You are on page 1of 18

ქართული ენის

სინტაქსი
ასოც. პროფ. რუსუდან გერსამია
rgersamia@iliauni.edu.ge
ლექცია 1

• სინტაქსის რაობა და საკვლევი ობიექტი.


• სინტაგმა - (სინტაქსური წყვილი. უმცირესი სინტაქსური
ერთეული)
• წყვილთა რაოდენობა მარტივ წინადადებაში
„ენა ნიშანთა სისტემაა“ (ფ. დე სოსიური)
• საკომუნიკაციო ფუნქცია
• ექსპრესიული ფუნქცია

„ენობრივი ნიშანი ხაზობრივია“ (ფ. დე სოსიური)

ენობრივი ნიშანი ფუნქციონირებს სხვადასხვა ენობრივ დონეზე


ენათმეცნიერების დარგები

ენათმეცნიერება

ფონეტიკა გრამატიკა ლექსიკოლოგია

სტილისტიკა სემასიოლოგია ეტიმოლოგია


? რას სწავლობს მორფოლოგია?

სინტაქსი - გრამატიკის დარგი, რომელიც სწავლობს სიტყვათა


შეწყობა-შეკავშირების წესებს და არკვევს სიტყვის ფუნქციას
წინადადებაში.
Sintaxys (ბერძნ.) - შეწყობა, შეკავშირება, შედგენა
სიტყვა-ფორმიდან წინადადებამდე

დღემ დაიხურა პირბადე, მთებმა დახუჭეს თვალები.


დღე იხურავს პირბადეს, მთები ხუჭავენ თვალებს.
სინტაქსს ადგენს
- სინტაქსური მიმართებები / რელაციები
- სინტაქსური შეკავშირების წესები
- მორფოსინტაქსი
წინადადება - სიტყვათა ორგანიზებული
შენაერთი

ძირითადი მახასიათებლები:
1. სიტყვათა ლოგიკურ-რელაციური მიმდევრობა
2. გამოხატავს დასრულებულ აზრს
3. სტრუქტურული მთლიანობა
4. პრედიკატიულობა (ზმნა-შემასმენლის არსებობა)
5. ინტონაცია (სასვენი ნიშნების საკითხი)

წინადადება ერთსიტყვიანიცაა: წვიმს, თოვს...


მორფოლოგიური და სინტაქსური ოპერაციები

ცნება „წინადადების წევრი“


(სრულმნიშვნელოვანი და დამხმარე)

ტერმინთა გამიჯვნა:
მორფოლოგია სინტაქსი
- სუბიექტი - ქვემდებარე
- ობიექტი - დამატება
- ზმნა - შემასმენელი
- ზმნიზედა -გარემოება
- მსაზღვრელი -განსაზღვრება
სინტაგმა - სინტაქსური დონის ანალიზის
უმცირესი ერთეული

? რა ჰქვია ფონოლოგიისა და მორფოლოგიის ენობრივი დონეების


უმცირეს საანალიზო ერთეულებს?

სინტაგმა / შესიტყვება / სინტაქსური შეკავშირება

სინტაქსური კავშირი - წინადადების წევრებს შორის


ენაში ისტორიულად შემუშავებული გრამატიკული
წესების მიხედვით დამყარებული კავშირი
სინტაქსური კავშირის გამოხატვის ენობრივი მექანიზმები:
- სიტყვის ფორმა
საზანდარმა ღამე ააცახცახა
- დამხმარე სიტყვები
მომავალზე ფიქრობს
- სიტყვათა რიგი (უაფიქსო ენების მახასიათებელი)

- ინტონაცია
სინტაგმა - სინტაქსური წყვილი
ორი სიტყვა, რომელთა შორისაც დამყარებულია სინტაქსური
მიმართება
სინტაგმის მოდელები:
1. სახელი + სახელი (დიდი სახლი)
2. სახელი + ზმნა (სახლი დგას)
3. სახელი + ფორმაუცვლელი სიტყვა (სახლის წინ)
4. ზმნა + ფორმაუცვლელი სიტყვა (გუშინ წავიდა)
სინტაგმის რაოდენობის განსაზღვრა წინადადებაში

• მარტივ წინადადებაში იმდენი სინტაქსური წყვილია, რამდენი წევრიც


არის ერთის გამოკლებით.

• შერწყმულ წინადადებაში წყვილები წევრებზე იმდენად ნაკლებია,


რამდენი ერთგვარი წევრიცაა მასში, რადგან ერთგვარი წევრები
ერთმანეთს შორის წყვილს ვერ ქმნიან.

• რთულ წინადადებაში სინტაქსური წყვილები იანგარიშება ცალკეული


წინადადებების მიხედვით.
მაგალითები:
ქარი ზუზუნით დაქროდა
1. ქარი დაქროდა
2. ზუზუნით დაქროდა

ჩვენი ხუმრობა, მღერა, სიცილი, ხეზედა მძინარ ფრინველს


აფრთხობდა

1. ფრინველს აფრთხობდა
2. მძინარ ფრინველს
3. ხეზედა მძინარ
4. ჩვენი ხუმრობა (მღერა, სიცილი)
დარცხვენილი ძაღლი უხალისოდ გაბრუნდა დერეფნისკენ.
ყურძნით სავსე გოდრები საღამოს ბინდში ვენახის სანაპიროდან დარაჯებივით
გამოიყურებოდნენ.
წყვილებს შორის დაქვემდებარებითი დამოკიდებულებაა, ერთი
მთავარი (დომინანტი), მეორე - დამოკიდებული (დეფენდენტი)

დაქვემდებარების სახეები:

• ცალმხრივი დაქვემდებარება
როცა წყვილის წევრთაგან ერთი წამყვანია, მეორე-დაქვემდებარებული

• საურთიერთო დაქვემდებარება
როცა წყვილის წევრთაგან ერთი ექვემდებარება მეორეს რაღაც ნიშნის
მიხედვით, ხოლო მეორე პირველს სხვა ნიშნის მიხედვით.
ლიტერატურა:

ლ. კვაჭაძე, თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, მეხუთე გამოცემა,


2010, გვ. 3-7; 5-18.
ლ. გეგუჩაძე, ქართული ენა, სინტაქსის საკითხები, 2010, 5-6; 10-13.
ჟ. ფეიქრიშვილი, ქართული ენის სინტაქსი. 1996, გვ. 5-8; 18-22.

You might also like