You are on page 1of 20

VII ლექცია

სიტყვის არაერთმნიშვნელოვნება
რა არის არაერთმნიშვნელოვნება?
† სიტყვა schließen უნივერსალურ დუდენში 12
მნიშვნელობით არის წარმოდგენილი, ჰაინც ფენრიხი
თავის გერმანულ–ქართულ ლექსიკონში დასახელებული
ზმნისთვის მხოლოდ 6 ქართული შესატყვისს
გვთავაზობს:
1. დაკეტვა; 2. ხურვა; 3. დახურვა; 4. ჩაკეტვა; 5.
დაკეცვა; 6. დახუჭვა.
ჩვენ შეგვიძლია დავუმატოთ: გამორიცხვა; მიერთება;
დამთავრება, დასკვნის გამოტანა; მოხვევა, (გულში)
ჩაკვრა (Die Mutter schloss das Kind fest in die Arme).
† ენათმეცნიერებაში ლექსემათა ამ თვისებას აღვნიშნავთ
ტერმინით არაერთმნიშვნელოვნება (გერმ. Ambiguität და
ინგლ. ambiguity ). არაერთმნიშვნელოვანია სიტყვა, თუ
ის რამდენიმე სახის ინტერპრეტაციის შესაძლებლობას
იძლევა.
არაერთმნიშვნელობის ტიპები
† ლექსიკური არაერთმნიშვნელოვნება
„ ომონიმია
„ პოლისემია
† კონტექსტური არაერთმნიშვნელოვნება
„ მეტონიმია
„ მეტაფორა და მისთ.

არაერთმნიშვნელოვნებასთან ახლოს არის


მნიშვნელოვნების ბუნდოვანება,
გაურკვევლობა (Vagheit), მოვლენა, რომლის
დროსაც სიტყვის მნიშვნელობა მკვეთრად არ
არის შემოსაზღვრული
7.1 ომონია
ომონიმია ეწოდება მოვლენას, რომლის
დროსაც რამდენიმე ერთი ჟღერადობის სიტყვას
სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა და
ხშირად სხვადასხვა ეტიმოლოგია აქვთ,
მაგალითად:
† Weiche1 = რკინიგზის ასაქცევი
† Weiche2 =სირბილე, (სხეულის რბილი).
საშუალ გერმანულში Weiche1 წარმოდგენილი
იყო ლექსემით wîch (ხოლო Weiche2–ს იგივე
ჟღერადობა ჰქონდა, რაც ახლა – weiche.
ომონიმია და ეტიმოლოგია
ომონიმიის დადგენის ერთ-ერთი მთავარი
კრიტერიუმად მიჩნეული იყო ეტიმოლოგია, თუმცა ეს
ყოველთვის გამართლებული არ არის:
† Bank1-ს (მერხი’) და Bank2-ს (ბანკი) საერთო
ეტიმოლოგია აქვთ, თუმცა მორფოლოგიური
თავისებურებების გამო საქმე აშკარად ორ ომონიმურ
სიტყვასთან გვაქვს.
† სიტყვა Rutsch ფრაზაში “Guter Rutsch ins Neujahr
დაკავშირებულია სრიალის აღმნიშვნელ სიტყვა
Rutsch-თან, თუმცა ის მომდინარეობს იდიშური
სიტყვისგან rosch, რაც ქართულად დასაწყისს ნიშნავს.
ომონიმიის ტიპები
† სრული ომონიმია: Weiche1 და Weiche2.
† ნაწილობრივი ომონიმია: Bank-Bänke
(მერხი)/Bank-Banken das Moment
sein; arm (ღარიბი)/Arm (მხარი).
„ ჰომოგრაფია: Heroin (ჰეროინი–ნარკოტიკი)
და Heroin (გმირი ქალი)
„ ჰომოფონია: Kain (კაენი) და kein
(არცერთი არავითარი)
7.2პოლისემია/
მრავალმნიშვნელოვნება
† პოლისემური ეწოდება ისეთ ლექსემას რომელსაც
ერთზე მეტი მნიშვნელობა აქვს. პოლისემური
ლექსემები მოიცავენ რამდენიმე შინაარსობრივად
ერთმანეთთანდაკავშირებულ ცალკეულ ზუსტად
მნიშვნელობის ვარიანტს. მიუხედავად იმისა,
რომ ეს ვარიანტები სემანტიკურად ერთმანეთთან
არიან დაკავშირებული, ჩვენ მათი ცალ–ცალკე
სწავლა და დამახსოვრება გვიხდება.
† პოლისემია არის ცალკეული სიტყვების თვისება
ცალკეულ ენებში. შდრ. გერმანული სიტყვის
grün და მისი ქართულის
მრავალმნიშვნელოვანება
პოლისემია vs. ომონიმია I
† პოლისემიისა და ომონიმიის გამიჯვნის
უტყუარი კრიტერიუმი არ არსებობს:
† შდრ. Korn/Körner და Korn/Korne.
(გრამატიკული კრიტერიუმი ყოველთვის არ
ამართლებს)
† შდრ. Korn (ხორბლის მარცვალი) და Korn
(სამიზნე). იმის გათვალისწინებით, რომ ორივე
სიტყვა ერთი ეტიმოლოგიისა, სემანტიკური
კრიტერიუმიც ყოველთვის არ ამართლებს.
პოლისემია vs. ომონიმია II
† ომონიმია და პოლისემია მხოლოდ ლექსიკოგრაფიული
თვალთახედვით ქმნიან ერთმანეთის ალტერნატივას. სხვა
მხრივ ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებელ მოვლენას
წარმოადგენენ.
† ომონიმიისა და პოლისემიის მთავარი განმასხვავებელი
ნიშანი ის არის, რომ პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ორ
სხვადასხვა ლექსემასთან, რომლებსაც თავის მხრივ
შეიძლება მრავალმნიშვნელოვნება ახასიათებდეთ, ხოლო
მეორე შემთხვევაში – რამდენიმე, მეტ–ნაკლებად მსგავსი
მნიშვნელობის მქონე ერთ კონკრეტულ ლექსემასთან.
7.3 მნიშვნელობის ბუნდოვანება/გაურკვევლობა
(Vagheit)

† მნიშვნელობის ბუნდოვანება ახასიათებთ


სიტყვებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მკვეთრად
შემოსაზღვრული მნიშვნელობა (მაღალი,
დაბალი დიდი, პატარა, მძიმე, მსუბუქი).
† მნიშვნელობის დაუზუსტებლობა ენობრივი
ეკონომიის კიდევ ერთი საშუალებაა. ის რომ,
მაგ. საზღვარი მაღალისა და დაბალის
მნიშვნელობებს შორის გარდამავალია,
გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ის, რომ
გვქონოდა ისეთი ზუსტი მნიშვნელობის
სიტყვები, როგორიცაა 1,7 მ–დან 1,8 მ–მდე
სიმაღლისა და მსგ.
7.4 სიტყვის ინტერპრეტაცია
კონტექსტში
სიტყვის კონტექსტური და ლექსიკური მნიშვნელობა
ბევრად განსხვავდება ერთმანეთისგან:
† სინტაქსურ და საკომუნიკაციო კონტექსტში პოლისემური
სიტყვები კარგავენ მრავალმნიშვნელობას
† შესაძლებელია მოხდეს ცალკეული ლექსიკური
მნიშვნელობის გარკვეული სახის მოდიფიკაცია.
† გასათვალისწინებელია რომ სიტყვა შინაარსობრივად არ
უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში თავის კონტექსტთან
და უნდა იყოს რელევანტური სტილისტური
თვალსაზრისით.
გერმანული სიტყვა Tor სხვადასხვა
კონტექსტში:

† Ich habe das Tor nicht gesehen


(კარიბჭე/ფეხბურთის კარები/გოლი ვერ
შევაჩნიე/არ დამინახავს)
† Das Tor wurde wegen Abseits nicht erkannt
(გოლი ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა)
† Das mittelalterliche Tor soll restauriert
werden(შუასაუკუნეების დროინდელი კარიბჭე
რესტავრაციას საჭიროებს)
7.4 კონტექსტური
არაერთმნიშვნელოვნება
† კონტექსტური არაერთმნიშვნელოვნება ეწოდება
მნიშვნელობის ცვლილებას კონტექსტის გავლენით.
კონტექსტური არაერთმნიშვნელოვნება საინტერესოა
ლექსიკური სემანტიკისთვისაც, რამდენადაც მან დროთა
განმავლობაში შეიძლება სიტყვის სალექსიკონო
მნიშვნელობის ცვლილება გამოიწვიოს.
† კონტექსტური არაერთმნიშვნელოვნება ექვემდებარება
ფართოდ გავრცელებულ, მყარ ნიმუშებს. ისინი ენის
მომხმარებელთათვის უცხო არ არის და მათი გამოყენება
სიტყვის ინტერპრეტაციისას რაიმე სირთულეს არ
წარმოადგენს. ჩვენ განვიხილავთ ორ ძირითად ნიმუშს:
მეტონიმიასა და მეტაფორას.
7.4.1 მეტონიმია
შდრ.:
† ჩვენი უნივერსიტეტი ჭავჭავაძის ქუჩაზე
მდებარეობს.
† უნივერსიტეტმა ჰუმანიტარული ფაკულტეტი
გააუქმა
† უნივერსიტეტი ისევ 14 ოქტომბერს იწყება.
პირველ წინადადადებაში უნივერსიტეტი
აღნიშნავს კონკრეტულ შენობას ან შენობათა
კომპლექსს, მე2-ში უნივერსიტეტის
ხელმძღვანელობას, ხოლო მე3-ში –
სემესტულ სწავლებას უნივერსიტეტში.
რა არის მეტონიმია
† მეტონიმია მნიშვნელოვნად განსხვავდება
პოლისემიისგან. ის რომ სიტყვა
უნივერსიტეტის ამდენი სახის ინტერპრეტაციაა
შესაძლებელი, განპირობებულია თვითონ
ცნების თავისებურებით.
† მეტონიმია ეწოდება მოვლენას, რომლის
დროსაც ხდება აღსანიშნი ობიექტის
ჩანაცვლება მასთან დაკავშირებული ცნებით
(უნივერსიტეტი–ინსტიტუცია ან
უნივერსიტეტი–შენობა).
7.4.2 მეტაფორა
ქვემოთ მოყვანილი პასაჟი მეტაფორების მთელ კომპლექსს შეიცავს:
1. Heute, im freien Litauen, leben die Literaten wie „ein Hund
im Brunnen“, sagt die Schriftstellerin Vanda Juknaite:
(დღეს, თავისუფალ ლიტვაში ლიტერატორები ცხოვრებენ ისე,
როგორც „ძაღლი ჭაში“, ამბობს მწერალი ვანდა იუკნაიტე:
2. „Sie können alle die Sterne sehen, aber die sind weit weg.“
(მართალია ვარსკვლავების დანახვა შეუძლიათ, მაგრამ ისინი
მეტისმეტად შორს არიან)
3. Ein bisschen bellen, ja.
(ცოტ–ცოტას კი ყეფენ)
4. Aber dann müssen sie rackern, um irgendwo einen
Knochen auszubuddeln.
(მაგრამ მაშინ თავდაუზოგავად უწევთ შრომა, სადღაც
როგორმე ძვალს რომ გამოკრან კბილი).
მეტაფორული პარალელები
†ძაღლი=მწერალი,
†ვარსკვლავი=წარმატება,
†დანახვა=წარმოდგენა,
†სივრცული სიშორე = მიუწვდომლობა.
†ყეფა=‘ადამიანებისთვის მოსალოდნელი
საფრთხის მცნობა’, ან ‘უარყოფითი
დამოკიდებულების გამოხატვა’ ,
‘ყურადღების მიქცევის მცდელობა’,
† ძვალი=დღიური სარჩო
მეტაფორის განსაზღვრება
მეტაფორა გულისხმობს ამოსავალი
სფეროდან (Herkunftsbereich) ცნებების
სესხებას, მეორე, ძირითადი სფეროს
(Zielbereich) საგნების ან მოვლენების
დასახასიათებლად.
მეტაფორა vs. მეტონიმია
მეტაფორა მკვეთრად განსხვავდება
მეტონიმიისგან: მეტონიმური ცვლილების
დროს ნამდვილი რეფერენტი ჩანაცვლებულია
რეფერენტის კუთვნილი სემანტიკური
მახასიათებლით, ასე რომ მეტონიმია ერთი
სფეროს ფარგლებს არ სცდება:
„უნივერსიტეტი“ როგორც სასწავლო
დაწესებულება უშუალოდ არის
დაკავშირებული „უნივერსიტეტთან“ როგორც
შენობათა კომპლექსთან, საპირისპიროდ ჭაში
მცხოვრებ ძაღლებს არავითარი კავშირი არ
აქვთ ლიტველი მწერლების ცხოვრებასთან
7.5 ლექსიკური და კონტექსტური
არაერთმნიშვნელოვნება
† ლექსიკური † კონტექსტური
არაერთმნიშვნელოვნება არაერთმნიშვნელოვნება
მტკიცედ არის დამოკიდებულია მხოლოდ
განსაზღვრული მენტალურ კონტექსტზე და არ არის
განსაზღვრული მენტალურ
ლექსიკონში. ლექსიკონში.
† როდესაც პოლისემურ † მნიშვნელობის კონტექსტური
სიტყვას ვსწავლობთ, ჩვენ ცვლილებებს საფუძვლად უდევს
მისი მნიშვნელობის გარკვეული ზოგადი ნიმუშები, რაც
თითოეული ვარიანტის ცალ– ენობრივი საზოგადოებისთვის
ცალკე შესწავლა გვიხდება. კარგად არის ცნობილი
† პოლისემიის ცალკეული † მნიშვნელობის კონტექსტური
გამოვლინება ცვლილებების ნიმუშები გვხვდება
სისტემატურად ძალიან ბევრ
დამხასიათებელია ცალკეული სხვადასხვა ტიპის ლექსემასთან.
ლექსემებისთვის ცალკეულ † მნიშვნელობის კონტექსტური
ენაში. ცვლილებების ცალკეული
ნიმუშები ერთნაირად
დამახასიათებელია ყველა
ენისთვის.

You might also like