You are on page 1of 5

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

II კურსის სტუდენტი

უგულავა ანნა

ჯგუფი 9

ენათმეცნიერების შესავალი

რეფერატი

„მორფოლოგიური ანალიზის პრინციპები“

ხელმძღვანელი : ივანე ლეჟავა

2022

1
„მორფოლოგიური ანალიზის პრინციპები“

მორფოლოგიური ანალიზის პრინციპებზე საუბრის დაწყებამდე, აუცილებელია


განვმარტოთ, თუ რა არის მორფოლოგია და რას წარმოადგენს მისი შესწავლის
საგანი.

მორფოლოგია წარმოადგენს ენის ისეთ დონეს, საიდანაც ენის სემიოტიკური


ფუნქციონირება იწყება. მორფოლოგიის ძირითადი ერთეულია მორფემა, რომელიც
სემიოტიკურ მინიმალურ ერთეულს წარმოადგენს. მისი დაშლა არასემიოტიკურ
ერთეულებად ხდება და არ განეკუთვნება ფონოლოგიის დონეს. [2,132]

მორფემული ანალიზის ამოცანაა გამონათქვამების მორფებად სიგმენტაცია და


ერთნაირი მნიშვნელობის მქონე მორფემის კლასებად გაერთიანება. მისი ანალიზის
მეთოდები პროცედურულად ჰგავს მეთოდებს, რომლებსაც ფენომური ანალიზის
დროს ვიყენებდით, რაც განპირობებულა იმით რომ, ენის მორფოლოგიური
სტრუქტურა მრავალი ანალიზითაა ფონოლოგიური სტრუქტურის ანალოგიური.
[1,178] შედგენილ ფორმათა უფრო მარტივ მამრავლებად დაშლა, ისევე როგორც
ალომორფების გაერთიანება მორფემულ კლასებად, ხშირად საკმაოდ რთული
პროცედურაა. ამის გადასაწყვეტად საჭიროა რამდენიმე პრინციპი გავატაროთ
თანმიმდევრულად.[1,190] ალომორფები ეწოდება ერთი მორფემის კლასში შემავალ
მორფემებს. ისინი შეიძლება ორგვარი იყოს: ფაკულტატიური, ანუ თავისუფალი
(პოზიციურად შეუპირობებელი) და პოზიციური - რომლებსაც ერთსა და იმავე
პოზიციაში არასდროს გვხვდებიან. ფაკულტატიური ალომორფები ერთმანეთთან
თავისუფალი ვითარების მიმართებაშია, ხოლო პოზიციური ალომორფები
დამატებითი დისტრიბუციის, მორფოლოგიური ანალიზისას ამოსავალია
დისტრიბუციული პირობები, ხოლო გადამწყვეტ როლს თამაშობს სემანტიკური
ფაქტორი. [1,134]

2
მორფოლოგიური ანალიზის პრინციპები სამი სახისაა. დისტრიბუციისა და
სემანტიკის მიხედვით უნდა ჩამოვაყალიბოთ შემდეგნაირად:

I. წესი პირველი ( თავისუფალი ვარირება)

თუ ორი მორფი ჩაენაცვლება ერთმანეთს ერთსა და იმავე პოზიციაში, მაგრამ აქვთ


ერთი და იგივე მნიშვნელობა, მაშინ ასეთ პოზიციაში ორი მორფი უნდა
განვიხილოთ, როგორც ერთი მორფემის ალომორფები. [2,134] ერთი მორფემის
ალომორფები ქართულში -ნ და -ებ მორფებია, რომლებიც გამოხატავენ სახელის
მრავლობით რიცხვს. ისინი ერთსა და იმავე პოზიციებში ენაცვლებიან, თუმცა
როდესაც ხდება მათი ურთიერთჩანაცვლება, სიტყვის მნიშვნელობებში არ შეიმჩნევა
განსხვავება. მაგალითად: კაც-ნ-ი და კაც-ებ-ი. ერთი მორფემის ფაკულტატურ
ალომორფებს შორის განსხვავება სტილისტიკურია და არა გრამატიკული.[2,135] მათ
შორის განსხვავება მხოლოდ სტილისტურია -პირველი არქაულია,
ლიტერატურულად ამაღლებული სტილის შესაბამისი, ხოლო მეორე კი, უფრო
თანამედროვე, სამეტყველო ფორმაა

II. წესი მეორე (კონტრასტული დისტრიბუცია)

თუ ორი მორფი ერთსა და იმავე პოზიციაში გვხვდება ისე, რომ სიტყვის


მნიშვნელობა იცვლება ან სიტყვა მახინჯდება, მაშინ ეს მორფები სხვადასხვა
მორფემებად კვალიფიცირდება. მაგალითად : კაც-ი/ კაც-მა. ამ წესს ძირითადად
ემყარება სიტყვის მორფემებად დაშლა და ის ყოველთვის უნდა იყოს ცალსახა.
მორფემა წარმოადგენს ოპოზიციურ წევრს რის შედეგადაც შეგვიძლია მორფემის
ჩანაცვლება თავისი საოპოზიციო პარტნიორით. პოზიციას, სადაც მორფთა
ურთიერთჩანაცვლება ხდება შეგვიძლია ფოკუსი ვუწოდოთ, მეზობელ მორფემებს,
რომლების წინა და მომდევნო პოზიციაში ხდება მორფემის ანაცვლება კი გარემოცვა.
ქართული ენის მაგალითით, სახელის ფუძის შემდეგი პოზიციები : სახლ-; ამხანაგ-;

3
წიგნ- შეიძლება განვიხილოთ ფოკუზად, სადაც ერთმანეთს ენაცვლება -ი, -ს ან სხვა
მორფემები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფოკუზის და გარემოცვის ცნებები ფარდობითი
ცნებებია, რადგანაც ის, რაც შეიძლება ერთ შემთხვევაში იყოს ფოკუზი, მეორე
შემთხვევაში გარემოცვად შეიძლება მოგვევლინოს, ან პირიქით.[2,135-136]

მორფთა ურთიერთჩანაცვლებას ეწოდება სუბსტანცია, რომლის დროსაც უნდა


მივიღოთ ან სამკუთხედი, კვადრატი. ის გულისხმობს მინიმუმ ორი ელემენტის
ჩანაცვლებას. მაგალითად: „ამხანაგ-ი- ამხანაგ-ს“. ამ მაგალითში იცვლება -ი და -ს
მორფები. ურთიერთჩანაცვლებადი მორფები ქმნიან კვადრატს, თუმცა აღსანიშნავია
ისიც, რომ სიტყვის მორფებად დაშლისას ყოველთვის კვადრატი არ მიიღება.
ზოგჯერ შეიძლება არსებობდეს მორფოლოგიური ოპოზიცია, მაგრამ მხოლოდ ორი
წევრი იყოს გამოხატული გარკვეული ალომორფებით. ალომორფებით გამოხატულ
მორფს ეწოდება მარკირებული, ხოლო პარტნიორს-არამარკირებული. სამკუთხედი
შესაძლებელია გარდავქმნათ ოთხკუთხედად ნულოვანი ცნების შემოტანისას. [2, 136-
137]

III. წესი მესამე (დამატებითი დისტრიბუცია)

თუ ორი მორფი არასოდეს გვხვდება ერთსა და იმავე პოზიციაში, მაშინ ისინი ერთი
და იმავე მორფემის პოზიციური ალომორფებია. ქართული ენის მაგალითზე -ს, -ა, -ო
მესამე სუბიექტური პირის ნიშნები არის ურთიერთგამომრიცხავი მორფები, ანუ
არიან დამატებით დისტრიბუციაში, თანაც არიან ერთმანეთის მსგავსი მორფები, რის
გამოც უნდა განვიხილოთ, როგროც ერთი მორფემის პოზიციური ალომორფები.

დამატებით დისტრიბუციაში მყოფი ალომროფები ორგვარია: ფონოლოგიურად


შეპირობებული ალომორფები და მორფოლოგიურად შეპირობებული ალომორგები .

მორფები, რომლებიც გამოირჩევიან საერთო სემანტიკური განსხვავებულობით,


მაგრამ უპირისპირდებიან ერთმანეთს ფონემურად-განეკუთვნებიან ერთ მორფემას,
თუ ფორმალური განსხვავება მათ შორის შეპირობებულია ფონოლოგიურად.

4
ფონოლოგიურად შეპირობებული განსხვავებით შეგვიძლია დავადგინოთ ის
მიზეზები, როს გამოც მორფებს შორის განსხვავებაა. მაგალითად ქართულ სახელთა
ფლექსიურ პარადიგმებში გამოყოფილი მოთხრობითი ბრუნვის ოთხი
გამომხატველი -მა და -მ მორფები. ამ მორფების ფენომურ შემადგენლობაში
განსხვავება განისაზღვრება წინა მორფის ბლოკადური ფონემითთანხმივანების
შემდეგ -მა, ხმოვნის შემდეგ -მ.[1,193] ხშირად ალომორფები არ არის ბგერითი
გარემოცვით შეპირობებული . ამგვარ ალომორფებს უწოდებენ მორფოლოგიურად
შეპირობებულ ალომორფებს. მათი მაგალითია ქართულში სუბიექტური მესამე
პირის მორფები -ა, -ო და -ს. ისინი არასდროს ენაცვლებიან ერთმანეთს და
იმყოფებიან დამატებით დისტრიბუციულ დამოკიდებულებაში.[2,141]

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მორფოლოგიური ანალიზით ვახდენთ


ერთნაირი მნიშვნელობის მქონე მორფების კლასებად გაერთიანებას და
გამონათქვამების მორფებად სიგმენტაციას. აგრეთვე სინემატიკისა და
დისტრიბუციის საშუალებით შეგვიძლია განვახორციელოთ სხვადასხვა მორფების
ერთ მორფემურ კლასში გაერთიანება.

ლიტერატურა :

I. თ.გამყრელიძე, ზ.კიკნაძე, ი.შადური, ნ.შენგელაია, .თეორიული


ენათმეცნიერების კურსი, თბილისი 2008.

II. გ.ნებიერიძე, ენათმეცნიერების შესავალი, 1991,1999,2003;

You might also like