფრომას.სახელის ფორმას,რომლითაც იგი სხვა ფორმას უკავშირდება
და ამყარებს მასთან გარკვეულ მიმართებას,ბრუნვა ეწოდება.სახელის ცვლილებას
ბრუნვათა მიხედვით ბრუნება ანუ დეკლინაცია ჰქვია.ბრუნვის ფორმათა არსებითი
ნიშანია ლექსიკური მნიშვნელობის იგივეობა და გრამატიკული ფორმის
სხვადასხვაობა.

ბრუნვის კატეგორია რომ იყოს,აუცილებლად საჭიროა,რომ სახელს მოეპოვებოდეს 2


ფორმა მაინც,რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდდებიან როგორც ბგერითი
შედგენილობით,ისე ფუნქციის მიხედვითაც.

ქართულში სახელები ყველა იბრუნვის,ისეთებიც კი,რომლებიც ნასესხებია ბრუნვის


უქონელი ენებისგან.მაგ.: პალტო,დეპო.მეტიც,შეიძლება ითქვას,რომ გარკვეულ
შემთხვევაში ქართულში შეიძლება ვაბრუნოთ ზმნის პირიანი ფორმებიც და
ფორმაუცვლელებიც.
თანამედროვე სალიტერატურო ქართულში 7
ბრუნვაა.ესენია:სახელობითი,მოთხრობითი,მიცემითი,ნათესაობითი,მოქმედებითი,ვ
ითარებითი,წოდებითი.იმ ფორმანტს,რომელიც სახელს ბრუნვის ფორმას
აძლევს,ბრუნვის ნიშანი ჰქვია.ბრუნვის ნიშნები ბოლოსართები ანუ
სუფიქსებია.თითოეულ ბრუნვას საკუთარი ნიშანი აქვს. ეს ნიშნებია: სახელობითი-
ი,მოთხრობითი-მ,მა,მიცემითი-ს,ნათესაობითი-ის,მოქმედებითი-ით,ვითარებითი-
ად,წოდებითო-ო(ვ).ზოგჯერ სახელმა ამა თუ იმ ბრუნვაში შესაძლოა არ გვიჩვენოს
მისთვის მოსალოდნელი ბრუნვის ნიშანი.ეს იმას ნიშნავს,რომ საქმეში ფონეტიკური
ფაქტორია ჩარეული და მის გამო ცვლილება მოხდა.

ბრუნვის სახელწოდება ხშირად არ შეესაბამება ბრუნვის შინაარსს.

ბრუნვები ქართულში შეიძლება სხვადასხვაგვარად იყოს


დალაგებული.ტრადიციულად გადმოცემული რიგი ბერძნულ-ლათინურ-რუსულ
რიგს მისდევს მცირეოდენი ცვლილებით. მოთხრობითი აკუზატივის ადგილასაა
ჩასმული,ვითარებითი კი წოდებითის წინ.ეს ბრუნვები ქართულ ნიადაგზე
შემუშავდა.

ჩემ მიერ წარმოდგენილი რიგი ქართული სისტემის თავისებურებებიდან


გამომდინარეობს.ის ითვალისწინებს ბრუნვის ფორმათა მორფოლოგიურ და
სინტაქსურ მხარეებს.ჯერ მოთავსებულია სუბიექტის
ბრუნვები:სახ.,მოთხ.,მიც.,რომელთაც ფუძე-უკუმშველობა ახასიათებს გარკვეული
ჯგუფის სახელებში.ამ ნიშნით მათთან უნდა დამდგარიყო წოდებითიც
სახელობიტის შემდეგ,რადგან მეორე მრავლობითში სახელობითი და წოდებითი
ერთნაირადაა ნაწარმოები,მაგრამ ის სუბიექტის ბრუნვებს გათიშავდა.ასევე
შეიძლებოდა ვითარებითი მიცემითის შემდეგ დაგვეყენებინა,რადგან ხმოვან-
კვეცილებში ის ამოუდგებოდა ამ ბრუნვებს და შემდეგ დაიწყებდა შეკვეცას,მაგრამ ეს
ხმოვანი წოდებითში იჩენდა თავს.ამიტომ მან თავისი ადგილი შეინარჩუნა.

ქართულ ბრუნვათა ფირმებს ყოველთვის ერთნაირად არ უყურებდნენ.იყო


დრო,როცა მოთხრობითი ბრუნვის ნიშნად არ მიაჩნდათ.ამ აზრისანი იყვნენ მ.ბროსე
და დ.ჩუბინაშვილი.ამ შეხედულების წინააღმდეგ გაილაშქრეს 1853 წელს დ.ყიფიანის
მეთაურობით.ა.ჩიქობავამ და ვ.თოფურიამ გაიზიარეს ზოგიერთი ენათმეცნიერის
აზრი , თითქოს წოდებითი ბრუნვის ფორმა არ იყოს.ა.შანიძის აზრით,თანამედროვე
ქართულში,გარდა 7 ბრუნვისა,დამატებით შეიძლება გამოიყოს კიდევ 3
ბრუნვა:სადაობითი,გამოსვლითი და მიწევნითი,რომლებსაც ის ლოკალურ ბრუნვებს
უწოდებს.

ქართულში ბრუნვას შეიძლება მხლებელი ახლდეს.სახელზე უშუალოდ დართული


მხლებელი თანდებული და ნაწილაკია.თანდებული გარკვეულ ბრუნვას მოითხოვს
და აღნიშნავს მიმართულებას,დანიშნულებას,მსგავსებას,თანაობას,სიახლოვეს და
სხვას.ძირითადად თანდებულიანი
ბრუნვებია:მიცემითი,ნათესაობითი,მოქმედებითი და ვითარებითი.ზოგიერთი
თანდებული ისე მჭიდროდ შეეზარდა ბრუნვის ნიშანს,რომ წაიშალა ზღავრი
თანდებულსა და ბრუნვის ნიშანს შორის.შეიქმნა მოსაზრება,რომ ფუძეზე დაღტული
ელემენტი მთლიანად ბრუნვის ნიშნად იყოს გაგებული.ასეთი ვითარება
მოხდა:მოქმედებითში,ვითარებითსა და მიცემითში. 1)გამოსვლითი ბრუნვა ეწოდება
ბრუნვას,რომელიც მიგვითითებს რომელიმე პუნქტიდან გამოსვლას.მოქმედებითს
დაერთვის თანდებული -გან, მისი ბრუნვის ნიშანი კი არის -ით. ვიღებდით : სახლ-
ით-გან.შემდეგ „გ“-მ „თ“ გაამჟღერა და მივიღეთ:სახლ-იდ-გან,რასაც მოჰყვა „გ“-ს
დაკარგვა და დაგვრჩა - სახლიდან.ამიტომ გამოგვაქვს დასკვნა,რომ -დან და -იდან
გააზრებული იყოს როგორც გამოსვლითის ნიშნები. 2)მიწევნითი ეწოდება
ბრუნვას,რომელიც მიგვითითებს გარკვეულ პუნქტამდე მიწევნას სივრცესა თუ
დროში.ვითარებითის ნიშანია -ად და მას დაერთვის -მდე
თანდებული.ვიღებთ:სახლ-ად-მდე.3 თანხმოვნის თავმოყრამ გამოიწვია პირველი
„დ“-ს დაკარგვა და მივიღეთ:სახლამდე.-მდე და -ამდე მიწევნითი ბრუნვის
ნიშნებადაა მიღებული. 3)სადაობითია ბრუნვა,რმელიც მიგვითითებს ადგილ-
მდებარეობას.მისი ნიშნებია: -ზე და -ში.ეს თანდებულები მიხემითს დაერთვის :
წყალ-ს-ში,წყალ-ს-ზე, მაგრამ ბრუნვის ნიშანი დაიკარგა და დაგვრჩა:წყალში და
წყალზე.ლოკალური ბრუნევბი წოდებითის წინ მოთავსდებოდნენ.მათ მეორე
მრავლობითი არ აქვთ.

33.სახელთა თხზვა. (კომპოზიცია)

წარმოქმნას (დერივაციას), როგორც სახელთა შექმნის ერთ-ერთ საშუალებას,


უპირისპირდება თხზვა (კომპოზიცია), რომელიც არსებითად სხვა საშუალებაა
სახელის შესაქმნელად: წარმოქმნა გულისხმობს ახალი სახელის გაკეთებას სხვა
სახელის ფუძისაგან მისი ძირითადი ლექსიკური მნიშვნელობის ცვლილებით (თავ-ი:
თავ-იანი-ი, უ-თა(ვ)-ო და ა.შ. თხზვა კი გულისხმობს ახალი სახელის წარმოშობას
ფუძის გაორკეცებით (თავ-თავ-ი) ან ორი და მეტი სიტყვის შეერთებით: ერის-თავ-ი,
ასის-თავ-ი.

თხზულ სახელს (კომპოზიტს) სხვანაირად რთულს უწოდებენ.

თხზული სახელის (კომპოზიცია) შედგენა სხვადასხვა საშუალებით ხდება


ქართულში: ფუძის გაორკეცებით: თავ-თავ-ი; ორი სხვადასხვა ფუძის შეერთებით:
თავ(ს)-მჯდომარე; ორზე მეტი სხვადასხვა სიტყვის ან ფუძის შეერთებით: ოც-და-სამ-
ი.

შინაარსის მიხედვით თხზული სახელი შეიძლება იყოს ერთცნებიანი (ქინძისთავი),


ორცნებიანი (წყალ-წაღებული) და ორზე მეტი ცნების შემცველი (ხელ-ფეხ-
შეკრული). ერთცნებიანი თხზული სახელები შეადგენენ კომპოზიტებს ვიწრო
გაგებით, ორ და მეტცნებიანი სახელები კი, რომლებიც ფორმალურად არიან
ერთმანეთთან შეერთებულნი, კომპოზიტებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ
ფორმის თვალსაზრისით. საკუთრივ კომპოზიტებისგან განსხვავებით მათ
შერწყმული ჰქვია.

ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ორცნებიანი კომპოზიტი ერთცნებიანად იქნცეს. მაგ.,


„ცის სარტყელა“ - ცისარტყელა. ერთსა და იმავე შედგენილობის კომპოზიტს
შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს. მაგ., ხელ-მოკლე - ვისაც მოკლე ხელი
აქვს ან ღარიბი, შეუძლებელი.

ერთცნებიანი კომპოზიტის ნაწილები ერთად იწერება: პირისახე, მკათათვე,


ალვისხე.ორ და მეტ ცნებიანი კი - დეფისით : ცელ-მოკლე,ტოლ-ამხანაგი, მთა-
მინდორ-ველი.

ფუძის გამეორება, ანუ გაორკეცება ერთ-ერთი საშუალებაა კომპოზიტის შესადგენად.


სახელებში ფუძის გაორკეცება შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს: მარტივი (მა-მა,დე-
და,პა-პა,გო-გო,წყალ-წყალ-ა), თანხმოვნის დისიმილაციით (ცინ-ცულ-ა,გვირ-გვინ-
ი,წერ-წეტ-ი,კირ-კიტ-ი), თანხმოვნის ჩავარდნით (პაწ-აწ-ა, ბე-ბერ-ი,კო-კორ-ი,ხუ-
ხულ-ა,წი-წიპ-ო) ხმოვნის შენაცვლებით (ერთ ნახილში ხმოვანიც იცვლება და ფუძე
მეორდება: ახალ-უხალ-ი,ბალახ-ბულახი,ნახრავ-ნუხრავი,რამე-რუმეჯაგ-ჯუგი,ხევ-
ხუვი,ერთ-ურთი,ბერ-ბური,ბიჭ-ბუჭი,გორ-გური,ბორ-ბალი,რიჟ-რაჟი) და,
უკანასკნელ, დასაწყისი მარცვლის შენაცვლებით (ამ დროს შეიძლება მთელი
მარცვალი იყოს შენაცვლებული და მეორე ნაწილის დასაწყისში გვქონდეს „მა“ : გიჟ-
მაჟ-ი, ქოხ-მახ-ი, წვრილ-მალ-ი.თუ ფუძეში „ა“ არის, მაშინ ის არ შეიცვლება: ჯაგ-
მაგი.ხოლო თუ „ა“ იწყებს,მაშინ მას წინიდან დაერთვის „მ“ : არე-მარე.

სხვადასხვა ფუძისაგან შემდგარი ერთცნებიანი კომპოზიტი, შედგენილობის


ვითარების თვალსაზრისით, შეიძლება შემდეგი სახისა იყოს: ა) ნაწილები
შეერთებულია „და“ კავშირით.(ოც-და-ერთ-ი,მიდამო,დღე-და-ღამე,პირ-და-პირი) ბ)
ნაწილები ერთმანეთის მიმართ წარმოშობით მსაზღვრელ-
საზღვრულია.(ატრიბუტულ მსაზრვრელად შეიძლება იყოს
არსებითი,ზედსართავი,რიცხვითი,მიმღეობა : ქალი-შვილი,ქალ-ბატონი,მამა-კაცი;
ავ-დარი,ცა-რგვალი; ორ-ღობე,ორ-ასი. მართული მსაზღვრელის გამოსახატავად
განკუთვნილია ნათ. ბრუნვა. მაგ: ცის-კარი,ქინძის-თავი,გუთნის-დედა, ვარდის-
უბანი,მზეთ-უნახავი,ხუროთ-მოძღვარი, პაპა-ნაქება) გ) ნაწილებს შორის
გამოხატულია სხვადასხვა ურთიერტობა სხვა ბრუნვების საშუალებით (მოთხრ.:
ერთმან-ეთი, ღმერთმან-ი; მიც.: თავ-მდები,თავ(ს)-სახურავი; მოქმ.: ქვით-კირი; ვით.:
ავად-მყოფი,ყურად-ღება).

შერწყმულის სახელით აღვნიშნავთ ორისა და მეტი ცნების გადმომცემ სახელებს,


რომლებიც ფორმალურად არიან გაერთიანებული.
შერწყმა სახელებისა ორგვარია: ა) გაერთიანებულია ერთისა და იმავე ტიპის
სახელები: არსებითები (ხელ-ფეხი), ზედსართავი (შიშველ-ტიტველი) და სხვ. ბ)
გაერთიანებულია სხვადასხვა ტიპის სახელები: არსებითი და ზედსართავი (გულ-
კეთილი). პირველი ტიპის სახელებს აღვნიშნავთ ტოლად- შერწყმული სახელით,
მეორე ტიპისას კი - არატოლად შერწყმულისა.

34.მსაზღვრელ-საზღვრული.ატრიბუტუილი მსაზღვრელის ბრუნება საზღვრულთან


ერთად.

ზედსართავი სახელი საგნის ნიშან-თვისებას გამოხატავს და თითქმის ყოველთვის


ახლავს საგანს. ასეთ შემთხვევაში მიიღება მსაზღვრელ-საზღვრულის წყვილი. რაკი
ზედსართავი სახელი არსებითს განსაზღვრავს, ამიტომ მას მსაზღვრელი ჰქვია,
არსებითს კი - საზღვრული. მაგ., დიდი სახლი. აქ მსაზღვრელია დიდი, საზღვრული
- სახლი. მსაზღვრელი ორგვარია: ატრიბუტული და სუბსტანციური.

ატრიბუტი ანუ ნიშან-თვისება, ჩვეულებრივ, ზედსართავი სახელით (ატრიბუტით)


გადმოიცემა, ხშირად ზედსართავისებრ გამოიყენება და საზღვრულ წევრს შეეწყობა
სხვა სახელებიც: რიცხვითი სახელი, ნაცვალსახელი, სახელზმნა, არსებითი სახელი.
მაშასადამე, ატრიბუტულია მსაზღვრელი, როცა ის გადმოცემულია ზედსართავით ან
საზღვრულთან ზედსართავისებრ შეწყობილი არსებითი, რიცხვითი,
ნაცვალსახელით და სახელზმნით: ლამაზი ბავშვი, ჩაფი ღვინო, ორი ძმა და ა.შ.

სუბსტანტიური მსაზღვრელი გადმოცემულია ნათესაობით ბრუნვაში მდგარი


არსებითი სახელით (ან მასთან გათანაბრებული სიტყვით) და მეტწილად გამოხატავს
მასალას, კუთვნილება-დანიშნულებას: ხის კოვზი, მეზობლის ბავშვი, ქორწინების
სახლი.

არჩევენ მსაზღვრელ-საზღვრულის ორგვარ რიგს: პრეპოზიციურსა და


პოსტპოზიციურს - პირდაპირსა და შებრუნებულს. პრეპოზიციური წყობის დროს
მსაზღვრელი პირველ ადგილზეა (მაღალი სახელი), პოსტპოზიციური წყობის დროს
კი - მეორეზე (სახლი მაღალი).

შეიძლება მსაზღვრელ-საზღვრული გათიშული იყოს რომელიმე სიტყვით ან


სიტყვებთ. ასეთ მსაზღვრულს გათიშული მსაზღვრელი ჰქვია: „შაქრიანს ეტყვის
სიტყვასა“. მსაზღვრელი შეიძლება განმარტოებულიც იყოს, როცა გამოტოვებულია
საზღვრული წევრი. მაგ., ქალაქის ამბავს სოფელში ჩაიტანს, სოფლისას - ქალაქში.

ატრიბუტული მსაზღვრელის ბრუნება საზღვრულთან ერთად


როცა ატრიბუტული მსაზღვრელის ფუძე თანხმოვანზე ბოლოვდება, წყობა
პირდაპირია და გაუთიშავი, საზღვრულთან ბრუნების დროს იგი იცვლება
შემდეგნაირად: სახელობითში, მოთხრობითსა და წოდებითში სრულად დაირთავს
ნიშნებს, ნათესაობითსა და მოქმედებითში დარჩენილია ბრუნვის ნიშნის ხმოვნითი
ნაწილი ი, მიცემითსა და ვითარებითში კი ფუძის სახითაა წარმოდგენილი. ებიანსა
და თანიან მრავლობითში მსაზღვრელი არ ეთანხმება საზღვრულს, შეთანხმება
მხოლოდ ნარიან მრავლობითშია. (წითელი ბურთის ბრუნება).

თუ მსაზღვრელი სახელი მოქმედებითი და ვითარებითი ბრუნვის ფორმისგანაა


ნაწარმოები, მიცემითში ჩვეულებრივ დაირთავს ს-ს. თუ არ დავურთავთ, შეიძლება
აზრი შეიცვალოს, მსაზღვრული სხვა წევრად გავიგოთ: დროებითს მთავრობას,
გულადს კაცს.

როცა მსაზღვრელად გამოყენებულია არსებითი სახელი, მაშინ იგი ისევე იბრუნვის,


როგორც ზედსართავი არსებითთან ერთად, გარდამავალი სახეობით. მაგრამ, თუ
ასეთ მსაზღვრელად გამოყენებულია პროფესიის, თანამდებობის, ხარისხის
აღმნიშვნელი სიტყვები, მაშინ იბრუნება შეკვეცილი სახეობით. (სტუდენტი მესხის
ბრუნება).

38.ზედსართავის ხარისხის ფორმათა წარმოება.

ზედსართავი სახელი ჰქვია ისეთ სიტყვას,რომელიც საგნის ნიშან-თვისებას


გამოხატავს. ზედსართავით გამოხატული ნიშნი არ არსებობს თავისთავად, რაიმე
საგნის გარეშე.ამიტომ ზედსართავი სახელი საგნის სახელს ახლავს.

ზედსართავი, ისევე,როგორც არსებითი, იცვლება ბრუნვისა და რიცხვის მიხედვით.


ამ მხრივ, აღსანიშნავია,რომ ზედსართავი მხოლოდ არსებითზეა დამოკიდებული და
მხოლოდ გრამატიკულ ფუნქციას ასრულებს:სათანადოდ ეწყობა არსებით სახელს.
ზედსართავი ფორმას იცვლის ბრუნვისა და რიცხვის მიხედვით.ზედსართავი სახელი
წინადადებაში გასზაღვრებაა.ზედსართავი სახელის
კითხვებია:როგორი?რომელი?რანაირი?სადაური?როდინდელი?ზედსართავი სახელი
საგნის ნიშან-თვისებას უშუალოდ გამოხატავს ან სხვა რამესთან მიმართეებით.იგი
ორგვარია: ვითარებითი და მიმართულებითი.

ვითარებითი საგნის ნიშანს ასახელებს უშუალოდ,პირდაპირ.ვითარებითია ყველა


პირველადი ზედსართავი .ვითარებითი ზედსართავი ისეთ თვისებას
გამოხატავს,რომელიც შეიძლება სხვადასხვა ხარისხის ფორმაში
წარმოვადგინოთ.ბევრი ვით.ზედსართავი ანტონიმურ წყვილს ქმნის:დიდი-პატარა.

მიმართებითი ზედსართავი ნაწარმოებია სხვა სახელისა თუ ზმნისაგან და საგნის


ნიშანს გამოხატავს ძირეული სიტყვით აღნიშნულ საგანთან თუ გარემოებასთან
მიმართებით:ბეწვიანი ტყავი.
ხარისხის ფორმათა წარმოება.

ზედსართავი სახელის ისეთ ფორმებს,რომელნიც საგნის ნიშან-თვისებას მეტი ან


ნაკლები ოდენობით გვიჩვენებენ,ხარისხის ფორმები ჰქვია: თეთრი-უთეთრესი-
მოთეთრო.

თეთრი-ძირეულია. იგი დაწყებითი, ანუ დადებითი ხარისხის ფორმაა.უთეთრესი-


უფროობითი ხარისხისააა.მოთეთრო-ოდნაობითი ფორმისაა. უფროობითს უ-ეს
პრეფიქს-სუფიქსი აწარმოებს. ოდნაობითს-მო-ო.

ხარისხის ფორმები ძირითადად ვითარებითი ზედსართავის კუთვნილებაა.


უფროობითის ფორმები სხვა მეტყველების ნაწილთაგანაც იწარმოება:უპირველესი.

ტერმინი „უფროობითი“ დაამკვიდრა აკაკი შანიძემ. ნაწარმოებია „უფრო“


ზმნიზედისგან. სამეცნიერო ლიტერატურაში პარალელურად გამოიყენება
„აღმატებითი“, „შედარების ხარისხი“.

ოდნაობითის ფორმები ქართულში უფროობითთან შედარებით ნაკლებ


განვითარებულია, მაგრამ მაიინცაა ჩათვლილი ხარისხის ცალკე ფორმად. ტერმინი
„ოდნაობითი“ მომდინარეობს ოდნავ სიტყვისგან, რამდენადაც იგი გამოხატავს
მიახლოებითის ნიშანს: ოდნავ თეთრი- მოთეთრო. მისი მაწარმოებელია მო-ო
კონფიქსი: მო-დიდ-ო... დღეს მოდიდო ტიპის ფორმების გვერდით ოდნაობითის
მნიშვნელობით ხელშესახებად გვეძლევა „წა“ პრეფიქსიანი წარმოებაც: მოწითალო-
წაწითალო. აქედან გამომდინარე, შანიძე ფიქრობს, რომ როგორც „მო“, ისე „წა“
წარმოშობით იგივეა, რაც სათანადო ზმნისწინი.

ხარისხის ფორმათა წარმოების თვალსაზრისით ვითარებითი ზედსართავები


3ჯგუფად იყოფიან:1. მოეპოვება სამივე ფორმა. 2. აქვს 2ფორმა(ნაზი-უნაზესი). 3.
ვითარებითი ზედსართავები, რომელთაც არ ექარმოება ხარისხის
ფორმები:ნელი,სველი, ჩუმი. ხარისხს ზოგჯერ სიტყვებითაც გადმოვცემთ:ოდნავ,
მეტად, უფრო, ძალიან,ყველაზე. უფროობითი ზედსართავი სახელი შეიძლება იყოს
თხზული ან თხზული სახელისაგან ნაწარმოები:ძვირფასი, გიჟმაჟი(იწარმოება
არსებითისაგან ან სხვა მეტყველების ნაწილებისაგან).

39.მსაზღვრელ-საზღვრული.სუბსტანტიური მსაზღვრელის ბრუნება საზღვრულთან


ერთად.

(შესავალი)

როცა სუბტანტიური მსაზღვრელი იბრუნვის არსებითთან ერთად და წყობა


პირდაპირია, თანაც გაუთიშავი, მაშინ მსაზღვრელი უბრუნველია, არ დაირთავს
ნიშნას, არც მრავლობით რიცხვში ეთანხმება საზღვრულს. (ხის სახლის ბრუნება).
თუ სუბტანტიური მსაზღვრელი გათიშულია საზღვრულისგან, მაშინ მსაზღვრელიც
დაირთავს ნიშანს: ვერცხლისას ვიყიდი ქამარს, ხისას ავაგებს სახლს...

როცა მსაზღვრელ-საზღვრულის წყობა შებრუნებულია, მაშინ მსაზღვრელი ნიშნებს


არ იღებს ყველა ბრუნვაში. კერძოდ: სახელობითსა და ვითარებითში გავრცობილი
ფუძითაა, მოთხრობითსა და წოდებითში ნიშნებს დაირთავს, მოქმედებითი და
ნათესაობითი არ ეწარმოება, ნართანიან მრავლობითში შეთანხმებაა, ებიანში - არა.

40.რიცხვითი სახელის ბრუნება ცალკე და არსებითთან ერთად.

რიცხვითი სახელი ჰქვია ისეთ სიტყვას,რომელიც რიცხობრივ წარმოდგენას


გვაძლევს: საგანს განსაზღვრავს რაოდენობისა ან რიგის მიხედვით, ან კიდევ საგნის
ნაწილს გამოხატავს მთელთან შეფარდებით.

გავქვს რაოდენობითი,რიგობითი და წილობითი რიცხვითი სახელები.

რაოდენობითი რიცხვითი სახელი ფუძის დაბოლოების მიხედვით ყველა


ბოლოთანხმოვნიანია (გარდა რვისა და ცხრისა). ასეთი ფუძე უკუმშველია.
გამონაკლისია ამათგან მილიონი, რომელიც დიალექტებში წარმოდგენილია
მილივნები ფორმით. რიგობითი რიცხვითი სახელი ფუძის დაბოლოების მიხედვით
ყველა ბოლოხმოვნიანია და კვეცადი, გარდა პირველისა. წილობითი რიცხვითი
სახელი ბოლოთანხმოვნიანი და ფუძეუკუმშველია.

რიცხვითი სახელი ცალკე აღებული ისე იბრუნვის, როგორც შესაბამისი ფუძის


არსებითი სახელი, როღონდ არ ექნება წოდებითი ბრუნვა და ებიანი. მრავლობითის
ფორმა, ნართანიანთან იშვიათად იწარმოება. რიცხვითი სახელი, ჩვეულებრივ
აღნიშნავს საგნის რაოდენობას, ამდენად, იგი ახლავს არსებით სახელს და მასთან
ქმნის მსაზღვრელ-საზღვრულს. რიცხვითი სახელი ატრიბუტული მსაზღვრელია.

რიცხვითი სახელი არსებითთან ერთად ისევე იბრუნვის, როგორც შესაბამისი ფუძის


ზედსართავი არსებითთან. რიცვითი სახელი წოდებითს ვერ აწარმოებს, იშვიათად
(ისიც უფრო პოეზიაში) შეიძლება შეგვხვდეს.

მომავალი მზექალები-ვერკა და დოლბი *_* *_*

You might also like