You are on page 1of 5

ტექსტის სემანტიკური ანალიზის პრინციპები

იმისთვის, რომ განვახორციელოთ პოეტური ტექსტების სემანტიკური ანალიზი,


გავეცნოთ მის პრინციპებს და რამდენიმე ამოსავალ ცნებას.
ტექსტის სემანტიკური ანალიზის ნაყოფიერ შესაძლებლობას იძლევა ე.წ.
კომპონენტური ანალიზი. ამგვარი ანალიზის პროცესში სიტყვას (სემემას) შლიან
შემადგენელ კომპონენტებად _ სემებად (ზოგჯერ მათ სემანტიკურ მამრავლებს
უწოდებენ). ესაა საზრისის თითქოსდა მინიმალური, დაუნაწევრებელი ნაწილებიL
`საგანი~, `ადამიანი~, `მამრობითი (მდედრობითი) სქესი~, `ზრდასრული~ და ა.შ.
სიტყვები (და ერთი და იმავე სიტყვის სხვადასხვაგვარი მნიშვნელობები)
ერთმანეთისგან განსხვავდება ამგვარი კომპონენტების შემადგენლობის მიხედვით:
მაგალითად, მნიშვნელობები სიტყვებისა ქალი და მამაკაცი კომპონენტური ანალიზის
შედეგად ამგვარი სახით წარმოგვიდგება:
ქალი _ ადამიანი, მდედრ. სქესი, ზრდასრული
მამაკაცი _ ადამიანი, მამრ.სქესი. ზრდასრული.
როგორც ვხედავთ, განსხვავება ამ სიტყვებს შორის მდგომარეობს ერთ
კომპონენტში (მდედრ.სქესი _ მამრ. სქესი), ხოლო სიტყვაში ბავშვი კომპონენტი `სქესი~
არ შეინიშნება. სიტყვისგან ბავშვი განსხვავდება ნაშიერი. მის მნიშვნელობაში არის
`ცხოველი~ და არ არის `ადამიანი~ და `სქესი~, ხოლო უსრული ასაკის მიხედვით ეს
ორი სიტყვა ერთმანეთის თანაფარდია. სიტყვები ბიჭი და მამაკაცი განირჩევა ერთი
კომპონენტით (უსრული ასაკი _ ზრდასრული), ხოლო ბიჭი და ქალი _ ორი
კომპონენტით (უსრული ასაკი _ ზრდასრული და მამრ.სქესი _ მდედრ. სქესი).
კომპონენტური ანალიზის მეთოდი თვალსაჩინოებით გამოირჩევა. და ვინაიდან სემების
ერთობლიობები გაცილებით მცირერიცხოვანია, ვიდრე სიტყვების რაოდენობა ენაში,
ამდენად, ლექსიკური მნიშვნელობების აღწერა კომპონენტური ანალიზის მეშვეობით
ძალზე ხელსაყრელი და ეკონომიურია.
ამგვარად, სემა არის მნიშვნელობის კომპონენტი, რომელიც ვლინდება
სხვადასხვა სიტყვების ურთიერთშეჯერებისას.
სემემის სტრუქტურაში გამოიყოფა კლასემა _ სემემის გვარეობრივი სემა ან
გვარეობრივი სემების ერთობლიობა. მაგალითად, სიტყვაში `მამა~ გამოიყოფა კლასემა
`ნათესავი~. შემდეგ გამოიყოფა სახეობრივი სემები. მაგალითად, მამა _ მამრ. სქესი,
მშობელი, უშუალო ნათესავი, სისხლით ნათესავი, წინა თაობა, ეს სემები აზუსტებს
კლასემას და უპირისპირდება ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა მამა _ ვაჟიშვილი (მშობელი
_ შობილი), მამა _ ბიძა (უშუალო ნათესავი _ განშუალებული ნათესავი, მამა _
მამინაცვალი ( სისხლით ნათესავი _ არა სისხლით ნათესავი) დას ხვ.
სიტყვაში `სკამი~ კლასემა `ავეჯი~ შეიძლება დავაზუსტოთ სემებით:
„დასაჯდომად განკუთვნილი~, `საზურგის მქონე~ და სხვ.
ენობრივი მნიშვნელობა (სემემა) არსებობს, როგორც მისი შემადგენელი
კომპონენტების (სემების) რეალიზაცია. სემემა არის ლექსიკური, სიტყვათწარმომქმნელი
და გრამატიკული სემების სინთეზი.
ამგვარად, ენობრივ ნიშნებს აქვთ ერთმანეთის განმარტების უნარი. ეს უნარი აქვს
არა მარტო სემემას სხვა სემემის მიმართ (ამიტომ მუხას შეიძლება ვუწოდოთ ხე, ხოლო
მამას _ ნათესავი), არამედ სემასაც სხვა ლექსიკური ერთეულების მიმართ (მაგალითად,
სემა `ხე~ წარმოადგენს ხეების სახელწოდებათა მნიშვნელობებს, ხოლო სემა `ნათესავი~
_ ნათესაობის ტერმინების მნიშვნელობებს შესაბამის სემანტიკურ ველში) . ისევე,
როგორც სემემა, სემაც არაა ატომარული (განუყოფელი) ხასიათისა, თუმცა
აუცილებლობის შემთხვევაში ყოველი სემა შეიძლება დაიშალოს ზღვრულ
(დაუნაწევრებელ) ელემენტებად. ამიტომ უნდა განვასხვავოთ ზღვრული
(ელემენტარული) სემა და სემა, როგორც სემემის სემანტიკური შემადგენელი.
როგორ უნდა გავაანალიზოთ ახლო მნიშვნელობის მქონე სიტყვათა სემანტიკა?
ამისთვის საჭიროა:
1.გამოვყოთ სიტყვები;
2.განვსაზღვროთ მათი მნიშვნელობა;
3.ჩამოვწეროთ შესაბამისი სემების ნუსხა;
4.შევადგინოთ სიტყვების დეფინიციისას გამოყოფილი სემების ტაბულა;
5.აღვნიშნოთ + ნიშნით სემების არსებობა ყოველ სიტყვაში. თუ რომელიმე
მნიშვნელობაში გვხვდება სემა, რომელიც ანტონიმურია ერთ-ერთი გამოყოფილი
სემისადმი, შევიტანოთ ის ტაბულაში და შევამოწმოთ, ხომ არ შეინიშნება ის სხვა
მნიშვნელობებში.
მაგალითად. განვიხილოთ სიტყვები იმედი _ რწმენა, რომ რაიმე სურვილი
შეიძლება განხორციელდეს; მოლოდინი _ მყარი რწმენა, რომ რაიმე სასურველი
განხორციელდება; ნატვრა_დიდი სურვილი რისამე. შევადგინოთ ტაბულა. მარცხნივ
დავწეროთ გამოსაკვლევი სიტყვები; მარჯვნივ ზემოთ ჩამოვთვალოთ ყველას სემა,
რომლებიც გამოიყოფა სიტყვებში და ჩავწეროთ ისინი ტაბულაში; შემდეგ აღვნიშნოთ
„+“ ან „_“ ნიშნებით სემის არსებობა ან არარსებობა ყოველი
სიტყვის მნიშვნელობაში.
სემები
მომავლისკენ რწმენა მყარი რწმენა
კონოტაციები
მიმართული განხორციელების განხორციელების
სურვილი შესაძლებლობისა შესაძლებლობისა
ვიმედოვნებ + + – ნეიტრალური

ველოდები + _ + ნეიტრალური

ვნატრობ + _ – ნეიტრალური

შეიძლება დავასკვნათ, რომ კლასემას აქ წარმოადგენს `სასურველის


მოლოდინი~. დიფერენციული სემა სიტყვისა `ვიმედოვნებ~ იქნება `რწმენა
განხორციელების შესაძლებლობისა~. ეს სემა დამახასიათებელია აგრეთვე სიტყვისთვის
მოლოდინი. სიტყვა ნატვრა აქ გამოირჩევა იმით, რომ მას არ ახასიათებს არც ვარაუდი,
მიხვედრა სასურველის განხორციელების შესახებ და არც მყარი რწმენა
განხორციელებისა.
მხატვრულ ტექსტებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონტექსტური ანუ
კონოტაციური სემები, რომლებიც წარმოიქმნება ტექსტით განპირობებული
კონოტაციებით, მაგალითად, ამბობენ, რომ ლათინური ენა იტალიურის მამაა. აქ `მამა~
გულისხმობს დასაწყისს, წყაროს (კონტექსტური სემა).
მხატვრულ ტექსტში დომინანტური (მოცემული კლასისთვის საერთო _
ზემოგანხილულ შემთხვევაში ესაა `სასურველის მოლოდინი~) სემა წარმოადგენს
საფუძველს სემემების ურთიერთდასაკავშირებლად. დიფერენციული სემები კი
განაპირობებენ ოპოზიციათა სისტემის წარმოქმნას (ამ თვალსაზრისით`ვნატრობ~ და
`ველოდები~ ოპოზიციურია `განხორციელების შესაძლებლობის მყარი რწმენის~
მიხედვით).

რეკურენტულობა
საზოგადოდ, როდესაც კონცეპტის დენოტატის პოპულარობა იზრდება, იმატებს
ამ კონცეპტის რეკურენტულობა, ანუ მისი აღმნიშვნელი ლექსიკური ერთეულების
(სიტყვების) სიხშირე. რეკურენტულობა დამახასიათებელია აგრეთვე ყოველი მწერლის
ლექსიკისთვის, რაც განაპირობებს მისი მხატვრული ტექსტების სტილისტურსა და
მსოფლმხედველობრივ ერთიანობას.
ამგვარად, რეკურენტულობა არის ერთხელ უკვე გამოყენებული ტექსტუალური
ელემენტის განმეორება ტექსტში. ყველაზე თვალსაჩინოდ ეს ვლინდება ლექსიკის
დონეზე. პრაქტიკულად, რეკურენტულობა არის ტექსტში ცალკეული სიტყვების
განმეორება. ესაა სრული რეკურენტულობა. არსებობს ნაწილობრივი რეკურენტულობაც,
როდესაც ტექსტში მეორდება ერთნაირი კომპონენტების მქონე სიტყვები. სემანტიკურ
დონეზე ესაა ერთნაირი სემების მქონე სიტყვების განმეორება, ხოლო ფორმის პლანში _
ალიტერაციის, ასონანსის, რითმის, პალინდრომის გამოყენება.
იზოტოპია
იზოტოპიის ცნება წარმოადგენს სემური ანალიზის ფრანგული ვერსიის ერთ-
ერთY ფუნდამენტურ ცნებას. ეს ტერმინი პირველად შემოიტანა ალგირდას გრეიმასმა
1965 წელს. გრეიმასის აზრით, სიტყვები არაა ის ერთეულები, რომელთა მეშვეობითაც
შეიძლება აღიწეროს სისტემა. მაშასადამე, საჭირო იყო ერთეულების მოძიება
სიტყვებქვეშ. და სწორედ იზოტოპიის ცნების დანიშნულებაა წარმოადგინოს
მაკროსემანტიკური მოვლენა (დისკურსის სიმწყობრე) მიკროსემანტიკური ფაქტორების
(სემების რეკურენციის) მეშვეობით. ითვლება, რომ გრეიმასმა იზოტოპიის ცნება
ფიზიკისა და ქიმიის სფეროდან გადმოიტანა სემანტიკის სფეროში. `თავდაპირველად, _
წერდა გრეიმასი, _ იზოტოპია აღნიშნავდა განმეორებადობას იმ კლასემათა რიგში,
რომლებიც უზრუნველყოფს დისკურსის ერთგვაროვნებას. ამგვარი განსაზღვრისას
მინიმალურ კონტექსტს, რომელიც იზოტოპიის დადგენის საშუალებას იძლევა,
წარმოადგენს სინტაგმა, რომელშიც არის მინიმუმ ორი სემური ფიგურა...~. უნდა
აღინიშნოს, რომ კლასემა, გრეიმასისეული გაგებით, არის გვარეობრივი სემა და არა
სემემის ნაწილი, რომელშიც შედის გვარეობრივი სემების ერთობლიობა.რაც შეეხება
იზოტოპიას, ესაა ერთი და იმავე სემის განმეორების (რეკურენტულობის) შედეგი.
იზოტოპიური სემის გამოყენების მეშვეობით წარმოიქმნება ეკვივალენტურობის
მიმართებები იმ სემემებს შორის, რომელშიც ისინი შედიან.
მართლაც, მხატვრული ტექსტის ადეკვატური გაგება შესაძლებელია იმ
შემთხვევაში, თუ ის ხასიათდება აზრობრივი მთლიანობით, სიმწყობრით. ტექსტის
ინტერპრეტაციის ერთიანობას უზრუნველყოფს მასში წარმოდგენილიი აზრობრივი
კავშირები, რომლებიც წარმოქმნის ტექსტის სემანტიკურ იზოტოპიას. ამიტომ
იზოტოპიის ცნება ფართოდ გავრცელდა უკანასკნელი წლების ლინგვისტურ და
ლიტერატურათმცოდნეობით ნაშრომებში.
იზოტოპია ტექსტის სემანტიკური ნორმაა, როგორც მიიჩნევდა გრეიმასი. მისი
მითითებით, იზოტოპია უკავშირდება პროგნოზირებას ტექსტში, მკითხველის უნარს,
წინასწარ განჭვრიტოს ახალი კომპონენტების გამოჩენა ენობრივი ელემენტების ჯაჭვში.
იზოტოპია უზრუნველყოფს ტექსტის კოჰერენტულობას ტროპებისა და
ფიგურების მეშვეობით, რომლებიც რეალიზდება ტექსტის მეორეხარისხოვანი
ელემენტების ფონზე.
იზოტოპია არის ტექსტის სემანტიკური და სტილისტური სიმწყობრე,
კოჰერენტულობა. კომპონენტური ანალიზის ტერმინების თუ გამოვიყენებთ,
კოჰერენტულ ტექსტში ერთი და იმავე იზოტოპიის სემემები ერთმანეთს არ უნდა
ეწინააღმდეგებოდეს. თუ საუბარია დასრულებულ ტექსტზე ან ფრაგმენტზე, მაშინ
მასში მონაწილე ცნებები ახლო ან მონათესავე უნდა იყოს. იზოტოპიის ცნების
საფუძველია ერთი და იმავე კატეგორიისადმი მიკუთვნებული ელემენტების
განმეორება ტექსტში. იზოტოპია არის ერთი და იმავე სემის სინტაგმატური
რეკურენციის შედეგი. გარკვეული თემა რეალიზდება იზოტოპიებში, ეს რეალიზაცია
არის სინტაგმატური რეკურენციის შედეგი. განმეორება ყოველთვის უკავშირდება
აზრის გაფართოებას და ტექსტის აზრობრივი ენერგიის ზრდას, იზოტოპია არის
საზრისის განაწილების ძირითადი მარეგულირებელი ფაქტორი. სემების რეკურენცია კი
არ წარმოქმნის იზოტოპიას, არამედ წინასწარ ნაგულისხმევი იზოტოპია იძლევა
ტექსტში სემების აქტუალიზების საშუალებას. ტექსტს იმთავითვე მიეწერება
სემანტიკური იზოტოპია, სემანტიკური სიმწყობრე.
გვარეობრივი იზოტოპიები (კლასემები) განისაზღვრება გვარეობრივი სემის
რეკურენციის საფუძველზე, ე.ი. იმ სემისა, რომელიც საშუალებას იძლევა გამოვლინდეს
ორი მონათესავე სემემის მსგავსება და მიკუთვნება უფრო ზოგადი კლასისადმი.
სახეობრივი იზოტოპიები ვლინდება სახეობრივი იზოტოპიის რეკურენციის წყალობით,
ანუ იმ სემისა, რომელიც საშუალებას იძლევა, შევაპირისპიროთ ორი ძალზე ახლო
სემემა.

You might also like