You are on page 1of 3

ლექცია #5

პოლისემია და ომონიმია. სიტყვის სიგრძე და ომონიმიის საკითხი. ფონეტიკური


ცვლილებებით გამოწვეული ომონიმია. მორფემული აგებულებით განსხვავებული
ომონიმები. ომონიმია უძველეს და შეთვისებულ სიტყვებს შორის. ომონიმია ნასესხებ
სიტყვათა შორის. კალკირებული მნიშვნელობა და ომონიმია. დამოუკიდებელი წარმოება
ერთი და იმავე ელემენტებისაგან.

 პოლისემია არის ისტორიულად და ფონეტიკურად იგივეობრივი სიტყვის


საშუალებით რამდენიმე განსხვავებულ ობიექტზე მითითება. მაგალითად, წვერი -1. მთის
წვერი (მწვერვალი), 2. ადამიანის წვერი; 3. კალმის წვერი; თვალი - 1. მხედველობის ორგანო;
2. მანქანის თვალი (ბორბალი); 3. ძვირფასი თვალი.
პოლისემიური მხოლოდ მაშინ არის სიტყვა, თუ ის მიემართება საგანთა რამდენიმე
კლასს (და არა უბრალოდ საგანთა სიმრავლეს: ვარსკვლავების სიმრავლე არ ნიშნავს იმას,
რომ სიტყვა „ვარსკვლავს“ იმდენივე მნიშვნელობა აქვს, რამდენი ვარსკვლავიც არის ცაში).
ომონიმიისგან განსხვავებით, პოლისემია შედეგია საერთო (ან პრე-) ენაში იმ
მნიშვნელობათა თავმოყრისა, რომელიც გააჩინა თავდაპირველი მნიშვნელობის განშტოებამ
კილოებსა და სპეციალურ ენებში. განშტოებულ მნიშვნელობათა თავმოყრა შეპირობებულია
გარეგნული მოვლენებით - იმ როლით, რომელსაც ენობრივი კოლექტივისთვის ასრულებენ
მასში შემავალი ჯგუფები.
ამრიგად, ყველა პოლისემიური სიტყვა, განშტოებების გაჩენამდე, მონოსემიური
იქნებოდა. მაგალითად, სიტყვა ყელი პოლისემიურია, რადგან ის ადამიანის ორგანოსაც
აღნიშნავს და, ვთქვათ, დოქის ნაწილსაც (დოქის ყელი), პირველადი მნიშვნელობის გადატან
მოხდა მეორე მნიშვნელობაზე, ალბათ, გარეგნული ან ფუნქციური მნიშვნელობის მეტ-
ნაკლები მიმსგავსების საფუძველზე. ამ და მსგავს შემთხვევბში საქმე გვაქვს არა მონოსემიურ
(ერთადერთი მნიშვნელობის მქონე) სიტყვასთან და მის გადატანით ხმარებასთან, არამედ
პოლისემიასთან, ერთი სიტყვის სხვადასხვა მნიშვნელობებთან (შდრ. გოგრა - მცენარის
სახელი და გოგრა - ადამიანის თავი (გადატ.) - მოცემულ შემთხვევაში მეორე არის სიტყვის
მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობით გამოყენება, თუმცა იმ აღსანიშნს, რომლისთვისაც ის
გამოვიყენეთ, აქვს სხვა სახელი - თავი, ხოლო დოქის ყელს სხვა სახელი არა აქვს).
 როგორც წინა ლექციაზე აღვნიშნეთ, პოლისემიასა და ომონიმიას შორის ზღვრი
გავლება რთული აღმოჩნდა; ამის მიზეზი კი, ბ. ფოჩხუას აზრით, ის არის, რომ ომონიმიისა
და პოლისემიის ცნებები გამოყოფილია სხვადასხვა კრიტერიუმით: ერთ შემთხვევაში
ისტორიული ენათმეცნიერების პრინციპით, მეორე შემთხვევაში კი - მისი
უგულებელყოფით. ბ. ფოჩხუას აზრით, ომონიმური სიტყვებია სხვადასხვა წარმომავლობის
ერთნაირი ბგერადობის სიტყვები.
 სიტყვის სიგრძე და ომონიმიის საკითხი. საერთოდ, შენიშნული, რომ ენებში მოკლე
სიტყვები უფრო ხშირად იხმარება, ვიდრე გრძელი. ქართულ ენაშიც ჭარბობს ორ- და
სამმარცვლიანი სიტყვები. გრძელი სიტყვები უფრო მეტად დამახასიათებელია საქმიანი ან
წიგნის ენისათვის, რაც გამოწვეულია სიტყვათწარმოებისა და კომპოზიიციის უფრო ხშირი
გამოყენებით, ეს კი ცოცხალი მეტყველებისთვის ნაკლებად დამახასიათებელია. რაც შეეხება
მახვილს, ის დღევანდელ ქართულში დინამიკურია (და არა ტონური) და სუსტი. ამ ორ
ენობრივ მოვლენას - სიტყვის სიგრძესა და მახვილს მეტი კავშირი აქვს ე. წ. პოეტურ ენასთან,
მაგრამ იგი (განსაკუთრებით სიტყვის სიგრძე) გარკვეულწილად აინტერესებს
ლექსიკოლოგიასაც, რადგან მას აკავშირებენ ომონიმიასთან. კერძოდ, არსებობს მოსაზრება,
რომ სიტყვის სიგრძეს ომონიმიისთვის უეჭველად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს: რაც
უფრო მოკლეა სიტყვები ენაში, მით უფრო მეტი იქნება ომონიმები“ (ულმანი, ინგლისელი
მეცნიერი, ოქსფორდის უნივერსიტეტი). ბ. ფოჩხუა აღნიშნავს, რომ სიტყვის სიგრძე-
სიმოკლესა და ომონიმურობას შორის ურთიერთკავშირი ნამდვილად არსებობს, თუმცა
ქართულში სიხშირის ლექსიკონის შექმნამდე ხელაღებით ამის მტკიცებაც არ მიაჩნია
მართებულად და არგუმენტირებულად.
 ფონეტიკური ცვლილებებით გამოწვეული ომონიმია ნიშნავს იმას, რომ ომონიმებად
მიჩნეული ერთეულები ერთმანეთს დაემსგავსენ მათში მომხდარი ფონეტიკური
ცვლილებების გამო. მაგალითად, Ãელი და ხელი (ხარის დისტინქტური ფუქციის
დაქვეითება-გაქრობის შედეგი), კვლა(<კლვა) – კლავს სიტყვის მასდარი მეტათეზისის
შედეგად ფორმობრივად დაემთხვა ზმნიზედას კვლავ.
ფონეტიკური ცვლილებების შედეგად მიღებული პარადიგმატული ჯგუფი -
ომონიმები - შეიძლება დაიყოს ორ ქვეჯგუფად: ა) ერთ-ერთი სიტყვის ფონეტიკური ცვლის
შედეგად გაჩენილი ომონიმია (ხელი <Ãელი და ხელი); ბ)ორივე სიტყვაში მომხდარი
ფონეტიკური ცვლილებების შედეგად მიღებული ომონიმია (კვლა 1.<კლვა; 2. <კვლავ).
 მორფემული აგებულებით განსხვავებული ომონიმები ისეთი ომონიმებია, რომელთაც
ფორმა ერთი აქვთ, აგებულება კი სხვადასხვა . მაგალითად, ასული - 1. ქალიშვილი; 2. ასვლა
ზმნის მიმღეობა (ხეზე ა-ს-ვლ-ულ-ი). დამიხატავს ის მე მას - დამიხატავს მე ის...
 ომონიმიის განმაპირობებლი საფუძველი ასევე შეიძლება იყოს უძველესი
და შეთვისებული (შემოსული) სიტყვების შეხვედრა, უმეტესად არაბულთან, სპარსულთან,
თურქულთან, ბერძნულთან, არაიშვიათად რუსულთან ან საერთაშორისო სიტვებთან.
მაგალითად, ქართულ-არაბული ლექსიკის შეხვედრის შედეგად მიღებული
ომონიმებია: ასლი ქართ. ხორბლის ჯიში, არაბ. დედანი. დოლი - ქართ. ხორბლის ჯიში, არაბ.
დასაკრავი ინსტრუმენტი... და ა. შ.
 ომონიმიის საფუძველი შეიძლეა გახდეს სესხება, როცა სხვადასხვა ენიდან შემოსული
სხვადასხვა მნიშვნელობის სიტყვები ემთხვევა ერთმანეთს (მეტრი: ბერძნ. საზომი ერთეული
- ფრანგ. მოძღვარი: ლირა - ბერძნ. მუსიკ. ინსტრუმენტი - იტალ. ფულის ერთეული...) ;
ომონიმია ზოგჯერ ერთი და იმავე ენიდან შემოსული სიტყვებითაც იქმნება.
 კალკი არის მნიშვნელობის (და არა ფორმის) სესხება. ენაში ომონიმიას კალკირებული
მნიშვნელობებიც ქმნიან. მაგალითად, ბაგა - ერთ შემთხვევაში ქართული წარმომავლობის
სიტყვაა და პირუტყვის საკვების ჩასაყრელ ადგილს ნიშნავს, მეორე შემთხვევაში კი ბავშვთა
აღსაზრდელ დაწესებულებას, ეს უკანასკნელი, რომელიც პირველისგან კი არ განვითარდა,
არამედ სხვა ენების გავლენით გაჩნდა. რთულია ნასესხობებიდან კალკირებული
მნიშვნელობების გამოყოფა , ამიტომაც ამ საკითხს უფრო ვრცლად ცალკე განვიხილავთ.
 ენაში მოიპოვება სიტყვები, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად
იწარმოებიან ერთი და იმავე ელემენტებისაგან. ერთი და იმავე ძირებისა და აფიქსებისაგან
სხვადასხვა დროს (თუნდაც ენის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე) სხვადასხვა მიზნით
(ფუნქციით, დანიშნულებით...) ნაწარმოები სიტყვები, ცხადია, ისტორიულად
განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და ამიტომ მათი ურთიერთმიმართება, შეიძლება ითქვას,
ომონიმურია; მაგალითად, სამარხო „დასამარხავი“ და „მარხვაში საჭმელი“ - საბა); ამ რიგში
შეიძლება მოხვდეს აბსტრაქტული და კრებითი სახელები: ახალგაზრდობა, ვაჟკაცობა...
თუმცა პოლისემიურობიდან მათი გამოთიშვაც რთული იქნება.

You might also like