You are on page 1of 9

ლექსთწყობის სისტემები

ლექსთწყობა ანუ ვერსიფიკაცია (ლათ. versus – ლექსი და facio – ვქმნი)


მხატვრული მეტყველების ბგერითი, მეტრულ-რიტმული და ინტონაციური
ორგანიზაციაა, რომელიც მას ესთეტიკურ მოვლენად აქცევს.
ლექსთწყობის სისტემები იყოფა ორ ძირითად ჯგუფად: კვანტიტატურ
ლექსთწყობად და კვალიტატურ ლექსთწყობად. კვანტიტატური ანუ მეტრული
ლექსთწყობა (ლათ. quantitas – რაოდენობა) საფუძვლად ედო ანტიკურ პოეზიას
(ძველ ბერძნულსა და რომაულს), ხოლო კვალიტატური (qualitas - თვისებრიობა)
ლექსთწყობა ახალი ენებისთვისაა დამახასიათებელი და აერთიანებს ლექსთწყობის
რამდენიმე სისტემას: სილაბურს, სილაბურ-ტონურს და ტონურს.
ამგვარად, ცნობილია ლექსთწყობის ოთხი სისტემა: მეტრული ანუ
კვანტიტატური, სილაბური, ტონური და სილაბურ-ტონური.
მეტრული ლექსთწყობა
მეტრული ლექსთწყობა უძველესი სისტემაა. ის წარმოიშვა სინკრეტიზმის
ხანაში, როდესაც მუსიკა, ცეკვა და პოეზია ერთ მთლიანობაში იყო წარმოდგენილი.
ლექსს მკაცრად განსაზღვრავდა მელოდიური წყობა და მრავალფეროვანი მეტრი.
მეტრული ლექსთწყობა ემყარება ხმოვანთა სიგრძე-სიმოკლეს (სიმღერის
დროს ზოგ ხმოვანს მოკლედ წარმოვთქვამთ, ზოგს – გრძლად). ანტიკური ლექსის ეს
თვისება ენის ხასიათიდან მომდინარეობს. ხმოვანთა სიგრძე-სიმოკლე
დამახასიათებელი იყო ბერძნული და ლათინური ენებისთვის. ლექსის ძირითადი
საზომი ერთეული იყო ტერფი, შედგენილი გრძელი და მოკლე ხმოვნებისგან. დროის
უმცირეს ერთეულს, რომელიც საჭირო იყო მოკლე ხმოვნის წარმოსათქმელად,
ეწოდებოდა მორა. იგი ანტიკური ლექსის უმცირესი ელემენტია. ორი მოკლე ხმოვანი
(მორა) თავისი სიდიდით უდრიდა ერთ გრძელ ხმოვანს. ამიტომ შესაძლებელი იყო
გრძელი ხმოვნის შეცვლა ორი მოკლე ხმოვნით და პირიქით.

1
ტერფები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ ხმოვანთა რაოდენობის,
ხასიათისა და ადგილმდებარეობის მიხედვით. ანტიკურ ლექსთწყობაში ცნობილი
იყო ტერფის ოცდაათამდე სახეობა.
მეტრულ ლექსთწყობაში დადასტურებულია მახვილის არსებობაც. მახვილი
ეცემოდა ყოველ ტერფს, უფრო მეტად – ტერფის პირველ გრძელ მარცვალს, ხოლო
სადაც გრძელი მარცვალი არ იყო, იქ – მოკლესაც. მაგრამ მეტრულ ლექსთწყობაში,
სადაც ძირითადი იყო მარცვალთა სიგრძე-სიმოკლე, მახვილს მხოლოდ
მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდა.
ტაეპი უმთავრესად დაყოფილი იყო ცეზურებით.
ანტიკური საზომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰეგზამეტრი (ბერძ. hex
–ექვსი და metron – საზომი) – ექვსტერფიანი ტაეპი, რომლის პირველი ხუთი ტერფი
დაქტილია, ხოლო უკანასკნელი – ქორე. მას დაქტილურ ჰეგზამეტრსაც უწოდებენ.
ჰეგზამეტრითაა შექმნილი ჰომეროსის პოემები, ვერგილიუსის „ენეიდა”,
ოვიდიუსის „ მეტამორფოზები”, აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკა”.
სხვა საზომებიდან აღსანიშნავია პენტამეტრი (ბერძ. pente – ხუთი და metron –
საზომი) ხუთტერფიანი დაქტილი. ანტიკურ პოეზიაში მხოლოდ პენტამეტრით
დაწერილი ლექსები არ არსებობს. ჩვეულებრივ, პენტამეტრი ერთიანდება
ჰეგზამეტრთან ორტაეპედში – ელეგიურ დისტიქში.
ელეგიურ დისტიქით წერდნენ ტირტეოსი და ანტიკური ხანის სხვა პოეტები.
ამ საზომს მიმართავს ევრიპიდე თავისი ტრაგედიის, „ანდრომაქეს” ერთ-ერთ
სიმღერაში.
ახალ ენებში დაიკარგა ხმოვანთა სიგრძე-სიმოკლე და წინა პლანზე გამოვიდა
მახვილი. გრძელი და მოკლე მარცვლების ადგილი მახვილიანმა და უმახვილო
მარცვლებმა დაიჭირეს.
სილაბური ლექსთწყობა
მას შემდეგ, რაც ლათინური ენა ხმარებიდან გამოვიდა, მეტრულ ლექსთწყობას
საფუძველი გამოეცალა. ჯერ კიდევ III-IV საუკუნეებიდან ჩაისახა ბიზანტიური

2
პერიოდის ბერძნულში ლექსთწყობის ახალი სისტემა _ სილაბური ლექსთწყობა
(ბერძ. sillabe - მარცვალი).
სილაბური ლექსთწყობა ემყარება ტაეპებში მარცვალთა რაოდენობას.
მარცვლები ერთმანეთის ტოლია, ხოლო მათი თანაბარი რაოდენობა ტაეპთა
შეთანაბრებას იწვევს. თუ ანტიკური ლექსის საზომი ერთეული ტერფი იყო, აქ
საზომი ერთეული ტაეპია. ამიტომ ლექსთა სახეებს ერთმანეთისგან განას-ხვავებენ
ტაეპებში მარცვალთა რაოდენობის მიხედვით. გარდა ამისა, ტაეპებს გაუჩნდა რითმა,
რომლის ძირითად ფუნქციას ლექსის რიტმის გამკაფიოება წარმოადგენს. ამდენად,
კვანტიტატური მახასიათებელი შეიცვალა კვალიტიტურით.
სილაბური ლექსის რიტმში გარკვეულ როლს ასრულებს მახვილიც. ტაეპში,
ჩვეულებრივ, ორი მახვილია: ერთი შუაში, ცეზურის წინ, ხოლო მეორე – ტაეპის
ბოლოს.
სილაბური ლექსთწყობის თავდაპირველი ნიმუშები იყო ბიზანტიური
საეკლესიო იამბიკოები. იამბიკო თორმეტმარცვლიანი ურითმო ლექსია. იგი,
ერთგვარად, გარდამავალი ეტაპია მეტრულიდან სილაბურ ლექსწყობაზე.
სილაბური ლექსთწყობის ყველაზე დამახასიათებელი და გავრცელებული
ნიმუშია ალექსანდრიული ლექსი (ამ ლექსმა, გადმოცემის თანახმად, თავისი
სახელწოდება მიიღო უძველესი პოემიდან ალექსანდრე მაკედონელის შესახებ,
რომელიც მოსაზღვრე რითმით გაწყობილი ორტაეპედებით იყო დაწერილი).
ალექსანდრიული ლექსი შედგება თორმეტმარცვლიანი ტაეპებისგან. ცეზურა შუაში
მოდის, ხოლო მახვილები მე-6 და მე-12 მარცვლებზე. ის გავრცელებული იყო
საფრანგეთში, შემდგომ – იტალიურსა და პოლონურ ლიტერატურაში, პოპულარული
იყო რუსეთშიც, მაგრამ იმის გამო, რომ რუსულში მახვილი თავისუფალია, მოძრავია
(მაშინ, როდესაც სილაბური მახვილი გულისხმობს მახვილის უძრაობას), ის ჩქარა
გამოვიდა ხმარებიდან.
ლექსთწყობის სილაბურმა სისტემამ ქართულ ლექსშიც იჩინა თავი. ქართული
სასულიერო პოეზია, რომელიც ბიზანტიური მწერლობის გავლენით წარმოიშვა და

3
განვითარდა, ემუქრება მარცვალთა მხოლოდ რაოდენობის პრინციპს და ანგარიშს არ
უწევს მახვილთა კანონზომიერებას.
სილაბურ-ტონური ლექსთწყობა
სილაბურ-ტონური ლექსთწყობა (ბერძ. sillabe – მარცვალი და tonos – მახვილი,
ხმის აწევა) მიღებულია იმ ენებში, რომლებისთვისაც დამახასიათე¬ბე-ლია სიტყვის
ამა თუ იმ მარცვალზე მახვილი (ასეთებია გერმანული, ინგლისური და რუსული
ლექსთწყობა). სილაბურ-ტონური სისტემა გულისხმობს მარცვალთა და მახვილთა
კანონზომიერ გამეორებას ტაეპებში.
ანტიკურის მსგავსად, სილაბურ-ტონურ ლექსთწყობაშიც ტაეპი ტერფებადაა
დაყოფილი. სიტყვისა და ტერფის ფარგლები ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს. ზოგი
სიტყვა მოკლეა და ვერ სწვდება ტერფის სიგრძეს, საჭირო ხდება მისი შევსება სხვა
სიტყვით. ზოგი კი, პირიქით, გრძელია და რამდენიმე ტერფს მოიცავს. ამიტომ
ზოგჯერ ხდება სიტყვათა მექანიკური გაყოფა-შეერთება, რაც ტაეპის რეალურ რიტმს
არღვევს.

ტონური ლექსთწყობა
ტონური ლექსთწყობა (მახვილებრივი, აქცენტური < ბერძნ. tonos – მახვილი,
ხმის აწევა) წარმოიშვა სილაბურ-ტონური სისტემის განვითარების გვიანდელ
პერიოდში. იგი ჩამოყალიბდა იმ ენებში, რომლებისაც ძლიერი მახვილი ახასიათებს
(გერმანული, ინგლისური, რუსული).
ტონური ლექსთწყობა, სილაბურ-ტონურისგან განსხვავებით, ანგარიშს არ
უწევს უმახვილო მარცვლებს და, ამიტომ, უგულებელყოფს ტაეპებში მარცვალ-თა
რაოდენობის თანაბრობას. თუ მახვილიან მარცვალთა თანაბრობა დაცულია,
მარცვალთა არათანაბრობა ტონური ლექსის რიტმული კანონზომიერებას არ
არღვევს.

4
ლექსთწყობის სისტემათა შორის ტონური ლექსი ყველაზე თავისუფალია.
თვით მახვილის სფეროშიც კი იგი თავისუფალი და შეუბოჭავია, რადგან მახვილთა
განაწილება ტაეპში ემყარება სასაუბრო მეტყველების შედარებით ბუნებრივ
მსვლელობას. ამიტომ სწორედ ტონურ სისტემასთანაა დაკავშირებული თავისუფალი
ლექსი, რომლის ტაეპებში მარცვალთა რაოდენობა ნებისმიერია, ცეზურა – მოძრავი,
სტროფული დანაწევრება – არათანმიმდევრული, ხოლო მეტყველება პროზაულს
უახლოვდება, მაგალითად:
წითელი მოედანი,
სადაც განისვენებს
ჯონ რიდი – პოეტი რევოლუციის,
დელეგატი მესამე ინტერნაციონალის
(გალაკტიონ ტაბიძე `ჯონ რიდი”)
მახვილი

მახვილი ანუ აქცენტი სიტყვის ბგერითი და აზრობრივი ფოკუსია, ცენტრია და


მოუდის იმ მარცვალს, რომელიც სხვა მარცვლებთან შედარებით ჰაერის ძლიერი
ამოშვებით ანუ ექსპირაციით გამოითქმის. რუსულ, გერმანულ. ინგლისურ და
ქართულ ენებში მახვილი დინამიკურ-ექსპრესიულია.
მახვილის შემადგენელ ელემენტად შეიძლება იქცეს ტონის სიმაღლე. ასეთ
მახვილს მუსიკალური მახვილი ეწოდება. თითოეულ ენაში არსებობს დინამიკური
(ძალისმიერი) ან მუსიკალური მახვილი. თუმცა, ზოგიერთი ენის მახვილი ორივე
ელემენტს ითავსებს.
მუსიკალური მახვილი გვხვდება რუსულში, გერმანულში, ინგლისურში,
სადაც მუსიკალური მახვილი შეთავსებული აქვს დინამიკურ მახვილს.
ლიტერატურულ ქართულში მუსიკალური მახვილი არ გვხვდება, მაგრამ ის უნდა
არსებულიყო ჰიმნოგრაფიაში. ქართული საგალობლების ტექსტებში გვხვდება
სპეციალური ნიშნაკები („ნევმები“) მუსიკალური მახვილების აღსანიშნავად.

5
გაბმულ მეტყველებაში, გარდა სიტყვათმახვილებისა, არის ლოგიკური მახვილებიც,
რომლებიც დაისმის წინადადების რომელიმე აზრობრივი ან ემოციური მომენტის
გასაძლიერებლად.
ლექსმა ლოგიკური მახვილი1 არ იცისო, _ აღნიშნავს ა. გაწერელია, თუმცა, ეს
შეხედულება სადავოა. ლოგიკური მახვილი ლექსში, ალბათ, მაინც გვხვდება, თუმცა
სილაბურ-ტონურ ლექსში წამყვანი როლი მაინც სიტყვათმახვილებს განეკუთვნება.
ერთმარცვლიან სიტყვებს მახვილი არ გააჩნიათ, თუმცა მრავალთანხმოვნიან
და ერთხმოვნიან სიტყვებში ხმოვანი ძლიერად გამოითქმის წინა თანხმოვნების
გამოთქმის დროს წარმოშობილი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ: გვწვრთნის,
გვბრდღვნის, გვფრცქვნის.... რაც უფრო მეტია ხმოვნის წინა თანხმოვნები
ერთმარცვლიან სიტყვებში, მით უფრო ძლიერია ხმოვნის ხმიერება.
ორმარცვლიან სიტყვებში მახვილი პირველ მარცვალზეა.
სამმარცვლიან სიტყვებს მახვილი პირველ მარცვალზე მპოუდის და ამბობენ,
რომ ქართულში მახვილი დაქტილურია: მ´ირბოდა, მღ´ეროდა, დ´აბალი, მს
´უბუქი.
ოთხმარცვლიან სიტყვებში მახვილი ბოლოდან მესამე მარცვალზეა:
ასპ´არეზი, როსტ´ევანი, თვითმფრ´ინავი, მიჯნ´ურობა.
თუ სიტყვის დასაწყისში ორი ხმოვანი თანხმოვნით არაა გათიშული, მახვილი
პირველ მარცვალზე მოდის და საზომში (ლექსში) პირველი პეონის (_ ) სახეს
მიიღებს:
მ´იუსაფარს, მ´ოუსმინა, ´უებარი, შ´ეიძლება, დ´აუდეგარს, ჩვ´ეულება, დ
´აუვიწყარს...
აკ. გაწერელიას აზრით, „ვეფხისტყაოსანში“ ოთხმარცვლიანი სიტყვები ან
ერთმარცვლიან სიტყვებთან გაერთიანებული სამმარცვლიანი სიტყვები თავიანთ
ბუნებრივ, ანუ დაქტილურ მახვილს ინარჩუნებენ:
შევე, დავჯე ნად´იმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს.

1
ანუ ფრაზაში სემანტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვის გამოყოფა ინტონაციის მეშვეობით .

6
ან
ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტ´ირალი წყლისა პირსა.
შეიძლება ამ სტრიქონების წაკითხვა ქორეული ტერფებით (ასე ფიქრობდა
ნიკო მარი), რაც დაუშვებლად მიაჩნია ა. გაწერელიას, თუმცა სკანდირებისას ამგვარ
წაკითხვას ხელს არაფერი უშლის.
ხუთმარცვლიან სიტყვებს აქვთ დაქტილური მახვილი ბოლოდან მესამე
მარცვალზე და სუსტი დამატებითი მახვილი პირველზე:
´მიუს´აფარი, დ´აუ´იწყარი, ´უკა´ნასკნელი, ´უსაპ´ირონი...
ექვსმარცვლიან სიტყვებსაც ორი მახვილი აქვთ: ერთი ბოლოდან მესამე
მარცვალზე, მეორე კი _ პირველზე.
´გაუსამართლ´ებელი, გ´აუსწორ´ებელი, გ´ააკეთ´ებინა.
შვიდ- და რვამარცვლიან სიტყვებს, რომლებიც ძირითადად კომპოზიტების სახით
გვევლინებიან, მახვილი ბოლოდან მესამე მარცვალზე აქვთ, დამატებითი _
პირველზე.
თ´ავდავიწყებ´ულია
´არაჩვეულ´ებრივი
ამგვარად, ასკვნის ა. გაწერელია, ქართული ენა დაქტილურია. მახვილი
ქართულში მოძრავია, მაგრამ არა - თავისუფალი.
მეტრული ინერციის წყალობით ქართულ ლექსში სიტყვები ზოგჯერ
არაბუნებრივი მახვილებით იტვირთებიან:
იადონს ის ´ევარდა
და სუმბულს ის ´ევარდა.
თქვა მაისმა, მე თქვენგან
დაბმულ ვარ, ის´ე ვარდა.
(ბესიკი)

მე ვიცი, რ´ომე

7
დავამცირ´ო მე
(ჩახრუხაძე)
ქართულ ლექსში მახვილის გადაადგილება უეჭველი ფაქტია. ის აიხსნება
საზომის ზემოქმედებით. ზემოთქმულიდან გამომდინარე, უეჭველია, რომ ქართულ
ლექსს ახასიათებს სილაბურ-ტონური სისტემის ნიშან-თვისებები. მასში შეიძლება
გამოვყოთ ტერფები _ ქორე, დაქტილი. შეინიშნება მახვილის გადაადგილების ფაქტი.
სილაბისტები უგულებელყოფენ ამ ფაქტებს და მიიჩნევენ. რომ ქართულ
ლექსში მეტრი ანუ საზომი ემყარება მარცვლათა რაოდენობრივ პრინციპს. აქედან
გამომდინარე, მათი აზრით, საზომები ორგვარია: თანაბარმარცვლიანი, ანუ
იზოსილაბური და არათანაბარმარცვლიანი, ანუ ჰეტეროსილაბური. რა ვუყოთ ასეთ
შემთხვევაში მაღალი და დაბალი შაირის რიტმულ განსხვავებულობას? სილაბისტებს
თუ დავუჯერებთ, ესაა ერთი და იგივე 16-მარცვლიანი საზომი, თუმცა, არსებითად,
ისინი განსხვავებული საზომებია.
ლექსმცოდნეობაში არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა რიტმული იმპულსი.
იმპულსი ბიძგს ნიშნავს. ლექსის სტროფში რიტმულ იმპულსს იძლევა პირველი
ტაეპი, რომლის რიტმის მიხედვითაც ვკითხულობთ დანარჩენ ტაეპებსა და
სტროფებს. მაგალითად, ბესიკისეული სტროფის ბოლო სტრიქონზე `დაბმულ ვარ,
ისე ვარდა~ ზემოქმედებს პირველი სტრიქონი და, შესაბამისად, კითხულობთ:
დაბმულ ვარ, ისე ვარდა. გაბმულ მეტყველებაში ამ სტრიქონს, რა თქმა უნდა,
სხვაგვარი აქცენტებით წავიკითხავთ.
ზოგჯერ რიტმულ იმპულსს იძლევა სარითმო სიტყვა, რომლის მახვილი,
ზოგადად, ძლიერია და რიტმზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს:
თვალ-გიშერი, გულცნობ´ილი,
ტანად სარო, ხორცით ლბ´ილი.
(ქილილა და დამანა)
ან:
მოიხსენე, უფალო, სჯად შენდა მოს´ული

8
დავით გურამიშვილის უბადრუკი ს´ული.
რა შეიძლება ითქვს სილაბისტური თეორიის წინააღმდეგ?
სილაბისტების აზრით, ქართულში მახვილიანი ხმოვნები სიძლიერის
ხარისხით არ განსხვავდებიან უმახვილო ხმოვნებისგან. მაგრამ, თუ ასეა, უნდა
შეიძლებოდეს უმახვილო ხმოვნების ნებისმიერი გაძლიერება, ეს კი ასე არაა(ა.
გაწერელია). ესაა საკმარისად მყარი არგუმენტი, რომელიც ადასტურებს ქართულ
ენაში მახვილის არსებით როლს და, შესაბამისად, ქართული ლექსის სილაბურ-
ტონურ ბუნებას.
შევაჯამოთ: არსებობს ფიქსირებული, მუდმივი, სიტყვის გარკვეულ
მარცვალზე არსებული მახვილი, რომელიც ამა თუ იმ ენაში გარკვეული სილაბური
ოდენობის მქონე ყოველ სიტყვას მოუდის ერთსა და იმავე ადგილას, და სიტყვის
ფორმის შეცვლისას ან ლექსის რიტმის ზეგავლენით არ გადაადგილდება. აქედან
გამომდინარე ქართული მახვილი ფიქსირებულია
არსებობს თავისუფალი მახვილი, რომელიც ამა თუ იმ ენაში გულისხმობს,
ვთქვათ, სამმარცვლიანი სიტყვების მახვილიანობას სხვადასხვა მარცვალზე.
ქართულში თავისუფალი მახვილი რომ იყოს, ყოველი სამმარცვლიანი სიტყვა
სხვადასხვანაირად წაიკითხებოდა (ანუ სხვადასხვა სამმარცვლიან სიტყვას ექნებოდა
მახვილი ან პირველ, ან მეორე, ან მესამე მარცვალზე). აქედან გამომდინარე,
ქართული მახვილი თავისუფალი არაა.
არსებობს მოძრავი მახვილი, რომელიც სიტყვის ბრუნებისას ან უღლებისას,
ე.ი. მისი ფორმის შეცვლისას, გადაადგილდება. ქართული მახვილი მოძრავია.
ამგვარად, ქართულში გვაქვს ფიქსირებული მოძრავი მახვილი. სწორედ ამ
თვალსაზრისს გამოთქვამდა ა. გაწერელია.

You might also like