You are on page 1of 18

ქართული ენის სინტაქსი

ლექცია 6

rgersamia@iliauni.edu.ge
სალექციო საკითხები
ა) მარტივი წინადადების ტიპები
სრული - უსრული;
გავრცობილი - გაუვრცობელი;
უქვემდებარო;
სახელდებითი;

ბ) სიტყვათგანლაგება მარტივ წინადადებაში.


მარტივია წინადადება, რომელშიც აზრი გადმოიცემა ერთი
სიტყვით ან ენაში მოქმედი ნორმების შესაბამისად
ერთმანეთთან დაქვემდებარებითი დამოკიდებულებით
დაკავშირებულ სიტყვათა შენაერთით.

1. გათენდა.

2. გადმოჰყვა ღამის ღრუბლების გროვას შავნაბდიანი დევი.


შემადგენლობის მიხედვით

• ერთშემადგენლიანი: პირნაკლი - წვიმს, თოვს, ქუხს....

• ორშემადგენლიანი: ერთპირიანი

• სამშემადგენლიანი: ორპირიანი

• ოთხშემადგენლიანი: სამპირიანი
პირიანობა - მორფოლოგიური კატეგორიაა,
ვალენტიანობა - სინტაქსური

• ზმნური ფორმის უნარი შეიწყოს წინადადების ბირთვში სუბიექტურ-


ობიექტურ მიმართებათა გამომხატველი სახელების (ნაცვასახელების)
ანუ „აქტანტების“ განსაზღვრული რაოდენობა, შეიძლება ზმნის
ვალენტობა ეწოდოს.
• ზმნა- შემასმენელი- წინადადების ბირთვი.
• ქართულში ზმნა მაქსიმუმ ორპირიანია - განისაზღვრება პირის ასახვით
პირის ნიშნების მეშვეობით.
• ქართულში ზმნა მაქსიმუმ სამვალენტიანია.
სრული და უსრული წინადადება
1. სრულია წინადადება, რომელშიც გამოტოვებულად არ იგულისხმება
რომელიმე აუცილებელი წევრი და კონტექსტისგან თუ სიტუაციისგან
დამოუკიდებლად გადმოგვცემს მთავარ აზრს.

2. უსრულია წინადადება, თუ მასში გამოტოვებულია ერთი ან რამდენიმე წევრი,


რომლებიც ადვილად იგულისხმება კონტესტის ან სხვა რაიმე გარკვეული
პირობების მიხედვით.

წინადადება უსრული არ არის, როცა მას აკლია I და II პირის ნაცვალსახელებით


გადმოცემული
მარტივი გაუვრცობელი და გაუვრცობელი წინადადება

• გაუვრცობელი - შედგება მთავარი წევრებისაგან

• გაუვრცობელი- მთავართან ერთად შედგება არამთავარი


წევრებისგან
ერთშემადგენლიანი მარტივი წინადადებები

უქვემდებარო განზოგადებულპირიანი

განუსაზღვრელპირიანი
ანუ ქვემდებარეგაუჩინარებული
უქვემდებარო მარტივი წინადადება
• რომელთანაც ქვემდებარე არ არის და არც იგულისხმება.

მაგალითები:
პირნაკლი ზმნები: თოვს, ქუხს, წვიმს, ელავს...

ქუთაისში ქარი იცის - უქვემდებაროა


განუსაზღვრელპირიანი ანუ ქვემდებარეგაუჩინარებული

• რომელშიც კონკრეტული ქვემდებარე არ მოიპოვება და არც შეიძლება


მოქმედ პირად ვიგულისხმოთ რომელიმე კონკრეტული საგანი, თუმცა
ზმნას არა აქვს დაკარგული სუბიექტური პირის გაგება.

მაგალითები:

1. ჩემზედ ამბობენ, რომ სიავეს ქართვლისას მალავს.

2. შეაქეს მურია და შეაჭამეს მგელსო.


განზოგადებულპირიანი მარტივი წინადადება

• გამოხატავს ისეთ მოქმედებას, რომელიც ეხება არ კონკრეტულად ზმნის


ფორმით ნაგულისხმევ პირს, არამედ საერთოდ ყველას.

• ანუ ზმნით ნაგულისხმევი პირი განზოგადებულია.

მაგალითები:

1. დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახე.


2. ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი
სახლდებითი ანუ უშემასმენლო წინადადება

• უშემასმენლოა. არც იგულისხმება.

• მთავარი წევრი (ქვემდებარე) გადმოცემულია არსებითი სახელის ან


სახელზმნის სახელობითი ბრუნვის ფორმით.

• აღინიშნება ეს თუ იუს მოვლენა რისამე მტკიცების გარეშე.

• ერთშემადგენლიანია

• ყოველთვის წართქმითია

• ახლანდელი დრო
მაგალითები:

გაუვრცობელი:
უდაბნო. საღამო. ზარი.

გავრცობილი:
სასადილო ოთახი. მკრთალი სინათლე. მთაწმინდის მთვარე.
წართქმითი და უკუთქმითი წინადადებები

მტკიცებით მიხედვით მარტივი წინადადება წართქმითია ან


უკუთქმითი.
1. წართქმითია წინადადება, თუ ზმნა-შემასმენლით
გადმოცემული მოქმედებაში აზრი დადებითად არის
გამოხატული;
2. უკუთქმითია წინადადება, თუ ზმნა-შემასმენლით
გადმოცემული მოქმედების შესრულება გამორიცხულია.
აზრი უარყოფითად არის გადმოცემული.
უკუთქმითი წინადადებების მიღების საშუალებები

• უარყოფითი ნაცვალსახელები
არავინ, ვერავინ, ნურავინ, არარა, ვერარა, ნურარა, არაფრით, ვერაფრით, ნურაფრით...

• უარყოფითი ზმნიზედები
არსად, ვერსად, ნურსად, არასდროს, ვერასდროს, ნურასდროს, არაფრტით, ვერაფრით,
ნურაფრით...

• უარყოფითი ნაწილაკები
არ, ვერ, ნუ, აღარ, ვეღარ, ნუღარ...

! უარყოფითი ნაწილაკები წინადადების წევრი არ არის, ნაცვალსახელები და ნაწილაკები


წინადადების წევრებია
• არ - კატეგორიული უარყოფა, რომელიც მთქმელის ნება-სურვილს
ემყარება. იგი იხმარება თხრობით, კავშირებით და ბრძანებით კილოში...

• ვერ - უარყოფა შესაძლებლობის მიხედვით. მოქმედების შესრულება


მთქმელის ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. შესაძლებლობის
ფარგლებით არის შეზღუდული. თხრობითი და კავშირებითი კილოს
ფორმები.

• ნუ - თხოვნითი აკრძალვის ფორმა. იგი აწარმოებს უკუთქმით


ბრძანებითს თხრობითი კილოს ფორმებისგან.
ლიტერატურა:

ლ. კვაჭაძე, თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, მეხუთე გამოცემა,


2010. გვ. 235-260
ლ. გეგუჩაძე, ქართული ენა, სინტაქსის საკითხები, 2010.
ჟ. ფეიქრიშვილი, ქართული ენის სინტაქსი. 1996.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ასოცირებული პროფესორი
რუსუდან გერსამია
rgersamia@iliauni.edu.ge

You might also like