You are on page 1of 3

კონტაქტი

9 143. კონტაქტის რაობა კონტაქტის სახეები კონტაქტი ქართული ზმნის ერთ-ერთი


ძირითადი კატეგორიაა. იგი მოეპო ვება არა მარტო პირიან ფორმებს, არამედ უპიროსაც
(საწყისსა და მიმღეობას).კონტაქტი არის ზმნის ფორმა, რომელიც გვიჩვენებს, რომ S
მოქმედებს პირდაპირ 0-ზე უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით. ამის მიხედვით
კონტაქტი ორგვარია: უშუალო და შუალობითი. უშუალო კონტაქტი გვიჩვენებს, რომ S
მოქმედებს პირდაპირ

O-ზე სხვა პირის ჩაურევლად: წერს, ხატავს, ამზადებს...

შუალობითი კონტაქტი გვიჩვენებს, რომ S მოქმედებს პირდა პირ O-ზე სხვა პირის
მეშვეობით აწერინებს ის მას მას, ე.ი. მოქ მედება გაშუალებულია.

შუალობითი კონტაქტის დროს რეალურად მოქმედებს ორი პი რი: ერთი ხელმძღვანელია,


მეორე უშუალოდ შემსრულებული: აკეთებინებს დედა შვილს საქმეს. აქ ხელმძღვანელია
დედა, უშუ ალო შემსრულებული შვილი.

სრულებელს ეგზეკუტორს.

ხელმძღვანელ პირს ორგანიზატორსაც უწოდებენ, რეალურ შემ §14ვა შუალობითი


კონტაქტის წარმოება. კონტაქტი ზმნის გრამატიკული კატეგორიაა. ამიტომ მას მოეპოვება
სპეციალური ნიშნები, რომლებიც დაერთვის ზმნის I სერიის თემას.

შუალობითი კონტაქტის მაწარმოებელია სუფიქსები: ინ, ევ. ევინ. ინ მოუდის ზმნათა დიდ
უმეტესობას: აწერ-ინ-ებს. ეს ნიშანი ახალ ქართულში შუალობითი კონტაქტის ძირითადი
მაწარ მოებელია. იგი X საუკუნემდე არ იხმარებოდა (არ. თაყაიშვილი). ევ სუფიქსი ახალ
ქართულში აქვს თითო-ოროლა ზმნას: აჭმ-ევ

ს, ასმ-ევ-ს. სამაგიეროდ, იგი ძველად ძირითადი მაწარმოებელი იყო. საშუალ ქართულშიც


ხშირად გვხვდებოდა: აკვლ-ევ-ს, ახნ-ევ-ს... ევინ რთულია, მიღებულია ევ+ინ-ის
შეერთებით. იქ, სადაც ევ

არ აღმოჩნდა საკმარისი შუალობითი კონტაქტის საწარმოებლად, დაემატა ინ და მივიღეთ


ევინ. იგი მოუდის ი თემისნიშნიანებს, ყველა ამიანს და ზოგიერთ ავიანს; შლის — აშლ-
ევინ-ებს დგამს — ადგმ-ევინ-ებს, კლავს — აკვლევინ-ებს.

საერთოდ, შუალობითი კონტაქტი გულისხმობს სამ პირს. ამი ტომ იგი ეწარმოება
სამპირიან გარდამავალ ზმნას (აწერინებს ის მას მას). ასეთ შემთხვევაში მას შეიძლება
ჰქონდეს სამივე ქცევის ფორმა: ვაწერინებ, ვიწერინებ, ვუწერინებ. იშვიათად, ისიც სამ
წერლობო ენაში, შუალობითი კონტაქტის ფორმა შეიძლება მოე პოვებოდეს ორპირიან
გარდამავალსა (სათავისო ქცევით) და ენიანი ვნებითი გვარის ზმნებს: გაიტეხინა,
ეთრევინება, ეკვლევინება, ელანძღვინება, გასტაცებინებია, დასჭერინებია... ამ მოვლენას
აღ მოსავლურ კილოებში ვხვდებით.
თუ უშუალო კონტაქტის ფორმა სამპირიანია, შუალობითად გადაკეთების დროს
ოთხპირიანად იქცევა: დამიწერა მან მე ის — დამიწერინა მან მე მას ის. 8 144 შუალობითი
კონტაქტის ფორმათა მართლწერა.

1. როცა ზმნის ფორმა შუალობითი კონტაქტია, მაშინ მისი

მაწარმოებელი ნიშნები სრულად უნდა ვწეროთ: დააწერინა, წა აშლევინა, დაახატვინა... და


არა: დააწერია, წააშლევია, დაახატია... 2. ავ თემისნიშნიანი ზმნების შუალობითი
კონტაქტის ფორმებში აუცილებლად უნდა დარჩეს თემის ნიშნის 3 თანხმოვანი (გ. შა
ლამბერიძე), რადგან ეს ვ საწყისში არის, ხოლო შუალობითი კონ ტაქტისათვის
„ამოსავალია I სერიის თემა, რომელიც საწყისშია წარ მოდგენილი. საწყისისა ამ
ფორმანტთა დართვისას შეიკვეცება“ (ა. შანიძე) ლოკვ-ია — ალოკვ-ინ-ებს, ხატვ-ა — ახატვ-
ინ-ებს...

5 145. შუალობითი კონტაქტის შესწავლის მოკლე ისტო რია. შუალობითი კონტაქტის


მაწარმოებელი აფიქსთა კვალი ფიკაციის საკითხი. კონტაქტი ქართულში არის მკაფიოდ
გა მოხატული და ერთი უმკვიდრესი კატეგორია. მას იცნობდნენ ძვე ლი ქართველი
გრამატიკოსებიც.

ანტონ კათალიკოსმა აწერინებს ტიპის ზმნებს უწოდა „სხმითგარდასლვითი“, რაც


ნიშნავდა „ნაწარმოებს“, მაგრამ მა შინ არ იყო გარკვეული მიმართება უშუალო კონტაქტის
ფორმასა და შუალობითს შორის. შესაბამისად, არ იყო კონტაქტის კატეგო რიის ცნებაც.
ამის გამო შუალობითი კონტაქტი განსაკუთრებული გვარის ფორმად მიაჩნდათ.

ქართულში კონტაქტის კატეგორია პირველად დაადგინა და შე ისწავლა ა. შანიძემ 1930


წელს. ამ კატეგორიისათვის შემოიღო ტერმინი „გზა“, რომელიც შემდგომ თვითონვე
შეცვალა და უწო და „შეხება“ ანუ „კონტაქტი“. ეს უკანასკნელი, მეცნიერის აზრით, უკეთ
გადმოგვცემს აღნიშნული კატეგორიის ბუნებას და მეტი შანსი აქვს შევიდეს
საერთაშორისო ლინგვისტიკაში.

შუალობითკონტაქტიანი ფორმები მრავალ ენას მოეპოვება (არაბულს, თურქულს,


სპარსულს...). ევროპელი გრამატიკოსებიშუალობით კონტაქტს უწოდებენ „კაუზატივს“.
„ფაქტიტივს“, ზოგჯერ — „იძულებითსაც" (რუსულად: ინyIMTLIAhli tuaro1). კაუზატივის
კატეგორია შესწავლილია ძველი და ახალი ქარ თულის მიხედვით. აღნიშნულია, რომ
ძველად ასეთი ფორმები შე დარებით იშვიათი იყო.

არნ. ჩიქობავას აზრით, კაუზატივი გვარის კატეგორიაზე ად რინდელია. მოქმედებითი


გვარის ჩამოყალიბების გზა კაუზატივი უნდა ყოფილიყო. დღეს ქართულ ლინგვისტიკაში
აზრთა სხვა დასხვაობას იწვევს კაუზატივის მაწარმოებლების კვალიფიკაცია. ა. შანიძის
მიხედვით, კაუზატივის მაწარმოებელი სუფიქსებია

ინ, ევინ, ევა (ეს უკანასკნელი მხოლოდ ნაშთის სახითაა შემორ

ჩენილი რამდენიმე ზმნაში). არნ. ჩიქობავას, მართალია, საგანგებოდ არ უკვლევია


კაუზატი ვის წარმოების საკითხი, მაგრამ, საერთოდ, მისი ნაშრომების მიხედ ვით
ივარაუდება, რომ წუხს — აწუხებს ტიპის ზმნათა საფუძველ ზე იგი კაუზატივის
მაწარმოებლად ან პრეფიქსს არ გამორიცხავდა.

სხვა ქართველური და, აგრეთვე, მთის კავკასიური ენების სა ფუძველზე მიუთითებენ:


კაუზატივის თავდაპირველი მაწარ მოებელი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ა
პრეფიქსი (შეაწყნა რა მან მას იგი), რომელიც შემდგომ გართულდა ინ, ევ, ევინ
სუფიქსებით (ა-ინ, ა-ევ, ა-ევინ) სალიტერატურო ქართულის სხვა დასხვა პერიოდში.
კაუზატივის პრეფიქსული წარმოება ქართული ენის ძირითადი და ამავე დროს არქაული
ფენის კუთვნილება უნ და იყოს. ამ ვარაუდს მხარს უჭერს ის ფაქტიც, რომ სხვა ქართვე
ლურ და აფხაზურ-ადიღეურ ენებში კაუზატივის მაწარმოებელი არის პრეფიქსი (ე.
გეურქოვა, ა. თაყაიშვილი, გ. მაჭავარიანი, ირ. ვეშაპიძე...). ამჟამად შეიმჩნევა ათინ ტიპის
წარმოების
განზოგადება (ა. თაყაიშვილი). ნ. მაჭავარიანი კაუზატივის მაწარმოებლად სუფიქსების
მიჩ ნევას უფრო მართებულად თვლის და ამ სუფიქსებს გენეტურად უკავშირებს
მრავლობითი რიცხვის 6 თანხმოვანს (როგორც ამას ნ. მარი და ქ. ლომთათიძე
ვარაუდობენ).

You might also like