You are on page 1of 10

სიტყვის მორფოლოგიური ანალიზის ნიმუშები

1. წითელი ხოხობი ქვეყანას აყვედრიდა თავის სილამაზეს (გ. ლეონ.).

წითელი _ სრულმნიშვნელოვანი სიტყვაა, უპასუხებს კითხვაზე როგორი? ვითარებითი


ზვდსართავი სახელია, აღნიშნავს ფერს. ეწარმოება სამივე ხარისხი, წარმოდგენილია
დადებითი ხარისხის ფორმით. იგი ფორმაცვალებადი სიტყვაა, ბრუნებადი,
ბოლოთანხმოვნიანია, დამოუკიდებლად ბრუნებისას იცვლება ბრუნების პირველი ტიპის
მიხედვით, ფუძეკუმშვადია, კუმშვისას ფუძიდან ამოიღება ე ხმოვანი.

მოცემულ შემთხვევაში იგი, როგორც მსაზღვრელი სახელი, ფუძეშეუკუმშავია. დგას


მხოლობით რიცხვში, სახელობით ბრუნვაშია. ფუძეა წითელ-, -ი არის სახელობითი
ბრუნვის ნიშანი. ფუძე დღეს მარტივია, ისტორიულად –ელ საწარმოქმნო აფიქსია, ძირია
წით-.

ხოხობი _ არის სრულმნიშვნელოვანი სიტყვა, საზოგადო არსებითი სახელია, კონკრეტული,


სულიერი საგნის აღმნიშვნელი, რა ჯგუფისა, ბრუნებადი სიტყვაა, დგას მხოლობით
რიცხვში, სახელობით ბრუნვაში. ბოლოთანხმოვნიანია, განეკუთვნება ბრუნების პირველ
ტიპს, ფუძეკუმშვადია, სათანადო ფორმებში ფუძიდან ამოვარდება ო ხმოვანი, ფუძე
მარტივია: ხოხობ-, იგივეა ძირიც. -ი არის სახელობითი ბრუნვის ნიშანი.

ქვეყანას _ სრულმნიშვნელოვანი სიტყვაა, საზოგადო არსებითი სახელი, კონკრეტულია,


უსულო საგნის აღმნიშვნელი, რა ჯგუფისა. ფორმაცვალებადი სიტყვაა, ბრუნებადი, დგას
მხოლობით რიცხვში, მიცემით ბრუნვაში, ბოლოხმოვნიანია, განეკუთვნება ბრუნების მეორე
ტიპს, კუმშვად-კვეცადი სახელია, სათანადო ვითარებაში ფუძიდან ამოიღება ა ხმოვანი და
ეკვეცება ფუძის ბოლო ხმოვანიც (ა): ქვეყ(ა)ნ(ა)-ის... ფუძეა ქვეყანა, წარმოშობით იგი
რთულია: ქვე+ყანა. ბრუნვის ნიშანია –ს.

აყვედრიდა _ არის პირველადი ზმნა, სრული მნიშვნელობის მქონე, ფორმაცვალებადი,


კერძოდ, უღლებადი სიტყვა. იგი რელატიური აგებულებისაა, სამპირიანი (აყვედრიდა ის
მას მას), სუბიექტურ-ობიექტური წყობისაა (სუბიექტის ნიშანია სუფიქსი ა, ირიბი ობიექტის
პრეფიქსი ჰ- ხმოვნის წინ გაუჩინარებულია: აყვედრიდაჰ-აყვედრიდა). სამივე პირი
მხოლობით რიცხვშია. ზმნა გარდამავალია, რადგან შეიწყობს ბრუნვაცვალებად ობიექტს
(პირდაპირს): აყვედრიდა ის მას მას, დააყვედრა მან მას ის. ახლანდელ დროშია, თხრობითი
კილოს ფორმაა, უსრული ასპექტისა, უპასუხებს კითხვაზე: რას შვრებოდა? მაშასადამე, დგას
პირველი სერიის აწმყოს წრის უწყვეტლის მწკრივში, მწკრივის სავრცობია -დ, განეკუთვნება
უღლების I ტიპს - მოქმედებითი გვარისაა, ქცევის გაგება არა აქვს, უშუალო კონტაქტის
ფორმაა, ორთემიანია, წარმოდგენილია რთული თემით აყვედრი-, თემის ნიშანია –ი, ზმნის
ფუძეა აყვედრიდ-, ძირია ყვედრ-. ზმნა ასე დაიშლება: ა-ყვედრ-ი-დ-ა, სადაც პრეფიქსი ა-
არის საზედაო სიტუაციის ნიშანი, ყვედრ - ძირი, აყვედრიდ- ფუძე, აყვედრი _ თემა, -ი
თემისნიშანია, -დ მწკრივის სავრცობი, ბოლოსართი -ა მესამე სუბიექტური პირის ნიშანი.
მესამე ობიექტური პირის პრეფიქსი, მოსალოდნელი ჰ- ხმოვნის წინ გაუჩინარებულია.

თავის _ სრულმნიშვნელოვანი, ფორმაცვალებადი _ ბრუნებადი სიტყვაა, კუთვნილებითი


ნაცვალსახელი, მსაზღვრელი სახელია, მისი კითხვაა _ ვის? (სახელობითში _ ვისი?), იგი
ბოლოთანხმოვნიანი სახელია, ფუძეუკუმშველი, ფუძეა თავის-, როგორც
ბოლოთანხმოვნიანი მსაზღვრელი საზღვრულთან მიცემითში შეწყობილია ფუძის სახით,
უნიშნოდ. ფუძე მომდინარეობს თავ-ი პირის ნაცვალსახელის ნათესაობითი ბრუნვის
ფორმისაგან: თავ-ის-ი, მაშასადამე ფუძე (თავის-) წარმოქმნილია (ნაწარმოებია),
საწარმოქმნო აფიქსად აქ გვევლინება ბრუნვის ნიშანი (-ის). ამ სახელის თავისებურება
ბრუნებისას ისაა, რომ მას არ გააჩნია წოდებითი ბრუნვა.

სილამაზეს- არის სრულმნიშვნელოვანი, ფორმაცვალებადი სიტყვა. იგი აბსტრაქტული


არსებითი სახელია, რა ჯგუფისა, უსულო საგნის აღმნიშვნელი, ბოლოხმოვნიანი,
განეკუთვნება ბრუნების მეორე ტიპს, ფუძეკვეცადია: სილამაზ(ე)-ის, დგას მხოლობით
რიცხვში, მიცემით ბრუნვაში, ფუძეა სილამაზე-, -ს არის მიცემითი ბრუნვის ნიშანი, ფუძე
წარმოქმნილია, იგი ნაწარმოებია ზედსართავის ფუძისაგან: ლამაზ- სი-ე აფიქსების
საშუალებით: სი-ლამაზ-ე. ძირია ლამაზ-.

2. შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული (ი. ჭავ.)

შენს _ არის სრულმნიშვნელოვანი სიტყვა, ფორმაცვალებადი, კუთვნილებითი


ნაცვალსახელია, მისი კითხვაა - ვის? (სახელობითში ვისი?) აღნიშნავს, რომ მოვლენა (ამ
შემთხვევაში ძარღვის ცემა) მეორე პირს ეკუთვნის. იგი ბოლოთანხმოვნიანი სახელია,
ფუძეუკუმშველი, მსაზღვრელია, მიცემითში მდგომ საზღვრულთან სრულად არის
შეთანხმებული (შენს ძარღვის ცემას), დგას მხოლობით რიცხვში. ნაცვალსახელი შენი
მომდინარეობს შენ პირის ნაცვალსახელისაგან სახელობითი ბრუნვის ნიშნის დართვით.
ფუძეა შენ-ი, ი-არის ბრუნვის ნიშანი. დამოუკიდებლად ხმარებისას ნაცვალსახელი შენი
იბრუნვის ბრუნების პირველი ტიპის მიხედვით იმ თავისებურებით, რომ არა აქვს
წოდებითი.

ძარღვის- სრულმნიშვნელოვანი, ფორმაცვალებადი, კერძოდ, ბრუნებადი სიტყვაა,


კონკრეტული არსებითი სახელია, რა ჯგუფის, უსულო საგნის აღმნიშვნელი,
ბოლოთანხმოვნიანია, განეკუთვნება ბრუნების პირველ ტიპს, ფუძეუკუმშველია, დგას
მხოლობით რიცხვში, ნათესაობით ბრუნვაში, ფუძე მარტივია - ძარღვ-, იგივეა ძირიც, -ის
არის ნათესაობით ბრუნვის ნიშანი.

ცემას- სრულმნიშვნელოვანი, ფორმაცვალებადი სიტყვაა, ბრუნებადი, მოქმედების სახელია,


სახელზმნა (საწყისი), ნაწარმოებია -ა სუფიქსით, ბოლოხმოვნიანია, ფუძეკვეცადი. ფუძეა
ცემა-. -ს არის მიცემითი ბრუნვის ნიშანი, რიცხვის კატეგორია არ გააჩნია, ზმნურ
კატეგორიათაგან სხვა კონტექსტში შეიძლება ჰქონდეს კონტაქტი (ცემინება).

მე - სრულმნიშვნელოვანი სიტყვაა, იხმარება არსებითი სახელის ნაცვლად, უპასუხებს


კითხვაზე -ვინ? ბრუნებადი, აქვს საპირისპირო ფორმა: მე - ჩემ. აქ მე ნაცვალსახელს აქვს
სახელობითი ბრუნვის შინაარსი.

ყურს _ სრულმნიშვნელოვანი, ფორმაცვალებადი, ბრუნებადი სიტყვაა, კერძოდ, საზოგადო,


კონკრეტული, რა ჯგუფის, უსულო საგნის აღმნიშვნელი არსებითი სახელი.
ბოლოთანხმოვნიანია, განეკუთვნება ბრუნების პირველ ტიპს. ფუძეუკუმშველია, დგას
მხოლობით რიცხვში, მიცემით ბრუნვაში, ფუძე მარტივია - ყურ-, ძირიც იგივეა. -ს არის
მიცემითი ბრუნვის ნიშანი.

ვუგდებ _ პირველადი ზმნაა, სრულმნიშვნელოვანი, ფორმაცვალებადი, კერძოდ, უღლებადი


სიტყვაა, რელატიური აგებულებისა, სამპირიანი (ვუგდებ მე მას მას), სუბიექტურ-
ობიექტური წყობისაა, (სუბიექტური პირის ნიშანია პრეფიქსი ვ-, მესამე ირიბობიექტური
პირის პრეფიქსი ჰ- ხმოვნის წინ დაკარგულია), სამივე პირი მხოლობით რიცხვშია. ზმნა
გარდამავლია, რადგანაც შეიწყობს პირდაპირ (ბრუნვაცვალებად) ობიექტურ პირს: ვუგდებ
მე მას მას, დავუგდე მე მას ის. ახლანდელ დროშია, თხრობითი კილოს ფორმაა,
უსრულასპექტიანი ზმნა, უპასუხებს კითხვაზე: რას ვშვრები? ზმნა დგას პირველი სერიის
აწმყოს მწკრივში. იგი პირველი ტიპის უღლებას განეკუთვნება, მოქმედებითი გვარისაა,
ზმნა სასხვისო ქცევისაა. ქცევის ნიშანია პრეფიქსი უ-. კონტაქტი უშუალოა, რადგან
სუბიექტი მოქმედებს თვითონ, სხვისგან დამოუკიდებლად. ზმნა ორთემიანია (უგდ-ებ-
უგდ-ე), წარმოდგენილია რთული თემით, რადგან პირველ სერიაში დგას, თემაა უგდებ, -ებ
არის თემის ნიშანი, ფუძეა უგდებ, ძირი - გდ-, ვ- არის პირველი სუბიექტური პირის ნიშანი.
ზმნა ასე დაიშლება. ვ-უ-გდ-ებ .მე მას მას.

სულგანაბული _ სრულმნიშვნელოვანი სიტყვაა, რთულფუძიანი, შედგენილი არსებითი


სახელისა (სულ-) და მიმღეობისაგან (განაბული) შედგენილი. უპასუხებს კითხვაზე _
როგორი? განაბული ნაზმნარი სახელია (სახელზმნაა), კერძოდ, წარსულდროიანი ვნებითი
გვარის მიმღეობა, სრულასპექტიანი, იგი ნაწარმოებია -ულ სუფიქსით, ბოლოთახმოვნიანია,
ფუძეუკუმშველი, დგას მხოლობით რიცხვში, სახელობით ბრუნვაში. თხზული სახელის
ფუძეა სულგანაბულ, ბრუნვის ნიშანია -ი.

წინადადების სინტაქსური გარჩევა


ა) მარტივი წინადადება

1. ბიჭი მოვიდა (ილია).

შინაარსის (მოდალობის) მიხედვით წინადადება თხრობითია, რადგან შეიცავს მსჯელობას,


გადმოგვცემს ამბავს (ცნობას), წარმოითქმის თხრობითი (აღმავალ-დამავალი) ინტონაციით,
გაბმულ მეტყველებაში მომდევნო წინადადებისაგან გამოიყოფა პაუზით, წერის დროს მის
ბოლოს დაისმის წერტილი.

მტკიცების მიხედვით წინადადება წართქმითია, რადგან მოქმედება გადმოცემულია


დადებითად.

აგებულების მიხედვით არის მარტივი, რადგან გადმოგვცემს ერთ მარტივ აზრს და არ


შეიცავს ერთგვარ წევრებს. მთავარ წევრთა შედგენილობის მიხედვით ორშემადგენლიანია,
შეიცავს ქვემდებარეს და შემასმენელს, მარტივი გაუვრცობელია, რადგან მასში არ არის
არამთავარი წევრი, სრულია _ გამოტოვებულად არ იგულისხმება აზრის გადმოსაცემად
აუცილებელი არც ერთი წევრი.

მოვიდა არის მარტივი შემასმენელი.

ბიჭი ქვემდებარეა.

ერთადერთი სინტაგმაა _ ბიჭი მოვიდა.

აქ სახელი (სუბიექტი) მართავს ზმნა-შემასმენელს მესამე პირში და ითანხმებს მხოლობით


რიცხვში.

2. დედა შვილს ლამაზ კაბას უკერავს.

შინაარსის (მოდალობის) მიხედვით მოცემული წინადადება არის თხრობითი. იგი შეიცავს


მსჯელობას, გადმოგვცემს ამბავს და წარმოითქმის თხრობითი (აღმავალ-დამავალი)
ინტონაციით: იწყება ხმის ამაღლებით და სრულდება ხმის დადაბლებით. ზეპირ
მეტყველებაში მომდევნო წინადადებისაგან გამოიყოფა პაუზით, წერის დროს მის ბოლოს
დაისმის წერტილი.

მტკიცების მიხედვით წინადადება წართქმითია _ მოქმედება დადებითადაა გადმოცემული.

აგებულების მიხედვით იგი მარტივია, რადგან გადმოგვცემს ერთ მარტივ აზრს და არ


შეიცავს ერთგვარ წევრებს. მასში ოთხი მთავარი წევრია, ამიტომ ოთხშემადგენლიანია.
წინადადება სრულია, რადგან აზრის გადმოსაცემად აუცილებელი ყველა წევრი
რეალურადაა წარმოდგენილი. გავრცობილია, რადგან შეიცავს არამთავარ წევრს _
ატრიბუტულ განსაზღვრებას (ლამაზ).

წინადადებაში 5 წევრია, ამიტომ გამოიყოფა 4 სინტაქსური წყვილი.

1) დედა უკერავს _ სახელი (სუბიექტი) მართავს ზმნას მესამე პირში და ითანხმებს რიცხვში,
ზმნა მართავს სახელს სახელობით ბრუნვაში.

2) კაბას უკერავს _ ზმნა მართავს სახელს (პირდ. ობიექტს) მიცემით ბრუნვაში, სახელი ზმნას
_ მესამე პირში.

3) შვილს უკერავს _ ზმნა მართავს სახელს (ირიბ ობიექტს) მიცემით ბრუნვაში, სახელი
ზმნას კი ითანხმებს რიცხვში (მრავლობითში იქნებოდა: შვილებს უკერავთ) და მართავს
მესამე პირში.

4) ლამაზ კაბას _ სახელი (კაბას) ითანხმებს სახელს მიცემით ბრუნვაში და მხოლობით


რიცხვში (მრავლობითში იქნებოდა: ლამაზთ კაბათ).

გ) რთული თანწყობილი წინადადება

1. ნასადილევს მთელი საზოგადოება ეტლით გასეირნებას აპირებდა, მაგრამ სუსტმა ქარმა


შეგვაშინა და საჩქაროდ დავბრუნდით (ნ. ლორთ.).

აგებულების მიხედვით წინადადება არის რთული, რადგან შედგება სამი მარტივი


წინადადებისაგან და გამოხატავს ერთ რთულ აზრს. რთული თანწყობილია, რადგან ეს
წინადადებები ერთმანეთის მიმართ თანასწორუფლებიანები არიან. შეერთება კავშირიანია:
მეორე წინადადება პირველს უერთდება მაგრამ მაპირისპირებელი კავშირით, მესამე მეორეს
_ და მაჯგუფებლი კავშირით.

აზრობრივი მიმართების თვალსაზრისით პირველსა და მეორე წინადადებებს შორის


დაპირისპირებულობაა გამოხატული, მეორესა და მესამეს შორის _ მიზეზ-შედეგობრიობა.

პირველი მარტივი წინადადებაა: ნასადილევს მთელი საზოგადოება ეტლით გასეირნებას


აპირებდა.

შინაარსის მიხედვით თხრობითია, რადგან შეიცავს მსჯელობას, გადმოგვცემს ამბავს


(ცნობას), გადმოიცემა თხრობითი (აღმავალ-დამავალი) ინტონაციით, გაბმული
მეტყველების დროს მომდევნო წინადადებისაგან გამოიყოფა პაუზით, წერის დროს _
წერტილით.

მტკიცების მიხედვით წინადადება წართქმითია, რადგან მოქმედება დადებითადაა


გამოხატული.

აგებულების მიხედვით იგი არის მარტივი, რადგან გადმოგვცემს მარტივ აზრს. არ შეიცავს
ერთგვარ წევრებს, სამშემადგენლიანია, იმიტომ რომ მასში სამი მთავარი წევრია
წინადადებისა, გავრცობილია, რადგან მთავარ წევრებთან ერთად შეიცავს მეორეხარისხოვან
წევრებსაც: დროის გარემოებას (ნასადილევს), ატრიბუტულ განსაზღვრებას (მთელი) და
უბრალო დამატებას (ეტლით).

აპირებდა _ არის მარტივი შემასმენელი.

საზოგადოება ქვემდებარეა.

გასეირნებას არის პირდაპირი დამატება.

ეტლით საჭურვლის უბრალო დამატებაა.

ნასადილევს არის დროის გარემოება.

მთელი ატრიბუტული (შეთანხმებული) განსაზღვრებაა.

წინადადებაში გამოიყოფა ხუთი სინტაგმა.

1) საზოგადოება აპირებდა _ სახელი (სუბიექტი) მართავს ზმნას მესამე პირში, ზმნა სახელს
კი _ სახელობით ბრუნვაში.

2) გასეირნებას აპირებდა _ ზმნა მართავს სახელს (პირდაპირ ობიექტს) მიცემით ბრუნვაში,


სახელი ზმნას კი მესამე პირში.

3) ნასადილევს აპირებდა _ დროის გარემოება მიერთვის ზმნა-შემასმენელს.

4) მთელი საზოგადოება _ სახელი (საზოგადოება) ითანხმებს მსაზღვრელ სახელს


სახელობით ბრუნვაში.

5) ეტლით გასეირნებას _ სახელზმნა (გასეირნებას) მართავს სახელს მოქმედებით ბრუნვაში.

მეორე მარტივი წინადადებაა: სუსტმა ქარმა შეგვაშინა.

შინაარსის მიხედვით იგი თხრობითია, მტკიცების მიხედვით _ წართქმითი, აგებულების


მიხედვით მარტივი, ორშემადგენლიანი, გავრცობილი, სრული.

შეგვაშინა _ არის მარტივი შემასმენელი.


ქარმა _ ქვემდებარეა.

სუსტმა არის ქვემდებარის ატრიბუტული განსაზღვრება.

გამოიყოფა ორი სინტაგმა:

1) ქარმა შეგვაშინა _ სახელი (სუბიექტი) მართავს ზმნას მესამე პირში, ზმნა კი მართავს
სახელს მოთხრობით ბრუნვაში.

2) სუსტმა ქარმა _ სახელი (ქარმა) ითანხმებს სახელს მოთხრობით ბრუნვასა და მხოლობით


რიცხვში (ნართანიან მრავლობითში იქნება: სუსტთა ქართა).

მესამე მარტივი წინადადებაა: საჩქაროდ დავბრუნდით.

შინაარსის მიხედვით იგი თხრობითია, მტკიცების მიხედვით _ წართქმითი.

აგებულების მიხედვით _ მარტივი, ორშემადგენლიანი, გავრცობილი (შეიცავს ვითარების


გარემოებას _ საჩქაროდ), სრული.

დავბრუნდით _ არის მარტივი შემასმენელი.

საჩქაროდ _ ვითარების გარემოება.

წინადადებაში ერთი სინტაგმაა: საჩქაროდ დავბრუნდით. გარე მოება მიერთვის ზმნა-


შემასმენელს.

დ) რთული ქვეწყობილი წინადადება

I. ერთდამოკიდებულიანი რთული ქვეწყობილი წინადადება.

ა) წინადადების წევრის შესაბამისი დამოკიდებული წინადადების შემცველი ქვეწყობილი.

1) დამოკიდებული წინადადება ქვემდებარულია: იორამს აწუხებდა, რომ მრევლი არ ჰყავდა


(გ. ლეონ.).

მოცემული წინადადება რთულია, რადგან შედგება ორი მარტივი წინადადებისაგან.


ქვეწყობილია _ შედგება მთავრისა და დამოკიდებულისაგან.

მთავარია: იორამს აწუხებდა. მასში ასახსნელი წევრი _ ქვემდებარე გამოტოვებულია.


ასეთად იგულისხმება პირის ნაცვალსახელი ის. `ის~ მთავარში არის მისათითებელი ანუ
საკორელაციო სიტყვა (კორელატი). მისი აღდგენა ადვილად ხერხდება.
დამოკიდებული წინადადება: რომ მრევლი არ ჰყავდა _ მისათითებელი სიტყვის გაშლილი
სახეა. იგი იმავე ფუნქციას ასრულებს მთავართან, რასაც მისათითებელი სიტყვა მთავარში.
ამიტომ დამოკიდებული წინადადება ქვემდებარულია. იგი მთავრის ქვემდებარის
ამხსნელია.

მთავრისაგან გამომდინარეობს კითხვა: იორამს აწუხებდა რა? მისი პასუხია დამოკიდებული


წინადადება: რომ მრევლი არ ჰყავდა.

დამოკიდებული მთავარს უერთდება მაქვემდებარებელი კავშირით: რომ.

რთული წინადადების სინტაქსური გარჩევა.

ხეობა დავიწროვდა, ხოლო ალაზანი გვალვამ ისე დალია, რომ იგი ძლივსღა ჩანდა (ჯავახ.).

აგებულების მიხედვით წინადადება რთულია, რადგანაც მასში გაერთიანებულია სამი


მარტივი წინადადება, რომლებიც ერთ რთულ აზრს გამოხატავენ. პირველი ორი (`ხეობა
დავიწროვდა, ხოლო ალაზანი გვალვამ ისე დალია~) ერთმანეთის მიმართ თანწყობილია.
მათ შესაერთებლად გამოყენებულია ხოლო მაპირისპირებელი კავშირი. თანწყობილი
წინადადება მთავარია. თანწყობილის მეორე ნაწილს (`ხოლო ალაზანი გვალვამ ისე
დალია~) ახლავს დამოკიდებული წინადადება (` რომ იგი ძლივსღა ჩანდა~). მაშასადამე,
რთულ წინადადებაში გვაქვს თანწყობაც და ქვეწყობაც. წინადადება არის ზერთული ანუ
ნარევი სახისა.

დამოკიდებული მთავარს უერთდება `რომ~ მაქვემდებარებელი კავშირით. მთავარში


მისათითებელი სიტყვაა ვითარების ზმნიზედა `ისე~. იგი მთავრის მეორე ნაწილისათვის
ვითარების გარემოებაა. დამოკიდებული მისი ამხსნელია, მაშასადამე, იგი ვითარების
გარემოებითია.

პირველი მარტივი წინადადებაა: ხეობა დავიწროვდა.

იგი შინაარსის მიხედვით თხრობითია, მტკიცების მიხედვით წართქმითი, აგებულების


მიხედვით _ მარტივი, ორშემადგენლიანი, გაუვრცობელი, სრული.

დავიწროვდა არის მარტივი შემასმენელი.

ხეობა ქვემდებარეა.

წინადადებაში ერთი წყვილია:


ხეობა დავიწროვდა _ სახელი (სუბიექტი) მართავს ზმნა-შემასმენელს მესამე პირში,
გარდაუვალი ზმნა (`დავიწროვდა~) ვერ მართავს სახელს (ქვემდებარეს) ბრუნვაში. მართვა
ცალმხრივია.

მეორე მარტივი წინადადებაა: ხოლო ალაზანი გვალვამ ისე დალია.

წინადადება შინაარსის მიხედვით თხრობითია, მტკიცების მიხედვით _ წართქმითი,


აგებულების მიხედვით _ მარტივი, სამშემადგენლიანი, გავრცობილი (შეიცავს არამთავარ
წევრს, ვითარების გარემოებას `ისე~), სრულია.

დალია არის მარტივი შემასმენელი.

გვალვამ _ ქვემდებარეა.

ალაზანი არის პირდაპირი დამატება.

ისე ვითარების გარემოებაა.

ამ მარტივ წინადადებაში ოთხი წევრია, გამოიყოფა სამი სინტაგმა:

1) გვალვამ დალია _ ქვემდებარედ გამოყენებული სახელი მართავს ზმნას III პირში. თავის
მხრივ, გარდამავალი ზმნა მართავს სახელს მოთხრობით ბრუნვაში. მართვა საურთიერთოა.

2) ალაზანი დალია _ ზმნა მართავს პირდაპირ ობიექტად წარმოდგენილ სახელს სახელობით


ბრუნვაში, სახელი მართავს ზმნას მესამე პირდაპირ ობიექტურ პირში.

3) ისე დალია _ ვითარების გარემოება (გამოხატული ვითარების ზმნიზედით) მიერთვის


ზმნას, ე.ი. გვაქვს მირთვა.

მესამე მარტივი წინადადებაა: რომ იგი ძლივსღა ჩანდა.

შინაარსის მიხედვით ეს წინადადება თხრობითია, მტკიცების მიხედვით _ წართქმითი,


აგებულების მიხედვით _ მარტივი. ორშემადგენლიანია, გავრცობილი (შეიცავს არამთავრ
წევრს _ ვითარების გარემოებას `ძლივსღა~), სრულია.

ჩანდა მარტივი შემასმენელია.

იგი არის ქვემდებარე.

ძლივსღა ვითარების გარემოებაა.

წინადადებაში სამი წევრია, მაშასადამე, გამოიყოფა ორი წყვილი:

1) იგი ჩანდა _ სახელი (სუბიექტი) მართავს ზმნას მესამე პირში და ითანხმებს მხოლობით
რიცხვში (შდრ. იგინი ჩანდნენ). გარდაუვალი ზმნა (`ჩანდა~) ვერ მართავს ქვემდებარედ
გამოყენებულ სახელს ბრუნვაში. მართვა ცალმხრივია.
2) ძლივსღა ჩანდა _ ვითარების გარემოება, გადმოცემული -ღა ნაწილაკიანი ვითარების
ზმნიზედით მიერთვის ზმნას.

You might also like