You are on page 1of 7

ლექსი და პროზა

ყოველი ლიტერატურული ნაწარმოები ან ლექსადაა დაწერილი, ან – პროზად.


მთელ რიგ დრამატულ ქმნილებებში მხატვრული მეტყველების ორივე სახეობა
ერთადაა გამოყენებული
თუმცა ბერძნული ლიტერატურის ჯერ კიდევ კლასიკურ პერიოდში (მე-5 – მე-
4 საუკენეები ჩვ. წ.-მდე) შეიქმნა ბრწყინვალე ფილოსოფიური, რიტორიკული და
ისტორიული პროზა (პლატონი, არისტოტელე, დემოსთენე, ჰიპოკრატე, ჰეროდოტე,
თუკიდიდე), ნოველის ჩანასახები (ჰეროდოტეს `ისტორიაში~) და ეზოპეს იგავები,
ხოლო ელინისტურ პერიოდში (ძვ. წ. III ს-ის შემდეგ) აღმოცენდა საკუთრივ
ბელეტრისტული (ფრანგ. belles lettres – კაზმულსიტყვაობა) ლიტერატურა და
პირველი რომანები, მაგრამ ტერმინი `პროზა~ პირველად რომაულ ლიტერატურაში
ჩნდება (ლათ. prosa  proversa – წინ მიმართული). ლექსითი მეტყველების
აღსანიშნავად გამოიყენებოდა ტერმინი versus (უკან მიმართული), რომლითაც
მოგვიანებით აღნიშნავდნენ მწკრივს, სტრიქონს.
პროზაც და ლექსიც სინამდვილის მხატვრული ასახვის ლიტერატურული
ფორმებია. ძნელია იმის თქმა, თუ რომელი მათგანი უფრო სრულყოფილად ასახავს
ამ სინამდვილეს. ლექსი, ამ მხრივ, არანაკლებ ეფექტურია, ვიდრე პროზა.
გაუმართლებელია, აგრეთვე, ლექსისა და პროზის განსხვავებაზე ლაპარაკი ასახვის
ობიექტის მხრივ. ამგვარ ობიექტს თითოეული მათგანისათვის შეიძლება
წარმოადგენდეს სუბიექტური თუ ობიექტური რეალობის ყველა მნიშვნელოვანი
მოვლენა.
აშკარაა, რომ განსხვავება ლექსსა და პროზას შორის თავს იჩენს, ძირითადად,
ფორმის პლანში და, პირველ რიგში იმ სპეციფიკურ ნიშან-თვისებებში, რომელთა

1
საფუძველია რიტმი. ლექსის ენა რიტმულია, გარკვეული სამეტყველო ერთეულების
კანონზომიერ გამეორებაზეა დაფუძნებული. პროზა ამ მხრივ თავისუფალია.
ლექსისა და პროზის განსხვავება თვალნათლივია გრაფიკული
გამოხატულების მხრივაც. ლექსი, პროზისაგან განსხვავებით, გარკვეული ზომის
რიტმულ ერთეულებად, ტაეპებადაა დაყოფილი. ტაეპთა ვერტიკალური მწკრივი
უმალ მიანიშნებს მკითხველს, რომ მის წინაშეა ლექსი და არა პროზაული ტექსტი.
ტაეპები ქმნიან სტროფებს, რომლებიც ხშირად გამოყოფილია ერთმანეთისაგან.
პროზაში ერთი წინადადება უშუალოდ ებმის მეორეს. გრაფიკულად პროზაში
მხოლოდ აბზაცი გამოიყოფა.
განვიხილოთ ლექსის სპეციფიკური ნიშნები.
რიტმი
რიტმი (ბერძნ. rhythmos – თანაზომადობა, სიმწყობრე) ბუნებისა და
საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენათა საერთო თვისებაა. მაგალითად, ის
ვლინდება ზღვის ტალღების მიმოქცევაში, წვიმის წვეთების ან საათის ხმაურში და
ა.შ. ფართო მნიშვნელობით, რიტმი თანაზომიერი ერთეულების კანონზომიერი
განმეორებაა.
რიტმულობა ადამიანის ორგანიზმის ნიშანდობლივი თვისებაცაა. რიტმულია
ადამიანის სუნთქვა, მაჯისცემა. . ამის გამო რიტმულია ადამიანის მეტყველებაც –
ფილტვებში ჰაერის ნაკადის რეგულაცია პაუზებს იწვევს, რაც ადამიანის
მეტყველებას განსაზღვრულ მონაკვეთებად ყოფს. ამგვარი თანაზომიერება
ჩვეულებრივი მეტყველების რიტმს განსაზღვრავს.
გაბმული მეტყველებისათვის დამახასიათებელი რიტმი მეტ ემოციურ
სიმკვეთრეს იძენს მხატვრულ მეტყველებაში. აქ იგი გვევლინება, როგორც თანაბარი
მეტყველებითი ერთეულებისა და პაუზების კანონზომიერი მონაცვლეობა. მაგრამ
პროზის რიტმი დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი სასაუბრო ენის რიტმისაგან
და ემყარება გრამატიკულსა და ლოგიკურ პაუზებს. სულ სხვაა ლექსი, სადაც
სალექსო ფრაზა მტკიცედაა ორგანიზებული რიტმული მეტყველების სახით.

2
ლექსის რიტმის ძირითადი საყრდენი არის მეტრი, სალექსო ტერფები,
ტაეპები. ისინი ქმნიან ლექსის რიტმს.
მეტრული წყობა, სტროფი
ლექსი, ჩვეულებრივ, იყოფა სტროფებად, სტროფები – ტაეპებად, ტაეპები –
ტერფებად. ასეთი დაყოფა, ძირითადად, დამახასიათებელია ლექსთწყობის თითქმის
ყველა სისტემისთვის.
უმცირესი ელემენტი აქ არის ტერფი, რომელიც შედგენილია ორი ან
რამდენიმე მარცვლისაგან. ტერფის ცნება შემუშავდა ჯერ კიდევ ანტიკურ (საკუთრივ
ბერძნულ) ლიტერატურაში და აქვე შეიქმნა ტერფის ყველა, ოცდაათიოდე სახეობა,
რასაც კი ლექსის ისტორია იცნობს. მათგან ყველაზე გავრცელებულია: ქორე (_ ),
იამბი ( __), დაქტილი (_ ), ამფიბრაქი ( _ ), ანაპესტი ( _), მეორე პეონი (
_ ), პირველი პეონი (_ ) და სხვ. აქ დეფისი აღნიშნავს მახვილიან მარცვალს,
რკალი კი - უმახვილოს.
ტერფები ერთმანეთისაგან განირჩევა მარცვალთა რაოდენობით და გრძელი და
მოკლე, ან მახვილიანი და უმახვილო მარცვლების ურთიერთმიმართებით.
ლექსის მეტრული სტრუქტურის ერთ-ერთი განმსაზღვრელია ტაეპებში
მარცვალთა რაოდენობა, მაგრამ ზოგჯერ ძნელდება ტაეპის საზღვრების დადგენა.
ყოველ 5, 6, 7, 8 და 10-მარცვლიანი ტაეპი შეიძლება მიჩნეულ იქნეს 10, 12, 14, 16 და
20-მარცვლიანი ტაეპების ნახევარტაეპებად და პირიქით. ტაეპების გამოკვეთაში
მონაწილეობას იღებენ როგორც რიტმული, ისე – სტილურ-შინაარსობრივი
მომენტები, მაგ., სინტაქსური მთლიანობისკენ მისწრაფება და სხვ. ტაეპი
წარმოადგენს შინაარსობრივ-მხატვრულ მომენტთა დასრულებულ მთლიანობას.
ტაეპთა მთლიანობას, რომელიც განპირობებულია მეტ-ნაკლებად
დასრულებული შინაარსით, რიტმული წყობითა და რითმათა კომბინაციით (ეს
უკანასკნელი ყოველთვის არაა აუცილებელი) სტროფი (ქართ. `ხანა~) ეწოდება.
არსებობს ორტაეპიანი, სამტაეპიანი, ოთხტაეპიანი და ა.შ. ოცტაეპიანის ჩათვლით,
სტროფები, რომელთა უმრავლესობას თავიანთი სახელები აქვს. ორტაეპიან სტროფს

3
მოსაზღვრე რითმებით მრჩობლედი ეწოდება, სამტაეპიანს – ტერცეტი, ოთხტაეპიანს
– კატრენი, ხუთტაეპიანებია იამბიკო და მუხამბაზი, რვატაეპიანი – ოქტავა და
ტრიოლეტი, თოთხმეტტაეპიანს კი, ორი კატრენითა და ორი ტერცინით, სონეტი
ჰქვია.
ყველაზე უფრო გავრცელებულია ოთხტაეპიანი სტროფები. სტროფში ტაეპთა
რაოდენობა ნაწარმოების ხასიათითაა განპირობებული. მაგალითად, ლირიკულ
ლექსში შინაგანი განწყობილების გადმოსაცემად მეტწილად საკმარისი ხდება
ოთხტაეპიანი სტროფები, მაგრამ პოეტურ ეპოსში, სადაც გაშლილ თხრობასთან
გვაქვს საქმე, ზოგჯერ ოქტავას ან უფრო დიდი მოცულობის სტროფებსაც იყენებენ.
სტროფებში ტაეპები შეიძლება იყოს როგორც თანაზომიერი, ისე
არათანაზომიერი, ე.ი. მარცვალთა რაოდენობის მიხედვით შეიძლება ემთხვეოდნენ
ან არ ემთხვეოდნენ ერთმანეთს. თანაზომიერი ტაეპებისაგან შედგენილ სტროფს
იზომეტრული ეწოდება, ხოლო არათანაბარზომიერი ტაეპებისაგან შედგენილს –
ჰეტერომეტრული. მაგალითად, იზომეტრული სტროფებია:
ხმალს ილესავს იმერეთი,
აწყობს, ჰმართავს მშვილდ-ისარსა!
ლიხს გადივლის „ორირაშით“,
იქაურებს მისცემს მხარსა
(აკაკი წერეთელი)

ჰეტერომეტრული სტროფი:
მწუხარებავ, როგორც გველი,
ხშირად გულში გამიარ!
ეს მძინარე მთა და ველი
იყოს მრავალჟამიერ.
(გალაკტიონ ტაბიძე)

4
აკაკის ლექსში სტროფის ოთხივე ტაეპი რვამარცვლიანია, ხოლო გალაკტიონ
ტაბიძის სტროფში ერთმანეთს ენაცვლებიან რვა- და შვიდმარცვლიანი ტაეპები.
ზოგჯერ ლექსი არაა დაყოფილი სტროფებად, რასაც ასტროფია ეწოდება.

ცეზურა
გრამატიკულ და ლოგიკურ-ემოციურ პაუზებთან ერთად, რაც საერთოდ
დამახასიათებელია მეტყველებისთვის, ლექსში მოცემულია მეტრულ-ინტონაციური
აუცილებლობით გამოწვეული განსაკუთრებული პაუზა, რომელსაც ცეზურა
ეწოდება. ცეზურა ლათინური სიტყვაა (caesura) და ქართულად გაკვეთას, გაჭრას
ნიშნავს.
იმის შესაბამისად, მცირე რიტმულ ერთეულებს ჰყოფს ერთმანეთისგან, თუ
დიდ რიტმულ ერთეულებს, არსებობს მთავარი ცეზურა და მცირე ცეზურა. ცეზურა
ტაეპში უმეტესად ერთია, შეიძლება იყოს ორიც და სამიც.
ცეზურა ტაეპს ხან თანაბარ ნაწილებად ჰყოფს, ხან კი _ არათანაბარ ნაწილებად.
მაგალითად, თექვსმეტმარცვლიანი შაირის ტაეპი ცეზურით ორ თანაბარ ნაწილადაა
გაყოფილი:
გულსა მისსა მიჯნურობა//მისი ჰქონდა დამალულად = 8 // 8
(რუსთველი)

თორმეტმარცვლიან ტაეპს ორი ცეზურა სამ თანაბარ ნაწილად ჰყოფს:


შემომძახა // ცისკიდეზედ // ქორწილია = 4 // 4 // 4
(ალ. აბაშელი)
მთავარი ცეზურა ტაეპს ორ არათანაბარ ნაწილად ჰყოფს ქართულ იამბიკოში:
უსხეულოÎთა, // საღმრთოÎთა ბუნებითა = 5 // 7
(მიქელ მოდრეკილი)
ქალწულო, მიხსენ // ბორენა ჭირმრავალი = 5 // 7
(ბორენა დედოფლის იამბიკო)

5
არათანაბარ ნაწილებადაა დაყოფილი ბესიკურიც:
ტანო ტატანო, // გულწამტანო // უცხოდ მარებო = 5 // 4 // 5
(ბესიკი)
ცეზურით არათანაბარ ნაწილებად დაყოფილი ტაეპები:
საყვარლის საფლავს / ვეძებდი,
ვერ ვნახე, / დაკარგულიყო.
გულამოსკვნილი / ვჩიოდი:
სადა ხარ, / ჩემო სულიკო.

ერთი მეტრული სქემით შესრულებულ სტროფში ცეზურა ტაეპს ყოველთვის ერთსა


და იმავე ადგილას ჰკვეთს.
მეტრული სქემა და რიტმი
როგორ უნდა დავადგინოთ, რომელი საზომით, ანუ მეტრითაა დაწერილი ესა თუ ის
ტაეპი? ამისათვის საჭიროა, სკანდირების (ლათ. სიტყვიდან scando, სიტყვასიტყვით –
„ავდივარ“) გზით გამოიყოს მისი მეტრული ერთეულები, ანუ ტერფები და
განისაზღვროს მარცვალთა რაოდენობა ტაეპში, მაგალითად:
შავი | ცხენი | სადა : ვითა | ჰყვა ლომ : სადა | ვითა | გმირსა
_ _ _:_ _ : _ _ _
(აქ ორწერტილი სიტყვის გახლეჩას აღნიშნავს)
ამ ტაეპში რვა ორმარცვლიანი ტერფია (შეგახსენებთ, რომ „_ “აღნიშნავს
მახვილიან მარცვალს, „“ კი – უმახვილოს). რა თქმა უნდა, ამგვარად
„ვეფხისტყაოსნის“ ტაეპებს რეალურად არავინ წარმოთქვამს. მეტრი მხოლოდ
პირობითი, აბსტრაქტული ცნებაა, რომელიც აუცილებელია მახვილიანი და
უმახვილო ხმოვნების კანონზომიერი თანმიმდევრობის ამა თუ იმ ტიპის
დასადგენად.
რეალურ მეტყველებაში მეტრი თავს იჩენს რიტმის სახით, სხვადასხვაგვარი
რიტმული ვარიაციების ფორმით, რომლებიც საზომის განმეორებას არ წარმოადგენენ

6
და ზოგჯერ მეტრის ერთგვარ წინააღმდეგობადაც კი გვევლინებიან. მეტრის ეს
„ანტიპოდები“ განსხვავდებიან ლექსის ძირითადი საზომისაგან, მაგრამ
პოტენციურად მაინც მეტრის ზეგავლენას განიცდიან: წინააღმდეგ შემთხვევაში
ლექსი პროზას დაუახლოვდებოდა.
ამგვარად, მეტრული სქემა განყენებული სახეა ცოცხალი რიტმული
მეტყველების მარეგულირებელი კომპონენტის – მეტრისა.

You might also like