You are on page 1of 26

N1

სტილისტიკა, როგორც ენათმეცნიერული დისციპლინა


განსახილველი საკითხები:
1. სტილის რაობა. სტილისტიკის საგანი; მისი შესწავლის
თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა;
2. სტილისტიკის კავშირი სხვა დისციპლინებთან;
სტილისტიკური კვლევის ძირითადი მიმართულებები;
3. სტილისტიკის ისტორიიდან; „სამი სტილის“ თეორია
ქართულ მწერლობაში
1. სტილის რაობა. სტილისტიკის საგანი; მისი შესწავლის
თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა

• სტილის თავდაპირველი მნიშვნელობა წერის ტექნიკას


უკავშირდება.
• სტილი: „ენობრივი საშუალებების გამოყენების ხერხთა
ერთობლიობა, რომელიც ახასიათებს ამა თუ იმ მწერალს, ან
ლიტერატურულ ნაწარმოებს, რაიმე მიმართულებას, ჟანრს;
სიტყვიერი გადმოცემის მანერა“.
• სტილისტიკა (ფრანგ. stylistique < style – სტილი) შეისწავლის
სტილის რაობას, მის სახესხვაობებს, ენის
გამომსახველობით საშუალებებსა და მათ სწორად შერჩევა-
გამოყენებას სათქმელის ზუსტად და ექსპრესიულად
გადმოცემისათვის.
• სტილისტიკური კვლევის დასაწყისი – შ. ბალი: „ტრაქტატი
ფრანგული ენის სტილისტიკის შესახებ“ (1909).
• ენათმეცნიერული სტილისტიკის სფერო: სინამდვილის
ფაქტის – გადმოსაცემი შინაარსის (სათქმელის) და
ენობრივი ფაქტის – გადმომცემი ენობრივი საშუალების
(ნათქვამის) ურთიერთობა, რომელსაც მოლაპარაკე
(მთქმელი) წარმართავს.
• სინამდვილის ფაქტი ანუ ობიექტური ვითარება ერთია,
ენობრივი გამოხატვის ხერხები კი – სხვადასხვა.

შდრ.:
პატარა – ციცქნა;
მოხუცი – მიხრწნილი;
გამხდარი – გაძვალტყავებული.
• შდრ., ექიმის მეტყველება:
ა) პაციენტთან ურთიერთობისას;
ბ) კოლეგასთან საუბარში.

• შდრ.: ჩვენი საუბარი:


ა) შინაურ გარემოში;
ბ) ოფიციალურ პირთან ურთიერთობისას.

ვერ გააკეთა – არ მიეცა შესაძლებლობა – ვერ გაქაჩა...


• ენობრივი გამოხატვის საშუალებებს შორის არჩევანი
შესაძლებელია გაკეთდეს მოსაუბრის დამოკიდებულების
ან გარკვეული ენობრივ-ექსპრესიული ველის - სიტუაციის
შესაბამისად.
• ტრადიციული სტილისტიკა ენის სინონიმური რესურსების
შესწავლას ითვალისწინებს ყოველდღიური სასაუბრო,
ოფიციალური თუ სამეცნიერო-პროფესიული სტილების
მიხედვით.
• ენის სინონიმურ რესურსები:
- ლექსიკა (დამოუკიდებელი და დამხმარე სიტყვები);
- გრამატიკული ფორმები (ძირითადად მაწარმოებელი
აფიქსები);
- სინტაქსური კონსტრუქციები (სიტყვათა განლაგება
წინადადებაში; წინადადებათა სახეები შინაარსისა და
აგებულების მიხედვით...)
სტილისტიკის სახეობანი:

• ფონეტიკური; შდრ.: თბილი – ტფილი; რძე – სძე;


• ლექსიკურ-ფრაზეოლოგიური; შდრ.: პერანგი – კვართი;
კანცელარია – სამდივანმწიგნობრო;
• მორფოლოგიური; შდრ.: მთები – მთანი; შოთას – შოთაის;
• სიტყვაწარმოებითი; შდრ.: ქრისტიანი – ქრისტეანე;
მოწინავე – მეწინავე;
• სინტაქსური; შდრ.: ჩემი სამშობლო – სამშობლო ჩემი;
ქალაქშია – ქალაქს არის...
სტილისტიკური მინიმუმის მოთხოვნები

- სიზუსტე და მკაფიოობა;
- სწორი გრამატიკული ფორმები.

სტილისტიკური მინიმუმის დარღვევის მაგალითები:


• სიხარული მომცა – შდრ.: სიხარული მომანიჭა;
• სუფრაზე იჯდა – შდრ.: სუფრასთან იჯდა;
• ბიჭი გაიქცა ტყეში, რომელიც მდევარს ემალებოდა – შდრ.:
ბიჭი, რომელიც მდევარს ემალებოდა, ტყეში გაიქცა.
• უშუალოდ სტილისტიკის საგანი:
იმის გარკვევა, თუ გრამატიკულად სწორი ფორმებიდან
რომელია უკეთესი აზრის ცხადად და ექსპრესიულად
გადმოცემისათვის.
სტილისტიკის შესწავლის თეორიული და
პრაქტიკული მნიშვნელობა
• თეორიული თვალსაზრისით, სტილისტიკის შესწავლა
იძლევა ინფორმაციას:
- რა არის სტილი, რა კავშირი აქვს ენათმეცნიერების სხვა
დარგებთან;
- რა საფუძველი აქვს მეტყველების სტილებად
კლასიფიკაციას;
- რა მნიშვნელობა აქვს სიტყვათა შერჩევას, სტილის
ბუნებრიობის შენარჩუნებას და სხვ.
• პრაქტიკული თვალსაზრისით, სტილისტიკას აქვს
გამოყენებითი მნიშვნელობა, კერძოდ:
- როგორ იქნეს დაცული ენის აზრობრივ-გრამატიკული
სიზუსტე, შთამბეჭდაობა;
- სინონიმური შესაძლებლობებიდან რომელი შეირჩეს აზრის
გადმოცემისათვის;
- როგორ იქნეს თავიდან არიდებული სტილისტიკური
შეცდომები და სხვ.
2. სტილისტიკის კავშირი სხვა დისციპლინებთან;
სტილისტიკური კვლევის ძირითადი მიმართულებები

სტილისტიკასთან კავშირში მყოფი ენათმეცნიერების


დარგები:
• ლექსიკოლოგია – შეისწავლის ენაში არსებულ სიტყვათა
მარაგს, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობის
მასალაა სტილისტიკისთვის;
• სემასიოლოგია – მოძღვრება სიტყვის მნიშვნელობის
შესახებ; შეისწავლის სიტყვის მნიშვნელობას და მის ცვლას,
რაც ასევე არსებითია სიტყვების სტილურად შერჩევის
თვალსაზრისით;
• ფონეტიკა – შეისწავლის ენაში არსებულ სამეტყველო ბგერათა
სისტემასა და მასთან დაკავშირებულ პროცესებს. ფონეტიკიდან
სტილისტიკას უმეტესად აინტერესებს მეტყველების
კეთილხმოვანების (ევფონიის) საკითხი, რომელიც უფრო
პოეზიის ენისთვის არის დამახასიათებელი;
• გრამატიკა – შეისწავლის ენის მორფოლოგიურ-სინტაქსურ
მექანიზმს, რომელიც მოიცავს სიტყვების აგებულება-
ფორმაცვალებისა და შეკავშირების საკითხებს;
• სალიტერატურო ენის ისტორია – გვეხმარება სტილისტიკის
განვითარების საფეხურების გარკვევასა და ამა თუ იმ პერიოდის
ენობრივი სტილის ნიშნების შედარებით შესწავლაში.
• პოეტიკა და ლიტერატურის თეორია – მხატვრულ-
ენობრივ საშუალებათა შემსწავლელი მიმართულებები;
• ლოგიკა, ეთიკა, ესთეტიკა და ფსიქოლოგია –
მეტყველების დროს სიტყვებისა და გამოთქმების შერჩევას
ყურადღება ექცევა აზრის სიზუსტის, თავაზიანობის
გამოხატვის, განწყობილების შთამბეჭდავად გადმოცემისა
და სილამაზის თვალსაზრისითაც.
სტილისტიკური კვლევის მიმართულებები:
• შიდაენობრივი და გარეენობრივი, ანუ შეპირისპირებითი
სტილისტიკა – შიდაენობრივი სტილისტიკა სწავლობს ერთი
კონკრეტული ენის, ხოლო შეპირისპირებითი სტილისტიკა – ორი
ან მეტი ენის ექსპრესიულ შესაძლებლობებს;
• პრაქტიკული სტილისტიკა – გამოყენებითი ხასიათის
დისციპლინა, იძლევა მეცნიერულად დასაბუთებულ
რეკომენდაციებს ენობრივ-სტილისტიკურ ნორმებზე სხვადასხვა
სფეროში.
• ისტორიული სტილისტიკა – შეისწავლის ენის სტილისტიკური
სტრუქტურის განვითარების ისტორიას.
3. სტილისტიკის ისტორიიდან; „სამი სტილის“ თეორია
ქართულ მწერლობაში

• სტილისტიკის საკითხებით დაინტერესდნენ ჯერ კიდევ


ინდური გრამატიკის შემდგენლები (ძვ. წ. V ს.) და ბერძენი
გრამატიკოსები (ძვ. წ. II ს.).
• არისტოტელემ შექმნა ორი ტრაქტატი: „პოეტიკა“ და
„რიტორიკა“; პირველში მსჯელობს პოეტიკის (მხატვრული
ენის) თავისებურებებზე, ხოლო მეორეში – პრაქტიკული
დანიშნულების საერთო-სახალხო ენაზე, რომელიც
რიტორიკის (მჭევრმეტყველების ხელოვნების) სფეროს
განეკუთვნებოდა.
• ანტიკურ პერიოდში ყალიბდება მწერლობის ნიმუშთა
სტილებად გამიჯვნის ტრადიცია, რამაც შემდეგში გავლენა
იქონია კლასიციზმის ხანის (XVII–XVIII სს.) მწერლობაზე.
ასეთია, მაგ.:
• ფრანგი პოეტისა და ლიტერატურის თეორეტიკოსის –
ნიკოლა ბუალოს (1636-1711) „პოეტური ხელოვნება“;
• რუსი მეცნიერისა და განმანათლებლის – მ.
ლომონოსოვის (1711-1765) შრომები;
• ს.ს. ორბელიანის თხზულებები და სხვ.
შდრ., ს.ს. ორბელიანის თხზულებათა ენა:
"...ავი ქარი ქროდა, სხვაგან წასვლა აღარ იქნებოდა... დღე
და ღამე ძლიერი ღელვა იყო. ავდარი, ნისლიანი..."
(„მოგზაურობა ევროპაში“ ).

"...ნუ ჰგონებთ, თუ გეტყოდე არა ჩაცმასა, არცა დახურვასა,


არა კეთილთა შემოსვასა... არამედ გეტყვი ჩაცმასა
უცოდველად...“
(„სწავლანი“ ).
• ანალოგიურად განსხვავებულია ანტონ კათალიკოსის (1720-
1788) საკანცელარიო დოკუმენტებისა და საღვთისმეტყველო
ნაშრომების ენა.
• ანტონ კათალიკოსმა, სამწერლობო ტრადიციის თანახმად ,
„დაბალ“, „საშუალო“ და „მაღალ“ სტილებად დაყო
ნაწარმოებები:
- „დაბალი“ სტილი - ხალხისათვის ადვილად გასაგები
მოთხრობები;
- „საშუალო“ სტილი – სასწავლო ლიტერატურა;
- „მაღალ“ სტილი – სამეცნიერო (საღვთისმეტყველო )
თხზულებები.
• „საშუალო“ და „დაბალი“ სტილი ანტონისთვის არსებობდა
თეორიულად; პრაქტიკულად ის წერდა X-XI-XII საუკუნეების
მწიგნობრული სტილით.
• ანტონის ნორმებს ემორჩილებოდა ქართული მწერლობა
მთელი 100 წლის განმავლობაში: მე-18 ს-ის 60-იანი
წლებიდან მე-19 ს-ის სამოციან წლებამდე.
• სალიტერატურო ქართულის ასე დაყოფა ი. ჭავჭავაძის
პერიოდისათვის უკვე აფერხებდა ენის განვითარებას.
• პრობლემის გადაჭრა ი. ჭავჭავაძის დამსახურებაა („მამათა“
და „შვილთა“ ბრძოლა);
• „მამათა“ თაობის წარმომადგენლებთან გამართული
პოლემიკის დროს ილიამ დაასაბუთა ენის
„ნაირსტილოვანი“ თეორიის უსაფუძვლობა და ცოცხალ
სასაუბრო მეტყველებას მიანიჭა ერთიანი სამწიგნობრო
ენის საორიენტაციო სტილის სტატუსი.
• XIX ს-ის 60-იანი წლებიდან გატარებული კურსის შედეგად,
მაქსიმალურად შემცირდა განსხვავება მწიგნობრულ და
სასაუბრო მეტყველებას შორის; სალიტერატურო ენაში გზა
გაეხსნა ხალხის ცოცხალი მეტყველებიდან მომდინარე
სიტყვებს.
• ილია ჭავჭავაძის გზა მოგვიანებით გააგრძელა ივ.
ჯავახიშვილმა, როდესაც მისი თაოსნობით დაიწყო
ორგანიზებული მუშაობა საერთო-სახალხო ენაში
დაუნჯებული დარგობრივი ლექსიკის შესაგროვებლად.
საშინაო დავალება
• ვაშაკიძე, ი. და ფუტკარაძე, ტ. (2019). ქართული ენის
პრაქტიკული კურსი. თბილისი. გვ. 394-399.
ან
• ვაშაკიძე, ი. (2016). ქართული ენის პრაქტიკული კურსი და
აკადემიური წერის საფუძვლები. თბილისი: „უნივერსალი“,
გვ. 248-252.
• დააკვირდით მოსაუბრეთა მეტყველებას ან რომელიმე
არხის გადაცემას, ჩაიწერეთ თანამედროვეთა
მეტყველებისათვის დამახასიათებელი ფორმების
შემცველი 5 წინადადება.
გმადლობთ ყურადღებისათვის!

You might also like