You are on page 1of 71

ბილეთი 1

1. ენის რაობა და ფუნქციები. ენა როგორც სემიოტიკური სისტემა (15 ქულა)

ენა ურთულესი ფენომენია . იგი იმდენად რთულია , რომ ჭირს კიდეც მკვეთრად შემოვსაზღვროთ
ენათმეცნიერების ობიექტი . ასეთი საზღვრების დადგენა მოითხოვს ენის ძირითადი ფუნქციების
დადგენას , ენის გამიჯვნას არაენობრივი მოვლენებისგან .

ბუნებრივი ენა განსაკუთრებული, უმნიშვნელოვანესი ფენომენია, რომელიც პიროვნების,


ადამიანთა საზოგადოების, ერისა და თვით კაცობრიობის პირველადსა და ფრიად აუცილებელ
საფუძველს წარმოადგენს. ენის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანთა საზოგადოების არსებობა.
ცხადია, Ჩვენ, ყველა დამოკიდებულნი ვართ ერთმანეთთან კომუნიკაციაზე. მიუხედავად იმისა,
რომ არსებობს კომუნიკაციის სხვა საშუალებები: ჟესტ-მიმიკა, სხვადასხვა ხასიათის ნიშნები-
სიგნალები, ისინი არასაკმარის საშუალებებად ითვლებიან, ან მათი ეფექტურობა იმით აიხსნება,
რომ ისინი დამოკიდებულნი არიან ბგერით ენაზე და მის ერთგვარ ასახვას წარმოადგენენ.
საზოგადოების ნორმალური წევრებისათვის ენის ფლობა, ურთიერთგაგებინება იმდენად
ბუნებრივია, რომ ძირითადად ყურადღებას არც ვაქცევთ ხოლმე. თუმცაღა არსებობს პროფესიები,
რომელთა წარმომადგენლებს ენის შესახებ სპეციალური ცოდნა, ინფორმაცია სჭირდებათ. ასეთი
პროფესიებია: მწერალი, პოეტი, ენის მასწავლებელი, ისტორიკოსი, ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი,
ლოგოპედი,

ენის ძირითად ფუნქციად განიხილება ექსპრესიული ფუნქცია . ამ შემთხვევაში იგულისხმება ის ,


რომ ადამიანი ბგერითი ენის საშუალებით გამოხატავს თავის აზრებს . ყრუ-მუნჯი ამ უნარს
მოკლებულია , მაგრამ იგი სხვა საშუალებებს იყენებს თავისი აზრების გამოსახატავად . ყრუ - მუნჯი
ამისთვის ჟესტიკულაციას იყენებს .თანამედროვე ადამიანი წარმოუდგენილია დამწერლობის
გარეშე . დამწერლობა კი სხვა არაფერია თუ არა იგივე ენა , უფრო ზუსტად გრაფიკული ენა ,
რომელიც აუცილებელია გარკვეულ პირობებში . ბგერით ენას აქვს მეორე ფუნქციაც . ესაა
საკომუნიკაციო ფუნქცია . ენის საშუალებით ხდება აზრების გაზიარება ინდივიდებს შორის ანუ
ინფორმაციის გადაცემა ერთი ინდივიდიდან მეორესათვის . ენის მესამე ფუნქცია არის
საარტიკულაციო ფუნქცია . სუბიექტი ამყარებს მიმართებას საგანთა სამყაროსთან , ობიექტურ
სინამდვილესთან.საგანი შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას , რომელიც მოქმედებს შეგრძნებათა
ორგანოებზე . აღქმის პროცესში საგნის დამახასიათებელი ფიზიკური ინფორმაცია გარდაიქმნება
ნერვულ იმპულსებად . შედეგად ჩვენ ქვეცნობიერში ჩნდება მისი ანაბეჭდი წარმოდგენის სახით .

მეცნიერებას, რომელიც შეისწავლის საზოგადოდ ნიშანთა სისტემებს, იკვლევს სხვადასხვა სახის


ნიშანთა სისტემების საერთო მახასიათებლებს, ეწოდება სემიოტიკა, ანუ მეცნიერება ნიშნების
შესახებ. იგი განარჩევს ნიშანთა სისტემის შესწავლის სამ ძირითად ასპექტს.
ენა, როგორც ენათმეცნიერების ობიექტი, განისაზღვრება როგორც პირობით ბგერით ნიშანთა
სისტემა. ენის ამ განსაზღვრებაში შემავალი უკანასკნელი ოთხი სიტყვა ასახავს ენის
უმნიშვნელოვანეს ნიშან-თვისებებს.:

ენა არის ნიშანთა სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ ენობრივი სისტემა ისევე, როგორც ყოველი სისტემა
შედგება ელემენტებისაგან და ამ ელემენტებად გვევლინებიან ენობრივი ნიშნები. ენობრივი ნიშანი
შეიძლება განისაზღვროს როგორც განუყოფელი ერთიანობა, ურღვევი მთლიანობა აღსანიშნისა და
აღმნიშვნელისა, რომელთაც ,,ენობრივი ნიშნის შემადგენლები“ ეწოდებათ.აღსანიშნი არის
გარეენობრივი ობიექტური სამყაროს კუთვნილება- საგანი, მოვლენა, პროცესი, თვისება, მიმართება
და სხვა, ხოლო აღმნიშვნელი არის აღსანიშნის ენობრივი გამოხატულება. მაგ., „მზე“ განსაზღვრებს
თანახმად, ენობრივ ნიშანს წარმოადგენს, რადგან იგი შეიცავს ორივე შემადგენელს -აღსანიშნს (ეს
არის კოსმიური სხეული, რომელიც ანათებს, ათბობს, სასიცოცხლო ენერგიას ანიჭებს ყოველ
სულდგმულს) და აღმნიშვნელს, რომელიც წარმოდგენილია მ-ზ-ე ბგერათმიმდევრობის სახით. ეს
მიმდევრობა ხსენებული აღსანიშნის ენობრივი გამოხატულებაა. აღმნიშვნელის მიმართებას
აღსანიშნთან ეწოდება ენობრივი ნიშნის მნიშვნელობა. v

2. მორფოლოგიური ანალიზის პრინციპები (15 ქულა)

შედგენილ ფორმათა უფრო მარტივ ერთეულებად დაშლა, ისევე როგორც ალომორფების


გაერთიანება მორფემულ კლასებად, ხშირად საკმაოდ რთულ პროცედურას წარმოადგენს.
მორფების მორფემად გაერთიანება ხორციელდება რამდენიმე წესის მიხედვით, რომელთაც
მორფოლოგიური ანალიზის პრინციპები ეწოდებათ.

1. მორფები, რომლებიც მათთვის დამახასიათებელ ყველა პოზიციაში გამოირჩევიან საერთო


სემანტიკური განსხვავებულობით და იდენტური ფონემური შედგენილობით, შეადგენენ ერთ
მორფემას, ანუ წარმოადგენენ ერთი მორფემის ალომორფებს.

განვიხილოთ ენობრივი ფორმები: ბავშვ-ს, მზე-ს, ადამიან-ს. ეს „-ს“ მორფები საერთო სემანტიკური
განსხვავებულობით, ანუ ერთი და იმავე მნიშვნელობით გამოირჩევიან და იდენტური ფონემური
შედგენილობისანი არიან ყველა პოზიციაში; ამდენად, ეს მორფები ერთ მორფემას განეკუთვნება.
ახლა განვიხილოთ სხვა ენობრივი ფორმები: აშენებ-ს, წერ-ს, ფიქრობ-ს. ამ ენობრივ ფორმებში
წარმოდგენილი „-ს“ მორფები გამოხატულების თვალსაზრისით ემთხვევა პირველი წყების
ენობრივი ფორმების შემადგენლობაში არსებულ „-ს“ მორფებს, მაგრამ, ამის მიუხედევად ისინი ორ
სხვადასხვა მორფემას განეკუთნებიან, რადგან სრულიად განსხვავებულია მათი სემანტიკა, ანუ
მნიშვნელობა (პირველ შემთხვევაში ეს არის მიცემითი ბრუნვის ნიშანი, მეორე შემთხვევაში - მესამე
სუბიექტური პირის ნიშანი).
2. მორფები, რომლებიც საერთო სემანტიკური განსხვავებულობით გამოირჩევიან, ოღონდ
ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფონემური შედგენილობით, შეადგენენ ერთ მორფემას, თუ ეს
ფორმალური განსხვავება მათ შორის ფონოლოგიურად არის შეპირობრული.

მორფემა შედგება ფონოლოგიურად შეპირობებული ალომორფებისგან, ეს იმას ნიშნავს, რომ


შეიძლება დადგინდეს ის მიზეზები, რომლებიც განაპირობებენ მორფებს შორის ფორმალურ
განსხვავებას. მაგალითად, ქართულში გამოიყოფა მოთხრობითი ბრუნვის „-მა“ და „-მ“ მორფები
(კაც-მა; დედა-მ). განსხვავება ამ მორფების ფონემურ შედგენილობაში განისაზღვრება წინა მორფის
ბოლოკიდური ფონემით - თანხმოვნის შემდეგ „-მა“ მორფი ვლინდება, ხმოვნის შემდეგ კი - „-მ“.
საერთო მნიშვნელობის ეს მორფები ერთ მორფემას შეადგენენ, რადგან ფორმალური განსხვავება
მათ შორის ფონოლოგიურად არის განპირობებული, ე.ი. მას ფონემური გარემოცვა განაპირობებს.
(ინგლისურის ენის მორფები im-, in-, ir-, il- ფონოლოგიურად არის შეპირბებულ, ამიტომ ერთი
მორფემის შემადგენლობაში შედიან. impossible, indecent, irregular, illegal)

3. მორფები, რომლებიც საერთო სემანტიკური განსხვავებულობით გამოირჩევიან და


ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფონემური შედგენილობის თვალსაზრისით, მაგრამ ისე, რომ მათი
ეს ფორმალური ურთიერთგანსხვავება არ არის შეპირობებული ფონოლოგიურად, შეადგენენ ერთ
მორფემას, თუ ა) იმყოფებიან დამატებითი დისტრიბუციის დამოკიდებულებაში და ბ)
მონაწილეობენ პარალელურ კონსტრუქციებში.

ერთი მორფი დამატებითი დისტრიბუციის დამოკიდებულებაში იმყოფება მეორე მორფთან, თუ


მათ არ გააჩნიათ არცერთი საერთო პოზიცია. მორფების მონაწილეობა პარალელურ
კონსტრუქციებში ნიშნავს იმას, რომ ეს მორფები წარმოდგენილია ერთი და იმავე სტრუქტურული
რიგის ფორმებში. საერთო სტრუქტურული რიგის კუთვნილებად მიიჩნევა ისეთი ფორმები,
რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებიან გამონათქვამებში სტრუქტურის, გრამატიკული სისწორის
დაურღვევლად. საერთო სტრუქტურულ რიგს ქმნის, მაგალითად, ისეთი ფორმები როგორებიცაა
„კაცს“, „ბავშვს“, „ღვინოს“, „ცას“, ა.შ, რადგან ისინი ისე ჩაენაცვლებიან ერთმანეთს გამონათქვამში,
რომ არ არღვევან მის სტრუქტურას, გრამატიკულ სისწორეს. შეიძლება ასეთი ჩანაცვლების შედეგად
მივიღოთ აზრს მოკლებული გამონათქვამი, მაგრამ გრამატიკული თვალსაზრისით ეს მაინც სწორი
წინადადება იქნება. (მაგ., „ბავშვს სძინავს“ – ბავშვი ჩავანაცვლოთ ღვინით -„ღვინოს სძინავს“ -
მივიღეთ შინაარსობლივად არასწორი, მაგრამ სტრუქტურულად გამართული წიადადება).

ინგლისური boys, roses, oxen, mice ქმნიან საერთო სტრუქტურულ რიგს, რადგან კონსტრუქციის
დარღვევის გარეშე შეენაცვლებიან ერთმანეთს გამონათქვამებში. –en მორფი გამოირჩევა საერთო
სემანტიკური განსხვავებულობით და ფონემურად განსხვავებულია სხვა იმავე სტრუქტურულ
რიგში მყოფი ფორმებისგან. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს განსხვავება ფონოლოგიურად არის
შეპირობებული, რადგან ანალოგიური ფონოლოგიური აგებულების სხვა ფორმებში დასტურდება -
es ალომორფი (fox-es /ox-en). ასეთ შემთხვევაში ვიტყვით, რომ ალომორფთა განაწილება
შეპირობებულია მორფოლოგიურად. -en და -es ერთი მორფემის ალომორფებს წარმოადგენენ,
რადგან იმყოფებიან დამატებითი დისტრიბუციის დამიკიდებულებაში და მონაწილეობენ
პარალელურ კონსტრუქციებში.

3. განმარტეთ ტერმინები: ფონი, ალოფონი, ფონემა (5 ქულა)

მეტყველების ნაკადის ბგერებად დანაწევრების, სეგმენტაციის შედეგად გამოყოფილ ფონეტიკურ


ელემენტს შეიძლება ფონი (ბერძ. „ბგერა“) ვუწოდოთ. ყველა იმ ფონს (ბგერას) რომლელთა სახითაც
ვლინდება მოცემული ფონემა, ეწოდება ამ ფონემის ალოფონები (ბერძ. „სხვა“ ).

სამეტყველო ბგერა და ფონემა ურთიერთგანსხვავებული ერთეულებია, რადგან მეტყველების


პროცესში წარმოქმნილი ბგერათა რაოდენობა უსასრულოდ დიდია, ხოლო ფონემათა რაოდენობა -
სასრული (ქართულის შემთხვევაში 33 ფონემა). სამეტყველო ბგერასა და ფონემას შორის განსხვავება
ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: ფონემა ერთგვარად აბსტრაქტული ერთეულია, ხოლო სამეტყველო
ბგერა მის კონკრეტულ რეალიზაციას წარმოადგენს. სამეტყველო ბგერათა დახასიათება
შესაძლებელია განხორციელდეს გარკვეული ნიშნების მიხედვით. დახასიათება გულისხმობს
ისეთი ნიშების შერჩევას, რომელთა ერთობლიობა ცალსახად განსაზღვრავს მას და განასხვავებს
ყველა სხვა სამეტყველო ბგერისაგან. მაგ., ბგერა, რომლის გრაფიკული სიმბოლო არის „ბ“ შეიძლება
დახასიათდეს როგორც ბილაბიალური ანუ წყვილბაგისმიერი, მჟღერი, ხშულ-მსკდომი. ამ ნიშანთა
ერთობლიობა ცალსახად ახასიათებს მოცემულბგერას და განარჩევს მას სხვა სამეტყველო
ბგერებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ენაში არსებობს უსასრულოდ დიდი რაოენობა ობიექტურად
ერთმანეთისგან განსხვავებული სამეტყველოო ბგერებისა, მაინც შესაძლებელია ყოველი
სამეტყველო ბგერის იდენტიფიკაცია ანუ ცნობა, ამოცნობა და ეს ხორციელდება კონკრეტული
ბგერისათვის დამახასიათებელი არსებითი ნიშნების საშუალებით, რომელთა ერთობლიობა
ცალსახად განსაზღვრავს მას. იმ არსებით ნიშნებს, რომლებიც მონაწილეობენ სამეტყველო ბგერათა
დახასიათებაში და რომელთა მეშვეობითაც ბგერები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ეწოდებათ
დისტინქციური ანუ განმასხვავებელი ნიშნები. ყველა სამეტყველო ბგერა, რომელიც ხასიათდება
დისტინქციურ ნიშანთა ერთი და იმავე ერთობლიობით, განეკუთნება ერთ სიმრავლეს, ერთ კლასს.
ბგერათა ასეთ კლასს ეწოდება ფონემა, ხოლო თვითონ ამ ბგერებს, რომლებიც ერთ კლაში არიან
გაერთიანებულნი განმასხვავებელ ნიშანთა ერთი და იმავე ერთობლიობის საფუძველზე - ამ
ფონემის გამოვლინებები, რეალიზაციები, ვარიანტები ანუ ალოფონები.

ფონემა, როგორც კლასი ისეთი სამეტყველო ბგერებისა, რომლებიც გამოირჩევიან განმასხვავებელ


ნიშანთა ერთი და იმავე ერთობლიობით, შესაძლებელია განისაზღვროს, როგორც სწორედ ამ
დისტინქციურ ნიშანთა ერთობლიობა. ის საერთო, რაც ერთ კლასად, ერთ ფონემად აერთიანებს
ცალკეულ სამეტყველო ბგერებს, არის ერთობლიობა ამ ბგერებისათვის დამახასიათებელი ერთი და
იმავე განმასხვავებელი ნიშნებისა და, ამდენად, ფონემა შეიძლება განისაზღვროს სწორედ ასე -
როგორც ერთობლიობა განმასხვავებელი ნიშნებისა.
4.განასხვავეთ პიქტოგრაფიული და სილაბური დამწერლობები (5 ქულა)

პიქტოგრაფიული დამწერლობა. ტერმინი პიქტოგრაფია რთული სიტყვაა და შედგება ლათინური


სიტყვისა pictus „დახატული“ და ბერძნული საგან graphō „ვწერ“. პიქტოგრაფიული წერა აზრის
ფიქსაციის ყველაზე ძველი საშუალებაა, რომელსაც ადამიანი იყენებდა საკომუნიკაციოდ.
სპეციალისტთა აზრით, პიქტოგრაფიული წერის ჩასახვა და მისი ფორმირება მოხდა ნეოლითის
ეპოქაში, არა უადრეს 8 -6 ათასწლეულისა ძველი წელთაღრიცხვით. წერის პიქტოგრაფიული
პრინციპი გულისხმობს ნახატების საშუალებით კომუნიკაციას. . პიქტოგრაფიულ დამწერლობაში
პიქტოგრამა ასე თუ ისე გავს იმ საგანს, რომელსაც ის აღნიშნავს. ანუ, პიქტოგრაფიული
დამწერლობა იკონურობის პრინციპს ემყარება, შესაბამისად, პიქტოგრამა იკონური ნიშანია.
პიქტოგრაფიული დამწერლობა, მართალია, დამწერლობის უძველესი საფეხურია, მაგრამ იგი
დღესაც გამოიყენება. რეკლამები, რომლებიც მაღაზიების ფირნიშნებზეა გაკეთებული,
მიგვანიშნებენ იმაზე, თუ რა იყიდება ამა თუ იმ მაღაზიაში.

სილაბური დამწერლობა – დამწერლობის სახეობა, რომელშიც აღინიშნება მარცვლები და არა


ფონემები. ერთი გრაფიკული ნიშანი წარმოადგენს ერთ სილაბემას (მარცვალს). არსებობს წმინდა
სილაბური და იდოეგრაფიულ-სილაბური დამწერლობები. წმინდა სილაბური დამწერლობის
საუკეთესო ნიმუშია ძველი ინდური დამწერლობა დევანაგარი. დევანაგარის თითქმის ყველა
ნიშანი გამოხატავს მარცვალს ა გახმოვანებით (პა, ბა, და, ტა,... ა.შ.). იდოეგრაფიულ-სილაბური
დამწერლობებია იაპონური, ძველი კორეული, გვიანდელი სოლისებრი (აქადური,
ხეთური).დამწერლობის ისტორიაში უდიდესი მონაპოვარი იყო მოგვიანებით შექმნილი ძვ.
სემიტური სილაბურ–კონსონანტური წერითი სისტემა, რო– მელმაც საფუძველი ჩაუყარა წერის
განვითარების ახალ ეტაპს და ნიადაგი შეუმზადა თვისებრივად განსხვავებულ წერით სისტემას
ანბანს. ეს სისტემა პარადიგმატულად კონსონანტურია, სინტაგმატურად კი სილაბური.

ბილეთი 2

1. ფერდინანდ დე სოსიური ენის როგორც პირობით ბგერით ნიშანთა სისტემის შესახებ (15
ქულა)

ენა, როგორც ენათმეცნიერების ობიექტი, განისაზღვრება როგორც პირობით ბგერით ნიშანთა


სისტემა. ენის ამ განსაზღვრებაში შემავალი უკანასკნელი ოთხი სიტყვა ასახავს ენის
უმნიშვნელოვანეს ნიშან-თვისებებს. განვიხილოთ ისინი ცალ-ცალკე:

1. ენა არის სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ ენა არის რაღაც ელემენტების არა უბრალო სიმრავლე,
არამედ წარმოადგენს ისეთ ელემენტთა ერთობლიობას, რომელთა შორის განსაზღვრული
მიმართებები არსებობს. მიმართებები, რომლებიც ქმნიან, ერთი მხრივ, ენობრივი სისტემის
ცალკეული ელემენტების ღირებულებას, ხოლო, მეორე მხრივ, მთლიანი სისტემის შინაგან
სტრუქტურას. მიმართებები, რომლებიც ენობრივი სისტემის ელემენტებს შორის არსებობს,
ვლინდება მათ ისეთ ურთიერთკავშირში, როდესაც ერთი ელემენტის რაღაც ცვლილება იწვევს
მასთან დაკავშირებული სხვა ელემენტების მკაცრად განსაზღვრულ ცვლილებებს. მაგალითად,
ავიღოთ ასეთი მიმდევრობა: „კაცი აშენებს სახლს“ , რომელშიც მთავარ ელემენტად მივიჩნიოთ
„აშენებს“. ადვილი დასანახია, რომ ეს მიმდევრობა წარმოადგენს სტრუქტურას მის ელემენტებს
შორის განსაზღვრული მიმართებებით, სადაც მისი მთავარი ელემენტის ცვლილებას თან ახლავს
მასთან დაკავშირებული ელემენტების აუცილებელი ცვლილებები. „კაცმა ააშენა სახლი“.

2. ენა არის ნიშანთა სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ ენობრივი სისტემა ისევე, როგორც ყოველი
სისტემა შედგება ელემენტებისაგან და ამ ელემენტებად გვევლინებიან ენობრივი ნიშნები. ენობრივი
ნიშანი შეიძლება განისაზღვროს როგორც განუყოფელი ერთიანობა, ურღვევი მთლიანობა
აღსანიშნისა და აღმნიშვნელისა, რომელთაც ,,ენობრივი ნიშნის შემადგენლები“
ეწოდებათ.აღსანიშნი არის გარეენობრივი ობიექტური სამყაროს კუთვნილება- საგანი, მოვლენა,
პროცესი, თვისება, მიმართება და სხვა, ხოლო აღმნიშვნელი არის აღსანიშნის ენობრივი
გამოხატულება. მაგ., „მზე“ განსაზღვრებს თანახმად, ენობრივ ნიშანს წარმოადგენს, რადგან იგი
შეიცავს ორივე შემადგენელს -აღსანიშნს (ეს არის კოსმიური სხეული, რომელიც ანათებს, ათბობს,
სასიცოცხლო ენერგიას ანიჭებს ყოველ სულდგმულს) და აღმნიშვნელს, რომელიც წარმოდგენილია
მ-ზ-ე ბგერათმიმდევრობის სახით. ეს მიმდევრობა ხსენებული აღსანიშნის ენობრივი
გამოხატულებაა. აღმნიშვნელის მიმართებას აღსანიშნთან ეწოდება ენობრივი ნიშნის მნიშვნელობა.

3. ენა არის ბგერით ნიშანთა სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ ენობრივმა ნიშანმა თავისი ფუნქცია რომ
შეასრულოს, ნიშნობა რომ გასწიოს, მას უნდა ჰქონდეს მატერიალურ-სუბსტანციური არსებობა. იგი
წარმოდგენილი უნდა იყოს ამა თუ იმ სუბსტანციით, რომელიც ზემოქმედებს ადამიანის
შეგრძნებებზე, მის გრძნობის ორგანოებზე და მხოლოდ ამ გზით შეიძლება აღიქვას ადამიანმა
ენობრივი ნიშანი. ენობრივი ნიშანი შედგება ბგერითი სუბსტანციისაგან, იგი წარმოდგენილია
ბგერითი სუბსტანციით. ბგერა არის ენობრივი ნიშნის მატერიალური არსებობის ფორმა. მაგრამ,
ბგერითი სუბსტანცია არ არის ერთადერთი სუბსტანცია, რომლისგანაც შედგება ენობრივი ნიშანი.
ბგერების გარდა ენობრივი ნიშანი მრავალი სხვა სუბსტანციით შეიძლება იყოს წარმოდგენილი,
მაგ., გრაფიკული, ფერითი, მოტორული, იმპულსური და ა.შ. მიუხედავად ამისა ჩვენ ვამბობთ, რომ
ენა არის ბგერით ნიშანთა სისტემა იმიტომ, რომ ენობრივი ნიშნის ბგერითი სუბსტანცია არის
ამოსავალი, პირველადი, ხოლო ყველა დანარჩენი მეორეულია და ბგერით სუბსტანციაზეა
დამოკიდებული.

4. ენა არის პირობით ბგერით ნიშანთა სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ კავშირი ენობრივი ნიშნის
შემადგენლებს, აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორს ნებისმიერი, თავისუფალი, არამოტივირებულია
ანუ პირობითია. ამგვარი კავშირი ნიშნავს, რომ აღმნიშვნელი არ განისაზღვრება აღსანიშნის
ფიზიკური ბუნებით, არც გეომეტრიული ფორმით, არც ფილოსოფიური რაობითა თუ არსით და
არც რომელიმე სხვა თვისებით. ამ თვალსაზრისით, ენობრივი ნიშნის შემადგენლებს შორის კავშირი
თავისუფალია - აღსანიშნში არაფერია ისეთი, აღმნიშვნელის კონკრეტულ სახეს, მის ბგერით
შედგენილობას რომ განსაზღვრავდეს. მაგალითად, თუ განვიხილავთ ერთ ასეთ აღსანიშნს,
რომელიც ქიმიის სიმბოლურ ენაზე გამოისახება როგორც H2O, აღმოვაჩენთ, რომ მას სრულიად
განსხვავებული ბგერითი შედგენილობის აღმნიშვნელები შეესაბამება სხვადასხვა ენაში. მაგ,.
ქართულში ამ აღსანიშნის შესაბამისი აღმნიშვნელი წარმოდგენილია წ-ყ-ა-ლ-ი
ბგერათმიმდევრობის სახით. ამისგან სრულიად განსხვავებული ამავე აღსანიშნის შესაბამისი
აღმნიშვნელი ინგლისურში-water, ფრანგულში-eau, ლათიურში-aqua, თურქულში-su,
გერმანულში-wasser, რუსულში-вода და სხვა. როგორც ვხედავთ, ერთსა და იმავე აღსანიშნს
სხვადასხვა ენაში შეესაბამება ბგერითი შედგნილობის თვალსაზრისით ერთმანეთისგან სრულიად
განსხვავებული აღმნიშვნელები. ასეთი ვითარება სწორედ იმის დამადასტურებელია, რომ
აღსანიშნის ბუნება, მისი ფიზიკური თვისებები თუ ქიმიური შედგენილობა არაფრით არ აისახება
აღმნიშვნელებში. აღმნიშვნელი არ წარმოადგენს აღსანიშნის ხატს, რომელიც ზუსტად, უცვლელად
იმეორებს მის ნიშან-თვისებებს. სწორედ იმის გამო, რომ აღსანიშნი თავისი ბუნებით, მისი არც ერთი
ნიშან-თვისებით არ აისახება აღმნიშვნელში, ამბობენ, რომ ენობრივი ნიშანი არის პირობითი.

Ø მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ უნდა აყენებდეს ამ დებულებას ენობრივი ნიშნის
პირობითობის შესახებ. საქმე ისაა, რომ ყველა ენაში არსებობს გარკვეული სიმრავლე
ონომატოპოეტური ანუ ხმაბაძვითი სიტყვებისა. აღმნიშვნელი თავისი ბგერითი შედგენილობით
უახლოვდება აღსანიშნის ამა თუ იმ მხარეს, ნიშან-თვისებას. მაგ., კაკუნი, ბრახუნი, ყიყლიყო, baa-
baa. ასეთი სიტყვების არსებობის მიუხედავად განხილული დებულება ენობრივი ნიშნის
პირობითობის შესახებ მაინც ძალაში რჩება, რამდენადაც, ჯერ ერთი, ამგვარი სიტყვების
რაოდენობა ენაში არ არის დიდი; მეორე, რაც უფრო არსებითია, ასეთი სიტყვებიც კი
ერთმანეთისგან განსხვავებული ბგერითი შედგენილობისანი არიან სხვადასხვა ენაში. მაგ.,
გუგული, cu-coo (ინგლ.), кукушка (რუს.)

2. ძირი, ფუძე და აფიქსი. ფლექსიური და დერივაციული აფიქსები (15 ქულა)

ფუნქციის მიხედვით განარჩევენ ორი ტიპის მორფოლოგიურ კონსტრუქციებს. თუ რთული ფორმა


მარტივი, ერთმორფიანი ფორმის გრამატიკული ეკვივალენტია, ანუ, თუ იგი წინადადებაში იმავე
სტრუქტურულ როლს ასრულებს, რასაც მარტივი ფორმა, და ერთის მეორით შეცვლისას
წინადადების სტრუქტურა არ ირღვევა, ვიტყვით, რომ ეს რთული ფორმა მასში შემავალი მარტივი
ფორმისაგან მიღებულია დერივაციით (ლათ. „გამოყვანა“) ანუ წარმოქმნით.

თუ რთული ფორმა არ არის მარტივი ფორმის გრამატიკული ეკვივალენტი (ე. ი. თუ მას მარტივი
ფორმით ვერ ჩავანაცვლებთ) მისთვის დამახასიათებელ არც ერთ კონსტრუქციაში, ვიტყვით, რომ
ეს რთული ფომა მასში შემავალი მარტივი ფორმისგან მიღებულია ფლექსიით (ლათ. „მოხრა“) ანუ
მიმოხრით.

განვიხილოთ ინგლისური manly „კაცური“ და beautiful „მშვენიერი“ სიტყვები. ისინი


გრამატიკულად ეკვივალენტურია ისეთი მორფებისა, როგორიც არის good „კარგი“, bad „ცუდი“: ეს
ფორმები ერთმანეთის ნაცვლად შეიძლება ვიხმაროთ მათთვის დამახასიათებელ ნებისმიერი
კონსტრუქციაში ისე, რომ გრამატიკული სტრუქტურა არ დაირღვეს. მაგალითად, a manly deed
„კაცური საქციელი“ – a good deed „კარგი საქციელი“, a beautiful child „მშვენიერი ბავშვი“ – a bad child
„ცუდი ბავშვი“ და სხვ. აქ საუბარი არ არის სიტყვათა შინაარსობრივი, სემანტიკური
ეკვივალენტობის შესახებ. შენაცვლების შედეგად ზოგჯერ მივიღებთ კონსტრუქციას, რომელიც
ჩვეულებრივი მეტყველების დროს არ შეგვხვდება. მაგალითად, ნორმალურია a good lecture „კარგი
ლექცია“, მაგრამ სრულიად არაბუნებრივია a manly lecture „კაცური ლექცია“, თუმცა ინგლისური
ენის სტრუქტურული ნორმების თვალსაზრისით ორივე გამონათქვამი სწორია. შეიძლება
დავასკვნათ, რომ manly მიღებულია დერივაციით მასში შემავალი მარტივი ფორმისგან man „კაცი“.

სულ სხვა სურათი გვაქვს ისეთი რთული ფორმების შემთხვევაში, როგორიც არის, მაგალითად,
ინგლისური dogs „ძაღლები“, რომელსაც მარტივი ფორმები არ შეენაცვლება. მაგალითად, dogs are
barking „ძაღლები ყეფენ“ წინადადებაში dogs „ძაღლები“ რომას არ შეიძლება შეენაცვლოს dog
„ძაღლი“ ან სხვა მარტივი ფორმა. ეს რთული ფორმები ფლექსიით არის მიღებული.

ენებში, რომლებშიც არ არსებობს განსხვავება დერივაციული და ფლექსიური ტიპის


კონსტრუქციებს შორის, რთულ ფორმათა შემადგენელი მორფები სამ ძირითად ჯგუფად იყოფა:

1. ყველაზე მრავალრიცხოვანია იმ მორფების ჯგუფი, რომლებიც გვხვდება როგორც დერივაციულ,


ისე ფლექსიურ კონსტრუქციებში. ქართულში (ასევე ლათინურში და სხვა ენებში) ეს მორფები
უმეტეს შემთხვევაში ბმულია, ინგლისურში, ფრანგულში, გერმანულსა და სხვა ენებში − უფრო
ხშირად თავისუფალი: მაგალითად, ქართ. კაც−, სახლ−, თამაშ−, ინგლ. man „კაცი“, house „სახლი“,
play „თამაში“ და სხვ.

2. მორფები, რომლებიც ერთვის პირველი ჯგუფის მორფებს დერივაციული კონსტრუქციების


საწარმოებლად. ამ მორფებს დერივაციული ანუ სიტყვაწარმოებითი მორფები ეწოდება. ისინი
ყოველთვის ბმულია. ასეთია, მაგალითად, ქართ. სა−...−ე: საქაღალდე, სამარილე; −ობა: ცელქობა,
ძმობა; ინგლ -ly: manly „კაცური“, daily „ყოველდღიური“, -ness: goodness „სიკეთე“, darkenss
„სიბნელე“ და სხვ.

3. შედარებით მცირერიცხოვანი მორფები, რომლებიც უკავშირდება პირველი ჯგუფის მორფს ან


პირველი და მეორე ჯგუფის მორფების მიმდევრობას ფლექსიური კონსტრუქციების
საწარმოებლად. ამ მორფებს ფლექსიური ანუ ფორმაწარმომქმნელი (ფორმამცვლელი) მორფები
ეწოდება. ისინიც ყოველთვის ბმულია: მაგალითად, ქართ. −მა: კაცმა, დიდმა, ვ−: ვწერ, ვფენ; ინგლ.
–s: dogs „ძაღლები“, tables „მაგიდები“, ed: played „ითამაშა“, helped „დაეხმარა“ და სხვ.

პირველ ჯგუფში გაერთიანებულ მორფებს ძირები ეწოდება, დანარჩენებს − აფიქსები (ლათ.


„მიმაგრებული“). აფიქსები ერთვის ძირებს რთული ფორმების საწარმოებლად. Ჩისი რამდენიმე
სახეობა არსებობს. 1. აფიქსს, რომელიც ძირს თავში დაერთვის, ეწოდება პრეფიქსი (თავსართი); მაგ.,
ვ-წერ, და-წერ, სა-წერი, ნა-წერი; 2. აფიქსს, რომელიც ძირს ბოლოში დაერთვის, ეწოდება სუფიქსი
(ბოლოსართი); მაგ., წერ-ს, სახლ-ში, მზ-ის, ძმა-მ ;3. აფიქსს, რომელიც რთულ ფორმაში ფუძეებს
აერთიანებს, ეწოდება ინტერფიქსი; მაგ., ასეთია რუსულის -о- შედგენილ ფორმებში: сам-олет, язык-
о-знание; 4. აფიქსს, რომელიც ძირს ხლეჩს და ძირის შიგნით არის ჩართული, ინფიქსი ეწოდება; მაგ.,
ვ-ნახე >ნა-ვ-ხე (დიალ.), კლ-ვ-ა>კ-ვ-ლ-ა; 5. ინფიქსების რთული ფორმაა ტრანსფიქსები, ისინი
ხლეჩენ ძირს და თვითონაც იხლიჩებიან; მაგ., სემიტურში (კერძოდ, არაბულში) ერთი
გრამატიკული შინაარსის გამომხატველი რამდენიმე ხმოვნის ჩართვა სამთანხმოვნიან ძირში: k-i-t-
ā-b (წიგნი), k-a-t-a-b-a (დაწერა), k-u-t-i-b-a (დაიწერა); 6. ცირკუმფიქსი ძირს „სარტყელის მსგავსად
წრესავით“ შემოერტყმება (ე.წ. თავსართ-ბოლოსართი); მაგ., სა-სადილ-ო, მე-თევზ-ე, სა-მელნ-ე, სი-
კეთ-ე... (სა-ო, მე-ე, სა-ე, სი-ე სახის ფორმები ერთიანია - ერთ აფიქსს წარმოადგენენ, რომელიც
გახლეჩილია ძირით), ამ მხრივ განსაკუთრებით პროდუქტიულია ქართული ენა.

ფლექსიური აფიქსები შეიძლება დაუკავშირდნენ დერივაციული აფისქსებით გართულებულ ძირს


− ფუძეს. ფუძე არის სიტყვის ის ნაწილი, რომელიც იწარმოება ძირზე დერივაციული აფიქსების
დართვით; იგი უცვლელია ერთი ფლექსიური პარადიგმის ფარგლებში. საერთო ფუძის მქონე
ფორმები ფლექსიურ პარადიგმაში ერთმანეთს ფლექსიური აფიქსებით უპირისპირდება:
მაგალითად, თავისუფალი ფორმა კაცური იშლება კაც− (ძირი), −ურ (დერივაციული აფიქსი) და −ი
(ფლექსიური აფიქსი) ფორმებად. კაც− ძირზე −ურ დერივაციული აფიქსის დართვით იწარმოება
კაცურ− ფუძე, რომელიც წარმოდგენილია ფლექსიურ პარადიგმაში: კაცურ−ი, კაცურ−მა, კაცურ−ს
და ა. შ. მაშასადამე, ფუძე არის ფლექსიური პარადგიგმის ფორმათა ის საერთო ნაწილი, რომელიც
რჩება ფლექსიურ აფიქსთა ჩამოცილების შედეგად.

ყოველი ძირი ამავე დროს შეიძლება ფუძე იყოს (მას ფლექსიური აფიქსები შეიძლება დაერთოს),
მაგრამ ყოველი ფუძე არ არის ძირი. ის შეიძლება ერთზე მეტ მორფს შეიცავდეს. მაგალითად კაც−
არის ძირიცა და ფუძეც, ხოლო კაც−ურ− ფუძეა, მაგრამ არა ძირი. ისეთ ენებში, რომლებსაც არ
გააჩნიათ ფლექსიური აფიქსები (მაგ. ჩინურში), ფუძისა და ძირის გარჩევა არ ხდება.

ფლექსიასა და დერივაციას ერთმანეთისგან რამდენიმე თვისება განასხვავებს. კერძოდ: ფლექსია არ


ცვლის სიტყვის პარადიგმატულ კლასს, ხოლო დერივაციამ შეიძლება გადაიყვანოს სიტყვა სხვა
პარადიგმატულ კლასში. მაგალითად, მხიარული ~ მხიარულება, მადლი ~ მადლიანი. ფლექსია
უფრო „გარეგანია“, არ მონაწილეობს სიტყვის შინაგანი სტრუქტურის შექმნაში, ხოლო დერივაცია
განაპირობებს სიტყვის პარადიგმატულ სტრუქტურას. ფლექსიის „გარეგანი“ ხასიათი იმაშიც
აისახება, რომ დერივაციული აფიქსები ხშირად ძირთად უფრო ახლო პოზიციას იკავებენ, ვიდრე
ფლექსიური აფიქსები.

3. განმარტეთ ტერმინები: მორფი, ალომორფი, მორფემა (5 ქულა)

ენობრივი სისტემის მორფოლოგიურ დონეზე გამოიყოფა გარკვეული ერთეულები – მორფები.


მორფი შეიძლება განისაზღვროს, როგორც მნიშვნელობის მქონე მინიმალური, უმცირესი ენობრივი
ფორმა, რომელიც უკვე აღარ იშლება მნიშვნელობის მქონე უფრო მცირე ერთეულებად. ერთნაირი
მნიშვნელობის მქონე მორფები ერთიანდებიან გარკვეულ კლასებად – მორფემებად. მორფემა არის
ისეთი ენობრივი ერთეული, რომელსაც აქვს ორი პლანი - შინაარსისა და გამოხატულების პლანი.
მორფემა, როგორც ორპლანიანი ერთეული განსხვავდება ფონემისგან, რომელსაც არ გააჩნია
მნიშვნელობა. მორფემა განისაზღვრება, როგორც მორფების კლასი. იგი შეიცავს განსაზღვრული
სემანტიკური იდენტურობის (მსგავსი მნიშვნელობის) საფუძველზე გაერთიანებულ მორფებს,
რომლებსაც ამ მორფემის ალომორფები ეწოდებათ.
4.განასხვავეთ პირიანობა და ვალენტობა (5 ქულა)

ზმნის პირიანობა და ვალენტობა არსებითად განსხვავებული სტრუქტურული მახასიათებლებია,


რომლებიც შესაბამისად ზმნური კონსტრუქციის მორფოლოგიურ აგებულებას და სინტაქსურ
კავშირებს ასახავენ.

ქართული ზმნის ძირითადი თვისებაა მრავალპირიანობა : ერთსა და იმავე დროს ზმნა შეიძლება
მორფოლოგიურად დაკავშირებული იყოს რამდენიმე პირთან ე.ი. ზმნაში აისახოს რამდენიმე პირი
- სუბიექტური და ობიექტური . შესაბამისად ზმნა შეიძლება იყოს ერთპირიანი , ორპირიანი და
სამპირიანი . რაც შეეხება ვალენტობას . იგი სინტაქსური კატეგორიაა. ეს არის ზმნის უნარი შეიწყოს
აქტანტების განსაზღვრული რაოდენობა . ზმნამ შეიძლება არ შეიწყოს არცერთი აქტანტი , ამ
შემთხვევაში ის უვალენტოა . თუ ერთ აქტანტს შეიწყობს ერთვალენტიანია, თუ ორს-
ორვალენტიანი. აქტანტები იმ პირებისა და საგნების აღმნიშვნელი სახელებია , რომლებიც ამა თუ
იმ სახით მონაწილეობენ ზმნით გადმოცემულ მოქმედებაში . ყოველ ზმნას შეიძლება
დაუკავშირდეს აქტანტების გარკვეული რაოდენობა ; ზმნის ამ უნარს ვალენტობა ეწოდება .

ბილეთი 3

1. ნიშნის პირობითობის საკითხი: ანტიკური და თანამედროვე თეორიები. (15 ქულა)

ენობრივი ნიშნის სახელდების შესახებ განსხვავებული აზრები ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან
არსებობს, არსებობდა ორი შეხედულება. ბერძენ ფილოსოფოსთა ნაწილი ფიქრობდა, რომ საგნების
სახელდება ხდება პირობითად, ჩვენივე შეთანხმებით, ამ თეორიას ეწოდება თესეი (thesei-
შეთანხმება). ფილოსოფოსთა სხვა ნაწილი მიიჩნევდა, რომ აღმნიშვნელის მიმართება აღსანიშნთან
მოტივირებულია, ამ თეორიას ეწოდება ფუსეი (physei-ბუნებითი) - სახელდება ხდება არა
შეთანხმებით, არამედ საგნის ბუნებიდან გამომდინარე.

ენობრივი ნიშნის პირობითობა გულისხმობს, რომ კავშირი ენობრივი ნიშნის შემადგენლებს,


აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორს ნებისმიერი, თავისუფალი, არამოტივირებულია ანუ პირობითია.
ამგვარი კავშირი ნიშნავს, რომ აღმნიშვნელი არ განისაზღვრება აღსანიშნის ფიზიკური ბუნებით,
არც გეომეტრიული ფორმით, არც ფილოსოფიური რაობითა თუ არსით და არც რომელიმე სხვა
თვისებით. ამ თვალსაზრისით, ენობრივი ნიშნის შემადგენლებს შორის კავშირი თავისუფალია -
აღსანიშნში არაფერია ისეთი, აღმნიშვნელის კონკრეტულ სახეს, მის ბგერით შედგენილობას რომ
განსაზღვრავდეს. მაგალითად, თუ განვიხილავთ ერთ ასეთ აღსანიშნს, რომელიც ქიმიის სიმბოლურ
ენაზე გამოისახება როგორც H2O, აღმოვაჩენთ, რომ მას სრულიად განსხვავებული ბგერითი
შედგენილობის აღმნიშვნელები შეესაბამება სხვადასხვა ენაში. მაგ,. ქართულში ამ აღსანიშნის
შესაბამისი აღმნიშვნელი წარმოდგენილია წ-ყ-ა-ლ-ი ბგერათმიმდევრობის სახით. ამისგან
სრულიად განსხვავებული ამავე აღსანიშნის შესაბამისი აღმნიშვნელი ინგლისურში-water,
ფრანგულში-eau, ლათიურში-aqua, თურქულში-su. გერმანულში-wasser, ესპანურში-agua,
იაპონურში-მიძუ, სვანურში-ლიც, სომხურში -ჯურ, რუსულში-вода, ჩაჩნურში-ხი, ხუნძურში -
ლ`ინ. როგორც ვხედავთ, ერთსა და იმავე აღსანიშნს სხვადასხვა ენაში შეესაბამება ბგერითი
შედგნილობის თვაალსაზრისით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული აღმნიშვნელები. ასეთი
ვითარება სწორედ იმის დამადასტურებელია, რომ აღსანიშნის ბუნება, მისი ფიზიკური თვისებები
თუ ქიმიური შედგენილობა არაფრით არ აისახება აღმნიშვნელებში. აღმნიშვნელი არ წარმოადგენს
აღსანიშნის ხატს, რომელიც ზუსტად, უცვლელად იმეორებს მის ნიშანთვისებებს. სწორედ იმის
გამო, რომ აღსანიშნი თავისი ბუნებით, მისი არცერთი ნიშანთვისებით არ აისახება აღმნიშვნელში,
ამბობენ, რომ ენობრივი ნიშანი არის პირობითი.ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსმა პლატონმა ამ
პრობლემას სპეციალური დიალოგიც (კრატილი) კი მიუძღვნა, სადაც მოტანილია არგუმენტები
როგორც ერთი, ისე მეორე თეორიის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ, მაგრამ პასუხი მაინც
ორჭოფულია, რადგანაც პლატონი ვერც ერთ ამ თეორიას ვერ აძლევს უპირატესობას. მხოლოდ
სიკვდილის წინ დაწერილ წერილში აღიარა პლატონმა კონვენციონალური თეორიის უპირატესობა.
მეორე დიდი ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე აშკარად ანიჭებდა უპირატსობას ნიშნის
კონვენციონალურ თეორიას. დავა ენობრივი ნიშნის შესახებ გრძელდებოდა საუკუნეების
განმავლობაში, რადგანაც ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში გადაუჭრელი დარჩა ერთი მეტად
პრინციპული მნიშვნელობის საკითხი. საქმე ისაა, რომ თუ კონვენციონალური თეორია სწორია, ე.
ი. თუ საგნების სახელდება ხდება პირობითად, ჩვენი შეთანხმებით, მაშინ რატომ არაა შესაძლებელი
ნიშანთა შეცვლა ჩვენი ნება-სურვილის მიხედვით.

ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ იძლეოდა ვერც ანტიკური და ვერც შუა საუკუნეების ფილოსოფია და
ლინგვისტიკა.

ჩვენთვის საინტერესო საკითხზე პასუხს იძლევა მხოლოდ ფერდინანდ სოსიური. იგი


მიუთითებს 4 გარემოებაზე, რომლებიც ხელს უშლიან ენობრივ ნიშანთა ცვლას ჩვენი ნება-
სურვილის მიხედვით.

1. ნიშნის პირობითობა - რადგანაც კავშირი აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის პირობითია,


ამიტომ არ დგას რაციონალურობის საკითხი. ენისათვის არსებითია თვითონ აღნიშვნის ფაქტი და
არა ის, თუ როგორ აღინიშნება ესა თუ ის ცნება.

2. ნიშანთა სიმრავლე - ყოველ ენაში ნიშანთა რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია. ამიტომ თუ
ნიშნებს საკუთარი ნება-სურვილით შევცვლიდით მივიღებდით ქაოსს.

3. ენობრივი სისტემის სირთულე - ენა მეტად რთული სისტემაა, მაგრამ იმათ, ვინც ამ სისტემით
ყოველდღიურად სარგებლობს, წარმოდგენა არ აქვთ ამ სისტემის შესახებ. მეორე მხრივ, სისტემის
გონივრულად შეცვლა ან სუსტემის ცოდნას გულისხმობს. ამიტომ თითქოს ენა შესაძლებელია
გონივრულად შევცვალოთ გრამატიკოსების და სხვა სპეციალისტების დახმარებით, მაგრამ
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამგვარ ცდებს რაიმე წარმატება არ მოჰყოლია.

4. ენობრივი კოლექტივის წინააღმდეგობა ყოველგვარი სიახლის მიმართ ენაში - ანის მიმართება


ინდივიდთან, როგორც ვნახეთ, იმპერატიულია, რადგანაც ენა სოციალური მოვლენაა. ენა
წარმოადგენს ყველას კუთვნილებას მოცემულ ენობრივ კოლექტივში, ამიტომ ყოველგვარი
ინდივიდუალური გადახვევა ენობრივი ნორმებიდან კოლექტივში წინააღმდეგობას იწვევს. ენა
არსებითად განსხვავდება სხვა სოციალური მოვლენებისგან, ამიტომ ენაში შეუძლებელია რაიმე
რევოლუციის მოხდენა.
მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელიც ეჭვსქვეშ უნდა აყენებდეს ამ დებულებას ენობრივი
ნიშნის პირობითობის შესახებ. საქმე ისაა, რომ ყველა ენაში არსებობს გარკვეული სიმრავლე
ონომატოპოეტური ანუ ხმაბაძვითი სიტყვებისა. ეს ისეთი ენობრივი ნიშნებია, რომლებშიც ერთ-
ერთი შემადგენელი - აღსანიშნი როგორღაც განსაზღვრავს მეორეს - აღმნიშვნელს: აღსანიშნის
რაღაც თვისება როგორღაც აისახება აღმნიშვნელში.აღმნიშვნელი თავისი ბგერითი შედგენილობით
უახლოვდება აღსანიშნის ამა თუ იმ მხარეს, ნიშანთვისებას. მაგ., კაკუნი, ბრახუნი, ყიყლიყო, baa-
baa. ასეთი სიტყვების არსებობის მიუხედავად განხილული დებულება ენობრივი ნიშნის
პირობითობის შესახებ მაინც ძალაში რჩება, რამდენადაც, ჯერ ერთი, ამგვარი სიტყვების
რაოდენობა ენაში არ არის დიდი; მეორე, რაც უფრო არსებითია, ასეთი სიტყვებიც კი
ერთმანეთისგან განსხვავებული ბგერითი შედგენილობისანი არიან სხვადასხვა ენაში. მაგ.,
გუგული, cu-coo (ინგლ.), кукушка (რუს.), kuckuck (გერმ.).

2. მორფემათა გამოყოფისა და გაერთიანების წესები (15 ქულა)

შედგენილ ფორმათა უფრო მარტივ ერთეულებად დაშლა, ისევე როგორც ალომორფების


გაერთიანება მორფემულ კლასებად, ხშირად საკმაოდ რთულ პროცედურას წარმოადგენს.
მორფების მორფემად გაერთიანება ხორციელდება რამდენიმე წესის მიხედვით, რომელთაც
მორფოლოგიური ანალიზის პრინციპები ეწოდებათ.

4. მორფები, რომლებიც მათთვის დამახასიათებელ ყველა პოზიციაში გამოირჩევიან საერთო


სემანტიკური განსხვავებულობით და იდენტური ფონემური შედგენილობით, შეადგენენ ერთ
მორფემას, ანუ წარმოადგენენ ერთი მორფემის ალომორფებს.

განვიხილოთ ენობრივი ფორმები: ბავშვ-ს, მზე-ს, ადამიან-ს. ეს „-ს“ მორფები საერთო სემანტიკური
განსხვავებულობით, ანუ ერთი და იმავე მნიშვნელობით გამოირჩევიან და იდენტური ფონემური
შედგენილობისანი არიან ყველა პოზიციაში; ამდენად, ეს მორფები ერთ მორფემას განეკუთვნება.
ახლა განვიხილოთ სხვა ენობრივი ფორმები: აშენებ-ს, წერ-ს, ფიქრობ-ს. ამ ენობრივ ფორმებში
წარმოდგენილი „-ს“ მორფები გამოხატულების თვალსაზრისით ემთხვევა პირველი წყების
ენობრივი ფორმების შემადგენლობაში არსებულ „-ს“ მორფებს, მაგრამ, ამის მიუხედევად ისინი ორ
სხვადასხვა მორფემას განეკუთნებიან, რადგან სრულიად განსხვავებულია მათი სემანტიკა, ანუ
მნიშვნელობა (პირველ შემთხვევაში ეს არის მიცემითი ბრუნვის ნიშანი, მეორე შემთხვევაში - მესამე
სუბიექტური პირის ნიშანი).

5. მორფები, რომლებიც საერთო სემანტიკური განსხვავებულობით გამოირჩევიან, ოღონდ


ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფონემური შედგენილობით, შეადგენენ ერთ მორფემას, თუ ეს
ფორმალური განსხვავება მათ შორის ფონოლოგიურად არის შეპირობრული.

მორფემა შედგება ფონოლოგიურად შეპირობებული ალომორფებისგან, ეს იმას ნიშნავს, რომ


შეიძლება დადგინდეს ის მიზეზები, რომლებიც განაპირობებენ მორფებს შორის ფორმალურ
განსხვავებას. მაგალითად, ქართულში გამოიყოფა მოთხრობითი ბრუნვის „-მა“ და „-მ“ მორფები
(კაც-მა; დედა-მ). განსხვავება ამ მორფების ფონემურ შედგენილობაში განისაზღვრება წინა მორფის
ბოლოკიდური ფონემით - თანხმოვნის შემდეგ „-მა“ მორფი ვლინდება, ხმოვნის შემდეგ კი - „-მ“.
საერთო მნიშვნელობის ეს მორფები ერთ მორფემას შეადგენენ, რადგან ფორმალური განსხვავება
მათ შორის ფონოლოგიურად არის განპირობებული, ე.ი. მას ფონემური გარემოცვა განაპირობებს.
(ინგლისურის ენის მორფები im-, in-, ir-, il- ფონოლოგიურად არის შეპირბებულ, ამიტომ ერთი
მორფემის შემადგენლობაში შედიან. impossible, indecent, irregular, illegal)

6. მორფები, რომლებიც საერთო სემანტიკური განსხვავებულობით გამოირჩევიან და


ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფონემური შედგენილობის თვალსაზრისით, მაგრამ ისე, რომ მათი
ეს ფორმალური ურთიერთგანსხვავება არ არის შეპირობებული ფონოლოგიურად, შეადგენენ ერთ
მორფემას, თუ ა) იმყოფებიან დამატებითი დისტრიბუციის დამოკიდებულებაში და ბ)
მონაწილეობენ პარალელურ კონსტრუქციებში.

ერთი მორფი დამატებითი დისტრიბუციის დამოკიდებულებაში იმყოფება მეორე მორფთან, თუ


მათ არ გააჩნიათ არცერთი საერთო პოზიცია. მორფების მონაწილეობა პარალელურ
კონსტრუქციებში ნიშნავს იმას, რომ ეს მორფები წარმოდგენილია ერთი და იმავე სტრუქტურული
რიგის ფორმებში. საერთო სტრუქტურული რიგის კუთვნილებად მიიჩნევა ისეთი ფორმები,
რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებიან გამონათქვამებში სტრუქტურის, გრამატიკული სისწორის
დაურღვევლად. საერთო სტრუქტურულ რიგს ქმნის, მაგალითად, ისეთი ფორმები როგორებიცაა
„კაცს“, „ბავშვს“, „ღვინოს“, „ცას“, ა.შ, რადგან ისინი ისე ჩაენაცვლებიან ერთმანეთს გამონათქვამში,
რომ არ არღვევან მის სტრუქტურას, გრამატიკულ სისწორეს. შეიძლება ასეთი ჩანაცვლების შედეგად
მივიღოთ აზრს მოკლებული გამონათქვამი, მაგრამ გრამატიკული თვალსაზრისით ეს მაინც სწორი
წინადადება იქნება. (მაგ., „ბავშვს სძინავს“ – ბავშვი ჩავანაცვლოთ ღვინით -„ღვინოს სძინავს“ -
მივიღეთ შინაარსობლივად არასწორი, მაგრამ სტრუქტურულად გამართული წიადადება).

ინგლისური boys, roses, oxen, mice ქმნიან საერთო სტრუქტურულ რიგს, რადგან კონსტრუქციის
დარღვევის გარეშე შეენაცვლებიან ერთმანეთს გამონათქვამებში. –en მორფი გამოირჩევა საერთო
სემანტიკური განსხვავებულობით და ფონემურად განსხვავებულია სხვა იმავე სტრუქტურულ
რიგში მყოფი ფორმებისგან. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს განსხვავება ფონოლოგიურად არის
შეპირობებული, რადგან ანალოგიური ფონოლოგიური აგებულების სხვა ფორმებში დასტურდება -
es ალომორფი (fox-es /ox-en). ასეთ შემთხვევაში ვიტყვით, რომ ალომორფთა განაწილება
შეპირობებულია მორფოლოგიურად. -en და -es ერთი მორფემის ალომორფებს წარმოადგენენ,
რადგან იმყოფებიან დამატებითი დისტრიბუციის დამიკიდებულებაში და მონაწილეობენ
პარალელურ კონსტრუქციებში.

3. სინქრონიული და დიაქრონიული ენათმეცნიერება (5 ქულა)

ენა შესაძლებელია აღიწეროს და შესწავლილ იქნას ორი განსხვავებული თვალსაზრისით,


სინქრონიულად და დიაქრონიულად.

ენის სინქრონიული შესწავლა გულისხმობს ენობრივი სისტემის აღწერასა და კვლევას დროის


ერთ განსაზღვრულ მონაკვეთში. მაგრამ სინქრონიული ანალიზი არ ნიშნავს მხოლოდ მკვლევრის
თანადროული ენობრივი სისტემის ანალიზს; შეიძლება აგრეთვე მოცემული ენის რომელიმე ერთი
კონკრეტული ისტორიული პერიოდის მახასიათებლების შესწავლაც. სინქრონიულად
შესაძლებელია შევისწავლოთ გადაშენებული ანუ “მკვდარი” ენებიც.

დიაქრონიული ენათმეცნიერება, პირიქით, დროის ფაქტორზეა დამყარებული. იგი განსაზღვრავს,


თუ რა ცვლილებები მოხდა ამა თუ იმ ენაში დროის გარკვეულ მონაკვეთზე, რა წესების მიხედვით
მოხდა ერთი სინქრონიული მდგომარეობის შეცვლა მეორე სინქრონიული მდგომარეობით.
არსებობს დიაქრონიული ენათმეცნიერების ორგვარი პერსპექტივა: პროსპექტიული და
რეტროსპექტიული პერსპექტივები. პროსპექტიული დიაქრონიული ენათმეცნიერება ენას
განიხილავს დროის მოძრაობის მიმართულებით, ხოლო რეტროსპექტიული დიაქრონიული
ენათმეცნიერება, დროის მოძრაობის საწინააღმდეგოდ.

ენა სისტემაა არა მხოლოდ სინქრონიული თვალსაზრისით, არამედ დიაქრონიულითაც. ეnის


ცვლილება არ მიმდინარეობს ქაოსურად და იგი ყოველთვის ემორჩილება გარკვეელ
კანონზომიერებას. რომელიმე ერთი ელემენტის შეცვლა ენობრივ სისტემაში ყოველთვის იწვევს ამ
სისტემაში არსებული მიმართებების შეცვლასაც.

ამრიგად, ენა შეიძლება ვიკვლიოთ ორი თვალსაზრისით — სინქრონიულად და დიაქრონიულად.


ეს ორი თვალსაზრისი ერთმანეთს არ გამორიცხავს, რადგანაც სინქრონიულ კვლევას ვერ შევცვლით
დიაქრონიულით და დიაქრონიულს — სინქრონიულით. ისინი ერთმანეთს ავსებენ და ერთმანეთს
გულისხმობენ.

4.განასხვავეთ ჟარგონი და დიალექტი (5 ქულა)

ჟარგონი - სოციალურ დიალექტს წარმოადგენს (ფრანგულად ნიშნავს განზრახ შეცვლილ ენას).


ჟარგონი საიდუმლო ენაა, რომელიც გასაგებია მხოლოდ მოცემული ჯგუფის წევრებისთვის და
სრულიად გაუგებარი სხვებისთვის. ჟარგონი იქმნება სწორედ იმ მიზნით, რომ მოცემული ერთი
ჯგუფის მეტყველება გაუგებარი იყოს ამ ენაზე მოსაუბრე სხვა ინდივიდებისთვის. ამისთვის
სიტყვებს უცვლიან მნიშვნელობებს და მათ სრულიად სხვა მნიშვნელობას ანიჭებენ. ზოგჯერ
ჟარგონი წარმოადგენს ორი ან მეტი ენის ნარევს.

ჟარგონები წარმოიშობა პრაქტიკული მოთხოვნილებების შედეგად, რაც ენობრივი


განცალკევებისკენ მიდრეკილებით მჟღავნდება. ამა თუ იმ პროფესიის ხალხისთვის, სოციალური
ფენისთვის დამახასიათებელია გარკვეული პროფესიული და სოციალური ხასიათის ლექსიკა, რაც
სხვებისთვის გაუგებარია. ასეთია, მაგალითად, ქურდების, მაწანწალების, სტუდენტებისა და სხვ.
ჟარგონში გავრცელებული ხერხია მარცვლების გადასმა და დამატება.

ენებისა და დიალექტების გამოყოფა ხდება არამარტო ლინგვისტური კრიტერიუმით, არამედ


არალინგვისტური(ექსტრალინგვისტური) ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა -
სახელმწიფოს განვითარების ისტორია, რელიგია, ისტორიული გეოგრაფია, ეთნოგრაფიული
დაყოფა,, და ა.შ. ენის გავრცელებას დიდ ტერიტორიაზე თან ახლავს ახალიდიალექტების წარმოქმნა
ანუ დიფერენციაციის პროცესი
დიალექტი - ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ტერიტორიული და სოციალური დიალექტები.
ტერიტორიულია დიალექტი, რომელიც გავრცელებულია რომელიმე გეოგრაფიულ არეალში.
ლინგვისტური თვალსაზრისით, ტერიტორიული დიალექტი საინტერესოა იმით, რომ მას აქვს
ფონემების თავისებური სისტემა. ასევე, თავისებური გრამატიკული სისტემა და ლექსიკა, ამიტომ
ტერიტორიული დიალექტები წარმოადგენენ ერთი და იმავე ენის სხვადასხვა ვარიანტებს.
მაგალითად, ქართული ენის თხუთმეტი სხვადასხვა დიალექტი ქართული ენობრივი სისტემის
სხვადასხვა ვარიანტებია.

სოციალურია დიალექტი, რომელიც დამახასიათებელია ამა თუ იმ სოციალური წრისთვის. ერთსა


და იმავე გეოგრაფიულ არეალში შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა სოციალური
დიალექტები, მაგრამ მათ შორის საკუთრივ ლინგვისტური განსხვავება არსებობს. სოციალურ
დიალექტს არც თავისი ფონემატური სისტემა აქვს და არც გრამატიკა. ამიტომ სოციალური
დიალექტებისგან ენა არ მიიღება.

ბილეთი 4

1. ენობრივი ნიშნის პირობითობის საკითხი. „ვერტიკალური“ და „ჰორიზონტალური“


მიმართებები. ონომატოპოეტური სიტყვები (15 ქულა)

ენობრივი სისტემა ისევე, როგორც ყოველი სისტემა შედგება ელემენტებისაგან და ამ


ელემენტებად გვევლინებიან ენობრივი ნიშნები. ენობრივი ნიშანი შეიძლება განისაზღვრროს
როგორც განუყოფელი ერთიანობა, ურღვევი მთლიანობა აღსანიშნისა და აღმნიშვნელისა,
რომელთაც ენობრივი ნიშნის შემადგენლები ეწოდებათ. აღსანიშნი არის გარეენობრივი ობიექტური
სამყაროს კუთვნილება- საგანი, მოვლენა, პროცესი, თვისება, მიმართება და სხვა, ხოლო
აღმნიშვნელი არის აღსანიშნის ენობრივი გამოხატულება. მაგ., „მზე“ განსაზღვრებს თანახმად,
ენობრივ ნიშანს წარმოადგენს, რადგან იგი შეიცავს ორივე შემადგენელს - აღსანიშნს (ეს არის
კოსმიური სხეული, რომელიც ანათებს, ათბობს, სასიცოცხლო ენერგიას ანიჭებს ყოველ
სულდგმულს) და აღმნიშვნელს, რომელიც წარმოდგენილია მ-ზ-ე ბგერათმიმდევრობის სახით. ეს
მიმდევრობა ხსენებული აღსანიშნის ენობრივი გამოხატულებაა. აღმნიშვნელის მიმართებას
აღსანიშნთან ეწოდება ენობრივი ნიშნის მნიშვნელობა.

კავშირი ენობრივი ნიშნის შემადგენლებს, აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორს ნებისმიერი,


თავისუფალი, არამოტივირებულია ანუ პირობითია. ამგვარი კავშირი ნიშნავს, რომ აღმნიშვნელი
არ განისაზღვრება აღსანიშნის ფიზიკური ბუნებით, არც გეომეტრიული ფორმით, არც
ფილოსოფიური რაობითა თუ არსით და არც რომელიმე სხვა თვისებით. ამ თვალსაზრისით,
ენობრივი ნიშნის შემადგენლებს შორის კავშირი თავისუფალია - აღსანიშნში არაფერია ისეთი,
აღმნიშვნელის კონკრეტულ სახეს, მის ბგერით შედგენილობას რომ განსაზღვრავდეს. მაგრამ ეს არ
არის ერთადერთი არსებული თეორია და ამ საკითხის შესახებ განსხვავებული აზრები ჯერ კიდევ
ანტიკური დროიდან არსებობს, არსებობდა ორი შეხედულება. ბერძენ ფილოსოფოსთა ნაწილი
ფიქრობდა, რომ საგნების სახელდება ხდება პირობითად, ჩვენივე შეთანხმებით, ამ თეორიას
ეწოდება თესეი (thesei-შეთანხმება). ფილოსოფოსთა სხვა ნაწილი მიიჩნევდა, რომ აღმნიშვნელის
მიმართება აღსანიშნთან მოტივირებულია, ამ თეორიას ეწოდება ფუსეი (physei-ბუნებითი) -
სახელდება ხდება არა შეთანხმებით, არამედ საგნის ბუნებიდან გამომდინარე.

დავა ამ საკითხზე საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა, რადგან ეს ორივე თვალსაზრისი


არასრული იყო.

პირობითი მიმართება აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის ცალკე აღებულ ნიშნის ფარგლებში არის
ვერტიკალური მიმართება. ცალკე აღებულ, იზოლირებულ ენობრივ ნიშანში კავშირი აღმნიშვნელსა
და აღსანიშნს შორის პირობითია (გარდა ონომატოპოეტური ხმაბაძვითი სიტყვებისა)

ონომატოპოეტური ანუ ხმაბაძვითი სიტყვები ისეთი ენობრივი ნიშნებია, რომლებშიც ერთ-ერთი


შემადგენელი - აღსანიშნი როგორღაც განსაზღვრავს მეორეს - აღმნიშვნელს: აღსანიშნის რაღაც
თვისება როგორღაც აისახება აღმნიშვნელში. აღმნიშვნელი თავისი ბგერითი შედგენილობით
უახლოვდება აღსანიშნის ამა თუ იმ მხარეს, ნიშანთვისებას. მაგ., კაკუნი, ბრახუნი, ყიყლიყო, baa-
baa. ასეთი სიტყვების არსებობის მიუხედავად განხილული დებულება ენობრივი ნიშნის
პირობითობის შესახებ მაინც ძალაში რჩება, რამდენადაც, ჯერ ერთი, ამგვარი სიტყვების
რაოდენობა ენაში არ არის დიდი; მეორე, რაც უფრო არსებითია, ასეთი სიტყვებიც კი
ერთმანეთისგან განსხვავებული ბგერითი შედგენილობისანი არიან სხვადასხვა ენაში. მაგ.,
გუგული, cu-coo (ინგლ.), кукушка (რუს.), kuckuck (გერმ.).

თუმცა, ნიშნის განსაზღვრისას გასთვალისწინებელია კავშირი არა მარტო აღსანიშნსა და


აღმნიშვნელს შორის ერთი ნიშნის ფარგლებში, არამედ მოცემული ნიშნის მიმართებაც სისტემის
სხვა ნიშნებთან, როგორც აღსანიშნთა, ისე აღმნიშვნელთა დონეზე, ანუ მიმართებები აღსანიშნებსა
და სათანადო აღმნიშვნელებს შორის; ამ მიმართებას შეგვიძლია ვუწოდოთ ჰორიზონტალური
მიმართებები. ვერტიკალური მიმართებისგან განსხვავებით ის ორპლანიანია.

ჰორიზონტალური მიმართებები შეიძლება შემდეგი სქემის სახით წარმოვადგინოთ: საკითხისადმი


ასეთი მიდგომის შემთხვევაში მოიხსნება წინააღმდეგობა ნიშნის პირობითობაზე ორ, ერთი
შეხედვით ურთიერთსაპირისპირო (კონტრადიქტორულ) თვალსაზრისს შორის. ორივე მათგანი
მართებულია, მაგრამ არასრული. ისინი ცალ-ცალკე არ ითვალისწინებენ ყველა შესაძლებელ
მიმართებას. ანუ ეს თვალსაზრისები ურთიერთშემავსებლები (კომპლემენტარულები) არიან.

2.ენათა დაჯგუფების პრინციპები და ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაცია (15 ქულა)

ენათა დაჯგუფების სამი პრინციპი გამოიყოფა ესენია:

1.ტიპოლოგიური კლასიფიკაცია – ემყარება ენათა მსგავსებას გარკვეული სტრუქტურული ნიშნის


(მორფოლოგიური, ფონოლოგიური, სინტაქსური და აშ) მიხედვით. ამასთან, მსგავსება შეიძლება
იყოს ერთი ან რამდენიმე ნიშნით ერთი ენა სხვადასხვა ნიშნით სხვადასხვა ტიპის ჯგუფში
შეიძლება გაერთიანდეს

2. არეალური კლასიფიკაცია ენებს აჯგუფებს ენობრივი მოვლენების ტერიტორიული გავრცელების


მიხედვით. იგი გამოყოფს გეოგრაფიულად ერთმანეთის მომიჯნავე და ხანგრილივი, მჭიდრო
ურთიერთობის მქონე ენათა ჯგუფებს. არეალურმა კლასიფიკაციამ შეიძლება მოიცვას მონათესავე
და არამონათესავე ენები, ასევე ერთი ენის დიალექტები.
3.გენეალოგიური კლასიფიკაცია არის ენათა კლასიფიკაციის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ენებს
აჯგუფებს მათი წარმოშობის საფუძველზე. ის ენები, რომლებიც საერთო წინაპარი ენიდან მოდიან,
მონათესავე ენებია და ენათა ერთ ოჯახს ქმნიან. თვითონ წინაპარ ენას, რომლისგანაც მირებულია
მონათესავე ენები, ფუძე–ენა ეწოდება. დღეს მოსფლიოში 3000-მდე ენაა, ენათა ოჯახი კი
გაცილებით ნაკლებია და 30-მდეც კი.

ენათა გენეალოგიური კლასიფიკაციისგან განსხვავებულია ენათა ტიპოლოგიური კლასიფიკაცია ,


რომელიც ემაყრება ენათა შორის სტრუქტურულ და არა გენეტიკურ მსგავსებებს . ენათა შორის რომ
სტრუქტურული ხასიათის მსგავსებები არსებობს ეს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში შეამჩნიეს , რაც
საფუძველი გახდა ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაციისა . ეს კლასიფიკაცია პირველად
გამოჩნდა ფრიდრიხ შლეგელის შრომაში „ ინდოელების ენისა და სიბრძნის შესახებ“. ფრიდრიხ
შლეგელი ენებს ყოფდა ფლექსიურ და აფიქსალურ ენებად და ცდილობდა დაემტკიცებინა
ფლექსიური ენების უპირატესობა აფიქსალურ ენებთან შედარებით.

ფ. შლეგელის ძმამ ავგუსტ შლეგელმა აღნიშნულ ორ ტიპს მესამე ტიპიც მიუმატა და ენები დაყო
ფლექსიურ , აფიქსალურ და ამორფულ ენებად . მისი აზრით ამორფულია ჩინური , რადგან მას არც
ფლექსია ახასიათებს და არც აფიქსაცია და ამიტომ ამ ენაში სიტყვები შიშველი ძირებით არის
წარმოდგენილი .

შემდგომში ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტმა სისტემას დაუმატა მეოთხე წევრიც , ე.წ.


ინკორპორაციული ენები . ინკორპორაციულ ენებში სიტყვა წინადადებას უდრის :სიტყვის
დასაწყისი ქვემდებარეს წარმოადგენს , დასარული კი შემასმენელს , სიტყვის შიგნით კი ჩართულია
დამატებანი განსაზღვრებითა და გარემოებებით .

ენათა მორფოლოგიურ კლასიფიკაციაზე შემდგომშიც გრძელდებოდა მუშაობა . დღეისათვის


კლასიფიკაციის ასეთი სახე გვაქვს . განასხვავებენ ენათა ოთხ ტიპს :

1) ფლექსიური ენები

2) აგლუტინაციური ენები

3) ძირისეული ანუ იზოლირებული ენები

4) პოლისინთეზური ანუ ინკორპორაციული ენები


მორფოლოგიურ კონსტრუქციათა აგების წესის მიხედვით ხდება კონსტრუქციათა ტიპების
დახასიათება, ხოლო იმის მიხედვით, თუ როგორი ტიპი ჭარბობს მოცემულ ენაში, განისაზღვრება
ენის მორფოლოგიური ტიპიც. ამგვარად, იმისდა მიხედვით, თუ უპირატესად რა ტიპის
მორფოლოგიური სტრუქტურით აიგება სიტყვა ამა თუ იმ ენაში, ხდება ენათა მორფოლოგიური
კლასიფიკაცია და ენები გაერთიანდება მორფოლოგიურ კლასებად.

მორფოლოგიური კლასიფიკაციის მიხედვით ყველაზე გავრცელებულია ენათა ორ ჯგუფად


დაყოფა: ანალიზურ და სინთეზურ ენებად.

ანალიზურ ენებში სიტყვის მორფოლოგიური აგებულება მარტივია, სიტყვები მიისწრაფის


ერთმორფემიანობისაკენ, რაც, ცხადია, ცალკეულ ანალიზურ ენაში მხოლოდ ამა თუ იმ ხარისხით
სრულდება. სახელი ანალიზური გულისხმობს, რომ ასეთ ენებში სხვადასხვა გრამატიკული
მნიშვნელობები გადმოიცემა ცალკე მდგომი ფორმებით და არა მოცემულ ძირეულ ფორმაზე
აფიქსების დართვით (ე.ი. მოცემული მნიშვნელობა დაიშლება, გაანალიზდება შენადგენელ
ნაწილებად და ცალ-ცალკე ფორმით გადმოიცემა). ცხადია, ეს მაქსიმალურად ანალიზური ენის
შემთხვევაში ხდება, რაც რეალურად არ არის დადასტურებული. ასეთ იდეალურ შემთხვევაში ენაში
სიტყვაში მორფემების რაოდენობისა და სიტყვების რაოდენობის შეფარდება 1-ის ტოლი უნდა იყოს.

ანალიზურ ჯგუფში შედის ე.წ. მაიზოლირებელი, ძირეული ენები, რომლებშიც ფორმათა


საწარმოებლად არ გამოიყენება აფიქსები და ძირები იზოლირებული ფორმებით არის
წარმოდგენილი. ასეთ ენებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სიტყვათა რიგი წინადადებაში,
რომელიც სხვადასხვა გრამატიკულ მნიშვნელობათა გადმოცემის ფუნქციას იღებს თავის თავზე.
ყველაზე უფრო თანმიმდევრულად მაიზოლირებელი ენაა ვიეტნამური. ასევე ძირეული ენაა
ჩინური, მაგრამ მასში არის სუფიქსაციის ნიშნები. ანალიზურ სტრუქტურათა გამოყენების
ტენდენცია კარგად ჩანს ინგლისურში, თუნდაც ანალიზური დროით-ასპექტური მნიშვნელობების
წარმოებისას, რომელიც დამახასაითებელია ინგლისური ზმნისთვის.

სინთეზური ენებია: აგლუტინაციური და ფლექსიური ენები.

აგლუტინაციურ ენებში (agglutinare მიწებება) გრამატიკული მნიშვნელობები გამოიხატება ძირზე


სხვადასხვა აფიქსთა დართვით, სიტყვები მორფემათა მომდევრობისგან არის შედგენილი. აფიქსები
ადვილად გამოეყოფა ძირს და აფიქსის დართვის დროს ძირის ფონემური შედგენილობა არ
იცვლება. აგლუტინაციური ენებია ფინურ-უნგრული, თურქული, ქართული, კავკასიური ენები.
როგორც უკვე აღინიშნა, ამ ენების მორფოლოგიურ კონსტრუქციებში აფიქსი ადვილად გამოეყოფა
ძირს. მაგ., oda (ოთახი) oda-lar-da (ოთახებში)/თურქ./ ამას გარდა, აგლუტინაციურ ენებში აფიქსს,
განსხვავებით ფლექსიურისგან, აქვს მხოლოდ ერთი მნიშვნელობა, როგორც მაგალითად,
ქართულში -ებ-, -ს /შდრ. მაგ., რუსული -у, რომელსაც გარდა ბრუნვისა გამოხატავს სქესის და
რიცხვის მნიშვნელობასაც/. თუ აგლუტინაციურ ენაში არის ფონოლოგიური ცვლილებები ძირზე
აფიქსის დართვის დროს, ეს ცვლილებები მხოლოდ ფონოლოგიურად შეპირობებული
ცვლილებებია (მაგ., თურქულში სინჰარმონიზმით შეპირობებული ცვლილებები სუფიქსში. ასევე
აგლუტინაციურია ინგლისური უარყოფის პრეფიქსის ალომორფების ფონოლოგიურად
შეპირობებული ვარანტები /in, im, il, ir/.ქართული ბრუნვის ნიშნები).

ფლექსიური ენები გრამატიკულ ფორმებს აწარმოებენ აფიქსების საშუალებით, რომლებიც უფრო


მჭიდროდ უკავშირდება ძირს და მათი გამოყოფა ძნელია. ასეთი ენებია: ბერძნული, რუსული,
ლათინური. რუსული კარგად გვიჩვენებს ფლექსიურ მორფოლოგიურ სტრუქტურას: ход-хожу,
бегу-бежать, несу-нашу. ფლექსიურ ენებშია გავრცელებული, აგრეთვე, შინაგანი მონაცვლეობა
(აბლაუტი), თანხმოვანთმონაცვლეობა და სუპლეტური წარმოება (მაგ., der Bruder-die Brüder /ძმა-
ძმები/, der Mantel-die Mäntel /პალტო-პალტოები/, быть-естьდა სხვა. ფლექსიურ ენებში
წარმოდგენილ აფიქსებს აქვთ ერთზე მეტი მნიშვნელობა, როგორც ვნახეთ რუსულის მაგალითზე,
ასევეა გერმანულშიც.

აგლუტინაციურ და ფლექსიურ ენებში სიტყვათა რიგი წინადადებაში უფრო თავისუფალია, რადგან


აფიქსები გამოხატავენ სიტყვების გრამატიკულ მიმართებებს ერთმანეთთან. ცხადია, არ არსებობს
წმინდა აგლუტინაციური ან წმინდა ფლექსიური ენები. ქართული, მაგალითად, აგლუტინაციურია,
მაგრამ ქარტულშიც გვაქვს შინაგანი მონაცვლეობა: ვგრეხ-ვგრიხე (ე/ი), თხრის-თხარა Ø/ა; გვაქვს
სუპლეტური დაჯდა-დასხდნენ, ცუდი-უარესი. ფლექსიურ რუსულში გვაქვს
წარმოებაც:
აგლუტინაციური სტრუქტურები: при-ходить, пере-дать; გერმანულშიც: ge-mach-t, sing-en;

უფრო რთული სტრუქტურის სიტყვები აქვთ ე.წ. პოლისინთეზურ იგივე ინკორპორირებულ ენებს
(ეს უკანასკნელი ტერმინი გამოიყენება ვ.ფონ ჰუმბოლდტის შემდეგ). ასეთ ენებში უველა
გრამატიკული მიმართება და მაჩვენებელი ის ემჭიდროდ მოთავსდება ერთ სიტყვაში, რომ
არსებობს ე.წ. სიტყვა-წინადადებები. ასეთია ჩრ. ამერიკელ ინდიელთა ენები ჩინუკი და ესკიმო.

მაგ., i-n-i-a-l-u-d-am (მას რაღაც მივეცი ახლახანს)

i- ახლო წარსული დრო

-n-პირველი სუბიექტური პირი

-i- მესამე პირის ობიექტი (ეს)

-a- ობიექტური პირი, მდედრ. (მას)

-l- ირიბი დამატების მიმთითებელი

-u- მოქმედების მიმართულება

-d- ძირეული მორფემა („მიცემა“)

-am მოძრაობა რაიმე მიზნით

ინკორპორირებული კონსტრუქციებია აფხაზურშიც.


სინთეზურობის ინდექსი ახასიათებს სიტყვის მორფოლოგიური სტრუქტურის სირთულეს.
სინთეზურობის ინდექსი გამოისხება შემდეგი ფორმულით M/W სადაც M არის მორფემათა
რაოდენობა განსაზღვრული მოცემულობის ტექსტში, ხოლო W - სიტყვების რაოდენობა. ენები,
სადაც ეს შეფარდება უდრის 1-ს, ანალიზურია; ენები, რომლებშიც ეს ინდექსი 1-ზე მეტია, მაგრამ
არ აღემატება 3-ს, განისაზღვრება როგორც სინთეზური, ხოლო ის ენები, რომლებშიც M/W>3,
ხასიათდება როგორც პოლისინთეზური.

3.ენა და მეტყველება (5 ქულა)

ენა და მეტყველება ერთად სამეტყველო ქმედებას ქმნის, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი გამიჯვნა,
ანუ დიქოტომია. პირველად ენა და მეტყველება ერთმანეთისგან განასხვავა ფერდინანდ დე
სოსიურმა.

ენა ქმნის სამეტყველო ქმედების სოციალურ ასპექტს. ენა კოლექტივში დამკვიდრებული წესების
ერთობლიობას წარმოადგენს. იგი სოციალური ფენომენია.

ინდივიდი ვერ ქმნის ენას და ვერც თავის ნებაზე ცვლის მას, მეტყველება კი პირიქით, ინდივიდის
მიერ იქმნება, ინდივიდუალურია. ყველაფერი, რასაც ადამიანები წარმოთქვამენ, რაც
ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მოლაპარაკის ნებაზე, წარმოადგენს მეტყველებას.
მოცემული ენობრივი კოლექტივის წევრებს, ე.ი. მოცემულ ენაზე მოსაუბრე პირებს, აქვთ
მეტყველების უნარი, რომლის გამოვლენას, ფუნქციონირებას, უზრუნველყოფს ენა. მეტყველება
არის ენის რეალიზაცია.

ენა სასრული სისტემაა, როგორც დიდი არ უნდა იყოს სიტყვათა რაოდენობა ენაში, მათი ჩამოთვლა
მაინც შესაძლებელია. მეტყველება კი, პირიქით, უსასრულოა, იმავე ენაში შეიძლება შეიქმნას
ტექსტების უსასრულო რაოდენობა.

ენასა და მეტყველებას შორის ის განსხვავებაცაა, რომ უშუალო დაკვირვებაში გვეძლევა


მეტყველება და არა ენა. ყოველი ტექსტის მიღმა დგას ენა, რომლის რეალიზაციასაც მეტყველება
ახდენს.

4. განასხვავეთ ფონემა და მორფემა (5 ქულა)

მორფოლოგიის ძირითადი ერთეულია მორფემა , რომელიც ფონემისგან განსხვავებით


მნიშვნელობის მქონე ერთეულია . ფონემა , მართალია , ერთმანეთისგან განასხვავებს
მნიშვნელობებს , მაგრამ თვითონ არ აქვს რაიმე მნიშვნელობა. ე.ი. არ აქვს სემანტიკა . ა, ქ, რ
ფონემები ცალ-ცალკე არაფერს არ აღნიშნავენ , მაგრამ შეერთებით ქარ ფონემა მიიღება , რომელიც
გარკვეულ მეტეოროლოგიურ მოვლენას აღნიშნავს . თუ ფონემა ისეთი ცალმხრივი ერთეულია
ენისა , რომელსაც სემანტიკა არა აქვს , მორფემა , პირიქით , ორმხრივი (ორპლანიანი) ერთეულია ,
რადგან მას აქვს როგორც გამოხატულება , ისე სემანტიკაც . ამ მხრივ მორფემა უფრო სიტყვასა და
წინადადებას ჰგავს , ვიდრე ფონემას . მაგრამ სიტყვისა და წინადადებისგან განსხვავებით მორფემა
აღარ იშლება მასზე უფრო მცირე მნიშვნელობის ერთეულებად .
ბილეთი 5

1. ნიშნის სახეები. ნიშანთა სისტემის შესწავლის ასპექტები. სინტაგმატური და


პარადიგმატიკული მიმართებები (15 ქულა)

ნიშნის სახეები. ნიშანთა ზოგადი კლასიფიკაციისას პერსი ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავს


ნიშნის ორ მხარეს : ერთ მხარეს შეადგენს აღმნიშვნელი, ხოლო მეორე მხარეს - აღსანიშნი. იმის
მიხედვით, თუ როგორია მიმართება ამ ორ მხარეს შორის, განირჩევა ნიშანთა სამი ძირითადი ტიპი:

1. ხატი (იკონა) -ესაა ნიშანი, რომელშიც აღმნიშვნელს ახასიათებს გარკვეული მსგავსება


აღსანიშნთან; ამ დროს აღმნიშვნელი ერთგვარად წარმოადგენს აღსანიშნის ფორმალურ
ასახვას, გამეორებას (მაგალითად, ცხოველის გამოსახულება როგორც იკონური ნიშანი თვით
ცხოველისა.)
2. ინდექსი - ესაა ნიშანი, რომელშიც აღმნიშვნელი აღსანიშნს უკავშირდება მიზეზ-
შედეგობრივი კავშირით. (მაგალითად, კვამლი არის ცეცხლის ნიშანი; ცისარტყელა არის
წვიმის ნიშანი)
3. სიმბოლო - ესაა ნიშანი, რომელშიც აღმნიშვნელი უკავშირდება აღსანიშნს გარკვეული
პირობის, შეთანხმების საფუძველზე; ეს კავშირი ნებისმიერია (არ არის დამოკიდებული
იმაზე, არსებობს თუ არა რაიმე მსგავსება აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის) და
რეალიზებულია შეთანხმების წესის მიხედვით.

ნიშანთა შესწავლის სამი ასპექტი. ენა, როგორც პირობით ბგერით ნიშანთა სისტემა, ნიშანთა სხვა
სისტემებთან ერთად წარმოადგენს მეციერების ერთი დარგის შესწავლის ობიექტს, დარგისა
რომელსაც ჰქვია სემიოტიკა. სემიოტიკა არის ნიშანთა სისტემების ზოგადი თეორია, რომელიც
შეისწავლის ამ სისტემების უნივერსალურ ანუ საყოველთაო მახასიათებლებს და ცალკეული
კონკრეტული სისტემებისათვის ნიშანდობლივ თვისებებს , მათ სპეციფიკურ ნიშანთვისებებს.

ნიშანთა ყოველი სისტემა და ამდენად, ბუნებრივია, ენობრივი სისტემაც შესაძლებელია


განხილული და შესწავლილი იქნეს სამი თვალსაზრისით, ასპექტით. ესენია:

1. სინტაქსური ასპექტი ანუ სინტაქტიკა, რომელიც გულისხმობს ნიშანთა სისტემის შესწავლას


მის ელემენტებს შორის არსებული მიმართებების თვალსაზრისით. ეს მიმართებები
ვლინდება ელემენტთა ურთიერთგანლაგებაში, განაწილებაში ცალკეულ მიმდევრობებად.
2. სემანტიკური ასპექტი ანუ სემანტიკა, რომელიც გულისხმობს ნიშანთა სისტემის შესწავლას
მისი ელემენტების ე.ი. ნიშნების მნიშვნელობების თვალსაზრისით, ანუ ნიშანთა
შემადგენლების - აღმნიშვნელისა და აღსანიშნს შორის არსებული მიმართებების
თვალსაზრისით.
3. პრაგმატიკული ასპექტი ანუ პრგმატიკა, რომელიც გულისხმობს ნიშანთა სისტემის
შესწავლას ამ სისტემის მომხმარებლისათვის ნიშანთა ღირებულების თვალსაზრისით.

სინტაგმატური და პარადიგმატული მიმართებები. ენის ერთეულები ქმნიან სისტემას ანუ


ერთიანობას, რომელშიც ყოველი ერთეული გარკვეულ კავშირშია ყველა სხვა ერთეულთან.
სისტემაში რომელიმე ერთეულის შეცვლა იწვევს ამ სისტემის ყველა სხვა ერთეულის გარკვეულ
სახეცვლილებას.

ერთეულის მიმართება სისტემის სხვაერთეულთან შეიძლება იყოს სინტაგმატური ან


პარადიგმატიკული. სინტაგმატურ მიმართებას ერთეული ამყარებს მიმდევრობაში წინამავალ ან
მომდევნო ერთეულებთან. პარადიგმატული მიმართება გვაქვს, როდესაც მოცემული ერთეული
რაღაც თვალსარისით უპირისპირდება სხვა ერთეულებს სისტემაში (და არა მიმდევრობაში).
მაგალითად, თუ სისტემაში გვაქვს რაღაც [aktu], [agtu], [antu] გამოსახულებები [k] ელემენტი
სინტაგმატურ მიართებაშია [a], [t] და [u] ელემენტებთან და პარადიგმატიკულ მიმართებაშია [g], [n]
ელემენტებთან, რომლებიც იმავე გარემოცვაში (პოზიციაში) გვხვდება.

პარადიგმატიკულ მიმართებათა არსებობა განაპირობებს იმას, რომ ენობრივ ერთეულთა სიმრავლე


არის არა უბრალო ერთიანობა, არამედ - სისტემა. მაშასადამე, პარადიგმატიკული მიმართებები
სისტემის არსებით საფუძველს წარმოადგენს.

2. წინადადების უშუალო შემადგენლური ანალიზი (15 ქულა)

უშუალო შემადგენელთა მეთოდი წარმოადგენს სინტაქსური ანალიზის ეფექტურ მეთოდს. ეს


მეთოდი ამერიკულ დესკრიფციულ ენათმეცნიერებაში დამუშავდა და გარკვეული კუთხით
დაუპირისპირდა ტრადიციულ მეთოდს წინადადების წევრების დაშლის შესახებ. მიუხედავად
ამისა მაინც არ შეიძლება ითქვას, რომ ეს მეთოდი ემთხვევა წინადადების ანალიზსწევრების
მიხედვით.

მთავარი და ძირითადი განსხვავება ამ ორ მიდგომას შორის შემდეგია- ტრადიციული სინტაქსური


თეორია წინადადებას განიხილავს, როგორც რაღაც ხაზობრივ სტრუქტურას, ხოლო
ზემოხსენებული მეთოდის მიხედვით, უშუალო შემადგენელთა გრამატიკა წინადადებას
იერარქიულ სტრუქტურად მიიჩნევს. ამასთან ერთად გამოყოფს წინადადებაში უშუალო კვანძებს (
ფრაზებს)

განვიხილოთ მაგალითი:

,,მეზობლის ცოლმა ჟანგიანი დანით შავი პური დაჭრა’’

Ჩრადიციული სინტაქსური თეორიის მიხედვით ეს წინადადება ასე უნდა გავაანალიზოთ:

1) მეზობლის - განსაზღვრება
2) ცოლმა - ქვემდებარე
3) ჟანგიანი - განსაზღვრება
4) დანით - უბრალო დამატება
5) შავი- განსაზღვრება
6) პური - პირდაპირი დამატება
7) დაჭრა- შემასმენელი
ხოლო შემადგენელთა თეორია უფრო მეტ ინფორმაციას იძლევა წინადადების სტრუქტურის
შესახებ, ვიდრე- ტრადიციული. აქ უნდა გამოვყოთ რამდენიმე კატეგორია , რომელიც გვეხმარება
გარჩევაში

S- Sentence/ წინადადება

N-Noun phrase /სახელური ფრაზა

VP- Verbal phrase /ზმნური ფრაზა

PP-Prepositional phrase /წინდებულიანი ფრაზა

Det-Determiner / დეტერმინანტი

N-Noun / არსებითი სახელი

V-Verb / ზმნა

P-Preposition / წინდებული

Adj-Adjective / განსაზღვრება

Adv- Adverb / გარემოება

მოცემულ წინადადებაში NP იქნება-,, მეზობლის ცოლმა’’

VP- ,,ჟანგიანი დანით შავი პური დაჭრა’’

აქ ერთი რამ უნდა აღინიშნოს, ნებისმიერი NP იქნება ეს ,,მეზობლის ცოლმა’’ ,,ჩემი მეზობლის
ცოლმა’’ ,, ჩემი ახლო მეზობლის ცოლმა’’ ჩვენ შეგვიძლია ეს NP ჩავანაცვლოთ ქვემდებარით- N ე.ი
ნებისმიერი NP შეგვიძლია გავუტოლოთ N-ს. მაგრამ ამ ფრაზებს ვერ გავუტოლებთ სხვა
განსაზღვრებებს, რადგან უკვე გრამატიკულად არასწორ წინადადებას მივიღებთ.

ამ შემთხვევაში NP და VP ც უნდა განვიხილოთ, როგორც S წინადადების უშუალო შემადგენლები.

3. ენა და დიალექტი (5 ქულა)

ენასა და დიალექტს შორის სხვაობას ენათმეცნიერების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე


განსხვავებულად უდგებოდნენ. მაგალითად, რომანული დიალექტოლოგიის ზოგიერთი
წამომადგენელი (ჰ. შუხარდტი, პ. მეიერი, გ. პარისი, ჟ. ჯილერონი და სხვ.) საერთოდ უარყოფდა
დიალექტების არსებობას. მათი თვალსაზრისით, საერთოდ შეუძლებელია დიალექტის გამოყოფა,
რამდენადაც სპეციფიკური სამეტყველო სხვაობები ვერ ქმნიან სტრუქტურულ ნიშან-თვისებათა
მყარ ერთობას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ერთი დიალექტის მეორისაგან
ცალსახა გამიჯვნა; გერმანელი და შვეიცარიელი ენათმეცნიერები კი მიიჩნევდნენ, რომ
დიალექტების გამოყოფა-განსხვავება შესაძლებელია, რამდენადაც სპეციფიკური მეტყველებების
მახასიათებლებში შეიძლება გამოიყოს ბირთვული და პერიფერიული ნიშან-თვისებები და
ბირთვული მახასიათებლების საფუძველზე განისაძღვროს დიალექტის საზღვრები.

ენათმეცნიერების განვითარების თანამედროვე ეტაპზე ენისა და დიალექტის განსაზღვრისას უნდა


განვასხვაოთ წმინდა ლინგვისტური და სოციოლინგვისტური მიდგომები. ლინგვისტური
დეფინიცია ეყრდნობა ენის სიტემურ გაგებას:

თუ შემფასებლისთვის რომელიმე მეტყველება „გაუგებარია“ ამ მეტყველების განმსაზღველი


წესების (სისტემის) სპეციალური დასწავლის გარეშე (ე.ი. ის ვერ ასრულებს ენის ძირითად,
საკომუნიკაციო ფუნქციას), ეს მეტყველება მიიჩნევა დამოუკიდებელ ენობრივ სისტემად (ენად) და,
პირიქით, თუ ის გასაგებია წესების სპეციალური დასწავლის გარეშე -დიალექტად.

ასეთი დეფინიციით ქართული, მეგრული, სვანური და ლაზური (იგივე ჭანური) დამოუკიდებელი


ენობრივი სისტემებია და ენებად კვალიფიცირდება. (ლინგვისტური თვალსაზრისით, მაგ.,
ჩინურის დიალექტები ან, ვთქვათ, გერმანულის ზოგიერთი დიალექტი დამოუკიდებელი ენებია,
ხოლო უკრაინული ან ბელორუსული - რუსულის დიალექტები)

სოციოლინგვისტური დეფინიცია ეყრდნობა ენის სოციალურ ბუნებას:

თუ რომელიმე მეტყველება გარკვეულ სოციუმში ფუნქციონირებს როგორც „შიდა-საოჯახო“


საკომუნიკაციო სისტემა, ხოლო კულტურული, რელიგიური და საზოგადოებრივი ფუნქციები
საერთო, სალიტერატურო ენით (რომელიც ამ მეტყველების მონათესავეა) რეალიზდება, მაშინ ეს
მეტყველება მიიჩნება დიალექტად.

ასეთი დეფინიციით ქართული, მეგრული, სვანური და ლაზური (იგივე ჭანური) საერთო-


სალიტერატურო, სახელმწიფო ენის დიალექტებია, ხოლო, მაგ., სომხური ან აზერბაიჯანული,
რომელიც საქართველოში ასევე „შიდა-საოჯახო“ მოხმარების ენაა, მაინც დამოუკიდებელ ენებად
კვალიფიცირდება, რამდენადაც ისინი არ არიან ქართველურის მონათესავე ენები (სომხური
ინდოევროპული ენაა, აზერბაიჯანული კი თურქულ ენათა ოჯახის წარმომადგენელია -
ლინგვისტურად მისი დიალექტი)

4.განასხვავეთ იდეოგრაფიული და ფონოგრაფიული დამწერლობები (5 ქულა)

დამწერლობა გრაფიკულ ნიშანთა ან გამოხატულებათა მეშვეობით სამეტყველო ინფორმაციის,


ფიქსაციის საშუალებაა. არსებობს დამწერლობის სხვადასხვა ტიპები. მათ შორისაა იდეოგრაფიული
და ფონოგრაფიული დამწერლობები.

იდეოგრაფიული დამწერლობა პიქტოგრაფიული დამწერლობიდან განვითარდა. პიქტოგრაფიულ


დამწერლობაში პიქტოგრამა ასე თუ ისე ჰგავს საგანს, რომელსაც ის აღნიშნავს. ე.ი.
პიქტოგრაფიული დამწერლობა იკონურ პრინციპს ემყარება.
იდეოგრაფიული დამწერლობას საფუძვლად უდევს პირობითობის პრინციპი. თვითონ სიტყვა
შედგება ბერძ. idea "აზრი" და grapho "ვწერ" სიტყვებისგან, რაც გვიჩვენებს იმას, რომ იდეოგრაფიულ
დამწერლობით ცნებები აღინიშნება და არა ბგერები. ამგვარად, იდეოგრამებს წარმოადგენს,
მაგალითად, ციფრები, რომელსაც ჩვენ ნებისმიერ ენაზე ვკითხულობთ. იდეოგრაფიულ
დამწერლობას სხვაგვარად იეროგლიფურსაც უწოდებენ, ხოლო თვითონ იდეოგრამებს -
იეროგლიფებს.

ფონოგრაფიული ეწოდება ისეთ წერით სახეობას, როცა ნიშანთა აღმნიშვნელები ასახავს


განსაზღვრული ენის ბგერით მხარეს. ფონოგრაფიული სისტემაში წერითი ნიშნების აღსანიშნების
არა ცნებები, არამედ კონკრეტული ბგერითი სახის მქონე სიტყვები ან უფრო დაბალი დონის
ენობრივი ერთეულები - მარცვლები ან/და ბგერები. ფონოგრაფიის შემთხვევაში წერითი სისტემის
ცოდნა გულისხმობს მოცემული ენის ნიშანსა და კონკრეტულ სიტყვას ან სხვა ბგერით სეგმენტს
შორის კავშირის წინასწარ ცოდნას. ამგვარად, ფონოგრაფიულ სისტემებში, დამწერლობა უკვე
მეტყველებას ასახავს და ამ სისტემათა შინაარსის პლანს ენის ბგერითი მხარე შეადგენს. ასეთი
წერითი სისტემის გრაფიკულ ნიშანთა აღსანიშნებია ბგერითი სეგმენტები (სიტყვა, მარცვალი,
ბგერა).

ბილეთი 6

1. სრული და არასრული სისტემები. ენის დუალობა და პროდუქტულობა (15 ქულა)

ემლემენტთა კომბინაციას, რომელიც შედგენილია სისტემაში მოქმედი წესების მიხედვით,


ვუწოდოთ ამ სისტემის გამოსახულება. გამოსახულებაში ელემენტთა რაოდენობას ეწოდება
გამოსახულების სიგრძე. თუ ერთი სისტემის ყოველი გამოსახულება ამავე დროს მეორე სისტემის
გამოსახულებაა და პირიქით, — ეს სისტემები იდენტური ანუ იგივეობრივია. როგორც
გამოსახულებათა, ისე ელემენტთა რაოდენობა სისტემაში შეიძლება იყოს სასრული ან უსასრულო.
თუ გამოსახულებათა რაოდენობა სისტემაში უსასრულოდ დიდია, ასეთ სისტემას უსასრულო
სისტემა ეწოდება. ადვილი საჩვენებელია, რომ თუ სისტემაში უსასრულოდ ბევრი ელემენტია, მაშინ
მასში გამოსახულებათა რაოდენობაც შეუზღუდავია. მართლაც, აღვნიშნოთ სისტემის ხარისხი n–
ით, ხოლო გამოსახულების სიგრძე l –ით. მაგალითად, სამელემენტიან სისტემაში, რომლის
ელემენტებია a, b, c, შეგვიძლია შევადგინოთ ცხრა ორელემენტიანი კომბინაცია — გამოსახულება
aa, bb, cc, ab, ac, ba, bc, ca, cb. იმისათვის, რომ სისტემა სასრული იყოს, ე.ი. არ იყოს უსასრულო, მისი
ხარისხი უნდა გამოიხატებოდეს გარკვეული რიცხვით და გამოსახულებათა სიგრძე უნდა იყოს
განსაზღვრული, ე.ი. „ ასეთ სისტემაში უნდა არსებობდეს მაქსიმალური სიგრძის გამოსახულება.
ერთნაირად სპეციფიზირებულ სისტემებს ჰომოგენური სისტემები ეწოდება (ბერძნ. hómos
„მსგავსი“, „იგივეა genos „სახეობა“, „გვარი,“ „წარმოშობა“). თუ სპეციფიკაციები განსხვავებულია,
სისტემები ჰეტეროგენულია (ბერძნ. hēteros „სხვა“, „განსხვავებული“). მაგალითად, პომოგენურია
სისტემები, რომელთაგან ერთის ელემენტებია a, b, c, მეორისა კი a, h, c, d, e. ორივე მათგანის მიმართ
პეტეროგენულია სისტემა, რომლის ელემენტებია 1, 2, 3, 4, 5. სისტემას, რომლის გამოსახულებები
შედგენილია სასრული რაოდენობის ელემენტების განსაზღვრული სიგრძის თეორიულად
შესაძლებელი ყველა კომბინაციით, სრული სისტემა ეწოდება. თუ სისტემა სრული არ არის. იგი
არასრულად იწოდება. არასრული სისტემა შეიძლება განვიხი– ლოთ როგორც სრული სისტემა,
რომლიდანაც გარკვეული წესით (ან წესებით) ამოღებულია რაღაც გამოსახულებები. ამრიგად,
არასრული სისტემა შეიძლება მივიღოთ სრული სისტემიდან, თუ გამოსახულებებს ამა თუ იმ სახის
შეზღუდვები დაედება. მაგალითად, ზემოთ განხილული გვქონდა სამელემენტიანი სრული
სისტემა, რომელიც შეიცავდა ცხრა ორელემენტიან გამოსახულებას. თუ შემოვიტანთ შეზღუდვას,
ვთქვათ, ავკრძალავთ გამოსახულებებში სიმბოლოს გამეორებას, მაშინ მივიღებთ არასრულ
სისტემას ექვსი გამოსახულებით: ab, ac, ba, bc, ca, cb. მაშასადამე, ელემენტთა გამოსახულებებად
კომბინირების წესები არასრულ სისტემაში არსებითად ის შეზღუდ– ვებია, რომლებიც ედება
სათანადო სრული სისტემის გამოსახულებებს. სწორედ შეზღუდვათა ერთობლიობა, რომელიც
განსაზღვრავს ელემენტთა განაწილების წესებს, ქმნის სტრუქტურებს

ბუნებრივ ენას აქვს სპეციფიკური მახასიათებლები, რომლებითაც იგი არსებითად განსხვავდება


ცხოველთა საკომუნიკაციო სისტემებისგან. ესენია - ენობრივი სისტემის დუალობა და
პროდუქტიულობა.

დუალობის წყალობით მოლაპარაკეს შეუძლია მცირე ერთეულების დალაგებით, მათი შეერთების


გზით წარმოქმნას უფრო რთული, გრძელი ერთეულები, მნიშვნელობას მოკლებული ბგერითი
ერთეულებისგან სიტყვები, სიტყვების გაერთიანებით კი ააგოს წინადადებები.

ერთი მხრივ, გვაქვს ბგერითი გამოხატულების მქონდე ერთეულები, მეორე მხრივ ამ ერთეულთა
გაერთიანების კომბინირებული წესები, ე.წ გრამატიკა. ცხოველს არ შეუძლია დაალაგოს,
გააერთიანოს ან გაართულოს თავისი “საკომუნიკაციიო ენის” ნიშნები, მას მხოლოდ ძალუძს
გადასცეს გარკვეული მზა ნიშანი.

დუალობა საშუალებას იძლევა ადამიანის ენის სასრული რაოდენობის ერთეულთაგან შეიქმნას,


წარმოიქმნას უსასრულო რაოდენობის გამონათქვამები ამ ერთეულების სხვადასხვაგვარი
დალაგების გზით.

სისტემის პროდუქტიულობა არის შესაძლებლობა გადაიცეს და შეიქმნას ახალი ინფორმაცია, ე.


ი. გამონათქვამის აგებისას ისეთი შინაარსი გადაიცეს, რომელიც არავის არ შეუქმნია და არ
გადაუცია.

ენის დუალობისა და პროდუქტიულობის თვისებების წყალობით ადამაინს შეუძლია


გადასცეს ინფორმაცია მისგან დროითა და სივრცით დაშორებულ მოვლენათა შესახებ. ცხოველთა
კომუნიკაცია ხდება ყოველთვის უშუალო გარემოს საპასუხოდ. ადამაინი კი აღწერს როგორც
წარსულ, ისე აწმყო და მომავალ გარემოებებს, რაც ქმნის ისტორიას, კულტურას, ცივილიზაციას.
ბუნებრივი ენის ეს თვისება უზრუნველყოფს კულტურის ტრანსმისიას.
2. ლ.ტენიერის სტრუქტურული სინტაქსი: ზმნური ვალენტობა და აქტანტები (15 ქულა)

თანამედროვე სინტაქსურ მიმდინარეობებს შორის საყურადღებოა „სტრუქტურული სინტაქსის“


სახელით ცნობილი თეორია, რომელიც ემყარება ზმნის (შემასმენლის, პრედიკატის) მიერ
წინადადების სხვა წევრების მართვის მოდელს. სტრუქტურული სინტაქსი სიტყვებს შორის
არსებულ იერარქიულ დამოკიდებულებებს ასახავს. ლუსიენ ტენიერის თეორიაში სიტყვებს შორის
კავშირების იერარქია და მიმართულება განისაზღვრება პრედიკატის მოწესრიგებული აქტანტური
სტრუქტურით.

აქტანტები (ფრ. actants „მოქმედნი“) იმ პირებისა და საგნების აღმიშვნელი სახელებია, რომლებიც


ამა თუ იმ სახით მონაწილეობენ ზმნით გადმოცემულ მოქმედებაში. ყოველ ზმნას შეიძლება
დაუკავშირდეს აქტანტების გარკვეული რაოდენობა; ზმნის ამ უნარს, შეიწყოს აქტანტების
გარკვეული რაოდენობა, ვალენტობა ეწოდება (ტერმინი ვალენტობა გამოიყენება უფრო ფართო
მნიშვნელობითაც - როგორც ენობრივი ერთეულის უნარი, დაამყროს სინტაქსური კავშირები სხვა
ენობრივ ერთეულებთან).

წინადადება შეიძლება შევადაროთ დრამას, რომლის მოქმედება გამოხატულია ზმნა-პრედიკატით,


მოქმედი პირები - აქტანტებით, ხოლო მოქმედების გარემოებანი - სირკონსტანტებით.
აქტანტებისაგან განსხვავებით სირკონსტანტების რაოდენობა არ არის განსაზღვრული; ისინი
წინადადებაში შეიძლება არც იყვნენ წარმოდგენილნი. სირკონსტანტები გამოიხატება
ზმნიზედებით.

აქტანტები მოწესრიგებულ სიმრავლეს ქმნიან: I აქტანტი ტრადიციული გრამატიკის ქვემდებარეა,


II აქტანტი- პირდაპირი დამატება, III აქტანტი-ირიბი დამატება. სემანტიკური როლების მიხედვით
აქტანტებში შემდეგი სახეობები გამოიყოფა: მოქმედების აქტიური მონაწილე - სუბიექტი ანუ აგენსი
(ლათ. agens „მოქმედი“) ; მოქმედების პასიური მონაწილე -პაციენსი (ლათ. patiens „განმცდელი“ );
რაღაცის აღმქმელი ან გრძნობის განმცდელი მონაწილე -ექსპერიენცერი; ის პირი ან საგანი
(ობიექტი), რომლისთვისაც ხორციელდება მოქმედება - ადრესატი. ერთი და იგვივე აქტანტი
შეიძლება სხვადასხვა სემანტიკურ როლს ასრულებდეს. მაგალითად, ქვემდებარე შიძლება
წარმოადგენდეს აგენსს (ბიჭი ხატავს), ექსპერიენცერს (ბიჭს სცივა);

ზმნა შეიძლება იყოს უაქტანტო ანუ ნულვალენტიანი (ავალენტური) - ასეთია, მაგალითად, ბუნების
მოვლენათა გამომხატველი ზმნები. მაგ., წვიმს, თოვს, ცივა... it rains, it snows. ამგვარ ზმნებში თავს
იჩენს ე.წ. ფსევდოსუბიექტი (ანუ რეალური სუბიექტი არ არ არსებობს).

ერთაქტანტიანი, ანუ ერთვალენტიანი ზმნები გამოხატავენ მოქმედებას, რომელშიც მხოლოდ ერთი


პირი ან საგანი მონაწილეობს. მაგ., ჩიტი მიფრინავს, სტუმრები მოვიდნენ, მეძინება; ორვალენტიან
ზმნებში ორი აქტანტი მონაწილეობს. მაგ., ვკითხულობ -მე მას. ა.შ.

იმ აქტანტების რაოდენობა და ხასიათი, რომლებიც აუცილებელია მოცემული ზმნისთვის,


განსაზღვრავს წინადადების აქტანტურ სტრუქტურას.
3. კონტრადიქტორული და კომპლემენტარული დებულებები (5 ქულა)

ენობრივი სისტემა ისევე, როგორც ყოველი სისტემა შედგება ელემენტებისაგან და ამ ელემენტებად


გვევლინებიან ენობრივი ნიშნები. ენობრივი ნიშანი შეიძლება განისაზღვრროს როგორც
განუყოფელი ერთიანობა, ურღვევი მთლიანობა აღსანიშნისა და აღმნიშვნელისა, რომელთაც
ენობრივი ნიშნის შემადგენლები ეწოდებათ. აღსანიშნი არის გარეენობრივი ობიექტური სამყაროს
კუთვნილება- საგანი, მოვლენა, პროცესი, თვისება, მიმართება და სხვა, ხოლო აღმნიშვნელი არის
აღსანიშნის ენობრივი გამოხატულება. მაგ., „მზე“ განსაზღვრებს თანახმად, ენობრივ ნიშანს
წარმოადგენს, რადგან იგი შეიცავს ორივე შემადგენელს - აღსანიშნს (ეს არის კოსმიური სხეული,
რომელიც ანათებს, ათბობს, სასიცოცხლო ენერგიას ანიჭებს ყოველ სულდგმულს) და აღმნიშვნელს,
რომელიც წარმოდგენილია მ-ზ-ე ბგერათმიმდევრობის სახით. ეს მიმდევრობა ხსენებული
აღსანიშნის ენობრივი გამოხატულებაა. აღმნიშვნელის მიმართებას აღსანიშნთან ეწოდება ენობრივი
ნიშნის მნიშვნელობა.

კავშირი ენობრივი ნიშნის შემადგენლებს, აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორს ნებისმიერი,


თავისუფალი, არამოტივირებულია ანუ პირობითია. ამგვარი კავშირი ნიშნავს, რომ აღმნიშვნელი
არ განისაზღვრება აღსანიშნის ფიზიკური ბუნებით, არც გეომეტრიული ფორმით, არც
ფილოსოფიური რაობითა თუ არსით და არც რომელიმე სხვა თვისებით. ამ თვალსაზრისით,
ენობრივი ნიშნის შემადგენლებს შორის კავშირი თავისუფალია - აღსანიშნში არაფერია ისეთი,
აღმნიშვნელის კონკრეტულ სახეს, მის ბგერით შედგენილობას რომ განსაზღვრავდეს. მაგრამ ეს არ
არის ერთადერთი არსებული თეორია და ამ საკითხის შესახებ განსხვავებული აზრები ჯერ კიდევ
ანტიკური დროიდან არსებობს, არსებობდა ორი შეხედულება. ბერძენ ფილოსოფოსთა ნაწილი
ფიქრობდა, რომ საგნების სახელდება ხდება პირობითად, ჩვენივე შეთანხმებით, ამ თეორიას
ეწოდება თესეი (thesei-შეთანხმება). ფილოსოფოსთა სხვა ნაწილი მიიჩნევდა, რომ აღმნიშვნელის
მიმართება აღსანიშნთან მოტივირებულია, ამ თეორიას ეწოდება ფუსეი (physei-ბუნებითი) -
სახელდება ხდება არა შეთანხმებით, არამედ საგნის ბუნებიდან გამომდინარე.

დავა ამ საკითხზე საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა, რადგან ეს ორივე თვალსაზრისი


არასრული იყო.

პირობითი მიმართება აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის ცალკე აღებულ ნიშნის ფარგლებში


არის ვერტიკალური მიმართება. ცალკე აღებულ, იზოლირებულ ენობრივ ნიშანში კავშირი
აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის პირობითია (გარდა ონომატოპოეტური ხმაბაძვითი სიტყვებისა)

ონომატოპოეტური ანუ ხმაბაძვითი სიტყვები ისეთი ენობრივი ნიშნებია, რომლებშიც ერთ-ერთი


შემადგენელი - აღსანიშნი როგორღაც განსაზღვრავს მეორეს - აღმნიშვნელს: აღსანიშნის რაღაც
თვისება როგორღაც აისახება აღმნიშვნელში. აღმნიშვნელი თავისი ბგერითი შედგენილობით
უახლოვდება აღსანიშნის ამა თუ იმ მხარეს, ნიშანთვისებას. მაგ., კაკუნი, ბრახუნი, ყიყლიყო, baa-
baa. ასეთი სიტყვების არსებობის მიუხედავად განხილული დებულება ენობრივი ნიშნის
პირობითობის შესახებ მაინც ძალაში რჩება, რამდენადაც, ჯერ ერთი, ამგვარი სიტყვების
რაოდენობა ენაში არ არის დიდი; მეორე, რაც უფრო არსებითია, ასეთი სიტყვებიც კი
ერთმანეთისგან განსხვავებული ბგერითი შედგენილობისანი არიან სხვადასხვა ენაში. მაგ.,
გუგული, cu-coo (ინგლ.), кукушка (რუს.), kuckuck (გერმ.).

თუმცა, ნიშნის განსაზღვრისას გასთვალისწინებელია კავშირი არა მარტო აღსანიშნსა და


აღმნიშვნელს შორის ერთი ნიშნის ფარგლებში, არამედ მოცემული ნიშნის მიმართებაც სისტემის
სხვა ნიშნებთან, როგორც აღსანიშნთა, ისე აღმნიშვნელთა დონეზე, ანუ მიმართებები აღსანიშნებსა
და სათანადო აღმნიშვნელებს შორის; ამ მიმართებას შეგვიძლია ვუწოდოთ ჰორიზონტალური
მიმართებები. ვერტიკალური მიმართებისგან განსხვავებით ის ორპლანიანია.

ჰორიზონტალური მიმართებები შეიძლება შემდეგი სქემის სახით წარმოვადგინოთ:

საკითხისადმი ასეთი მიდგომის შემთხვევაში მოიხსნება წინააღმდეგობა ნიშნის პირობითობაზე


ორ, ერთი შეხედვით ურთიერთსაპირისპირო (კონტრადიქტორულ) თვალსაზრისს შორის. ორივე
მათგანი მართებულია, მაგრამ არასრული. ისინი ცალ-ცალკე არ ითვალისწინებენ ყველა
შესაძლებელ მიმართებას. ანუ ეს თვალსაზრისები ურთიერთშემავსებლები (კომპლემენტარულები)
არიან.

4. განასხვავეთ ასიმილაცია და დისიმილაცია (5 ქულა)

ასიმილაცია-თვითონ სიტყვა ასიმილაცია ნიშნავს დამსგავსებას (ლათ. Assimilation „მიმსგავსება“).


მეზობელი ბგერები იმსგავსებენ ერთმანეთს გარკვეული ნიშნების მიხედვით. განასხვავებენ
ასიმილაციის სამ სახეს მიმართულების, მანძილისა და შედეგის მიხედვით. მიმართულების
მიხედვით ასიმილაცია ორგვარი: პროგრესული და რეგრესული. პროგრესულია ასმილაცია, თუ იგი
მიმართულია სიტყვის დასაწყისისაკენ, ე.ი. თუ ასიმილატორი წინ უსწრებს ასიმილირებულ
ბგერას, მაგ., სიტყვაში „ტბა-ტპა“ ასიმილატორია ტ, ხოლო ასიმლირებულია-ბ (ასევე პროგრესულია
სმილიაციაა „კბილი-კპილი“, „თბილი-თფილი“ და სხვ). რეგრესული ასიმილაციის შემთხვევაში
ასიმილატორს წარმოადგენს მომდევნო ბგერა, რომელიც იმსგავსებს წინ მდგომ ბგერას.
მაგალითად, სიტყვა „ერთგული“ ჩვეულებრივ წაროითქმის როგორც (ერდგული) გ, როგორც
მჟღერი ბგერა, იმსგავსებს წინ მდგომ თ-ს, რომელიც თვითონ ყრუ ბგერაა. მანძილის მიხედვითაც
ასიმილაცია ორგვარია: კონტაქტური და დისტანციური. კონტაქტურია ასმილიაცია იმ შემთხვევში,
თუ ასიმილატორი და ასიმილირებული ბგერები ერთმანეთის უშუალო მეზობლობაშია (მაგ.,
კონტაქტურია როგორც „კბილი-კპილი“ ტიპის პროგრესული ასიმილაცია, ისე „ერთგული-
ერდგული“ ტიპის რეგრესული ასიმილაციაც). დისტანციურია ასიმილაცია, თუ ასიმილატორსა და
ასიმილირებულ ბგერას შორის დგას სხვა ბგერა ან ბგერები. შედეგის მიხედვითაც ორგვარი
ასიმილაცია არსებობს: სრული და ნაწილობრივი. ასიმილაცია სრულია, თუ ასიმილირებული ბგერა
მთლიანად ემსგავსება ასიმილატორს.

დისიმილაცია. ასიმილაციის საწინააღმდეგო პროცესია დისიმილაცია (ლათ. Dissimilatio


“განსხვავება“). თუ ასიმილაციის დროს ბგერები ერთმანეთს ემსგავსებიან, დისიმილაციის დროს,
პირიქით, ორი მსგავსი ან ერთნაირი ბგერა ერთმანეთსგან განსხვავდება. ქართულში სიტყვა რბილი
დისიმილაციის გზით არის მიღებული ლბილი სიტყვისგან.

დისიმილაცია ხმოვნებსაც ემართება. ქართულში უნდა გვქონოდა *„სათითოოდ“, მაგრამ გვაქვს


„სათითაოდ, სადაც ორი ო დისიმილირე- ბულია: ო-ო-ა- ო. დისიმილაციის შედეგად
დისიმილირებული ბგერა საერთოდ შეიძლება დაიკარგოს. მაგ, სიტყვა “ერთმანეთი”
მომდინარეობს “ერთმანერთისაგან”.

ორი რ, როგორც ვიცით, სიტყვაში ვერ ძლებს და ამიტომ მოცემულ შემთხვევაში იგი იკარგება:
ერთმანერთი–ერთმანეთი.დისიმილაციის ნიადაგზე სიტყვაში ორი ერთნაირი მარცვლიდან
შეიძლება დაიკარგოს ერთ-ერთი. ამ მოვლენას ეწოდება ჰ ა პ ლ ო ლ ო გ ი ა.დისიმილაციაც
შეიძლება იყოს პროგრესული („გორური→გორული) და რეგრესული (ლბილიარბილი,
კონტაქტური და დისტანციური (ლბილი რბილი). თუ ასიმილაციის შემთხვევაში კონტაქტური
ასიმილაცია უფროა გავრცელებული, ვიდრე დისტანციური, დისიმილაციის შემთხვაში, პირიქით,
დისტანციური ასიმილაცია უფრო ხშირია, ვიდრე კონტაქტური.

ბილეთი 7

1. ფონეტიკა და მისი დარგები. ფონოლოგია (15 , ქულა)

ენა ანაწევრებს ბგერებს გარკვეული ორგანოების საშუალებით .მეტყველი სუბიექტი იყენებს ამ


ორგანოებს და დაუნაწევრებელ ბგერებს გარდაქმნის დანაწევრებულ ბგერებად ანუ ფონემებად .
ამგვარ დანაწევრებულ ბგერებს იკვლევს ფონეტიკა ,.ფონეტიკა დანაწევრებულ ბგერებს სამი
თვალსაზრისით სწავლობს:

1. არტიკულაციურად - იმ სამეტყველო ორგანოების მიხედვით, რომელთა მოქმედების შედეგადაც


წარმოიქმნება მოცემული ბგერა.

2. აკუსტიკურად - როგორი ეფექტი მიიღება ამა თუ იმ არტიკულაციური ორგანოს მუშაობის


შედეგად. ბგერის ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით.

3. პერცეფციულად - სმენითი შთაბეჭდილების მიხედვით. ბგერითი ტალღა აღიზიანებს მსმენლის


სასმენ აპკს, ეს აღიქმება ნერვის მიერ და გადაეცემა ინფორმაცია თავის ტვინის შესაბამის უბანს, რის
შედეგადაც აღიქმება ბგერა.

ფონეტიკა არის კერძო და ზოგადი . კერძო ფონეტიკა იკვლევს მოცემული , ვთქვათ , ქართული
ენისთვის დამახასიათებელი ბგერების ფიზიოლოგიურ და ფიზიკურ მახასიათებლებს .ზოგადი
ფონეტიკა კი განაზოგადებს იმ შედეგებს , რაც კონკრეტული ენების კვლევის სფეროშია მიღწეული
ამ თვალსაზრისით . ასეთი განზოგადების შემდეგ უფრო ამომწურავი ხდება ჩვენი ცოდნა ადამიანის
სამეტყველო აპარატის შესაძლებლობების შესახებ .

ცალკეული ბგერების წარმოთქმის პროცესს განყენებულად თუ წარმოვიდგენთ, მასში განირჩევა


სამი ძირითადი მომენტი: შემართვა, ანუ ექსკურსია, მწვერვალი ანუ დაყოვნება და დამართვა ანუ
რეკურსია.

ეს მომენტები ასე ხასიათდება: სამეტყველო ორგანოები გამოდიან ინდიფერენტული


მგომარეობიდან, რომელიც უშუალოდ წინ უძღვის არტიკულაციას და მოეწყობიან ბგერის
წარმოსათქმელად; ეს წარმოთქმის პირველი მომენტია.

მეორე მომენტში სამეტყველო ორგანოები ასრულებენ ბგერის წარმოსათქმელად საჭირო


მოძრაობას. ეს მომენტი უფრო ხანგრძლივია. მესამე მომენტში სამეტყველო ორგანოები
უბრუნდებიან ინდიფერენტულ მდგომარეობას.

ხშულ თანხმოვანთა წარმოქმნისას განირჩევა შემდეგი სამი ფაზა: 1. ხშვის მომენტი -


იმპოლიზია, 2.ხშვითი დაყოვნება- ოკლუზია და 3. განხშვის მომენტი - ექსპლოზია

გაბმულ მეტყველებაში შემართვისა და დამართვის მომენტი არ არის სრული: ამით აიხსნება


მეზობელ ბგერათა ურთიერთგავლენა.

ორ მეზობელ თანხმობანს დაყოვნების ფაზა შეიძლება საერთო ჰქონდეს. ასეთია ე. წ


ჰარმონიული თანხმოვანთ კომპლექსები ქართულში, მაგ: დგ, თქ და სხვა.

რომელიმე ორი ენა მეტ-ნაკლებად განსხვავდება ერთმანეთისგან სამეტყველო ორგანოების


ინდეფერენტული მდგომარეობით, რომელიც უშუალოდ წინ უძღვის ბგერათა წარმოთქმას -
სამეტყველო ორგანოების აქტივიზაციას. ეს არის ამ ენათა საარტიკულაციო ბაზისი, რომელიც
სპეციფიკურია თითოეული ენისათვის და რომელიც თავს იჩენს, მაგალითად, უცხოურ ენაზე
მოლაპარაკის აქცენტში, როდესაც ის ამ ენის ბგერათა სწორ წარმოთქმას დაუფლებული არ არის:
უცხოული ენის ბგერათა წარმოთქმისას ის იყენებს თავისი მშობლიური ენის საარტიკულაციო
ბაზისს. უცხოური ენის წარმოთქმის დაუფლება გულისხმობს სწორედ ამ ენის საარტიკულაციო
ბაზისის ათვისებას.

ფონოლოგია არის სტრუქტურული ენათმეცნიერების საფუძველზე წარმოქმნილი სამეცნიერო


დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ენაში არსებულ ბგერათა მნიშვნელობის განმასხვავებელ
ფუნქციას. ანუ, ფონოლოგია შეისწავლის ენის უმცირეს, მნიშვნელობის განმასხვავებელი ფუნქციის
მქონე ერთეულებს (ფონემებს).

თუ ფონეტიკა მეტყველებაში ფონემათა რეალიზაციითაა დაკავებული, ფონოლოგია ცდილობს


აღმოაჩინოს, აღწეროს და განსაზღვროს ენის ფონემები, მათ შორის დისტინქტიურ (განმასხვავებელ)
ფონეტიკურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით.
როგორც ცნობილია, მეტყველების პროცესში, ადამიანთა შორის ენობრივი ურთიერთობის
დროს, წარმოიქმნება უსასრულოდ დიდი რაოდენობა ერთმანეთისგან განსხვავებული სამეტყველო
ბგერებისა. საზოგადოდ, ყოველი განსხვავება გულისხმობს დაპირისპირებას. ერთი რაღაცა
მხოლოდ იმდენად განსხვავდება მეოორისგან, რამდენადაც უპირისპირდება მას, დაპირისპირების
ანუ ოპოზიციის დამოკიდებულებაში იმყოფება მასთან. ერთმანეთისგან განსხვავებული
სამტყველო ბგერების მთელი უსასრულო რაოდენობა შეიძლება დაყვანილ იქნეს ორ ძირითად
ტიპზე. სამეტყველო ბგერებს შორის განსხვავება შეიძება იყოს ფონოლოგიური ან არაფონოლოგირი.
როდესაც ორი სამეტყველო ბგერა ერთმანეთისგან განსხვავდება ანუ უპირისპირდება ისე, რომ
სწორედ ამ დაპირისპირებით გამოიხატება ენობრივ ნიშნებს შორის განსხვავება მათი
მნიშვნელობის თვალსაზრისით, ასეთ ბგერით დაპირისპირებას უწოდებენ ფონოლოგიურ
ოპოზიციას, ხოლო ისეთ ბგერით დაპირისპიებას, რომელსაც არ უკავშირდება ენობრივ ნიშანთა
შორის მათი მნიშვნელობების თვალსაზრისით არსებული განსხვავებების გამოხატვა, უწოდებენ
არაფონოლოგიურ ოპოზიციას, ანუ ფონოლოგიურად ირელევენტურ (არაღირებულ) ოპოზიციას.
მაგალითად, განსხვავება „ბ“ და „ფ“ ბგერებს შორის წარმოადგენს ფონოლოგიურ ოპოზიციას,
რამდენადაც მოიძებნება ისეთი წყვილები, რომელთა შორის არსებული დაპირისპირება სწორედ ამ
ბგერითი განსხვავების მეშვეობით გამოიხატება. მაგ., ბარი-ფარი, ბერი-ფერი, ბოთლები-ფოთლები,
და ა.შ. მაგრამ განსხვავება რბილ „ლ’“-სა და მაგარ „ლ“-ს შორის, ქართული ენობრივი სისტემი
ფარგლებში, წარმოადგენს არაფონოლოგიურ ოპოზიციას, რამდენადაც შეუძლებელია მოიძებნოს
ორი ისეთი ენობრივი ნიშანი, რომელთა ურთიერთდაპირისპირება მხოლოდ ამ ბგერითი
განსხვავებით იყოს გამოხატული. (მაგ., ქალი და ქალ’ი მნიშვნელობით არ განსხვავდება
ერთმანეთისგან).

ფონოლოგიურ ერთეულს, რომელიც მოცემულ ენაში აღარ დაიშლება დროში ერთმანეთის


მომდევნო უფრო მცირე ფონოლოგიურ ერთეულად, ფონემა ეწოდება. ფონემა არის ენის ბგერითი
მხარის ელემენტი, რომელსაც ვიყენებთ ერთი გამონათქვამის მეორისაგან განსასხვავებლად.

2. ქართული სალიტერატურო ენა და დიალექტები. ქართველური ენები (15 ქულა)

სალიტერატურო ენა არსებითად განსხვავდება დიალექტებისგან. დიალექტი რამდენიმეა ყოველ


ენაში, სალიტერატურო ენა კი ერთია. სალიტერატურო ენა წარმოადგენს სამწერლობო ენას, ხოლო
დიალექტები უმწერლობოა. მაგრამ აღნიშნული განსხვავებანი სალიტერატურო ენასა და დიალექტს
შორის არაა ძირითადი. სალიტერატურო ენა - ესაა ენა ლიტერატურის, ხელოვნების, სკოლის,
მეცნიერებისა და ა.შ.

სალიტერატურო ენა დიალექტისგან განსხვავებით მკაცრად ნორმალიზებულია, ამიტომ იგი


უფრო ნელა იცვლება, ვიდრე დიალექტი.

სალიტერატურო ენა იქმნება გარკვეული დიალექტის ან დიალექტების საფუძველზე, მაგრამ იგი


მთლიანად არ ემთხვევა არც ერთ დიალექტს. ქართულ სალიტერატურო ენას საფუძვლად უდევს
ქართლ-კახური დიალექტი, მაგრამ მთლიანად არ ემთხვევა მას. სალიტერატურო ენას საფუძვლად
ედება ის დიალექტი, რომლის წარმომადგენლების დაწინაურებულნი არიან კულტურული,
ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით. მაგალითად, ლათინურს საფუძვლად დაედო
რომის დიალექტი, ფრანგულს- პარიზის და ა.შ.

დიალექტები სალიტერატურო ენის დაუშრეტელი შემავსებელი წყაროა - დიალექტები ავსებენ


სალიტერატურო ენას, განსაკუთრებით კი მის ლექსიკას, უფრო სრულყოფილსა და მოქნილს ხდიან.

დიალექტი ყველაზე უფრო მსხვილი ერთეულია ენაში. მასში გამოიყოფა კილოკავები, რომლებიც
დიალექტზე უფრო მცირე ერთეულებია. არც კილოკავია ერთგვაროვანი, მასში გამოიყოფა თქმები,
თქმებში - ქცევები. უკანასკნელზე უფრო მცირე და საერთოდაც უმცირესი ერთეულია იდიოლექტი.

ქართულ ენას საქართველოს ტერიტორიაზე თორმეტამდე დიალექტი აქვს. საქართველოს


ფარგლებს გარეთ ქართულის სამი დიალექტია: ინგილოური (აზერბაიჯანი), იმერხეული
(თურქეთი) და ფერეიდნული (ირანი).

ქართველური ენები — კავკასიურ ენათა ოჯახში შემავალი ენათა ჯგუფი, ძირითადად,


საქართველოში მოსახლე ადამიანთა მშობლიური ენებია. ქართველურ ენათა ოჯახში ოთხი
ახლომონათესავე ენა შედის: ქართული, მეგრული, ლაზური (ჭანური) და სვანური. რეგულარული
ფონემური შესატყვისობები, რომლებიც დგინდება ქართველურ (სამხრეთ-კავკასიურ) ენებს -
ქართულს, მეგრულ-ლაზურსა და სვანურს შორის, საფუძველს გვაძლევს განვიხილოთ ისინი
როგორც მონათესავე დიალექტები, წარმომდგარი საერთო ენობრივი წყაროდან, რომელსაც
პირობითად საერთო-ქართველური (წინარე ქართველური) ენა ეწოდება.

საერთო ქართველურ ენასთან მიმართებით, ქართული, მეგრული, ლაზური და სვანური წინარე-


ქართველური დიალექტებია, რომლებიც "მემკვიდრეობითი", საერთო ქართველური ენის
სტრუქტურული ნიშნების დიაქრონული გარდაქმნების შედეგად სპეციფიკურ დამოუკიდებელ
ენობრივ სისტემებს ქმნიან და თანამედროვე ქართველურ ენებს მიეკუთვნებიან.

ტერმინი ქართველური ენები იხმარება უკვე ალ. ცაგარელის შრომებში. საენათმეცნიერო


ლიტერატურაში დამკვიდრდა ჰუგო შუხარდტის მიერ.

3. ძირი და ფუძე, ფლექსია და დერივაცია (5 ქულა)

ძირი სიტყვის აუცილებელი ელემენტია. სიტყვას ყოველთვის აქვს ლექსიკური მნიშვნელობა,


რომლის გამომხატველიც არის ძირი. ამიტომ სიტყვა შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ ძირისგან.
მაგ., და, ძმა, ცა და ა.შ. ლექსიკური მნიშვნელობის გამომხატველ მორფემას, რომელიც აღარ იშლება
მასზე უფრო მცირე მორფემად, ვუწოდოთ ძირი. სიტყვებში ცხენი და ცხენოსანი ასეთი
მინიმალური ერთეულია ცხენ- და ცხენოსან-. ცხენ- ბაზისური ფორმაა, ხოლო მეორე მისგანაა
ნაწარმოები (დერივატი) -ოსან დერივაციული მორფემის საშუალებით.

ბაზისური ლექსიკური მორფემა არის ძირი, ხოლო ძირი გართულებული დერივაციული


მორფემით არის ფუძე. მაგ., ცხენ-ოსან-ი (ცხენ- ძირი; ოსან- დერივაციული მორფემა; ცხენოსან-
ფუძე) ფუძე შეიძლება ემთხვეოდეს ძირს. დერივატ ლექსიკურ ფორმებში კი ფუძე და ძირი
ერთმანეთს არასდროს ემთხვევა. როგორც ძირეული ფორმები ისე მათი დერივატები დაირთავენ
ფლექსიურ აფიქსებს, რომელიც, განსხვავებით დერივაციული აფიქსებისგან, სიტყვებს
გრამატიკულ მნიშვნელობას უცვლიან (მაგ., კაც-ი, კაც-მა; კაცურ-ი, კაცურ-მა).

4.განასხვავეთ სილაბური და კონსონანტური დამწერლობები (5 ქულა)

სილაბური დამწერლობა – დამწერლობის სახეობა, რომელშიც აღინიშნება მარცვლები და არა


ფონემები. ერთი გრაფიკული ნიშანი წარმოადგენს ერთ სილაბემას (მარცვალს). არსებობს წმინდა
სილაბური და იდოეგრაფიულ-სილაბური დამწერლობები. წმინდა სილაბური დამწერლობის
საუკეთესო ნიმუშია ძველი ინდური დამწერლობა დევანაგარი. დევანაგარის თითქმის ყველა
ნიშანი გამოხატავს მარცვალს ა გახმოვანებით (პა, ბა, და, ტა,... ა.შ.). იდოეგრაფიულ-სილაბური
დამწერლობებია იაპონური, ძველი კორეული, გვიანდელი სოლისებრი (აქადური, ხეთური).

ანბანური – ფონეტიკური დამწერლობის ტიპი, რომელიც მხოლოდ თანხმოვანი ბგერების


აღმნიშვნელ სიმბოლოებს (გრაფემებს) შეიცავს. ამგვარი დამწერლობები ძირითადად გამოიყენება
ისეთი ენების ჩასაწერად, რომელთა სტრუქტურა იძლევა იმის საშუალებას, რომ ხმოვნების გერეშე
ჩაწერილმა სიტყვამ ორაზროვნება ან აზრის გაუგებრობა არ გამოიწვიოს. ამის საშუალებას

ძირითადად სემიტური ენები იძლევიან, რომელთა მორფოლოგია და ლექსიკაც კონსონანტურ


საწყისებზეა დაფუძნებული.

კონსონანტური დამწერლობების მაგალითებია არაბული, ებრაული, სირიული დამწერლობები,


ასევე ძველი სემიტური სისტემები, როგორიცაა პროტო-სემიტური, ფინიკიური, არამეული და სხვა.
კონსონანტური დამწერლობიდან, კერძოდ ფინიკიურიდან, განვითარდა ბერძნული ანბანი -
პირველი სრულყოფილი, კონსონანტურ-ვოკალიზებული ანბანი, რამაც დასაბამი მისცა ანბანური
დამწერლობების შექმნას ევროპაში.

ბილეთი 8

1. ფონოტაქტიკა. ჰარმონიულ კომპლექსთა 2 სისტემა ქართულში (15 ქულა)

ენები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან არა მარტო ფონოლოგიური, არამედ ფონემათა


ურთიერთშეხამების წესების მიხედვით, სწორედ ამას იკვლევს ფონოტაქტიკა.

ყველა ენას ახასიათებს სპეციფიკური ფონოტაქტიკური წესები, რაც გარკვეულ აკრძალვებში


გამოიხატება. შესაძლებელია რომელმე პოზიციაში დასაშვები იყოს მოცემული ენის ყველა ფონემა,
ხოლომეორე პოზიციაში გარკვეული შეზრუდვები იყოს დაწესებული. მაგალითად, ქართულში
სიტყვა შეიძლება იყებოდეს ნებისმიერი თანხმოვნით, მაგრამ ასეთი თავისუფლება სიტყვს
ბოლოსთვის არ არის დამახასიათებელი. ქართულში სიტყვა არ შეიძლება მთავრდებოდეს მჟღერ
თანხმოვანზე, რადგანაც მჟღერი ხშულები და ნაპრალოვნები სიტყვის ბოლოს ქართულში
ყრუვდებიან. ამიტომაა, რომ ვამაყობ წარმოითქმის, როგორც ვამაყოფ; კარგად, როგორც - კარგათ.
ფონოტაქტიკური წესები სხვადასხვა ენაში სხვადასხვაა; ისეთ მახლობელ ენებშიც კი, როგორიც
მეგრული და ქართულია, სხვადასხვა ფონოტაქტიკური წესები იჩენს თავს. მაგალითად, ქართულში
ტრ კომპლექსი თავისუფლად რეალიზდება სხვდასხვა პოზიციაში (შდრ. ტრიალი), მაგრამ
მეგრულში ასეთი კომპლექსი დაუშვებელია, ამიტომ იგი ამ კომპლექსს ან ხმოვნით თიშავს
(მტერედი-ტორონჯი) ანდა რ-ს გადმოსვამს ტ-ს წინ (შდრ. პეტრე-პერტე).

ფონოტაქტიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინტერესოა გ. ახვლედიანის მიერ


დამუშავებული თეორია დეცესიული და აქცესიური კომპლექსებს შესახებ.

დეცესიური ნიშნავს უკან მიმართულლს. თანხმოვანთა კმპლექსი დეცესიულია, თუ პირველი ბგერა


ასეთი კომპლექსისა ზესადგამი მილის წინა ნაწილში იწარმოება, მეორე-უკან. აქცესიური ნიშნავს
წინ მიმართულს. აქცესიულ კომპლექსში პირველი ბგერა ზესადგამი მილის უკანა ნაწილში
იწარმოება, მეორე-წინ.

დეცესიური კომპლექსები ქართულში ორ სხვადასხვა A და B სისტემას ქმნიან.

A B

ბგ ფქ პკ ბღ ფხ პყ

დგ თქ ტკ დღ თხ ტყ

ძგ ცქ წკ ძღ ცხ წყ

ჯგ ჩქ ჭკ ჯღ ჩხ ჭყ

ასევეა აქცესიურებიც

A B

გბ ქფ კპ ღბ ხფ ყპ

გდ ქთ კტ ღდ ხთ ყტ
გძ ქცკ წ ღძ ხც ყწ

გჯ ქჩ კჭ ღჯ ხჩ ყჭ

დეცესიული კომპლექსები ქართულში გარკვეული წესების დაცვით წარმოიქმნება, რაც


გამორიცხავს ნებისმიერი თანხმოვნის კომბინაციას, ნებისმიერ თანხმოვანთა დეცესიულ
კომპლექსში ჰომოგენურობის პრინციპი დაცულია. დეცესიური კომპლექსები ჰარმონიული
თანხმოვანთკომპლექსებია.

აქცესიურ კომპლექსებშიც დაცულია ჰომოგენურობის პრინციპი, რადგან ამ შემთხვევაში


დასაშვებია კომბინაციები: მჟღერი-მჟღერთან, ყრუ ფშვინვიერი-ყრუ ფშვინვიერთან, ყრუ მვთრი-
ყრუ მკვეთრთან, მაგრამ აქცესიულ კომპლექსებში დასაშვებია მკვეთრის კომბინაცია მჟღერთან. ამ
შემთხვევაში დარღვეულია ჰომოგენურობის პრინციპი.

2. წინადადება და წინადადების წევრები. სინტაქსური კავშირის სახეები (15 ქულა)

ტრადიციული სინატაქსის შეისწავლის წინადადებას, წინადადების წევრებს და სინტაქსურ


მიმართებათა ტიპებს. სინტაქსი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს შედგენას. განსხვავდება
წინადადების შემდეგი წევრები: ქვემდებარე, შემასმენელი, დამატება (პირდაპირი, ირიბი,
უბრალო), განსაზღვრება და გარემოება (ადგილის, დროის, ვითარების, მიზნის და მიზეზის).

წინადადების მთავარ წევრებად მიჩნეულია ქვემდებარე და შემასმენელი, ხოლო დამატება,


განსაზღვრება და გარემოება მეორეხარისხოვან წევრებად.

წევრები ქმნიან წინადადებაში გარკვეულ სინტაქსურ წყვილებს ანუ სინტაგმებს. წინადადებაში


გვაქვს იმდენი წყვილი, რამდენი წევრიც არის მასში ერთის გამოკლებით.

არსებობს სინტაქსური კავშირის სამი სახე - შეთანხმება, მართვა, მირთვა.

შეთანხმება ჰქვია სიტყვათა ისეთ შეკავშირებას, როცა დაქვემდებარებული სიტყვა იმ ფორმას


იღებს, რომელიც წამყვან სიტყვას აქვს.

მართვა ჰქვია სიტყვათა ისეთ შეკავშირებას, როდესაც წამყვანი სიტყვა იკავშირებს დამოკიდებულ
სიტყვას შინაარსობლივ ისე, რომ ამას რამე გრამატიკული გამოხატულება არ ახლავს.

ჯონ რისის წიგნში "რა არის წინადადება?" წინადადების 150 განსაზღვრებაა განხილული, მაგრამ
ყველა მათგანი ნაკლოვანია რაღაც თვალსაზრისით. ეს რიცხვიც არ არის სრული. წინადადება
სავსებით რეალური ერთეულია ენისა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი ხდება ენობრივი
ანალიზი ჩატარება.
წინადადება მოდალობის მიხედვით შეიძლება იყოს: თხრობითი, კითხვითი, ბრძანებითი და
ძახილის. აგებულების მიხედვით ის შეიძლება იყოს: მარტივი, შერწყმული და რთული. თუ
წინადადებაში რამდენიმე ერთგვაროვანი წევრია, მაშინ ასეთი წინადადება შერწყმულია. რთულია
წინადადება თუ იგი ორ ან მეტ მარტივ ან შერწყმულ წინადადებას შეიცავს. თუ რთული
წინადადების შემადგენელი წინადადებები სინტაქსური თვალსაზრისით თანასწორუფლებიანია,
ასეთ დაკავშირებას თანწყობა ეწოდება. თუ რთულ წინადადებაში ერთი წინადადება მეორეზეა
დამოკიდებული, მაშინ ეს ქვეწყობაა.

3. ძირი და ფუძე, ფლექსია და დერივაცია (5 ქულა)

ძირი სიტყვის აუცილებელი ელემენტია. სიტყვას ყოველთვის აქვს ლექსიკური მნიშვნელობა,


რომლის გამომხატველიც არის ძირი. ამიტომ სიტყვა შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ ძირისგან.
მაგ., და, ძმა, ცა და ა.შ. ლექსიკური მნიშვნელობის გამომხატველ მორფემას, რომელიც აღარ იშლება
მასზე უფრო მცირე მორფემად, ვუწოდოთ ძირი. სიტყვებში ცხენი და ცხენოსანი ასეთი
მინიმალური ერთეულია ცხენ- და ცხენოსან-. ცხენ- ბაზისური ფორმაა, ხოლო მეორე მისგანაა
ნაწარმოები (დერივატი) -ოსან დერივაციული მორფემის საშუალებით.

ბაზისური ლექსიკური მორფემა არის ძირი, ხოლო ძირი გართულებული დერივაციული მორფემით
არის ფუძე. მაგ., ცხენ-ოსან-ი (ცხენ- ძირი; ოსან- დერივაციული მორფემა; ცხენოსან- ფუძე) ფუძე
შეიძლება ემთხვეოდეს ძირს. დერივატ ლექსიკურ ფორმებში კი ფუძე და ძირი ერთმანეთს
არასდროს ემთხვევა. როგორც ძირეული ფორმები ისე მათი დერივატები დაირთავენ ფლექსიურ
აფიქსებს, რომელიც, განსხვავებით დერივაციული აფიქსებისგან, სიტყვებს გრამატიკულ
მნიშვნელობას უცვლიან (მაგ., კაც-ი, კაც-მა; კაცურ-ი, კაცურ-მა).

4.განასხვავეთ სალიტერატურო ენა და დიალექტები (5 ქულა)

სალიტერატურო ენა არსებითად განსხვავდება დიალექტებისგან. დიალექტი რამდენიმეა ყოველ


ენაში, სალიტერატურო ენა კი ერთია. სალიტერატურო ენა წარმოადგენს სამწერლობო ენას, ხოლო
დიალექტები უმწერლობოა. მაგრამ აღნიშნული განსხვავებანი სალიტერატურო ენასა და დიალექტს
შორის არაა ძირითადი. სალიტერატურო ენა - ესაა ენა ლიტერატურის, ხელოვნების, სკოლის,
მეცნიერებისა და ა.შ.

სალიტერატურო ენა დიალექტისგან განსხვავებით მკაცრად ნორმალიზებულია, ამიტომ იგი


უფრო ნელა იცვლება, ვიდრე დიალექტი.

სალიტერატურო ენა იქმნება გარკვეული დიალექტის ან დიალექტების საფუძველზე, მაგრამ იგი


მთლიანად არ ემთხვევა არც ერთ დიალექტს. ქართულ სალიტერატურო ენას საფუძვლად უდევს
ქართლ-კახური დიალექტი, მაგრამ მთლიანად არ ემთხვევა მას. სალიტერატურო ენას საფუძვლად
ედება ის დიალექტი, რომლის წარმომადგენლების დაწინაურებულნი არიან კულტურული,
ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით. მაგალითად, ლათინურს საფუძვლად დაედო
რომის დიალექტი, ფრანგულს- პარიზის და ა.შ.

დიალექტები სალიტერატურო ენის დაუშრეტელი შემავსებელი წყაროა - დიალექტები ავსებენ


სალიტერატურო ენას, განსაკუთრებით კი მის ლექსიკას, უფრო სრულყოფილსა და მოქნილს ხდიან.

დიალექტი ყველაზე უფრო მსხვილი ერთეულია ენაში. მასში გამოიყოფა კილოკავები, რომლებიც
დიალექტზე უფრო მცირე ერთეულებია. არც კილოკავია ერთგვაროვანი, მასში გამოიყოფა თქმები,
თქმებში - ქცევები. უკანასკნელზე უფრო მცირე და საერთოდაც უმცირესი ერთეულია იდიოლექტი.

ქართულ ენას საქართველოს ტერიტორიაზე თორმეტამდე დიალექტი აქვს. საქართველოს


ფარგლებს გარეთ ქართულის სამი დიალექტია: ინგილოური (აზერბაიჯანი), იმერხეული
(თურქეთი) და ფერეიდნული (ირანი).

ბილეთი 9

1. ალოფონთა ფონემებად გაერთიანების წესები (15 ქულა)

ფონემა მეტყველების ნაკადში რეალიზდება ბგერებით, ფაკულტატური ან პოზიციური


ალოფონებით, რომელთა რაოდენობა პრაქტიკულადაც და თეორიულადაც უსასრულოა. ამიტომ
ენათმეცნიერებაში დაისვა საკითხი ბგერითი ვარიანტების უსასრულო რაოდეობის გაერთიანებისა
ფონემაში, ანუ იმის გარკვევა თუ რომელ ფონემას უნდა მივაკუთვნოთესა თუ ის ბგერითი
ვარიანტი.

ფონემათა გამოყოფის წესები, რომელთა მიხედვითაც ხდება ბგერების დაჯგუფება ფონემებად, ემყარება
დისტრიბუციულ მიმართებებს. ეს მიმართებები შეიძლება იყოს სამი სახის: თავისუფალი ვარირება ანუ
ეკვივაკენტური დისტრიბუცია (როდესაც ორ ელემენტს ყველა პოზიცია საერთო აქვთ), კონტრასტული
დისტრიბუცია (როდესაც ორ ელემენტს როგორც საერთო, ისე განსხვავებული პოზიციები აქვთ)
დამატებითი დისტრიბუცია (როდესაც ორ ელემენტს არცერთი საერთო პოზიცია არ აქვთ). ამ
მიართებების საფუძველზე გამოიყოფა სამი წესი.

1. თუ ორი ბგერა ერთმანეთთან თავისუფალი ვარირების მიმართებაშია, ე.ი. თუ მათი


ურთიერთჩანაცვლება არ იწვევს სიტყვის მნიშვნელობის შეცვლას, მაშინ ასეთი ორი ბგერა უნდა
განვიხილოთ როგორც ერთი ფონემის ალოფონები.

მაგ., ჩინურში „l“ და „r“ ბგერები თავისუფლად ენაცვლება ერთმანეთს ისე, რომ ამით სიტყვის
მნიშვნელობა არ იცვლება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ეს ბგერები ჩინურში ერთი ფონემის
ალოფონებია.

2. თუ ორი ბგერა ერთმანეთთან კონტრასტული დისტრიბუციის მიმართებაშია, ე.ი. თუ მათი


ურთიერთჩანაცვლება სიტყვის მნიშვნელობის შეცვლას იწვევს, მაშინ ასეთი ორი ბგერა ორი
სხვადასხვა ფონემის ალოფონებია.
მაგ., ქართულში, ჩინურისგან განსხვავებით, „რ“ და „ლ“ ორი სხვადასხვა ფონემის ალოფონებია,
რადგან, მაგალითად, სიტყვაში „ბარი“ „რ“-ს თუ შევცვლით „ლ“-თი ჩვენ მივიღებთ სულ სხვა
მნიშვნელობას (ბარი-ბალი). ამ ბგერების ურთიერთჩანაცვლებით ასევე შეიცვლება მნიშვნელობა
სიტყვებში „ლალი-ლარი“, „ქალი-ქარი“ და ა.შ.

3. თუ ორი ბგერა ერთმანეთთან დამატებითი დისტრიბუციის მიმართებაშია (ანუ ორი ბგერა


არასდროს არ ჩაენაცვლება ერთმანეთს ერთსა და იმავე პოზიციაში), და თუ ასეთი ორი ბგერა
ერთმანეთის მსგავსია ფონეტიკურად, მაშინ ისინი უნდა განვიხილოთ როგორც ერთი და იმავე
ფონემის პოზიციური ალოფონები.

მაგალითად, რუსულში и და ы ბგერები ერთმანეთთან დამატბითი დისტრუბუციის მიმართებაშია,


რადგანაც ы წარმოდგენილია მხოლოდ მაგარი თანხმოვნების მომდევნო პოზიციაში, სადაც მისი и
ბგერით ჩანაცვლება დაუშვებელია.

2. ისტორიულ-შედარებითი მეთოდი და ენათა ნათესაობის დადგენის კრიტერიუმი (15 ქულა)

ისტორიულ- შედარებითი ენათმეცნიერება დიაქრონიული ენათმეცნიერებაა , რომელიც ენათა


ისტორიას იკვლევს ორგვარად :

1)დროის მოძრაობის მიმართულებით ე.ი. ისტორიიდან თანამედროვეობისაკენ . ამგვარ


დიაქრონიულ კვლევას ეწოდება პროსპექტული . პროსპექტული კვლევის დროს ერთი და იმავე
ენის ორ ან მეტ სინქრონიულ მდგომარეობას ერთმანეთს უდარებენ და ამ გზით არკვევენ მოცემული
ენის განვითარების ისტორიას . პროსპექტული დიაქრონიული ენათმეცნიერება იკვლევს იმას , თუ
როგორ , რა წესების მიხედვით გადადის ენის ერთი სინქრონიული მდგომარეობა მეორე
სინქრონიულ მდგომარეობაში . თუ ეს წესები გარკვეულია მაშინ ენის ისტორიაც გამოკვლეულად
შეიძლება ჩაითვალოს . მაგრამ პროსპექტული დიაქრონიული ენათმეცნიერებისათვის
დამახასიათებელია გარკვეული შეზღუდვა : ამ თვალსაზრისით შეიძლება ვიკვლიოთ მხოლოდ
ხანგრძლივი სალიტერატურო ტრადიციების მქონე ენები , როგორიცაა : ქართული , ლათინური ,
ბერძნული , სანსკრიტი და სხვა . მაგრამ ამავე თვალსაზრისით ვერ ვიკვლევთ უმწერლობო ან ისეთ
ენებს , როელთაც ახლადშექმნილი დამწერლოა აქვთ (აფსუური , ხუნძური , ლაკური და სხვა ) .

2) სხვაგვარია რეტროსპექტული დიაქრონიული ენათმეცნიერება , რომელიც დროის


საწინააღმდეგო მიმართულებით იკვლევს ენებს . ესაა ენათა კვლევა თანამედროვეობიდან
ისტორიისაკენ იმ მიზნით , რომ რაც შეიძლება ღრმად შევიჭრათ ენათა განვითარების ისტორიაში .
რეტროსპექტული დიაქრონიული ენათმეცნიერების ძირითადი მეთოდია ისტორიულ-
შედარებითი მეთოდი . ეს მეთოდი კლასიკური ლინგვისტური მეთოდია . მისი ფუძემდებელია
გამოჩენილი გერმანელი ენათმეცნიერი ფრანც ბოპი . 1816 წელს მან გამოსცა ნაშრომი , რომელმაც
სათავე დაუდო ისტორიულ - შედარებით ენათმეცნიერებას , რადგანაც ამ ნაშრომში პირველად იქნა
გამოყენებული ისტორიულ -შედარებითი მეთოდი .

ისტორიულ- შედარებითი მეთოდი გამოიყენება მხოლოდ მონათესავე ენათა მიმართ .


მონათესავეა ისეთი ენები , რომლებიც ერთი საერთო წინაპარი ენიდან არიან წარმოშობილნი .
ამგვარ წინაპარ ენებს ფუძე- ენა ეწოდება . ქართული , მეგრული , ჭანური და სვანური მონათესავე
ენებია, იმიტომ რომ ისინი ერთი ფუძე - ენიდანაა მიღებული .

მონათესავე ენათა შედარება ხდება გარკვეული მიზნით . ესაა ამ ენების ისტორიის გარკვევა და ამ
საფუძველზე ფუძე- ენის აღდგენა . ქართველური ენების ურთიერთშედარების გზით ჩვენ
საშუალება გვეძლევა აღვადგინოთ ქართველური ენა .

ენათა ნათესაობის დადგენის კრიტერიუმებია :

1) ენათა ნათესაობის დადგენა

2) ფუძე ენის რეკონსტრუქცია

3) განსაზღვრა იმ გზისა ფუძე ენიდან თანამედროვე მონათესავე ენებამდე .

ენათა ნათესაობის დადგენა ხდება რეგულარული ფონეტიკური შესატყვისობების საფუძველზე .


ენათა ნათესაობის დადგენის დროს არ ენიჭება მნიშვნელობა შემთხვევით მსგავსებებს ენებს შორის
, ასევე არ ენიჭება მნიშვნელობა ხმაბაძვით სიტყვებს , რომლებიც სხვადასხვა არამონათესავე
ენებშიც მსგავსია . არ ენიჭება მნიშვნელობა ასევე , არც სხვა ენებიდან ნასესხებ სიტყვებს , თუ კი ის
თავად ფუძე ენაში არ არის ნასესხები .

3.კონსონანტური და ანბანური დამწერლობები (5 ქულა)

კონსონანტური დამწერლობა – ფონეტიკური დამწერლობის ტიპი, რომელიც მხოლოდ თანხმოვანი


ბგერების აღმნიშვნელ სიმბოლოებს (ასოებს) შეიცავს. ამგვარი დამწერლობები ძირითადად
გამოიყენება ისეთი ენების ჩასაწერად, რომელთა სტრუქტურა იძლევა იმის საშუალებას, რომ
ხმოვნების გერეშე ჩაწერილმა სიტყვამ ორაზროვნება ან აზრის გაუგებრობა არ გამოიწვიოს. ამის
საშუალებას ძირითადად სემიტური ენები იძლევიან, რომელთა მორფოლოგია და ლექსიკაც
კონსონანტურ საწყისებზეა დაფუძნებული.

კონსონანტური დამწერლობების მაგალითებია არაბული, ებრაული, სირიული დამწერლობები,


ასევე ძველი სემიტური სისტემები, როგორიცაა პროტო-სემიტური, ფინიკიური, არამეული და სხვა.
კონსონანტური დამწერლობიდან, კერძოდ ფინიკიურიდან, განვითარდა ბერძნული ანბანი -
პირველი სრულყოფილი, კონსონანტურ-ვოკალიზებული ანბანი, რამაც დასაბამი მისცა ანბანური
დამწერლობების შექმნას ევროპაში.

ანბანური დამწერლობა – ანბანურ დამწერლობაში ასოები არნიშნავენ არა იდეებს, არამედ ბგერებს.
ანბანური დამწერლობის ჩანასახები ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტელებს გააჩნდათ, თუმცა მისი შექმნა
წილად ხვდა ფინიკიელებს, რომელთაც კაცობრიობის კულტურის ისტორიაში უდიდესი აღმოჩენა
გააკეთეს – შექმნეს ანბანური დამწერლობა და ამის უკვდავყვეს კიდეც თვისი სახელი ისტორიაში.

4.განმარტეთ უმლაუტი და სინჰარმონიზმი (5 ქულა)

უმლაუტი ნიშნავს გადაბგერებას , გადახმოვანებას . უმლაუტად განიხილება წინმდგომ


მარცვალში ხმოვნის გაფართოვება- დავიწროვება მომდევნო მარცვლის ხმოვნის გავლენით .
როგორც ვხედავთ , უმლაუტიც ასიმილაციაა , უფრო ზუსტად , მისი კერძო სახეა .უმლაუტი
ორგვარია იმის მიხედვით , თუ რასთან გვაქვს საქმე - ხმოვნის გაფართოვებასთან თუ
დავიწროვებასთან . დავიწროვების შემთხვევაში მივიღებთ პალატალიზაციას , ე.ი.
არაპალატარული ხმოვანი პალატალური გახდება . უმლაუტის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს
ხმოვანთა გაფართოებაც, ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს ასიმილაციასთან, მაგრამ აქ ასიმილაცია
ხმოვნის გაფართოებას გულისხმობს და არა მის დავიწროებას

სინჰარმონიზმიც ასიმილაციის კერძო შემთხვევაა და იგი გულისხმობს ხმოვანთა პროგრესულ


დისტანციურ და სრულ ასიმილაციას მთელი სიტყვის მანძილზე . ეს პროცესი განსაკუთრებით
დამახასიათებელია ურალურ-ალთაური ენებისთვის. სინჰარმონიზმის დროს სუფიქსალური
ხმოვანი ემსგავსება ფუძისეულ ხმოვანს .

ბილეთი 10

1. ნ. ჩომსკის ტრანსფორმაციულ-წარმომშობი გრამატიკის თეორია (15 ქულა)

ტრანფორმაციულ-წარმომშობი გრამატიკა სინტაქსური თეორიის სახით, ჩამოყალიბდა და


განვითარდა ამერიკაში მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებში. ეს თეორია უკავშირდება. ნოამ წომსკის
სახელს ამ თეორიის განმსაზღვრელი ძირითადი იდეები" შეიძლება ჩამოყალიბდეს
ენათმეცნიერებისათვის ახალი, შეიძლება ითქვას რევოლუციური მიდგომებით, რომლებიც
ახლებურად არმოაჩენენ ენათმეცნიერული კვლევის მთავარ მიზნებს და ამოცანებს, ეს იდეებია:

1.ენა არ არის მზა პროდუქტი. ის შემოქმედებითი პროცესია (შდრ.ჰუმბოლდტის იდეებს, რომელიც


ენას განიხილავს შემოქმედებით ენერგიად და არა შემოქმედების პროდუქტად. )ამდენად, ენის
შემსწავლელი მეცნიერების მთავარი ამოცანა უნდა იყოს. სწორედ ამ დინამიკური პროცესის
ანალიზი ანუ ენის აღწერა დინამიკაში, წინადადების წარმოქმნის პროცესში. ეს ნიშნავს ენობრივი
გამონათქვამების წარმოშობის მექანიზმების დადგენასა და ენის იმგვარი გრამატიკის აგების,
რომელსაც პრეტენზია ექნება ასახოს მეტყველი ადამიანის ცნობიერებიში, ე.წ “შავ ყუთში"
მიმდინარე პროცესები და შეეძლება წარმოადგინოს გრამატიკის იმგვარი მოდელი, რომელიც ისევ
წარმოშობს ენობრივ გამონათქვამებს (იგივე წინადადებებს). როგორც ამას თავად ადამიანი
ახერხებს:

2. ენა შეიძლება აღიწეროს სასრული როდენობის ამოსავალი ელემუნტარული კონსტრუქციებითა


და ამ კონსტრუქციათა კომბინირების, გარდაქმნის (იგივე ტრანსფორმაციის) ასევე სასრული
რაოდენობის წესებით ( პარისის ენობრივი სტრუქტურების ანალიზის ტრანსფორმაციულ მეთოდს
რომელიც გულისმობს ყლემენტირული ე.წ ბირთვული კონსტრუქციების გამოყოფას და
გარკვეული ტრანსფორმაციული წესების დადგენას, რომელთა საშუალებითაც ბირთვული
კონსტრუქციები გარდაიქმნება სხვადასხვაგვარ კონსტრუქციებად),ეს სინტაქსური წესები
შესაბამისობას ამყარებენ წინადადების მნიმენელობასა და მის ჟღერადობას. შორის

3. ამოსავალი. ბირთვული კონსტრუქციები ქმნიან ენის ბაზისურ კომპონენტს, რომელიც აღიწერება


უშუალო შემადგენელთა ანალიზის შესაბამისი, ე.წ გადაწერის, ასევე სასრული რაოდენობის
წესებით (შდრ. ბლუმფილდის უშუალო შემადგენლური ანალიზის მეთოდს, რომელიც საშუალებას
იძლევა ნებისმიერი გამონათქვამი გაანალიზდეს, როგორც იერარქიულად ორგანიზებული
კონსტრუქცია, რომელიც მიიღება რთული კონსტრუქციის მარტივით ჩანაცლების შედეგად
იმგვარად, რომ კონსტრუქციის გამართულობა, მინი გრამატიკული სისწორე არ ირღვევა. ეს წესები
ასახავენ წინადადების წარმოშობის პროცესს და თავისი ხასიათი ბინარულნი (იგივე ორობითი) -
არიან— ანუ ყოველ საფეხურზე ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველი ერთ ერთეული იდება.
გადაიწერება ორ ერთეულად ეს“გაშლის“ პრცესი გრძელდება მანამ, სანამ არ მოიღება წინადადების
შესაბამისი, აბსტრაქტული კატეგორიებითა და სიმბოლოებით განსაზერული სტრიქონი. ზირითად
კატეგორიათა შესაბამისი სიმბოლოებია: S – წინადადები", NP – "სახელური ფრაზა". VP — "ზმნური
ფრაზა", N “სახელი“, V ზმნა A― განსაზღვრება" და ADV “გარემოება’’ გადაწერის წესები ყოველ
წინადადებას შეუსაბამებენ ე.წ, ხე-სტრუქტურას, რომელიც ასახავს წინადადების წარმოქმნის
იერარქიულად ორგანინებულ, ბინარულ პროცესს; მაგალითად, წინადადები პატარა ბიჭი არ
თამაშობს ეზოში აღიწერება ქვემოთ მოცემული გადაწერის წესებითა და კონსტრუქციის მისაღებად
აუცილებელი უარყოფის ტრანსფორმაციის წესის ამოქმედების შედეგად:

გადაწერის უშუალო შემადგენლური წესები:

(1) S→NP+ VP. (1)-წებით მიიღება სტრიქონი (NP +VP}

(2) NP→A+N. (2) წუსით მიიღება სტრიქონი (A+N+VP

(3) VP→ ADV+V 3 წეით მიღება სტრიქონი A +N+ADV+V}

ტრანსფორმაციული წესები:

უშუალო შემადგენდური წესებით მიღებული A +N+ADV+V} } სტრიქონი უარყოფის


ტრანფორმაციის შედეგად გარდაიქმნება (A+N+ADV+NEG+V სტრიქონად, რომელიც, საბოლოოდ,
უკვე შყესაბამები საანალიზო წინადადების აბსტრაქტულ სტრუქტურას
4. ამოსავალი კონსტრუქციები და ძირითად ტრანსფორმაციათა ჩამონათვალი ქმნის ურის
სიღრმისეულ სტრუქტურას, რომელიც აბსტრაქტულად. აღწერს წინადადების აგებულებას და
უფრო ახლოს დგას წინადადების სემანტიკურ ინტერპრეტაციასთან ის უფრო უნივერსალურია (ანუ
ყველა ენისათვის საერთოა) და შესაძლებლობას იძლევა ერთი და იმავე მნიშვნელობის მქონე,
მაგრამ სინტაქსურად განსხვავებული კონსტრუქციების სახით წარმოდგენილი, წინადადებების
სიღრმისეული (ანუ. ლოგიკურ-სემანტიკური) ერთიანობა იქნეს წარმოჩენილი. ზედაპირული
კონსტრუქცია ამ სიღრმისეული მიმართებების კონკრეტული ენობრივი რეალიზაციაა და
პირდაპირ კავშირშია გამონათქვამის ბგერით მხარესთან. ერთსა და იმავე სიღრმისეულ
სტრუქტურის შეიძლება სხვადასხვა ზედაპირული კონსტრუქცია შეესაბამებოდეს. ზედაპირული
კონსტრუქციები. განსხვავებულია როგორც კონკრეტულ ენათა მიხედვით, ისე ერთი ენის
ფარგლებშიც. ენის სიღრმისეულ სტრუქტურა განისაზღვრება წარმომშობი გრამატიკის ბაზისური
კომპონენტით. ხოლო ზედაპირულ სტრუქტურა — ტრანფორმაციული და მორფოფონოლოგიური
კომპონენტით

5. სიღრმისეული კონსტრუქციებიდან ზედაპირული კონსტრუქციების, ანუ აქტიური


წინადადებების მისაღებად აუცილებელია გრამატიკაში წარმოდგენილი იყოს მორფოსინტაქსური
კომპონენტი, რომელიც აბსტრაქტულ სტრიქონებს გარდაქმნის კონკრეტულ ენაში მოქმედი
მორფოსინტაქსური წესების შესაბამისად. მაგალითად, ზემოთ მოცემული წინადადების მისაღებად
აუცილებელია ამოქმედდეს ქართული გრამატიკის მორფოსინტაქსური მიმართებების ამსახველი
ტრანსფორმაციული წესები; ერთპირიანი საშუალო მოქმედებითი მნის, სუბიექტი აწმყოში, თავის
განსაზღვრებასთან ერთად, უნდა იდგეს სახელობითში, ხოლო ზმნაში უნდა იყოს წარმოდგენილი
აწმყოსა და მესამე სუბიექტური პირის ნიშნები. ასევე გარემოება შეიძლება იყოს თანდებულიანი
ფრაზა (PP)

N→N + სახელობითი

A→A+ სახელობით

V→V + აწმყო +S.3.SG

ADV→ N+მიცემითი– ში

6. დაბოლოს გრამატიკისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიება: ლექსიკონს, სადაც ყოველი


სალექსიკონო ერთეული წარმოდგენილია შესაბმისი სპეციფიკაციით- ყველა ერთეული
კლასიფიცირებულია და მიწერილი აქვს შესაბამისი კატეგორიების გამომხატველი სიმბოლოები ან
N ან V ან A ან ADV მაგალითად, ხემოთ მოცემული წინადადებისათვის უნდა შეირჩეს სალექსიკონო
ერთეულები: "ბიჭი"- N. "თამაში"– V, "პატარა"-,A ეზო"– N სალექსიკონო ერთეულის ჩასმების
შემდეგ, მნიშვნელოვანია. მორფოფონემური წესების ამოქმედება, რომლებიც განაპირობებენ
ალომორფებისა და ალოფონების შერჩევას ენაში არსებული წესების შესაბამისად.

იმდენად, ტრანსფორმაციულ-წარმომშობი გრამატიკის მოდელი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს


1. ამოსავალი სიმბოლო – S
2. ბაზისური კომპონენტი – უშუალო შემადგენლური დონის გადაწერის წესები
3. ტრანსფორმაციული კომპონენტი – სინტაქსური და მორფოსინტაქსური ტრანსფორმაციული
წესები
4. მორფოფონემური კომპონენტი – მორფოლოგიური და ფონოლოგიური წესები
5. ლექსიკონი

2. ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია (15 ქულა)

გენეალოგიური კლასიფიკაცია არის ენათა კლასიფიკაციის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ენებს


აჯგუფებს მათი წარმოშობის საფუძველზე. ის ენები, რომლებიც საერთო წინაპარი ენიდან მოდიან,
მონათესავე ენებია და ენათა ერთ ოჯახს ქმნიან. თვითონ წინაპარ ენას, რომლისგანაც მირებულია
მონათესავე ენები, ფუძე-ენა ეწოდება.

დღეს მოსფლიოში 3000-მდე ენაა, ენათა ოჯახი კი გაცილებით ნაკლებია და 30-მდეც კი არაა. ენათა
ისტორიული შესწავლის შედეგად მიღებული ოჯახები სრულიად განსხვავებულია ტიპოლოგიური
კლასებისგან, რომლებიც ენათა მსგავსების საფუძველზე გამოიყოფა გრამატიკული სტრუქტურის
ზოგიერთი ძირითადი ნიშნის მიხედვით. დროთა განმავლობაში ენა იცვლება, მაგრამ მისი
წარმომავლობა უცვლელი რჩება, მაგალითად, ფრანგული უფრო მეტად მის მონათესავე ინგლისურ
ენას ჰგავს, ვიდრე მის უშუალოო წინაპარს ლათინურს. გენეალოგიური კლასიფიკაციის ძირითადი
დასაყრდენია ისტორიულ-შედარებითი მეთოდი, რეგულარული შესატყვისობების დადგენა
მსგავსი მნიშვნელობის მქონე სიტყვებს შორის; ხოლო ტიპოლოგიურ კავშირს ენები ქმნიან
ისტორიული კავშირის დამოუკიდებლად, სტრუქტურული მსგავსების საფუძველზე. რთულია
დავადგინოთ ენობრივი ოჯახების ზუსტი რაოდენობა, რადგან ბევრ ენას თუ ენათა ჯგუფს შორის
ჯერ კიდევ არ არის დადგენილი ნათესაური კავშირები.

ენათა ოჯახებიდან ყველაზე დიდია ინდოევროპულ ენათა ოჯახი. ინდოევროპული ენები დღეს
ხუთ კონტინენტზეა გავრცელებული, მაგრამ ისტორიულად, ისინი გავრცელებული იყვნენ
მხოლოდ ევროპასა და აზიის ნაწილში. იმის გამო, რომ ეცვენებინათ ინდოევროპულ ენათა
ისტორიული გავრცელება აზიაშიც შემოიღეს ტერმინი „ინდოევროპული“.

გენეალოგიური კლასიფიკაციის მიხედვით ენებს აჯგუფებენ მათი წარმოშობის საფუძველზე .

ის ენები , რომელნიც ერთი საერთო წინაპარი ენიდან მოდიან , მონათესავე ენებია და ენათა ერთ
ოჯახს ქმნიან . თვითონ წინაპარ ენას , რომლისგანაც მიღებულია მონათესავე ენები , ფუძე - ენა
ეწოდება . დღეისათვის ჩვენს პლანეტაზე 3000 მდე ენაა , გაცილებით უფრო მცირეა ენათა ოჯახების
რაოდენობა , რომელთა რიცხვი სამ ათეულსაც კი არ აჭარბებს .

ძნელია ზუსტად იმის თქმა , თუ რამდენი ენათა ოჯახია მთელ მსოფლიოში . საქმეს ართულებს ის
, რომ ნათესაური კავშირები ბევრ ენას თუ ენათა ჯგუფებს შორის ჯერ კიდევ არ არის დადგენილი .
ამის გასარკვევად შორს წასვლა არ არის საჭირო. საკმარისია განვიხილოთ იბერიულ- კვაკასიურ
ენათა ოჯახი , სადაც ქართულიც შედის . დღეისათვის მთის კავკასიურ ენებს შორის ნათესაობა
დადგენილად შეიძლება ჩაითვალოს , რასაც ვერ ვიტყვით ამ ენათა გენეტიკური კავშირის შესახებ
ქართველურ ენებთან . მთის კავკასიურ ქართველურ ენებს შორის ნათესაობა დადგენილი არ არის
და შეიძლება ვერც ვერასოდეს დამტკიცდეს ე.ი. მთის კავკასიური და ქართველური ენები
სრულიად სხვადასხვა ოჯახის წევრები ან ორი სხვადახვა ოჯახი აღმოჩნდნენ .

ენათა უმთავრესი ოჯახებია :

1) ინდოევროპულ ენათა ოჯახი -ამ ოჯახში შემავალი ენები ყველაზე გავრცელებულია მთელ
მსოფლიოში . მასში შედის შემდეგი ენათა ჯგუფები :

იდურ ენათა ჯგუფი

ირანულ ენათა ჯგუფი

სლვაურ ენათა ჯგუფი

ბალტიკურ ენათა ჯგუფი

გერმანიკულ ენათა ჯგუფი

იტალიკურ ენათა ჯგუფი

რომანულ ენათა ჯგუფი

კელტურ ენათა ჯგუფი

ბერძნულ ენათა ჯგუფი

ალბანური ჯგუფი

სომხური ჯგუფი

2)სემიტურ ენათა ოჯახი

არაბული ენა და ქამიტური ენები

3)ფინურ-უნგრულ ენათა ოჯახი

ფინურ ენათა ჯგუფი

პერმიაკულ ენათა ჯგუფი

ვოლგისპირა ენათა ჯგუფი


უნგრულ ენათა ჯგუფი

4)თურქულ ენათა ოჯახი

5)კავკასიურ ენათა ოჯახი :

აფსუურ- ადიღურ ენათა ჯგუფი

ნახურ-დაღესტნურ ენათა ჯგუფი

ქართველურ ენათა ჯგუფი

6)სამოდიურ ენათა ოჯახი

7)მონგოლურ ენათა ოჯახი

8)ტუნგუსურ-მანჯურულ ენათა ოჯახი

9)ჩინურ -ტიბეტურ ენათა ოჯახი

3.განასხვავეთ ბგერა და ფონემა (5 ქულა)

სამეტყველო ბგერა და ფონემა ურთიერთგანსხვავებული ერთეულებია, რადგან მეტყველების


პროცესში წარმოქმნილი ბგერათა რაოდენობა უსასრულოდ დიდია, ხოლო ფონემათა რაოდენობა -
სასრული (ქართულის შემთხვევაში 33 ფონემა). სამეტყველო ბგერასა და ფონემას შორის განსხვავება
ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: ფონემა ერთგვარად აბსტრაქტული ერთეულია, ხოლო სამეტყველო
ბგერა მის კონკრეტულ რეალიზაციას წარმოადგენს. სამეტყველო ბგერათა დახასიათება
შესაძლებელია განხორციელდეს გარკვეული ნიშნების მიხედვით. დახასიათება გულისხმობს
ისეთი ნიშების შერჩევას, რომელთა ერთობლიობა ცალსახად განსაზღვრავს მას და განასხვავებს
ყველა სხვა სამეტყველო ბგერისაგან. მაგ., ბგერა, რომლის გრაფიკული სიმბოლო არის „ბ“ შეიძლება
დახასიათდეს როგორც ბილაბიალური ანუ წყვილბაგისმიერი, მჟღერი, ხშულ-მსკდომი. ამ ნიშანთა
ერთობლიობა ცალსახად ახასიათებს მოცემულბგერას და განარჩევს მას სხვა სამეტყველო
ბგერებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ენაში არსებობს უსასრულოდ დიდი რაოენობა ობიექტურად
ერთმანეთისგან განსხვავებული სამეტყველოო ბგერებისა, მაინც შესაძლებელია ყოველი
სამეტყველო ბგერის იდენტიფიკაცია ანუ ცნობა, ამოცნობა და ეს ხორციელდება კონკრეტული
ბგერისათვის დამახასიათებელი არსებითი ნიშნების საშუალებით, რომელთა ერთობლიობა
ცალსახად განსაზღვრავს მას. იმ არსებით ნიშნებს, რომლებიც მონაწილეობენ სამეტყველო ბგერათა
დახასიათებაში და რომელთა მეშვეობითაც ბგერები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ეწოდებათ
დისტინქციური ანუ განმასხვავებელი ნიშნები. ყველა სამეტყველო ბგერა, რომელიც ხასიათდება
დისტინქციურ ნიშანთა ერთი და იმავე ერთობლიობით, განეკუთნება ერთ სიმრავლეს, ერთ კლასს.
ბგერათა ასეთ კლასს ეწოდება ფონემა, ხოლო თვითონ ამ ბგერებს, რომლებიც ერთ კლაში არიან
გაერთიანებულნი განმასხვავებელ ნიშანთა ერთი და იმავე ერთობლიობის საფუძველზე - ამ
ფონემის გამოვლინებები, რეალიზაციები, ვარიანტები ანუ ალოფონები.

ფონემა, როგორც კლასი ისეთი სამეტყველო ბგერებისა, რომლებიც გამოირჩევიან განმასხვავებელ


ნიშანთა ერთი და იმავე ერთობლიობით, შესაძლებელია განისაზღვროს, როგორც სწორედ ამ
დისტინქციურ ნიშანთა ერთობლიობა. ის საერთო, რაც ერთ კლასად, ერთ ფონემად აერთიანებს
ცალკეულ სამეტყველო ბგერებს, არის ერთობლიობა ამ ბგერებისათვის დამახასიათებელი ერთი და
იმავე განმასხვავებელი ნიშნებისა და, ამდენად, ფონემა შეიძლება განისაზღვროს სწორედ ასე -
როგორც ერთობლიობა განმასხვავებელი ნიშნებისა.

4.განმარტეთ მეტათეზისი და ანალოგია (5 ქულა)

მეტათეზისი ეწოდება ბგერების გადანაცვლებას , ერთი პოზიციიდან მეორე პოზიციაში გადასმას .


მეტათეზისის გზით , „კლვა“ ფორმისგან მივიღეთ „კვლა“. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ვ-ს
მეტათეზისთან , რომელიც სიტყვის თავისკენ ინაცვლებს . საურთიერთოა მეტათეზისი , როცა
ერთმანეთისგან დაშორებული ბგერა ჩაენაცვლება ერთმანეთს პოზიციურად : ნამგალი -> მანგალი ;
ცალიერი -> ცარიელი .

რაც შეეხება ანალოგიას . იგი კომბინატორულ ცვლილებას წარმოადგენს , მაგრამ მისი


გამომწვევი მიზეზი არაა მეზობელი ბგერა ან ბგერები , არამედ სხვა ფორმა ან ფორმები , რომელთა
მოდელის მიხედვით წარმოიქმება ესა თუ ის ფორმა. ანალოგიის გზითაა მიღებული ქართულში
დაღმართი , წაღმართი ფორმები . ამ სიტყვაში ღ გამოჩნდა „აღმართის“ ანალოგიით , სადაც
წარმოდგენილია ა ზმნისწინის ძველი ფორმა აღ . ანალოგიის მოვლენა ფართოდაა გავრცელებული
სხვადასხვა ენაში მაგრამ ისე არ უნდა გავიგოთ რომ ანალოგიის პროცესი ენებში ქაოტურად
იჩენდეს თავს. Ჩადგანაც იგი ფონოლოგიურად არ არის შეპირობებული. Ჩნალოგიის პროცესი
მკაცრად შეპირობებულია, რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ იგი განვიხილოთ როგორც
ასიმილაციის კერძო სახე, აღსანიშნავია, რომ ანალოგია ყოველთვის იქ იჩენს თავს სადაც
პროპორციაა დარღვეული .

ბილეთი 11

1. მარცვალი და მახვილი. აფიქსთა მაგივრობის გამწევი საშუალებები (15 ქულა)

მარცვალი ისეთივე ბუნებრივი ერთეულია ენისა , როგორც სიტყვა და წინადადება . კლასიკური


ფორმის მიხედვით სიტყვაში იმდენი მარცვალი გვაქვს , რამდენი ხმოვანიცაა მასში , თუმცა
არსებობს მოსაზრება , რომ მარცვლის შექმნა თანხმოვნებსაც შეუძლიათ . პრობლემატურია
მარცვალთა გაყოფის , საზღვრების საკითხიც . ერთმარცვლიანის გარდა , ყველა სიტყვის
დამარცვლა რამდენიმენაირადაა შესაძლებელი . სონორობის თეორიის მიხედვით , სიტყვაში
იმდენი მარცვალია , რამდენიცაა მასში სონორების მწვერვალი , მაგრამ თუ სიტყვებს პოეზიაში
განვიხილავთ , სონორთა თეორია მცდარი აღმოჩნდება და დავინახავთ , რომ სიტყვაში იმდენი
მარცვალია , რამდენი ხმოვანიცაა .
მარცვლის შექმნის უნარი არ აქვთ არც თანხმოვნებს და არც ნახევართანხმოვნებს.
ნახევართანხმოვნები ამ შემთხვევაში თანხმოვნებს ეკედლება , ე.ი. მარცვალს არ ქმნის . მარცვლების
საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით რაიმე გამოკვეთილი წესები მეტყველებას უფრო
მოქნილსა და ბუნებრივს ხდის .

კიდევ უფრო პრობლემატური აღმოჩნდა სიტყყვათა დამარცვლის ანუ მარცვლის საზღვრების


საკითხი . ვერ მოხერხდა დამარცვლის წესების ზუსტი კრიტერიუმების დადგენა . მაგალითად ,
სიტყვა „საქართველო“ ჩვენ შეიძლება დავმარცვლოთ სხვადასხვაგვარად :

1)სა-ქა-რთვე-ლო

2)სა-ქარ-თვე-ლო

3)საქ-არ-თვე-ლო

4)საქ-ა-რთველ-ო

მახვილი , ასე ვთქვათ , ზესეგმენტური ანუ სუპრასეგმენტური ერთეულია . იგი ორგავარია :


ლინგვისტური და ლოგიკური . ლოგიკური მახვილი ნიშნავს წინადადებაში რომელიმე სიტყვის
გამოყოფას და წარმოჩენას . ლინგვისტური ანუ ენობრივი მახვილი ყველა ენას მხოლოდ მისთვის
დამახასიათებელი აქვს . ლინგვისტური მახვილი შეიძლება იყოს დინამიკური და ტონური .
ხმოვნის სიძლიერის გაზრდას სიტყვაში ეწოდება დინამიკური მახვილი , ხოლო მისი სიმაღლის
ზრდას - ტონური მახვილი .

დინამიკური მახვილი შეიძლება იყოს მოძრავი ( თავისუფალი ) და ფიქსირებული (უძრავი) .


თავისუფალი დინამიკური მახვილი გვაქვს , მაგალითად , რუსულში. რაიმე ზოგადი წესი მახვილის
ხმარების რუსულში არ არსებობს და ამიტომაც ამ მახვილის ადგილის წინასწარმეტყველებაა
შესაძლებელი . მხოლოდ ამგვარ თავისუფალ მახვილს შეიძლება ჰქონდეს ფონოლოგიური ფუნქცია
, რადგანაც მხოლოდ მოძრავ მახვილს აქვს უნარი განასხვავოს ისეთი სიტყვები , რომლებიც
სეგმენტური ერთეულების მიხედვით ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან .

აქამდე ჩვენ განვიხილავდით ე. წ. სეგმენტურ ერთეულებს, რომლებშიც აფიქსებს ყოველთვის


ბგერითი გამოხატულება აქვთ. მართალია, აფიქსების გამოხატვა სეგმენტური ერთეულებით
ყველაზე უფრო გავცელებული ხერხია ენებში, მაგრამ იგი არ არის ერთადერთი. აფიქსი შეიძლება
გამოიხატებოდეს არასეგმენტური ერთეულებითაც მახვილით, სიტყვათა რიგითა და
რედუპლიკაციით. მახვილის საშუალებით - გრამატიკული მორფემების გამოხატვა ცნობილი
ხერხია ერთ-ერთ აფრიკულ ენაში (შილუკი) it მაღალი ტონით აღნიშნავს „ყურს", ხოლო დაბალი
ტონით –ყურებს", ე. ი. მხოლობითი და. მრავლობითი რიცხვის განსხვავება ამ ენაში
დამოკიდებულია ტონური მახვილის სიმაღლეზე. მსასადამე, ტონური მახვილი ამ შემთხვევაში
იმავე ფუნქციას ასრულებს, რასაც ქართულში –ებ ან ნ ალომორფები, რომელთა საშუალებით
სახელთა მრავლობითი რიცხვის ფორმები იწარმოება, გრამატიკული მორფემის მაგივრობას
ხშირად ასრულებს სიტყვათა რიგი წინადადებაში. თუ ამ თვალსაზრისით შევუპირისპირებთ
ერთმანეთს ლათინურსა და ინგლისურს, აღმოჩნდება, რომ სიტყვათა რიგი ინგლი- სურში -
ასრულებს იმავე ფუნქციას, რასაც ლათინურში - სახელობითისა (ნომინატივი) და ბრალდებითის
(აკუზატივი) გამომხატველი ბრუნვის ნიშნების დაპირისპირება.

ასევე გავრცელებული ხერხია გრამატიკული ოპოზიციების დასამყარებლად ძირის სრული ან


ნაწილობრივი განმეორება (რედუპლი– კაცია ლათ. reduplicatio „გაორმაგება, გაორკეცება

დასასრული უნდა შევეხოთ ე. წ. სუპლეტივიზმსაც (ლათ. supples, suppletum „შევსება, დამატება“).


ახალი გარამატიკული ფორმის საწარმოებლად ყოველთვის არ გამოიყენება ახალი მორფემა. ამ
მიზნით შესაძლებელია ახალი ძირი იქნეს გამოყენებული. ერთი სიტყვის ფორმები, რომლებიც
სხვადასხვა ძირისაგან არიან ნაწარმოები, თითქოს ავსებენ ერთმანეთს, ქმნიან რა ერთ
შორფემას.მაგალითად, მრავლობითი რიცხვი „კაცი“ სიტყვისა „კაცი~ხალხი“ წყვილში ნაწარმოებია
არა ებ ან —ნ სუფიქსით, არამედ ახალი ძირით.

2. ქართველურ ენათა ოჯახი და ქართველურ ენათა გენეალოგიური ხე (15 ქულა)

კავკასიურ ენათა ოჯახში შემავალი ენათა ჯგუფი, ძირითადად, საქართველოში მოსახლე ადამიანთა
მშობლიური ენებია. ქართველურ ენათა ოჯახში ოთხი ახლომონათესავე ენა შედის: ქართული,
მეგრული, ლაზური (ჭანური) და სვანური. რეგულარული ფონემური შესატყვისობები, რომლებიც
დგინდება ქართველურ (სამხრეთ-კავკასიურ) ენებს - ქართულს, მეგრულ-ლაზურსა და სვანურს
შორის, საფუძველს გვაძლევს განვიხილოთ ისინი როგორც მონათესავე დიალექტები, წარმომდგარი
საერთო ენობრივი წყაროდან, რომელსაც პირობითად საერთო-ქართველური (წინარე
ქართველური) ენა ეწოდება.

ამოსავალი სისტემის ნებისმიერი X ფონემის სინქრონიულად შესაძლო ვარიანტული ფორმები


მოგვიანებიტ ორ სხვადასხვა მონათესავე ენაში სხვადასხვა მიმართულებით ტრანსფორმირების
გზით გვაძლევს შესაბამისად a და b ელემენტებს, რაც სქემატურად ხის სახით შეიძლება იქნეს
წარმოდგენილი:

a b

გერჰარდ დეეტერსის მიერ წარმოდგენილი ქართველურ ენათა გენეალოგიური ხის სქემა


წარმოადგენს საერთო-ქართველური ენობრივი სისტემის ამგვარი გარდაქმნების საბოლოო
სედეგების ამსახველ მოდელს; ის ასახავს ქართველურ ენათა ურთიერთმიმარტებებს და გვიჩვენებს
ამოსავალი სისტემიდან მათი განვითარების მიმართულებას:

საერთო ქართველური

ქართულ-ზანური

ზანური

სვანური ლაზური მეგრული ქართული

საერთო ქართველურ ენასთან მიმართებით, ქართული, მეგრული, ლაზური და სვანური წინარე-


ქართველური დიალექტებია, რომლებიც "მემკვიდრეობითი", საერთო ქართველური ენის
სტრუქტურული ნიშნების დიაქრონული გარდაქმნების შედეგად სპეციფიკურ დამოუკიდებელ
ენობრივ სისტემებს ქმნიან და თანამედროვე ქართველურ ენებს მიეკუთვნებიან.

ტერმინი ქართველური ენები იხმარება უკვე ალ. ცაგარელის შრომებში. საენათმეცნიერო


ლიტერატურაში დამკვიდრდა ჰუგო შუხარდტის მიერ.

3. განასხვავეთ ფონოლოგიური და არაფონოლოგიური ოპოზიციები (5 ქულა)

როგორც ცნობილია, მეტყველების პროცესში, ადამიანთა შორის ენობრივი ურთიერთობის დროს,


წარმოიქმნება უსასრულოდ დიდი რაოდენობა ერთმანეთისგან განსხვავებული სამეტყველო
ბგერებისა. საზოგადოდ, ყოველი განსხვავება გულისხმობს დაპირისპირებას. ერთი რაღაცა
მხოლოდ იმდენად განსხვავდება მეოორისგან, რამდენადაც უპირისპირდება მას, დაპირისპირების
ანუ ოპოზიციის დამოკიდებულებაში იმყოფება მასთან. ერთმანეთისგან განსხვავებული
სამტყველო ბგერების მთელი უსასრულო რაოდენობა შეიძლება დავიყვანილ იქნეს ორ ძირითად
ტპიზე. სამეტყველო ბგერებს შორის განსხვავება შეიძება იყოს ფონოლოგიური ან არაფონოლოგირი.
როდესაც ორი სამეტყველო ბგერა ერთმანეთისგან განსხვავდება ანუ უპირისპირდება ისე, რომ
სწორედ ამ დაპირისპირებით გამოიხატება ენობრივ ნიშნებს შორის განსხვავება მათი
მნიშვნელობის თვალსაზრისით, ასეთ ბგერით დაპირისპირებას უწოდებენ ფონოლოგიურ
ოპოზიციას, ხოლო ისეთ ბგერით დაპირისპიებას, რომელსაც არ უკავშირდება ენობრივ ნიშანთა
შორის მათი მნიშვნელობების თვალსაზრისით არსებული განსხვავებების გამოხატვა, უწოდებენ
არაფონოლოგიურ ოპოზიციას, ანუ ფონოლოგიურად ირელევენტურ (არაღირებულ) ოპოზიციას.
მაგალითად, განსხვავება „ბ“ და „ფ“ ბგერებს შორის წარმოადგენს ფონოლოგიურ ოპოზიციას,
რამდენადაც მოიძებნება ისეთი წყვილები, რომელთა შორის არსებული დაპირისპირება სწორედ ამ
ბგერითი განსხვავების მეშვეობით გამოიხატება. მაგ., ბარი-ფარი, ბერი-ფერი, ბოთლები-ფოთლები,
და ა.შ. მაგრამ განსხვავება რბილ „ლ’“-სა და მაგარ „ლ“-ს შორის, ქართული ენობრივი სისტემი
ფარგლებში, წარმოადგენს არაფონოლოგიურ ოპოზიციას, რამდენადაც შეუძლებელია მოიძებნოს
ორი ისეთი ენობრივი ნიშანი, რომელთა ურთიერთდაპირისპირება მხოლოდ ამ ბგერითი
განსხვავებით იყოს გამოხატული. (მაგ., ქალი და ქალ’ი მნიშვნელობით არ განსხვავდება
ერთმანეთისგან).

4.რას ნიშნავს სპონტანური ბგერათცვლილებები? (5 ქულა)

სპონტანური ანუ თვითნებური ბგერათცვლილება შეუპირობებელია პოზიციურად . ასეთი


ცვლილება ყველა პოზიციაში ხდება და ამიტომ იგი პოზიციაზე არც შეიძლება იყოს
დამოკიდებული . მაგალითად , ძვ . ქართულში გვქონდა ფარინგალური ფშვინვიერი ხშული ფონემა
პ (ძველი ხ ვერ ვწერ) , რომელსაც დისტინქციის უნარი ჰქონდა , ისევე როგორც ყველა სხვა ფონემას
. ეს ფონემა წარმოდგენილი იყო ბევრ სხვადასხვა პოზიციაში , მაგრამ შემდეგში იგი თანდათანობით
შეიცვალა ჩვეულებრივი ხ ფონემით ყველა შესაძლო პოზიციაში . ასე რომ დღეისათვის გვაქვს
მხოლოდ ხ , რომელიც აღარ უპირისპირდება პ -ს .

ასევე სპონტანურ ბგერათცვლილებად უნდა განვიხილოთ ის ფაქტი , რომ ქართულის სისინა


სპირანტებსა და აფრიკატებს მეგრულში შეესატყვისება სათანადო შიშინა სპირანტები და
აფრიკატები . (ს -> შ ; ზ -> ჟ ; წ -> ჭ ; ც -> ჩ ; ძ ->ჯ )

მაგრამ ქართული ა-ს შესატყვისად მეგრულში უ გვაქვს იმ შემთხვევებში, თუ ქართულში ა-ს წინ
იმყოფება მ . ანდა მის მომდევნოდ წარმოდგენილია ვ. ამიტომ ა-ს გადასვლა უ-ში, რასაც მეგრულში
აქვეს ადვილი განიხილება როგორც კომბინატორული ცვლილება. თავისთავად ა-ს გადასვლა ო-ში
სხვა არაფერია, თუ არა დავიწროვება, მაგრამ ამ შემთხვევაში რაიმე კომბინატორული ზეზი ამგვარი
ცვლილებისა არა ჩანს. იმ სიტყვებში, სადაც ქართულის ა-ს მეგრულში ო შეესატყვისება,
ლაბიალური თანხშოვნები საერთოდ შეიძლება არ გვქონდეს და ამიტომ ა-ს გადასვლა ო-ში უნდა
განვიხილოთ როგორც სპონტანური პროცესი, განსსხვავებით ა→უ ტრანსფორმაციისაგან,
რომელსაც კობინატორული ახსნა ეძებნება. ერთი სიტყვით, ა→ო გარდაქმნა მეგრულში
სპონტანურია, ხოლო ა-უ გარდაქმნა კომბინატორული. ასევე სპონტანურ ბგერათ ცვლილებად
უნდა განვიხილოთ ის ფაქტი, რომ ქართულის სისინა სპირანტებსა და აფრიკატებს მეგრულში
შეესატყვისება სათანადო შიშინა სპირანტები და აფრიკატები (სშ, ზ→ჟ, წ→ ც→ჩ, ძ→ჯ). Ჩართ. რაიმე
კომბინატორული მიზეზი სისინა სპირანტებისა და აფრიკატების შეცვლისა მეგრულში სათანადო
შიშინა სპირანტებითა და აფრიკატებით არა ჩანს და ამიტომ ისინ ფონემების გაშიშინება მეგრულში
(ასევე ჭანურსა და სვანურში) სპონტანური პროცესია.

ბილეთი 12

1. დამწერლობის ტიპები გამოხატულების და შინაარსის პლანის მიხედვით (15 ქულა)


დამწერლობა კაცობრიობის უდიდეს აღმოჩენათა რიცხვს ეკუთვნის. ბგერითი ენა შეზღუდულია
დროსა და სივრცეში. კაცობრიობა ერთბაშად არ მისულა დამწერლობის შექმნის იდეამდე. მას წინ
უსწრებდა ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი. დამწერლობის წარმოშობამდე მიმართავდნენ
საგანთა სიმბოლიკას. მაგრამ საგანთა სიმბოლიკა მაინც არ არის დამწერლობა.დამწერლობის
წარმოშობა ემთხვევა პირველი სახელმწიფოების გაჩენას. ესენია ძველი ეგვიპტე და მესოპოტამია.
სწორედ აქ შეიქმნა პირველი დამწერლობა.

დამწელობამ სამი ძირითადი საფეხური გაიარა. პირველი დამწერლობები, ცხადია, არ იყო


ანბანური. პირველი დამწერლობები იქნება ეს ეგვუპტური, შუმერული თუ ჩინური
პიქტოგრაფიულია.

პიქტოგრაფიული დამწერლობა. ტერმინი პიქტოგრაფია – „პიქტო“ ნახატი და „გრაფოს“ ვწერ,


სიტყვებისგან შედგება და კარგად გამოხატავს იმ სახის თავისებურებას, რომელსაც
პიქტოგრაფიული დამწერლობა ეწოდება. პიქტოგრაფიულ დამწერლობაში პიქტოგრამა ასე თუ ისე
გავს იმ საგანს, რომელსაც ის აღნიშნავს. ანუ, პიქტოგრაფიული დამწერლობა იკონურობის
პრინციპს ემყარება, შესაბამისად, პიქტოგრამა იკონური ნიშანია. პიქტოგრაფიული დამწერლობა,
მართალია, დამწერლობის უძველესი საფეხურია, მაგრამ იგი დღესაც გამოიყენება. რეკლამები,
რომლებიც მაღაზიების ფირნიშნებზეა გაკეთებული, მიგვანიშნებენ იმაზე, თუ რა იყიდება ამა თუ
იმ მაღაზიაში.

დამწერლობის მეორე საფეხური იდეოგრაფიული დამწერლობა პიქტოგრაფიული


დამწერლობიდან განვითარდა. პიქტოგრაფიულ დამწერლობაში, როგორც აღვნიშნეთ, პიქტოგრამა
ასე თუ ისე ჰგავს საგანს, რომელსაც ის აღნიშნავს, იკონურობის პრინციპს ემყარება.
იდეოგრაფიული დამწერლობას კი საფუძვლად უდევს პირობითობის პრინციპი. თვითონ სიტყვა
შედგება ბერძ. idea "აზრი" და grapho "ვწერ" სიტყვებისგან, რაც გვიჩვენებს იმას, რომ იდეოგრაფიულ
დამწერლობით ცნებები აღინიშნება და არა ბგერები. ამგვარად, იდეოგრამებს წარმოადგენს,
მაგალითად, ციფრები, რომელსაც ჩვენ ნებისმიერ ენაზე ვკითხულობთ. იდეოგრაფიულ
დამწერლობას სხვაგვარად იეროგლიფურსაც უწოდებენ, ხოლო თვითონ იდეოგრამებს -
იეროგლიფებს.

ანბანური დამწერლობა, დამწერლობის განვითარების მესამე საფეხურია. ანბანურ დამწერლობაში


ასოები აღნიშნავენ არა იდეებს, არამედ ბგერებს. ანბანური დამწერლობის ჩანასახები ჯერ კიდევ
ძველ ეგვიპტელებს გააჩნდათ, თუმცა მისი შექმნა წილად ხვდა ფინიკიელებს, რომელთაც
კაცობრიობის კულტურის ისტორიაში უდიდესი აღმოჩენა გააკეთეს – შექმნეს ანბანური
დამწერლობა და ამის უკვდავყვეს კიდეც თვისი სახელი ისტორიაში.

ანბანური დამწერლობის ტიპს, რომელიც მხოლოდ თანხმოვანი ბგერების აღმნიშვნელ სიმბოლოებს


(ასოებს) შეიცავს კონსონანტური დამწერლობა ეწოდება. ამგვარი დამწერლობები ძირითადად
გამოიყენება ისეთი ენების ჩასაწერად, რომელთა სტრუქტურა იძლევა იმის საშუალებას, რომ
ხმოვნების გერეშე ჩაწერილმა სიტყვამ ორაზროვნება ან აზრის გაუგებრობა არ გამოიწვიოს. ამის
საშუალებას ძირითადად სემიტური ენები იძლევიან, რომელთა მორფოლოგია და ლექსიკაც
კონსონანტურ საწყისებზეა დაფუძნებული.

კონსონანტური დამწერლობების მაგალითებია არაბული, ებრაული, სირიული დამწერლობები,


ასევე ძველი სემიტური სისტემები, როგორიცაა პროტო-სემიტური, ფინიკიური, არამეული და სხვა.
კონსონანტური დამწერლობა იყო პირველი ანბანური დამწერლობა რომლისგანაც, კერძოდ
ფინიკიურიდან, შენდეგ განვითარდა ბერძნული ანბანი - პირველი სრულყოფილი, კონსონანტურ-
ვოკალიზებული ანბანი, რამაც დასაბამი მისცა ანბანური დამწერლობების შექმნას ევროპაში.

2.ტიპოლოგიური ენათმეცნიერება. ე.სეპირის ენათა კლასიფიკაცია სიტყვის აგებულების


თვალსაზრისით (15 ქულა)

მე-19 საუკუნის ენათმეცნიერებაში მიღებული იყო ენათა სიმრავლის დაყოფა , ენათა


კლასიფიკაცია ისეთ მორფოლოგიურ ტიპებად , როგორიც არის მაიზოლირებელი , ფლექსიური და
აგლუტინაციური . თანამედროვე ინტერპრეტაციით ამ ტიპების განსაზღვრა ასეთნაირად შეიძლება
წარმოვადგინოთ :

მაიზოლირებელი ენები , რომლებშიც ადვილად ხორციელდება სეგმენტაცია , ანუ გამონათქვამთა


დანაწევრება მორფებად , მაგრამ ძნელია კლასიფიკაცია , ანუ სიტყვათა პარადიგმატული კლასების
გამოყოფა .

ფლექსიურია ენები , რომლებშიც ადვილია კლასიფიკაცია , მაგრამ ძნელია სეგმენტაცია ;

აგლუტინაციურია ენები , რომლებშიც ადვილად ხორციელდება როგორც სეგმენტაცია , ისე


კლასიფიკაცია .

ამ ორი კრიტერიუმის - სეგმენტაციისა და კლასიფიკაციის მიხედვით შეიძლება დადგინდეს


კონკრეტული ენის კუთვნილება ამა თუ იმ ლინგვისტური ტიპისადმი .

სეგმენტაცია და კლასიფიკაცია ღრმა ლინგვისტური აზრის შემცველი პროცედურებია , სეგმენტაცია


, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს იმას , თუ როგორ შეესააბამება ერთმანეთს მორფები და ის
მნიშვნელობები , რომლებიც მათ მიეწერებათ - შეესაბამება ერთ მორფს რამდენიმე მნიშვნელობა ,
როგორც ეს ფლექსიურ ენებშია ; არსებობს თუ არა იზომორფიზმი - ურთიერთცალსახა
შესაბამისობა შინაარსის ფორმასა და გამოხატულების ფორმას შორის , როგორც ეს აგლუტინაციურ
ენებშია . თუ საერთოდ შეუძლებელია გამოყოფილი მორფებისათვის განსაზღვრული მუდმივი
მნიშვნელობების მიწერა , როგორც ეს მაიზოლირებელ ენებში დასტურდება .

კლასიფიკაცია გულისხმობს იმას , თუ რამდენად ქმნიან გამოყოფილი მორფები დაპირისპირებათა


შინაგან სისტემას , როგორია მათი პარადიგმატული ურთიერთმიმართებები .

შემდგომ ეტაპს ენათა შდარებით -ტიპოლოგიურ შესწავლაში ქმნის ენობრივი კლასიფიკაცია ,


რომლის მიხედვითაც კლასიფიკაციის ამოსავალი კრიტერიუმია სიტყვის მორფოლოგიური
სტრუქტურის სირთულე . ამ კლასიფიკაციის თანახმად განირჩევა ენათა სამი ტიპი : ანალიზური ,
სინთეზური და პოლისინთეზური .

ანალიზურია ენები , რომელთა სიტყვები თითო მორფისაგან შედგება და , ამდენად , მოკლებულია


მორფოლოგიურ სტრუქტურას .

სინთეზურია ენები , რომლებშიც სიტყვა , როგორც წესი , ორ-სამ მორფს შეიცავს და განსაზღვრული
მორფოლოგიურ-სტრუქტურული აგებულება აქვს .

პოლისინთეზურია ენები , რომელთა სიტყვები საშუალოდ სამზე მეტი მორფისაგან შედგება


(ედუარდ სეპირი ).

მორფოლოგიურ კონსტრუქციათა აგების წესის მიხედვით ხდება კონსტრუქციათა ტიპების


დახასიათება, ხოლო იმის მიხედვით, თუ როგორი ტიპი ჭარბობს მოცემულ ენაში, განისაზღვრება
ენის მორფოლოგიური ტიპიც. ამგვარად, იმისდა მიხედვით, თუ უპირატესად რა ტიპის
მორფოლოგიური სტრუქტურით აიგება სიტყვა ამა თუ იმ ენაში, ხდება ენათა მორფოლოგიური
კლასიფიკაცია და ენები გაერთიანდება მორფოლოგიურ კლასებად.

მორფოლოგიური კლასიფიკაციის მიხედვით ყველაზე გავრცელებულია ენათა ორ ჯგუფად


დაყოფა: ანალიზურ და სინთეზურ ენებად.

ანალიზურ ენებში სიტყვის მორფოლოგიური აგებულება მარტივია, სიტყვები მიისწრაფის


ერთმორფემიანობისაკენ, რაც, ცხადია, ცალკეულ ანალიზურ ენაში მხოლოდ ამა თუ იმ ხარისხით
სრულდება. სახელი ანალიზური გულისხმობს, რომ ასეთ ენებში სხვადასხვა გრამატიკული
მნიშვნელობები გადმოიცემა ცალკე მდგომი ფორმებით და არა მოცემულ ძირეულ ფორმაზე
აფიქსების დართვით (ე.ი. მოცემული მნიშვნელობა დაიშლება, გაანალიზდება შენადგენელ
ნაწილებად და ცალ-ცალკე ფორმით გადმოიცემა). ცხადია, ეს მაქსიმალურად ანალიზური ენის
შემთხვევაში ხდება, რაც რეალურად არ არის დადასტურებული. ასეთ იდეალურ შემთხვევაში ენაში
სიტყვაში მორფემების რაოდენობისა და სიტყვების რაოდენობის შეფარდება 1-ის ტოლი უნდა იყოს.

ანალიზურ ჯგუფში შედის ე.წ. მაიზოლირებელი, ძირეული ენები, რომლებშიც ფორმათა


საწარმოებლად არ გამოიყენება აფიქსები და ძირები იზოლირებული ფორმებით არის
წარმოდგენილი. ასეთ ენებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სიტყვათა რიგი წინადადებაში,
რომელიც სხვადასხვა გრამატიკულ მნიშვნელობათა გადმოცემის ფუნქციას იღებს თავის თავზე.
ყველაზე უფრო თანმიმდევრულად მაიზოლირებელი ენაა ვიეტნამური. ასევე ძირეული ენაა
ჩინური, მაგრამ მასში არის სუფიქსაციის ნიშნები. ანალიზურ სტრუქტურათა გამოყენების
ტენდენცია კარგად ჩანს ინგლისურში, თუნდაც ანალიზური დროით-ასპექტური მნიშვნელობების
წარმოებისას, რომელიც დამახასაითებელია ინგლისური ზმნისთვის.

სინთეზური ენებია: აგლუტინაციური და ფლექსიური ენები.


აგლუტინაციურ ენებში (agglutinare მიწებება) გრამატიკული მნიშვნელობები გამოიხატება ძირზე
სხვადასხვა აფიქსთა დართვით, სიტყვები მორფემათა მომდევრობისგან არის შედგენილი. აფიქსები
ადვილად გამოეყოფა ძირს და აფიქსის დართვის დროს ძირის ფონემური შედგენილობა არ
იცვლება. აგლუტინაციური ენებია ფინურ-უნგრული, თურქული, ქართული, კავკასიური ენები.
როგორც უკვე აღინიშნა, ამ ენების მორფოლოგიურ კონსტრუქციებში აფიქსი ადვილად გამოეყოფა
ძირს. მაგ., oda (ოთახი) oda-lar-da (ოთახებში)/თურქ./ ამას გარდა, აგლუტინაციურ ენებში აფიქსს,
განსხვავებით ფლექსიურისგან, აქვს მხოლოდ ერთი მნიშვნელობა, როგორც მაგალითად,
ქართულში -ებ-, -ს /შდრ. მაგ., რუსული -у, რომელსაც გარდა ბრუნვისა გამოხატავს სქესის და
რიცხვის მნიშვნელობასაც/. თუ აგლუტინაციურ ენაში არის ფონოლოგიური ცვლილებები ძირზე
აფიქსის დართვის დროს, ეს ცვლილებები მხოლოდ ფონოლოგიურად შეპირობებული
ცვლილებებია (მაგ., თურქულში სინჰარმონიზმით შეპირობებული ცვლილებები სუფიქსში. ასევე
აგლუტინაციურია ინგლისური უარყოფის პრეფიქსის ალომორფების ფონოლოგიურად
შეპირობებული ვარანტები /in, im, il, ir/.ქართული ბრუნვის ნიშნები).

ფლექსიური ენები გრამატიკულ ფორმებს აწარმოებენ აფიქსების საშუალებით, რომლებიც უფრო


მჭიდროდ უკავშირდება ძირს და მათი გამოყოფა ძნელია. ასეთი ენებია: ბერძნული, რუსული,
ლათინური. რუსული კარგად გვიჩვენებს ფლექსიურ მორფოლოგიურ სტრუქტურას: ход-хожу,
бегу-бежать, несу-нашу. ფლექსიურ ენებშია გავრცელებული, აგრეთვე, შინაგანი მონაცვლეობა
(აბლაუტი), თანხმოვანთმონაცვლეობა და სუპლეტური წარმოება (მაგ., der Bruder-die Brüder /ძმა-
ძმები/, der Mantel-die Mäntel /პალტო-პალტოები/, быть-естьდა სხვა. ფლექსიურ ენებში
წარმოდგენილ აფიქსებს აქვთ ერთზე მეტი მნიშვნელობა, როგორც ვნახეთ რუსულის მაგალითზე,
ასევეა გერმანულშიც.

აგლუტინაციურ და ფლექსიურ ენებში სიტყვათა რიგი წინადადებაში უფრო თავისუფალია, რადგან


აფიქსები გამოხატავენ სიტყვების გრამატიკულ მიმართებებს ერთმანეთთან. ცხადია, არ არსებობს
წმინდა აგლუტინაციური ან წმინდა ფლექსიური ენები. ქართული, მაგალითად, აგლუტინაციურია,
მაგრამ ქარტულშიც გვაქვს შინაგანი მონაცვლეობა: ვგრეხ-ვგრიხე (ე/ი), თხრის-თხარა Ø/ა; გვაქვს
სუპლეტური დაჯდა-დასხდნენ, ცუდი-უარესი. ფლექსიურ რუსულში გვაქვს
წარმოებაც:
აგლუტინაციური სტრუქტურები: при-ходить, пере-дать; გერმანულშიც: ge-mach-t, sing-en;

უფრო რთული სტრუქტურის სიტყვები აქვთ ე.წ. პოლისინთეზურ იგივე ინკორპორირებულ ენებს
(ეს უკანასკნელი ტერმინი გამოიყენება ვ.ფონ ჰუმბოლდტის შემდეგ). ასეთ ენებში უველა
გრამატიკული მიმართება და მაჩვენებელი ის ემჭიდროდ მოთავსდება ერთ სიტყვაში, რომ
არსებობს ე.წ. სიტყვა-წინადადებები. ასეთია ჩრ. ამერიკელ ინდიელთა ენები ჩინუკი და ესკიმო.

მაგ., i-n-i-a-l-u-d-am (მას რაღაც მივეცი ახლახანს)

i- ახლო წარსული დრო

-n-პირველი სუბიექტური პირი


-i- მესამე პირის ობიექტი (ეს)

-a- ობიექტური პირი, მდედრ. (მას)

-l- ირიბი დამატების მიმთითებელი

-u- მოქმედების მიმართულება

-d- ძირეული მორფემა („მიცემა“)

-am მოძრაობა რაიმე მიზნით

ინკორპორირებული კონსტრუქციებია აფხაზურშიც.

სინთეზურობის ინდექსი ახასიათებს სიტყვის მორფოლოგიური სტრუქტურის სირთულეს.


სინთეზურობის ინდექსი გამოისხება შემდეგი ფორმულით M/W სადაც M არის მორფემათა
რაოდენობა განსაზღვრული მოცემულობის ტექსტში, ხოლო W - სიტყვების რაოდენობა. ენები,
სადაც ეს შეფარდება უდრის 1-ს, ანალიზურია; ენები, რომლებშიც ეს ინდექსი 1-ზე მეტია, მაგრამ
არ აღემატება 3-ს, განისაზღვრება როგორც სინთეზური, ხოლო ის ენები, რომლებშიც M/W>3,
ხასიათდება როგორც პოლისინთეზური.

3.განმარტეთ ფუძე-ენა (5 ქულა)

გენეალოგიური კლასიფიკაცია არის ენათა კლასიფიკაციის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ენებს


აჯგუფებს მათი წარმოშობის საფუძველზე. ის ენები, რომლებიც საერთო წინაპარი ენიდან მოდიან,
მონათესავე ენებია და ენათა ერთ ოჯახს ქმნიან. თვითონ წინაპარ ენას, რომლისგანაც მირებულია
მონათესავე ენები, ფუძე-ენა ეწოდება.

დღეს მოსფლიოში 3000-მდე ენაა, ენათა ოჯახი კი გაცილებით ნაკლებია და 30-მდეც კი არაა. ენათა
ისტორიული შესწავლის შედეგად მიღებული ოჯახები სრულიად განსხვავებულია ტიპოლოგიური
კლასებისგან, რომლებიც ენათა მსგავსების საფუძველზე გამოიყოფა გრამატიკული სტრუქტურის
ზოგიერთი ძირითადი ნიშნის მიხედვით. დროთა განმავლობაში ენა იცვლება, მაგრამ მისი
წარმომავლობა უცვლელი რჩება, მაგალითად, ფრანგული უფრო მეტად მის მონათესავე ინგლისურ
ენას ჰგავს, ვიდრე მის უშუალოო წინაპარს ლათინურს. გენეალოგიური კლასიფიკაციის ძირითადი
დასაყრდენია ისტორიულ-შედარებითი მეთოდი, რეგულარული შესატყვისობების დადგენა
მსგავსი მნიშვნელობის მქონე სიტყვებს შორის; ხოლო ტიპოლოგიურ კავშირს ენები ქმნიან
ისტორიული კავშირის დამოუკიდებლად, სტრუქტურული მსგავსების საფუძველზე. რთულია
დავადგინოთ ენობრივი ოჯახების ზუსტი რაოდენობა, რადგან ბევრ ენას თუ ენათა ჯგუფს შორის
ჯერ კიდევ არ არის დადგენილი ნათესაური კავშირები.

ენათა ოჯახებიდან ყველაზე დიდია ინდოევროპულ ენათა ოჯახი. ინდოევროპული ენები დღეს
ხუთ კონტინენტზეა გავრცელებული, მაგრამ ისტორიულად, ისინი გავრცელებული იყვნენ
მხოლოდ ევროპასა და აზიის ნაწილში. იმის გამო, რომ ეცვენებინათ ინდოევროპულ ენათა
ისტორიული გავრცელება აზიაშიც შემოიღეს ტერმინი „ინდოევროპული“.

4.დაახასიათეთ ხმოვანთა სამკუთხედი ქართულში (5 ქულა)

საზოგადოდ, ხმოვანთა სისტემის დახასიათებისათვის სხვადასხვა ენაში სხვადასხვა მეთოდი


გამოიყენება. ცნობილია ხმოვანთა წარმოდგენა გეომეტრიული ფიგურების საშუალებით. ამგვარად
უფრო უკეთ წარმოჩნდება ხმოვანთა ძირითადი მახასიათებლები.

ხმოვანთა სისტემა უმეტესწილად განსხვავებული გეომეტრიული ფიგურებით გამოისახება


სისტემის სირთულიდან გამომდინარე. მაგალითად, სვანური ენისათვის უფრო მოხერხებულია
ხმოვნების გამოხატვა კუბით. რაც შეეხება ქართულს, ხმოვანთა სისტემის დახასიათებისთვის
საუკეთესოა სამკუთხედი. ხმოვანთა სისტემებში ფუნდამენტურია ოპოზიციები ენის აწეულობის,
ლოკალური რიგისა და ბაგეების მონაწილეობის მიხედვით. ზოგ ენაში ხმოვნები უპირისპირდებიან
ერთმანეთს მხოლოდ ენის აწეულობის ხარისხის მიხედვით.

ქართული ენის ხმოვნებს ვახასიათებთ სამი ნიშნის მიხედვით:

1. აწეულობა - დაბალი, საშუალო, მაღალი;

2. რიგი - წინა, შუა, უკანა;

3. ლაბიალიზაცია - ლაბიალიზებული, არალაბიალიზებული;

ხმოვანთა აწეულობა გულისხმობს თუ რამდენად არის ენა აწეული მაგარი სასის მიმართ ამა თუ იმ
ხმოვნის წარმოთქმისას. რიგი გულისხმობს - ენის რომელი ნაწილი მონაწილეობს ხმოვნის
წარმოებაში. ლაბიალიზაცია ნიშნავს თუ რამდენად აქტიურად მონაწილეობს ბაგეები ხმოვნის
წარმოებაში.

ხმოვანთა სამკუთხედზე, აღნიშნული ნიშნები თვალნათლივ ჩანს და, შესაბამისად,

მარტივად შესაძლებელია, თითოეული ხმოვნის არტიკულაციური დახასიათება.

აქედან გამომდინარე ქართული ენის ხმოვანთა სისტემა შეიძლება დახასიათდეს შემდეგნაირად:

ა - შუა რიგის, დაბალი აწეულობის, არალაბიალიზებული

ე - წინა რიგის, საშუალო აწეულობის, არალაბიალიზებული

ი - წინა რიგის, მაღალი აწეულობის, არალაბიალიზებული

ო - უკანა რიგის, საშუალო აწეულობის, ლაბიალიზებული


უ - უკანა რიგის, მაღალი აწეულობის, ლაბიალიზებული

ბილეთი 13

1. თანხმოვანთა სისტემები ქართულში (15 ქულა)

თანხმოვნები არის ისეთი ბგერები, რომელთა წარმოთქმისას ფილტვებიდან ამოსული ჰაერნაკადი


დაბრკოლებას აწყდება. ქართული ენის თანხმოვნები ქმნიან სამეულთა, წყვილეულთა და
ცალეულთა სისტემებს.

სამეულთა სისტემებს ქმნიან ხშულ-მსკდომები (ოკლუზივები) და ხშულ-ნაპრალოვნები


(აფრიკატები). როდესაც ჰაერნაკადი ზესადგამი მილის ერთ ნაწილში სრულ დაბრკოლებას
აწყდება, და შემდეგ განხშვა (სკდომა) მოსდევს, წარმოიქმნება ხშულ-მსკდომი ბგერები.
აფრიკატები არიან რთული რაგვარობის ბგერები. ასეთი ბგერების წარმოებისას
თავდაპირველად ხდება ხშვა ზესადგამი მილის რომელიღაც წერტილში, შემდეგ ხშვა გადადის
ნაპრალში. მჟღერობა-სიყრუის მიხედვით სამეულებში წარმოდგენილია ერთი მჟღერი

(ბ,დ,ჯ,ძ,გ) და ორი ყრუ ბგერა: ყრუ-ფშვინვიერი (ასპირატი) (ფ,თ,ც,ჩ,ქ) და ყრუ-მკვეთრი


(აბრუპტივი, გლოტალიზებული, ყელხშული) (პ,ტ,წ,ჭ,კ).

წყვილეულებს ქმნიან ნაპრალოვანი (სპირანტი) ბგერები. ნაპრალოვანი ბგერების წარმოებისას


ზესადგამი მილის ერთ წერტილში საარტიკულაციო ორგანოები ერთმანეთს უახლოვდება და მათ
შორის წარმოქმნილ ნაპრალში გადის ამოსუნთქული ჰაერნაკადი. წყვილეულები წარმოდგენილია
მჟღერი (ვ, ზ, ჟ, ღ) და ყრუ თანხმოვნით (ს, შ, ხ, ჰ): ვ-/f/, ზ-ს, ჟ-შ, ღ-ხ, -ჰ.

ცალეულთა სისტემებს ქმნიან სონორები (ლ, რ, მ, ნ), რომლებიც იყოფა ნაზალურ მ,ნ (ცხვირისმიერ)
და არანაზალურ ლ,რ (არაცხვირისმიერ) ბგერებად. არანაზალური ბგერები იყოფა ლატერალურ ლ
(გვერდითი) და ვიბრანტ რ (მთრთოლი) ბგერებად.

რ - ალვეოლარული, ნუნისმიერი, ვიბრანტი ანუ მთრთოლავი;

ლ - ალვეოდენტალული, ნუნაკბილისმიერი, ლატერალი ანუ გვერდითი;

მ - ბილაბიალური, წყვილბაგისმიერი, ნაზალი;

ნ - ალვეოლარული, ნუნისმიერი, ნაზალი;

წარმოების ადგილის მიხედვით გვაქვს შემდეგი სახის ბგერები:

ბილაბიალური, წყვილბაგისმიერი (ბ, ფ, პ, მ);

ლაბიო-დენტალური, ბაგე-კბილისმიერი (ვ, /f/);


დენტალური, კბილისმიერი (დ, თ, ტ);

პრეალვეოლარული, წინანუნისმიერი (ძ, ც, წ, ზ, ს);

პოსტალვეოლარული, უკანანუნისმიერი (ჯ, ჩ, ჭ, ჟ, შ);

ველარული, რბილისასისმიერი (გ, ქ, კ, ღ, ხ)

ფარინგალური, ხახისმიერი (/ჴ/, ყ)

ლარინგალური, ხორხისმიერი (ჰ)

2.ნ. ჩომსკის ტრანსფორმაციულ-წარმომშობი გრამატიკის თეორია (15 ქულა)

ტრანფორმაციულ-წარმომშობი გრამატიკა სინტაქსური თეორიის სახით, ჩამოყალიბდა და


განვითარდა ამერიკაში მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებში. ეს თეორია უკავშირდება. ნოამ წომსკის
სახელს ამ თეორიის განმსაზღვრელი ძირითადი იდეები" შეიძლება ჩამოყალიბდეს
ენათმეცნიერებისათვის ახალი, შეიძლება ითქვას რევოლუციური მიდგომებით, რომლებიც
ახლებურად არმოაჩენენ ენათმეცნიერული კვლევის მთავარ მიზნებს და ამოცანებს, ეს იდეებია:

1.ენა არ არის მზა პროდუქტი. ის შემოქმედებითი პროცესია (შდრ.ჰუმბოლდტის იდეებს, რომელიც


ენას განიხილავს შემოქმედებით ენერგიად და არა შემოქმედების პროდუქტად. )ამდენად, ენის
შემსწავლელი მეცნიერების მთავარი ამოცანა უნდა იყოს. სწორედ ამ დინამიკური პროცესის
ანალიზი ანუ ენის აღწერა დინამიკაში, წინადადების წარმოქმნის პროცესში. ეს ნიშნავს ენობრივი
გამონათქვამების წარმოშობის მექანიზმების დადგენასა და ენის იმგვარი გრამატიკის აგების,
რომელსაც პრეტენზია ექნება ასახოს მეტყველი ადამიანის ცნობიერებიში, ე.წ “შავ ყუთში"
მიმდინარე პროცესები და შეეძლება წარმოადგინოს გრამატიკის იმგვარი მოდელი, რომელიც ისევ
წარმოშობს ენობრივ გამონათქვამებს (იგივე წინადადებებს). როგორც ამას თავად ადამიანი
ახერხებს:

2. ენა შეიძლება აღიწეროს სასრული როდენობის ამოსავალი ელემუნტარული კონსტრუქციებითა


და ამ კონსტრუქციათა კომბინირების, გარდაქმნის (იგივე ტრანსფორმაციის) ასევე სასრული
რაოდენობის წესებით ( პარისის ენობრივი სტრუქტურების ანალიზის ტრანსფორმაციულ მეთოდს
რომელიც გულისმობს ყლემენტირული ე.წ ბირთვული კონსტრუქციების გამოყოფას და
გარკვეული ტრანსფორმაციული წესების დადგენას, რომელთა საშუალებითაც ბირთვული
კონსტრუქციები გარდაიქმნება სხვადასხვაგვარ კონსტრუქციებად),ეს სინტაქსური წესები
შესაბამისობას ამყარებენ წინადადების მნიმენელობასა და მის ჟღერადობას. შორის

3. ამოსავალი. ბირთვული კონსტრუქციები ქმნიან ენის ბაზისურ კომპონენტს, რომელიც აღიწერება


უშუალო შემადგენელთა ანალიზის შესაბამისი, ე.წ გადაწერის, ასევე სასრული რაოდენობის
წესებით (შდრ. ბლუმფილდის უშუალო შემადგენლური ანალიზის მეთოდს, რომელიც საშუალებას
იძლევა ნებისმიერი გამონათქვამი გაანალიზდეს, როგორც იერარქიულად ორგანიზებული
კონსტრუქცია, რომელიც მიიღება რთული კონსტრუქციის მარტივით ჩანაცლების შედეგად
იმგვარად, რომ კონსტრუქციის გამართულობა, მინი გრამატიკული სისწორე არ ირღვევა. ეს წესები
ასახავენ წინადადების წარმოშობის პროცესს და თავისი ხასიათი ბინარულნი (იგივე ორობითი) -
არიან— ანუ ყოველ საფეხურზე ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველი ერთ ერთეული იდება.
გადაიწერება ორ ერთეულად ეს“გაშლის“ პრცესი გრძელდება მანამ, სანამ არ მოიღება წინადადების
შესაბამისი, აბსტრაქტული კატეგორიებითა და სიმბოლოებით განსაზერული სტრიქონი. ზირითად
კატეგორიათა შესაბამისი სიმბოლოებია: S – წინადადები", NP – "სახელური ფრაზა". VP — "ზმნური
ფრაზა", N “სახელი“, V ზმნა A― განსაზღვრება" და ADV “გარემოება’’ გადაწერის წესები ყოველ
წინადადებას შეუსაბამებენ ე.წ, ხე-სტრუქტურას, რომელიც ასახავს წინადადების წარმოქმნის
იერარქიულად ორგანინებულ, ბინარულ პროცესს; მაგალითად, წინადადები პატარა ბიჭი არ
თამაშობს ეზოში აღიწერება ქვემოთ მოცემული გადაწერის წესებითა და კონსტრუქციის მისაღებად
აუცილებელი უარყოფის ტრანსფორმაციის წესის ამოქმედების შედეგად:

გადაწერის უშუალო შემადგენლური წესები:

(1) S→NP+ VP. (1)-წებით მიიღება სტრიქონი (NP +VP}

(2) NP→A+N. (2) წუსით მიიღება სტრიქონი (A+N+VP

(3) VP→ ADV+V 3 წეით მიღება სტრიქონი A +N+ADV+V}

ტრანსფორმაციული წესები:

უშუალო შემადგენდური წესებით მიღებული A +N+ADV+V} } სტრიქონი უარყოფის


ტრანფორმაციის შედეგად გარდაიქმნება (A+N+ADV+NEG+V სტრიქონად, რომელიც, საბოლოოდ,
უკვე შყესაბამები საანალიზო წინადადების აბსტრაქტულ სტრუქტურას

4. ამოსავალი კონსტრუქციები და ძირითად ტრანსფორმაციათა ჩამონათვალი ქმნის ურის


სიღრმისეულ სტრუქტურას, რომელიც აბსტრაქტულად. აღწერს წინადადების აგებულებას და
უფრო ახლოს დგას წინადადების სემანტიკურ ინტერპრეტაციასთან ის უფრო უნივერსალურია (ანუ
ყველა ენისათვის საერთოა) და შესაძლებლობას იძლევა ერთი და იმავე მნიშვნელობის მქონე,
მაგრამ სინტაქსურად განსხვავებული კონსტრუქციების სახით წარმოდგენილი, წინადადებების
სიღრმისეული (ანუ. ლოგიკურ-სემანტიკური) ერთიანობა იქნეს წარმოჩენილი. ზედაპირული
კონსტრუქცია ამ სიღრმისეული მიმართებების კონკრეტული ენობრივი რეალიზაციაა და
პირდაპირ კავშირშია გამონათქვამის ბგერით მხარესთან. ერთსა და იმავე სიღრმისეულ
სტრუქტურის შეიძლება სხვადასხვა ზედაპირული კონსტრუქცია შეესაბამებოდეს. ზედაპირული
კონსტრუქციები. განსხვავებულია როგორც კონკრეტულ ენათა მიხედვით, ისე ერთი ენის
ფარგლებშიც. ენის სიღრმისეულ სტრუქტურა განისაზღვრება წარმომშობი გრამატიკის ბაზისური
კომპონენტით. ხოლო ზედაპირულ სტრუქტურა — ტრანფორმაციული და მორფოფონოლოგიური
კომპონენტით

5. სიღრმისეული კონსტრუქციებიდან ზედაპირული კონსტრუქციების, ანუ აქტიური


წინადადებების მისაღებად აუცილებელია გრამატიკაში წარმოდგენილი იყოს მორფოსინტაქსური
კომპონენტი, რომელიც აბსტრაქტულ სტრიქონებს გარდაქმნის კონკრეტულ ენაში მოქმედი
მორფოსინტაქსური წესების შესაბამისად. მაგალითად, ზემოთ მოცემული წინადადების მისაღებად
აუცილებელია ამოქმედდეს ქართული გრამატიკის მორფოსინტაქსური მიმართებების ამსახველი
ტრანსფორმაციული წესები; ერთპირიანი საშუალო მოქმედებითი მნის, სუბიექტი აწმყოში, თავის
განსაზღვრებასთან ერთად, უნდა იდგეს სახელობითში, ხოლო ზმნაში უნდა იყოს წარმოდგენილი
აწმყოსა და მესამე სუბიექტური პირის ნიშნები. ასევე გარემოება შეიძლება იყოს თანდებულიანი
ფრაზა (PP)

N→N + სახელობითი

A→A+ სახელობით

V→V + აწმყო +S.3.SG

ADV→ N+მიცემითი– ში

6. დაბოლოს გრამატიკისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიება: ლექსიკონს, სადაც ყოველი


სალექსიკონო ერთეული წარმოდგენილია შესაბმისი სპეციფიკაციით- ყველა ერთეული
კლასიფიცირებულია და მიწერილი აქვს შესაბამისი კატეგორიების გამომხატველი სიმბოლოები ან
N ან V ან A ან ADV მაგალითად, ხემოთ მოცემული წინადადებისათვის უნდა შეირჩეს სალექსიკონო
ერთეულები: "ბიჭი"- N. "თამაში"– V, "პატარა"-,A ეზო"– N სალექსიკონო ერთეულის ჩასმების
შემდეგ, მნიშვნელოვანია. მორფოფონემური წესების ამოქმედება, რომლებიც განაპირობებენ
ალომორფებისა და ალოფონების შერჩევას ენაში არსებული წესების შესაბამისად.

Ჩმდენად, ტრანსფორმაციულ-წარმომშობი გრამატიკის მოდელი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს

6. ამოსავალი სიმბოლო – S
7. ბაზისური კომპონენტი – უშუალო შემადგენლური დონის გადაწერის წესები
8. ტრანსფორმაციული კომპონენტი – სინტაქსური და მორფოსინტაქსური ტრანსფორმაციული
წესები
9. მორფოფონემური კომპონენტი – მორფოლოგიური და ფონოლოგიური წესები
10. ლექსიკონი

3. ქართველური ენები და ქართული ენის დიალექტები (5 ქულა)

ქართველური ენები იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის სამხრეთული ჯგუფია . იგი მოიცავსოთხ


ახლომონათესავე ენას : ქართულ , სვანურ , მეგრულ და ლაზურ ენებს .
ეს ენებია მონათესავე ენებია . ლაზურსა და მეგრულს კი ზოგჯერ ზანური ენის დიალექტებად
მიიჩნევენ .

ქართველური ენები ერთი ფუძე -ენიდან , ე.წ. პროტო -ქართველური ენიდან წარმოიშვა , რომელიც
დღევანდელი საქართველოსა და ჩრდილოეთ თურქეთის ტერიტორიებზე უნდა ყოფილიყო
გავრცელებული .

რაც შეეხება ქართულ დიალექტებს , მათი კლასიფიკაცია ხდება გეოგრაფიული არეალის მიხედვით
. დასავლურ და აღმოსავლურ დიალექტებს შორის ზოგიერთი მეცნიერი გამოყოფს სამხრეთის
ჯგუფსაც . გივი ნებიერიძე ხმოვანთკომპლექსთა ცვლილების მიხედვით 6 დიალექტურ ჯგუფს
გამოყოფს:

1)გლოლური

2) ქართლური , კახური , ქიზიყური , თიანური , ზემო აჭარული

3)ხევსურული , მოხეური, მთიულურ-გუდამაყრული, ფშაური , ინგილოური

4)ზემო და შუაიმერული, ლეჩხუმური , ქვემორაჭული და იმერხეული

5)ქვემო იმერული და თუშური

6)გურულიდააჭარული .

4.განასხვავეთ ლოგოგრამული და სილაბური დამწერლობები (5 ქულა)

ფონოგრაფიული სისტემა, რომელშიც გრაფემები კონკრეტული ენის ცალკეულ სიტყვებს


აღნიშნავენ, განისაზღვრება როგორც ლოგოგრაფიული სისტემა, ხოლო მისი ნიშნები როგორც
ლოგოგრამები. ლოგოგრამული დამწერლობა იშვიათად გვხვდებოდა , ესენია ძველი ჩინური და
შუმერული . როგორც წესი , ლოგოგრაფიული დამწერლობანი თავიანთი განვითარების ადრნდელ
ეტაპზე იყენებდნენ პიქტოგრაფიის ელემენტებს , ხოლო მოგვიანებით- მარცვლოვან ან ბგერით
ნიშნებს .ლოგოგრამული დამწერლობა მრავალ ნიშანს საჭიროებდა , რის გამოც იგი მხოლოდ
მცირერიცხოვან პირთათვის იყო ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება სილაბურ ანუ მარცვლოვან დამწერლობაში გრაფიკული ნიშანი აღნიშნავს არა
მთელ სიტყვას არამედ ბგერათმიმდევრობას (მარცვალს) . დღეისათვის ცნობილი სილაბური
დამწერლობანი ორგვარი წარმოშობისაა . მათი ერთი ნაწილი წარმოადგენს ლოგოგრაფიულ-
სილაბურ სისტემათა გამარტივების შედეგს , ხოლო მეორე მიღებულია ე.წ. კონსონანტურ
დამწერლობაში გახმოვანების მეორეული სისტემის შემოტანით .

ბილეთი 14

1. ქართული დამწერლობა: წარმომავლობა და განვითარების საფეხურები (15 ქულა)


ისტორიული ცნობები ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ მწირია. XI საუკუნის
ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი ქართული დამწერლობის წარმოშობის თარიღად ჩვ.წ.
აღ-მდე III საუკუნეს ასახელებს. ქართული დამწერლობის წარმოშობის საკითხი, ამ ცნობის
მიხედვით უკავშირდება აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფოს წარმოშობის საკითხს.
სახელმწიფოს შექმნა საქართველოშიც მწვავედ დააყენებდა დამწერლობის შექმნის საკითხს,
როგორც ეს საერთოდ ხდებოდა ხოლმე და ამიტომ ლეონტი მროველის ცნობა, როგორც ჩანს, საეჭვო
არ უნდა იყოს.

გასარკვევია, თუ როგორ დამწერლობა შეიქმნა ფარნავაზ მეფის დროს. ეს ის დამწერლობაა,


რომელიც ჩვ.წ. აღ-ის V საუკუნიდან დოკუმენტურად არის დადასტურებული და რომელსაც
ხუცური ეწოდება, თ სხვა რაღაც დამწერლობა, რომელსაც ჩვენამდე ან არ მოუღწევია, ანდა, როგორც
ეს ხშირად ხდებოდა ხოლმე, ეს დამწერლობა არ იყო ქართული. III ს-ში ჩვ.წ, ქართველებმა დაიწყეს
რომელიღაც სხვა დამწერლობის გამოყენება, ხოლო შედარებით გვიან, უკვე ქრისტიანობის მიღების
შემდეგ, შექმნეს საკუთარი დამწერლობა.

უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველოში იყენებდნენ ბერძნულ დამწერლობასაც, რადგანაც


საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ბევრია ნაპოვნი
არამეული ან ბერძნული წარწერა.

ჩვ.წ-ის V საუკუნემდე არ გვაქვს არც ერთი წარწერა, რომელიც მრგლოვანით იქნებოდა


შესრულებული. ამგვარი წარწერები ჩნდება მხოლოდ მეხუთე საუკუნიდან. მათ შორის უძველესია
ბოლნისის სიონის წარწერა,რომელიც შესრულებულია 493-494 წლებში. კიდევ უფრო ძველია
პალესტინის წარწერები. ამრიგად, ქართული დამწერლობის არსებობა მეხუთე საუკუნის პირველი
ნახევრიდან დასტურდება.

სომხურ ისტორიოგრაფიაში არსებობს ცნობა, რომ ქართული ანბანი შექმნა მეხუთე საუკუნის
ცნობილმა სომეხმა მოღვაწემ მესროპ მაშტოცმა. გადმოცემით, მაშტოცმა დაიწყო ასოების შექმნა
ქართული ენისთვის, მაგრამ ივ. ჯავახიშვილმა გაარკვია, რომ ეს ცნობები ქართული დამწერლობის
შესახებ გვიანდელი ფალსიფიკაციაა. მესროპ მაშტოცს არც შეეძლო ქართული ანბანის შექმნა,
რადგან მან არ იცოდა ქართული, რაც სრულიად გამორიცხავს შესაძლებლობას მის მიერ ქართული
ანბანის შექმნისა.

ახალი დამწერლობის შექმნა გულისხმობს, უწინარეს ყოვლისა, ენის ღრმა ლინგვისტური ანალიზის
ჩატარებას. თ. გამყრელიძის მიხედვით, ძველი ქართული დამწერლობა, ისევე როგორ სომხური,
ბერძნული დამწერლობის მიხედვითაა შექმნილი მეხუთე საუკუნის დასაწყისში, მაგრამ ამ
დამწერლობის შემქმნელი არ შეიძლება იყოს მესროპ მაშტოცი რამდენიმე მიზეზის გამო:

1)მაშტოცმა არ იცოდა ქართული და ამიტომ ქართულ დამწერლობას ვერ შექმნიდა

2) ქართული და სომხური ანბანები სხვადასხვა პრინციპს ემყარება, რადგანაც ასოთა რიგი


სხვადასხვაა.
ქართული ანაბანის სემური წარმოშობის შესახებ თეორია წამოაყენა გერმანელმა მეცნიერმა
ფრიდრიხ მიულერმა. იგი თვლიდა, რომ ქართული და სომხური დამწერლობა არამეულ-სპარსული
დამწერლობიდან უნდა იყოს წარმომდგარი. ჩვენში ამ თვალსაზრისს იზიარებდა ენათმეცნიერი
სერგო გორგაძე (“წერილები საქართველოს ისტორიიდან”,

ქართული ანბანის წარმოშობის სემური თეორია მეცნიერულ საფუძველზე ჩამოაყალიბა ივ.


ჯავახიშვილმა თავის ფუნდამენტურ ნაშრომში: “ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალე-
ოგრაფია” (შემოკლებით – “ქართული პალეოგრაფია”). დიდმა მეცნიერმა საფუძვლიანად
გააკრიტიკა ქართული ანბანის ბერძნულისგან მომდინარეობის არგუმენტები. მისი აზრით,
ქართული ანბანი წარმართული ეპოქის ძეგლია და ფინიკიურ-სემიტურის (არამეულის) ბაზაზეა
შექმნილი, თუმცა შემდგომ, ელინისტურ ხანაში, არაერთგზის განუცდია ბერძნული მონუმენტური
დამწერლობის გავლენა. წარმოდგენილი მოსაზრება გაამყარა შემდგომმა აღმოჩენებმა და
გამოკვლევებმა.

ამ მხრივ განსაკუთრებით ფასეული აღმოჩნდა არმაზის ბილინგვა (საფლავის ქვაზე შესრულებული


ეპიტაფია, დაწერილი 2 ენაზე – ბერძნულად და არამეულად. სახელწოდება ”ბილინგვა” ამის
მიხედვითაა დარქმეული). ძეგლი აღმოაჩინა ივ. ჯავახიშვილმა 1940 წელს, მეცნიერულად
შეისწავლა გიორგი წერეთელმა. მკვლევარმა, პირველ ყოვლისა, დაადგინა არამეული ანბანის
სახეობა (რომელსაც ”არმაზული დამწერლობა” უწოდა), შეუდარა ქართულ ანბანს და დაასკვნა:
ქართული ანბანი მონათესავეა არმაზულისა, ორივე კი მომდინარეობს საერთო წყაროდან –
არამეულიდან. არმაზული ანბანის სახით აღმოჩნდა შუამავალი, რომლის მეოხებით ქართული
ანბანი უშუალოდ დაუკავშირდა არამეულს.

შემდგომში ქართულმა დამწერლობამ გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა და ამიტომ მის


განვითარებაში სამ სხვადასხვა საფეხურს გამოყოფენ:

I - მრგლოვანი V-IX სს

II - ნუსხური IX ს-დან

III - მხედრული X ს-დან

დღეისათვის მოქმედი ანბანია მხედრული. სამი საფეხურის გამოყოფა არ ნიშნავს, რომ მისი წინა
საფეხურები სრულ დავიწყებას მიეცა. მრგლოვანი განაგრძობდა არსებობას მეცხრე საუკუნის
შემდეგაც, მაგრამ გამოიყენებოდა ძირითადად ქვებზე ან კლდეებზე წარწერებისთვის, ანდა
სათაურებისთვის. ასევე განაგრძობდა არსებობას ნუსხური, მაგრამ მე-11 საუკუნიდან იგი
გამოიყენებოდა უმთავრესად ეკლესიაში. მრგლოვანსა და ნუსხურს სხვაგვარად "ხუცურ"
დამწერლობას უწოდებენ. საერო საქმეებისთვის მე-11 ს-დან იწყება მხედრულის გამოყენება,
რომელსაც "მხედრული" ეწოდება სწორედ იმიტომ, რომ დამწერლობის ეს სისტემა საერო პირებში
ანუ მხედრობაში იყო გავრცელებული.
2. ალომორფთა მორფემებად გაერთიანების წესები (15 ქულა)

შედგენილ ფორმათა უფრო მარტივ ერთეულებად დაშლა, ისევე როგორც ალომორფების


გაერთიანება მორფემულ კლასებად, ხშირად საკმაოდ რთულ პროცედურას წარმოადგენს.
მორფების მორფემად გაერთიანება ხორციელდება რამდენიმე წესის მიხედვით, რომელთაც
მორფოლოგიური ანალიზის პრინციპები ეწოდებათ.

1. მორფები, რომლებიც მათთვის დამახასიათებელ ყველა პოზიციაში გამოირჩევიან საერთო


სემანტიკური განსხვავებულობით და იდენტური ფონემური შედგენილობით, შეადგენენ ერთ
მორფემას, ანუ წარმოადგენენ ერთი მორფემის ალომორფებს.

განვიხილოთ ენობრივი ფორმები: ბავშვ-ს, მზე-ს, ადამიან-ს. ეს „-ს“ მორფები საერთო სემანტიკური
განსხვავებულობით, ანუ ერთი და იმავე მნიშვნელობით გამოირჩევიან და იდენტური ფონემური
შედგენილობისანი არიან ყველა პოზიციაში; ამდენად, ეს მორფები ერთ მორფემას განეკუთვნება.
ახლა განვიხილოთ სხვა ენობრივი ფორმები: აშენებ-ს, წერ-ს, ფიქრობ-ს. ამ ენობრივ ფორმებში
წარმოდგენილი „-ს“ მორფები გამოხატულების თვალსაზრისით ემთხვევა პირველი წყების
ენობრივი ფორმების შემადგენლობაში არსებულ „-ს“ მორფებს, მაგრამ, ამის მიუხედევად ისინი ორ
სხვადასხვა მორფემას განეკუთნებიან, რადგან სრულიად განსხვავებულია მათი სემანტიკა, ანუ
მნიშვნელობა (პირველ შემთხვევაში ეს არის მიცემითი ბრუნვის ნიშანი, მეორე შემთხვევაში - მესამე
სუბიექტური პირის ნიშანი).

2. მორფები, რომლებიც საერთო სემანტიკური განსხვავებულობით გამოირჩევიან, ოღონდ


ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფონემური შედგენილობით, შეადგენენ ერთ მორფემას, თუ ეს
ფორმალური განსხვავება მათ შორის ფონოლოგიურად არის შეპირობრული.

მორფემა შედგება ფონოლოგიურად შეპირობებული ალომორფებისგან, ეს იმას ნიშნავს, რომ


შეიძლება დადგინდეს ის მიზეზები, რომლებიც განაპირობებენ მორფებს შორის ფორმალურ
განსხვავებას. მაგალითად, ქართულში გამოიყოფა მოთხრობითი ბრუნვის „-მა“ და „-მ“ მორფები
(კაც-მა; დედა-მ). განსხვავება ამ მორფების ფონემურ შედგენილობაში განისაზღვრება წინა მორფის
ბოლოკიდური ფონემით - თანხმოვნის შემდეგ „-მა“ მორფი ვლინდება, ხმოვნის შემდეგ კი - „-მ“.
საერთო მნიშვნელობის ეს მორფები ერთ მორფემას შეადგენენ, რადგან ფორმალური განსხვავება
მათ შორის ფონოლოგიურად არის განპირობებული, ე.ი. მას ფონემური გარემოცვა განაპირობებს.
(ინგლისურის ენის მორფები im-, in-, ir-, il- ფონოლოგიურად არის შეპირბებულ, ამიტომ ერთი
მორფემის შემადგენლობაში შედიან. impossible, indecent, irregular, illegal)

3. მორფები, რომლებიც საერთო სემანტიკური განსხვავებულობით გამოირჩევიან და


ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფონემური შედგენილობის თვალსაზრისით, მაგრამ ისე, რომ მათი
ეს ფორმალური ურთიერთგანსხვავება არ არის შეპირობებული ფონოლოგიურად, შეადგენენ ერთ
მორფემას, თუ ა) იმყოფებიან დამატებითი დისტრიბუციის დამოკიდებულებაში და ბ)
მონაწილეობენ პარალელურ კონსტრუქციებში.

ერთი მორფი დამატებითი დისტრიბუციის დამოკიდებულებაში იმყოფება მეორე მორფთან, თუ


მათ არ გააჩნიათ არცერთი საერთო პოზიცია. მორფების მონაწილეობა პარალელურ
კონსტრუქციებში ნიშნავს იმას, რომ ეს მორფები წარმოდგენილია ერთი და იმავე სტრუქტურული
რიგის ფორმებში. საერთო სტრუქტურული რიგის კუთვნილებად მიიჩნევა ისეთი ფორმები,
რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებიან გამონათქვამებში სტრუქტურის, გრამატიკული სისწორის
დაურღვევლად. საერთო სტრუქტურულ რიგს ქმნის, მაგალითად, ისეთი ფორმები როგორებიცაა
„კაცს“, „ბავშვს“, „ღვინოს“, „ცას“, ა.შ, რადგან ისინი ისე ჩაენაცვლებიან ერთმანეთს გამონათქვამში,
რომ არ არღვევან მის სტრუქტურას, გრამატიკულ სისწორეს. შეიძლება ასეთი ჩანაცვლების
შედეგად მივიღოთ აზრს მოკლებული გამონათქვამი, მაგრამ გრამატიკული თვალსაზრისით ეს
მაინც სწორი წინადადება იქნება. (მაგ., „ბავშვს სძინავს“ – ბავშვი ჩავანაცვლოთ ღვინით -„ღვინოს
სძინავს“ - მივიღეთ შინაარსობლივად არასწორი, მაგრამ სტრუქტურულად გამართული
წიადადება).

ინგლისური boys, roses, oxen, mice ქმნიან საერთო სტრუქტურულ რიგს, რადგან კონსტრუქციის
დარღვევის გარეშე შეენაცვლებიან ერთმანეთს გამონათქვამებში. –en მორფი გამოირჩევა საერთო
სემანტიკური განსხვავებულობით და ფონემურად განსხვავებულია სხვა იმავე სტრუქტურულ
რიგში მყოფი ფორმებისგან. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს განსხვავება ფონოლოგიურად არის
შეპირობებული, რადგან ანალოგიური ფონოლოგიური აგებულების სხვა ფორმებში დასტურდება -
es ალომორფი (fox-es /ox-en). ასეთ შემთხვევაში ვიტყვით, რომ ალომორფთა განაწილება
შეპირობებულია მორფოლოგიურად. -en და -es ერთი მორფემის ალომორფებს წარმოადგენენ,
რადგან იმყოფებიან დამატებითი დისტრიბუციის დამიკიდებულებაში და მონაწილეობენ
პარალელურ კონსტრუქციებში.

3. დაახასიათეთ ხშულ თანხმოვანთა სისტემა ქართულში (5 ქულა)

სამეულთა სისტემებს ქმნიან ხშულ-მსკდომები (ოკლუზივები) და ხშულ-ნაპრალოვნები


(აფრიკატები). როდესაც ჰაერნაკადი ზესადგამი მილის ერთ ნაწილში სრულ დაბრკოლებას აწყდება,
და შემდეგ განხშვა (სკდომა) მოსდევს, წარმოიქმნება ხშულ-მსკდომი ბგერები. აფრიკატები არიან
რთული რაგვარობის ბგერები. ასეთი ბგერების წარმოებისას თავდაპირველად ხდება ხშვა
ზესადგამი მილის რომელიღაც წერტილში, შემდეგ ხშვა გადადის ნაპრალში. მჟღერობა-სიყრუის
მიხედვით სამეულებში წარმოდგენილია ერთი მჟღერი (ბ,დ,ჯ,ძ,გ) და ორი ყრუ ბგერა: ყრუ-
ფშვინვიერი (ასპირატი) (ფ,თ,ც,ჩ,ქ) და ყრუ-მკვეთრი (აბრუპტივი, გლოტალიზებული, ყელხშული)
(პ,ტ,წ,ჭ,კ).

4.განმარტეთ პარადიგმატული და სინტაგმატური მიმართებები (5 ქულა)


ენის ერთეულები ქმნიან სისტემას ანუ ერთიანობას, რომელშიც ყოველი ერთეული გარკვეულ
კავშირშია ყველა სხვა ერთეულთან. სისტემაში რომელიმე ერთეულის შეცვლა იწვევს ამ სისტემის
ყველა სხვა ერთეულის გარკვეულ სახეცვლილებას.

ერთეულის მიმართება სისტემის სხვა ერთეულთან შეიძლება იყოს სინტაგმატური ან


პარადიგმატიკული. სინტაგმატურ მიმართებას ერთეული ამყარებს მიმდევრობაში წინამავალ ან
მომდევნო ერთეულებთან. პარადიგმატული მიმართება გვაქვს, როდესაც მოცემული ერთეული
რაღაც თვალსარისით უპირისპირდება სხვა ერთეულებს სისტემაში (და არა მიმდევრობაში).
მაგალითად, თუ სისტემაში გვაქვს რაღაც [aktu], [agtu], [antu] გამოსახულებები [k] ელემენტი
სინტაგმატურ მიართებაშია [a], [t] და [u] ელემენტებთან და პარადიგმატიკულ მიმართებაშია [g], [n]
ელემენტებთან, რომლებიც იმავე გარემოცვაში (პოზიციაში) გვხვდება.

პარადიგმატიკულ მიმართებათა არსებობა განაპირობებს იმას, რომ ენობრივ ერთეულთა სიმრავლე


არის არა უბრალო ერთიანობა, არამედ - სისტემა. მაშასადამე, პარადიგმატიკული მიმართებები
სისტემის არსებით საფუძველს წარმოადგენს.

ბილეთი 15

1. დისტრიბუცია. დისტრიბუციულ მიმართებათა ძირითადი ტიპები (15 ქულა)

სისტემის გამოსახულებებში მოცემული ელემენტებისათვის დამახასიათებელ პოზიციათა


სიმრავლეს ამ ელემენტის დისტრიბუცია ანუ განაწილება ეწოდება.

დისტრიბუციული მიმართებები შეიძლება იყოს სამი სახის: ექვივალენტური დისტრიბუცია


(როდესაც ორ ელემენტს ყველა პოზიცია საერთო აქვთ), კონტრასტული დისტრიბუცია (როდესაც
ორ ელემენტს როგორც საერთო, ისე განსხვავებული პოზიციები აქვთ) დამატებითი დისტრიბუცია
(როდესაც ორ ელემენტს არცერთი საერთო პოზიცია არ აქვთ). ამ მიართებების საფუძველზე
გამოიყოფა სამი წესი.

თუ ორი ბგერა ერთმანეთთან ექვივალენტურ მომართებაშია, ე.ი. თუ მათი ურთიერთჩანაცვლება


არ იწვევს სიტყვის მნიშვნელობის შეცვლას, მაშინ ასეთი ორი ბგერა უნდა განვიხილოთ როგორც
ერთი ფონემის ალოფონები.

მაგ., ჩინურში „l“ და „r“ ბგერები თავისუფლად ენაცვლება ერთმანეთს ისე, რომ ამით სიტყვის
მნიშვნელობა არ იცვლება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ეს ბგერები ჩინურში ერთი ფონემის
ალოფონებია. (ან, ქართულ ენაში ლ-სა და რბილი ლ-ს გამოყენება)

თუ ორი ბგერა ერთმანეთთან კონტრასტული დისტრიბუციის მიმართებაშია, ე.ი. თუ მათი


ურთიერთჩანაცვლება სიტყვის მნიშვნელობის შეცვლას იწვევს, მაშინ ასეთი ორი ბგერა ორი
სხვადასხვა ფონემის ალოფონებია.
მაგალითად, სიტყვაში „ბარი“ „რ“-ს თუ შევცვლით „ლ“-თი ჩვენ მივიღებთ სულ სხვა
მნიშვნელობას (ბარი-ბალი). ამ ბგერების ურთიერთჩანაცვლებით ასევე შეიცვლება მნიშვნელობა
სიტყვებში „ლალი-ლარი“, „ქალი-ქარი“ და ა.შ.

თუ ორი ბგერა ერთმანეთთან დამატებითი დისტრიბუციის მიმართებაშია (ანუ ორი ბგერა


არასდროს არ ჩაენაცვლება ერთმანეთს ერთსა და იმავე პოზიციაში), და თუ ასეთი ორი ბგერა
ერთმანეთის მსგავსია ფონეტიკურად, მაშინ ისინი უნდა განვიხილოთ როგორც ერთი და იმავე
ფონემის პოზიციური ალოფონები.

მაგალითად, რუსულში и და ы ბგერები ერთმანეთთან დამატებითი დისტრუბუციის


მიმართებაშია, რადგანაც ы წარმოდგენილია მხოლოდ მაგარი თანხმოვნების მომდევნო პოზიციაში,
სადაც მისი и ბგერით ჩანაცვლება დაუშვებელია.

2. ენათა კონტაქტები და არეალური ლინგვისტიკა: კავკასიის ენები (15 ქულა)

მსოფლიოს ენათა კლასიფიკაცია სხვადასხვა პრინციპს ემყარება. ტიპოლოგიური კლასიფიკაციის


გარდა,რომელიც ენებს აერთიანებს ცალკეულ ჯგუფებად გარკვეული სტრუქტურული ნიშნების
მიხედვით, შესაძლებელია ისეთი ლინგვისტური კლასიფიკაციაც, რომელიც გულისხმობს
შედარებით კომპაქტურ ტერიტორიაზე გეოგრაფიულად მომიჯნავე ისტორიული კონტაქტების
ენათა საერთო ჯგუფში გაერთიანებას. სხვადასხვა ენათა არეალურ ჯგუფებში გაერთიანება მათ
შორის სტრუქტურული მსგავსების საფუძველზე ეწოდება არეალური კლასიფიკაცია.

ენათა ტიპოლოგიური და არეალური კლასიფიკაციის გვერდით შესაძლებელია ენათა


გენეალოგიური კლასიფიკაცია, რომელიც მიზნად ისახავს ენათა ცალკეული ჯგუფების გამოყოფას
მათი საერთო წარმომავლობის მიხედვით.

მსოფლიოს ენათა დაჯგუფებას, ჩვეულებრივ, სწორედ გენეტიკური ნიშნის მიხედვით


ახდენენ. გენეალოგიური კლასიფიკაცია შეიძლება შეივსოს ტიპოლოგიური კლასიფიკაციით,იმის
საჩვენებლად, თუ როგორ შეიჩვალა ენის ტიპი, ან იმ ნიშნის წარმოსაჩენად,რომლებიც საზიარო
აქვთ ერთი ოჯახის სხვადასხვა შტოს ენებს.

არეალური კლასიფიკაცია ენებს აჯგუფებს ენობრივი მოვლენების ტერიტორიული გავრცელების


მიხედვით. იგი გამოყოფს გეოგრაფიულად ერთმანეთის მომიჯნავე და ხანგრძლივი, მჭიდრო
ურთიერთობის მქონე ენათა ჯგუფებს. არეალურმა კლასიფიკაციამ შეიძლება მოიცვას მონათესავე
და არამონათესავე ენები, ასევე ერთი ენის დიალექტები.
ძნელია ზუსტად იმის თქმა , თუ რამდენი ენათა ოჯახია მთელ მსოფლიოში . საქმეს ართულებს ის
, რომ ნათესაური კავშირები ბევრ ენას თუ ენათა ჯგუფებს შორის ჯერ კიდევ არ არის დადგენილი .
ამის გასარკვევად შორს წასვლა არ არის საჭირო. საკმარისია განვიხილოთ იბერიულ- კვაკასიურ
ენათა ოჯახი , სადაც ქართულიც შედის . დღეისათვის მთის კავკასიურ ენებს შორის ნათესაობა
დადგენილად შეიძლება ჩაითვალოს , რასაც ვერ ვიტყვით ამ ენათა გენეტიკური კავშირის შესახებ
ქართველურ ენებთან . მთის კავკასიურ ქართველურ ენებს შორის ნათესაობა დადგენილი არ არის
და შეიძლება ვერც ვერასოდეს დამტკიცდეს ე.ი. მთის კავკასიური და ქართველური ენები
სრულიად სხვადასხვა ოჯახის წევრები ან ორი სხვადახვა ოჯახი აღმოჩნდნენ . იბერიულ-
კავკასიური ენები - მონათესავე ენების წყებაა კავკასიაში . ამჟამად ყველა ეს ენა - ბასკურისა და
უბიხური ენის გარდა , რომელიც 1864 წლიდან თურქეთში მთლინად გადასახლებულ უბიხთა ენაა
- გვხვდება კავკასიაში . ამ ენებს ჩვეულებრივ კავკასიურს უწოდებენ . „კავკასიური ენები“ ირევა
„კავკასიის ენებში“ . კავკასიის ყველა ენა როდია „კავკასიური“ ; კავკასიაში წარმოდგენილია
ინდოევროპული ენები (რუსული , უკრაინული, სომხური , ოსური ,ქურთული ,ბერძნული ) ,
ალთაური ენები (აზერბაიჯანული , თურქმენული , თათრული ), სემიტური ( სირიული) .
ინდოევროპულ , ალთაურ , სემიტურ ენათა დიდი ნაწილი კავკასიის გარეთ მოიპოვება , იბერიულ-
კავკასიური ენები კი ამჟამად კავკასიის მიწა-წყალზე გვაქვს . ქართველურ ენებზე ლაპარაკობს
იბერიულ- კავკასიურ ენებზე მოლაპარაკეთა საერთო რაოდენობის თითქმის ორი მესამედი ;
ქართველური ენაა ქართული , ერთადერთი ძვეი სამწერლობო ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა
შორის . „იბერიული“ აკავშირებს ხეთურსა და კავკასიურს .იბერიულ-კავკასიური ენები შედგება
ოთხი ჯგუფისგან . ეს ჯგუფებია :

1)ქართველური ანუ იბერიული

2)აფხაზურ-ადიღური

3)ნახური

4) დაღესტნური

3. განმარტეთ ტერმინები: მორფი-ალომორფი-მორფემა (5 ქულა)

ენობრივი სისტემის მორფოლოგიურ დონეზე გამოიყოფა გარკვეული ერთეულები – მორფები.


მორფი შეიძლება განისაზღვროს, როგორც მნიშვნელობის მქონე მინიმალური, უმცირესი ენობრივი
ფორმა, რომელიც უკვე აღარ იშლება მნიშვნელობის მქონე უფრო მცირე ერთეულებად. ერთნაირი
მნიშვნელობის მქონე მორფები ერთიანდებიან გარკვეულ კლასებად – მორფემებად. მორფემა არის
ისეთი ენობრივი ერთეული, რომელსაც აქვს ორი პლანი - შინაარსისა და გამოხატულების პლანი.
მორფემა, როგორც ორპლანიანი ერთეული განსხვავდება ფონემისგან, რომელსაც არ გააჩნია
მნიშვნელობა. მორფემა განისაზღვრება, როგორც მორფების კლასი. იგი შეიცავს განსაზღვრული
სემანტიკური იდენტურობის (მსგავსი მნიშვნელობის) საფუძველზე გაერთიანებულ მორფებს,
რომლებსაც ამ მორფემის ალომორფები ეწოდებათ.
4.განასხვავეთ ბუნებრივი ენა და ცხოველთა საკომუნიკაციო სისტემები (5 ქულა)

ადამიანის ენას ხშირად ახასიათებენ, როგორც ბუნებრივ ენას - ხელოვნური ენების საპირისპიროდ.
იგი არის ადამიანის სიმბოლური აქტივობის უმაღლესი და ურთულესი ფორმა. Ჩუნებრივი ენის
საშუალებით შეგვიძლია მივიღოთ და გადავცეთ ინფორმაციები, გავუზიაროთ განცდები
ერთმანეთს, აღვწეროთ დროსა და სივრცეში მომხდარი მოვლენები და სხვ.

Ჩამდენადაც ადამიანის ენა ბგერითი ენაა, კომუნიკაცია ხდება ბგერითი სუბსტანციის


საშუალებით. ადამიანს აქვს სხვა საკომუნიკაციო საშუალებებიც - ჟესტ-მიმიკა, წერილობითი ენა
და სხვაა, მაგრამ ყველა ეს საკომუნიკაციო საშუალება ადამიანის ბგერით ენაზეა დაფუძნებული და
ამიტომ ისინი მეორეულ სისტემებს წარმოადგენენ.

ადამიანს თანდაყოლილი უნარი აქვს საკომუნიკაციოდ აითვისოს ან შეისწავლოს ესა თუ ის


კონკრეტული ენა, ცხოველებში კი საკომუნიკაციო საშუალებების ცოდნა გენეტიკურად გადაეცემა
შთამომავლობას.

ბუნებრივ ენას აქვს სპეციფიკური მახასიათებლები, რომლებითაც იგი არსებითად განსხვავდება


ცხოველთა საკომუნიკაციო სისტემებისგან. ესენია - ენობრივი სისტემის დუალობა და
პროდუქტიულობა.

დუალობის წყალობით მოლაპარაკეს შეუძლია მცირე ერთეულების დალაგებით, მათი შეერთების


გზით წარმოქმნას უფრო რთული, გრძელი ერთეულები, მნიშვნელობას მოკლებული ბგერითი
ერთეულებისგან სიტყვები, სიტყვების გაერთიანებით კი ააგოს წინადადებები.

ერთი მხრივ, გვაქვს ბგერითი გამოხატულების მქონდე ერთეულები, მეორე მხრივ ამ ერთეულთა
გაერთიანების კომბინირებული წესები, ე.წ გრამატიკა. ცხოველს არ შეუძლია დაალაგოს,
გააერთიანოს ან გაართულოს თავისი “საკომუნიკაციიო ენის” ნიშნები, მას მხოლოდ ძალუძს
გადასცეს გარკვეული მზა ნიშანი.

დუალობა საშუალებას იძლევა ადამიანის ენის სასრული რაოდენობის ერთეულთაგან შეიქმნას,


წარმოიქმნას უსასრულო რაოდენობის გამონათქვამები ამ ერთეულების სხვადასხვაგვარი
დალაგების გზით.

სისტემის პროდუქტიულობა არის შესაძლებლობა გადაიცეს და შეიქმნას ახალი ინფორმაცია, ე.


ი. გამონათქვამის აგებისას ისეთი შინაარსი გადაიცეს, რომელიც არავის არ შეუქმნია და არ
გადაუცია.

ენის დუალობისა და პროდუქტიულობის თვისებების წყალობით ადამაინს შეუძლია გადასცეს


ინფორმაცია მისგან დროითა და სივრცით დაშორებულ მოვლენათა შესახებ. ცხოველთა
კომუნიკაცია ხდება ყოველთვის უშუალო გარემოს საპასუხოდ. ადამაინი კი აღწერს როგორც
წარსულ, ისე აწმყო და მომავალ გარემოებებს, რაც ქმნის ისტორიას, კულტურას, ცივილიზაციას.
ბუნებრივი ენის ეს თვისება უზრუნველყოფს კულტურის ტრანსმისიას.

You might also like